Jump to content


ფოტო

კალმახზე თევზაობა ტბაში


  • Please log in to reply
3 პასუხი ამ თემაზე

#1 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 09 2016 - 11:30

გამარჯობა მეგობრებო,

 

უახლოეს მომავალში ვაპირებ სათევზაოდ წასვლას ერთ ერთ ტბაზე, მთაში. 

 

სამიზნე რაღათქმუნდა კალმახია, როგორც ცისარტყელა, ასევე ღელის. 

ხოდა ვიფიქრე მეგობრებს გავუზიარებ სტრატეგიას, ეშმაკობებს და იქნებ გამოადგეს კიდეც ვინმეს. 

 

 

ჯერ გეტყვით როგორია ტბა. 

ზომით საშუალო საკალმახე ტბაა, კამკამა წყლით და ბევრი წყალმცენარეებით, სულ ხავსიანია ფსკერი, ყველგან, მწვანეა ფაქტიურად, მაგრამ იმდენად სუფტა წყალია 2 მეტრის სიღრმეზე ლიფსიტებიც კი ჩანს. 

 

ეს კამკამა წყალი ყოველთვის ჩვენ სასარგებლოდ არ მოქმედებს და სპეციფიური და ძალიან ფრთხილი მიდგომა ჭირდება კალმახის ჭერას გაშოლტვით. 

 

ჩემი ძირითადი აღჭურვილობა ამ გასვლისთვის: 

5-6 კლასის ანკესი 9 ფუტიანი, წყობა ნახევრად სწრაფი - შორ დისტანციაზე სასროლად. უფრო მაღალიც არაა პრობლემა, უბრალოდ მე 6ზე მაღალ ჯოხს არ ვხმარობ. 

შნური - შესაბამისი კლასის , ერთი WFF - ეს ნიმფით ან მშრალი სატყუარით სათევზაოდ.

მეორე WFS tip( მოტივტივე და ძირვადი თავით). - სტრიმერისთვის. ღრმად, ფსკერთან ახლოს სათევზაოდ. ან "ბუბი"-ს ტიპის მოტივტივე სატყუარებისთვის.

ფრთილი თევზია იქ ძალიან და თუ ნიავი არ არის და ტბის ზედაპირი სარკესავით წყნარია, ჯობია სიღრმეში მივაწოდოთ სატყუარა. აი თუ ნიავი წამოვიდა მაშინ იცოცხლე - გიჟივით მოდის თევზი თუ სწორ სატყუარას მიწოდებ. 

 

ლიდერი - 9 ფუტიანი 3-4X დამატებული 5X სადავე სადღაც 50 სმ. სტრიმერის შემთხვევაში წვრილ სადავეს აღარ ვხმარობ.  მდინარისგან განსხვავებით ტბაზე დიდ როლს ასრულებს გრძელი ლიდერი და სადავე. 

 

 

სეზონიდან გამომდინარე სატყუარები შემდეგნაირად შევარჩიე 

დილით ადრე ვაპირებ შავი ფერის დამძიმებული "ვული ბუგერით" და შავი ფერის "ზონკერის ტიპის" სტრიმერით ვითევზაო - სიღრმეში. 

მიწოდება - რაც შეილება შორს, 5-7 წამი ვაცდით ჩაძირვას, და მოკლე და სწრაფი მოქაცვებით ვიწყებთ "რეთრივს"(სატყუარის გამოტანას). 
თუ არ გაამართლა - ვცვლით სატყუარის ფერს, ზომას. მოკლედ როგორც ხდება ხოლმე ფრთხილ თევზთან. 

 

მზის ამოსვლასთან და წყლის გათბობასთან ერთად ვაპირებ უფრო შუა ფენაში ამოვიტანო სატყუარები, ამისტვის ძალიან კაი ვარიანტია "ბუბი"-ს ტიპის სატყუარები. 

 

dle0r.jpg

 

ეს სატყუარები ინგლისელებმა მოიგონეს, და ნემსიყლაპიის ნიმფის იმიტირებას ცდილობდნენ. საკმაოდ წარმატებითაც. 

"მუღამი" შემდეგში მდგომარეობს - ზირვად თავიანი შნური, 9-11 ფუტი ლიდერი, "ბუბი"-ს ტიპის სატყუარა. ამ უკანასკნელზე მიბმული 50 სმ 5X სადავე და ზედ მიბმული პატარა ნიმფა ან სველი სატყუარა. 

