საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია წარმოადგენს ოფიციალურ სპორტულ ორგანიზაციას, რომელიც F.I.P.S.e.d. (Fédération Internationale de la Pêche Sportive en Eau Douce) -ის სრულუფლებიანი წევრია.
საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციის მისიაა:
- ყველა სათევზაო სპორტული დისციპლინებისთვის შეჯიბრებების ჩატარების წესების შემუშავება და დამტკიცება;
- ერთიანი მსაჯთა კოლეგიის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სარეიტინგო შეჯიბრების მხარდაჭერას;
- ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან – სპორტის სამინისტრო, გარემოსდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციები;
- სოციალური პროექტები – თევზის გამრავლება–გაშვება, სემინარები და ა.შ.
საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციაში გაერთიანებულია 4 ფედერაცია და 3 კლუბი. სულ 128 სპორტსმენი მეთევზე. ესენი არიან:
- საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია;
- საქართველოს კარპფიშინგის ფედერაცია;
- საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია;
- საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია;
- საქართველოს ფლაიფიშინგის კლუბი;
- საქართველოს კარპფიშერთა კლუბი;
- შიდა ქართლის სპორტული თევზაობის კლუბი “ალიგატორი”
ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი: თენგო ბინიაშვილი.