Jump to content


ფოტო

კუმისის ტბა

კუმისის ტბა

  • Please log in to reply
271 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 01 2014 - 23:02

კუმისის ტბა

1

კუმისის ტბახელოვნური ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, სოფ. კუმისის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

მოქცეულია იაღლუჯის მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის ამავე სახელწოდების ტაფობში, ზღვის დონიდან 475 სიმაღლეზე. აუზის ფართია 97 კმ², ხოლო ზედაპირის დაახლოებით 5 კმ². სიგრძე თითქმის 3 კმ, სიგანე საშუალოდ 1 კმ. საშუალო სიღრმე დაახლოებით 1 , მაქსიმალური 4 (დამოკიდებულია წყლის დონის რყევაზე).

კუმისის ტაფობი ამოვსებულია მეოთხეულ ტბიურ-მდინარეული და დელუვიურ-პროლუვიური ნაფენებით. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1960-იან წლებში ტბის ფართობი სულ რაღაც 0.48 კმ² იყო, სიღრმით კი 50 სმ- აღწევდა[1]. კუმისის ტბის ასეთი გადიდება გამოწვეულია ხელოვნურად. წყლის დონის აწევასა და სიღრმის მომატებას მოჰყვა თევზის გამრავლება. სანამ ტბას გააფართოვებდნენ მისი წყალი მწარე მლაშე იყო (ეს ფაქტორი კი არ არის ხელისშემწყობი იქთიოფაუნის გამრავლებისათვის). შემდეგ ეს წყალი ტბიდან გაუშვეს და შეავსეს მდინარე მტკვრის წყლით. ამას მოჰყვა დონის აწევა და იქთიოფაუნის გამრავლება (ასევე წყლის შედარებით გამტკნარება). ტბის წყლის დონე ძალზე რყევადია.

წარსულის პერიოდში კუმისის ტაფობში ჩამდგარი იყო რამდენიმე ნაწილად დატოტვილი ტბორი. შემდეგ შეერთების შედეგად მცირე ტბად გადაიქცა. აკადემიკოს ალექსანდრე ჯანელიძის მიხედვით კუმისის ტბა ფსევდოკარსტული წარმოშობისაა[1]. ტბის ძირითადი მასაზრდოებელია მდინარე ალგეთის წყალი, რომელიც აქ არხითაა მიყვანილი. საზრდოობს ასევე მიწისქვეშა წყლებით. ტბის ფსკერი სამკურნალო თვისების მქონე ტალახითაა მოფენილი (შუა ნაწილში ტალახის სისქე რამდენიმე ათეული სმ-ია.). შიგ ტბაში ადგილ-ადგილ შეინიშნება ცივი წყაროების გამოსავლები.

მდიდარია თევზით. მოიპოვება სქელშუბლა, სარკისებრი კობრი, თეთრი ამური, ხრამული, წვერა, ჭანარი, გველანა, გამბუზია და სხვ. სანაპირო თითქმის მთლიანად არის გარშემორტყმული მცენარეულობით.

 



#2 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 03 03 2014 - 21:49

კუმისის ტბას პრობლემები აქვს ვინმეს რამე ხომ არ აგიგიათ? წყალი ოდნავ დაიკლო და თევზი ნაპირზეა გამოსულიო ყარაულობენ და აკონტროლებენ თურმე რომ ხალხმა არ ამოიყვანოს მაგრამ როგორც გავიგე ღამე ხალხი იპარება და მოყავს თევზი საჩოკებით ამოყავთო, თუ ეს სიმართლეა და  ალბად ჟანგბადი აღარ ყოფნის თევზს თუ მართლაც წყალს აქვს დაკლებული, ვინმემ იცით რამე?



#3 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 03 2014 - 23:15

კი ნამდვილად ასეა, ერთი პაციენტი მყავს სოფელ კადაში ცხოვრობს და ამას წინათ მითხრა ღამე კუმისზე ჩავედი და თევზი დავიჭირეო. ეს თვითონ ორჯერ ყოფილა და მერე ვიღაც მაგის თანასოფლელებს გარემოს დაცვა დახვდათ ღამე და ათი ათას ლარიანი ჯარიმაც მიარტყეს სხვისი ქონების მიტაცებისა და ბრაკონიერობის გამო. გუშინ კიდევ დამირეკა ჩემმა მეგობარმა – ნადირობდა კუმისის შემოგარენში და გაოცებულმა მკითხა რა ხდებაო აქ ხომ არ იციო? იმხელა თევზებია ნაპირზე, რომ ორი კაცი ვერ წაიყვანსო. 

