Jump to content


ფოტო

ტივტივით თევზაობის დროს საჭირო სათევზაო ნივთები

ტივტივა სტრატეგია ნივთები

  • Please log in to reply
27 პასუხი ამ თემაზე

#1 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 30 01 2014 - 14:16

 

  ტივტივით თევზაობის დროს  საჭირო სათევზაო ნივთები.

 

       ამ სტატიაში  მინდა მოგითხროთ და გირჩიოთ თუ რა ნივთები უნდა გქონდეთ თან,  ტიტვტივით,  თევზაობის დროს.  სათევზაოდ გასვლა ორ ძირითად მიზანს ემსახურება, ერთი რომ თევზი დაიჭიროთ და მეორე, მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ ამ არაჩვეულებრივი დასვენების საშუალებით. აქედან გამომდინარე მეთევზის ზურგჩანთა აღჭურვილი უნდა იყოს ყველა საჭირო ნივთიდ, რომელიც სასიამოვნოს გახდის თქვეს თევზაობას და  წყლის პირას არ მოგიწევთ მეზობელი მეთევზეების შეწუხება სხვადასხვა შექმნილი პრობლემების გამო.  ჩემთანაც მოსულა მეთევზე და უთხოვია ხან ჭია, ხან ნესკავი და ა.შ. უფრო ახალგაზრდობაში, მეც ჩამიდენია ანლოგიური ქმედება მაგრამ დროთა განმავლობაში გადავწყვიტე, რომ მსგავს ქცევას ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს და გარკვევით ჩამოვაყალიბე იმ სათევზაო აღჭურვილობის სია, რომელიც ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს სპორცმენ თუ მოყვარულ მეთევზეს.

   

Novice To font B match B font absolutely 5 meters hand font B pole B font

          ანკესის ჯოხებს ამ სტატიაში არ შევეხები, ვინაიდან ეს თემა სხვაგან არის საკმაოდ დეტალურად განხილული, ამიტომ უფრო სხვა, ერთი შეხადვით მეორე ხარისხოვან ნივთებზე გადავალ, თუმცა თევზაობის დროს მეორე ხარისხოვანი ნივთი არ არსებობს და ამაში ყველა გამოცდილი მეთევზე დამეთანხმება.   

         

           მაშ დავიწყოთ:        

 

          პირველ რიგში თქვენ დაგჭირდებათ სათევზაო ყუთი. ეს გახლავთ მეთევზის აუცილებელი ატრიბუტი, რომელშიც მოათავსებთ ყველა საჭირო ნივთს. ყუთები მრავალგვარია; ზომის და ფორმის მიხედვით. ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია თუ როგორს აირჩევთ.

 

7040 B
7282

 

 

  

 

 

   

       აუცილებლად დაგჭირდებათ ანკესის ჯოხებისთვის ან ჩიხოლი ან ტუბუსი, რათა გადაადგილების  დროს, თუნდაც მანქანაში, შემთხვევით  არ დაგიზიანდეთ ძვირფასი ანკესის ჯოხები .

 

salmo 1958 145 580x580
salmo 5901 145 580x580

       ასევე უნდა იზრუნოთ ანკესის დასადებ ჯოხებზე. ესენი მრავლად მოიპოვება ქართულ ბაზარზე და რაც მთავარია ყველა ფასის, ფორმის და ზომის შეიძლება ნახოთ. თუ მაინც და მაინც გაჭირვებაა მდინარის თუ ტბის პირასაც იპოვის კაცი ჯოხის დასადებს.

 

PoleRests

        თანამედროვე თევზაობა წარმოუდგენელია თევზის დაკვების გარეშე. აუცილებლად იქონიეთ სპეციალური ვარცლი, რომელშიც მომზადებთ დასაკვებ მასას. ისინი სხვადასხვა ზომის და ფორმის არსებობს, მათ შორის ნაჭრის, დასაკეცი და პლასტმასის. ასე რომ არჩევანი დიდია. არ დაგავიწყდეთ თვითონ საკვების ყიდვაც. 

