Jump to content


ყველაზე მოწონებული თემატიკა


#36688 საქართველოს რეკორდი კობრის ჭერაში

პოსტის ავტორი Dentist on 03 06 2016 - 22:35

ყველას გილოცავთ მეგობრებო! დღეს, 3 ივნისს ოფიციალურად დაფიქსირდა საქართველოს რეკორდი კობრის ჭერაში!

 

მოვლენათა სასიკეთო თანხვედრის წყალობით, დღეს გამთენიისას ჩვენი მეგობრები ლევან დვალი, ირაკლი კიკვაძე და სოსო სულავა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მოწმეები გახდნენ, თუ როგორ ატარებდა რაღაც გაურკვეველი ზომის და ძალის არსება ნავს ორი მეთევზით თბილისის ზღვაზე. როგორც აღმოჩნდა, ზღვის თემქის სანაპიროზე მეთევზე თამაზ ცხოვრებაძემ დაიჭირა იმდენად დიდი ზომის თევზი, რომ მის ნაპირამდე მოყვანაზე მაშინათვე ითქვა უარი და თამაზი მის მეგობართან ერთად ჩასხდნენ ნავში და მიყვნენ ამ თევზს.

1 საათი და 20 წუთი დაუღალავად ატარებდა თევზი ნავს ზღვის ტერიტორიაზე! საბოლოოდ თემქის ნაპირზე დაჭერილი თევზი მიადგა ვარკეთილის ნაპირს, სადაც მოხდა კიდეც მისი გამოყვანა და იქ ამ მოვლენის მომსწრეები გახდნენ კარპფიშერები. დაჭერილი თევზი უსაფრთხოების სრული დაცვით იქნა ამოყვანილი წყლიდან, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მისი აწონვაც მოხდა სრული წესების დაცვით და უშუალოდ საქართველოს კარპფიშერთა კლუბის წევრების მიერ. ამ საოცარი კობრის ზუსტმა წონამ შეადგინა 24 კილო და 500 გრამი! 

მე დილიდანვე დავუკავშირდი ბატონ თამაზ ცხოვრებაძეს და უშუალოდ მისგან მოვისმინე ამ თევზის დაჭერის დეტალები. დაჭერა მოხდა ანკესით, 0,3 დიამეტრის მონო ძუით, 6 ნომერი ნემსკავით, სატყუარა სიმინდი.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე, როგორც საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის პრეზიდენტმა, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ თევზის დაჭერის ფაქტი გაფორმდეს, როგორც ჩვენი ქვეყნის ოფიციალური რეკორდი კობრის ჭერაში. უკვე დამზადებულია სპეციალური დიპლომი, რომელსაც უახლოეს დღეებში გადავცემთ ბატონ თამაზ ცხოვრებაძეს.

 

რა თქმა უმდა ეს მოვლენა არ დარჩებოდა ნადარბაზევის ტბის მესვეურთა ყურედღების მიღმა და ეს თევზი მშვიდობიანად იქნა გადასახლებული ნადარბაზევში.

 

პ.ს. მე თვლი, რომ ასეთი ზომის თევზები წარმოადგენენ იმ საგანძურს, რომელსაც ჩვენ ყველა უნდა თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ. დღეს უკვე დამირეკეს მეთევზეებმა და შემოგვთავაზეს ამ თევზს ვუწოდოდ სახელად ოსკარი :) დღეიდან ნადარბაზევზე უფრო გამკაცრდება თევზის ჭერის კონტროლი, მაგრამ მხოლოდ ჩვენი რესურსით ძალიან ძნელია სრული კონტროლი ყველა მეთევზის ნადავლზე. მოგმათავთ თხოვნით, რომ ძალიან შეგნებულად მივუდგეთ საალაფო ეგზემპლარების მოფრთხილების საკითხს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის ტბები, სადაც ყავთ დიდი ზომის კობრი და ამაყობენ ამით. ჩვენც უნდა გვქონდეს ასეთი საამაყო ადგილები, შევქმნათ პრეცენდენტი! დავანახოთ სამყაროს, რომ მხოლოდ გაჩაღებულ სუფრაზე არ გვიყვარს ჩვენი ქვეყნის ბუნება და თევზის დაჭერაში დახელოვნებულები მის გაშვებასაც ცალკე სიამოვნებად გადავაქცევთ ჩვენთვის.

gallery_4_40_13330.jpg

 

gallery_4_40_7658960.jpg

 

gallery_4_40_7764985.jpg




#16762 საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

პოსტის ავტორი Dentist on 16 03 2015 - 13:19

ძვირფასო მეგობრებო, მინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ დღეს, 2015 წლის 16 მარტს ოფიციალურად დარეგისტრირდა

"საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია".

 

აღნიშნული სტრუქტურის შექმნის აუცილებლობა ბოლო პერიოდში აშკარა გახდა. უკვე მესამე წელია რაც შეიქმნა ფიდერის ეროვნული ფედერაცია და ამ ორგანიზაციის წარმატებულმა მუშაობამ ჩვენს ქვეყანაში სათევზაო სპორტი საკმაოდ მაღალ დონეზე აიყვანა და ბევრი ადამიანიც ჩააბა ამ საუკეთესო საქმიანობაში. თუმცა ყველა კარგ საქმეს თავისი "გვერდითი" მოვლენებიც გააჩნია – ფიდერის ფედერაციამ, როგორც ყველაზე მაშატბურმა სათევზაო ორგანიზაციამ საქართველოში თავის თავზე იტვირთა არაერთი ცოციალური პროექტი, რომლებიც საკმაოდ დიდ ძალისხმევას და ადამიანურ რესურსს საჭიროებენ. ასევე მოხდა ისიც, რომ ფიდერის ფედერაციის წარმატებული მუშაობის ფონზე "დაიჩაგრა" სათევზაო სპორტის ერთერთი უმნიშვნელოვანესი სახეობა, როგორიცაა სპორტული ტივტივა. ასევე ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა და გააქტიურდნენ სხვა სპორტული დისციპლინების ჯგუფები, როგორიცაა სპინინგით თევზჭერა და ფლაიფიშინგი. აშკარაა, რომ ყველა საინიციატივო ჯგუფს ერთგვარი კონსოლიდაცია სჭირდება და უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც ისინი მოახერხებენ ერთმანეთთან შეხვედრას და საერთო სასიკეთო პოზიციების მოძიებას.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფმა გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა ახალი, უფრო მაშტაბური ფედერაცია, სადაც ყველა იურიდიულ ჯგუფს, ვინც სპორტული თევზჭერით არის სერიოზულად დაინტერესებული, შევთავაზოთ გაერთიანება სასურველი ფორმით. 

მოკლედ ჩამოგითვლით ახალი ფედეარციის საქმიანობის სფეროებს:

  • ყველა სათევზაო სპორტული დისციპლინებისთვის შეჯიბრებების ჩატარების წესების შემუშავება და დამტკიცება;
  • ერთიანი მსაჯთა კოლეგიის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სარეიტინგო შეჯიბრების მხარდაჭერას;
  • ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან – სპორტის სამინისტრო, გარემოსდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • სოციალური პროექტები – თევზის გამრავლება–გაშვება, სემინარები და ა.შ.

ფედერაცია მალე დაიწყებს ახალი გამგეობის ფორმირებას, სადაც ყველა ფედერაციაში გაწევრიანებული ორგანიზაცია თუ კლუბი გამოაგზავნის საკუთარ წარმომადგენელს. 

ერთიანი ძალისხმევით უნდა ავიყვანოთ სქართველოში სპორტული თევზჭერა უფრო მაღალ, და რაც მთავარია, კარგად ორგანიზებულ დონეზე. გამოცდილება გვკარნახობს, რომ ეს არის ყველაზე სწორი და რაციონალური გზა. მოკლედ როგორც იტყვიან, ძალა ერთობაშია!




#47322 თბილისის ზღვა

პოსტის ავტორი ლევანიკა on 22 05 2017 - 21:30

რაც წლები გადის და ვცდილობ ეს წყალსაცავი შეძლებისდაგვარად შევისწავლო მით უფრო და უფრო ბუნდოვანი და სიურპრიზებით სავსეა.

შაბათ-კვირას სტანდარტული გასვლა მქონდა, უამინდობის გამო დაკვება ვერ შევძელი და ბედის ანაბარა ჩავყარე მონტაჟები, შედეგმაც არ დააყოვნა, უმალვე გაისმა სიგნალიზატორის ხმა და ხელში ეს ეგზემპლარი შემრჩა :D 

მონტაჟი - ჩოდი

სატყუარა - მცურავი ბოილი 

წონა 1.9 კგ

 

ამ თევზის ჯიშზე და წარმომავლობაზე შეგიძლიათ იმსჯელოთ, რადგან ნამდვილად არ გავს ცისარტყელა კალმახს ;)

 

a8f6613ce0ab.jpg
 
368e40bfe42d.jpg
 
9cca677077c0.jpg



#39462 შაორის წყალსაცავი

პოსტის ავტორი ლევანიკა on 04 09 2016 - 18:44

მოგესალმებით მეგობრებო, რამოდენიმე დღის წინ ვიყავი შაორის წყალსაცავზე ოჯახთან ერთად. ეს გასვლა ძალიან ნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რადგან პირველად მიმყავდა პატარები სათევზაოდ, კარვით და თანაც ორი ღამით. ვფიქრობდი ბავშვებს მოეწყინებოდათ და პირველ დღეს თუარა მომდევნო დღეს სახლში დაბრუნებას მომთხოვდნენ, მინდა გითხრათ რომ გაოცებული ვარ, ბავშვები ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს კარპფიშინგის პირველივე სესიაზე  :D პროცესი საინტერესო აღმოჩნდა მათთვის, ძალიან ბევრი შეკითხვებით და ჩემთვის ხო მეტად აზარტული, ბოლოს და ბოლოს ბავშვებმა ნახეს თუ სად იკარგებოდა მათი მამა პერიოდულად  :D თევზაობის პროცესი რათქმაუნდა ადგილის შერჩევით დავიწყე თუმცა ადგილი სადაც დავდექი არ მომეწონა, შემეძლო სხვა ყურეებში გადავსულიყავი, მაგრამ ბავშვებით არ გავრისკე, ნაწვიმარი იყო და გზა არა საიმედო, ამიტომ დასადგომად შედარებით კომფორტული ადგილი შევარჩიე თუმცა სათევზაოდ არასახარბიელო. დავკვებე, და შევუდექი თევზაობას, პირველ დღე ღამეში შედეგი მხოლოდ ერთი ცალი 2 კგ-იანი კობრი, დაკვება გავაგრძელე დილითაც და საღამოთიც. მე-2 დღის გამთენიას კი დაკვებამ შედეგი გამოიღო და თევზიც წამოვიდა, მოდიოდა 1-2 კგ-ს ფარგლებში წონის კობრები, რამოდენიმე გამოყვანისას გამექცა :) საბოლოოდ გასვლა ყველამხრივ საინტერესო გამოვიდა, ჩარტყმების ყველაზე მეტი რაოდენობა მონტაჟ ბლოუბექზე იყო. და ბოლოს ყველაზე მეტად ის მახარებს ბავშვები პატარაობიდანვე რომ შეიყვარებენ ბუნებას :)

 

e9fa6afcf542.jpg
 

514d38b133b7.jpg
 
687cbe0dc3a9.jpg
 
e046ee77c594.jpg
 
a7207b8f5b6f.jpg
 
a4a1d26504c8.jpg
 

 
 

bf486b73b86c.jpg
 

 
 

  :):) :):) :) :)




#56396 გუნდი ’’PARADOX ’’-ის დღიური

პოსტის ავტორი Doqtor on 23 04 2018 - 21:51

ნადარბაზევი 2018. 21-22 აპრილი
შეჯიბრი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში
საქართველოს ჩემპიონატის პირველი
ეტაპი:::

