Jump to content


ფოტო

ბოლონიური ანკესის ჯოხი

ბოლონეზი აკესის ჯოხი

  • Please log in to reply
71 პასუხი ამ თემაზე

#21 Paganini

Paganini

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 49 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 02 2014 - 19:49

მდგარ წყალსი მატჩია მეფე...დინებაში ბოლონეზი End of Story


  • misha and sherva-ს მოეწონა ეს

#22 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1583 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 16 02 2014 - 16:45

მე მაგალითად 15-20წელია ვთევზაობ ბოლონეზეს ტიპის ჯოხით და რუსული ეგრედ წოდებული ზვიოზდაჩკა კოჭათი მტკვარზე ხავსზე გატარებით.ისე ვარ მიჩვეული ამ ჯოხს და კოჭას ვერ წარმომიდგენია სხვა აღჭურვილობით თევზაობა ტივტივაზე გინდაც დინებაში თუ გნებავთ მდგარ წყალში
  • kvanto likes this

#23 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 17 02 2014 - 01:34

მე მაგალითად 15-20წელია ვთევზაობ ბოლონეზეს ტიპის ჯოხით და რუსული ეგრედ წოდებული ზვიოზდაჩკა კოჭათი მტკვარზე ხავსზე გატარებით.ისე ვარ მიჩვეული ამ ჯოხს და კოჭას ვერ წარმომიდგენია სხვა აღჭურვილობით თევზაობა ტივტივაზე გინდაც დინებაში თუ გნებავთ მდგარ წყალში

რა თქმაუნდა ზვიოზდოჩკა საუკეთესო ვარიანტია დინებაზე ხავსის გატარების დროს და გნებავთ ბუნებრივი ცხოველური სატყუარით, განსაკუთრებით დინებას როცა შორს აყოლებ ტივტივას, მაგრამ მდგარ წყალში მატჩი და უინერციო კოჭა კონკურენციის გარეშეა, ინერციული კოჭათი ვაგლერს ვერ გადააგდებ 50 მეტრზე,თორემ ისე რა უჭირს თუ დაბალ წყალში და ნაპირიდან 10მ-ში თევზაობ. 

 

მეც დიდი ხანია ბოლონეზით ვთევზაობ, მაგრამ მატჩი სულ სხვაა, ხელიდან ვეღარ გაუშვებ სხვაობა იმდენად დიდია, ტბაზე ბოლონეზისკენ აღარც გაიხედავ. :)


  • giga65 likes this

#24 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 17 02 2014 - 01:50

მდგარ წყალსი მატჩია მეფე...დინებაში ბოლონეზი End of Story

 

პაგანინი 100%


  • Paganini likes this

#25 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1583 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 21:08

მიშა თუ ტივტივაზეა საუბარი ვობლერი რა შუაშია?თუ ვაგლერი გინდოდა გეთქვა,ვაგვერს ბოლონეზეთი და ზვიოზდაჩკით 30მ ზე თავისუფლად გაისვრი

#26 mate_g

mate_g

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 21:17

კეთილი იყოს ჩემი პოსტი. ვაგლერს რაც შეეხება მახოს ვეთანხმები 100%-ით თუმცა ერთს დავამატებ რომ ყურადღებამისაქცევია წყლის სიღრმეც, ანუ იქედან გამომდინარე რომ ვაგლერის ტივტივას ზედვე აქვს დამძიმება გასროლისას საკმაოდ ღრმად ჩადის წყალში და თხელ წყალში დიდი ალბათობით ფსკეთან შეჯახებისას დაზიანდება.



#27 mate_g

mate_g

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 21:24

მე მაგალითად 15-20წელია ვთევზაობ ბოლონეზეს ტიპის ჯოხით და რუსული ეგრედ წოდებული ზვიოზდაჩკა კოჭათი მტკვარზე ხავსზე გატარებით.ისე ვარ მიჩვეული ამ ჯოხს და კოჭას ვერ წარმომიდგენია სხვა აღჭურვილობით თევზაობა ტივტივაზე გინდაც დინებაში თუ გნებავთ მდგარ წყალში

მამუკა როგორ ხარ? მეც ძალიან მიყვარს ინერციული კოჭა და ბოლონეზე, მაგრამ მაგ შემხვევაში რთული არა იმდენად შორს გადაგდებაა, რამდენადაც შორს დამიზნებით გადაგდება როცა აუცილებელია დაკვებილ წერტილს გაარტყა. არ ვამბობ რომ ბოლონეზეთი და ინერციულით ეგ შეუძლებელია მაგრამ მატჩით უფრო მარტივია.
ისე გიას დავურეკე ადრე და არ ქონდა ის ჯოხი მოტანილი მერე ავდექი და სხვა ვიყიდე, თუმცა მემგონი მთლად ოპტიმალური არაა ხავსისთვის...