 

vedro dlya prikormki Sensas Bucket 17l 06031
08828176
full 49d5042ab44cf595249c470b75abf774

შემდეგი რაც დაგჭირდებათ ეს არის სკამი. ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი არ ჩევანია და თქვენი გადასაწყვეტია როგორს აირჩევთ. ერთი კი მინდა გირჩიოთ: გაითვალისწინეთ თქვენი წონა,  ისე რომ სკამმა უნდა გაგიძლოთ რამოდენიმე საათი და თავიც ამ სკამზე კომფორტულად იგრძნოთ.

5393488 1

     სათავსურა და ჩოგანბადე. ეს ორივე უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია და მის გარეშე სათევზაოდ წასვლა დაუშვებელია. მათ მნიშვნელოაბაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. შეარჩიეთ თქვენთვიშ მოსახერხებელი სიგრძის ჩოგანბადე, მინიმუმ 2 მეტრი და სათავსურა, იგივე ოჩხი, .მინიმუმ 3 მეტრი.

 

T1reNKXAXXXXXXXXXX !!0 item Pic
13639477256357

 

      ნემსკავები. პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ თუ რომელ  და რა ზომის თევზზე მოგიწევთ თევზაობა. ასევე რა სატყუარათი გინდათ თევზის მოპოვება და ამის მიხედვით შეარჩიოთ  ნემსკავები.  ეს რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ისე კი ეცადეთ თან იქონიოთ ყველა ზომის თუ ფორმის ნემსკავები, მითუმეტეს თუ უცნობ წყასატევზე მიდიხართ და არ იცით რომელ თევზზე მოგიწევთ თევზაობა.  აქვე გირჩევთ: ეცადეთ სახლში დაამზადოთ სადავეები, სხვადასხვა ზომის ნემსკავებით. რაც შეეხება კონკრეტულად რომელ თევზზე რა ზომის, ფირმის  და ფორმის ნემსკავია საჭირო, ეს უკვე პროფესიონალური თემის საგანია და ყველა სპორცმენს თავისი მიდგომა გააჩნია. დროთა განმავლობაში ყველას უყალიბდება საკუთარი შეხედულება და დამწყებ მეთევზეებსაც ნელ-ნელა  ჩამოუყალიბდებათ თავიანთი აზრი.

Fish hooks

          არ დაგავიწყდეთ ნესკავების შესანახი სპეციალური ყუთები, რომლებიც ფართო სპექტრით არიან წარმოდგენილი ჩვენს სათევზაო მაღაზიებში.

bpic 201007 hl239b

               ძუა. მე გირჩევთ მონოფილი დააყენოთ და აი რატომ: ამ ტიპის ძუას გააჩნია კარგი წელვადობა, რაც ტივტივით თევევზაობის დროს აუცილებელი მომენტია,  მითუმეტეს თუ ახლო დისტანციაზე გიწევთ თევზჭერა. ძუამ  გარკვეულ წილად უნდა „ჩააქროს“ დიდი თევზის მძლავრი გაკვრები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თევზი გაგვექცეს. არ დაგავიწყდეთ, რომ სადავე, ორი მეათედით, კვეთით ნაკლები მაინც უნდა იყოს ძირითად ძუაზე. მაგ. თუ ძირითადი ძუა 0.20 გიყენიათ, სადავედ 0.18 მეტი არ უნდა იხმაროთ. სადავეც ყიდვის დროს  

Match

წელვადობაზე შეამოწმეთ. მასაც უნდა ჰქონდეს ეს თვისება და უნდა იყოს რბილი (არა ხისტი). კიდევ გავიმეორებ: სადავეები გაამზადეთ სახლში, სხვადასხვა სიგრძის და სხვადასხვა ზომის ნესკავებით აღჭურვილი, ვინაიდან თევზაობის დროს მარტივად და სწრაფად შეცვლით მას იმის და მიხედვით, თუ რა ზომის და რომელი სახეობის  თევზი წამოვა. სულ რომ ერთი ზომის თევზი მოდიოდეს, სადავე, გარკვეული დროის შედგომ მაინც შესაცველი გაგიხდებათ. ასე რომ მოიმარაგეთ გამზადებული სადავეები, რომლებიც სპეციალური ყუთით  უნდა ატაროთ.