ამ ქრონიკული სიცივეების გადამკიდე,ძლივს შეირჩა სატურნირე პოლიგონი,გატესტვებით გადაწყდა ნადარბაზევის ტბა,სადაც თევზი მეტ-ნაკლებად აქტიურობდა და ტურნირის ჩატარებას აზრი ქონდა..
1 ტური ..
ძაან არ მინდოდა C ზონა, ანუ გაღმა ნაპირი, თუმცა კენჭისყრაზე კოპალამ ურცხვად ამომიცუნცულა გაღმა ნაპირის ბილეთი, თვითონ A ზონა იტვირთა,ნიკას B ზონის საგზური გამოუწერა...
ნიკას ეგრევე მივუსამძიმრეთ, რადგან ზონაში-დიმა,იასონა,კურგენა,ჩიტაიშვილი,ხიზანა,ლაფაჩი,მახო, მოუსხდნენ გვერდით, ფაქტიურად განწირულად გვეჩვენა,საწყალი,ზონაში ჩამოვაგდეთ,გავამხნევეთ, თუმცა თვითონ სიკვდილმისჯილივით რაღაცას ლუღლუღებდა ,თან აქეთ-იქით დამფრთხალი იყურებოდა))))
მეც დავბინავდი ჩემ ზონაში, მეც საკმაოდ მაგარ ბიჭებთან მიწევდა ბრძოლა, კოპალაც გამაგრდა A ზონაში..გიოს იმედი მაქვს, მანდ ვივარჯიშეთ და გარკვეული მონახაზი გვქონდა საერთოდ მაგ ნაპირის, ნიკა ნუ რასაც მოახერხებდა ეგ იყო, სწორი დირექტივები მიცემული მქონდა, მე რავი,თუ გამიმართლებდა და მოზრდილს დავიჭერდი,ხომ კარგი,თუ არადა უნდა მეძებნა წვრილი თევზი..
დავიკლიფსე 2 დისტანცია,28 ამოხვევა და 42.. დავკვებე, დავიწყე ახლო დისტანციიდან, ერთი თაღლითა და ერთი გალეული კარჩხანა პირველ საათში, მეორე საათში სულ 3 კარჩხანი შევმატე ნადავლს, არც მეზობლები იგიჟებენ თავს.. და სადღაც ამ პერიოდდი ვარაზმა საიდანღაც ზედიზედ 2 კობრი ამოასრიალა ტბიდან, ავირიეთ დანარჩენები, წავიდა წაღმა-უკუღმა მონტაჟების ბზრიალი, აწრიალდა ჩემ მარჯვნივ დარჩო, აშკარად რაღაცას ხიმიკობს,ასხავს,აფრქვევს რაღაცეებს..მოკლედ მისმა წვალებამ შედეგი გამოიღო და კარგა ბარაქიანი კობრი დურთა ბადეში, მოკლედ ავიჭერი, გაიჭრენ მოწინააღმდეგეები აშკარად წინ, სადოკში ჩემი თევხები უფრო დაპატარავდნენ.. ერთად რომ შეატყუპო,ჯიშიანი გამბუზია არ გამოვა,ისე გალეულად გამოიყურებიან,)))
მოკლედ ბევრი,რომ არ გავაგრძელო ჩემი წვალების შესახებ,საბოლოოდ ახლო დისტანციაზე ვიჭირე თაღლითები და ასე ჯახირში მოვაგროვე 290 გრ..და თქვენ წარმოიდგინეთ 7 ქულაც კი ავიღე..ავლაგდი,გიო ისე მოაქროლებს ჩვენ ყველგანმავალ თეთრას,ვიფიქრე,კაკ მინიმუმ ზონა მოიგო და გახარებული მოქრის,მე კიდე 7 ქულით რა პასუხი გავცეთქო და....ერთი თეთრულაო,რომ მითხრა, მეთქი მეკაიფება თქო, მარა სახეზეც იმ თეთრულასავით გამოიყურევბოდა,ამიტომ უხმოდ ჩავბარგდი და საწყალი ნიკას სანახავად გავეშურეთ,რომელიც ალბათ გაპუტეს მოწინააღმდეგეებმა თქო,მივედით B ზონაში და რას ვხედავთ, შემოხვევიან სპორცმენები გარს, ვიფიქრე ალბათ ნერვიულობისგან ცუდად გახდათქო,გადმოვხტი მანქანიდან გულგახეთქილი, ნიკუშ როგოტ ხარ თქო და ...ნიკუშა არა,თქვენთვის ბატონი ნიკაო, აშკარად იმწუთას 2 იასონასხელაზე იყო სიხარულით გაბერილი,მოკლედ ზონა მოიგოო,გაგვარკვიეს ბიჭებმა ))))..მოკლედ დიდი ზარ-ზეიმით მივ აცილეთ ბატონი ნიკა სახლში, კოპალას შევუღრინე, მერე ნიკუშას ერთიანი მე და გიომ ცხელ გულზე ოტკით ავღნიშნეთ, და მეორე დილით დავერჭეთ შეკრების ადგილას..
|| ტური
ამჯერად მე და გიომ გავცვალეთ ზონები, ნიკა ისევ B ზონაში მოხვდა, კოპალა მე მაბოლებს,რომ მაგარ სექტორში მოვხვდი,მე კოპალას ვაბოლებ,რომ მას გაუმართლა )))
2 სექტორი, მარცხნივ კურგენა და მარჯვნივ მახო, ვკვებან 15 და 21 მეტრს.. არ ვეშვები ახლო წერტილს და ჯიუტად ვცვლი სატყუარებს და არომატიკას, ასე თუ ისე შედეგი მაქვს,ყოველ შემთხვევაში თუ არავინ მისწრებს,არც არავის ჩამოვუვარდები თევზის რაოდენობაში..ასე რომ იმედიანად ვარ..არ ვუხვევ ტაქტიკას ,მაგრამ სად იყო და სად არა,ამ ოხერმა კურგენამ საიდანღაც მაინც გასკვანჩა კობრი, მაინც არ ვიტეხავ ნირს,ამასობაში მახომ აღმოაჩინა ,რომ მის ჯადოსნურ ბადეს ჩემხელა ნახვრეტი ქონია, და სიმწრით მოგროვებულ თევზის ნაწილს,ერთიც არ უკითხავთ მახოსთვის,ისე დაუტოვებიათ ასეთი კომფორტული სადოკი,ამოიხვნეშა მახომ,რაც არის,არისო,გადავალ დიდ თევზეო,ააწყო ჩემხელა ნემსკავზზე ერთად სიმინდი და ჭიაყელა და გასტყორცნა, და მიყუჩდა კაი ხნით, მე გავაგრძელე თევზებზე მანიპულირება სხვადასხვა არომატებით და 10-15 წუთში ერთ კარჩხანას ვიბრიყვებდი... ამ დროს მახოს ხვნეშა და ფრიქციონისბზუილი ერთად მომესმა და ცოტა ძიძგილაობის შემდეგ დურთა თევზმა მახოსდა სასიხარულოდ და ჩემდა ჭირად კობრმა თავი ქვედაბადეში..გაუნათდა კაცს სახე.. მე დამცხა..თან ძაან..ამ დროს ვიღაცეებმა,ბადრიმ ამური დაიჭირაო, ვაფშე ავდუღდი..ფინიშამდე საათზე ცოტა მეტი იყო დარჩენილი და უცებ რას ვხედავ- ჭიაყელების ყუთში ბუღლუჯი ზის და მიცინის აშკარად ქუთაისელი ჯინივით, მეხვეწება წამომაცვი ნემსკავზე და დალშე მე ვიციო..ხოდა ვეღარ გავუძელი ცდუნებას, შევურჩიე ნემსკავი და გავსტყორცნე იმ იმედით,ოსკარას თუ არა, მაგის ნათესავს მაინც მომგვრისთქო ..
შენც არ მომიკვდე, ისე მიილია ტურნირი, მაგის ტყავიც კი არ დატოვეს ლიფსიტებმა, ხოდა ველოდები აწონვას, თურმე ამური არა კვახი, ერთი პატარა ქაშაპუკა უგდია ბადრის სადოკში და სანამ მე 12 სექტორიდან ამბავმა მე 2 სექტორამდე მოაღწია,კი გამხდარა ეს თევზი 20 გრ.დან კილომდე..))) ასე გამოვიდა საბოლოოდ,რომ მხოლოდ ჩემმა მეზობლებმა დამჩაგრეს წონებით და ზონიდან მე 3 ადგილი გამოვიტანე, გიო უკვე სულ სხვანაირად მოაქროლებს მანქანას, მეტ მტვერს აყენებს გზაზე, 5 ქულა გამოუტანია, მივაკითხეთ ნიკას, სადღაა ბატონი ნიკა, მის ადგილას ვიღაც დაპატარავებული ნიკუცა დაგვხვდა და ოროსანი ბავშვივით გვიღიმის, უსიტყვოდ მივხვდით..ბოლოსწინა ადგილი..(((((
საბოლოოდ PARADOX-მა მე 7 გუნდური ავიღეთ, არცთუ კატასტროფული ჩამორჩენით..პირად შედეგებშიც არაგვიშავს, ბრძოლები წინაა )))
მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო,ძაან მაგარი კი იყო, გავუძელით ყველამ სიცივეს და გრიგალს, ვიბრძოლეთ ღირსეულად..
გულით და სულით გილოცავთ მოგებულებს, მიყვარხართ ყველა უკლებლივ და მიხარია,რომ მყავხართ......!!!!!წარმატებები ყველას შემდეგ ეტაპზე..!!!
  • Gia Chit 74, maxo06, Zurabi-Mereklishvili -ს და 27 სხვებს მოგეწონათ ეს


#40370 « მეგობრობის თასი » ბელარუსი 2016

პოსტის ავტორი Dentist on 28 09 2016 - 02:29

ყველას სალამი! უკვე ჩემს ქვეყანაში ვარ, ჩავები ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგრამ ფიქრებით ისევ ზასლავლის ოლიმპიურ სანიჩბოსნო არხზე ვარ... 5 დღე დაუვიწყარი თევზაობის, ადრებალინის, განცდების და სიხარულის. ბევრი მოულოდნელი სირთულე შეგვხვდა ამ დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით აღჭურვილობის გადატანის კუთხით, მაგრამ "მეგობრობის თასზე" მიღებულმა სიამოვნებამ ყველაფერ ნეგატიურს გადააჭარბა...

პირველივე ვარჯიშზე აღმოვაჩინეთ, რომ გვაქვს სერიოზული სირთულეები - კარჩხანას ჭერაზე გაწაფული სპორტსმენების ტექნიკა სრულიად შესაცვლელი გახდა ზასლავლის არხზე. მაგრამ, წელს ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის შეუძლებელი არაფერი იყო - ანდრო, გიგა, არტური და გია, ეს ის ხალხია, ვის გარეშეც ჩვენი გუნდის ის მცირე წარმატებაც კი რაც წილად გვხვდა, აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა, წელს სპორტსმენების უკან იდგა სერიოზული მეორე გუნდი, რომელიც იყო ჩვენი ტვინი, თვალები და ყურები. მათი დაუღალავი შრომის გარეშე რაიმე ნორმალური შედეგის მიღწევა გამორიცხული იყო. მათ შეძლეს მოკლე დროში უამრავი ინფორმაციის მოპოვება, გადამუშავება და კონკრეტული რეკომენდაციების სახით სპორტსმენებისთვის მიწოდება. სათევზაო ტურებში იყო უამრავი თევზი, რომელიც უფრო ამ ბიჭების დაჭერილია, ვიდრე სპორტსმენების.

გამოცდილება, გამოცდილება და კიდევ ერთხელ გამოცდილება...! როცა ერთერთ სავარჯიშო დღეს ვნახე იურა ლისოვსკის (გამარჯვებული გუნდის კაპიტანი) ფოტო ფეუსბუქზე, სადაც მას უამრავი ნაფოტა ყავს დაჭერილი, სიმართლე გითხრათ გამიკვირდა რამ გააგიჟა ეს კაცი, რომ მთელი ერთი სავარჯიშო დღე ნაფოტას ჭერას დაუთმო, როცა უკლებლივ ყველასთან ვინც კი არხზე ვარჯიშობდა, მშვენივრად მოდიოდა კაპარჭინა, ანუ პადლეშიკიც და დიდი ლეშაც. მაგრამ, თურმე როგორ ვცდებოდი  :mellow: - სათევზაო ტურებში მოულოდნელად სექტორების ნახევარი საერთოდ დატოვა კაპარჭინამ და მეთევზეების ნადავლის ლომის წილი იყო ნაფოტა... ჩვენ რომ ერთი დღე მაინც დაგვეთმო ნაფოტას ჭერისთვის, დარწმუნებული ვარ, არცერთი 10-ანი არ გვექნებოდა. არადა თურმე რა ნაფოტა ყავს ამ დალოცვილ არხს! -300-400 გრამიანი ჩაპუტკუნებული ნაფოტები არც თუ იშვიათად გვსტუმრობდნენ შეჯიბრის დროს. რას ვიზავთ, შემდეგ წელს უკვე ვიცით რა პრიორიტეტები გვექნება ვარჯიშებზე. წლევანდელი ვარჯიში ჩვენ პრაქტიკულად დასაკვების შერჩევას მოვანდომეთ, რასაც ვფიქრობ წარმატებით გავართვით თავი და შედეგმაც არ დააყოვნა.

ასევე აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ის ბანალური ფაქტი, რომ ფიდერით თევზჭერაში წარმატების ლომის წილი მიუძღვის სათევზაო წერტილის სწორ შერჩევას! თურმე რამდენიმე სანტიმეტრიან სიღრმის ცვალებადობას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ნადავლის წონა და ასევე სატყუარის ზუსტად 1 მეტრით გადანაცვლებაც კი მკვეთრად ცვლიდა კენკვის ინტენსივობას. ზასლავლის კაპარჭინა არ გვპატიობდა უმცირეს შეცდომასაც კი, ამ თევზმა თავისი უცნაური ჭირვეული ხასიათის გამო სერიოზული გამოცდა მოუწყო ჩვენს უნარჩვევებს ფიდერით თევზჭერაში. 

რაც შეეხება უშუალოდ ტურებში თევზაობას, მე შევეცდები ჩემი თვალით დანახული და განცდილი გადმოგცეთ, სხვა სპორტსმენები ალბათ თავისას დაამატებენ.

კენჭისყრამ ისეთი სექტორი შემახვედრა, სადაც ვიცოდი, რომ წესით კაპარჭინა უნდა ყოფილიყო ძირითადი ნადავლი, რაც ფრიად სასიხარულო იყო, მაგრამ მეორეს მხრივ საფიქრალიც, რადგან ეს თევზი ჩემს გვერდით მოასპარეზე სპორტსმენებთანაც არ დააკლებდა სტუმრობას. სიმძიმის გატარებამ ფსკერზე მაჩვენა, რომ ტივტივას (ე.წ. "ბუიოკის") მარცხნივ რაღაც დაბრკოლება იყო, სადაც საკვებურა იჭედებოდა, ხოლო მარცხენა მხარეს შედარებით სწორი, შლამიანი ფსკერი იყო, რომელიც შემდეგ გადადიოდა ე.წ. "რაკუშკაში". რა თქმა უნდა ეს წერტილი ავირჩიე.

სტარტი.., 10 საკვებურა მშვიდად დავუშვი ფსკერზე და დაიწყო..., მაგრამ ჩემთან არა - მეზობლებთან :wacko: პირველივე ჩაგდებაზე ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ წამოიყვანეს საკმაოდ მოზრდილი პადლეშიკები, ჩემთან ჯერ სდუმს, მეორე ჩაგდება და მეზობლებს ისევ შეყავთ ქვედაბადეში მოზრდილი ლეშები, ჩემთან სდუმს... დაიწყო ფსიქოლოგიური წნეხი, უნდა გავუძლო, ალბათ რაღაცა არ მაქვს სწორად, გამორიცხულია, რომ ჩემთანაც არ იდგეს თევზი, მაგრამ რაღაც არ მოსწონს და ვერ ვიგებ რა...  წერტილის შეცვლა გვიანია, დასაკვები ძალიან დიდ ფართობზე გაიშლება და შეიძლება საერთოდ დავიღუპო, არადა მეზობლები ისევ ეზიდებიან კაპარჭინებს. ფრთხილად გადავინაცვლე 50 სანტიმეტრით მარცხნივ, მივიღე ჩარტყმა და მოზრდილი ნაფოტა შევიყვანე ქვედაბადეში - არ მიხარია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ან ჩემთან კაპარჭინა არ დგას, ან მისი დგომის არეალიდან გავედი. დავბრუნდი ისევ ჩემს წერტილში, ჩარტყმა არ არის... მეზობლები ეზიდებიან...

დამეწყო ის, რასაც ალბათ ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში უნდა დავარქვათ შფოთი, მაგრამ სათევზაო სპორტში ამ გრძნობას ეწოდება "ან მოკვდი ან გადაარჩინე ზონა". მეზობლების დამარცხებაზე უკვე აღარ ვფიქრობ, მხოლოდ იმაზე ვდარდობ რომ ზონა არ დავთმო და ბოლო ადგილზე არ გავიდე. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვერ ვიგებ რა ხდება, რაშია ჩემი შეცდომა.. ვცვალე სადავეები, ნემსკავები, მივეცი ცოცხალი კომპონენტი, მაგრამ უშედეგოდ.

სხვა გზა არ მაქვს, თევზი უნდა ვეძებო დაკვებილი წერტილის გარეთ.. იმედი მაქვს, რომ მსხვილი ეგზემპლარები ცოტა პერიფერიაზე დგანან. გაამართლა! რამდენიმე წამში კილოიანი კაპარჭინა ჩავსვი ქვედაბადეში. მაგრამ ასეთი ილეთები სტაბილურობით არ გამოირჩევა და ვიცი, რომ მომიწევს მთელი ტური ასე აქეთ-იქით თევზის ძებნა, პერიოდულად ვბრუნდები ჩემს წერტილში, სიჩუმე... მოკლედ 5 საათი ასე გარშემო ვუტრიალე ჩემს დაკვებილ წერტილს და საერთო ჯამში სულ ათიოდე თევზი დავიჭირე, მაგრამ რამდენიმე მხსვილი ეგზემპლარი. ნადავლის საერთო წონა სადღაც 3,6 კილო, ზონაში მე-8 ადგილი. ბიჭებისგან ვიგებ, რომ საერთო შედეგებით ბოლოები ვართ პირველ ტურში, მოლედ ცუდადაა საქმე... ვგეგმავთ საღამოს ბრიფინგს, ჯერ არ ვიცი რა შეცდომა დავუშვი და რაარის წარუმატებლობის მიზეზი.. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ეს იყოს დასაკვები... მაგრამ ვარჯიშებზე ხომ კარგად იმუშავა...? მოკლედ არეულები ვართ, მაგრამ დღის ბოლოს რაღაც შინაგანი სიმშვიდე ვიგრძენი, ალბათ ეს ის გრძნობაა, როცა დასაკარგი არაფერი გაქვს  :lol: მაგრამ, ვგრძნობ რომ ჯერ ყველაფერი წინაა და ხვალ რაღაც მოხდება...

 

პ.ს. წავედი დავიძინე, ძალიან გვიანია, გაგრძელება იქნება   ;)




#34184 ნადარბაზევი 2016

პოსტის ავტორი ვარაზი on 19 04 2016 - 11:53

 

მოგესალმებით ყველას, ვისაც ნადარბაზევის ტბაზე გითევზავიათ ან არ გითევზავიათ და წელს აპირებთ პირველად ჩამოსვლას. ჩვენი ადმინისტრაცია თავს ვალდებულად თვლის, თქვენს წინაშე წარსდგეს გასული წლის ანგარიშით და სამომავლო გეგმების გაცნობით.

 

2014 წლის ნოემბერში ნადარბაზევის ტბის ლიცენზიანტები გავხდით. თავის დროზე თევზუხვი წყალსატევი დიდწილად დაცარიელებული დაგვხვდა და ამ ყველაფრის მკვდარი წერტილიდან დაძვრა სერიოზულ ფინანსებს და ძალისხმევას მოითხოვდა. საბედნიეროდ, ნადარბაზევის ტბის ადმინისტრაციაში, თავი მოიყარა ისეთი ადამიანების გუნდმა, რომლისთვისაც სწორი და მიზანმიმართული მენეჯმენტის წარმოება,  სპორტული თევზჭერა,   თევზი და ზოგადად იხტიოლოგია და გარემოსდაცვის კუთხით სახელისუფლებო რგოლებთან ურთიერთობა უცხო არ იყო. ყოველივე ამან გრძელვადიანი პროცესის პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის საშუალება მოგვცა.

ლიცენზიის გადმოცემიდან უკვე მომდევნო თვეს  ნადარბაზევის ტბის გათევზიანების პირველი ეტაპი დაიწყო. ტიბაანის მეურნეობიდან გადმოვასახლეთ უნგრული ჯიშის, იხტიოლოგების თქმით,  საუკეთესო კობრი სულ 2000 კგ-მდე, საშუალო წონა 2 კგ.

