Revolution Slider

Revolution Slider Error: Slider with ID: 2 Not Found

Contact Info

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია წარმოადგენს ოფიციალურ სპორტულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციის სრულუფლებიანი წევრია.

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის მისია:

  • განავითაროს და პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში ფიდერით სპორტული თევზაობა
  • ყოველწლიურა ჩაატაროს რეიტინგული და სამოყვარულუ ტურნირები საქართველოს ფარგლებში
  • რეიტინგის მიხედვით გამოავლინოს საუკეთესო სპორტსმენები
  • რეიტინგული სპორტმენებიდან შეარჩიოს საუკეთესო სპორტსმენები, რომლითაც მოხდება საქართველოს ნაკრების ფორმირება საერთაშორისო ტურნირებიათვის

 

დაფუძნების თარიღი: 2013 წლის 13 მარტი;

დამფუძნებლები: თენგო ბინიაშვილი, გიგა გაბრიაძე, მალხაზ მახარაშვილი, თორნიკე მჟავანაძე, ზურაბ ჩაქალოვი, გიორგი ფიჩხაია;

მოქმედი პრაზიდენტი: ანდრო სიარგი;

გამგეობის მოქმედი წევრები:  ანდრო სიარგი, გიგა გაბრიაძე, მალხაზ მახარაშვილი, ზურა ჩაქალოვი, გია ჩიტაიშვილი, გიგა ბაინდურაშვილი.

 

ფედერაციის საქმიანობა დღემდე:

FIDERI_2012_2015

 

 

2016 წლის ფიდერის ფედერაციის სატურნირო კალენდარი

ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნულმა ფედერაციამშეადგინა მომავალი 2016 წლის სატურნირო კალენდარი.

შეგახსენებთ, რომ წელსაც ყველა რეიტინგული ტურნირი (4) გაერთიანებული იქნება ერთიან საქართველოს ჩემპიონატში. ანუ ჩატარდება 4 ეტაპიანი ეროვნული პირველობა და სეზონის ბოლოს გაირკვევა გამარჯვებულები როგორც პირად, ისე გუნდურ ასპარეზობაში. რა თქმა უნდა, ყოველ ტურნირს ეყოლება თავისი პრიზიორებიც, რაც აისახება მათ რეიტინგში.

ასევე წლის განმავლობაში ფედერაცია ეცდება მოაწყოს რამდენიმე არარეიტინგული შეჯიბრება:

  • ვოლჟანკის თასი
  • 24 საათიანი ფიდერ–მარათონი
  • ტურნირი ფიდერფიშინგი VS კარპფიშინგი
  • ბლიც–ტურნირი ფიდერში და ა.შ.

კალენდარი pdf ფორმატში შეგიძლიათ იხილოთ აქ: kalendari_2016

kalendari_2016

2016 წელს ფედერაციაში გაწევრიანება მოხდება 1 იანვრიდან 1 აპრილის ჩათვლით.

გაწევრიანების მსურველებმა მოგვმართეთ feeder@sportfishing.ge ზე,

ან მოგვძებნეთ Facebook -ზე “ფიდერით სპორტული თევზჭერა“,

ან დარეგისტრირდით ფორუმზე: sportfishing.ge/forum

ფედერაციის წევრობა რამდენიმე უპირატესობასთან არის დაკავშირებული:

  • თქვენ გენიჭებათ სპორტსმენი–მეთევზის სტატუსი და სარეიტინგო ქულები;
  • წლის განმავლობაში აგროვებთ სარეიტინგო ქულებს და იბრძვით წლის საუკეთესო სპორტსმენი–მეთევზის სტატუსის მისაღებად;
  • ყოველის წლის ბოლოს, ყველაზე რეიტინგული სპორსტმენებით კომპლექტდება საქართველოს ფიდერის ნაკრები, რომელიც მიემგზავრება საერთაშორისო ტურნირებზე: მეგობრობის თასი (ბელორუსია) და მსოფლიო ჩემპიონატზე
  • აქტიურ მონაწილეობას იღებთ ფედერაციის ცხოვრებაში და მონაწილეობთ მის საერთო კრებებში
  • ფედერაცია მუდმივად ეცდება სხვადასხვა პრივილეგიები მოიპოვოს საკუთარი წევრებისთვის, მაგალითად შეღავათები ფასიან ტბებზე თევზაობისას, ფასდაკლებები სხვადასხვა მაღაზიებში და ა.შ.
Share