Jump to content


ფოტო

რა არის შოლტით თევზაობა

გაშოლტვით თევზაობა გაწკეპლვა ფლაი Fly Fishing Fly Casting

  • Please log in to reply
11 პასუხი ამ თემაზე

#1 RockFlyer

RockFlyer

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 143 posts

პოსტი დაწერილია 19 01 2014 - 17:20

მათთვის, ვისაც ჯერ არაფერი გაუგია თევზაობის ამ მეთოდის შესახებ, ან გაუგია, მაგრამ არ ჩასძიებია მის არსს და მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს შექმნილი, ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს ამ მოკლე მიმოხილვის გადაკითხვა, სადაც დეტალებში შესვლის გარეშე იქნება აღწერილი, თუ

რა არის გაშოლტვით თევზაობა

 

ყველასთვის ცნობილია, რომ წყალსატევზე ხელის ანკესით თევზაობის შემთხვევაში მეთევზის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს თევზის სავარაუდო ადგილსამყოფელამდე სხვადასხვა სატყუარის მიწოდება. ამის განსახორციელებლად ყველა ტრადიციული მეთოდი მეტ-ნაკლებად მსგავს ტექნიკას იყენებს, კერძოდ, სატყუარა მიმაგრებულია ძუის თავში და ჯოხის მძლავრი დაქნევით მეთევზე ახერხებს მის შორ მანძილზე გასროლას, რაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ან თავად სატყუარაა საკმაო სიმძიმის, ან მის სიახლოვეს მიმაგრებულია დამატებითი სიმძიმე, რომლის დახმარებითაც თხელი ძუის კოჭიდან ამოხვევა პრობლემას არ წარმოადგენს. პირველ მიმაგრებულ სურათზე სწორედ ასეთი ტიპის გატყორცნაა ილუსტრირებული.

 

Diagram1

 

ვისაც გინახავთ, როგორ ხდება გაშოლტვით თევზაობის შემთხვევაში მწერის იმიტაციის თევზამდე მიწოდება (გატყორცნა), აუცილებლად შეამჩნევდით, რომ ეს პროცესი ტრადიციული მეთოდისგან სრულიად განსხვავებულია.  მეთევზე იყენებს სპეციალური დანიშნულების აღჭურვილობას, რომ ეს, ერთი შეხედვით, მარტივი ოპერაცია ჩაატაროს. აღჭურვილობა ვახსენეთ და ბარემ აქვე ჩამოვწეროთ რაზეა საუბარი:

1.     სპეციალური წყობის ჯოხი

2.     ე.წ. შნური (ძუის მაგივრად)

3.     ლიდერი

4.     სადავე

5.     სატყუარა (ძირითადად მწერის იმიტაცია)

ძირითადი სხვაობა კი ისაა, რომ გაშოლტვით თევზაობის შემთხვევაში სატყუარას წონა არ აქვს, ხოლო სიმძიმის როლს შნური ასრულებს. გატყორცნის სხვადასხვა ტექნიკის წყალობით მეთევზე ახერხებს თითქმის უწონო სატყუარის თევზამდე მიტანას. მეორე სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ ხდება ეს.

 

Diagram2

 

უწონო მწერის იმიტაციის თევზამდე მიწოდების, მისი გატყორცნის, ანუ გაშოლტვის სწავლა ალბათ არის უმთავრესი ამ მეთოდით თევზაობისას. ჩათვალეთ, რომ თუ ეს კარგად გამოგდით, ნახევარზე მეტი ათვისებული გაქვთ.

რადგან უკვე გავარკვიეთ, თუ რა განსხვავებაა ტრადიციულ და გაშოლტვით თევზაობისას სატყუარის სროლას შორის, ახლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ მთავარ საკითხზე - თუ რა არის გაშოლტვით თევზაობა. გაშოლტვით თევზაობა ესაა მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ხელოვნური სატყუარის თევზამდე, ანუ ჭერის ობიექტამდე, მიწოდება, სადაც ხელოვნურ სატყუარას უმთავრესად წარმოადგენს სხვადასხვა მწერის იმიტაცია - პეპელა, ბუზი, ფუტკარი, კალია, მატლი და სხვა... დაახლოებით აი ეს არის გაშოლტვით თევზაობის მოკლე დახასიათება. ანუ მეთევზე ამ მეთოდით ცდილობს თევზს შესთავაზოს მის ყოველდღიურ რაციონში არსებული სხვადასხვა მწერის ფართო არჩევანი და ეს მოახერხოს ისე, რომ თევზმა დაიჯეროს, თითქოს ხელოვნურად მოქსოვილი მწერი ცოცხალი და მისთვის საყვარელი გემრიელი არსებაა. ასეთი იმიტაციები სხვადასხვა მასალისგან იქსოვება, მაგალითად მამლის ბუმბულისგან, ბატის ფრთისგან, ლოსის ბეწვისგან და ასე და ასე შემდეგ - ამ ყველაფერზე ჩვენ დეტალურად შევჩერდებით შესაბამის თემებში.

