Jump to content


ფოტო

უკრაინის თასზე ჩვენი კლუბი


  • Please log in to reply
22 პასუხი ამ თემაზე

#1 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 06 2016 - 21:01

10-12 ივნისს, კარპატებში ჩატარდა უკრაინის თასი სადაც ჩვენმა სანდრომ მიიღო მონაწილეობა.
პირველი თევზაობა, პირველი ტურნირი უცხო ქვეყანაში.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ავიღეთ 3 ადგილი და ჩვენი სანდრო ბრინჯაოს მედლით ბრუნდება ჩვენს ქვეყანაში ! 
ეს ძალიან დიდი წარმატებაა.

რაც შეეხება ტურნირის წესებს, 
ცოტა დაგვჩაგრეს, წესების მიხედვით გამარჯვებული უნდა ყოფილიყო ვინც მეტ ქულას მოაგროვებდა, 
სანდრომ მოაგროვა ყველაზე მეტი ქულა მაგრამ გამარჯვებულად სხვა დაასახელეს.
ანუ 3 ეტაპიდან სანდრომ ქულებით მოუგო ყველას, შემდეგ 1 ადგილი გაიცა სტაბილურობისათვის, ანუ ვინც 3 ვე დღეს დაიჭირა თევზი. რანაირი წესებია პირველად მესმის მაგრამ რაცაა ეგაა.
მდინარე იყო ყავისფერი და ძალიან გაჭირდა თევზის დაჭერა. 
სანდრომ პირველ დღეს დაიჭირა 2 ცალი ხარიუსი და 1 ცალი ქაშაპი (2+2+1 ქულა)
იმან დაიჭირა 1 ქაშაპი და 1 წვერა (1+0 ქულა) 
მესამე დღეს სანდრომ ვერაფერი დაიჭირა და იმან დაიჭირა 1 ცალი თითის ხელა ქაშაპი (+1 ქულა) 

გამარჯვებულმა დააგროვა 2 ქულა და სანდრომ დააგროვა 5 ქულა, სანდრო გაიყვანეს მესამე ადგილზე და ის გაუშვეს 1 ადგილზე.
მართალია ძალიან გაბრაზებული ვარ მაგრამ საპრიზო მაინც საპრიზოა ! 
ვანახეთ კლასი ჯიგრებს.
მომავალ წელს მეც ვაპირებ წასვლას და სტაბილურობას ვანახებთ მერე ორივე ერთად მაგ ოხრებს მაგენს :)))  !!!


 

მიმაგრებული მინიატურები

  • 13434235_1213932015297823_1407911418_n.jpg


#2 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 06 2016 - 21:07

რამაგარი ამბავია და როგორ გამახარე შოთა :)  ულოცავ სანდროს და დიდი მადლობა მას.  გილოცავთ მეგობრებო ყველას. 



#3 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 06 2016 - 22:11

ვააა კაი ამბავია.ყოჩაღ სანდროს,ვულოცავ საპრიზოს აღებას. :)


  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#4 Doqtor

Doqtor

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1064 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 12 06 2016 - 23:54

ვულოცავ ასეთ წარმატებას სანდროს..!!!! ეგ ერთი და სხვა მრავალი...
  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#5 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1287 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 06 2016 - 00:49

ვულოცავ სანდროს და ფლაიფიშერებს, ძაან მაგარი ამბავია, ეს ერთი და სხვა მრავალი გამარჯვება! 


  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#6 ვანო მეხრიშვილი

ვანო მეხრიშვილი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 583 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 06 2016 - 09:03

ყოჩარ სანდრო! საპრიზო ადგილი!!!

თევზის რაოდენობით და ქულებით ყველას აჯობა. ბრავო!!!


  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#7 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 743 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

პოსტი დაწერილია 13 06 2016 - 20:38

ვულოცავ საქართველოს ფლაიფიშერთა კლუბს და საერთოდ საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ფედერაციას ჩვენი სპორტსმენის უცხოეთში გამარჯვებას !!!! მრავალ და მრავალ წარმატებას ვუსურვებ მომავალში შიგა თუ საერთაშორისო ტურნირებში ! 