ფ2
ფ3
ფ4
შემდეგი ეტაპი იყო ჭიაურის ტბის მეურნეობა, საიდანაც 5-6 კგ-იანი კობრის ჯიშის და თეთრი ამურის 10 კგ-იანი,,გიგანტები“ წამოვიყვანეთ.
ფ6
ფ7
საალაფო თევზებთან დაკავშირებით, გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ლევან დვალს, ირაკლი კიკვაძეს და კარპფიშინგის ფედერაციას დავით ალექსიძის მეთაურობით.
ფ8
ფ9

ლევანი და ირაკლი თბილისის ზღვის ,,ლომები“ არიან და გვირეკავდნენ ყოველ მათ მიერ დაჭერილ საალაფო თევზზე და ჩვენც არ ვიზარებდით და თითო და ორი თევზისთვის, მაგრამ მეთევზეებისთვის სანატრელი თევზისთვის ავდიოდით თბილის ზღვაზე და დიდი კონტეინერებით გადაგვქონდა 5,6,7,8კგ-იანი თევზები ნადარბაზევის ტბაზე. ირაკლი კიკვიძემ კი საერთოდ დაამხო, ჩვენთვის ცნობილი ყველა რეკორდი და თბილისის ზღვაზე დაიჭირა 12,5კგ-იანი სარკისებრი კობრი, რომელიც ახლა ჩვენს ტბაში ბინადრობს.

ფ10
ფ11
ფ12
2015 წლის მიწურულს დავით ალექსიძისა და კარპფიშინგის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით უპრეცენდენტო აქცია განხორციელდა - კახეთის ერთ-ერთი მეურნეობიდან გადმოვასახლეთ 60-მდე საალაფო კობრი საშუალო წონით 4-6კგ. იყო უფრო დიდი ეგზემპლარებიც.
ფ13
ფ14
ფ15

ყველა ამ ,,გიგანტს“ და საერთოდ ტბაში მობინადრე თევზებს ერთად უნდა გავუფრთხილდეთ და მათი დაჭერის შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ და ნადავლი თავის სტიქიას დავუბრუნოთ!!!

 

2015 წლის ნოემბერი - გათევზიანების აქცია მიზანმიმართულად ფიდერმენებისთვის და რა თქმა უნდა, ზოდად სპორტული თევზჭერის გასავითარებლად. ტბას შეემატა 400 კგ-მდე მცირე ზომის (500გრ.-800გრ.) კობრი.

ფ16
ფ17

 

2015 წლის აპრილის ბოლოს ნადარბაზევის ტბაზე  მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები და შესაბამისად სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება შევძელით. დაცვის თანამშრომლებს შევუქმენით მეტი კომფორტი და პირველად გახდა შესაძლებელი ნადარბაზევის ტბის პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერებით კონტროლი და ბრაკონიერებისგან დაცვა.

ფ18
ფ19

 

როგორც ყველგან ნადარბაზევის ტბაზეც კატასტროფული  სანიტარული მდგომარეობა დაგვხვდა. სანაპიროზე ეყარა აბსოლუტურად ყველაფერი, თუ რამე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: ტანსაცმელისა და ლეიბების ჩათვლით. მეთევზეებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, თევზის სხვადასხვა დაავადებებისა და ზოგადად ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად  დასუფთავების სამსახური დავიქირავეთ და საერთო ძალებით 60 ჰექტრიანი ტბის სანაპიროს დასუფთავდა. დასუფთავების აქცია იგეგმება წელსაც.

ფ20
ფ21
ფ22

 

წყალსატევის გარშემო დამონტაჟდა საინფორმაციო ბანერები. გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა დაცვის პოლიციასთან, რომელიც  24 საათის განმავლობაში პერმანენტულად ახორციელებს პატრულირებას ტბაზეც და ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ზამთარს და ყინვებს კი ასე ვებრძოდით, თევზისთვის ჟანგბადის მისაწოდებლად მოგვიწია ელ.ხერხით ღიობების ამოჭრა.

ფ24
ფ25
ფ23
 
2015 წელს ნადარბაზევის ტბაზე, რამდენიმე სპორტული და სამოყვარულო ტურნირი ჩატარდა. წელს დაგეგმილი ტურნირების რაოდენობა უკვე 10-ზე მეტია.
ფ27
ფ28
ფ26
ფ29
 
2016 წლის დასაწყისი გათევზიანების ახალი ტალღით დავიწყეთ. 2015 წელს მარაბდის მეურნეობაში ჩვენს მიერ ჩასმული კობრისა და ამურის 10000-მდე ლიფსიტა ,,საფიდერე“ წონამდე (150-170გრ.)  დაგვხვდა გაზრდილი მათი საბოლოო მისამართიც ნადარბაზევის ტბა გახდა.
ფ33
ფ34
ფ35
ფ36
 
2015 წელს მეთევზეები გვეკითხებოდნენ, გავუშვებდით თუ არა ჩვენთან ლოქოს. მათი თხოვნა და სურვილი სულ ახალახან 6 აპრილს დავაკმაყოფილეთ, ნადარბაზევის ტბაზე, 350 ცალი 200 გრამიანი, ეგრეთწოდებული ,,სანიტარი“ ჩავასახლეთ. იხტიოლოგების ვარაუდით, ჩვენთან ალაზნის ლოქოს ,,არანორმალური“ ზრდა ექნება, საკვები უხვადაა და გაისისთვის მეთევზეები უკვე 3-4კგ-იანი ლოქოს ჩარტყმებისთვის უნდა მოემზადონ.
ფ37
ფ38
ფ39
ფ40

 

2016 წელს ასევე იგეგმება სარკისებრი კობრის, ჭანარისა და ხრამულის გაშვება. იმედია ხელს არაფერი შეგვიშლის და წლევანდელი და მომდევნო წლებიც წარმატებული იქნება ყველა ჩვენგანისთვის!!!

 

ზემოთ ხსენებულმა აქტივობებმა, გასულ წელს, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის თვალსაზრისით არაჩვეულებრივი შედეგები მოგვცა: მეთევზეებმა გაიხსენეს აქტიური კენკვის ხიბლი და დიდი ეგზემპლარების ,,გამოყვანის“ აზარტი, იყო ანკესის მოტაცებისა და დიდი თევზის გამოყვანისას გატეხვის შემთხვევებიც კი, თუმცა ანკესით ყველაზე დიდი თევზი ავთო ბახუტაშვილმა დაიჭირა და წელს ნადარბაზევზე მას მთელი წლის განმავლობაში უფასოდ შეეძლება თევზაობა.

ფ41

შარშანდელი აქცია, რაღა თქმა უნდა, წელსაც ძალაშია და მოგიწოდებთ ყველას ვინც საალაფო თევზს დაიჭერს გადაიღოს ფოტო, სადაც დაფიქსირებული იქნება მეთევზე თევზთან ერთად, თევზის წონა და მისი საკუთარ სტიქიაში დაბრუნება.

ფ42
ფ43
ფ44.jpg
ფ46.jpg
ფ445.jpg

 

რაღა თქმა უნდა, იყვნენ უკმაყოფილო-სკეპტიკოსი მეთევზეებიც, რომლებმაც ვერ მოახერხეს დიდი თევზის დაჭერა ან საერთოდ ვერაფერი დაიჭირეს. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკითა და ჩვენი ადმინისტრაციისა და დაცვის თანამშრომლების დაკვირვებით, მათ ვინც სწორად შეარჩიეს დასაკვები და სატყუარა, ვინც გამართული მონტაჟით ითევზავა უთევზოდ არ დარჩენილა.

აქვე მინდა, ჩვენი ადმინისტრაციის სახელით, კიდევ ერთ ფაქტი აღვნიშნო - ჩვენ არ ვაპირებთ ნადარბაზევზე აკვარიუმის მოწყობას, სადაც წყალსატევის ყოველი კვადრატული მეტრი თევზით იქნება სავსე და სადაც ყველა გამოუცდელ მეთევზეს მარტივად შეეძლება თევზის დაჭერა, ამას უბრალოდ მიზანმიმართუად არ გავაკეთებთ, ნადარბაზევს ,,ველური“ ტბის იმიჯი, რომ არ დაეკარგოს.

 

ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ ფედერაციასთან ერთად,  გვსურს თევზაობის კულტურა სულ სხვა სიმაღლეებზე ავიყვანოთ: მეთევზემ თევზის ჭერა, მხოლოდ სწორად მიმდინარე თევზაობის პროცესში უნდა მოახერხოს და არა ასეთი ტიპით თევზაობისას !!!

ფ47.jpg

ჩვენ გვსურს, რომ არა მხოლოდ ნადარბაზევზე სხვა წყალსატევებზეც მეთევზეები ერთხელ და სამუდამოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თევზის დაჭერაზე გაცილებით დიდი სიამოვნება მისი გათავისუფლებაა  და ყველა მეთევზეს ახსოვდეს, რომ მის მიერ დანაგვიანებულ ადგილას ხვალ შეიძლება სხვა მეთევზე დადგეს და დადგეს შვილებთან ერთად, რომლებსაც სამომავლოდ აღარ გაუჩნდებათ სუფთა და მოვლილი ბუნებისა და გარემოს აღქმა!!!

 

გისურვებთ წარმატებულ სათევზაო სეზონს  ნადარბაზევის ტბაზე, რომელიც 3 მაისიდან გახსნილად ცხადდება!!!

 

 




#29877 VLADMER ZARKALIANI-ს დღიური.

პოსტის ავტორი vladimer zarkaliani on 29 01 2016 - 11:46

დებიუტი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში  :)

 

რაც ჩემი თავი მახსოვს სულ ანკესი მეჭირა ხელში და ვთევზაობდი.

იმდროს როდესაც ჩემი ასაკის ბავშვები ფეღბურთის თამაშით ერთობოდნენ, მე ვიჯექი წყლისპირას, თხილის ჯოხისგან დამზადებული ანკესით და ველოდებოდი როდის მივიდოდა ჩემ სატყუარასთან თევზი, ასერომ ფეღბურთის თამაში ვერ ვისწავლე. :) 

როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში უყურებდი თუ როგორ აწყობდნენ და ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სპორცმენი მეთევზეები, 

ძალიან მინდოდა მეც მიმეღო მონაწილეობა სპორტულ თევზჭერაში. 

2013 წელს ერთერთი თევზაობის დროს მეთევზეებისგან გავიგე, რომ საქართველოშიც არსებობს სპორტული თევზჭერის ორგანიზაცია, რომელიც აწყობს ფიდერით სპორტულ თევზჭერაში შეჯიბრებს, რაც ძალიან გამიხარდა.

დავრეგისტრირდი საიტზე, შევიძინე პირველი ფიდერის ჯოხი, მძიმე, უხეში მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ამავდროულად ძალიან გამძლე, მპატიობდა ყველა ჩემ უხეშ მოპყრობას, საკვებურის უხეშ ტყორცნას, ძუის აბურდვას და ასე შემდეგ... :D

დავამზადე ფიდერის საკვებურები და ვცდილობდი ყველა თევზაობის დროს გამომეყენებია ფიდერის მონტაჟი. ვაკეთებდი მარტივ, ორი ან სამი ინგრედიენტისგან დამზადებულ დასაკვებს. უყურე უამრავ ვიდეოს ფიდერით სპორტულ თევზჭერაზე და ვემზადებოდი პირველი შეჯიბრისთვის.

პირველი შეჯიბრი რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა გაიმართა ნადარბაზევის ტბაზე 2013 წლის 28 ივლისს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 16 გუნდი. შეჯიბრის წინა ღამეს საერთოდ არ დამიხუჭავს თვალი, ერთსულზე ვიყავი როდის გათენდებოდა. ადგილზე მისულს დამხვდა ბევრი დადებითი ემოცია და მეგობრული გარემო. როგორც აღმოჩდა გუნდ ფიდერის სპეცებს აკლდათ ერთი მეთევზე და მიმიღეს გუნდში.

შეჯიბრის დროს იყო, ქარი, წვიმა, ტალახი, უამინდობის გამო ერთი საათით შეწყდა კიდეც შეჯიბრი, მაგრამ ერთი წამითაც არ ვნანობდი, რომ ამ ყველაფერში მეც ვიღებდი მონაწილეობას, უბედნიერესი სახით ვიჯექი და დაგრძელებდი თავზაობას.

შეჯიბრის დასრულების და თევზის აწონვის შემდეგ, როგორც აღმოჩნდა ჩვენი გუნდი ფიდერის სპეცები გავედით მეორე ადგილზე, დაგვირიგეს, დიპლომები, მედლები და საჩუქრები.

მოკლედ ამ შეჯიბრზე გავიცანი უამრავი კარგი ადამიანი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა უთხრა საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნულ ფედერაციას.     




#5797 GigaG -ს ჩანაწერები

პოსტის ავტორი GigaG on 13 05 2014 - 10:15

Debeda Masters 2014

დებედა - სატურნირო ვარჯიში 1 კვირით ადრე.
 
1 კვირით ადრე ვესტუმრეთ მე, მახო და ზურა დებედას ტბას სავარჯიშოდ. ტაქტიკა წინასწარ გვქონდა გათვლილი და გვინდოდა ასეთი რამე გამოგვეცადა:
  • თევზაობა ძირითადად ფლეტით -  ყვლას ჩვენჩვენი საკვები და მერე გაგვერჩია რომელი უკეთესია.
  • სატყუარად - სხვადასხვა არომატებში დადიპული სიმინდი, ან სიმინდი თეთრ ან წითელ ჭიასთან კომბინირებული.
  • დაკვება სიმინდით მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ თევზი პასიური იქნებოდა.
დღის განმავლობაში ეს ტაქტიკა ვხვეწეთ, დავამუშავეთ და საბოლოოდ ასეთ სტრატეგია შევიმუშავეთ:
  • თევზაობა მხოლოდ ფლეტით, არანაირი დაკვება.

med_gallery_3_94_227196.jpg

  • დასაკვები ფლეტზე - Sensas Method Mix Strawbery ან Sensas Method Mix Fine Particle. Sensas Method Mix Fine Particle შესაძლებელია მშრალი არომატიკის დამატება, ისევ სენსასი, ბანანის ან სკოპექსის დანამატი. ვინაიდან Sensas Method Mix Strawbery ისედაც ძალზედ არომატულია მას არაფერს ვუმატებთ. არანაირი პლასტელინი და ცომი და მსგავსი კულინარია.

med_gallery_3_94_179929.jpg

  • სტყორცნა მაქსიმალურად შორ დისტანციაზე და აუცილებლად 8-10 წუთში ერთხელ. ვინაიდან დაახლოებით 1.5-2 წუთში ეს საკვები მუშაობას იწყებს და 8-10 წუთის შემდეგ ბოლომდე დაშლილია ფსკერზე. შესაბამისად წყლის ფსკერული სუსტი დინების გამო ამ პერიოდის შემდეგ შესაძლებელია ფლეტი რჩებოდეს შიშველი, რაც ჩვენს შემთხვევაში უარყოფითათ აისახებოდა პრეზენტაციაზე.
  • ფლეტის დატენვისას საკვებში სატყუარასთან ერთად ვდებთ 2 ან 3 დამატებით სიმინდს, მუშაობის შემდეგ რომ მეთოდის ფრაქციასთან ერთად ფსკერზე დარჩეს რამოდენიმე სიმინდის ყვითელი მარცვალი, ჩვენს სატყუარასთან ერთად - ეს საშუალებას მიცემს თევზს რომ უფრო თამამად აიღოს სატყუარა.
  • სადავე 6-8სმ, ნემსკავი Gamakatsu LS 3513F 6 ან 8 ნომერი, გვქონდა ოვნერის ნემსკავები Owner 50924 ნომერი 6, მაგრამ რამოდენიმე ჩამოცილების გამო, გადავწყვიტეთ უპირატესობა Gamakatsu-სთვის მიგვენიჭებინა.

gallery_3_94_142970.jpg

  • სიმინდად კოპოლივას ან სოლედოს ვიყენებთ, ვინაიდან საკმაოდ მყარი და დიდი მარცვლები აქვს, განსხვავებით ბოუნდუელისგან. არანაირი დადიპვა და მსგავსი ჯადოქრობა ამ სიმინდებზე. მაქსიმუმ დავუმატოთ სიმინდს თერმოდამუშავებული თეთრი ჭია. ამან შეიძლება გამოარჩიოს სატყუარა სხვა მარცვლებისაგან.
მოკლედ ამ მონახაზით გადავწყვიტეთ ტურნირზე გამოსვლა. 
 
