Jump to content


ფოტო

ბოლონიური ანკესის ჯოხი

ბოლონეზი აკესის ჯოხი

  • Please log in to reply
71 პასუხი ამ თემაზე

#1 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 26 01 2014 - 20:23

                                         ბოლონიური ანკესის ჯოხი

 

           ბოლონიური ანკესის ჯოხი გახლავთ ყველაზე უნივერსალური ტივტივით სათევზაო ჯოხი.  ძველ მეთევზეებს კარგათ ახსოვთ, თუ რა ფურორი მოახდია ტელესკოპურმა, გამტარი რგოლებით აღჭურვილმა,  ჯოხმა რომელიც საბჭოთა ბაზარზე პირველად გამოჩნდა. სწორედ ეს გახლდათ ბოლონიური ანკესის ჯოხი. ჩვენ ამ ჯოხებით ვთევზაობდით  როგორც ტივტივაზე, ასევე ე.წ. დონკაზე და სხვათა შორის არ გვიწევდა ცუდ სამსახურს. სწორედ ამაში მდგომარეობს თანამედროვე ბოლონეზების  უნივერსალობაც. ამ აკესით, პრქტიკულად, შეასაძლებელია საქრთველოში არსებულ ყველა სახეობის თევზზე თევზაობა. მას იყენებენ როგორც დამდგარ წყალში, ასევე მდინარეზეც. ხოლო  სწორად აწყობილი კოჭას ფრიქციონი კი საშუალებას მოგცემთ დიდი თევზიც მოიყვანოთ ჩოგანბადემდე.

            თანამედოვე ბოლონეზი წარმოადგენს  გრძელ, გამტარი რგოლებით აღჭურვილ,  მსუბუქ, ტელესკოპურ, ანკესის ჯოხს, რომელზედაც აუცილებლად დაყენებულია კოჭას დამჭერი მოწყობილობა. მათი სიგძე  მერყეობს 4 მ.-დან  11მ. -დე.

       

sabaneevfotonbolo.jpg

 

         მე გირჩევთ, განსაკუთრებით დამწყებ მეთევზეებს, საშუალო სიგრძის ჯოხს, ვინაიდან გრძელი ჯოხები მძიმე და მოუქნელია, ხოლო მოკლეები რთული სახმარია გატარებით თევზაობის დროს.

        რ არსებობს რაიმე განსაკუთრებული კოჭა ,რომელიც მხოლოდ ბოლონიური ანკესისთვის არის შექმნილი. ამიტომ შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი არსებული კოჭები. იდეალურია მატჩის კოჭები, რომელთაც უფრო რბილი ფრიქციონი გააჩნიათ.

 

!BlhvP3g!Wk~$(KGrHqQOKj!EtlUqJzl3BLcCtrZGzQ~~_35.JPG

 

       მშვენიერია აგრეთვე უინერციო ჩვეულებრივი, სპინინგის კოჭაც. მე ამ შემთხვევაში უპირატესობას უკანა ფრიქციონით აღჭურვილ კოჭას მივანიჭებდი (ჩემთვის მოსახერხებელია).

 

2_1_74765968c67007219b197f4d9aafb4e2.jpg

       

        ერთადერთი, რაც ჩემი აზრით მიუღებელია ბოლონიურ ჯოხთან ეს არის მულტიპლიკატორული კოჭა. ის ძალიან მოუხერხებელია ამ სტილით თევზაობის დროს.

        რაც შეეხება ინერციულ კოჭას, რომელსაც დღემდე წარმატებით იყენებენ ქართველი მეთეევზეები, ვფიქრობ,  წარმოადგენს მდინარეზე  გატარებით  თევზაობის დროს ერთ-ერთ შეუცვლელ კომპონენტს. ბევრ მეთევზეს ახსოვს რუსული კოჭა ‘’ ნევსკაია“ აი სწორედ ამ ტიპის კოჭას  ვგულისხმობ.

инерционные-катушки.jpg

         მსუბუქი ბოლონიური ანკესი აღჭურვილი ასეთი კოჭათი დამერწმუნეთ დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ გატარებით თევზაობის დროს, თუმცა ტექნიკა რომელსაც ასეთი თევზაობა მოითხოვს საკმაოდ რთულია და გარკვეულ ვარჯიშს და ჟარგონი რომ ვიხმაროთ „დამუღამებას“ საჭიროებს.

         ბოლონიური ანკესის აღჭურვა არაფერ განსაკუთრებულ ცოდნას არ მოთხოვს. ძირითად შემთხვევაში იხმარება ყრუ მონტაჟი, იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებთ დიდ სიღრმეებზე, შეიძლება სრიალა ტივტივაც დავაყენოთ.

