Jump to content


ფოტო

მტირალა 2016


  • Please log in to reply
40 პასუხი ამ თემაზე

#1 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 04 2016 - 22:00

a308404160a2.jpg

მოგესალმებით ტურნირის მონაწილეებო.
როგორც ითქვა 5 აპრილამდე უნდა გამოქვეყნებულიყო  დეტალური ინფორმაცია ტურნირის შესახებ. 
17 აპრილი, მტირალას ეროვნული პარკი.  (ჩაქვიდან გადასახვევი სოფელი ჩაქვისთავისკენ) 

მონაწილეთა სია:

1. შოთა ჯოხაძე                                            კლუბის წევრი 
2. სანდრო კახობერაშვილი                          კლუბის წევრი
3. დავით როჩიკაშვილი                               კლუბის წევრი
4. ეგნატე გიორგაძე                                      კლუბის წევრი
5. ბადრი ჩაკვეტაძე                                      კლუბის წევრი
6. ლაშა მატუა                                               კლუბის წევრი
7. ვატო სარალიძე                                        კლუბის წევრი
8. დავით შენგელია                                     კლუბის წევრი
9. დავით რაზმაძე                                       კლუბის წევრი
10. ვასილ ჯალაბაძე                                    სტუმარი
11. ზურა აბზიანიძე                                    კლუბის წევრი
12. ტატო ხაბურზანია                                 კლუბის წევრი
13. შოთა ინასარიძე                                    სტუმარი
14. ბესო მგალობლიშვილი                         სტუმარი
15. გიგა შერა...                                            კლუბის წევრი
16. დავით თელია                                       კლუბის წევრი
17. თამაზი ულუმბელაშვილი                    კლუბის წევრი
18. ზურა კობახიძე                                      კლუბის წევრი
19. პოლ რეინჰარდტი                                სტუმარი
20. რობერტ კუპერი                                   კლუბის წევრი
21. ნიკუშა ვასაძე                                        კლუბის წევრი
22. ნინი ჩადუნელი                                    კლუბის წევრი
23. ირაკლი სიგუა                                       კლუბის წევრი

 

22 მონაწილე, 11 წყვილი, 11 სექტორი. 
შეკრების დრო: 17 აპრილი 06:00 ვიზიტორთა ცენტრთან.
მომზადების დრო 15-20 წუთი 
ტურნირის ინსტრუქტაჟი 15-20 წუთი 
პარკში თევზაობის ინსტრუქტაჟი 15-20 წუთი
სექტორებში გასვლა 06:45 - 07:00 საათზე
ტურნირის დასაწყისი 07:30 
ტურნირის დასასრული 10:30
11:00 შეკრება ვიზიტორთა ცენტრთან
11:00 - 12:00 თავისუფალი დრო კვებისათვის
11:30 - 12:00 შედეგების შეჯამება
 

აუცილებელი აღჭურვილობა:
წყლის კომბინიზონი (ვერდერსი).
ხელთათმანი (თევზთან კონტაქტისათვის).
ნემსკავის გამოსაძრობი ინსტრუმენტი.
უენო ან ენა გაუქმებული ნემსკავები.
თევზის ამოსაყვანი ჩოგანბადე.
თევზის საზომი ინსტრუმენტი.
ფოტოაპარატი ან ტელეფონი ფოტოსათვის.
საწერი კალამი და ბლოკნოტი ჩანაწერებისათვის.
სათვალე (სასურველია პოლარიზებული).
 
რეკომენდაცია:
ადგილზე მუშაობს მხოლოდ ჯეოსელის ბარათი.
მცირე ზომის ბოთლით წყალი.
საწვიმარი (ამინდი ხშირად იცვლება).
გამოსაცვლელი შარვალი და წინდები.
თბილი ქურთული (დილით სიცივეა).
თერმოსით ჩაი ან ყავა.
მშრალი საკვები.
ძლიერი შეცივებისას ცენტრში სწრაფი დაბრუნება
გაცივების და ტკივილგამაყუჩებელი  აბები.
სიგარეტის ნამწვავის შესაგროვებელი საშუალება.
 