ვაგდებთ რაც შეიძლება შორს, ვაცდით შნურის თავს ჩაძირვას, ამ დროს "ბობი" სატყუარა რჩება წყლის შუა ფენაში მაშინ როცა ლიდერი და შნური ფსკერთან ახლოსაა. დამათებით სადავეზე მიბმული ნიმფა ბუბის პარალელურად ან უფრო დაბლა დაცურავს და ამგვარად ხდება გატარება. ძალიან ნელა და პაუზებით. 

 

ასე გამოიყურება დაახლოებით 

x1ye3.jpg

 

 

 

 

მოტივტივე შნურზე გადასვლა ალბათ 3-4 საათიდან იქნება კარგო, როცა უკვე წყალი გათბა და კალმახი ზედაპირსკენ ამოიწევს ემერჯერების საჭმელად. ამ დროს ორი ვარიანტი გვაქ სათევზაოდ, კლასიკური სველი ან მშრალი სატყუარა სატყუარა 9 ფუტიან ლიდერზე, ან ცაკვრის ინდიკატორი და 1-2 პატარა ზომის სატყუარა. როგორც წესი იქ საღამოს სულ ნიავია და ეს მეთოდი ამართლებს, გატარება ხდება ნიავის და ზედაპირზე შექმნილი დინების ხარჯზე. ვამაგრებთ 9 ფუტიანი ლიდერის ბოლო სექციაზე ჩაკვრის ინდიკატორს, ლოდერის ბოლოში 50 სმ სადავეს, სატყუარას, სატყუარაზე ისევ სადავეს და ისევ სატყუარას. ფაქტიურად იგივე მონტაჟია რაც 2 ნიმფიანი მონტაჟით თევზაობისას.

 

 

 

 

ძირითადი სატყუარები :

კოღოს მატლების იმიტაციები,

ქინქლის იმიტაციები,

მტკნარი წყლის კრევეტის იმიტაციები,

ვული ბუგერები რამდენიმე ფერის,

ლიფსიტის იმიტაციები ბრჭყვალა ფერის - სუფთა წყალში კარგად მუშაობენ ბრჭყვიალა და რეალისტური ფერები. 

16-18 ზომის მშრალი სატყუარები როგორიცაა - "ადამსი", "პარაშუტ მიჯ", "როიალ კოუჩმენი", "როხო მიჟ", "რეინბოუ ვარიორ", "კლარეტ დაბლერები" და ა.შ 

 

კოღოს ოჯახი

iaq9y.jpg

 

კრევეტებისნაირები

hkn75.jpg

 

შავი ვული ბუგერი

lzc97.jpg

 

როხო მიჯ

yl3ks.jpg

 

კოღოს მატლის იმიტაციები 

kh9lh.jpg

 

 

 

ასევე რამდენიმე საიდუმლო სატყუარა, რომელიც ყველას აქვს გადანახული. 

 

 

იმედია წაკითხვა არ დაგეზარებათ და გამოყენებასაც მოუძებნით ამ პოსტებს.

 

 

 

წადით, ცადეთ, მოდით, მოყევით. 

 

 

 

სანდრო,

 

გაშოლთვით მეთევზეთა კლუბის ადმინისტრაცია

 

 


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#2 Njord

Njord
  • Members
  • 2 posts

პოსტი დაწერილია 09 09 2016 - 12:39

მშვენიერი ნამუშევარია :) ტბა საიდუმლოდ რჩება? :D



#3 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 09 2016 - 13:44

მშვენიერი ნამუშევარია :) ტბა საიდუმლოდ რჩება? :D

მადლობა,

ფაქტიურად ეგრე გამოვიდა თუმცა ყველამ იცის მის შესახებ. 



#4 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 10 2016 - 14:08

კარგი თემაა სანდრიკ,
ზოგადათ სუფთა ტბაში თევზაობის ტაქტიქა სრულიად განსხვავებულია. 
მაქსიმალურად ჩუმად და გაუნძრევლად უნდა ითევზაო ერთ ადგილას, თევზი თვითონ მოძრაობს.
რაც მეტს იმოძრავებ მით უფრო დაფრთხება თევზი.

ტანსაცმელის ფერიც მნიშვნელოვანია. 
სატყუარა როგორც წესი დილით ადრე სხვა არის საჭირო, შუა დღეს სხვა და საღამოს კიდევ სხვა.
მე როგორც წესი კარგათ ვიჭერ სველ სატყუარებზე (ნაკლებად ძირვადი) და ზომები 12/14/16 ნუ პატარები. 
თუმცა სტრიმერზეც ხშირად უკაკუნებს თან კარგათ.