 
11 მაისი - დებედა მასტერს 2014
 
დასაკვები წინა ღამით გავამზადე სახლში - ასე უფრო გაუჯდა წყალი საკვებს, უფრო დამძიმდა და ინერტული გახდა.
ორივე დასაკვები გავცერი. Strawbery Mix სუფთა აღმოჩნდა, Fine Particles ში კი ბევრი დამტვრეული ბისკვიტი ვიპოვე.
 
gallery_3_94_294833.jpg
 
 
 
gallery_3_94_210225.jpg
 
 
gallery_3_94_193269.jpg
 
დილით მახომ გამომიარა, დებედაზე 6:30ზე მივედით - განწყობა მშვენიერი, საზოგადოება უფრო მშვენიერი.
 
არაფერს აღარ ვბჭობთ - სამივემ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. კენჭისყრა - მე C13 სექტორი მერგო, ადმინისტრაციის მხარე ნაპირი, შარშანდელი კუების ზონა. ზურა A2 სექტორი, ადმინისტრაციის წინ, მახო B10, ისევ შარშანდელი ადგილი.
 
 
გვერდით ბექა ბექაური მიზის, იმის მერე გია ჩიტაიშვილი. აქეთ კი გიორგი ლაფაჩია. ჩემი პირდაპირი მოწინააღმდეგები ზონის მიხედვით  ბექა და გია არიან.
 
სტარტი. ფლეტზე მარწყვი, სადავე Gamakatsu 6 ნომერი და სამი სიმინდი. დისტანცია 70-80 ბრუნი. პირველივე გადაგდებაზე გაქაჩვა. ამოკვრა დავაგვიანე და შესაბამისად არ დაჯდა თევზი. შემდეგი გადაგდება. ისევ დარტყმა - ამჯერად თევზი დაჯდა, მაგრამ მალევე მოიძრო ნემსკავი...  ვაბრალებ ნემსკავს. ვაყენებ უფრო პატარა 8 ნომერს, 2 სიმინდით, ისევ ორი გაქაჩვა და ორივეზე „მოცილება“. 
 
პირველ საათში ოთხი არარეალიზებული ჩარტყმა ძალიან ბევრია - მითუმეტეს როცა თავიდანვე იცი რომ ყოველი თევზი ძალიან მნიშვნელოვანია. ისევ გადავდივარ Gamakatsu 6 ნომერზე, სადავე წნული 0,1მმ 6სმ. სამი სიმინდი მიტყუპებულად. გაქაჩვა და პირველი თევზი ბადეშია. ვინიშნავ დროის ინტერვალს 15 წუთს. მეორე გაქაჩვა და ისევ ბადეშია თევზი. როგორც იქნა აეწყო. 1-ის ნახევრამდე სტაბილურად მქონდა ჩარტყმა 15 წუთში და დახლოებით 6-7 თევზი ამოვიყვანე ამ დროის განმავლობაში.
 
 
med_gallery_3_94_236331.jpg
 
 
gallery_3_94_159136.jpg
 
gallery_3_94_8712.jpg
 
gallery_3_94_16685.jpg
 
 
გვერდზე ბექამაც დაიწყო თევზის ამოყვანა, თან მისი აღჭურვილობა საშუალებას აძლევდა ძალიან სწრაფად მოეყვანა თევზი ნაპირამდე, როდესაც მე დაახლოებით 3-5 წუთს მაკარგვინებდა თითო თევზი. ჩემი ჯოხია DAIWA Procaster 4.2m, Heavy კატეგორია. ჯოხის წყობა პარაბოლურია, ამას დაუმატეთ საკმაოდ წელვადი მონო ძუა და ძუის ბოლოს 3კგ+ კარპი. დამერწმუნეთ ეხლაც მტკივა ორივე ხელი :)
 
gallery_3_94_2741.jpg
 
მოკლედ ჯერჯერბოთ ვხვდები რომ ზონაში 1ელ ადგილზე შეიძლება მქონდეს პრეტენზია, თუმცა ბექა ძალიან სწრაფად მეწევა. მალევე ამოიყვანა 9კგ+ საზანი და ამითი ჩემი ზონის მოგების შანსი ძალიან სათუოდ დატოვა. გვერდზე გიამაც დაიწყო თევზებთან ჭიდაობა.
 
ჩემთან თევზი გაჩუმდა. დაახლოებით ორ საათიანი პაუზა. ვცდი სხვადასხვა დისტანციებს, მოვხსენი ფლეტი, გადავედი სიმძიმეზე - უშედეგოდ. ამასობაში გია გააქტიურდა უბედურად, ბექაც ისევ იჭერს დაუნდობლად. 
 
ზოგადად სიტუაცია ასეთია ჩემი გადმოსახედიდან: როგორც ვიცი ყველაზე მაგარ ადგილას ზის მიშო ხიდირბეგაშვილი - მახოს ვარაუდით აწონვისას მას შესანახი ბადის ამოღება გაუჭირდება, იმდენი თევზი ყავს დაჭერილი.... შესაბამისად დარწმუნებული ვარ პირადში გამარჯვებული მიშოა. იმ ნაპირზე მახოს და თენგოს შორის მიდის დაუნდობელი ბრძოლა, მათი კონკურენტი ჩემს ნაპირზე არტურია. მახო დარწმუნებულია რომ არტური ზონას მოიგებს და ამიტომ ცდილობს თენგოს მაინც არ დაანებოს მე2 ადგილი. ზურა ზის იმ ზონაში, სადაც მიშო იჭერს და იჭერს, იჭერენ ზურას მოპირდაპირე მხარეს მდგომები. ამიტომ ზურას 4 ქულა თუ ექნება მაგაზეც ყაბულს ვართ. მაგრამ ზურა ისეთ ფორტუნა ადგილზე ზის რომ მაგისი იმედი არა გვაქვს. მოკლედ ეს ის მომენტია, ყველა რომ ჩვენთვის ვითვლით დაახლოებით ქულებს, მერე სათვალავი გვერევა და ისევ ჩვენს საქმეს ვუბრუნებით - თევზაობას.
 
დაახლოებით 3 საათზე მორიგი გაქაჩვაა ჩემთან, თევზი ისე იბრძვის რომ მგონია 5კგ+ მაინც იქნება, ამოიყვან, აწონიან მსაჯები და ჰაჰა 3კგ-მდე მიაღწიოს.
 
ფლეტზე ვაკეთებ შემაღლებულ ვარიანტს ჩემი ფანტაზიით, ქვევით Fine Particles შიგ ჩამალული 3 სიმინდიანი ნესმკავით, ზევით კი Strawbery Mix შიგ ჩამალული დაჭრილი სიმინდის მარცვლებით. რაღაცნაირი საინტერესო კერძი გამოდის. და რა მარტო ჩემთვის, არამდედ თევზისთვისაც... გადავაწყვიტე ტემპი 10 წუთზე დამეყენებინა. ტაქტიკა ამართლებს. დავიწყე სტაბილურად ჭერა. მსაჯები აწონსვისას ყოველ მოსვლაზე ისმენენ ჩემი მაღვიძარის სიგნალს, რომელიც გადაგდების მერე 10 წუთს ითვლის.
 
 
med_gallery_3_94_46108.jpg
 
 
gallery_3_94_93551.jpg
25 წუთი ფინიშამდე. ამ დროში ერთი თევზი მაინც რომ ამოვიყვანო შედეგია. 7 წუთი ფინიშამდე, ბოლო გადაგდებაა გაკეთებული. გვერდზე ბექასთან არის ჩარტყმა, დასვა და მოყავს, ჯოხს ეტყობა რომ არც თუ ისე პატარა ეგზემპლარი ყავს დაჭერილი, მცირე ბრძოლის მერე ბექამ ეს თევზი გაუშვა - და როგორც გაირკვა, სწორედ ეს თევზი იყო, პირველი ადგილი რომ დააკარგვინა..
 
ფინიში, აწონვა, აღჭურვუილობის ალაგება. მსაჯები ქულებს ითვლიან. ნამდვილად არ ვიცით ვის რამდენი ქულა აქვს. ირკვევა რომ მიშოს არც ისე ბევრი ყავს დაჭერილი, როგორც მახოს ეგონა და მაშინებდა. არტურაც დარდობს რომ მახო და თენგოს ვერ გაუსწრო. მოკლედ სრული გაურკვევლობაა.
 
ქულები დათვლილია, აღმოჩნდა რომ მე 1 ქულა მაქვს, მახოს 3 ქულა და ზურამ როგორ მოახერხა არ ვიცი, ზურასაც 3 ქულა აქვს. ჯამში 7 ქულა. შემდეგი გუნდები 10 ქულით მოგვსდევს. მთავარი ეს იყო ჩენთვის - შარშანდელი თასი სხვისთვის არ დგავეთმო და ეს გამოგვივიდა. ამას გარდა ჩემდა ძალიან გასაკვირად პირადშიც მე დავსახელდი გამრჯვებულად, სულ 500გ ით გავასწარი ბექას, და დაახლოებით 4.5კგ-ით გია ჩიტაიშვილს. 
 
gallery_3_94_36552.jpg
 
gallery_3_94_33086.jpg
დასასრულს მინდა ისევ ვთქვა - უდიდესი მნიშნელობა აქვს გუნდურ ვარჯიშს, მერე დასკვნების გაკეთებას, მერე გუნდური სტრატეგიის შეჯერებას და ისე გამოსვლას ტურნირზე. ჩვენი სტრატეგია ეს იყო: თევზის მოტყუებას სექტორში არ ვცდილობდით, ჩვენ გვინდოდა რომ თუ თევზი ჩვენს სექტორში გაივლიდა, ყოველთვის დახვედროდა გამზადებული ფლეტი. ფლეტზე ჩვენი საკვების დაკვირვეით ვნახეთ, რომ მუშაობას წყალში ჩაგდებული ფლეტი მე2-მე3 წუთიდან იწყებდა. სადრაც მე7-მე9 წუთზე კი ბოლომდე დაშლილი იყო საკვები. თუ წყლის მცირე დინებას გავითვალისწინებთ, დაახლოებით 15 წუთის მერე ფლეტი შიშველი უნდა დარჩენილიყო. ამიტომ გადავწყვიტეთ ყოველი ტყორცნა გაკეთებული იყო მაქსიმუმ 10-15 წუთის ინტერვალით. ანუ ჩვენი მონტაჟები გამუდმებით იდო ფსკერზე თავისი გემრიელი საკვებით. ამ სტარტეგიამ მახოსთან არ გაამართლა, იმიტომ რომ ამ დისტანციაზე მასთან უბრალოდ თევზი არ შედიოდა, და მან ტაქტიკა შეცვალა - სიმძიმით მიაღწია იმ დისტანციას, სადაც თევზი მოძრაობდა. დარწმუნებული ვარ იგივე დისტანციაზე ფლეტი რომ მიეღწია - გაცილებით უკეთესი სედეგი ექნებოდა.
 
დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს, ყველა მონაწილეს დაძაბული და აზარტული შეჯიბრისთვის. დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს - სასტუმრო ძველ სიღნაღს (Big Fish) , სათევზაო მაღაზია „Delta“-ს და სათევზაო მაღაზიას „Fishing Club“,  ეს უკანასკნელი დიდი ხანია გვანებივრებს თავისი ბარაქიანი პრიზებით და მუდმივად გვერდში უდგას ფედერაციას. დიდი მადლობა ამისათვის ბიძინა!
 
 
gallery_3_94_221776.jpg
 
ყველას წარმატებულ ვარჯიშს და ჩატარებულ ტურნირს გისურვებთ!



#40412 « მეგობრობის თასი » ბელარუსი 2016

პოსტის ავტორი iasona on 29 09 2016 - 10:49

მოგესალმებით მეგობრებო რამოდენიმე სიტყვით მეც მინდა დავწერო ტურნირის შესახებ. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას ვინც ასე გულშემატკივრობდა ნაკრებს და მოუთმენლად ელოდა ინფორმაციას ბელორუსიიდან. ამ გვერდში დგომას ჩვენც ძალიან მაგრად ვგრძნობდით და ორმაგი მონდომებით ვცდილობდით შედეგის დადებას.
რაც შეეხება უშუალოდ ასპარეზობას. პირველი სავარჯიშო დღე
ესეიგი პირველად ვნახე მატილი. თავიდან ცოტა მიჭირდა ნემსკავზე გაკეთება მაგრამ უცებ ავუღე ალღო და ეს პრობლემა მალევე მოგვარდა. პირველ დღეს ტბასთან გაცნობის ხასიათი უფრო ჰქონდა მაგრამ ბევრი საჭირო ინფორმაციის მოპივება შევძელით. კერძოდ გამოიკვეთა დასაკვები , ნემსკავის ზომა ოვნერი53100 16ზომა. სადავის სიგრძე და დიამეტრი პრესტონი 0,9 50-70სმ. და დიპი სენსასის კრილი. მეორე დღეს მე მომიწია ვარჯიში მოცემული დასაკვებით და მოცემული ნემსკავით , შედეგი 10+წონაში.ასევე თენგომაც იგივე დასაკვებით ითევზავა და მისი შედეგი იყო 6+. ნელ ნელა მეორე ტიპის დასაკვები გამოირიცხა .მაგრამ სრულიად რომ დავრწმუნებულიყავით მესამე დღეს მე ანდრომ მათევზავა ამ საკვებით და ზურა , ლადო და დიმა უკვე აპრობირებულ დასაკვებზე და შედეგიც შესაბამისად უკეთესი ჰქონდათ ვიდრე მე. გადაწყდა რომ ტერებზე გავდივართ ეგრედ წოდებული იასონას პრიკორმკით
პირველი ტური
სანამ უშუალოდ ტურის შესახებ მოგახსენებთ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სამწრვთნელო შტაბს .ყოჩაღ ბიჭებო ნამდვილად მაგრად იმუშავეთ ,რომ არა თქვენ ჩვენ ამ შედეგს ვერ მივაღწევდით ნამდვილად.
პირველი ტურის კენჭისყრით შემხვდა ბ-8. გავშალე აღჭურვილობა და დავიწყე ბსკერის გამოკვლევა ვიპოვე ნიჟარებიანი ადგილი და გახარებული ვარ ტუზი დამეცათქო და ამით დავამთავრე გამოკვლევები. დაკვების სტარტი გავუშვი 15 საკვებურა კარგი ცოცხალი კომპონენტიანი ფაფა და დავიწყე თევზაობა. პირველი ჩაგდება და ორ წუთში გაქაჩვა პირველი პოდლეშნიკო ბადეშია. მეორე ჩაგდება და კარგი ზომის ნაფოტა მესამე კიდე ნაფოტა .დაწყებიდან თხუთმეტ წუთში სამი თევზი მყავს. არ ვიცი რა დამემართა მაგრამ ავნერვიულდი და კანკალუ დამაწყებინა მაგრამ კიდევ რამიდენიმე თევზის შემდეგ ეს კანკალი და ნერვიულობა სად გაქრა კაცმა არ იცის . მეზოველ სექტორში მარცხნივ უკრაინელი სპორცმენი მიზისმარჯვნივ ფიდერ ბაის წარმომადგენელი. ეს უკანასკნელი და მე მაგრად ვესპარინგებით ერთმანეთს ხან ის იჭერს ხან მე. უკრაინელი ვერ გვეწეოდა და გამიკეთა დაროშკა დამიკვება სექტორის საზღვარი. რაზეც ჩემგან რამოდენიმე ალერსიანი ქსრთული სიტყვაც დაიმსახურა . შედეგად ერთი საათი სრული უთევზობა მცირე ჩარტყმები და რეალიზაცია ნული. შემდეგ გიგა მოვიდა ჩემთან რამოდენიმე კონსულტაცია რჩევა . ისევ სრულიად ახლიდან დავკვებე წერტილუ და შემოვიდა ნაფოტა და უკვე ტემპზე დავიწყე თევზაობა. შედეგად ზინაში მეექვსე ადგილი უკრაინელს მაინც მოვუგე ფიდერ ბაისთან სამასი გრამი წავაგე. მთლიანობაში გუნდი მეათე ადგილზეა. აშკარად რაღაც გვაკლია.საღამოს შეკრება და ანალიზი ჩავატარედ და მეორე დღისათვის მოვემზადეთ
მეორე სატურნირო დღე
მოვხვდი ისევ ბ ზონაში კერძოდ ბ-1ში წინა დღეს ამ სექტორში იჭირეს ნაფოტა და მე თითქოს კმაყოფილი ვარ იმით რომ ნაფოტას დაჭერა ასე თუ ისე დავამუღამე. გავშალე აღჭურვილობა დავიწყე ბსკერის გამოკვლევა. გადაწყვეტილი მაქვს რომ ვითევზავო ბუიოკის მარჯვენა მხარეს და დავდე ანკესი დაკვების სტარტის მოლოდინში. ვუყურებ რომ მეზობლები დიდხანს იკვლევენ ბსკერს ავიღე ანკესი დავუყენე პატარა სიმძიმე 15გრ და ისევ დავიწყე ბსკერის გამოკვლევა და რა ხდება ბუიოკის მარჯვნივ სიმძიმე ჩადის 11დათვლაზე მარცხნივ14 დათვლაზე , ესეიგი მარცხნივ ორმოა და დავკლიფსე სწორედ ის ადგილი. აი აქ მივხვდი თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ბსკერის სწორად გამოკვლევას.
დაიწყო ტური ეხლა ნახეთ ჩემი შეცდომების მთელი კასკადი: პირველი ჩაგდება გაქაჩვა და პირველი პოდლეშნიკი მომყავს საჩოკის გარეშე მოვინდომე ამოყვანა და გაძვრა ნემსკავიდან
მეორე ჩაგდება და ნაფოტა მომტავს ამას მაინც ამოვწევ უ საჩოკოდმეთქი და ესეც წავიდა.ამით თამაშს მოვრჩი და დავიწყე თევზაობა დამიდგა პოდლეშნიკი ხუთ წუთში ერთხელ თევზი მყაბს ბადეში ერთი გაქაჩვა მქონდა დავსვი თევზი მაგრამ სადღაც ოცი ოცდახუთი წამის განმავლობაში ერთი მეტრითაც ვერ დავძარი და გამიწყვიტა მქონდა რამოდენიმე "სხოდი" გამოყვანის დროს(ტურის დამთავრების შემდეგ მაისკიმ მითხრა პირადში პირველი აიღო ჩემგან მეორე იჯდა და 700გრამით მომიგო. ლამაზად თევზაობ მაგრამ თევზის გამოყვანის ტექნიკა გაქვს დასახვეწიო) ესეიგი დიდი თევზი რო დაგიჯდება ანუ კაპარჭინაზეა საუბარი ანკესი უნდააწიო და გააჩერო და რი დაიღლება თევზი თვითონ ამოდის ზედაპირზე თურმე . მოკლედ ტურის პირველი ნახევარი სიმღერ სიმღერით გავატარე. აღსანიშნავია რომ მე ვიჯექი ბ1ში. ბ2იყო ბელორუსი და ა10ც იყო ბელორუსი ანუ ერთი გუნდელებუს შუაში მოვხვდი და ტურის მეორე ნახევარში მაგრად შემომიტიეს ორივე მიკვებავდა სექტორის საზღვარს და ცოტახნით თევზიც ამახიეს მარა მერე ავიღე დიდი საკვებურა და ცოცხალუ კომპონენტებით ორივეს გავუკეთე დაროშკა და ჩემი თევზი უმალვე დავიბრუნე . ფინიშამდე დარჩენილი იყო ხუთი წუთი და მქონდა გაქაჩვა ბადეში ორ კილოიანი კაპარჭინა ჩავაცურე და ტურნირიც დასრულდა. ზონაში ავიღე ორიანი .გუნდმა მეათედან მეექვსეზე გადაინაცვლა რაც ნამდვილად კარგი შედეგია ჩვენი პრაქტიკის გათვალისწინებით. შემდეგ წელს უკეთესს შედეგს აჩვენებს ნაკრები დარწმუნევული ვარ. მემგონი სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. გიშინ ზღვაზე ვიყავით სათევზაოდ მე და ზარკალიანი და ნაფოტა რომ დავიჭირე ისევ ბელორუსიაში მეგონა თავი.