აკრძალულია:
1 ტერიტორიის დანაგვიანება.                                                                                ჯარიმა 50 ლარი
2 მეწყვილის მიტოვება თევზაობის დროს.                                                           ჯარიმა 5 ქულა
3 სახიფათო ადგილზე გადაადგილება (აძრომა-ჩასვლა).                                      დისკვალიფიკაცია
4 უქამრო კომბინიზონით თევზაობა.                                                                      ჯარიმა 5 ქულა
5 მეტრზე მეტი სიღრმის  წყალში შესვლა (არაუმეტეს წელის სიმაღლისა).         დისკვალიფიკაცია
6 მდინარის წყლით გადაკვეთა(ნაპირის შეცვლა მხოლოდ ხიდის შემთხვევაში). დისკვალიფიკაცია
7 ალკოჰოლის მიღება თევზაობამდე და თევზაობისას.                                         დისკვალიფიკაცია
8 მეწყვილეს გარდა სათევზაო სექტორში სხვა მეთევზის  მიახლოვება.               ჯარიმა 5 ქულა
9 თევზაობისას ნებისმიერი სახის ხმაური.                                                             ჯარიმა 5 ქულა
10 დაიჭირე გაუშვის პრინციპის უხეში დარღვევა.                                                დისკვალიფიკაცია
11 დაცული ტერიტორიის წესის დარღვევა.                                                           დისკვალიფიკაცია
12 ნემსკავის სტანდარტის დარღვევა.                                                                     დისკვალიფიკაცია
13 ანკესის სტანდარტის დარღვევა.                                                                        დისკვალიფიკაცია
14 თევზაობის დროზე ადრე დაწყება  (07:30 მდე).                                               ჯარიმა 5 ქულა
15 ტურნირის დამთავრების შემდეგ თევზაობა (10:30 ის შემდეგ).                       ჯარიმა 5 ქულა
16 სამი ან მეტი წესის დარღვევა.(15 ან მეტი საჯარიმო ქულა)                             დისკვალიფიკაცია
17 სექტორში ცეცხლის დანთება (გადაუდებელი აუცილებლობის გარდა).           დისკვალიფიკაცია
 

კლუბი უფლებას იტოვებს ტურნირის დაწყებამდე შეცვალოს რაიმე წესი ამის აუცილებლობის შემთხვევაში.
გთხოვთ დეტალურ წესებს გადახედოთ 15 აპრილს. (ყოველი შემთხვევისათვის) 

უმორჩილესად გთხოვთ, ყველა წესი იყოს დაცული,
რადგანაც მსგავსი ტურნირის ჩატარება, მითუმეტეს დაცულ ტერიტორიაზე არის უპრეცედენტო შემთხვევა.
მდინარის პერიმეტრზე იმორიგევებს ადგილობრივი რეინჯერები.
დროა დავამტკიცოთ რომ, მზად ვართ კალმახზე სპორტული თევზაობისათვის. (ეს ერთგვარი დაკვირვებაა ახალი კანონის მიღების წინ)
ტურნირს დაესწრება გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები: 
მინისტრი, მინისტრის მოადგილე, დაცული ტეტირორიების უფროსი, პარკის დირექტორი და ადმინისტრაცია.
ტურნირი გაშუქდება ტელევიზიით (საინფორმაციოში გამოშვებაში) იბერია ტივის ეთერში(რატის ბლოგი) და GDS ეთერში გადაცემა 20-30.

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას. 
 



#2 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1717 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 04 2016 - 02:18

წარმატებები ბიჭებო! კარგი საქმე კეთდება, ამ ტურნირის შემდეგ საქართველოში ფლაიფიშინგი სულ სხვა დონეზე ავა! დარწმუნებული ვარ, რომ ამ სპორტის სახეობას ჩვენს ქვეყანაში დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან ჩვენი მდინარეები სწორედ ამ სტილით თევზაობისთვის არის შექმნილი.