აგერ მისი გადაღებული ფოტოებიც :

kumisi 2.jpg kumisi 1.jpg

მოკლედ ეხლა კუმისზე უჟანგბადობაა და სქელშუბლა ნაპირზეა გამოსული, ბევრი დაიხოცა კიდეც, საზნებიც ყოფილა კენტიკუნტად, პირველივე კარგ წვიმაზე ეგ თევზი გამოცოცხლდება და ტბაში შევა. აი მერე გაიხსნება კუმისის სეზონი :)

 



#4 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 03 2014 - 23:29

კი ნამდვილად ასეა, ერთი პაციენტი მყავს სოფელ კადაში ცხოვრობს და ამას წინათ მითხრა ღამე კუმისზე ჩავედი და თევზი დავიჭირეო. ეს თვითონ ორჯერ ყოფილა და მერე ვიღაც მაგის თანასოფლელებს გარემოს დაცვა დახვდათ ღამე და ათი ათას ლარიანი ჯარიმაც მიარტყეს სხვისი ქონების მიტაცებისა და ბრაკონიერობის გამო. გუშინ კიდევ დამირეკა ჩემმა მეგობარმა – ნადირობდა კუმისის შემოგარენში და გაოცებულმა მკითხა რა ხდებაო აქ ხომ არ იციო? იმხელა თევზებია ნაპირზე, რომ ორი კაცი ვერ წაიყვანსო. 

აგერ მისი გადაღებული ფოტოებიც :

attachicon.gifkumisi 2.jpgattachicon.gifkumisi 1.jpg

მოკლედ ეხლა კუმისზე უჟანგბადობაა და სქელშუბლა ნაპირზეა გამოსული, ბევრი დაიხოცა კიდეც, საზნებიც ყოფილა კენტიკუნტად, პირველივე კარგ წვიმაზე ეგ თევზი გამოცოცხლდება და ტბაში შევა. აი მერე გაიხსნება კუმისის სეზონი :)

კი თენგო მე ეგ ამბავი ამ საღამოს გავიგე. ვიღაცეები დაუშტრაფიატ მოშნათ მეშოკებით გაქონდათ თევზიო.



#5 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 04 03 2014 - 00:15

მერე როგორ ფიქრობთ ამ ზაფხულს თევზის აქტიურობა როგორი იქნება? ჯერ კუმისი ისედაც ვერ გამოირჩევა ვერც ბუნებით და ვერც თევზის დიდი აქტიურობით და მაინც არ იმოქმედებს ეს? 


  • Dentist likes this

#6 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 03 2014 - 23:03

ეს მოვლენა ყოველ წელს ხდება, თან მხოლოდ სქელშუბლა განიცდის ასეთ უბედურებას, ჩვენი თევზები – კაჩხანა და საზანი მშვენივრად გრძნობენ თავს ;)



#7 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 04 03 2014 - 23:46

გასაგებია ზალიან კარგი, მაგრამ კუმისზე თევზი მაინც ძალიან ცუდად მოდის თუარ ჩავთვლით კარცხანას რომლის დაწერაც ნებისმიერი სატყუარათი შეიძლება



#8 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 05 03 2014 - 01:53

გასაგებია ზალიან კარგი, მაგრამ კუმისზე თევზი მაინც ძალიან ცუდად მოდის თუარ ჩავთვლით კარცხანას რომლის დაწერაც ნებისმიერი სატყუარათი შეიძლება

   ეხ უჩა მინდა დაგეთანხმო კარჩხანის იოლად დაჭერაში კუმისზე მაგრამ გამიჭირდება როცა 2013 წლის პირველი ტურნირი მახსენდება კუმისზე სადაც 490 გრამით მგონი მე-10 ადგილზე გავედი . . .  :)  :)  :) 



#9 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 05 03 2014 - 17:04

   ეხ უჩა მინდა დაგეთანხმო კარჩხანის იოლად დაჭერაში კუმისზე მაგრამ გამიჭირდება როცა 2013 წლის პირველი ტურნირი მახსენდება კუმისზე სადაც 490 გრამით მგონი მე-10 ადგილზე გავედი . . .  :)  :)  :)

ზურა რა მიკვირს იცი? ზუსტად ტურნირების დროს რომ ჩერდება ან იკლებს კენკვა ყველა წყალსატევზე, მაგ თევზებს მოენეები ხომ არ ყავთ ჰა  :)  :D  :D  :D  :D



#10 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 05 03 2014 - 20:58

რავიცი მე რამდენიც კუმისზე წავედი და ბავშვებმა იმდენი იწირეს გაიხარეს პირდაპირ ჩაგდება და ჩარტმა ერთია  :D  პაპლაუკზე და ფსკერულზე ისე რა მაინც და მაინც ტავს არასოდეს იგიჯებდნენ ჩემ ანკესებზე  :D



#11 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 05 03 2014 - 21:39

კუმისზე დიდ თევზზე სათევზაოდ რომელია კარგი დრო? გაზაფხული? ან რომელი თვიდან?