  • misha, SandroFly და FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#8 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2123 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 14 06 2016 - 10:04

ვულოცავ კლუბს და სანდროს ამ შედეგს ,დაუჩაგრიათ აშკარად ,3-ე რა იყო  ,2-ზე მაინც გაეყვვანათ ,რა ლოგიკით და სისტემით ითვლიან .  ეგ არაფერი ,უფრო სტიმულს მოგცემთ სამომავლოდ რომ  საკადრისი პასუხი გასცეთ .აბა ეს ერთი და სხვა მრავალი გამარჯვებები მოგველოცოს !


  • SandroFly, FlyFishing GeorgiaCaucasus და simonichi-ს მოეწონა ეს

#9 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 14 06 2016 - 10:30

გილოცავ სანდრიკ,ყოჩაღ.

პ.ს.მომავალ წელს ამას გაგატნევ და ასე გადაეცი,ჩვენმა ბიჭებმა ეგ შახიდის ქამარი დააწესენ საჩუქრად პირველი ადგილისათვის თქო.ჰოდა ბოლოს მოიცვი და წამოი აქეთ)
1fc13e10c35e.jpg


  • SandroFly likes this

#10 gocha-tita

gocha-tita

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 148 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 06 2016 - 14:13

ვა  ეს  უკრაინელებიც  გამო....ყ... სულ  გაუბერეს   არსად  არარის  მასეთი  წესი  ეგ  რაღაც ახალია,  მალადეც  სანდრო  მაინც ხომ  მიხვდნენ  რომ  ძლიერიხარ და  მაგათი დ................................................................


  • SandroFly likes this

#11 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 06 2016 - 12:20

მადლობა მეგობრებო, 

 

ცოტა კი დამწყდა გული, დაჯილდოვებამდე მეგონა რო პირველ ადგილოსანი ვიყავი )) 

 

მარა საბბოლოო ჯამში უდიდესი გამოცდილება იყო - ბევრი კაი ადამიანიც შეიკრიბა იმ ბაზაზე ტურირის ფარგლებშიც. 

 

დეტალურად კი ეხლა დავწერ პოსტს შესაბამის განყოფილებაში.



#12 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1752 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 06 2016 - 23:07

არა უშავს ძმაო, ყველას თავისი წესი აქვს, ჩვენთვის შენ მაინც პერველადგილოსანი ხარ, გილოცავ!:)
  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#13 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 06 2016 - 12:19

გამარჯობა მეთევზეებო,

 

მოგიყვებით უკრაინის თასი 2016-ის შესახებ

 

9 ივნისს საღამოს 5ის ნახევარზე უზარმაზარი ჩემოდნით, კიეველ მეგობარ . პეტროვსკისთან ერთად (ასევე უზარმაზარი ჩანთით) უკვე ტაქსს ველოდებოდით, რომელსაც კიევის ცენტრალური რკინიგზის სადგურისკენ უნდა წავეყვანეთ.  

 

გეგმის მიხედვით 6ის ნახევარზე უკვე ბაქანზე უნდა ვყოფილიყავით - ლუდით და საჭმელით დატვირთულები. ასეც მოხდა.

 

კიევიდან ლვოვის რეგიონამდე (ქალაქი "სკოლე", ქვემო კარპატები) მგზავრობას 12 საათი ჭირდება მატარებლით და ამიტომ 1 ყუთი ლუდი და 2 დიდი პიცა დავიმგზავრეთ

 

 

 

დაძინებას არც ერთი ვაპირებდით - უკრაინული მატარებელი ისევ ისეთი მაგარია როგორც 90 იანების შუაში იყო. ყველა სადგურზე მომღიმარი გოგონები ფანჯრებში ეძებენ მომღიმარ ბიჭებს, გზაში რომ არავინ მოიწყინოს. იმიტომ რომ საბედნიეროდ იქ მატარებელში "WIFI" არ არის, ვიმეორებ საბედნიეროდ