        

72219povodochnica expert traper 17267

    საჩერი. იგივე სტოპერი. ესეც მნიშვნელოვამი ელემენტია და სრიალა ტივტივის დროს ასრულებს ძუაზე მის შეჩერების ფუნქციას, ჩვენთვის განსაზღვრულ სიღრმეზე. ეცადეთ შეარჩიოთ იმ ზომის სტოპერი, რომ გადაგდების დროს აკესის გამტარ რგოლებში თავისუფლად ეტეოდეს.

93 1

   სიმძიმე. თივტივით ტევზაობის დროს ყოველთვის თან უნდა გქონდეთ სიმძიმეთა ნაკრები. განსაკუთრებით მძიმე ტყვიები თქვენ არ დაგჭირდებათ საკმარისია თან იქონიოთ სპეციალური მრგვალი ტყვიების ნაკრები რომლებიც ნახევრად არის ჩაჭრილი და ამით დაამძიმოთ თქვენი ტივტივა. მათი მოხსნა დამაგრება სწრაფად ხდება და არ დაგეკარგებათ ძვირფასი დრო. როგორც ხედავთ სურათზე, კოლოფზე მითითებულია ბურთულების წონები ეს დაგეხმარებათ ზუსტად შეუსაბამოთ წონა თქვენს ტივტივას.

 

52

    ტივტივა. თან ყოველთვის იქონიეთ სხვადასხვა  ტივტივების  რაოდენობა. რომლებიც ფორმით, ზომით, ფერით და სხვა პარამეტრებით იქნებიან ერთმანეთისგან განსხვავებული. ეს პირობითად, რა თქმა უნდა, ვინაიდან თუ მატჩის ანკესით მიდიხართ სათევზაოთ, მაშინ ვაგლერები დაგჭირდებათ, ხოლო თუ მოსაქნევი ანკესით - სტიკი. მაგრამ მე მაინც ვცდილობ თან მქონდეს ყველანაირი ტივტივა რა იცი რა ხდებას პრინციპით, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა და მხოლოდ დამწყებებს ეხებათ.

 

1337548332 poplavki dlya lovli karasya
poplmatc

          დანა. აუცილებელი ატრიბუტია და მე პირადად ბევრ რამეში გამომდგომია. სასურველია მრავალ ფუნქციურ დანებზე შეაჩეროთ არჩევანი და დამიჯერეთ კარგი დანა ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ არამარტო თევზაობის დროს.

 

944decb6ff6b

 

     პატარა მაკრატელი. ეს ძალიან მოსახერხებელი ნივთია, თუნდაც ძუის გადასაჭრელად. სხვას რომ თავი დავნებოთ, არ მოგიწევთ ძუის კბილებით გაწყვეტა. ამ ნივთსაც იშოვით სათევზაო მაღაზიებში.

4832b

      მარწუხი. ეს გახლავთ სპეციალური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც თქვენ მოხსნით და მოუჭერთ სიმძიმის ბურთულებს ძუაზე, ისე რომ მას არ დააზიანებთ. დამიჯერეთ ტივტივით მოთევზავევესთვის შეუცვლელი ნივთია.

 

gvorpe1372823545466

       ბრტყელტუჩა. ამ ნივთს მრავალგვარი გამოყენება შეიძლება მოუძებნოთ. ერთს გეტყვით მაგალითად. ვთქვათ ნემსკავი ტანსაცმელზე გამოგედოთ, რაც ხდება ხოლმე. ასეთ შემთხვევაში ნუ ეცდებით ნესკავის უკან გამოძრობას და თუ ამას მოახერხებთ, რაც სკმაოდ ძნელია, აუცილებლად გააფუჭებთ ჩასაცმელს. ამას ჯობია სადავე გაწყვიტოთ,  ბრტყელტუჩა   მოკიდოთ ნესკავის წვერს და  საპირისპირო მიმართულებით, ფრთხილად ამოაძროთ.  ეცადეთ რომ ეს ინსტრუმენტი პატარა და კომპაქტური იყოს რათა დიდი ადგილი არ დაიჭიროს თქვენს ჩანთაში.