          ბოლონიური  ანკესის  ტივტივა ოდნავ  განსხვავდება მოსაქნევი ანკესის ტივტივისგან. ვინაიდან ბოლონეზს ხშირად ხმარობენ გატარებით თევზაობის დროს, ამიტომ ტივტივის წვერი უფრო სქელი უნდა იყოს, რადგანაც ზოგჯერ საკმაოდ შორს გიწევთ მისი გაშვება და ასეთ დროს წვრილი წვერის ჩაკვრა შეიძლება ვერც კი შენიშნოთ.

 

l_1.png

 

       რაც შეეხება სიღრმეზე თევზაობას, ასეთ დროს სრიალა ტივტივა უნდა გამოიყენოთ, რომლის საჩერის ფუნქციას პატარა სილიკონის ე.წ. სტოპორები შეასრულებენ. ასეთ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ ანკესის წვერს, რომელიც ძალიან წვრილი დიამეტრით გამოირჩევა და დიდი ზომის სილიკონის სტოპორმა, შეიძლება, გადაგდების დროს, პრობლემები შეგიქმნათ.

       

product_image_112_10_14_20_29_7.jpeg

          ძუის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ თუ რა ზომის თევზია წყალსატევში, ისე ჩვეულებრივი მონოფილიც სრულიად საკმარისია და თავის საქმეს მშვენივრად ასრულებს. სადავე რა თქმა უნდა ნაკლები დიამეტრის უნდა შეარჩიოთ, ძირითად ძუასთან შედარებით და ერთმანეთს ანტიდამხვევი რვიანით გადააბათ. ეს აგარიდებთ შორ მანძილზე თევზაობის დროს, სადავის გადახლართვის მეტად უსიმოვნო მომენტს.

          ბოლონიური ანკესი,  თავისი მრავალფეროვნებით, არის იდეალური ვარიანტი დამწყები  და მოყვარული მეთევზეებისთვის. 

          წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.

 

                                                                 პატივისცემით: გიგა ამაშუკელი


  • GigaG, Dentist, Zurabi-Mereklishvili -ს და 3 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 "სათევზაო კლუბი"

"სათევზაო კლუბი"

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 544 posts

პოსტი დაწერილია 10 02 2014 - 12:58

გიგა არ გეწყინოს ძმაო.. ხო იცი გბალეშიკობ და მაგიტო გეუბნები!!

 

 ერთ თემაში გიწერია 2-2 სიტყვით რაც დაახლოებით 7-8 თემა უნდა გაგეკეთებინა და საკმაოდ გავრცობაც შეიძლებოდა... მოდი თუ გინდა მეც მოგეხმარები და ეს თემა წავშალოთ და გავშალოთ :)

 

 ჯოხი ბოლონიური ანკესისთვის

  კოჭა ბოლოინიური ანკესისთვის

 ძუები ბოლონიური ანკესისთვის

 მონტაჟები ბოლონიური ანკესისთვის

 ზოგადათ ბოლონიური ანკესის შესახებ

 ბოლონიური ანკესი ქართულ რეალობაში

 სხვა აღჭურვილობა ბოლონიური ანკესისთვის

 

 

 ტივტივა თუ უნდა გავავითაროთ ასე არ გამოვა..


  • giga65, o.cho და kvanto-ს მოეწონა ეს

#3 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 11 02 2014 - 20:41

მადლობთ ბიძინ! კი ბატონო. ეს უბრალოდ ზოგადი ინფორმაცია დაიდო და თემის გაშლას წინ რა უდგას! მე პირიქით გამიხარდება თუ ვინმე რაიმე სტაიას ან უბრალოდ სასარგებლო რჩევას დაწერს!   :)



#4 Paganini

Paganini

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 49 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 11 02 2014 - 22:26

მე მაქ ბოლონიური ანკესი და გაოცებული დავრჩი უნიკალურობით მიუხედავად იმისა რომ დიდ მდინარეზე სათევზაოდ არის შექმნილი  ტბაზე და  პატარა მდინარეზეც თავი გამოიჩინა, ჩემი ჯოხი 4 მეტია სიგრძით საერთოდ ტივტივათი თევზაობაში მგონია რო ბოლონეზი ლიდერია


  • sherva and kvanto-ს მოეწონა ეს

#5 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 11 02 2014 - 23:07

პრინციპში გეთანხმები. მაგრამ შორ მანძილზე მაინც ვაგლერია



#6 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 11 02 2014 - 23:14

giga65

 

ტივტივით თევზაობაში შეჯიბრი, როგორც ფიდერით შეჯიბრია არ არსებობს?