დიმამ მასტერკლასის ჩატარებაც მოასწრო მეზობლებისთვის - მას შემდეგ რაც სასმელი გამოგველია და "პრავადნიკის" მიერ მოტანილ შამპანურს ველოდებით (ერთ ერთ სადგურზე "დავაგანეცეთ" )))) 

 

6 საათზე დაიძრა ჩვენი მატარებელი და მეხუთე ვაგონის მეხუთე კუპეში პირველი "ცსსსს" გაისმა - ცივი "1715" გავხსენით მე და დიმამ

 

 

მიდიოდა მატარებელი ამ წარმოუდგენლად გაშლილ მინდვრებს შორის, რომლებშიც უტვალავი სმირავლით ტბები და მდინარეები ერთმანეთს ცვლიდნენ, მინდვრები ლიანდაგებამდე იყო დამუშავებული, პური, კომბოსტო, ჭარხალი, კარტოფილი. ძალიან ლამაზია მატარებლიდან უკრაინა (ჩემთვის) მთები ცოტაა მაგრამ მინდვრებია იმხელა - გეშინია შუაში რომ დგახარ. და ყველაფერი მწვანეა, მწვანე და სუფთა.

 

 

გზადაგზა 5-10 წუთიანი გაჩერებები მოზრდილი ქალაქების სადგურებზე  - ახალი და ახალი "ცცსს" - ყველა სადგურზე მოვწიე სიგარეტი სადაც კი გააჩერა - ყველგან სხვადასხვანაირად გემრიელად მიდიოდა უკრაინული "მარლბორო".

 

 

მეც და დიმაც ლვოვის სადგურს ველოდით - იქ მატარებელი 30 წუთი ჩერდება და ბევრი რამის მოსწრება შეილება თუ მოინდომებ )))) სადგურიდან გავძვერით და ლვოვის ცნობილი ხორცის ღვეზელები ვიყიდეთ დილის 4 საათზე - ცხელი

 

 

 

აი აქ მეგონა რომ ლვოვში მარტო გოგოები ცხოვრობდნენ )) მოკლედ გადავიტანეთ ლვოვის სადგური და შემდეგი უკვე ჩვენი საბოლოო დანიშნულება "სკოლე" იყო - სკოლე პატარა ქალაქაია, შვეიცარიას გავს - ნაძვის ტყით დაფარული მთები და პატარა სახლები - ერთნაირი სახურავებით

ჩვენ და მზე ერთად ჩავედით სკოლეში - უკვე კაი "გრადუსი" გვქონდა მიღებული და ძალიან გვეძინებოდა, მაგრამ დილის სუსხმა გამოგვაგვიძა, 4 გრადუსი იყო ნულს ზემოთ

 

 

სხვა რაგა დაგვრჩენოდა და საქართველოდან ჩატანილი კონიაკი ვხუხეთ

 

 

ტრანსპორტი არ იყო ადგილზე, ადგილობრივების დახმარებით თაქსის მძროლი გავაღვიძეთ და სულ რაგაც 6 ლარად წაგვიყვანა ბანაკამდე - 20 კმ იყო ქალაქ გარეთ. წარმატებები გვისურვა და დავცილდით ერტმანეთს. ადგილზე ნახევარი მონაწეილეები უკვე საუზმეს გვიმზადებდნენ - ვისაც რა ქინდა თან

 

ჩვენთვის პირდაპირ ეზოს ცენტრში ქონდათ შენახული პატარა, ძალიან პატარა ხის სახლი - მარა ძააან ლამაზი იყო (გარედან). მეტი არც უნდა მეთევზეს ღამით.

