ზურა მერეკლიშვილი –  ვარ 38 წლის, სათევზაო სპორტში ვარ 2012 წლიდან. მეგობრებთან ერთად, თენგო ბინიაშვილის თაოსნობით ჩამოვაყალიბეთ ფიდერით სპორტული თტევზჭერის ფედერაცია 2013 წელს. 2013 წლიდან ვიღებ მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში. გუნდის სახლწოდებაა smart feeder. გუნდის წევრები გიგა გაბრიაძე და მალხაზ მახარაშვილი. ვიმყოფებოდი მეგობრობის თასზე ბელარუსიაში 2015 და 2016 წლებში რამაც დიდი გამოცდილება მომიტანა.

გადავიდეთ დასმულ კითხვებზე:

3 ყველაზე უხერხული მეტოქე ზონაში?

ყველა ეტაპს თავისი გამორჩეულად ძლიერი მეტოქეები ჰყავს, მაგრამ რადგან კითხვა არის ზოგადი მეც ესე გავცემ პასუხს.

  1. არასოდეს მენდომებოდა ზონაში ჩემს წინააღმდეგ გიგა გაბრიაძე
  2. დიმიტრი ჯარიაშვილი
  3. მამუკა გეგეჭკორი

3 საყვარელი ნემსკავი?

არც მე ვიგონებ მეგობრებო ახალ ველოსიპედს და ჩემთვისაც ნომერ პირველი ნემსკავი არის GAMAKATSU: 2210, 1810, 2260. მეორე არის OWNER: 53100, 53101, 50921, 50922, 50340. მესამე რომ გითხრათ საყვარელი ნემსკავიო არც მახსენდება, ასე რომ მესამეს გამოვტოვებ

როგორ ცვლით ჭერის ობიექტს, ვთქვათ სიონზე ყველა ჩაგდებაზე ურტყავს პატარა შამაია, და მინდა გავფილტრო წვრილი თევზი ან ხრამული გავხადო სამიზნეთ?

თევზის გაცხრილვის მხოლოდ ერთი მიდგომა არის ჩემთვის ცნობილი და აქამდე წარმატებით ვიყენებ –  ეს არის საკვების დამძიმება, ვცდილობ რომ წყალში ვარდნისას რაც შეიძლება მცირე დაშლა გამოიწვიოს ან საერთოდ არ გამოწვის დაშლა და დავცალოთ მხოლოდ ფსკერზე. ასევე ნემსკავის ზომის გაზრდა დასაშვებ ზომამდე და სადავის დაპატარავება, რომ წვრილმა თევზმა ვერ აიღოს სატყუარა. აუცილებლია, რომ თავად დასაკვები არ უნდა იყოს ისეთი ფიზიკის, რომელიც წყალში ღრუბელს აყენებს და აქვს ბევრი მოტივტივე ფრაქცი,ა რაც წვრილი თევზის ყურადღებას იპყრობს.

რომელი ბრენდის ინვენტარს ანიჭებთ უპირატესობას.? საუკეთესო თქვენთვის და მეორე ბიუჯეტური ბრენდი?

შემიძლია გითხრათ რომ შეხება მქონია რამდენიმე ბრენდთან და ცუდის თქმას ნამდვილად არ ვაპირებ არცერთზე. ვლაპარაკობ იმ ბრენდებზე, რაც წარმოდგენილია საქართველოში: TRABUCCO, FLAGMAN, MATRIX, DAIWA და რაც აქ არ არის წარმოდგენილი – PRESTON. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ბოლო დროს ძალიან კმაყოფილი ვარ MATRIX, რომელსაც მაღალი ხარისხის საქონელი აქვს, ზუსტად ისეთი, როგორიც საჭიროა სპორტულ თევზჭერაში და ფასიც ძალიან ადვეკატური. თუ ბიუჯეტურ და არაბიუჯეტურ აღჭურვილობას შევადარებთ, დამიჯერეთ სჯობს გადაიხადო ცოტა მეტი და იხმარო წლები ვიდრე ყოველ წელს გქონდეს ახლიდან შესაძენი.

საშუალო დისტანციაზე თევზაობისას (40-60 მ) რის მიხედვით შევარჩიოთ საკვებურის ფორმა???