2016 წლის სეზონი ძალიან შედეგიანად დაიწყო. მე ვთვლი რომ სწორედ ეს წელი იქნება ჩვენს ქვეყანაში სპორტული თევზჭერის აღმავლობის წელი, რადგან პრაქტიკულად ყველა სათევზაო სტილი წარსდგება სპორტულ ამპლუაში და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეზიარება სპორტული თევზჭერის სამყაროს!


  • SandroFly, ვანო მეხრიშვილი, beso -ს და 6 სხვებს მოგეწონათ ეს

#3 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 04 2016 - 09:35

წარმატებები ბიჭებო! კარგი საქმე კეთდება, ამ ტურნირის შემდეგ საქართველოში ფლაიფიშინგი სულ სხვა დონეზე ავა! დარწმუნებული ვარ, რომ ამ სპორტის სახეობას ჩვენს ქვეყანაში დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან ჩვენი მდინარეები სწორედ ამ სტილით თევზაობისთვის არის შექმნილი.

2016 წლის სეზონი ძალიან შედეგიანად დაიწყო. მე ვთვლი რომ სწორედ ეს წელი იქნება ჩვენს ქვეყანაში სპორტული თევზჭერის აღმავლობის წელი, რადგან პრაქტიკულად ყველა სათევზაო სტილი წარსდგება სპორტულ ამპლუაში და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეზიარება სპორტული თევზჭერის სამყაროს!

გაიხარე თენგო, ღმერთმა გისმინოს. 

 

მეც იმედებით ვუყურებ ამ წელს და შემდეგსაც. 

 

 

ტურნირზე ყველას წარმატებებს გისრუვებთ, კაი ჯახი იქნება.


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#4 RockFlyer

RockFlyer

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 137 posts

პოსტი დაწერილია 05 04 2016 - 11:14

მაგრად მიხარია, ბიჭებო, რომ გაშოლტვით თევზაობაც ჩაება მართონში, რადგან თევზაობის ეს მეთოდი ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის ის ფაქტი, რომ ტურნირი ტარდება მდინარეზე, რომელიც მიმაჩნია, არის ერთ-ერთი ულამაზესი და პერსპექტიული საკალმახე მდინარე საქართველოში, ხოლო ჩვენ გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა თევზაობით მოვიაროთ მისი ლამაზი ადგილები. ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს!

აქვე გამოვთქვამ მზადყოფნას ჩვენი ფედერაციის სახელით, მზად ვართ გავწიოთ ნებისმიერი სახის დახმარება თუ ამის საჭიროება იქნება.


  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#5 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 04 2016 - 12:29

მადლობა მეგობრებო,  
ჩვენც დიდი იმედი გვავქს რომ ტურნირი მოგეწონებათ არა მარტო ბუნებით და მდინარით თუმცა ეგ მთავარია.
ამ ეტაპზე მგონი ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუ რამეა და შეგატყობინებთ აუცილებლად.
ერთი რაც თხოვნა მექნება და ზოგადათ ყველას იდეა იქნება, როდესაც თევზაობას მოვრჩებით და სადმე რაიმე ნაგვის მაგვარს
ვნახავთ გამოვიყოლოთ და ერთ ადგილას მოვაგროვოთ. ამით იმ ტერიტორიასაც დავეხმარებით.

შემთხვევა დაცულ ტერიტორიაზე თევზაობისა მართლაც უნიკალურია რადგანაც მსგავსი არაფერი მომხდარა (ლეგალურად)
ამ ტურნირზე დაკვირვება დიდ გავლენას იქონიებს დაიჭირე გაუშვის კანონის პრინციპზე. 
დაინახავს ყველა რომ, საჭიროა მსგავსი კანონის დამტკიცება. 
 



