Jump to content


ფოტო

აღჭურვილობა დამწყებთათვის


  • Please log in to reply
21 პასუხი ამ თემაზე

#1 RockFlyer

RockFlyer

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 140 posts

პოსტი დაწერილია 24 01 2014 - 02:14

გაშოლტვით თევზაობისთვის საჭირო აღჭურვილობა

 

თუ გადაწყვეტილი გაქვთ, დაეუფლოთ თევზაობის ამ ლამაზ მეთოდს და გახდეთ გაშოლტვით მოთევზავე, პირველი რასაც მიაქცევთ ყურადღებას, ესაა საჭირო აღჭურვილობის არანორმალურად ფართო არჩევანი. მოდით ამ თემაში მიმოვიხილოთ, თუ მართლაც რა არის საჭირო იმისთვის, რომ დამწყებმა მეთევზემ თან კომფორტულად იგრძნოს თავი სწავლის პერიოდში, მაგრამ ამავდროულად არ მოუწიოს არასაჭირო, ხშირ შემთხვევაში კი გაუმართლებელიც, ხარჯის გაღება.

 

1.  ჯოხი

ამ სტატიაში არ შევალთ ღრმა დეტალებში და მხოლოდ მიმოვიხილავთ, თუ როგორი და რა ფასის ჯოხი არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ დამწყებმა მეთევზემ შეძლოს მეთოდის სწრაფად და კომფორტულად ათვისება. ჯოხების, ისევე როგორც სხვა ინვენტარის, წარმოდგენილ ნაირსახეობას ძნელად თუ ვინმე დაითვლის. გვხვდება უამრავი ბრენდი, მოდელი, ზომა, წონა და ასე შემდეგ, ხოლო ფასები ამერიკის ბაზარზე $50-დან იწყება და რამდენიმე ათასამდე ადის.

 

მაშ როგორ ავარჩიოთ ჯოხი რომ ჩავჯდეთ ბიუჯეტში, თანაც იყოს ყველა მხრივ დამაკმაყოფილებელი? მიჩნეულია, რომ დამწყებისთვის საუკეთესოა 2.7 მეტრის ჯოხი გათვლილი მე-4 ან მე-5 კლასის შნურისთვის. კლასებზე, წონებზე, ზომებზე და სხვა გვექნება ცალკე თემები, სადაც გაიშლება ყველაფერი დეტალურად, ახლა უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ რაც უფრო დაბალი კლასის არის ჯოხი, მით პატარა თევზზე ან პატარა მდინარეზე სათევზაოდაა იგი გათვლილი. ასე რომ, დაბალი კლასის ჯოხით (#1, #2) დაჭერილი 20 სანტიმეტრიანი თევზი ისეთ წინააღმდეგობას გაგიწევთ, როგორსაც გაგიწევდათ 50 სმ-იანი მაღალი კლასის ჯოხზე. თუმცა უნივერსალურობის მხრივ, დამწყებისთვის ალბათ ყველაზე ოპტიმალური, მე-4 ან მე-5 კლასის ჯოხი იქნებოდა და პირველი რჩევაც სწორედ ეს იქნება.

 

ასევე გვხვდება 2, 3, 4 და 5 სექციიანი ჯოხებიც. რაც მეტია სექცია, მით უფრო ადვილია ასეთი ჯოხის ტრანსპორტირება და წყალსატევამდე მიტანა. ადრე გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ რაც უფრო მეტი სექციისგან შედგება ჯოხი, მით რთულდება ასეთი ჯოხით მანევრირება, გაშოლტვა და სხვა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს პრობლემა თითქმის მთლიანად აღმოფხვრა, ასე რომ თამამად შეგიძლიათ რამდენიმე სექციიანი ჯოხის სასარგებლოდ გააკეთოთ თქვენი არჩევანი.

 

 

Fly Rod
 
2.  კოჭა

 

ისევე როგორც ჯოხის შემთხვევაში, უზარმაზარია კოჭების ასორტიმენტიც ფასების საკმაოდ ფართო დიაპაზონით: $20-დან $1000-მდე. გამომდინარე იქედან, თუ რა წარმოადგენს ჩვენს სამიზნეს და სად ვაპირებთ ძირითადად თევზაობას, ვირჩევთ კოჭასაც. თუ საქართველოს რეალობიდან გამოვალთ, 95% შემთხვევაში (შავ ზღვაზე თევზაობის გარდა) კოჭა არ ითამაშებს განსაკუთრებულ როლს და არ მოგიწევთ მისი არსებითად დატვირთვა - იგი ფაქტიურად მხოლოდ ძუის დასახვევ მექანიზმად თუ გამოგვადგება და თევზთან ჭიდილში თითქმის არასოდეს ჩაებმება (რა თქმა უნდა სასიამოვნო გამონაკლისები გამორიცხული არ არის), ამიტომ ძვირფასი და მძლავრი კოჭა, შეიძლება ითქვას, აუცილებელი არ არის. ჩემი რჩევა იქნებოდა, მეტ-ნაკლებად ცნობილი ბრენდის საშუალო დონის კოჭებზე გააკეთოთ არჩევანი და $100-ზე მეტი არ გადაიხადოთ.