#12 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 03 2014 - 21:55

uchinski

მთელი სათევზაო სეზონი,დიდ თევზს -ჯობია ღამე დაუკვებო ადგილი და დაელოდო გამთენიისას,თუმცა შეიძლება ღამეც აიღოს



#13 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 05 03 2014 - 22:06

uchinski

მთელი სათევზაო სეზონი,დიდ თევზს -ჯობია ღამე დაუკვებო ადგილი და დაელოდო გამთენიისას,თუმცა შეიძლება ღამეც აიღოს

 

ეგრედ წოდებულ ჭიქის მეთოდზე რას იტყვით? წინა წელს საკმაო პოპულარობით სარგებლობდა როგორც შევატყვე



#14 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 03 2014 - 22:13

კი ვიცი ეგ მეთოდი და მაგ მეთოდის მიმდევარ -დამფუძნებელსაც ვიცნობ :) :) :)



#15 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 03 2014 - 22:28

წინა სეზონზე მე და ჩემი მეგობარი გავედით კუმისზე ,ხელი შეგვეშალა და შებინდებისას მივედით.მოკლედ ფიდერით 5 კილო საკვები 2-3 საათში გაუჩერებლად დავკვებე .მარკერს აზრი არქონდა ,ვერვხედავდი და წინა ორიენტირით ავირე მიმართულება , მანძილი რეზინაზე ავიყვანე და ისე დავცხე.როცა რაკეტა გამომქონდა მარცხენა მხრიდან გამოდიოდა ,რამაც  დამაფიქრა ,რომ ზუსტად საპირისპირო მხარეს არ ვკვებავდი და სროლის დროს (სიმძიმის გამო ) მარცხნივ მიქონდა რაკეტა .სიბნელეში ვერ ვხედავდი  სად ვარდებოდა რაკეტა .რისიც მეშინოდა ის ახდა .გამოვიდა რომ ჩემგან მარცხენა მხარე დავკვებე და სატყუარა კი ჩემს საპირისპირო მხარეს ჩავაგდე.შუაღამეს იქ ამბავი ატყდა ,გული გამისკდა :) ისეთი ხმები  ისმოდა წყლიდან .თევზი მოძრაობდა დაკვებილ მაგიდასთან .ვიფიქრე ეს ,ამხელა თევზი თუ დაჯდა შემათრევს ჩემი ანკესიანათ მეთქი :) .ღამე ისე გავიდა არ გამეკარა .სატყუარად სიმინდი მეყენა .გამთენიოს ოდნავ მარცხნივ ჩავაგდე ,ანუ სადაც დავკვებე (ეს ეჭვი რაზეც მქონდა) ერთი ანკესი ,რაზეც სიმინდი მეყენა ,მეორეზე კი კალია დავსვი .არგავიდა ნახევარი საათი და 2 კილომდე საზანი დაჯდა კალიაზე  და კარგი ანდრენალინიც მერგო .ასე რომ მანდ თევზი არის და თან კაიხელა ეგზემპლარები . 



#16 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 05 03 2014 - 22:44

ამართლებს  ჭიქის მეთოდი ? ისეთები გავიგონე მაგ ჭიქაზე რომ რავიცი  :D  ეგ თუ სიმართლეა და მაშ ყველამ მასე ვითევზაოთ არა? :D



#17 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 03 2014 - 22:46

ამართლებს  ჭიქის მეთოდი ? ისეთები გავიგონე მაგ ჭიქაზე რომ რავიცი  :D  ეგ თუ სიმართლეა და მაშ ყველამ მასე ვითევზაოთ არა? :D

 

მე ნამდვილად არ მითევზავია მაგ ჭიქის მეთოდით ,ისე გამიგია რომ ბიჭებმა ბოილებით მაგრად გადაუჯოკრეს ჭიქის მეთოდს.



#18 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 05 03 2014 - 22:51

რა ჭიქაზე საუბრობთ ? რა არის ეგ "ჭიქის მეთოდი" ? პირველად მესმის



#19 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 05 03 2014 - 23:30

კუმისზე როდის იხსნება ხოლმე სეზონი? როდიდან უსვებენ თევზაობას?



#20 obexe3

obexe3

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 70 posts

პოსტი დაწერილია 06 03 2014 - 13:22

რა ჭიქაზე საუბრობთ ? რა არის ეგ "ჭიქის მეთოდი" ? პირველად მესმის

 

ერთჯერად ჭიქაში საკვების რაღაც შემასგენლობას თავისი სადავეებით ყინავენ და თერმო ჩანთით მიაქვთ.  უკეთებენ ამ  ყინულს სადავიანად და ისვრიან. ეს ყინული წყალში ნელნელა დნება და საკვებსაც ნელნელა აბნევს.  ანუ სადღაც მეთოდ ფიდერის ვარიანტია, ასე ვთქვათ, ოღონდ როგორც ვიცი კოპტონივით რამოდენიმე ნემსკავი აყენია ზედ.