#28 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1583 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 26 02 2014 - 19:47

მათე შენ როგორ ხარ, დიდიხანია არ შევხმიანებივართ ერთმანეთს, მე არ ვდავობ შეიძლება მასეც არის რადგან მე მაჩთან შეხება არ მქონია და არ ვიცი, ამ სეზონზე მინდა შევიძინო გიას მოუტანა ვიღაცამ გასაყიდათ ტრაბუკოს მატჩი 4,2მ  ვფიქრობ ავიღოთქო ვნახოთ.მერე უკვე დაზუსტებით გეტყვი რომელი რისი მაქნისია



#29 mate_g

mate_g

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

პოსტი დაწერილია 26 02 2014 - 20:34

კარგად გაიხარე. ხო დიდი ხანია. ვერ გამოვიდა ერთობლივი გასვლები მაგრამ ეგ არაფერი... კარგი იქნება თუ გექნება შეიარაღებაში მატჩიც. ბევრ რაეს გაგიადვილებს. 



#30 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 09:12

 ისე მეგობრებო ტივტივით თევზაობის ყველა ხიბლს თუ გინდათ ჩასწვდეთ მატჩიც უნდა გქონდეთ ბოლონეზიც და მოსაქნევი ანკესის ჯოხიც! ყველას თავისი დატვირთვა აქვს და რაც მთვარია თავისი მუღამიც!  :)



#31 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1583 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 09:52

კი მართალი ხარ გიგა ყველა ნაირი ჯოხი უნდა გქონდეს,მაგრამ შტეკერის ვერანაირ მუღამს ვერ ვიჭერ ვაფშე რა კაიფი აქვს ვერ ვხვდები


  • misha likes this

#32 mate_g

mate_g

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 18:21

შტეკერის კაიფი ვერც მე გავიგე. იდეალური კონტროლი გაქ სატყუარაზე და დინებაში აჩერებ ერთ წერტილში მაგრამ მაინც რაღაცნაირია რა. არ მიმიწევს გული. მეტნაკლებად უნივერსალური მაინც ბოლონეზეა მდინარეზეც და ტბაზეც. იგივე 30 მეტრს და მეტსაც თავისუფლად დაფარავ ბოლონეზეთი და არაინერციული კოჭით (თუ კოჭა მატჩის იქნება უკეთესი). თან ტრანსპორტირების საკითხიც გასათვალისწინებელია 4,2 მეტრიანი შტეკერული მატჩის ჯოხის ტრანსპორტირებადი სიგრძე 145 სმ იქნება... ჩემი მატჩი 3,90 ია და ფიდერთან ერთად (რომელიც ასევე 3,90 ია) ცალკე ტუბუსში ცხოვრობს სხვა დანარჩენი ინვენტარი კი ცალკე.


  • giga65 likes this

#33 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 02 2014 - 02:12

იასონ კიდევ ერთი მომენტი, ინერციული კოჭით დიდ დროს კარგავ ტბაზე, მონტაჟის გამოტანისას, დოლურის დიამეტრი რაც არის იმაზე მეტს ვერ ამოახვევ ერთ გადატრიალებაზე, როცა უინერციო კოჭათი გლისირებით მოდის ტოვტივა შენსკენ. ამას გარდა როცა ლელქაშთან ახლოს თევზაობ, თითქმის ძირში და 20-25 მეტრზე გიწევს გადაგდება, უინერციოთი თითქმის შეუძლებელია ესე ზუსტად სროლა, ასევე ძუის ამოხვევისას სახელური ინერციული კოჭის ძალინ პატარა და საკმაოდ მოუხერხებელია სწრაფი ამოხვევისთვის, უინერციოსთან შედარებით . და კიდევ ბევრი უპირატესობა აქვს ტბაზე, კოჭას რაც შეეხება. თორემ გახსოვს ალბათ წლების წინ , რუსული კრემისფერი ან ყავისფერი(კიდევ უკეთესი)ბოლონეზი+ზვიოზდოჩკა+3,5-4მმ ძუა და კოპტონის მონტაჟი, სუფთა წყალზე გადააგდე და დაელოდე  :)  ზვიოზდოჩკა ჭრიალს რომ დაიწყებდა იმ ხმას არაფერი მერჩივნა, მაგრამ ეგ ადრე იყო.... ეჰ მაშინ თევზიც დიდი იჭირებოდა.მაგრამ რაც გვქონდა იმაზე ვიყავით აწყობილები. სად იყო მაშინ ამდენი არჩევანი. ინგლისელები გაახაროს ღმერთმა თევზაობა ხელოვნებად გადააქციეს, ჩვენც ამ ხელოვნებას ვეზიარებით,თევზის ჭერის ხელოვნება კი უსასრულო და საინტერესოა,მეც ვცდილობ სხვისი გამოცდილება გავიზიარო და ველოსიპედი თავიდან არ გამოვიგონო, ეგ არის და ეგ. მატჩი+უინერციო  წყალსაცავზე ტივტივით თევზაობა არის ძალიან სასიამოვნო,კომფორტული, ჯოხები მსუბუქი, დახვეწილი, მგრძნობიარე, მატჩით გამოყვანა თევზის სულ სხვაა, ისეთ კონტაქტს გრძნობ თევზთან ერთ რამეთ ღირს ამის განცდა. პატარა თევზის გამოყვანაც ჭიდილს ემსგავსება და ძალიან ემოციურია. მოკლედ შეუდარებელია. ერთი ამბავი გამახსენდა , :) ბიძაჩემი ძველი ბუღალტერია, მივიდოდი ხოლმე მასთან სახლში და ვხედავ , ჩოთქით არ ანგარიშობს!? გადავირეოდი , ვეუბნევი რაღა დროს "ჩოთქია" , აიღე გამომთვლელი და გაიადვილე საქმე მეთქი, არა მე ამას ვარ მიჩვეული ამით მირჩევნიაო. მერე დავანებე თავი. რა თქმა უნდა მერე მაინც გადავიდა "კალკულატორზე". შემდეგი ეტაპი კომპიუტერების შემოსვლა იყო, იქაც იგივე, უკვე სუპერ ფინი, ექსელი და ა.შ. შემოვიდა, ეს ისევ კალკულატორს უკაკუნებდა, მერე ამაზე გადასვლა მოასწრო და ... მალე პენსიაზეც გავიდა :D  აი ამ ამბავს მაგონებს ეს ჩვენი თევზაობაზე საუბარი. მაინც გადავალთ უკეთეს ჯოხებზე,უკეთეს კოჭებზე, გამოცდილ ჭერის ხერხებზე და ა.შ. ჯობია რაც ადრე მით უკეთესი,თორემ ცხოვრება მიფრინავს და ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება .  :)