 

 

 

 

 

თითო ჭიქა აქაც, და უკვე მე და დიმა ანკესებს ვაწყობდით 8 საათზე, ადაპტაციის გასავლელად და ხარიუსთან შესახვედრად - ძილი სულ დაგვავიწყდა

გამომდინარე იქიდან რომ კენჭისყრა 16 საათზე იყო დანიშნული, ჩვენ მდინარე "სტრიი"- მივაშურეთ, ძალიან ლამაზი მდიანრეა, გაშლილი, დაბალი ჭყლით და ალაგ ალაგ ორმოებით სადაც ხარიუსები იმალებიან, 3 ცალი მოვაყუჩე 2 საათის თევზაობის შემდეგ

 

მდინარე სტრიი

 

 

 

მერე მოგვშივდა და "კამიანკას" დაცულ ტერიტორიას მივაშურეთ, სადაც ცნობილ "იუშკას" აკეთებენ ადგილობრივი რეცეპტით, ადგილობრივი სკოთი და ნაღებით. სუპებს ვერ ვიტან მარა ყავასავით ვსვამდი ჭიქიდან. ვზივართ ხის ქვეშ მე, დიმა და ანატოლი ნოვიკოვი, კიეველეი მეგობარია ჩვენი კლუბის. კაი კაცი, და მესმის რარაც ნაცნობი შიშინი, მდინარეა აშკარად, რომელიც არ ჩანს, აუ გული ამიჩქარდა, მტის მდინარის ხმა იყო. მაშინვე მივატოვე ჭამა, ავიღე ანკესი, დიმაც ამყვა და წავედით ხმისკენ. აი რა დაგვხვდა

 

 

 

 

 

ულამაზესი მდინარე  - კალმახი არისო გვითხრეს მაგრამ ოდენობა არ ვიცოდით არც ერთმა. პირველი მე გადავაგდე "gold head Heres ear nymph"  და ოპააააა , 26 სანტიმეტრიანი ულამაზესი ღელის კალმახი. საათნახევარში 35 მდე დავთვალე მე და დიმამაც დაახლოებით ასე დაიჭირა. ამასობაში კი მოვიდა ბაზაზე დაბრუნების დრო და უშუალოდ ტურნირის პროცედურების დაწყებისა.

 

 

სირბილით წავედით რომ არ დაგვეგვიანა, 4 კილომეტრი კი მოგვიწია სირბილი ))) 

 

 

 

კენჭისყრა დაიწყო 16 საათზე, დიმა და ანატოლი მეუბნებიან - ოღონდ ნომერი 1 სექტორი არ შეგხვდეს, თორე გასვლასაც აზრი არ აქვსო, არც ერთი მორევი არ აქვსო. შემეშინდა იმიტომ რომ წყალი უკვე მღვრიე იყო, რძიანი ყავის ფერი - მაგრად იწვიმა დილით და წინა ღამითაც

მივედი და მაინცდამაინც 1 სექტორი ამოვიღე. გამაჟრიალა, შემეშინდა, მარა დავიმშვიდე ტავი. დონე იყო აწეული მდინრის და ნაპირებს მაინც მოვიტევზავებთქო კალმახის დაჭერის იმედით

 

 

 

შემდეგ იყო მსაჯების კენჭისყრა

მოკლედ - 1 ტური თევზაობ, მეორე ტური მსაჯობ. ასეთია სქემა

 

 

დასრულდა კენჭისყრა და წავედით მე, ჩემი მსაჯი (კაი კაცი, ეგრევე ვისკი და შოკოლადი გაჩითა მდინარეზე რომ მივედით, დალევას არ კრძალავდნენ, გმაიკვირდა, ერთი ჭიქა დავლიე და მართლა გადამიარა ნერვიულობამ). ჩვენთან ერთად იყო ტურნირის ორგანიზატორი - როსტისლავ იაშინი, მაგარი პიროვნება და უმაგრესი მეთევზე. გვერდით სექტორში მსაჯობდა

 

 

31bfc.jpg

 

დილას კიდევ იმედიანი ფერი ქონდა წყალს

08zrj.jpg

 

 

 

 