Neo 10211735

        ექსტრაქტორი. ამ ნივთის გარეშე, თევზის პირიდან, ფაქტიურად შეუძლებელია ღრმად გადაყლაპული ნემსკავის ამოღება.

ekstraktor2

         რაიმე ნაჭერი ან პატარა ხელსახოცი. აუცილებლად დაგჭირდებათ  მოსაჩვევის დამზადების შემდეგ და თევზის დაჭერის შემგომ ხელის გასაწმენდათ, რომელიც ყოველი თევზაობის დამთავრების შემეგ უნდა გარეცხოთ.

           დაგჭირდებათ ასევე სპეციალური მარკერი სასურველია ორი ფერის. მათი საშუალებით ხდება ძუაზე ნიშნულების დატანა რათა ერთი და იგივე, მონიშნულ და დაკვებილ  ადგილას მოვახდინოთ  ტივტივის ჩაგდება.

7181930 Marker dlya leski Sensas Marker

          რადგან ტერმინი დაკვება ვახსენეთ, არ შეიძლება არ შეგახსენოთ, რომ დასაკვებათ, განსაკუთრებით შორ მანძილზე, აუცილებლად დაგჭირდებათ შურდული. ეს გახლავთ სპეციალური შურდულები, რომელსაც პროფესიონალი მეთევზეები ყველა გადეგდების შემდეგ და უფრო ხშირადაც აქტიურად იყენებენ. ფაქტიურად გამუდმებით კვებავენ თევზს. 

       

club fish.ru 136 (2)

   პოლარიზებული სათვალე. მე პირადად მიჭირს ამ ტიპის სათვალის გარეშე თევზაობა. პოლარიზებული ორგანული მინა საშუალებას გაძლევთ ბევრად კარგათ დაინახოთ ტივტივა, ვინაიდან ის მშვენივრად სპობს წყალზე არსებულ ბლიკებს. სათვალეები გამოდის სხვადსხვა ფასის ( ხარისხის მიხედვით), და შეფერილობის შუშით.  ეს უკვე ინდივიდუალური მომენტია თუ რომელს აირჩევთ. ზოგი საერთოდ ვერ ხმარობს სათვალეს. მე მაინც გირჩევთ მოყვითალო ტონით შეფერილ სათვალეს.

 

64092

         დანრჩენი ნივთები როგორიც არის მაგალითად ფანარი, უმჯობესია შუბლზე გასაკეთებელი, სამედიცინო პირველადი დახმარების ნაკრები, პატარა სასწორი, უბრალოდ სასურველია, რომ მაინც გქონდეთ ჩანთაში. და საერთოდ ყოველთვის წაიღეთ თან ის ნივთი რომელსაც თქვენ ჩათვლით საჭიროთ, ვინაიდან თევზაობა იმდენად სასიამოვნო დასვენებაა, რომ ამა თუ იმ ნივთის არ ქონით, არ უნდა გაიფუჭოდ გუნება- განწყობა,  თუმცა ეცადეთ არ გადატვირთოთ თქვენი ჩანთა. არ დაგავიწყდეთ, ზოგჯერ მანქანით ვერ ახერხებთ ზედ წყლის ნაპირას მისვლას და გიწევთ საკმად სოლიდური მანძილის გავლა.

          ამ სტატიაში ჩამოთვლილია ის ნივთები რომლებიც მართლაც კარგ სამსახურს გაგიწევთ თევზაობის დროს და არა ააქვს მნიშვნელობა თქვენ სპორცმენი ხართ თუ მოყვარული. უბრალოდ, ძვირფას დროს აღარ დაკარგავთ სვადასხვა საჭირო ნივთების ძიებაში.

        წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.

                  

                           პატივისცემით:                 გიგა ამაშუკელი



#2 mate_g

mate_g

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

პოსტი დაწერილია 30 03 2014 - 20:35

ნამდვილად კარგი სტატიაა. პოლარიზებული სათვალე ჩემი აზრით ტივტივისტის "განუყრელი მეგობარია". ვერსად ვერ ვნახე ისეთი ესტრაქტორი რომელსაც მეორე მხარეს კვანძის გამხსნელი წვერი ექნება. გიგა მარწუხი სად იყიდება თბილისში? 