 

reels
 
3.  შნური და ე.წ. “ბექინგი”

შნურიც რამდენიმე ტიპის გვხვდება - ძირვადი (sinking), მოტივტივე (floating), ისეთიც არის, რომელსაც მხოლოდ თავი ეძირება და ასე შემდეგ. უფრო დეტალურად შესაბამის თემებში შევჩერდებით, ახლა მხოლოდ ავარჩიოთ ზემოთ უკვე შერჩეული ჯოხის და კოჭის შესაბამისი შნური. პირველ რიგში, კარგი იქნება თუ მძიმე თავიან შნურზე შევაჩერებთ არჩევანს (Weight Forward), რადგან მისი გატყორცნა უფრო მარტივია და სწავლაც გაგვიადვილდება. ასევე დასაწყისისთვის აჯობებს, თუ მოტივტივე შნურს ავიღებთ, ხოლო კლასიფიკაცია, რა თქმა უნდა ჯოხის შესაფერისი უნდა იყოს - თუ ჯოხი მე-5 კლასისაა, შნურიც შესაბამისად იგივე ნომრის უნდა იყოს.

 

Fly line

 

რაც შეეხება ბექინგს, იგი გამოსადეგია ისეთ შემთხვევებში, როდესაც ვთქვათ დაგიჯდათ დიდი თევზი, რომელიც ბრძოლას გაგიმართავთ, ხოლო შნურის სიგრძე (საშუალოდ 25-30 მეტრი) არ გაძლევთ საშუალებას, მიუშვათ თევზი დასაღლელად. ანუ ბექინგი არის უბრალოდ დამატებითი ძუა, რომელიც გადაბმულია შნურზე და დახვეულია მაქოზე როგორც რეზერვი.

ბექინგის არჩევანის მხრივ დიდი დილემა არ დგას და ნებისმიერი კარგი მონო ძუაც გამოდგება, თუმცა მწარმოებლები სპეციალურად ამისთვისაც უშვებენ ძუებს და შეიძლება მისი შეძენა.

 

 

4.  ლიდერი და სადავე

 

ლიდერი და სადავე ეს ის ორი კომპონენტია გაშოლტვით სათევზაო ანკესში, რომლებიც აკავშირებს შნურს მწერის იმიტაციასთან. რატომ შედგება ეს ნაწილი 2 კომპონენტისგან? - იმიტომ რომ გაშოლტვის შემდეგ გაშლილი შნურის ენერგია სწორად გადანაწილდეს და ჩვენი სატყუარა მაქსიმალური სიზუსტით დაეშვას წყალსატევის სასურველ მონაკვეთზე. ლიდერის და სადავეს კლასიფიკაციები ძალიან გავს ტრადიციული მეთოდებით თევზაობის დროს საჭირო სადავეებისას, უბრალოდ აქ დამატებულია კიდევ ერთი აღმნიშვნელი X სისტემა, რომელზედაც შესაბამის თემაში გვექნება საუბარი.

 

დამწყებ მეთევზეებს ვურჩევდი გამოიყენონ ცნობილი მწარმოებლების სათევზაოდ გამზადებული ლიდერები და ნუ ეცდებიან თავად გააკეთონ იგი. სიგრძეს რაც შეეხება, ალბათ ჯობია აიღოთ 2.15 მეტრიანი, რადგან დასაწყისში უფრო გრძელი ლიდერით სწავლა ცოტათი გაგიჭირდებათ. სადავე 5x-იანი გამოგადგებათ.

 

Fly fishing backing
 
5.  მწერის იმიტაციები

გამოცდილი და პროფესიონალი გაშოლტვით მოთევზავეები თავად ქსოვენ სატყუარებს, მაგრამ ამაზე შესაბამის თემებში, შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანებთან ვისაუბროთ. დასაწყისისთვის შესაძლებელია იმიტაციების შეძენა, რომელთა კლასიფიკაციაც ასევე საკმაოდ მრავალფეროვანია. ასე მაგალითად არსებობს მშრალი და სველი იმიტაცია, ნიმფა, სტრიმერი და სხვა. შესაძლებელია ყველა სახის იმიტაციის შეძენა, მათ შორის უკვე საქართველოშიც ადგილობრივი წარმოების.