დავუშვათ სიონზე ვარდნაზე გვინდა შამაიაზე თევზაობა 20-25გ გასაგებია მაგრამ ფორმას როგორ ვარჩევთ??

გააჩნია თევზს იმ მომენტისთვის რა სურს, როგორი აქტიურია? ანუ რას ვგულისხმობ – შეიძლება მოცემულ მომენტში თევზი ისეთი აქტიურია რომ სატყუარის სწრაფი მოძრაობა ძალიან მოსწონს და ამ დროს შენ გჭირდება 50სმ სადავე და 50გრ საკვებურა რადგან თევზი მას კარგად მისდევს და შედეგიც გაქვს, თან თვითწამოგების პრინციპიც მუშაობს. მაგრამ თუ თევზი პასიურია და ნელი მოძრაობები სჭირდება რომ სატყუარა დაინახოს და აიღოს, ამისთვის უფრო მსუბუქი საკვებურა და გრძელი სადავე დაგჭირდება.  ერთი რამ არის საჭირო ნებისმიერ სიტუაციაში: თუ თევზი გიდგას და ვერ იღებს აუცილებელია ცვლილებების გაკეთება, ნესკავი, სადავის სიგრძე, სადავის სიგრძე და სატყუარის პრეზენტაცია. ცვლილებების არასდროს არ შეგეშინდეს.

მაინტერესებს დასაკვებებს როგორ არჩევთ ტურნირების წინ და ამაზე გუნდი ერთად რიგდებით, თუ სხვადასხვა დასაკვებით თევზაობთხოლმე ტურნირზე?

ტურნირებზე გუნდი ყოველთვის ერთი დასაკვებით გავდივართ 😊 რათქმაუნდა გუნდი ერთად მუშაობს ვარჯიშებზე გამორიცხვის მეთოდით და ბოლოს ვჯერდებით ერთ საუკეთესო ვარიანტზე.  მაგალითად, სამი ადამიანი თევზაობს ყველანაირად ერთი მეთოდით და სატყუარითა და ვცვლით მხოლოდ ერთ რამეს, ნებისმიერ პარამეტრს რაც გვაინტერესებს, რაც მოგინდება ან დაგაინტერესდება და ვაკეთებთ 1 საათიან დაკვირვებას, ესე მივდივართ ჭეშმარიტებამდე (ჩვენს ჭეშმარიტებამდე თორე მოგიჯდება ტურნირზე სხვა სპორტსმენი და გაჩვენებს რომ უფრო მეტის დაჭერაც შეიძლებოდა 🙂 ).

მაინტერესებს მაქსიმუმ რამდენი სახის დასაკვებია რეკომენდირებული შესარევად?

სპორტში თუ გვაინტერესებს მე მაქსიმუმ 3 ტიპის დასაკვები შემირევია, აქ არ ითველა თხევადი არომატები, ხოლო მოყვარულის დონეზე თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ 5-6 რამის შერევა. კოპტონი, სიმინდის ფქვილი, ორცხობილა, სუხარი, მანის ფქვილი, გერკულესი დაღერღილი და უამრავი სუნელი და მსხვილი ფრაქცია. აქ უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

რას ფიქრობ FIPSed-ის წესების ზუსტი დაკოპირებისთვის მზად ვართ? რამდენად მიგაჩნია რომ ჩვენი წესები გადასახედია?

ვფიქრობ რომ ჩვენი წესები ფიპსედის წესებისგან ბევრად არ განსხვავდება და მშვენივრად არის მორგებული ჩვენზე, ერთადერთი რასაც ვერ ვაკეთებს არის 5 კაციანი გუნდები და ვფიქრობ რომ 5 კაციანი გუნდები ძალიან მაგარი იქნებოდა, უფრო მეტად აზარტულს გახდიდა ამ სპორტს. მაგრამ ალბათ ამისთვის ამ ეტაპზე ჯერ მზად არ ვართ, თუმცა მაქვს იმედი რომ ეგ დროც მოვა.