#6 IKA-FLY

IKA-FLY

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 93 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 04 2016 - 16:21

მე ხომ ვიყავი სიაში?  :huh:



#7 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 04 2016 - 22:27

მე ხომ ვიყავი სიაში?  :huh:

იკა როგორ არ იყავი კაცო, მერე თავიდან მოვითხოვენ დაზუსტება და რომ არ დაწერე მაგიტომ გამოგვჩი,
თუ მოდიხარ და გადაწყვეტილი გაქვს რა თქმა უნდა ჩაჯდები. 
ჩვენ არ ვივიწყებთ კლუბის წევრებს კაცო .... 
შენ მაგაზე არ იდარდო ძმობილო. ნეტა მეტი იყოს ფლაის ხალხი და მაგას რა ჯობს, ეს ტურნირიც მაგისთვისაა ზუსტად.
თუ მოდიხარ მომწერე და ჩაჯდები ისევ როგორც იყავი. 



#8 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 04 2016 - 22:34

ტურნირის მონაწილეებო, მერაბასთან (ვერცხლის ქუჩა 41) დავტოვე სატყუარების ახალი ნაკრები, ვისაც ყიდვა გინდათ მიაკითხეთ.
ასევე აქვს ფლუროკარბონის სადავე (ტიპეტი, პავადოკი)  
30 მეტრიანი 15 ლარია, ფლურო საერთოდ არ ჩანს წყალში თუ კაი ხარისხია, 0,14 ზომაა 1,4 კგ. 
დღეს შევიძინე და ჯერ არ ვიცი როგორია. 
ვისაც გაინტერესებთ მიაკითხეთ. 

ასევე ყიდის 3/4 კლასის საკმაოდ ნორმალურ კომბოს, კოჭით, შნურით, ტუბუსით, ლიდერით.  
ფასი 230 ლარი.  ვიზუალურად არ ჩანს ცუდი. 


  • SandroFly likes this

#9 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 04 2016 - 10:30

ფლუროკარბონის სადავე გავტესტე და არ ვარგა :( 
არადა 1,4 კგ აწერია :( 



#10 IKA-FLY

IKA-FLY

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 93 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 04 2016 - 13:14

იკა როგორ არ იყავი კაცო, მერე თავიდან მოვითხოვენ დაზუსტება და რომ არ დაწერე მაგიტომ გამოგვჩი,
თუ მოდიხარ და გადაწყვეტილი გაქვს რა თქმა უნდა ჩაჯდები. 
ჩვენ არ ვივიწყებთ კლუბის წევრებს კაცო .... 
შენ მაგაზე არ იდარდო ძმობილო. ნეტა მეტი იყოს ფლაის ხალხი და მაგას რა ჯობს, ეს ტურნირიც მაგისთვისაა ზუსტად.
თუ მოდიხარ მომწერე და ჩაჯდები ისევ როგორც იყავი. 

კი კი მოვდივარ  :)  ახალი რეგისტრაცია რომ იყო არ ვიცოდი , გუშინ ვნახე და მაგიტო ვერ დავწერე


  • SandroFly likes this

#11 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 04 2016 - 13:29

სახელი და გვარი ხო გვინდა ? იკა ფლაით ვერ დაგარეგისტრირებთ :))))))))))) 



#12 IKA-FLY

IKA-FLY

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 93 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 04 2016 - 14:07

სახელი და გვარი ხო გვინდა ? იკა ფლაით ვერ დაგარეგისტრირებთ :))))))))))) 

ირაკლი სიგუა  :)



#13 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 04 2016 - 15:46

რაც შეეხება ტრანსორტირებას,  5-6 კაცი შეიკრიბეთ და დელიკას ნომერს მოგცემთ. 350 ლარი ჩადი ჩამოდი. 
როგორც ჩანს ყველას არ ყავს მანქანა. 
ჩაეწერეთ დელიკას მსურველები აქ და რო შეიკრიბებით დაგაკავშირებთ.
 



#14 IKA-FLY

IKA-FLY

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 93 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 04 2016 - 23:22

რაც შეეხება ტრანსორტირებას,  5-6 კაცი შეიკრიბეთ და დელიკას ნომერს მოგცემთ. 350 ლარი ჩადი ჩამოდი. 
როგორც ჩანს ყველას არ ყავს მანქანა. 
ჩაეწერეთ დელიკას მსურველები აქ და რო შეიკრიბებით დაგაკავშირებთ.
 

