Jump to content


ფოტო

ექსტრაქტორი


  • Please log in to reply
ამ თემას პასუხები არ აქვს

#1 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 01 2014 - 13:11

post-3-0-79130700-1390123204.jpgpost-3-0-47683900-1390122266.jpg

თევზაობის დროს ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა თევზს სადავე ძალიან ღრმად აქვს გადაყლაპული. ამ შემთხვევაში ნემსკავის "უსისხლოდ" ამოღება თითქმის გამორიცხულია. ვის, როგორ, მაგრამ მე ნამდვილად არ მსიამოვნებს თევზის სალაპავის ამოგლეჯვა ასეთ შემთხვევებში... მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად გამოგონილია ექსტრაქტორი, რომელიც ალბათ ყველა მეთევზემ უნდა ატაროს.

 

 

 

რა არის ექსტრატორი

ექსტრატორი - ეს არის ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ღრმად გადაყლაპული ნემსკავის ამოსაღებად, პრინციპში დასახელება "ექსტრაქტორი" ნათლად გადმოსცემს დანიშნულებას. არც იფიქროთ რომ ექსტარტორი მხოლოდ საჭირო აქსესუარია მეთევზეებისთვის, სპინინგისტებისთვის ის აუცილებელიც კია, ვინაიდან მათ საქმე აქვთ მტაცებლის ბასრ კბილებთან. ექსტარტორი საშუალებას გვაძლევს , ზედმეტი ძალისხმევის და მოხერხების გარეშე ამოვიღოთ ნემსკავი ისე, რომ არანაირი ზიანი მივაყენოთ თევზს, რაც თანამედროვე თევზაობაში, როდესაც თევზს უკან ვაბრუნებთ, აუცილებელია.

მიმაგრებული მინიატურები

  • ekstraktor2.jpg
  • images (1).jpg

  • Dentist and giga65-ს მოეწონა ეს