May be an image of one or more people, people standing and body of water

ფსკერის გამოკვლევაზე გაგვიზიარე შენი ხედვა…

ფსკერის კვლევა ხდება მარკერის სიმძიმით, სასურველ დისტანციაზე გადააგდებ სიმზიმეს და შემდეგ ერთიდაიგივე ტემპით მოაჩოჩებ ფსკერზე. თუ რბილად მოდის მიწა ან ლამია, თუ მოდის მაგრამ გაჭირვებით ბალახია, ხოლო თუ მოდის რაკარუკით ქვა არის.  ვერავინ იტყვის დაზუსტებით რომ ერთი მეორეს სჯობს რადგან ეს ირკვევა ვარჯიშებზე, ან კონკრეტულად თევზაობის პროცესში, ამიტომ აქვს მეთევზეს 4 ან 6 ან 8 ანკესი. მითევზავია ბალახშიც, ქვაზეც და მიწაზეც

3 ძირითადი რამ, რაც წარმატებს განაპირობებს ტურში

პირველი – ბევრი გუნდური ვარჯიში ტურნირის წინ. მეორე – არასოდეს არ უნდა გადაუხვიო გუნდურ სტრატეგიას და არ უნდა დააყენო საკუთარი ამბიციები გუნდზე წინ. მესამე –  შტაბი, რომელიც აუცილებია გუნდისთვის და სასიცოცხლოდ გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა ტურნირზე. თუმცა შტაბის ფუფუნება ჯერჯერობით ჩვვენს გუნდებს არა აქვთ, შესაბამისად ჩემთვის პირველი ორი პუნქტი გადამწყვეტია.

3 შენი დიდი შეცდომა ტურნირში?

ყოველთვის მემახსოვრება ლისის ტურნირი, როცა ყველაფერი დამუშავებული გვაქვს. გუნდურ სტრატეგიაში ძალიან დიდ როლს თამაშობს არომატიკა და მე არომატების მთლიანი ყუთი მრჩება პარკირების ადგილზე ავტომობილში, რამაც განაპირობა ჩემი ცუდ შედეგი იმ ტურნირზე. არასდროს დატოვო აუცილებელი ნივთები მანქანაში 🙂

2021 წლის თასის ბოლო ეტაპზე სათევზაო დისტანციაზე მქონდა მხოლოდ 1 ჯოხი დაკლიფსული, რომელიც 3 საათის მერე გასროლისას გაწყდა და დავკარგე დისტანცია. და შედმეგ დაახლოებით ნახევარი საათი დამჭირდა, რომ იგივე დისტანციას დავბრუნებოდი. ის დღე მაინც 1 იანით გამოვედი, მაგრამ შეიძლებოდა ეს შეცდომა ძალიან ძვრიად დამჯდომოდა..

2014-ში დებედას ტურნირზე მაღვიძარამ მიღალატა და დავაგვიანე, ისე რომ სიჩქარეში კარტერიც გავტეხე და ზონაში შესვლაც დავაგვიანე, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ის ტურნირი მოვიგეთ სმარტებმა 😊 არასდროს ენდო მაღვიძარას, და ყოველთვის დაურეკე შენს გუნდელს და გადაამოწმე რომ ღვიძავს და მაღვიძარა არ ღალატობს 🙂

May be an image of 1 person and body of water

სად გადის ზღვარი თევზაობასა და სპორტულ თევზაობას შორის?

ეგ ზღვარი დიდი ხნის წინ გადავკვეთე და იმის მერე უკან აღარც მომიხედია. არ ვიცი დღეს სად ვიქნებოდი, რომ არა სპორტული თევზაობა. მეც დავდიოდი ყველგან მეგობრებთან (მოყვარული მეთევზეები) ერთად სათევზაოდ და ეხლაც დავდივარ, მაგრამ თევზაობის პროცეს იქ სიამოვნება აღარ მოაქვს, იქ უფრო მეგობრებთან ვატარებ დროს, რაღაც სიახლეებს ვუხსნი, ათას ამბებვს ვყვებით და კარგ დროს ვატარებთ. მაგრამ თუ ისევ ჩემს მეგობარ სპორცმენებთან ერთად ვარ სათევზაოდ გასული იქ ისევ ტურნირის ჟინია, არ ვჭამ, არ ვსვავ და ბოლომდე ვიბრძვი, თითქოს ინსტიქტია უკვე, კარწახში ვიყავით ესე იყო, ალაზანზე ვიყავით ესე იყო, წალკაში ვიყავით ესე იყო და ალბათ აწი სულ ესე იქნება. სპორტი სპორტია, ბრძოლა და ჟინი, თევზაობა კი უბრალოდ დასვენებაა და დროის ტარება..