  • giga65, kvanto და krixula-ს მოეწონა ეს

#34 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 02 2014 - 02:26

შტეკერს რაც შეეხება, კაცია და გუნებაო, ამასთან სპორტიც არის(?) ყველაფერში შეიძლება შეჯიბრი,ისაც სპორტია - სახელი აღარ მახსოვს , ვისაც გახსოვთ მომეხმარეთ, წინ რომ უპრიალებენ "პოლის" ჯოხებით სრიალა ბურთებს მონდომებით  :) ეგაც სპორტია!  არ ვიცი არ ვიცი, თუ გვყავს ვინმე ამ სტილით მოთევზავე იქნებ გაგვიზიაროს გამოცდილება, სიამოვნებით მოვუსმენ. 



#35 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 28 02 2014 - 07:46

კერლინგი ქვია იმ სპორტს მიშა  :D



#36 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 02 2014 - 14:18

:)



#37 Paganini

Paganini

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 49 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 02 2014 - 18:16

კერლინგი ზამთრის სახეობებში ჩემი ფავორიტია და რაც შეეხება შტეკერით მეთევზეებს მრავლად არიან ჩვენთან და მე იმათ ნათქვამს ვიმეორებ რო უფრო დელიკატურია და მეტად დახვეწილი ვიდრე ტელესკოპი 



#38 mate_g

mate_g

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

პოსტი დაწერილია 28 02 2014 - 19:58

ისევ ბოლოზეზეს რომ დავუბრუნდეთ ერთი კითხვა მაქვს. ზოგადი პარამეტრები გასაგებია, ერთი შეხედვით მარტივია თითქოს ყველაფერი, მაგრამ ეს სიმარტივა სათევზაო მაღაზიაში შესვლისთანავე მთავრდება :)  სანამ კარგ ჯოხს მოძებნი ბევრი დრო და რაც მთავარია ფული იხარჯება. შედარებით რომ გავაადვილოთ საქმე გამცდილებს ვთხოვ თქვენ მიერ წლების მანძილე გამოცდილი და გამართლებული ჯოხის ფირმები და მოდელები გაგვიმხილეთ. ერთი მსმენია რომ ალბასტარის მოსაქნევ ჯოხს დაუყენებენ გამტარ რგოლებს კოჭის დამჭერს და მაგით თევზაობენ მაგრამ სხვა კონკრეტულ მოდელებზე არაფერი გამიგია. კითხვა ეხება ძირითადად ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომ ჯოხებს მაგრამ თუ რამე ისეთი ლეგენდაც არსებობს როგორიც მატჩში თავის დროზე შომანო საჰარას კოჭა იყო ეგეც გაგვიმხილეთ.
 7f47a60800ed.jpg
ესეც შიმანო საჰარა განწყობისთვის...



#39 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 02 2014 - 22:10

კერლინგი ზამთრის სახეობებში ჩემი ფავორიტია და რაც შეეხება შტეკერით მეთევზეებს მრავლად არიან ჩვენთან და მე იმათ ნათქვამს ვიმეორებ რო უფრო დელიკატურია და მეტად დახვეწილი ვიდრე ტელესკოპი 

კარგია თუ მრავლად არიან,სიმართლე გითხრა მე პირადად არსად შემხვედრია ამ სტილით მოთევზავე საქართველოში,იქნებ გააწევრიანო ფორუმზე და გაგვიზიარონ თავისი გამოცდილება, მოხარული ვიქნები  :)


  • Paganini likes this

#40 mate_g

mate_g

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

პოსტი დაწერილია 03 03 2014 - 17:11

   
როგორც ხარისხზე ჩანს ძველი ვიდეოა, მაგრამ მე არ მქონდა ნანახი...