6 კაცი თუ შევგროვდებით მე თანახმა ვარ


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#15 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 04 2016 - 16:23

ჯერ ეტყობა ცოტა ადრეა და მომავალ კვირას უკვე აქტიური გახდება ეს საკითხი.
მთავარია ყველა ჩავიდეთ და დროულად, ანუ დილის 06:00 ყველა ვიყოთ ადგილზე.
 



#16 vatoss13

vatoss13
  • Members
  • 2 posts

პოსტი დაწერილია 11 04 2016 - 18:04

დარჩა 5 დღე და რამდენიმე საათი  :D  :D  :D  :D  :D


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#17 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 11 04 2016 - 19:21

სწორი შენიშვნაა და მგონი დროა ტრანსპორტირებაზე ვიფიქროთ, რადგანაც ჩვენ(ორგანიზატორები) ადგილზე ვიქნებით 16 ში დილით ადრე.
მოვამზადებთ ყველაფერს. დავნომრავთ სასტარტო ადგილებს. დავალაგებთ პრიზებს. დაველაპარაკებით კალმახებს რო იაქტიურონ და სხვა ..

ტურნირამდე, პარკის ტერიტორიაზე (ანუ სექტორებში) თევზაობა ისჯება კანონით, ხუმრობის გარეშე.
ვინ როდის და რითი მოდის ? 
 


  • vatoss13 likes this

#18 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 04 2016 - 11:27

მგონი 2 კაცია მხოლოდ ტრანსპორტის გარეშე, ზურა კობახიძე და ირაკლი სიგუა. აბა მეგობრებო ვინ ჩაიცოჩებს ცოტას? ჩვენ იმდენი ბარგი დაგვიგროვდა მგონი მე მარშუტკით წავალ : )))


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#19 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 04 2016 - 21:31

1. შოთა ჯოხაძე                                            კლუბის წევრი 
2. სანდრო კახობერაშვილი                          კლუბის წევრი
3. დავით როჩიკაშვილი                               კლუბის წევრი
4. ეგნატე გიორგაძე                                      კლუბის წევრი
5. ბადრი ჩაკვეტაძე                                      კლუბის წევრი
6. ლაშა მატუა                                               კლუბის წევრი
7. ვატო სარალიძე                                        კლუბის წევრი
8. დავით შენგელია                                     კლუბის წევრი
9. დავით რაზმაძე                                       კლუბის წევრი
10. ვასილ ჯალაბაძე                                    სტუმარი
11. ზურა აბზიანიძე                                    კლუბის წევრი
12. ტატო ხაბურზანია                                 კლუბის წევრი
13. შოთა ინასარიძე                                    სტუმარი
14. ბესო მგალობლიშვილი                         სტუმარი
15. გიგა შერა...                                            კლუბის წევრი
16. დავით თელია                                       კლუბის წევრი
17. თამაზი ულუმბელაშვილი                    კლუბის წევრი
18. ზურა კობახიძე                                      კლუბის წევრი
19. ნინი ჩადუნელი                                    კლუბის წევრი
20. ირაკლი სიგუა                                       კლუბის წევრი

დღევანდელი მონაცემებით ასეა, 20 მონაწილე, 10 წყვილი.
 

  • vatoss13 likes this

#20 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 04 2016 - 11:01

20 მონაწილე, 10 წყვილი, 10 სექტორი.  
შეკრების დრო: 17 აპრილი 06:00 ვიზიტორთა ცენტრთან.
მომზადების დრო 15-20 წუთი 
ტურნირის ინსტრუქტაჟი 15-20 წუთი 
პარკში თევზაობის ინსტრუქტაჟი 15-20 წუთი
სექტორებში გასვლა 06:45 - 07:00 საათზე
ტურნირის დასაწყისი 07:30 
ტურნირის დასასრული 10:30
11:00 შეკრება ვიზიტორთა ცენტრთან
11:00 - 12:00 თავისუფალი დრო კვებისათვის
11:30 - 12:00 შედეგების შეჯამება
 

აუცილებელი აღჭურვილობა:
წყლის კომბინიზონი (ვერდერსი).
ხელთათმანი (თევზთან კონტაქტისათვის).
ნემსკავის გამოსაძრობი ინსტრუმენტი.
უენო ან ენა გაუქმებული ნემსკავები.
თევზის ამოსაყვანი ჩოგანბადე.
თევზის საზომი ინსტრუმენტი.
ფოტოაპარატი ან ტელეფონი ფოტოსათვის.
საწერი კალამი და ბლოკნოტი ჩანაწერებისათვის.
სათვალე (სასურველია პოლარიზებული).
 