გახდა 18 საათი და დაიწყო პიველი ტური. დავიწყე სექტორის ბოლოდან და ავყევი ზევით, ყველა ქვასტან 25-30 ჯერ ვატარებდი სატყუარებს, მაგრამ მხოლოდ პატარა ნაფოტა თუ რაღაც ჯანდაბა ჯდებოდა, ასე გავიდა 30 წუთი, ამ დროს ჩამიწყდა ფრანგული ნიმფის მონტაჟი და დავიწყე ხელახლა გამართვა, 20 წუთი მაინც მოვუნდი ) 3 სატყუარა და 3 სხვადასხვა ზომის მონო ძუით იწყობა ეს მონტაჯი. არაფერი გამოდიოდა ნაპირზე და დავიწყე შესვლა სიგრმეში, უკვე ზემოდან მოვყვებოდი სექტორს, 10 წუთი გავიდა, 20 გავიდა, 30 გავიდა, მსაჯმა მოიწყინა, თითქოს მგულშემატკივრობდაო. 15 წუთი მქონდა დარჩენილი როცა უკვე წელამდე ვიდექი წყალში , დინება ძლიერი იყო - უკან დაბრუნება მეშინოდა. მეორე ნაპირზე დიდი ხეები იდგა და ტოტები წყალზე ქონდა გადმოშვერილი ზუსტად დიდი ლოდის თავზე, მივაშურე )) ვიქნებ ამ სატყუარებს 5 წუთი უშედეგოდ და უცებ ჩემგან ქვევით ასე 5-6 მეტრში ხარიუსი ამოხტა. კლდიან ნაპირთან - მდორე და გრმა ადგილას. მშრალ საყუარაზე გადასაწყობად დრო არ მყოფნიდა და ნელ ნელა მივუახლოვდი იმ ადგილს, სადღაც 1 მეტრი სადავე გამოვუშვი ჯოხიდან და უბრალოდ ჩავყაი წყალში - და უცებ ბაბახხხ.. და თვითონ დაჯდა პატარა ხარიუსი, 12-13 სმ. კინაღამ გავგიჯდი, მსაჯი აყვირდა სიხარულით. შემოვიდა წყალში, ვაჩვენე ნადავლი, გავუშვი. 9 წუთი რცებოდა ტურის ფინიშამდე. ზედაპირიდან აღარ იღებდა ხარიუსი, და სიღმეში ჩავუშვი, მეორე გატარებაზე ისევ დაჯდა )) დაახლოებით იგივე ზომის, მსაჯი სულ გადამერია, 3 წუთი რჩებოდა, სანამ ვაჩვენე და ხელახლა მოვემზადე უკვე ბოლო წუთი იყო, გავუშვი ჩვენებური მძიმე ნიმფა - არაფრანგული მონტაჟის , და 1,5 მეტრის სიღმეზე დალოცვლილი 9 სანტიმეტრიანი ქაშაპი დავიჭირე : )))) ესეც 5 ქულა ჯამში , ხარიუსი თითო 2 ქულა, ქაშაპი 1 ქულა. დამტავრდა ეტაპი. შევხვდით სხვა მონაწილეებს და ყველაზე მეტი მომავალ ჩემპიონს ყავდა 2 ქაშაპი (2 ქულა) და ჩემ მეგობარ დიმა პეტროვსკის 1 ქაშაპი და ერთი წვერა. ტურის გამარჯვებული გამოვდექი, ვერც ვიოცნებებდი ამაზე

 

9c0mc.jpg

 

 

შემდეგ იყო შეჯამება პირველი ტურის პირველი ეტაპის. გაკვირვებას ვერ იკავებდნენ, ცხოვრებაში პირველად ხარიუსი ვნახე ტურნირზე, ჩემს მიერ დაჭერილი.