 

რას გვეტყვი საქართველოს თასის მოგებულ პრიზზე Matrix Horizon X Pro Distance 4.0m-ზე? გაამართლა მოლოდინი?

კიდე ერთხელ დიდი მადლობა მაღაზია CARPOLOGY-ს ამ შესანიშნავი პრიზისთვის. შეუძლებელია მოკლედ დაწერო ამ ჯოხზე, მაგრამ შევეცდები.  ეს არის ინგლისური სუფთა სისხლის ბედაური რომლითაც უნდა იჯირითო და ყოველ გაჭენებაზე დიდი სიამოვნება მიიღო. ვრცლად აუცილებლად იქნება განხილვა აღნიშნული ჯოხის. წალკაში სულ ერთ ტურნირზე მეკავა ეს ჯოხი და ასე მე ჯოხი არ მომწონებია. მალე ნადარბაზევზე ვიწყებთ ვარჯიშებს და ვფიქრობ ამ ჯოხს იქ უფრო კარგად გავიცნობ.

May be an image of 1 person, fishing rod and body of water

წალკაში, როგორ ფსკერს ანიჭებ უპირატესობას ?

წალკაშიც და სხვაგანაც იმ ფსკერს ვანიჭებ უპირატესობას რომელიც იმ დროისთვის თევზს მოსწონს, თუ წელს წალკაში რბილ ფსკერზე ვითევზავე, შარშან ქვიანზე იდგა თევზი. ასეა ყველგან და ამიტომ არის ვარჯიშები აუცილებელი.

მოგვიყევი ცოტა რამ კულინარიაზე, როდის დაინტერესდი ,რეცეპტებს შენ თვითონ იგონებ თუ კულინარიული ლიტერატურიდან აკოპირებ?

კულინარია მიყვარს ძალიან, და გამომდის კიდეც, ხოლო რაც შეეხება მოგონებას, ვისაც ჰგონია რომ რამეს იგონებს იქ სცდებ 🙂 ყველაფერი მოგონილია, მთავარია ვინ გემრიელს გააკეთებს და ვინ ვერა.

May be an image of 2 people, including Zura Mereklishvili, people standing and outdoors

წელს ძალიან მაგრად ატარებ სეზონს, საუკეთესო ფორმაში ხარ! მოიგე საქართველოს თასი და ეროვნულის ორი ტურიც საუკეთესოდ გამოხვედი. გვითხარი, რამ განაპირობა, რისი შედეგია შენი ესეთი წარმატება?

მადლობა შექებისთვის, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. მე ვიტყოდი რომ პირველი გასაღები არის ოჯახი, თუ ოჯახში არის სიმშივდე, ყველაფერი მოწესრიგებული და დალაგებული – ეს დიდი ნაბიჯია წინ. ასევე საკუთარი თავის რწმენა – არასოდეს არ უნდა იფიქრო რომ აგერ მე ზურასთან ვზივარ და დღეს არ გამიმართლაო, პირიქით ყოველთვის მოტივირებული უნდა იყო და მაქსიმალისტი ვისთან ერთადაც არ უნდა იჯდე ზონაში. და მესამე – ეს არის გუნდური შემართება და გუნდური მუშაობა. ეს თუ არ არის პირველ ორსაც აზრი ეკარგება.

რამდენად ხშირად იყენებ ცოცხალ (ბუზის მატლი, ჭიაყელა და ა.შ) დანამატებს საკვებში, რა დროს და რა ინტენსივობით?

ცოცხალი კომპონენტის გამოყენება დასაკვებში თევზაობის დროს ყოველთვის აუცილებელი არ არის, რაზეც ვერ ვიტყვი თხევად არომატიკაზე.  თხევად არომატიზატორებს ყველა დასაკვებში ვხმარობ და შედეგიც აქვს, ხოლო ცოცხალ კომპონენტებს იმის მიხედვით, თუ რა შედეგს მიჩვენებს ვარჯიშებზე, არასოდეს ვცვლი დადგმულ სტრატეგიას ამ კუთხით.

May be an image of fishing rod and body of water

 

 

Share