რეკომენდაცია:
ადგილზე მუშაობს მხოლოდ ჯეოსელის ბარათი.
მცირე ზომის ბოთლით წყალი.
საწვიმარი (ამინდი ხშირად იცვლება).
გამოსაცვლელი შარვალი და წინდები.
თბილი ქურთული (დილით სიცივეა).
თერმოსით ჩაი ან ყავა.
მშრალი საკვები.
ძლიერი შეცივებისას ცენტრში სწრაფი დაბრუნება
გაცივების და ტკივილგამაყუჩებელი  აბები.
სიგარეტის ნამწვავის შესაგროვებელი საშუალება.
 
აკრძალულია:
1 ტერიტორიის დანაგვიანება.                                                                                ჯარიმა 50 ლარი
2 მეწყვილის მიტოვება თევზაობის დროს.                                                           ჯარიმა 5 ქულა
3 სახიფათო ადგილზე გადაადგილება (აძრომა-ჩასვლა).                                      დისკვალიფიკაცია
4 უქამრო კომბინიზონით თევზაობა.                                                                      ჯარიმა 5 ქულა
5 მეტრზე მეტი სიღრმის  წყალში შესვლა (არაუმეტეს წელის სიმაღლისა).         დისკვალიფიკაცია
6 მდინარის წყლით გადაკვეთა(ნაპირის შეცვლა მხოლოდ ხიდის შემთხვევაში). დისკვალიფიკაცია
7 ალკოჰოლის მიღება თევზაობამდე და თევზაობისას.                                         დისკვალიფიკაცია
8 მეწყვილეს გარდა სათევზაო სექტორში სხვა მეთევზის  მიახლოვება.               ჯარიმა 5 ქულა
9 თევზაობისას ნებისმიერი სახის ხმაური.                                                             ჯარიმა 5 ქულა
10 დაიჭირე გაუშვის პრინციპის უხეში დარღვევა.                                                დისკვალიფიკაცია
11 დაცული ტერიტორიის წესის დარღვევა.                                                           დისკვალიფიკაცია
12 ნემსკავის სტანდარტის დარღვევა.                                                                     დისკვალიფიკაცია
13 ანკესის სტანდარტის დარღვევა.                                                                        დისკვალიფიკაცია
14 თევზაობის დროზე ადრე დაწყება  (07:30 მდე).                                               ჯარიმა 5 ქულა
15 ტურნირის დამთავრების შემდეგ თევზაობა (10:30 ის შემდეგ).                       ჯარიმა 5 ქულა
16 სამი ან მეტი წესის დარღვევა.(15 ან მეტი საჯარიმო ქულა)                             დისკვალიფიკაცია
17 სექტორში ცეცხლის დანთება (გადაუდებელი აუცილებლობის გარდა).           დისკვალიფიკაცია
 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თან იქონიეთ საწერი კალამი, ფანქარი ან რაიმე მსგავსი ჩანაწერის გასაკეთებლად.
პრინციპი იქნება შემდეგი:
იჭერ თევზს, მოდის მეწყვილე, იზომება, კეთდება ჩანაწერი და გაზომვის ფოტო, დაჭერის დრო, თევზის ზომა.



კლუბი უფლებას იტოვებს ტურნირის დაწყებამდე შეცვალოს რაიმე წესი ამის აუცილებლობის შემთხვევაში.
გთხოვთ დეტალურ წესებს გადახედოთ 15 აპრილს. (ყოველი შემთხვევისათვის)