 

z7p12.jpg

 

 

ის დღე მხიარული სუფრით დამთავრდა - რომელსაც ადგილობრივი დიასახლისი გვიშლიდა 3 დღის განვალობაში. დღეში სამჯერ დილის 6 საათზე, შუადღის პირველ საათზე და საღამოს 9ზე. უგემრიელესი სამზარეულო ქონიათ კარპატებში

imaq6.jpg

 

 

მეორე დილას მდინარე ისევ მღვრიე იყო, ამ დღეს ტურნირის 3 ფავორიტი თევზაობდა (ჩემპიონი), სტეპან ჩეხი და როსტისლავ იაშინი (ორგანიზატორი), და დიმა გელენკოვი.

 

 

 

ტურის ბოლოს შედეგები ასეთი იყო - როსტისლავ იაშინი - 1 კალმახი ანუ 3 ულა. სამწუხაროდ მან მეტი თევზი ვერ დაიჭირა და საპრიზოს მიღმა მოხვდა

ასევე ერთ ერთ მონაწილეს ყავდა 1 ქაშაპი. საბოლოოდ მან მეორე ადგილ იდაიკავა - მეორე ტურში დაიჭირა კალმახი. შოკში იყო ისე გაუკვირდა )

 

 

 

შუადღისას ისევ მივაშურეთ პატარა მთის მდიანრეს ამჯერად უკვე 2,5 საათით. 80 მდე ავედი ტვლაში - სულ კალმახი იყო . მოგვბეზრდა და მოვეშვით

ისევ კენჭისყრა ამჯერად მეორე ეტაპის - და ისევ რაღაც თარსად ამოვიღე 21 სექტორი, დიმამ მხარზე ხელი დამარტყა - ვიზიარებო მითხრა.  სექტორი იყო 200 მეტრი და სულ გაშლილი - მხოლოდ 1 დიდი ქვა ეგდო შუაში, ჯერ იქამდე სანამ მივედი კინაღამ წამიღო მდინარემ ) და 2 საათი სულ იმ ქვის ძირში ვთევზაობდი - 1 საათისა და 50 წუთის წვალების შემდეგ როგორც იქნა დაჯდა, დაჯდა რაღაც დიდი - იმიტომ რომ 2,5 წუთი ვებრძოლეთ ერტმანეთს და მაჯობა - მსაჯი ნაპირზე დარბოდა გიჯივით არიქა არიქა თასი საქართველოში მიდისო (დავა... ენაზე კოლიას, კაი კაცი კი არი რაც მართალია). გამექცა მოკლედ - და წაიღო ჩვენი თასი თან. ვერ დავინახეთ რა იყო. ან ხარიუსი, ან წვერა. კალმახს არ გავდა მოქმედებით და ბრძოლით. გრმად აიღო - ალბათ 1,5 მეტრაზე. სალათისფერი ბრჭყვიალა ჯიგ ნიმფა 3,8 მმ ვოლფრამის თავით.

16 ზომა ნემსკავზე რო დამჯდარიყო ვერსად წავიდოდა, 14 დიდი გასაქანი აქ ზომიდან გამომდინარე და ამიტომაც გაიქცა. ნუ დაჯე ცრემლებიც მომადგა ისე გამიტყდა

მას მერე აღარ მქონია თევზთან კონტაქტი. დასრულდა ტური - მივაღწიეთ ბაზამდე - 1 საათი ჯინგლებში ფეხით ვიარეთ მე და კლიამ, წვიმის წყალი ვსვით გზაში

 

 

დაჯილდოვებამ აჩვენა რომ ვანია პოვჰანს კიდევ ერთი წვერა დაუჭერია (მარენკა - ასე ეძახიან ტვითონ). და სტაბილურობის გამო მას გადასცეს თასი, მეორე ადგილოსანმა 1 ქაშაპი დაიჭირა და მასაც იგივე პრინციპით მეორე ადგილი მიენიჭა. ჩემი 5 ქულა მხოლოდ მესამე ადგილს ეყო იმის გამო რომ მეორე ტური უთევზოთ დავამთავრე

 

 

 

ეს შუა ტითი ვლადიმერ პუტინს

 

2h3h4.jpg

 

 

იყო დაჯილდოვება, საბოლოო ვახშამი და ჩაბარგება, არავის არ უნდოდა წასვლა სახში, გადასარევი დრო ვატარეთ, დიდი გამოცდილება მივიღე მე პირადად, ყველა ისეთი ყურადგებიანი და წესიერი ადამიანი აღმოჩნდა  - გაკვირვებული ვიყავი )) 

 

 

 

8fkoj.jpg

 

 

 

 

 

თასი

k9l4v.jpg

 

 

მოკლედ 3 ადგილი და ესეც ჩვენი ბრინჯაო.