#59764 გუნდი ’’PARADOX ’’-ის დღიური

პოსტის ავტორი Doqtor on 30 07 2018 - 21:37

27 -28 ივლისი.

სიონის წყალსაცავი.

საქართველოს ჩემპიონატის მე-4 ეტაპი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში(საქართველოს თასი)
სიონზე ვარჯიში ვერ მოვახერხეთ გუნდმა, ავედით ,მაგრამ საშინელი წვიმა და უგზოობა იყო,ამიტომუვარჯიშებლები, ძველი გამოცდილებითა და სპორტული შემართებით დავადექით სიონისკენ მიმავალ ულამაზეს გზას.. სანდრიკაც ჩვენთანაა..6 ზე სტადიონთან ვიყავით, თითქმის ყველა ,ვინც თასზე აპირებდა გამოსვლას,იქ იყო შეკრებილი, აქვე გაირკვა,რომ თვით ზარკალა ტოვებდა სიონის ტურს, ხოლო სმარტებს ზურა გამოკლებოდათ , სმარტებმა ზურა ჩაანაცვლეს, ხოლო, იასონას შემცვლელი არ ყავდა და იდგა ოროსანი პუტკუნა ბოვშივით ყურებჩამოყრილი და უიმედო თვალებით შესცქეროდა ბადრის..)))..
გადავედით სატურნირო ზოლში, ნელ-ნელა მოგრვდა ყველა და დაიწყო დრელების ზუზუნი..გიგა გაბრიაძე მბალეშიკობს ძაან , დღეს შენი შანსია და უნდა გამოიყენოო.. ძაან საწყენია, მაგრამ უფრო ცოტა გუნდი გამოვიდა თასზე, აქედან 2 გუნდი პლიუს კაცნაკლული, ძაან დიდი დისბალანსი გამოდიოდა ზონებში, ამიტომ შეთანხმებით სანდრიკას ერგო პატივი და ონლი ფიდერში თვით ზარკალა ჩაანაცვლა....
კენჭისყრა-ნიკა A 6, კოპალა B 13 მე C21 ,სიმბოლურად ზონას ვიწყებ, სანდრიკაც ჩემ ზონაშია, იმედია არ მომიგებ-თქო,გავუღიმე პითონივით, მივეცი დასაკვები და ჭია-ღუები, ავუწყვე ანკესი, წარმატება ვუსურვე და შევუდექი მეც მზადებას..შევტყაპუნდი ჯერ ტალახში, მერე წყალში, ))) ფსკერზე საინტერესო არაფერი ხდებოდა, ვეცადე სიღრმე მეპოვა,ასე 40 მეტრში მოვიკლიფსე, საკვებურა გურუ 30 გრ იანი, ვეგასი25 გრ, სადავე 0,12 1 მეტრი, ნემსკავები,რომლებიც გამოვიყენე ორივე ტურში იყო 53100 N 16 და 53157 N 12, სატყუარა თეთრი მატლი, ხანდახან წითელი ჰიბრიდი..
მეზობლები - მარცხნივ ზურა ქესანაშვილი,მარჯვნივ გიორგი ქუფარაშვილი, ტარზანიკა, არტურა,სანდრიკა,მარხვაშვილი,ლემონჯავა,სულაძე,გიგა ბაი და ზონას კურგენა ხურავს,ზურგქარი ძალიან კომფორტული ..სტარტი, დავუშვი 25 საკვებურა, ნაწილი ფსკერზე გავცალე,ნაწილი ზედაპირზე, ამოცანა და სტრატეგია გუნდის-ვიჭერთ შამაიას ტემპში, არანაირი კარჩხან-ხრამულზე ჩაჯდომები და დროის კარგვები, მე პირადად მაგრად მაინტერესებდა, ტემპში თევზაობას როგორ გავქაჩავდი.. მეზობლებზე კარგა 10 მეტრით წინ ვარ გასული, მაგრამ ნახევარი საათი ისე მიილია, ერთი ჩარტყმა არ მაქვს, ცოტა ავღელდი, მიმოვიხედე აქეთ-იქით, არც შორიახლოს იჭერს ვინმე პანტაპუნტით..ვაგრძელებ მონოტონურად საკვებურის სროლას., დაიწყო თევზმა შემოსვლა, რეალიზაცია მაქვს 85 % ,მომწონს, მეზობლებს რაოდენობრივად კარგად ვუსწრებ, არ ვაქცევ ყურადღებას არც იმას, შიგადაშიგ კარჩხანას რომ აცურებენ ბადეში, სტრატეგიას არ ვუხვევ, ტემპი აკრეფილი მაქვს , მოკლედ 4 საათი კარგად გავქაჩე, მე 5 საათზე მაგრა დამეღალა ხელი, ძალდატანებით ვისვრი საკვებურას დისტანციაზე, მაგრამ არ ვნებდები, საკმაო კონკურენტები მყავს ზონაში და არ უნდა მოვდუნდე...
ფინიში, ამოვისუნთქე, აწონვამდე დრო მაქვს, ამიტომ ნელ-ნელა დავიწყე ალაგება და დავტყაპუნობ ტალახში)) მოვიდა ჩემი დროც, ჩემმა ლომებმა ორთავემ 2-2 ქულა გამოიტანეს და მეც გულისფანცქალით ველოდები ჩემი ზონის შედეგს,პირველი ავიწონე,, ძაან კარგი წონა მაქვს 3,470,სულ შამაია და ერთი პატარა ხრამული, მივყვები სექტორებს მსაჯებთან ერთად, ძაან დიდი უპირატესობა მაქვს, არტურიც აიწონა, კოლომდეა, მოვიდა სანდრიკას ჯერი-1,500, ზონის ბოლოში გიგა ბაი და კურგენა არიან, ამათაც თუ მოვუგე ერთიანი მაქვს..გიგა აწონეს 1,490,სერგი-960, ვსიო პირველი ვარ, სანდრიკო მე 2, გიგა ბაი მე 3.. უზომოთ ბედნიერი ვარ, 5 ქულა გუნდს, უსერიოზულესი შედეგი, მე 2 ადგილზე ონლია 9 ქულით და სანდრიკას მეშვეობით 1-2-6 = 9 ქულით, მესამეზე FF 1-3-8 =12 ქულით.. კარგი უპირატესობა, მაგაზე ვერც ვიოცნებებდით... ავლაგდით, ნიკა თბილისში დაბრუნდა თავის თილისმასთან ერთად, მე და გიო დავრჩით და ბიჭებთან ერთად ლამაზი საღამო ვატარეთ სუფთა ჰაერზე და ბუნების წიაღში.. მე და იასონა ვეკაიფებით ერთმანეთს, ვემუქრებით, ხვალ ასე გიზავ, ისე გიზავთქო, ვარაზა გვეუბნება, ხვალ თუ სამივე ერთიანი ერთ ზონაში მოხვდით , მაგრაგაასწორებს თქვენი ყურებაო, მეღიმება, იმედია ეგრე არ მოხდება, თუმცა მაგარი საინტერესო კი იქნებათქო, გავიფიქრე,ჯარიკასთან მქონდა ბედნიერება გვერდიგვერდ ჯდომის, იასონასთან არ მქონია, ...ასე აგიხდათ ყველაფერი დილის კენჭისყრაზე სამივე B ზონაში მოვხვდით, ..ამას დაემატა ზონაში გაბრიაძე, ნოდო, თენგო, ბექა, ხიზანა,იაგო, მოკლედ ჩემთვის მაგარი გამოცდა იყო, ხონაში მყავდნენ ტემპავიკებიც და კარჩხან-ხრამულზე დამჯდომი ხალხიც..შემართებით ვარ, ვცდილობ არ ვინერვიულო, ემოციას არ უნდა ავყვე, თუმცა შინაგანად ვდუღვარ, მაგარი გამოწვევაა სპორცმენისთვის..! უკვე აღარ ვარ ხუმრობის ხასიათზე, სანდრიკასაც უხასიათოდ გავუწყვე ანკესი, თან გავაფრთხილე, ვაი შენი ტყავის ბრალი, შემთხვევით ნიკას არ მოუგო-თქო და დავიწყე მეც გაშლა..იასონა მარჯვნივ მიზის, მერე ნოდო , მარცხნივ ბექა,გიგა და თენგო..დავიწყეთ, ზურგქარი, ვკვებავთ..მე და იასონა თითქმის ერთ დისტანციაზე ვართ, ოდნავ წინაა ალბათ 2-3 მეტრით..პირველი თევზი დავსვი, იასონამაც ეგრევე დასვა, პირველ ნახევარ საათში მოკლედ 15 -9 ს ვუგებ, და რას ვაკვირდები : ერთადერთი რასაც იასონაზე სწრაფად ვაკეთებ ესაა კოჭის ტრიალი, სხვა დანარჩენს ყველაფერს ჩემზე სწრაფად აკეთებს, ასე რომ ნელ ნელა ჩემი უპირატესონა ქრება და მე 3 საათის ბოლოსთვის უკვე წინ გაიჭრა, ამას დაერთო ყველაზე ცუდი, ქარმა დაიწყო მარცხნიდან დაბერვა, და ჩემი კორმიც კი იასონასკენ მიქონდა, მე მარცხნიდან ბექა არ მიკორმავდა, ტემპში არ იჯდა, იასონას არც მარჯვნიდან უკორმავდა ნოდო, ისიც ტემპში არ იჯდა, დაუდგა უკეთ აშკარად მამუკას თევზი, ჩემთან ბოლო საათში კატასტროფულად იკლო ჩარტყმებმა, ამებლანდა გამზადებული სადავეები ერთმანეთში, მოკლედ ავირიე, ავიჭერი, იასონაზე აღარ ვდარდობ, უკვე ნოდარაზე დავიწყე ფიქრი, ამანაც არ გამასწროსთქო, მართალია ტემპში არ იჭერდა,მაგრამ საკმაოდ მოზრდილი კარჩხან-ხრამულებს ზიდავდა მონოტონური მოძრაობებით..ბოლო საათი მაგრა ჩამივარდა, ბევრი ვიწვალე, მაგრამ ვერა რა..აწონვის დროც მოვიდა..დიმა და მამუკა ერთმანეთს ეუბნებიან შენ მოიგეო, მე იმას ვფიქრობ. რომლის მოგება უფრო მაწყობს საბოლოოდ, ....აწონეს ა ზონა 1-2 და 3-4 ადგილები გაიყო, პირველი ადგილი ლაშკამ და მარინაშვილმა,მე3 ადგილი მახომ და გიგა ბაიმ გაიყვეს, მე 5 ლემონჯავა და კოპალა მე 6 ო, დამიარა ტანში, მე მოკლედ 3,760 -ით 3 იანი ავიღე, მამუკამ და დიმამ 1,5 ქულები გაიყვეს წონით 4,850..მერე იყო ნოდო 3,260,მერე გიგა,მერე თენგო, , წონიან ც ზონას, მთავარია ეხლა უკვე ნიკამ არ წააგოს არტურასთან 2 ქულით-წააგო და ჩვენი გუშინდელი ჰანდიკაპიც თოვლივით დადნა, რას ვიზამთ, მეტი მუშაობა და ვარჯიში გვმართებს უფრო, მაგრამ საშინელი შეგრძნება ყოფილა ნახევარი ქულით წაგება,საშინელი.. ყველა სპორცმენები, მსაჯები ძალიან გადაღლილ გადამწვარები ვართ, დაჯილდოვების ცერემონიალს ბევრი ვეღარც დაელოდა..დავრჩით ისინი, ვინც დავრჩით, ხოდა დაიწყო არტურმა, როგორც იცის,ღირსეულად, მოგვილოცა და სერთიფიკატები დაგვირიგა ორივე ნაკრების წევრებს,შტაბის წევრებიანა, სასისმოვნო მომენტი იყო, შემდეგ იყო პირადი დაჯილდოვება, ხუციშვილი ბრინჯაო, გეგეჭკორი ვერცხლი და ჯარიაშვილი ოქრო..დაჯილდოვდნენ გუნდებიც ONLY FEEDER-ბრინჯაო(სანდრიკას ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა),PARADOXი -ვერცხლი, FISH FAINDERი -ოქრო.. და ეს ყველაფერი არ იყო..დაჯილდოვდა წლის 3 საუკეთესო გუნდი მე 3 ადგილი SMART FEEDER-ი,მე 2 ONLY FEEDERი, და პირველი ადგილი რასაკვირველია FISH FAINDER ი..ჩემი PARADOX-ი მყარ მე 5 ადგილზე გამაგრდა..))) და დაიწყო მთავარი -წლის საუკეთესო სპორცმენების გამოვლენა- მე 10 ჩიტაიშვილი,მე 9მახარაშვილი, მე 8 დარჩიაშვილი, მე 7 ვართარეზოვი, მე 6 კურგენიანი, მე 5 ზარკალიანი, მე 4 გაბრიაძე, მე 3 გეგეჭკორი და მე 2 ადგილზე მე რომ გამომაცხადეს, ყურებმა ისეთი შხუილი დაიწყეს, რომ ვიფიქრე წნევა მხევს-თქო, სულ დამავიწყდა დაღლილობა და ნახევარი ქულით ხელოდან გაფრენილი ოქროს მედლები, მივაღწიე იმას, რომ ჩემი შრომით და მონდომებით დავიკავე ნაკრების ექვსეულში ის ოფიციალური საპატიო ადგილი, რაზეც ყველამ იცის,რომ წლის დასაწყისში ვოცნებობდი.!. დააა პირველი ადგილი, სრულიად დამსახურებულად, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე დაიმსახურა დიმიტრი ჯარიაშვილმა.. მერე იყო მილოცვები და ჩახუტებები, ..სელფები და ფოტოები..მოკლედ ლამაზი და უაღრესად დაძაბული,დატვირთული წელი გამოვიდა, ასეთი საინტეტესო ბრძოლები იმედია მომავალშიც გაგრძელდება..
ვულოცავ პრიზიორებს ღირსეულ გამარჯვებას, დიმას თამადობით ყველამ ღირსეული სეზონი ჩაატარა.
მადლობა მინდა მოვუხადო ჩვენს მთელ ფედერაციას, სპორცმენებს, გვყავს ძალიან მაგარი გამგეობა, და ძალიან-ძალიან ღირსეული პრეზიდენტი არტურის სახით, კვალიფიკაციური მსაჯები შოთას მეთაურობით,გვაქვს უაღრესად მეგობრული გარემო და ეს ყველაფერი სიხარულით და სიამაყით მავსებს.. ყველას გისურვებთ წარმატებასა და ულევ სიხარულს, თითოეული თქვენგანისგან ვგრძნობ დიდ სიყვარულსა და სითბოს, და მეც მაგრად მიყვარხართ..
და ჩემს გუნდს ვუსურვებ მომავალშიც ბევრ სიხარულს და ბევრ ემოციას, მთავარია ასე ერთად ,მონდომებით ვიყოთ ყოველთვის..
ასევე მინდა ვუთხრა იმ ხალხს, სანდრიკას თამადობით, ვისაც უნდა ამ სპორტში პირველი ნაბიჯების გადადგმა და ვერ ბედავს,-2 წლის წინ მეც და ჩემმა გუნდმაც ერთი ადგილის კანკალით დავიწყეთ, მაგრამ დღეს უკვე ამ კაცების ტოლ-სწორად მოვდივართ, და დამიჯერეთ, ვერსად ვერ აიმაღლებს მეთევზე თავის კლასს და დონეს ისე, როგორც სპორტში, ასე რომ გაბედეთ და შემოგვიერთდით, ფედერაციის კარი ყოველთვის ღიაა მონდომებული ხალხისთვის...!
მ ო მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი თ !
სიყვარულით
ზაზა ხუციშვილი ..
  • Gia Chit 74, maxo06, Zurabi-Mereklishvili -ს და 25 სხვებს მოგეწონათ ეს


#46471 საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

პოსტის ავტორი Dentist on 03 05 2017 - 11:28

ძვირფასო მეგობრებო, მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ 2017 წლის 1 მაისს სპორტული თევზჭერა საქართველოში ოფიციალურად გამოცხადდა სპორტის სახეობად და აღიარებულია სახელმწიფის მიერ!

შესაბამისად, "საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია" გამოცხადდა იმ ოფიციალურ ორგანიზაციად, რომელიც ამიერიდან და მომავალშიც პასუხისმგებლობას იღებს განავითაროს სპორტული თევზჭერა ჩვენს ქვეყანაში, ჩაატაროს ეროვნული ჩემპიონატები სპორტული თევზჭერის ყველა სახეობაში და წარმოადგინოს ეროვნული ნაკრებები სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობებზე.

ყველა იმ ფედერაციამ, რომლებიც შედიან "საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ფედერაციის" შემადგენლობაში, მიიღო ოფიციალური სპორტული ორგანიზაციის სტატუსი და პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩაატარონ ეროვნული ჩემპიონატები საკუთარ დისციპლინებში და წარადგინონ ეროვნული ნაკრებები შესაბამის ასპარეზობებზე.

ამჯერად ეს ორგანიზაციებია - "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია", "საქართველოს კარპფიშინგის ფედერაცია", "საქართველოს სპინინგის ეროვნული ფედერაცია", "საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია".

ასევე დიდ ფედერაციაში გაერთიანებულები არიან სხვადასხვა კლუბები, რომლებსაც აქვთ სამოყვარულო ორგანიზაციების სტატუსი და მათ შეუძლიათ წარადგინონ სპორტსმენები ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე ამ კლუბებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი ნაკრები გუნდები სხვადასხვა საკლუბო ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზობებზე.

 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გასული წლის ნოემბერში მომზადდა სათანადო დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც შევიტანეთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აღიარებისა და დაფინანსების კომიტეტში განსახილველად. სამინისტრომ წაგვიყენა საკუთარი მოთხოვნები, რომლებიც ჩვენმა ფედერაციამ სრულფასოვნად დააკმაყოფილა. შედეგად ჩვენ მივიღეთ სპორტულ სახეობად აღიარება. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი და მართებული მუშაობის შემთხვევაში სულ მალე დადგება ჩვენი ფედერაციის დაფინანსების საკითხი. ეს კი საშუალებას მისცემს ჩვენს სპორტსმენებს მონაწილეობა მიიღონ დიდ საერტაშორისო ტურნირებში.

 

ყველა ის პირი, რომელიც არის ფედერაციის წევრი და მონაწილეობს ეროვნულ ჩემპიონატში, ამიერიდან არის პროფესიონალი სპორტსმენი და შეუძლია წარმატებით მართოს თავისი სპორტული კარიერა.

 

სულ მალე ჩვენ მივიღებთ შესაბამის ინსტრუქციებს სახელმწიფოსგან და შევუდგებით მათ შესრულებას. ყველაფერს გაცნობებთ ან ფორუმის საშუალებით ან მიიღებთ ყველა მითითებას თქვენი ფედერაციების ხელმძღვანელი პირებისგან.

 

ასევე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უახლოეს დღეებში ველოდებით წევრად აღიარებას თევზჭერის საერთაშორისო ორგანიზაციისგან (FIPSed).

 

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი შეუწყო ამ დიდი წარმატების მიღწევას, ამ პროცესში აქტიურად იყვენენ ჩართულები კარპფიშინგის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ალექსიძე და ფიდერის ფედერაციის პრეზიდენტი არტურ ვართარეზოვი. 

 

ყველას გისურვებთ წარმატებულ სპორტულ წელს! 

 

პატივისცემით, "საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციის" პრეზიდენტი თენგო ბინიაშვილი.

 


  • Gia Chit 74, maxo06, Zurabi-Mereklishvili -ს და 25 სხვებს მოგეწონათ ეს


#46406 კუმისი 2017 - #17

პოსტის ავტორი ვარაზი on 02 05 2017 - 16:14

კუმისი 2017

მოგესალმებით,
წლების მანძილზე არ მიმაჩნდა მართებულად ჩემს მიერ ანგარიშების კეთება ტურნირების შემდეგ, მაგრამ ახლა რადგან კუმისის ტურნირზე ჩვენი გუნდი წარმატებით გამოვიდა და ინტერესმაც იმატა, საჭიროდ ჩავთვალე, ორი სიტყვით დამეწერა ჩვენი გუნდის ვარჯიშებზე და ტურნირზე გამოსვლის შესახებ. თავიდანვე მინდა განვმარტო, რომ სათევზაო სეზონის დაწყებამდე ვკითხულობდი ჩემს ხუთწლიან ჩანაწერებს, რომელსაც ტურნირების შემდეგ ვაკეთებ და ტვინს ვიჭყლიტავდი სტრატეგიის შემუშავებაზე, მონტაჟებზე, დასაკვებზე, ასე იყვნენ გუნდის დანარჩენი წევრებიც და ბოლოს ჩვენს გუნდს ოთხივე სარეიტინგო ტურნირისთვის გარკვეული მონახაზიც ჩამოუყალიბდა, თუმცა ეს მონახაზი გატესტვას საჭიროებდა ვარჯიშებზე და დარწმუნებული არ ვიყავით მის ავ-კარგიანობაში.
ძალიან დიდი სტიმული მოქვცა გუნდში ახალი მაგრამ ისეთი ,,ბებერი“, გამოცდილი მეთევზის შემომატებამ, როგორიც მიშა ხიზანიშვილია. ცალსახად შემიძლია ვთქვა თევზაობის და უფრო კონკრეტულად სპორტული თევზჭერის მანიაკია, მე არ მეგონა ჩემზე უარესს თუ ვიპოვნიდი :))))) მე და გოგა მარღანია ალბათ უკვე 20-25 წელია ერთად ვთევზაობთ და ჩვენი ერთ გუნდში ყოფნა და შეთამაშება არ არის გასაკვირი, მიშამ ჩვენში ,,მიძინებული“ ინსტიქტები გამოაღვიძა და გუნდი - #17 შედგა.
მაშ ასე, ძირითადი თემები, რაზეც ვფიქრობდით:
  • ადგილი სადაც თევზი დგას და დროის ფაქტორი
2. დასაკვები და დასაკვების ფიზიკა
3. არომატიკა და თევჭერის პროცესში პასიური კენკვის გააქტიურების მეთოდები
4. მონტაჟი (სადავე, კაუჭი, საკვებურა)
5. და სხვა, რაზეც ბევრს აღარ ვილაპარაკებ - ვიცი თავი უნდა შეგაწყინოთ



ადგილი სადაც თევზი დგას და დროის ფაქტორი

თავიდანვე ვიცოდით, რომ კუმისზე ჩვენი მაქსიმალური დისტანცია 20 მეტრს არ გადააჭარბებდა. ზუსტი დისტანციის განსაზღვრა პირველ ვარჯიშზე გაჭირდა. თუმცა შემდეგ მკაფიოდ განისაზღვრა მარკირებისა და შესაბამისი ადგილის მოძებნისას ახლო დისტანციებზე თევზაობა, სადაც თევზიც ასე თუ ისე აქტიურად იკვებებოდა და მოძრაობდა და თან ახლო დისტანციაზე თევზაობა თავისთავად დროში უპირატესობას ნიშნავს. აქვე ვიტყვი კენკვის ინტერვალებზე. პირველ ვარჯიშზე აქტიური კენკვა ჩემთან 4 წუთის შემდეგ იწყებოდა, რაც შემდეგ ვარჯიშებზე და ბოლოს ტურნირზე გარკვეულ პერიოდებში დაახლოვებით 20-30 თვლამდე შემცირდა, რამაც საერთო ჯამში შედეგი მოიტანა.




დასაკვები და დასაკვების ფიზიკა

დასაკვებზე რა თქმა უნდა დეტალებში არ შევალ და ჩვენი გუნდის რეცეპტებს არ მოვყვები. თუმცა ჩემი ფავორიტი არის სენსასი და ასეც დარჩება, როგორც ვატყობ. როგორც ზევით დავწერე ამოვწიე ჩემი ყველა ჩანაწერი წლების მანძილზე და ზამთარში კარგა დიდ ხანს ვიფიქე ამ თემაზე. საბოლოოდ მეც, გოგაც და მიშაც სამი სახის სენსასის ბაზაზე შევჩერდით, რაც უნდა გაგვეტესტა ვარჯიშებზე და გატესტვის შემდეგ მხოლოდ ერთი არომატული დასაკვები დავიტოვეთ მცირე ინერტული დანამატებით. ისე რომ სატურნირე დასაკვებში სამ კომპონენტზე მეტი არ გვქონდა და აქიდან ერთი იყო მძაფრი და არომატული დანარჩენი ორი კომპონენტი სხვა ფუნქციების მატარებლები იყვნენ და ამაზე ქვემოთ დავწერ.
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვს სენსასის დასაკვებსაც და არომიქსებსაც - თუ კარგად არ გატესტე ყველა კომპონენტი, რაიმე ნამეტანი გადააჭარბე და რაოდენობებიც მეტ-ნაკლებად ზუსტად არ დასვი შეიძლება კენკვა საერთოდ მოკლა და დარჩე უთევზოდ. ასე რომ პატარა სიფრთხილეა ამ ამბავში საჭირო.
რაც შეეხება ფიზიკას. კუმისზე მიუხედავად იმისა, რომ კარჩხანაზე გვქონდა აქცენტი, ზედაპირული თევზებიც გამოჩნდნენ და ეს ცუდი ნამდვილად არ არის. კარჩხანაზე და ზოგადად ყველა თევზებზე, რომლებიც ფსკერიდან იკვებებიან მიღებულია შედარებით ,,მძიმე“ დასაკვების მომზადება. თუმცა მცირე ზომის ყველა თევზზე, რომელიც აქტიურად გადაადგილდება წყალსატევის სხვადასხვა შრეებში მიზანშეწონილად ნაკლებად დატენიანებული დასაკვები მუშაობს.
ასე იყო კუმისის შემთხვევაშიც, მით უმეტეს როცა კარგი ზომის ,,უკლეიკის“ გუნდები გამოჩნდნენ. ჩვენი დასაკვების ბაზა სათევზაო წერტილში აყენებდა ღრუბელს და დანარჩენი ორი კომპონენტი ეშვებოდა ფსკერზე, რაც ხელს უწყობდა ადგილზე მოტყუებული თევზების დაყოვნებასა და შემდგომში მათ ამოკრეფვას.


არომატიკა და თევჭერის პროცესში პასიური კენკვის გააქტიურების მეთოდები


არომატიკა - დიფები, არომიქსები, სპრეები ძალიან მნიშვნელოვანია თევზჭერისას, რაშიც ყველა ვთანხმდებით. თუმცა ჩემი მოკრძალებული აზრით, უცხოური ნაწარმის უმრავლესობა გათვლილია კომერციულ ტბებზე და ჩვენ ველურ პირობებში, ჩემი გამოცდილებით, რამდენიმე მათგანი თუ გამომდგომია. წლების მანძილზე სხვადასხვა წყალსატევებზე უმუშავია ნეშის, როდ ჰაჩინსონისა და სენსასის მხოლოდ რამდენიმე შესასხურებელს ან ბაზაში გასარევ სითხეს.
კუმისის შემთხვევაშიც ვარჯიშებზეც და შემდეგ ტურნირზეც აშკარა იყო, რომ მუშაობდა მხოლოდ ცხოველური შემცველობის შესასხურებლები და ისიც თავისთავად თევჭერის პროცესში პასიური კენკვის გააქტიურების მიზნით ანუ საკვებურაშიც და სატყუარაზეც ყოველჯერზე მიშხურება არ ღირდა. მხოლოდ მაშინ როდესაც კენკვე მცირდებოდა და საჭიროებდა გააქტიურებას. კენკვის გასააქტიურებლად შიგადაშიგ ვხმარობდით ჩაჭრილ თეთრ ან წითელ ჭიას, რასაც შედეგი მოქონდა. სხვა სახის არომატიკა (ბაზაში გასარევი სითხეები - არომიქსები, დიფები) შეგნებულად არ გვიხმარია, რადგან ჩვენს დასაკვებს ისედაც გამოკვეთილი არომატი ქონდა და არ გვინდოდა ამ მხრივ სათევზაო წერტილის გადატვირთვა, რასაც ხშირად უკუშედეგი მოაქვს. ასევე მნიშვნელოვანი თემა იყო სადავეებითა და კაუჭებით ვარირება პროცესში, რაც პასივს აქტივით ცვლიდა.

მონტაჟი (სადავე, კაუჭი, საკვებურა)

სპორტულ მონტაჟზე ვარირება დაუსრულებლად შეიძლება და ტურნირის დროს ეს აუცილებელიც არის. თვითოეული ვარჯიში ერთმანეთისგან განსხვავდება და ვარჯიშები ტურნირისგან მითუმეტეს, ამიტომ, ჩვენ მზად ვიყავით ამ პროცესისთვის. 0,1-დან 0,18-მდე დიამეტრის სადავეები და #14-დან #18-მდე კაუჭები მზად მქონდა - ყველა შემთხვევისთვის. სადავების სიგრძეც გააქტიურება-გაპასიურებასთან ერთად იკლებდა და მატულობდა 40სმ-დან 1მ-მდე. საკვებურები ძირითადად 15-23გრ ნაკლებით არ ვითევზავე. ვარჯიშებზე გამოვცადეთ და მე პირადად ტურნირზეც მშვენივრად ვიხმარე გურუს 23გრამიანი საკვებურა, რომელიც დაცემისას დასაკვებიდან სწრაფად თავისუფლდება ანუ აქაც მიზანმიმართულად ვცდილობდი დასაკვების სუნის ფართოდ გავრცელებას და თევზის ამგვარად გადმოყვანას მეზობელი სექტორებიდან.

მოკლედ ტურნირზე
I ტური
ტურნირისთვის მზად ვიყავით. კენჭისყრისას შემდეგნაირად გადავნაწილდით A ზონაში 1-შალვა ალელიშვილი 2- გიორგი კოპალიანი 3-ირაკლი ვარაზი 4-არტურ ვართარეზოვი 5-იასონა. მშვენიერ კონკურენტებში აღმოვჩნდი, თუმცა საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა ჩვენ მხარეს თევზი უკეთ მოდიოდა.
სექტორები დაიკვება და სტარტიც ავიღეთ. თავიდანვე გამოიკვეთა ერთი ტედენცია პირველი სამი სექტორი უკეთ ვიჭერდით ვიდრე დანარჩენი ორი. იასონას იქით უკვე ვერ ვხედავდი რა ხდებოდა. ჩემთან კენკვა იყო სტაბილური, თუმცა ალბათ, როგორც ყველასთან გარკვეულ პერიოდში მცირდებოდა, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით ვებრძოდი. ძალიან კარგად იჭერდა შალვა ალელიშვილი, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო გიორგი კოპალიანის სპორტული თევზჭერა, რომელიც ძალიან მომეწონა. მე და გიორგი გვერდიგვერდ ვისხედით და თევზი-თევზში მივდიოდით, მაგრამ საბოლოო ჯამში გიორგიმ ოდნავ უკეთ ითევზავა და 90გრ-ით გადამასწრო. რომ არა ფინიშის სიგნალი - თითქმის ხელში მეჭირა კარგა დიდი კარჩხანა, რომელიც ალბათ 100გრ მაინც იქნებოდა მინიმუმ და გიორგის გადავასწრებდი, თუმცა მომიწია მისი ტბაში ჩაბრუნება. არტურს დილიდანვე შევატყვე, რომ რაღაც ვერ აეწყო, აშკარად ცუდი სტარტი ქონდა და ასე კარგა ხანს გაუგრძელდა. ცდას არ აკლებდა სიტუაციის გამოსასწორებლად. თუმცა მასთან, როდესაც აქტიური კენკვა დაიწყო უკვე მშვიდად ვიყავი ვიცოდი კარგი უპირატესობით ვუგებდი. იასონას რეაქციებიდანაც ვხვდებოდი, რომ კარგად ვერ მისდიოდა საქმეები.
საბოლოოდ I ტურში 3 ადგილზე გავედი და ველოდებოდი თანაგუნდელების შედეგებს, რომლებმაც ნამდვილად არ დამაღალატეს. მიშამ 2-იანი გამოიტანა, გოგამ 3-იანი და პირველი ტურიც 1 ადგილზე დავასრულეთ.

II ტური

მეორე დღეს პირველ ტურში მიღწეული შედეგიდან გამომდინარე მთელ გუნდ #17-ში ფსიქოლოგიურ სიმყარეს ვხედავდი და ძალიან მიხაროდა სანამ კენჭისყრის შედეგებს გავიგებდი. C ზონა - ზარკალიანი, კურგენიანი, ჯარიაშვილი, ბინიაშვილი, გაბრიაძე, ლაფაჩი (დანარჩენები ვიცი არ მიწყენენ, იმიტომ რომ ჩამოთვლილთაგან უმრავლესობა ტემპში ჭერის ოსტატები, რომ არიან საქვეყნოდაა ცნობილი) და მე საცოდავი. თუმცა გოგასაც ვეუბნებოდი, რომ წინა ღამეს ვფიქრობდი - ნეტავ ყველა პირველ ადგილოსანთან მოვხვდე - ძალების გამოსაცდელათქო - ასე აგიხდეთ ყველაფერი. თან პატივცემული ზარკალიანი გვერდში მომისკუპდა და ომიც დაიწყო.
II ტურში კენკვა გაცილებით აქტიური იყო, ალბათ ზონები კარგად ჩაიკვება და მეთევზეებმაც დასკვნები გამოიტანეს. სასტარტო სიგნალი და დაიწყო. ლადოს არაჩვეულებრივი კენკვა ქონდა, თუმცა ერთი დიიიდი მინუსით წვრილ თევზს იჭერდა და დიდი ხანი (ყოველშემთხვევაში მე რაც დავინახე) მსხვილ თევზზე ვერ გადავიდა, თუმცა წვრილს იჭერდა აქტიურად, როგორც სჩვევია. ჩემთან შიგადაშიგ შემოივლიდნენ მცირე თევზების გუნდები და დასაკვებით, ჩაჭრილი ჭიითა და შესასხურებლით კვლავ ვაბრუნებდი კარჩხანას. ასევე გაგიკვირდებათ და ბოლო დაახლოვებით 2სთ სადავედ დავაყენე 18მმ და კაუჭის ზომაც გავზარდე, რომ სატყუარა ფსკერამდე ტემპში დაშვებულიყო, ვარდნაზე წვრილი თევზის ჩარტყმებისაგან თავი, რომ ამერიდებინა და კარჩხანას ფსკერზე დროულად მოეძებნა ჩემი სატყუარა. როგორც კი თეთრ ჭიაზე აღარ მოდიოდა გადავდიოდი წითელზე და შედეგიც ნორმალური იყო, სადავის დიამეტრის გაზრდამაც აშკარად კარგად იმუშავა 95% წვრილი თევზისა გამოირიცხა და თუ ურტყამდა დიდი უმრავლესობა კარჩხანა იყო.
ასე გრძელდებოდა ტურის მეორე ნახევრამდე სანამ ლადომ საბოლოოდ კარჩხანა კარგად არ დააყენა და ტემპში ჭერაში მაჯობა. საბოლოოდ 250გრამით მომიგო, ჩვენზე წინ მხოლოდ სერგო კურგენიანი აღმოჩნდა, რომელმაც 3,800კგ დაიჭირა. ზონაში ისევ 3-იანი და ველოდები გუნდელებს. გოგაზე მომივიდა ამბავი, რომ 3-იანი აუღია და დარჩა მიშა. ვხვდები, რომ მიშაც თუ სამეულში მოხვდა გუნდური 1 ადგილი გარდაუვალია. მე და გოგა გადავედით მანქანით A ზონაში, მაგრამ ნეტა არ გადავსულიყავი - მიშას ჩამოსტირის სახე J)))))) 1700 დავიჭირე ამბობს, აზრზე არ ვარ რომელზე ვარ J)))))))) საბოლოო ჯამში მიშა მეექვსეზე გასულა და FishFinders-ს 0.5 ქულით გავასწარით.

მაპატიეთ თავი თუ შეგაწყინეთ ამდენი წერით, მაგრამ გიგა გაბრიაძემ შემჭამა და გამოსავალი არ დამიტოვა, რომ არ გამეკეთებინა პატარა რეპორტი.

წარმატებები ყველას შემდეგ ტურნირებზე!!!!

მიმაგრებული მინიატურები

  • 18194827_1340905135975258_8735288766059563321_n.jpg

  • Gia Chit 74, Zurabi-Mereklishvili, misha -ს და 25 სხვებს მოგეწონათ ეს


#55670 გუნდი ’’PARADOX ’’-ის დღიური

პოსტის ავტორი Doqtor on 29 03 2018 - 19:24

                                                                                                                 2018 წელი

 

                                                                                       ULTIMATE FLAT FEEDER TRUMP ACE..25.03.2018.

 

სპორტული სეზონი  ფლეტის ტურნირით გავხსენით..12 წყვილი დაუნდობელი და თევზაობას მოწყურებული გუნდი ვეკვეთეთ ერთმანეთს,საბრძოლო არენა ისევ დებედას ტბა..

ვიყავით ძველი და ახალი გუნდებიც,რევანშისტებიც და მშვიდობის მტრედებიც..მონატრებულებმა სათევზაო დრო 7 საათიდან 8 საათამდე გავზარდეთ წინასწარი შეთანხმებით..

..7 ზე კენჭისყრა, მე და კოპალას მე 7 სექტორი, გაღმა ნაპირი, კუების სამშობლო შეგვხვდა..გიოს კინაღამ მოვატეხე ხელი ამ ციფრის ამოღებისთვის(12 მინდოდა), მაგრამ ორდენიძე-ბერძენიშვილის ტანდემს ერგო, მოწინააღმდეგეებიდან --ანდრო-დევდარიანი 1 სექტორი,2.-ვარაზი -მარღანია,3 -გოგალაძე-სახიაშვილი,4 -ძმები ჯობაძეები5.მოისწრაფიშვილი- ვასაძე 6.-მატუაშვილი-ქესანაშვილი 7 -ჩვენ, ხუციშვილი-კოპალიანი 8- კურგენიანი-ვასაძე 9-ხორნაული-ასატუროვი 10-მამა-შვილი ბინიაშვილი,11-კაკულია-ბროძელი12-ორდენიძე -ბერძენიშვილი..

ასე გავნაწილდით 12 ტანდემი.. გავემზადეთ საბრძოლოდ,გამოვაგორეთ მძიმე არტილერია მე და გიომ,ვიკვლევ ფსკერს-ჩემი სექტორით ვერ აღვფრთოვანდი,ასე 45-50 მეტრზე აშკარად წყლის სიღრმე კლებულობდა,ასე 15 მეტრზე გრძელდებოდა მეჩეჩი და იქეთა ნაპირისკენ ისევ იწყებდა დაღრმავებას..

აქედან გამომდინარე დაკვება მოვახერხე 40 მეტრში,მეორე წერტილი 55 მეტრზე თხელ წყალში, მე 3 წერტილამდე,ანუ შემაღლების იქეთ დიდი მცდელობისდამიუხედავად ვერ ვაღწევდი საკვებურით...ასე რომ ამ ორი წერტილის იმედად  დავრჩით..კარგად ვკვებეთ ორივემ ,დაახლოებით 30-30 საკვებურა გავუშვით თითო წერტილში,ფლეტები გავტენეთ და გავუშვით სხვადასხვა წერტილში,გიომ 40 მეტრზე,მე 60 მეტრზე,შემაღლებულ წერტილში,იმ იმედით,რომ შეიძლება დაბალ წყალშიც მდგარიყო თევზი , წავიდა ლოდინის რეჟიმი, დაიწყეს უკვე მოწინააღმდეგეებმა თევზებთან ჭიდილი, ბარსეგამ ბიგ-ფიში(როგორც ბოლოს გაირკვა) გამოაცურა, თენგოს კარგი გაქაჩვა და სხოდი, ნოდარამ დასვა, ადმინისტრაციის მხარესაც ისმის შეძახილები და მოსჩანს როგორ ჭიდაობენ მოწინააღმდეგეები თევზებთან,ამოძრავდნენ მსაჯები სასწორებიანად, .. ბარსეგას კიდევ აქვს გაქაჩვა,თან ისეთი პარავოზი გააკეთა თევზმა გვერდითა 4 მონაწილის ანკესებიც აიხვია,4 კაცს ერთად გამოყავდა საბოლოოდ ))), ეს თევზი არ წავიდა ჩათვლაში, ნელ ნელა მიიპარება დრო, ამაოდ დავცქერით იმედის თვალით მე და გიო ჯოხებს, არანაირი ქვივერის თრთოლვაც კი..არც ჩვენთან,არც კურგენას სექტორში...ათას კომბინაციას ვიგონებ,ათასნაირად ვწნი სადავეებს, არა რაააა, აშკარად მკვდარია ჩვენი მხარე, ვეძებ გამოსავალს,გადავცდი იმ შემაღლებასაც,ლამის გაღმა ნაპირზე ვაგდებ ფლეტს, უშედეგოდ...ვეგუები იმ აზრს,რომ წინა კვირის ცივი ამინდების გამო,თევზი ისევ ღრმა ადგილებში ჩაწვა,და აღარ მოძრაობს.

მოვიდა შუადღეც,შემოგვიერთდნენ ჩვენი მეგობრები,მეთევზე კოლეგები მახო,გია,იასონა საგულშემატკივროდ, ვსაუბრობთ, დრო გაგვყავს,გვირჩევენ რაღაცეებს და გვაიმედებენ..., 4 საათი მოახლოვდა, კოპალამ მაინც არაფერია და მოდი რაც გვაქვს დარჩენილი კარგად გადავკვებოთ ერთი წერტილი და თუ გამობოდიალდა თევზი ოდესმე ამ მხარეს,იქნებ გაჩერდეს წერტილშიო,თუ არადა გვეცოდინება,რომ ყველაფერი გავაკეთეთო, დავკვებეთ სანამ ქანცი არ გაგვძვრა, 40- 45 მეტრში 2×2ზე ფართობი დავბომბეთ, მე დაკვებილის თავში  ვაგდებ,გიო წერტილის ნაპირისკენა მანძილზე..ველით ...4 საათიც შესრულდა და კოპალას ვეუბნები,რაღაც ძაან ცუდად ვიწყებთ ამ სეზონს-თქო,ფიჩხაიამ გამოგვიარა და ნუ ნერვიულობ,4-5 სკენ აქეთ გაივლის თევზიო,ამდაგვარ საუბრებში ვართ  და ბრახ,დაიძრა ანკესი,ვეცი ბედნიერი, ქაჩავს,მარა რას ქაჩავს, მოვატრიალე,ვაშააა ბუბლიკს გადავურჩით ,ახლა მთავარია ეს ოხერი ბადემდე მოვაცურო, მონტაჟის იმედი მაქვს, მთავარია არ ვიჩქარო, უკნიდან ჩვენი ძმები გვამხნევებენ, გული ბაგუნობს, ნაპირთან ძლიერად გაიბრძოლა, ამოტრიალდა, კარგა დიდია, ჩასვა გიომ ბადეში, ვსიო,ჩვენი ბიჭია, წონის ბადრი-4.015 კგ.

gallery_747_369_61100.jpg

“დავაი გატენა გაისროლა, დროს ნუ კარგავ’’- ჩიტაიშვილის ხმაა...შევეშვი თევზთან პოზიორობას,ავასხი უცებ სიმინდები, გავსტყორცნე ისევ შერჩეულ წერტილში, დავჯექი, ამოვისუნთქე, ბიჭებს გავხედე მადლიერი თვალებით(სათვალეში არ ჩანდა ოღონდ))) გამოვხედე ანკესს მოვეფერე და ბრახ, ისევ გაღუნა, ...ვეცი, ესეც კარგი ჯორია, მოვათრიე ესეც ბადემდე, კვლავ ოსტატურად შესვა გიომ, ულამაზესი კობრია,სულ ოქროსფერი, ტუჩებზე ეტყობა,ათას ბოილზე რომაა გადამხტარი,)))აწონვა,4,020 ..

gallery_747_369_100004.jpg

მაგრა ამოვიქაჩეთ,კიდე ნახევარი საათი რჩება, უფრო სწრაფად ვმართავ ფლეტს, ვგრძნობ ,რომ გამოიარა აქეთ თევზმა და შეჩერდა დაკვებილზე, მთავარია მოვასწროთ კიდევ ერთის გაბაწვრა,ვისროლე ისევ ზუსტად..დავდე სადგარზე ჯოხი, მივიხედ მოვიხედე სხვაგან რა ხდებათქო და ისევ დაიძრა კოჭაზე მაქო ზუზუნით, დაჯდა, ამას უფრო თამამად მოვაცურებ, წინა თევზებისგან განსხვავებით აშკარად ჯანი აკლია, ერთი-ორი გაიბრძოლა და ტუცა თავი საჩოკში..2,900, ..უცებ გაიღვიძეს  მიძინებულმა ამბიციებმა,  უკვე დავინტერესდი სხვების წონებით, გია და მახო რაღაცა წონებს ანგარიშობენ,  კვლავ წერტილში ჩავსვი ფლეტი, და ისევ გაღუნა ,ამჯერად კოჭას ბზუილიც არ ვაცადე, ისე ხამივით ამოვკარი, გადავრჩი და დაჯდა ეს თევზიც, აშკარად პატარაა წინამორბედებთან , ძაან სწრაფად გამოვიყვანე და უკვე ეიფორიაში მყოფი ვცდილობ კიდევ დროზე გადაგდებას, 15 წუთი კიდეა,  თუმცა აღარ, გვაკმარა ის რაც გვაკმარა დებედამ, .. ფინიში, ..ვლაგდებით, “ტვინკალკურატორა“ იასონამ მეორეზე ხართო, გადავხედე კოპალას, სახეზე ორივეს გაოცება და სიხარული ერთად  გვეწერა,არადა სულ რაღაც საათნახევრის წინ,უიმედოდ ნოლიდან გამოძრომაზე ვოცნებობდით და ერთ გამწლიკვულ კარჩხანაზეც თანახმანი ვიყავით...ასეა ეს ოხერი თევზაობა, ამის მაგალითია კიდევ ის, რომ ტურნირის დამთავრების სიგნალიდან 5 წუთშიკურგენას დაუჯდა 5,600 კობრი

gallery_747_369_46256.jpg

, დამჯდარიყო 6 წუთით ადრე, მოხსნიდა BIG-FISHის ნომინაციას,მაგრამ არ დაუჯდა....ასეთია შეჯიბრის აზარტი და ხიბლი..უიმედობას ცვლის დიდი სიხარული და ადრენალინის ზღვა, ..

შემდეგ იყო დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონიალი, მილოცვები,ტაში-ტუშები და პაჩი-პუჩები )))

1 ადგილი ტანდემი  ULTIMATE FISING სიარგი-დევდარიანი18,440

2 ადგილიPARADOX ხუციშვილი-კოპალიანი 12,205

3 ადგილიQVIVER ორდენიძე -ბერძენიშვილი 12,015

BIGFISH- ბარსეგ ასატუროვი 5,325

შემდეგ  ლუდის სმა და ამბები..

gallery_747_369_90611.jpg

მოკლედ მშვენიერი სეზონის გახსნა გამოგვივიდა, მადლობაკიდევ ერთხელ ორგანიზატორებს, მსაჯებს, მონაწილეებს, ცალკე მადლობა გულშემატკივრებს, ასევე დიდი მადლობა მაღაზია „ FISHING ZONE“ ს პრიზებისთვის,  ცალკე მადლობა კომპანია „კალსბერგს“ 6 ყუთი ლუდისთვის, და გიოს და პაატას ამ ყუთების ჩამორახრახებისთვის )))

მშვენივრად დაიწყო სეზონი და ვისურვებდი,რომ ფიდერშიც და ფლეტშიც ასე წარმატებულად გაგვეგრძელებინოს...! ! !

P.S. დებედა,მიუხედავად იმისა, რომ სამივე შეჯიბრზე  საპრიზოებზე გავედით, მაინც არასამართლიანი ტბაა ,აშკარად გამოკვეთილი საპრიზო სექტორებით, იმედია მომავალში სხვა ალტერნატივა გამოჩნდება,სადაც მონაწილეები შედარებით თანაბარ პირობებში ვიასპარეზებთ..!!!




#47698 ეროვნული ჩემპიონატი 2017 - ეტაპი 2

პოსტის ავტორი CEBE on 29 05 2017 - 21:33

გამარჯობათ მეგობრებო!!!

ესაა ჩემი პირველი პოსტი ამ ფორუმზე (ალბათ ქვეცნობიერად მედალმა გამათამამა :)  :)  :) ) მაგრამ ფაქტია რომ მომინდა დაწერა. 

მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც ფედერაციის ჩამოყალიბების პირველი დღიდან დღემდე მცირეოდენი წვლილიც კი შეიტანა იმაში რაც დღეს გვაქვს და დამეთანხმებით საკმაოდ ბევრი და ხარისხიანიც (ყველას სამწუხაროდ არ ვიცნობ და არც ვინმე მინდა გამომრჩეს) უბრალოდ ყველას ყველას უდიდესი მადლობა!!!

რაც შეეხება ლისის ტურნირს ჩემთვის რა თქმა უნდა დაუვიწყარი იქნება რადგანაც ჩვენმა გუნდმა პირველად შეძლო მედლების მოპოვება, თუმცა მინდა ყურადღება სხვა რამეზე გავამახვილო. ლისის ტურნირი ძალიან საჭირო "რეკლამა" იყო სპორტული თევზაობისთვის, რადგან უამრავმა ხალხმა გაიგო რომ არსებობს საერთოდ სპორტული თევზჭერა, ეს კი საპომავლო პერსპექტივებზე მე მგონი დადებითად აისახება, ეს იქნება ახალი გუნდები თუ სპონსორები. აქვე მინდა ავღნიშნო ერთი პატარა პაქტი რაც ლისზე მოხდა. პირველ დღეს როცა აწონვა დავიწყეთ ჩემს სექტორთან სეირნობდნენ ახალგაზრდა წყვილი ულამაზესი ხუჭუჭა ცუნცულათი რომელსაც ნიაკო ერქვა (ესე გამეცნო :D ) და მესმოდა თუ როგორ ჰკითხა დედას "ამ თევზებს რას უზამენო" დედამ-სახლში წაიღებენ და შეჭამენო :(  ამ დროს ჩემი რიგიც მოვიდა და დედას ვთხოვე 2 წუთი შეყოვნდით მეთქი, როგორც კი აწონეს ჩემი ნადავლი ნიაკოს გავხედე თვალცრემლიანი იდა, ვუთხარი ნახე ნიაკო ისევ ტბაში ვუშვებ მეთქი, ამ დროს ბავშვი გაიბადრა, ახტა-დახტა, კისკისებდა და დედას ეჩხუბა, ნახე ესენი რა კარგი ბიძიები არიანო, აჭამეს თევზებს და დედასთან გაუშვესო :D  :D  :D  მოკლედ ტურნირის ჩატარება ლისზე მარტო ამ ბავშვის ბედნიერებადაც კი ღირდა მგონი :wub:




#30715 ნადარბაზევის ტბა

პოსტის ავტორი Dentist on 14 02 2016 - 23:13

დღეს გავათევზიანეთ ნადარბაზევი, დავიწყეთ იმ თევზის გადმოყვანა, რომელის შარშან ზაფხულში ვიყიდეთ (ვითომ მერია რომ აპირებდა თვილისის ზღვაში გაშვებას) და გვყავდა გამოსაზრდელად მარაბდაში ჩასმული. მოულოდნელად დიდი ზომისები დაგვხვდა :) ჩვენ 50–70 გრამიან თევზუკებს ველოდებოდით და აღმოჩნდა, რომ კაი 150 გრამს გასცდნენ. რამდენიმე გიგანტიც კი იყო კილომდე და მეტი წონის :)

პირველ მოსმაზე ტრადიციულად ამური და სქელშუბლა წამოვიდა, მაგრამ ერთი მოსმის მეტი ვერ გავაკეთეთ, იმდენი თევზი ამოყვა ბადეს, რომ 2 ცალი ტონიანი და ერთი 300 ლიტრიანი ბაკები გაგავსეთ. 

შემდეგ მოსმაზე წესით უკვე კობრი უნდა წამოვიდეს, დებედას კობრების ახალი თაობაა, ანუ საუკეთესო სადედეებისგან არის მიღებული. რაც ვნახეთ კობრი, 100 გრამამდეა უმეტესობა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ეს თევზი უკვე ისეთი ზომის იყო, რომ თავისუფლად მოვა ანკესზე და კენკვას გაააქტიურებს.

gallery_4_244_88633.jpg

 

gallery_4_244_784869.jpg

 

gallery_4_244_916999.jpg

 

 

gallery_4_244_3841165.jpg

 

gallery_4_244_3267864.jpg

 

gallery_4_244_1486407.jpg

 

gallery_4_244_2189225.jpg

 

gallery_4_244_1106040.jpg

 

gallery_4_244_4792456.jpg




#29770 ნადარბაზევის ტბა

პოსტის ავტორი Dentist on 27 01 2016 - 02:47

ამ ვაი–ტელევიზიას მივწერე ჩემი პასუხი, იმედია გაითვალისწინებენ:

 

შემთხვევით წავაწყდი ამ ე.წ. გადაცემას და არ შემიძლია ჩემი აღშფოთება არ გამოვხატო. პირდაპირ გეტყვით – ეს არის ყველაზე ცუდი სიუჟეტი თევზაობაზე რაც კი მინახავს აქამდე, ყველაზე უხარისხო სამოყვარულო ვიდეოებშიც კი არ არის ამდენი უმსგავსობა რაც აქ ვნახე!
– უ
პირველეს ყოვლისა როცა თევზაობაზე გადაცემას აკეთებთ, მიუთითეთ სად თევზაობთ, რომ ხალხმა იცოდეს თვენი ადგილსამყოფელი.
– თავმოყვარე მეთევზე უკვე დიდი ხანია აღარ თევზაობს ე.წ. მრავალნემსკავიანი კოპტონის მონტაჟით, სპორტსმენებზე ხო აღარ მაქვს საუბარი. როცა სათევზაო გადაცემას აკეთებთ, ასეთი მონტაჟების და პრიმიტიული, უხარისხო აღჭურვილობის დემონსტრირება რბილად რომ ვთქვათ სირცხვილია!
– თქვენ დაარღვიეთ ნადარბაზევის ტბის შიდაგანაწესი – დაიჭირეთ და არ გაუშვით პატარა ზომის კობრები. ელემენტარულად უკან უნდა გაგეხედათ და წაგეკითხათ იქ განთავსებული ბანერი, სადაც წერია, თუ როგორ უნდა ითევზავოთ ნადარბაზევზე. და ისედაც, სულ რომ არაფერი ეწეროს, თუ კეთილსინდისიერი მეთევზე ხარ, პატარა კობრი უნდა გაუშვა, თქვენ კი ყველაფერი შესანახ ბადეში მოათავსეთ. ხო მართლა, მეტალის შესანახი ბადეები ძალიან ცუდი ტონია თანამედროვე თევზაობაში და გირჩევთ შეიძინოთ რბილი შესანახი ბადე.
– ისწავლეთ თევზების ქართული დასახელებები – კარასი რუსული სიტყვაა და ამ თევზს ქართულად კარჩხანა ჰქვია
– მოკლედ გირჩევთ საერთოდ შეეშვათ ასეთი ფორმატის გადაცემების კეთებას, თუ ასე აპირებთ საქმის გაგრძელებას. ხოლო თუ მაინც გინდათ ნორმალური სათევზაო სიუჟტებეის გადაღება, ჰკითხეთ ჯერ მცოდნე ხალხს, ეს როგორ უნდა გააკეთოთ.

პატივისცემით, საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, თენგო ბინიაშვილი.

პ.ს. მე ასევე გახლავართ ნადარბაზევის ტბის ლიცენზიის მფლობელი და თუ კიდევ დააპირებთ ამდაგვარი გადაცემის გაკეთებას და არაფერს არ შეცვლით საქმის სასიკეთოთ, მე იძულებული ვიქნები თქვენი ტელევიზიის თანამშრომლებს ავუკრძალო თევზაობა ნადარბაზევის ტბაზე. ხოლო თუ გინდათ გადაცდემა დახვეწოთ, სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციებს. რა თქმა უნდა უანგაროდ.




#28085 საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

პოსტის ავტორი Dentist on 14 11 2015 - 18:15

ძვირფასო მეგობრებო! მინდა სიხარულით შეგატყობინოთ, რომ "საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია" დღეს, 14 ნოემბერს, FIPSed-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა!!!

 

მოგეხსენებათ, შემოდგომის დასაწყისიდან დავიწყეთ მოლაპარაკებები ამ საკითხის თაობაზე ფიბსედის ოფიციალურ პირებთან. ჩვენ საქმეს კურირებდა ბატონი იგორ ჩინიაკოვი, ფიბსედის ვიცე პრეზიდენტი, არაჩეულებრივი ადამიანი და საქართველოს დიდი გულშემატკივარი. სწორედ მისი ხელშეწყობით, 12 ნოემბერს გავიდა ჩვენი წევრობის საკითხი ფიბსედის პრეზიდიუმზე და ერთხმად მიგვიღეს სპორტული თევზჭერის მსოფლიო ოჯახში. ბატონმა იგორმა დღეს ოფიციალურად მოგვწერა ამის შესახებ. 2016 წლის აპრილში ჩატარდება თევზჭერის მსოფლიო ორგანიზაციების დიდი ყრილობა, სადაც უკვე საბოლოოდ ხელი მოეწერება ჩვენს წევრობას და გადმოგვეცემა შესაბამისი დოკუმენტაცია.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია" წარმოადგენს ოფიციალურ სპორტულ ორგანიზაციას, სადაც გაერთიანებულია 4 ფედერაცია და 3 კლუბი. სულ 128 სპორტსმენი მეთევზე. ესენი არიან:

  • საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია;
  • საქართველოს კარპფიშინგის ფედერაცია;
  • საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია;
  • საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია;
  • საქართველოს ფლაიფიშინგის კლუბი;
  • საქართველოს კარპფიშერთა კლუბი;
  • შიდა ქართლის სპორტული თევზაობის კლუბი "ალიგატორი"

2016 წლიდან ჩვენი ფედერაციის წევრებს შეუძლიათ ასპარეზობა მიიღონ ნებისმიერი დონის მსოფლიო ტურნირებზე. ამჯერად განაცხადში მითითებულია ფიდერით სპორტული თევზჭერა და კარპფიშინგი. ალბათ სულ მალე წამოგვწევიან სპინინგისტები და სხვა სახეობებიც. 

ყველას გიდევ ერთხელ გილოცავთ, ჩვენ უკვე მსოფლიო აღიარება მოვიპოვეთ, ვისურვებდი, რომ  სულ მალე მსოფლიო ჩემპიონებიც გავმხდარიყავით.


  • Gia Chit 74, maxo06, Zurabi-Mereklishvili -ს და 24 სხვებს მოგეწონათ ეს


#27893 ნადარბაზევის ტბა

პოსტის ავტორი Dentist on 08 11 2015 - 21:59

დღეს ნადარბაზევის ტბაზე გაგარძელდა დიდი ზომის კობრით გათევზიანების პროცესი. საქართველოს კარპფიშინგის ფედერაციის მხარდაჭერით ამჟამად ტბაში ჩავასახლეთ 29 ეგზემპლარი უნგრული კობრი წონით 4–დან 9 კილომდე. 

med_gallery_4_244_5907744.jpg

 

med_gallery_4_244_1296788.jpg

 

med_gallery_4_244_3501820.jpg

 

med_gallery_4_244_2007176.jpg

 

med_gallery_4_244_964864.jpg

 

med_gallery_4_244_1225348.jpg

 

med_gallery_4_244_1031878.jpg




#27769 ნადარბაზევის ტბა

პოსტის ავტორი Dentist on 04 11 2015 - 23:51

დღეს ნადარბაზევის ტბაზე მორიგი გათევზაიანება ჩატარდა. საქართველოს კარპფიშინგის ფედერაციის მხარდაჭერით კახეთის ერთერთ მეურნეობაში შევიძინეთ და ჩვენ ტბაში გადმოვასახლეთ 25 ეგზემპლარი საალაფო კობრი წონით 4–დან 6 კილომდე. მომავალ წელს ნადარბაზევი უმასპინძლებს კარპფიშინგის არაერთ ტურნირს, რისთვისაც წინასწარ ვემზადებით :)

med_gallery_4_244_2979461.jpg

 

med_gallery_4_244_4411119.jpg

 

med_gallery_4_244_1989109.jpg

 

med_gallery_4_244_1970974.jpg

 

med_gallery_4_244_1878518.jpg

 

med_gallery_4_244_2310010.jpg

 

med_gallery_4_244_2050809.jpg

 

med_gallery_4_244_806929.jpg

 

med_gallery_4_244_1374213.jpg