Jump to content


ფოტო

სეზონურად - ადრეული შემოდგომა


  • Please log in to reply
4 პასუხი ამ თემაზე

#1 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 11:19

გამარჯობა მეგობრებო,

 

თევზაობას მაინც ვერ ვახერხებ ისე როგორც ზაფხულში, მაგრამ ამ სტატიების საწერად დრო გამოჩნდება ხოლმე. იმედია ვინმე წაიკითხავს და გამოიყენებს.

 

 

"მოვიდა ბარაქიანი შემოდგომა და თან მოიტანა  " ... .....      სკოლაში როგორც ვწერდით ხოლმე თემებს. 

 

ღვინის და ჩურჩხელების გარდა შემოდგომას თან მოაქვს პირადად ჩემთვის კალმახზე თევზაობის საუკეთესო პერიოდი. მიზეზი რამდენიმეა:

მდინარის გარშემო პეიზაჟები გაცილებით ლამაზია, ტემპერატურა კომფორტული, მდინარეები სუფთა, წყლის დონე იკლებს, მაგრამ რაც ყველაზე მტავარია - კალმახი ემზადება საქვირითოდ და აქედან გამომდინარე ჭამს მომეტებული მადით, ხდება აგრესიული, დასდევს ყველა სატყუარას თითქმის. დიდი თევზის დასაჭერის შანსები ერთი ორად იზრდება. 

ამ პერიოდში თევზაობა ზაფხულზე გაცილებით დიდი სიამოვნების მომნიჭებელია ჩემთვის - იქნება ეს მშრალი სატყუარა, ნიმფა, სტრიმერი თუ სველი სატყუარა (კლასიკა). 

 

 

შეიძლება ზაფხულის მსგავსათ დიდი ზომის "დანიკა" ღორტავები არ დაფრინავდეს წყლის ზედაპირთან ახლოს, მაგრამ აი კალიები, ხოჭოები, მფრინავი ჭინაჭველები, თაგვები, კოღოსა და ქინქლის ოჯახის წარმომადგენლები მრავლად გვხვდება წყლის ზედაპირსა თუ სიღრმეში. 

 

სექტემბრის დადგომასთან ერთად მზე ნელ ნელა დააბლა იწევს ჩვენსკენ, რაც უფრო გრძელ ჩრდილებს გულისხმობს და ჩვენი მხრიდან, მდინარის ნაპირზე გადაადგილებისას მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. მაგრამ ეს უფრო მატებს აზარტს ამ "ნადირობას", ნადირობას კალმახზე. 

 

 

 

კიდევ ერთი ხიბლი არის ის, რომ როცა კალმახი აგრესიულია და ეტანება თუნდაც 8-10-12 სანტიმეტრიან სტრიმერებს - აღარ გვჭირდება 0,1-0,12 მმ ზომის სადავეების ხმარება არც ნიმფაზე და მითუმეტეს არც სტრიმერზე. 0,2-0,22 მმ კარგი ხარისხის სადავე, #2-4 ზომის წოლფრამის თავიანი ვული ბუგერი რეზინის ფეხებით, ან თუნდაც 12 სმ სიგრძის "sex dungeon" სტრიმერი (ღორჯოს იმიტაციაა) და აღარ გეშინია სატყუარის დაკარგვის ან კალმახთან ჭიდაობის. თან თუ დაჯდა - დიდი ჯდება. 

 

მორიგი ხიბლი - არ ვართ შეზღუდულები აღჭურვილობაში - სატყუარებში, დილას და საღამოს მშრალი სატყუარა არანაკლებ შედეგიანია თუ მეტი არა, ვიდრე ზაფხულში. 

 

 

ბევრჯერ მსმენია - აცივდა და აწი კალმახზე სიარულს აზრი აღარ აქვსო, მაგრამ სანამ ამის უფლებას კანონი გვაძლევს - სექტემბერი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად (ოქტომრიდან იანვრამდე აკრძალულია კალმახზე ნებისმიერ სახის თევზაობა როგორც ვიცით). 


აქვე დავდებ რამდენიმე განთქმულ სატყუარას ადრეულ იშემოდგომისთვის. 

 

autumn splendor - ზომები როგორიც გაგიხარდებათ - 8 ზომა და მეტს გირჩევთ მე. 5-6-7 სმ

ja39j.jpg

 

October Caddis - მშრალი - ეს ნარინჯისფერ ტანიანი რუისელები შემოდგომაზე ძალიან შედეგიანია (დათო თელიას კითხეთ თუ არ გჯერათ )

ns3dj.jpg

 

Hippie Stommer #14

ukkgg.jpg

 

North Country Spider - #14-16-18

rja95.jpg

 

რეზინის ფეხებიანი კალია - მეგაზაფხულეები. რატომ მაინცდამაინც რეზინის ფეხები - იმიტომ რომ: ფოთოლცვენის დაწყებასთან ერთად რთულდება წყალზე სატყუარის გატარება, ედება ფოთლებს, ფრთხება თევზი როცა ფოთოლს გამოვდებთ სატყუარას, ასევე ფოთლები ხელს უშლის კალმახს ზუსტად დაინახოს საკვები - ამისთვის არსებოს "ტვიჩინგი" , პატარა წათამაშება სატყუარის - განსაკუთრებით თუ ზედაპირზე ვთევზაობთ - ეს რეზინის ფეხები ძალიან რეალისტურად მოზრაობენ "ტვიჩის" დროს. და სწორედ იმ ლოგიკით რომ "მწერი მოძრაობს - ფოთოლო არა"  - უადვილებს კალმახს საკვების არასაკვებისგან გარჩევას. 

 

ეს ჩემი გაკეთებული ვარიანტები

6fwlr.jpg

 

 

 

ესეც ინტერნეტიდან

 

g0l1c.jpg

 

 

 

შემოდგომა  მთელ მსოფლიოში გამოირჩევა სტრიმერით თევზაობის საუკეთესო პერიოდად - ამ დროს კარგია დილით და შუადღისას სხვა დასხვა ფერის და ზომის ღორჯოს ან სხვა ადგილობრივი თევზის  იმიტაციების ქონა.

მაგ: 

k4mou.jpg

 

ა ბატონო - 10 სმ

bmmfe.jpg

 

Sex Dungeon articulated

jvr16.jpg

 

Sex Dungeon black 

vbjpx.jpg

 

 

მოკლედ წავედი ვიმუშაო..

 

იმედია მოგეწონათ და გამოგადგებათ,

 

მადლობა


  • GigaG, ლიფსიტა, გლახუნა -ს და 7 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 Njord

Njord
  • Members
  • 3 posts

პოსტი დაწერილია 09 09 2016 - 12:41

დაქოქე მონტერო და წავედი მერე, რაღას უცდი  :D :D :D



#3 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 09 2016 - 13:45

დაქოქე მონტერო და წავედი მერე, რაღას უცდი   :D :D :D

მონტერო გაციებული მყავს, რომელი ხარ შენა? 



#4 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 09 2016 - 13:47

უი კაკუნა, გიცანი :D 



#5 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 10 2016 - 14:04

კაი წასაკითხია სანდრიკ, ჩაგეთვალა
 


  • SandroFly likes this