Jump to content


ფოტო

ტივტივით თევზაობა კარჩხანაზე

კარჩხანა ტივტივა

  • Please log in to reply
22 პასუხი ამ თემაზე

#21 N1Fishing

N1Fishing

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 616 posts

პოსტი დაწერილია 10 05 2017 - 01:05



#22 GiorgiC

GiorgiC

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 71 posts

პოსტი დაწერილია 10 07 2018 - 14:07

კარჩხანაზე სათევზაოდ ძირითადად რა სიგრძე სადავე გამოიყენება ? და რამდენი სანტიმეტრით აშორებთ სადავეს ტივტივიდან? :)  :D



#23 krixula

krixula

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 67 posts
  • ადგილმდებარეობა
    რაჭა

პოსტი დაწერილია 29 03 2019 - 16:47

 

     ტივტივით ევზაობა კარჩხანაზე

 

     კარჩხანა (карась რუსულად), თევზი რომელიც ძალიან გავრცელებულია საქართველოს თითქმის მთელ აქვატორიაში. ფაქტიურად გვხვდება ყველა ტბაში თუ წყალსაცავში, აქედან გამომდინარე თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ტივტივიანი ანკესით კარჩხანას სპორტულ ტევზჭერაზე.

          კარჩხანას გააჩნია ოვალური ფორმის ტანი, რომელიც დაფარულია საშუალო ზომის ქერცლებით. მათი ფერი ცვალებადია და მოთეთრო ვერცხლისფერიდან ოქროსფერამდე ცვალებადობს.ეს შეფერილობა კარჩხანას შეუმჩნეველს ხდის წყალში. ამ თევზს აქვს მომრგვალებული ფორმის ნეკნები და ამობურცული ზურგის ფარფლი წამყვანი სხივით,რითაც კარჩხანა განსხვავდება სხვა კარპისებური თევზებისაგან, რომელთაც უფრო შიგნით მომრგავლებული ზურგის ფარფლი გააჩნიათ, აგრეთვე მას არ ააქვს კარპისებრთა დანარჩენი თევზებისთვის დამახასიათებელი ულვაშები.

      

 

    თუ წყალსატევი დიდია და საკვებიც ბევრია, აგრეთვე არსებობენ მტაცებელი თევზები, ვერცხლისფერი კარჩხანა იზრდება ძალიან სწრაფად, პირველ 2-3 წელიწადში ზოგიერთმა ინდივიდებმა შეიძლება 30 სმ. კი მიაღწიოს. ვერცხლისფერისგან განსხვავებით ოქროსფერ კარჩხანას ამ ზომამდე მისახწევათ 5 წელიწადზე მეტი სჭირდება. დაფიქსირებულია კარჩხანას მაქსიმალური წონაც 3,2 კგ. სიგრძე 50 სმ. ისე კი საშუალოდ 200 გრამიანი თევზები გვხვდება.  კარჩხანას საშუალო ცხოვრების ასაკი 15 წელია.

     

 

კარჩხანა იკვებება ძირითადად პლანქტონით რომელსაც იწოვს წყალთან ერთად და ფილტრავს ლაყუჩებით. იგი საოცრად კარგათ გრძნობს თავს პატარა ტბებშიც, რომლებიც წყალმცენარებით არის ამოვსებული, განსხვავებით სხვა თევზებისაგან მას ხომ მინიმალური ჟანგაბდიც აკმაყოფილებს. მის კვების რაციონში შედის ყველა წყალში  მობინადრე ცოცხალი ორგანიზმები: კიბოსნაირები, წურბელები, კოღოს მატლები, და სხვადა სხვა წყალმცენარეები. ამ საკვებს  ეს თევზი უფრო ხშირად  ფსკერზე არსებული შლამის, ლაყუჩებში გაფილტვრის საშუალებით  იღებს.

           კარჩხანა ქვირითობას იწყებს გაზაფხულზე, მაისის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე,  რასაც თბილი ამინდები და  წყლის გათბობა განაპირობებს. დედალი ქვირითს წყალმცენარეებზე და  წყალში ჩაძირულ სხვადსხვა ნივთებზე დებს, წყალმარჩხ ადგილებში.ერთ კვირაში ქვირითიდან ლიფსიტები იჩეკებიან, რომლებიც ქვირითში არსებული ნივთიერებით იკვებებიან  2-3 დღე.

     

     კარჩხანაზე თევზაობა

 

          კარჩხანაზე თევზაობა საკმად აზარტულია და კარგი გასართობია (განსაკუთრებით მოყვარული და დამწყები მეთევზეებისთვის). იგი ბინადრობს  ბევრგან და ზოგჯერ საკმაოდ მოზრდილი ეგზემპლარებიც გვხვდება მაგ. წალკაში.  500 გრამიანი კარჩხანა ღირსეული მოწინააღმდეგე ხდება ყველა მეთევზისათვის.                                                                                    კარჩხანა მკვეთრად რეაგირებს წყლის და ტემპერატურის ცვალებადობაზე და ამინდის შეცვლამ შეიძლება საერთოდ შეწყვიტოს თევზის კენკვა. იგი ძალიან ფრთხილი თევზია და მოძრაობენ ერთად,  ჯგუფებად, სადაც ერთი ზომის ინდივიდები არიან გაერთიანებული. ამიტომ თევზაობისას ნაპირზე ძალიან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ.                                                  

         ტივტივით  კარჩხანის ჭერა ხდება ძირითადად ფსკერთან ახლოს. თუმცა წყლის ზედა ფენებშიც შეიძლება მოხდეს ჩაკვრა. თბილ ამინდში,  ზოგჯერ წყლის ზედაპირზე დავარდნილ მწერებასაც მიირთმევს.

       კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი; კარჩხანას ახასიათებს ცვალებადი კენკვა: ერთ დღეს შეიძლება უხეშად აწყობილ  სათევზაო აღჭურვილობაზეც კი აოცრად კარგათ „იღებდეს“, ხოლო მეორე დღეს  თანამედროვე, უახლესი მიღწევებით აღჭურვილ მონტაჟზს გაუკეთოს სრული იგნორირება.

 

   ვერ ვიტყვით რომ კარჩხანაზე თევზაობას რაიმე განსაკუთრებული ანკესის მონტაჟი სჭირდება. თუმცა უდიერი დამოკიდებულება აქაც მიუღებელია.  მთვარი ყურადღება უნდა მიექცეს  აღჭურვილობის მგრძნობელობას. რაც უფრო მგრძნობიარე იქნება ჯოხი ძუა და ტივტივა, მით უფრო მეტია შანსი თევზის დაჭერის და რაღა თქმა უნდა სიამოვნებასაც უფრო მეტს მიიღებთ. ქვემოთ მოყვანილი სურათი მშვენივრად ასახავს ტივტივით სპორტულ მონტაჟს: სურათი № 1.

 

 

 

 

 

 

 

სპორტული ტივტივა:  სურათი№ 1.   1. ანტენა;  2. ძირათიდი ძუის გამტარი რგოლი. 3. ტივტივის ტანი  4. კილი  5. კემბრიკი  6. ძირითადი ძუა  7.სიმძიმე  8.რეზინის  საჩერი. (პადპასოკ)  10.ნემსკავი

          ასეთი ტივტივით შესაძლებელია აღჭურვოთ მაგალითად მოსაქნევი ანკესის ჯოხი ეს გახლავთ ე.წ. ყრუ მონტაჟი, რომელიც ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მატჩით  და ბოლონიური ანკესით თევზაობის დროს. მაგ. ძუა კვეთით 0.18 და  სადავე 0.15-0.12,  ასევე,  ზემოთ მოყვანილი ტივტივის მონტაჟი  საოცრად გასიამოვნებთ კარჩხანაზე თევზაობის დროს. თევზისთვის სატყუარის მიწოდება ხდება ბუნებრივად და ისიც არ უფრთხის ასეთ აღჭურვილობას.        აღნიშნული  მონტაჟი, განსაკუთრებით ტივტივა, კარგია უქარო ამინდში. მაგრამ ქარში სასურველია გამოიყენოთ ტივტივა რომელსაც სიმძიმის ცენტრი ქვედა ნაწილში აქვს გადანაცვლებული. სურათი № 2;

 

ტივტივა ქარიან ამინდში;

 1.ანტენა;  2.  ძირათადი ძუის გამტარი რგოლი;   3. ტივტივის ტანი;  4. კილი  5. კემბრიკი.              

                ამდაგვარი ტივტივები სკმაოდ მყარად დგანან წყალში და ქარის ან ტალღის დროს შედარებით კომფორტულს გახდიან თევზაობას.

                რაც შეეხება ტივტივის ტვირთამწეობას აქ ღირს ექსპერიმენტების ჩატარება, თუმცა უფრო ხშირად მეთევზეები 0.5- 2.0 გრამამდე ტივტივებს იყენებენ.

                სატყუარად შეიძლება იხმაროთ ნაკელის ჭია, ხორცის ბუზის მატლი (თეთრი ჭია), პური, კოღოს მატლი (რუსულად мотыль). კარგ შედეგს იძლევა მოზელილი ცომიც, რომელიც სხვასხვა არამოტიზატორებით შეიძლება იყოს გაჯერებული. სატყუარა იმდენად დიდ როლს თამაშობს, რომ აქ შეცდომის დაშვება გამორიცხულია. ყოველთვის თან უნდა გქონდეთ 3-4 სხვადასხვა სატყუარა, წინააღმდეგ შემთხვეში შეიძლება შედეგი ვერ მიიღოთ.

                კარჩხანაზე თევზაობის  ტაქტიკა მარტივია. საჭიროა შევარჩიოთ 3-4 ადგილი სადაც ვაპირებთ  თევზაობას. გაზაფხულზე ეს არის წყალსატევის შედარებით წყალმარჩხი ადგილები, რომლებსაც მზე შედარებით  კარგათ  ათბობს. ზაფხულში - ფანჯრები წყალმცენარეებს შორის, ასევე საძღვარზე სუფთა წყალს და  ლელქაშს შორის. აღნიშნული ადგილები უნდა დაიკვებოს. და დაიწყოს დატესტვა.

 

                 რითი დავკვებოთ? უნივერსალური პასუხი არ არსებობს. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.  თუ წალსატევში წვრილი თევზიც ბინადრობს, მაშინ უპირატესად მსხვილი დასაკვები ფრაქცია უნდა გამოვიყენოთ.

 

 

       ასევე კარგ შედეგს იძლევა ნაკელის ჭიის დაქუცმაცება და სხვადსხვა საკვებში მისი გადარევა. 

        ერთს კი გირჩევთ, დაკვებავთ ჭიით,  სატყუარად ჭია იხმარეთ, დაკვებავთ მატლით, სატყუარად მატლი იხმარეთ. თუმცა სხვადასხვა  საკვების კომბინირებაც ზოგჯერ დადებით შედეგს იძლევა.

 

 

    სატყუარა თევზმა შეიძლება სხვადასხვანაირად აიღოს. შესაძლებელია ტივტივა ზემოთ ამოტანოს და დააწვინოს წყლის ზედაპირზე, მე მქონია შემთხვევები როდესაც საერთოდ ნიშანიც არ ყოფილა ტივტივაზე შეხების, უბრალოდ ამომიწევია და  თევზი მჯდარა, მოკლედ  ყველა სწალსატევს თავის სპეციფიკა გააჩნია.

                 არსებობს მოსაზრება, რომ დიდი კარჩხანა ნაპირთან ახლოს არ იჭირება.  ეს სადავო საკითხია, , მაგრამ თქვენ შეგიძლიათ  მოსინჯოთ მაგალითად მძიმე ვაგლერი და შორს ითევზაოთ ნაპირიდან. საერთოდ დაიმახსოვრეთ ექსპერიმენტების ჩატარება კარჩხანაზე თევზაობის დროს , ხშირად კარგ შედეგებს იძლევა.

                 წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.

 

                                                                          პატივისცემით: გიგა ამაშუკელი

 

ძალიან საინტერესოდ,მარტივად და გასაგებადაა დაწერილი 


  • krixula likes this





მიმაგრებული თეგები: კარჩხანა, ტივტივა