 

flies
 
მაშ ასე, ამ სტატიაში მიმოვიხილეთ, თუ რა ეკიპირება არის საჭირო იმისთვის, რომ დავიწყოთ გაშოლტვით თევზაობა და რაც მთავარია, დავიჭიროთ ჩვენი პირველი თევზი.
 
სასიამოვნო გაშოლტვას გისურვებთ!


#2 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 01 2014 - 09:56

კარგი და დროული სტატიაა!



#3 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1433 posts

პოსტი დაწერილია 28 01 2014 - 16:12

მშვენიერია . . .



#4 nikolozi

nikolozi

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 34 posts

პოსტი დაწერილია 02 07 2014 - 14:47

mogesalmebit megobrebo.sad sheidzleba ase tevzaoba?

 

სალამი მეგობარო :) ჩვენ ფორუმზე ლათინური ასოებით წერა სასტიკად აკრძალულია! მაგრამ ახალი ხარ და გაპატიებთ, შემდეგში წერეთ მხოლოდ ქართულად



#5 ggogidze

ggogidze
  • Members
  • 6 posts

პოსტი დაწერილია 02 07 2015 - 13:50

მოგესალმებით, ვარ დამწყები, უფროს სწორად ჯერ გაშოლტვით არ მითევზავია, ჯერ ვემზადები :) შევიძინე რაღაც რაღაცეები, იმედია ფული არ გადავყარე :) 

1. ჯოხი Daiwa algonquin 907 #6/#7

2.Backing 20lb 57_3.jpg

3. შნური WF 6 Floating 12_2.jpg

4. სადავე 4x 4.75lb მგონი ცოტა დიდი მომივიდა მაგრამ სხვაც მაქვს 2-3lb 57_4.jpg

 და სატყუარები:

image.jpg

12_1.jpg

image.jpg

57_1.jpg

57_2.jpg

იმედია გამოდგება ეს ჩემი აღჭურვილობა დასაწყისისთვის :)

გავითვალისწინებ ყველა რჩევას, მადლობა...

ბარემ აქვე ვიკითხავ Dry და Wet -ს გამოყენების განხვავებას, ანუ რომელი რა დროს და რა ადგილებში გამოიყენება...


  • Dentist likes this

#6 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 07 2015 - 13:56

სალამი მეგობარო, რაც ვნახე ცუდი არაა ნამდვილად, 
DRY არის მშრალი სატყუარა რომელიც ძირითადათ გამოიყენება საღამოს ან როდესაც თევზები წრეებს აკეთებენ წყალზე, 
ეს ნიშნავს რომ თევზი ზედაპირზეა. 

რაც შეეხება WET სატყუარებს, ეგ არის სველი სატყუარა რომელიც იძირება მაგრამ ბოლომდე არა. ეგ შეგიძლია როცა გინდა მაშინ გამოიყენო.
არის კიდევ ნიმფები რომელიც ბოლომდე იძირება და თევზს იჭერს როცა თევზი სიღრმეშია. 
სამილე საჭიროა ნამდვილად და დროს და მომენტს თვითონ შეარჩევ.
რეკომენდირებულია დილით და დღისით სველი და ნიმფა და საღამოს მშრალი. 
 


  • Dentist likes this

#7 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 07 2015 - 13:59

მოგესალმებით, ვარ დამწყები, უფროს სწორად ჯერ გაშოლტვით არ მითევზავია, ჯერ ვემზადები :) შევიძინე რაღაც რაღაცეები, იმედია ფული არ გადავყარე :)

1. ჯოხი Daiwa algonquin 907 #6/#7

2.Backing 20lb 57_3.jpg

3. შნური WF 6 Floating 12_2.jpg

4. სადავე 4x 4.75lb მგონი ცოტა დიდი მომივიდა მაგრამ სხვაც მაქვს 2-3lb 57_4.jpg

 და სატყუარები:

image.jpg

12_1.jpg

image.jpg

57_1.jpg

57_2.jpg

იმედია გამოდგება ეს ჩემი აღჭურვილობა დასაწყისისთვის :)

გავითვალისწინებ ყველა რჩევას, მადლობა...

ბარემ აქვე ვიკითხავ Dry და Wet -ს გამოყენების განხვავებას, ანუ რომელი რა დროს და რა ადგილებში გამოიყენება...

გამარჯობა, 

 

 

მშვენიერი კომპლექტი შეგიძენია დამწყებისთვის.

 

 

შენს კითხვას რაც შეეხება :

DRY FLY არის ზდრასრული მწერის იმიტაცია და იგი წყლის ზედაპირზე სათევზაოდ გამოიყენება, მაშინ როცა მდინარის პირას მწერები დაფრინავენ და წყალში ცვივიან. 