რომ შევაჯამოთ, გაშოლტვით თევზაობისას მეთევზე ხმარობს სპეციალურ ტექნიკას და აღჭურვილობას, რათა უზრუნველყოს მწერის იმიტაციის თევზამდე მიწოდება. სხვადასხვა ფრინველისა თუ ცხოველის ბეწვისაგან მოქსოვილი მწერები იმიტირებენ თევზის ბუნებრივ საკვებს და აიძულებენ მას გადაყლაპოს ჩვენი სატყუარა. ამ მეთოდით თევზაობის შესწავლა გულისხმობს უპირველეს ყოვლისა, გაშოლტვის ტექნიკის დაუფლებას და სწორი, დროული იმიტაციის შერჩევას თევზაობისას. მომდევნო სტატიებში გვექნება განხილული იმიტაციების ნაირსახეობა, აღჭურვილობა, თევზაობის ტაქტიკა და სხვა საინტერესო ასპექტები.

 

 

სასიამოვნო გაშოლტვას გისურვებთ!

 

 



#2 Qobela

Qobela

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 48 posts

პოსტი დაწერილია 19 05 2014 - 12:43

აღმოსავლეთ საქართველოში რა თევზზე შეიძლება გაშოლტვით თევზაობა, ნუ კალმახისა და ქაშაპის გარდა

 

წინასწარ მადლობა



#3 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 05 2014 - 12:48

აღმოსავლეთ საქართველოში რა თევზზე შეიძლება გაშოლტვით თევზაობა, ნუ კალმახისა და ქაშაპის გარდა

 

წინასწარ მადლობა

ვფიქრობ შამაია. თუმცა არაერთი თევზი იღებს სატყუარას ზედაპირიდან როდესაც სწორად მიაწვდი


  • Qobela and Archibald-ს მოეწონა ეს

#4 kaxa65

kaxa65

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 10 posts

პოსტი დაწერილია 11 07 2014 - 17:08

გაშოლტვით ტევზაობა საზანზე ,ვნახე და შეიძლება არა მტაცებელ თევზეც ,კერძოდ ხრამუჯზე ,

შნური არა ძირვადი ,სადავე ძუა კი ძირვადია,მცირე ზომის სიმძიმით ოღონდ ნემსკავიდან

მოცილებული,სადავე 1.5 /2 მეტი ,სატყუარა კი ხავსი.

სადავის და შნურის გადაბმის ადგილიდან ახლოს,შნურზე წებოვანი ფურცლის დამაგრებით

(სურსათის აწერენ ფასებს ასეთი ფურცლებით) შეცვლი ტივტივას.


  • კობა ლაფაჩი likes this

#5 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 31 01 2015 - 12:20

სალამი, 
თევზი რომელიც იკვებება, ნებისმიერის სახეობის დაჭერაა შესაძლებელი. 
მთავარია სწორი სატყუარა შეურჩიო,  ამისათვის მთავარია ვიცოდეთ რომელ პერიოდში რითი იკვებება კონკრეტული სახეობა, 
ან სატყუარების მარაგი უნდა გვქონდეს თან და ვცადოთ ეტაპობრივად, 
ხშირი შემთხვევაა როდესაც სხვა და სხვა თევზის სახეობა მოდის ისეთ სატყუარაზე რომელზეც თითქოს არ უნდა მოვიდეს. 

თევზი ან იკვებება ზედაპირიდან, ან სირღმეში ან ფსკერზე, ამისათვის წინასწარ იმარაგებ ისეთი მწერების იმიტაციას
რომელიც შეესაბამება ამ გარემოებას, ახსნით უფრო რთულად ჩანს ვიდრე პრაქტიკაში. 