 

 

 

აუ რამდენი ვწერე )))

 

მადლობა


  • Gia Chit 74, salamandra, ლიფსიტა -ს და 10 სხვებს მოგეწონათ ეს

#14 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 06 2016 - 12:26

ესეც უბრალოდ ფოტოები, პოსტში აღარ დაეტია

 

 

ქოხი 

hnpni.jpg

 

სქემა

fs9tx.jpg

 

აღჭურვილობა

 

a8zsi.jpg

 

კამიანკას ყველაზე დიდი კალმახი იმ დგეს )

 

qv9n0.jpg

 

მდინარე "სტრი"

2qhae.jpg

 

მდინარე "ოპირი" და ნინა 

js5s0.jpg

 

მედღეურა

ccmfn.jpg


  • Gia Chit 74, salamandra, ლიფსიტა -ს და 5 სხვებს მოგეწონათ ეს

#15 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 06 2016 - 12:36

ქალაქი სკოლე

kq0bh.jpg

 

ჩემპიონის სატყუარები

gahey.jpg

 

"კომანდა"

6bdqf.jpg

 

მე, მსაჯი და ორგანიზატორი - როსი

მთავარი თასი

7lury.jpg

 

უკრაინის თასი 2016 - ყველა მონაწილე და დამხარე პირები

ghyle.jpg

 

მედლები

384m1.jpg

 

პრიზები - ანკესი დამზადებულია უკრაინაშ, ამერიკულ ბლანკზე - მაგარი რამე იყო

rhu12.jpg

 

პრიზიორები ჩემპიონთან ერთად

cgzxx.jpg

 

 

ტურნირს გარეთ

 

დიმას დაუჯდა (2 კლასის ანკესი)

l1hrr.jpg

 

კამიანკა

89xym.jpg

 

გამომგზავრება

uuxt4.jpg


  • Gia Chit 74, salamandra, ლიფსიტა -ს და 10 სხვებს მოგეწონათ ეს

#16 tarzanika

tarzanika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 747 posts

პოსტი დაწერილია 21 06 2016 - 14:12

სანდრო კაი ხანია ასე სიამოვნებით არაფერი წამიკითხავს :) "ოტ ი დო" გემრიელადაა დაწერილი, ვკითხულობდი და თავს იქ ვგრძნობდი, მატარებლიდან მდინარემდე :) გილოცავ მონაწილეობასაც და საპრიზო ადგილსაც... წარმატებები მომავალში, სულ პირველი ადგილები :)
  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#17 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 06 2016 - 15:38

კერძის დასახელება გამოგჩა თორე წასაკითხად ლამაზი და სასიამოვნო იყო. 
წერა უნდა დაიწყო შენ ისე. 
 


  • SandroFly likes this

#18 fff

fff

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 488 posts

პოსტი დაწერილია 21 06 2016 - 16:09

ძალიან კარგი ამბებია, ვულოცავ სანდროს  და კლუბს! ნამდვილად სამაგალითო კლუბია, წარმატებებს გისურვებთ!


  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#19 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2123 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 06 2016 - 17:02

ა რაპორტი ,რაპორტი კი არა და პოემა :) მოლოდეც .კოლია არ გაიკარო შემდგომ :)


  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#20 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 22 06 2016 - 09:01

გილოცავ, სანდრო ???????????? მაგარი რეპორტია ????????
ისე სასმელი რატო არ იკრძალება?
  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს