Jump to content


ფოტო

საქართველოს რეკორდი კობრის ჭერაში


  • Please log in to reply
16 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 06 2016 - 22:35

ყველას გილოცავთ მეგობრებო! დღეს, 3 ივნისს ოფიციალურად დაფიქსირდა საქართველოს რეკორდი კობრის ჭერაში!

 

მოვლენათა სასიკეთო თანხვედრის წყალობით, დღეს გამთენიისას ჩვენი მეგობრები ლევან დვალი, ირაკლი კიკვაძე და სოსო სულავა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მოწმეები გახდნენ, თუ როგორ ატარებდა რაღაც გაურკვეველი ზომის და ძალის არსება ნავს ორი მეთევზით თბილისის ზღვაზე. როგორც აღმოჩნდა, ზღვის თემქის სანაპიროზე მეთევზე თამაზ ცხოვრებაძემ დაიჭირა იმდენად დიდი ზომის თევზი, რომ მის ნაპირამდე მოყვანაზე მაშინათვე ითქვა უარი და თამაზი მის მეგობართან ერთად ჩასხდნენ ნავში და მიყვნენ ამ თევზს.

1 საათი და 20 წუთი დაუღალავად ატარებდა თევზი ნავს ზღვის ტერიტორიაზე! საბოლოოდ თემქის ნაპირზე დაჭერილი თევზი მიადგა ვარკეთილის ნაპირს, სადაც მოხდა კიდეც მისი გამოყვანა და იქ ამ მოვლენის მომსწრეები გახდნენ კარპფიშერები. დაჭერილი თევზი უსაფრთხოების სრული დაცვით იქნა ამოყვანილი წყლიდან, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მისი აწონვაც მოხდა სრული წესების დაცვით და უშუალოდ საქართველოს კარპფიშერთა კლუბის წევრების მიერ. ამ საოცარი კობრის ზუსტმა წონამ შეადგინა 24 კილო და 500 გრამი! 

მე დილიდანვე დავუკავშირდი ბატონ თამაზ ცხოვრებაძეს და უშუალოდ მისგან მოვისმინე ამ თევზის დაჭერის დეტალები. დაჭერა მოხდა ანკესით, 0,3 დიამეტრის მონო ძუით, 6 ნომერი ნემსკავით, სატყუარა სიმინდი.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე, როგორც საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის პრეზიდენტმა, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ თევზის დაჭერის ფაქტი გაფორმდეს, როგორც ჩვენი ქვეყნის ოფიციალური რეკორდი კობრის ჭერაში. უკვე დამზადებულია სპეციალური დიპლომი, რომელსაც უახლოეს დღეებში გადავცემთ ბატონ თამაზ ცხოვრებაძეს.

 

რა თქმა უმდა ეს მოვლენა არ დარჩებოდა ნადარბაზევის ტბის მესვეურთა ყურედღების მიღმა და ეს თევზი მშვიდობიანად იქნა გადასახლებული ნადარბაზევში.

 

პ.ს. მე თვლი, რომ ასეთი ზომის თევზები წარმოადგენენ იმ საგანძურს, რომელსაც ჩვენ ყველა უნდა თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ. დღეს უკვე დამირეკეს მეთევზეებმა და შემოგვთავაზეს ამ თევზს ვუწოდოდ სახელად ოსკარი :) დღეიდან ნადარბაზევზე უფრო გამკაცრდება თევზის ჭერის კონტროლი, მაგრამ მხოლოდ ჩვენი რესურსით ძალიან ძნელია სრული კონტროლი ყველა მეთევზის ნადავლზე. მოგმათავთ თხოვნით, რომ ძალიან შეგნებულად მივუდგეთ საალაფო ეგზემპლარების მოფრთხილების საკითხს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის ტბები, სადაც ყავთ დიდი ზომის კობრი და ამაყობენ ამით. ჩვენც უნდა გვქონდეს ასეთი საამაყო ადგილები, შევქმნათ პრეცენდენტი! დავანახოთ სამყაროს, რომ მხოლოდ გაჩაღებულ სუფრაზე არ გვიყვარს ჩვენი ქვეყნის ბუნება და თევზის დაჭერაში დახელოვნებულები მის გაშვებასაც ცალკე სიამოვნებად გადავაქცევთ ჩვენთვის.

gallery_4_40_13330.jpg

 

gallery_4_40_7658960.jpg

 

gallery_4_40_7764985.jpg



#2 ikafisher

ikafisher

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 359 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 06 2016 - 22:49

ვულოცავ რეკორდსმენ მეთევზეს - ბატონ თამაზს, ვულოცავ ნადარბაზევის ტბას ამ უჩვეულო ბინადარის ჩასახლებას და წინასწარ ვულოცავ იმ მეორე იღბლიან მეთევზეს, ვინც ნადარბაზევის ტბაზე ამ გიგანტის ხელმეორედ მოხელთებას შეძლებს  :)


  • ვარაზი and kvanto-ს მოეწონა ეს

#3 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 03 06 2016 - 23:00

საოცარი ამბავია და საოცარი ფაქტი, 25კგ საზანი ხუმრობა ხომ არაა. კიდევ რა საიდუმლოებას ინახავს თბილისის ზღვა? სექტემბერში ნადარბაზევის ტური იქნება არ ვიცი.... ????????????
  • ვარაზი, simonichi და OTARIUS-ს მოეწონა ეს

#4 Irakli_Sportfishing

Irakli_Sportfishing

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 354 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 06 2016 - 23:40

ნადარბაზევს პაპა ეყოლა, გილოცავთ :)  ისე ერთხელ თბილისის ზღვაზე ქვირითობას როცა დავესწარი მივხვდი რომ 10-12 კილოზე დიდი ეკზემპლარები ყავს ზღვას.

0.3 მიანი ძუა როგორ გაძლო............


  • ვარაზი, Jano და კობა ლაფაჩი-ს მოეწონა ეს

#5 kvanto

kvanto

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 169 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი სოხუმი

პოსტი დაწერილია 04 06 2016 - 17:37

გილოცავთ ყველას!!! მადლობა ღმერთს მთლად უიმედო არ ყოფილა საქარტველოს ფაუნა!!!



#6 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 06 2016 - 20:53

კი აქვს კაი ზომის შამაიისხელა ულვშები :)


  • ვარაზი likes this

#7 Lasha Mirotadze

Lasha Mirotadze

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 141 posts

პოსტი დაწერილია 05 06 2016 - 00:14

ვულოცავ სრულიად საქართველოს მეთევზეთა ოჯახს, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია, დიდი მადლობა საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ფედერაციას ასეთი ყურადღებისათვის. ორმაგად გასახარია ის ფაქტი რომ თევზი გადასახლდა ნადარბაზევის ტბაში, მადლობა ყველ იმ ადამიანს ვინც ამ ყველაფერში თავისი წვლილი შეიტანა.


  • Dentist and ვარაზი-ს მოეწონა ეს

#8 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 06 2016 - 00:44

ერთი აზრი დამებადა--მე მგონი შემთხვევითი არაა რომ ასე თავგანწირულად იბრძოლა თევზმა თავის გადასარჩენად--მიხვდა რომ ვერ გაწყვიტავდა,მიხვდა რომ ამათ რო დანებებოდა მოკვდებოდა--აიი მერე გაახსენდა რომ ვარკეთილის მხარს კეთილი ბიძიები იქნებოდნენ და დააწვა ლევანიკასკენ--100% იცოდა გადმოცემით სხვა თევზებისგან რომ მანდ ჯოჯჯოხეთში ვინც ავა(ანუ ჰაერზე წყლის ზემოთ)--მხოლოდ მაგ ადგილიდან უბრუნდება ისევ წყალს--ხოდა წავიდა ბედის საძებნათ "ოსკარი" და მიადგა ლევანიკასა და კიკვას--თავის გადასარჩენად :),იმათმა კი ქნეს თავისი კეთილი საქმე :)

 

როგორც ნემო ეძებდა თავის შვილს -ამანაც თავისი სიცოცხლის ძებნა დაიწყო და იპოვა კიდეც :)


  • Dentist, artnightman, ვარაზი -ს და 12 სხვებს მოგეწონათ ეს

#9 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1745 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 06 2016 - 01:56

ყოჩაღ ოსკარ, ნათქვამია ხელი მოუსვი და ნაშველი იქნებიო, ოსკარმაც კუდი მოუსვა და დამსახურებულად გახდა ნადარბაზევის სამოთხის უხუცესთა საბჭოს წევრი, იქ აღარაფერი ემუქრება. ????????
  • ვარაზი and kvanto-ს მოეწონა ეს

#10 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 06 06 2016 - 10:17

დედა ბიჯო დედააა!!! რა მაგარი რამე მომხდარა!!! გილოცავთ ყველას ოსკარას პოვნას და სახლში მშვიდობიანად მიბრძანებას!!! :) ;)



#11 კობა ლაფაჩი

კობა ლაფაჩი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 473 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 06 06 2016 - 11:23

ნადარბაზევს პაპა ეყოლა, გილოცავთ :)  ისე ერთხელ თბილისის ზღვაზე ქვირითობას როცა დავესწარი მივხვდი რომ 10-12 კილოზე დიდი ეკზემპლარები ყავს ზღვას.

0.3 მიანი ძუა როგორ გაძლო............

ჰოდა პაპა დავარქვათ რა .ოსკარიც ხო ამერიკელი პაპაა. ეს კობრი კიდე იმემა ქართველია თან ქართლელი და ამიტომ   პაპა


  • maxo06 and მთიული-ს მოეწონა ეს

#12 achiko

achiko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 357 posts

პოსტი დაწერილია 06 06 2016 - 14:48

მშვენიერია ვულოცავ ბატონ თამაზს ეგ ერთი და სხვა მრავალი დიდი მადლობა ბიჭებს მისი საბოლოო კარგი ნავსაყუდელის მიჩენისათვის წარმატებები მეგობრებოო ღმერთი თქვენსკენ 


  • Dentist and ვარაზი-ს მოეწონა ეს

#13 დავით ორდენიძე

დავით ორდენიძე

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 864 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 06 2016 - 18:24

ეს უკვე სერიოზულია, უეჭველი უნდა მივაკვდე ამის დაჭერას!!! აბა შამაიაა თევზი???? :D :D :D :P :P :P


  • ვარაზი, BABUKA_17 და jio-ს მოეწონა ეს

#14 Lasha Mirotadze

Lasha Mirotadze

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 141 posts

პოსტი დაწერილია 06 06 2016 - 23:37

გეთანხმები 

 

ეს უკვე სერიოზულია, უეჭველი უნდა მივაკვდე ამის დაჭერას!!! აბა შამაიაა თევზი???? :D :D :D :P :P :P

გეთანხმები  :D



#15 BABUKA_17

BABUKA_17

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 614 posts

პოსტი დაწერილია 06 06 2016 - 23:51

დავით ჯერ ოქროს შამაია დაიჭირე და მერე ის გასწავლის ოსკარისკენ მიმავალ გზას, :)


  • don04 likes this

#16 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 07 06 2016 - 09:20

ჰოდა პაპა დავარქვათ რა .ოსკარიც ხო ამერიკელი პაპაა. ეს კობრი კიდე იმემა ქართველია თან ქართლელი და ამიტომ   პაპა

ისე კობა გეთანხმები. ქართლელია და "თედო პაპაი" მოუხდებოდა, არა??? :) :) :)



#17 კობა ლაფაჩი

კობა ლაფაჩი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 473 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 07 06 2016 - 17:09

აბა რა სოსო ქართლურად თედო პაპა. ოსკარები' მსოფლიოზე რო გავლენ ჩვენი ბიჭები იქაც ეყოფათ