არის ისეთი სატყუარების სახეობები რომლებიც შეიძლება უნივერსალურად ჩაითვალოს, 

 


  • Dentist, misha და ვანო მეხრიშვილი-ს მოეწონა ეს

#6 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 03 2015 - 20:36

იგივეს დავწერ აქაც.რაც სპინინგის თემაში. ყოჩაღ ესეთი მეთოდით თევზაობას რო ნერგავთ საქართველოში. დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი და დავეუფლებოდი გაშოლტვით თევზაობას :)


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#7 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 03 2015 - 22:43

სალამი, 

მადლობა ინტერესესითვის, ჩვენ დაცწერთ ხოლმე როცა სემინარები გვაქვს და დაესწარი.
ჯერ სინჯე და თუ მოგეწონება მერე უკვე აღჭურვილოს ყიდვაზეც შეგიძლია იფიქრო.



#8 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 03 2015 - 23:31

სალამი, 

მადლობა ინტერესესითვის, ჩვენ დაცწერთ ხოლმე როცა სემინარები გვაქვს და დაესწარი.
ჯერ სინჯე და თუ მოგეწონება მერე უკვე აღჭურვილოს ყიდვაზეც შეგიძლია იფიქრო.

მოწონებით ძაან მომწონს და ლიტერატურაც მაქვს წაკითხული,უბრალოდ ჩემ ბავშვობაში ამ მეთოდით არ არსებობდა საქართველოში თევზაობა და არც არავინ ინტერესდებოდა.დიდი სიამოვნებით დავესწრები სემინარებს. :)


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#9 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 23 03 2015 - 12:33

გაშოლტვით ტევზაობა საზანზე ,ვნახე და შეიძლება არა მტაცებელ თევზეც ,კერძოდ ხრამუჯზე ,

შნური არა ძირვადი ,სადავე ძუა კი ძირვადია,მცირე ზომის სიმძიმით ოღონდ ნემსკავიდან

მოცილებული,სადავე 1.5 /2 მეტი ,სატყუარა კი ხავსი.

სადავის და შნურის გადაბმის ადგილიდან ახლოს,შნურზე წებოვანი ფურცლის დამაგრებით

(სურსათის აწერენ ფასებს ასეთი ფურცლებით) შეცვლი ტივტივას.

 

 

სალამი კახა,

ჩვენ ვთევზაობთ საზანზე ზაფხულში გაშოლტვით, ზედაპირთან ახლოს - საკმაოთ საინტერესო და შედეგიანია გაშოლტვა საზანზეც. ) ვეცდები ვიდეო დავდო ამ დღეებში.

 

ხრამულს რაც შეეხება  - ხავსის არეშეც იჭირება მცირე ზომის ნიმფებზე - სიღრმეში გატარებით, აი ხავსით კი ჭანარია საინტერესო - მაღალი კლასის ანკესი და სპეციალური საშოლტე ტივტივა" სტრაიკ ინდიკატორი" და თამამად შეგილია ამოუდგე გვერდით საშუალო სიღრმეში (1,5 მეტრის ფარგლებში)  მოთევზავე "ხავსისტებს"

 

მადლობა


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#10 xvich1

xvich1
  • Members
  • 1 posts

პოსტი დაწერილია 09 03 2018 - 22:39

მაინტერესებ   რა  არის  ოპტიმალური   ჯოხი  სიგრდზე  და    რა  დაჯდება    ჯოხი კოწა  ერტად   დახლებიტ  დამწყებისთვის



#11 თავისუფალი მეთევზე

თავისუფალი მეთევზე

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 105 posts

პოსტი დაწერილია 12 03 2018 - 20:55

?



#12 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 03 2018 - 15:14

მაინტერესებ   რა  არის  ოპტიმალური   ჯოხი  სიგრდზე  და    რა  დაჯდება    ჯოხი კოწა  ერტად   დახლებიტ  დამწყებისთვის

 

 

60$ იყიდი ნორმალურ კომპლექტს, 

9 ფუტიანი 5 კლასი







მიმაგრებული თეგები: გაშოლტვით თევზაობა, გაწკეპლვა, ფლაი, Fly Fishing, Fly Casting