#7 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 11 02 2014 - 23:16

გიგა, ვაგლერი ტივტივას არ ქვია ? ბოლონეზი კიდევ ჯოხს, ხომ ? თუ მე არ ვიცი რამე ? :)



#8 Paganini

Paganini

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 49 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 00:00

ეგრეა კვიპრიანე ვაგლერში მატჩი იგულისხმება...


  • giga65 and misha-ს მოეწონა ეს

#9 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 10:28

ეგრეა კვიპრიანე ვაგლერში მატჩი იგულისხმება...

მადლობა :) გასაგებია 



#10 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 17:40

ვაგლერს მეტ წილად ხმარობენ მატჩით თევზაობის დროს, ხოლო ბოლონიური ანკესით კი უფრო სტიკით თევზაობენ. იხილეთ სტატიები.  :)



#11 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 17:43

giga65

 

ტივტივით თევზაობაში შეჯიბრი, როგორც ფიდერით შეჯიბრია არ არსებობს?

აუცილებლად ჩატარდება შეჯიბრება ტივტივით სპორტულ თევზჭერაში, ისე როგორც ფიდერში. ასე რომ მოემზადეთ!!! :)  ;)



#12 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 18:55

აუცილებლად ჩატარდება შეჯიბრება ტივტივით სპორტულ თევზჭერაში, ისე როგორც ფიდერში. ასე რომ მოემზადეთ!!! :)  ;)

 

გასაგებია მადლობთ :) მე მზად ვარ :)



#13 sherva

sherva

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 20 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 19:27

ვაგლერი+ბოლონიური ანკესი ტბაზე მშვენივრად მუშაობს  ^_^  ^_^  ^_^  


  • o.cho likes this

#14 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 19:38

ვაგლერი+ბოლონიური ანკესი ტბაზე მშვენივრად მუშაობს  ^_^  ^_^  ^_^  

 

მგონია რომ ვაგლერი მატჩის ჯოხით უფრო შორს მიფრინავს, ვიდრე ვაგლერი ბოლონეზეს ჯოხით. იმჰო


  • misha likes this

#15 გლახუნა

გლახუნა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 216 posts
  • ადგილმდებარეობა
    TBILISI

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 19:50

ჭეშმარიტებას ღაღადებ ბატონო გიგა :)



#16 sherva

sherva

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 20 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 20:05

სამწუხაროდ მატჩის გამოცდილება არ მაქვს მაგრამ აუცილებლად ვიყიდი :))  


  • misha likes this

#17 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 20:15

ყველაფერს თავის დადგენილი წესი აქვს, თუ დაუმუღამდები ვაგლერით გატარებითაც ითევზავებ!  მაგრამ რა ძალა გადგია? ბოლონეზს თავის უპირატესობები გააჩნია , მატჩს თავისი...  ;)


  • sherva and kvanto-ს მოეწონა ეს

#18 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1590 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 14 02 2014 - 23:01

მოგესალმებით ხავსზე თევზაობა როგორი ჯოხით და ტივტივით ჯობია

#19 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 15 02 2014 - 11:25

ხავსზე, იასონ მე გირჩევ ბოლონიურ ჯოხს  და ტივტივა უფრო მსხვილი თავით და ნათელი ფერით უნდა იყოს შეღებილი! ჯოხი 5 დან 6 მეტრემდე ვინაიდან უფრო გრძელი ჯოხი დაგღლის 


  • kvanto likes this

#20 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3266 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 02 2014 - 15:23

ვეგლერი ზუსტად მატჩის ჯოხისთვის არის შექმნილ-მოგონილი შორ მანძილზე სასროლად, ბოლონეზის გასროლილი ვეგლერი ვერც კი შეედრება მატჩის გასროლილს ვერც სიზუსტით ვერც სიშორით,იმას არ ვიძახი რომ ბოლონურით ვერ გაისვრი,მაგრამ მატჩისას ვერ შეედრებ.,მე ჩემი მატჩით თავისუფლად ვისვრი 8 გრამიან ვეგლერს 30-40 მეტრზე,უფრო მძიმეს უფრო შორსაც გაისვრი,მაგრამ აქ დგება ტივტივის წვერის დანახვის პრობლემა წყალში,რაც არ უნდა ხასხასა ფერი ქონდეს მაინც ძნელია მეტ სიშორეზე გააკონტროლო ტივტივის წვერი,(ამისათვის კი არსებობს სპეციალური სათვალეები,მაგრამ არ მხიბლავს მისით თევზაობა :)  )მითუმეტეს მცირე ტალღის დროს,უტალღო და სარკისებური წყლის ზედაპირი კი თვითონაც იცით როგორი იშვიათი მოვლენაა :)


  • giga65, sherva და kvanto-ს მოეწონა ეს