WET FLY არის ეგრედწოდებულ იემერჯერი (ჭუპრი) რომელსაც ფრთები ახალი ამოსული აქვს და წყლის ზედაპირის უდნავ ქვემოთ ასრულებს თავისი ზრდის (მომწიფების პროცესი გაფრენამდე) პროცესს, როგორც წესი WET FLY-სთვის მომგებიანი ტაქტიკა არის ACROSS AND SWING / DRIFT (იუთუბზე შეგიძლიათ იხილოთ ტექნიკა). 

 

უახლოეს მომავალში გავაკეთებთ სემინარს მდინარის პირას სხვადასხვა ტექნიკის სასწავლად.


  • Dentist likes this

#8 ggogidze

ggogidze
  • Members
  • 6 posts

პოსტი დაწერილია 02 07 2015 - 14:03

მადლობა, საჭირო ინფოა ჩემთვის, და როგოც მივხვდი ჩემი სატყუარებიდან WET არცერტი არაა ხო? :) 



#9 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 07 2015 - 14:06

ზემოდან მეორე სურათზე ყველა WET FLYა

 

ზემოდან მეოთხე ფოტოზე რეზინის ფეხებიანების გარდა ყველა WET FLY ტაქტიკით გამოიყენება მდინარეზე.



#10 ggogidze

ggogidze
  • Members
  • 6 posts

პოსტი დაწერილია 02 07 2015 - 14:13

მადლობა, ანუ DRY არ მყოლია :) გარდა ბოლო სურათისა, რომლებიც ჩინელები არიან, და მაინცდამაინც არ მაქვს მაგათი იმედი :)


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#11 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 07 2015 - 17:12

დრაი ფლაი გაქვს - მეოთხე სურათზე ირმის ბეწვიანება დრაი ფლაითაც გამოდგება ქაშაპზე. უბრალოდ დიდებია ზომაში


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#12 volta

volta
  • Members
  • 6 posts

პოსტი დაწერილია 03 04 2016 - 19:57

ნემსკავების გამოწერას რომელ საიტიდან მირჩევდით ? 



#13 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 04 2016 - 23:21

ნემსკავების გამოწერას რომელ საიტიდან მირჩევდით ? 

www.ebay.com  დიდი არჩევანია. 
 



#14 gioo

gioo

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 42 posts

პოსტი დაწერილია 20 04 2016 - 15:43

ეს ჯოხი და კოჭა როგორია?
http://m.ebay.com/it...Id=481327606674
http://m.ebay.com/it...Id=520599723295

#15 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 04 2016 - 16:18

ეს ჯოხი და კოჭა როგორია?
http://m.ebay.com/it...Id=481327606674
http://m.ebay.com/it...Id=520599723295

 

 

დამწყებისთვის არაუშავს, 5 კლასი იყიდე თუ მაგას იყიდი.



#16 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 04 2016 - 16:24

თუმცა მაგ კოჭის ფასად ამერიკაში იყიდო ჯობია რამე ვიდრე ჩინეთში, დროზე მაინც ჩამოვა )



#17 gioo

gioo

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 42 posts

პოსტი დაწერილია 20 04 2016 - 20:55

ეს   ჯოხი  კოჭა  და  შნური  როგორია?

http://www.ebay.com/...ar=520599723295

http://www.ebay.com/...ar=480756746072

http://www.ebay.com/...ar=620632571506



#18 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 04 2016 - 22:38

ეს   ჯოხი  კოჭა  და  შნური  როგორია?

http://www.ebay.com/...ar=520599723295

http://www.ebay.com/...ar=480756746072

http://www.ebay.com/...ar=620632571506

სალამი მეგობარო, კეთილი იყოს შენი მოსვლა,
არ გირჩევ, მგონი ჯობს დაასახელო დაახლოებით ბიუჯეტი რამდენს ვარაუდობ და იქნებ რაიმე უკეთესი გირჩიოთ.
ხვალ როცა მეტს ისწავლი სასწრაფოდ რომ არ გქონდეს ახალი საყიდელი.
 



#19 gioo

gioo

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 42 posts

პოსტი დაწერილია 21 04 2016 - 10:49

სალამი მეგობარო, კეთილი იყოს შენი მოსვლა,
არ გირჩევ, მგონი ჯობს დაასახელო დაახლოებით ბიუჯეტი რამდენს ვარაუდობ და იქნებ რაიმე უკეთესი გირჩიოთ.
ხვალ როცა მეტს ისწავლი სასწრაფოდ რომ არ გქონდეს ახალი საყიდელი.

60$დან-70$მდე

#20 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 04 2016 - 11:11

865-4   მოდელი, 8,6 ფუტი (2,60 სმ) 5 კლასი, 4 ნაჭრიანი - 65$ + ჩამოტანა 

http://www.cabelas.c..._SEQ_105571980