  • giga65 likes this

#3 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 31 03 2014 - 08:24

ნამდვილად კარგი სტატიაა. პოლარიზებული სათვალე ჩემი აზრით ტივტივისტის "განუყრელი მეგობარია". ვერსად ვერ ვნახე ისეთი ესტრაქტორი რომელსაც მეორე მხარეს კვანძის გამხსნელი წვერი ექნება. გიგა მარწუხი სად იყიდება თბილისში? 

          

              საუბედუროდ ჯერ  ვერსად ვერ ვნახე... არა და მეთად საჭირო ნივთია! იქნებ ბიძინას ვთხოვოთ და ჩამოიტანოს! ისე ამაზონიდანაც ან სხვა სათევზაო საიტებიდანაც შეიძლება გამოწერა



#4 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 31 03 2014 - 09:33

ერთი საინტერესო და ჩემის აზრით საჭირო ნივთი შევიძინე შაბათს ბიძოსთან, ტივტივით თევზაობისას სიმძიმის ძუიდან მოსახსნელი ფასი 3 ლარი.


  • giga65, don04, ვანო მეხრიშვილი -ს და 2 სხვებს მოგეწონათ ეს

#5 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 31 03 2014 - 09:34

ნამდვილად კარგი სტატიაა. პოლარიზებული სათვალე ჩემი აზრით ტივტივისტის "განუყრელი მეგობარია". ვერსად ვერ ვნახე ისეთი ესტრაქტორი რომელსაც მეორე მხარეს კვანძის გამხსნელი წვერი ექნება. გიგა მარწუხი სად იყიდება თბილისში? 

 

ისეთი ექსტრაქტორი ,რომელსაც მეორე მხარეს არა ,მაგრამ შუაში აქვს კვანძის გამხსნელი მახათი  იყიდება ექსტრიმის მაღაზიაში (დინამოს წინ) ,მანდ ქონდათ ერთი ცალი ,მაგრამ პატარა თევზის ექსტრაქტორი არაა.


  • mate_g likes this

#6 გიგლია

გიგლია
  • Members
  • 1 posts

პოსტი დაწერილია 12 08 2014 - 16:51

ტუბუსად მანფროტტოს  კამერის შტატივის ტუბუსს ვხმარობ, მაგარი აღმოჩნდა, 3 ჯოხი თავისუფლად ჩადის და შიდა ჯიბეებიც აქვს ...


  • Dentist likes this

#7 gioo

gioo

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 42 posts

პოსტი დაწერილია 12 10 2014 - 14:42

ტივტივაზე ნახევარ კილოიანი თევზის დასაჭერად  როგორი ძუაა საჭირო?



#8 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 10 2014 - 22:20

 0,2--სავსებით საკმარისია---0,18-იც შეიძლება 



#9 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 10 2014 - 00:02

 0,2--სავსებით საკმარისია---0,18-იც შეიძლება 

ძირითადი თუ სადავე?



#10 mate_g

mate_g

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

პოსტი დაწერილია 13 10 2014 - 18:24

სავარაუდოდ ძირითად ძუაზეა საუბარი, თმცა ამ შემთხვევაში ჯოხის და კოჭის მუშაობაა ძაან მნიშვნელოვანი "პოლისჯოხით" დიდი ალბათობით გაიქცევა თევზი. კარგი ინვენტარის პირობებში 0,12 იც საკმარისია ნახევარ კილოიანისთვის. 0,14 იანით ხშირად დამიჭერია მაგ ზომის თევზი.
რადგან gio100-ის კითხვა იყო როგორი ძუაა საჭიროო, მგონი მარტო დიამეტრი არ აინტერესებს. ტივტივაზე საერთოდ არა რეკომენდირებული წნული ძუის გამოყენება მონოფილი უფრო მისღებია. უფრო კონკრეტიზაციისთვის დაწერე როგორი ადგილისთვის გინდა და ვეცდებით გიპასუხოთ. ასევე გააჩნია ტივტივასაც თუ ტივტივა მძიმეა, (მით უფრო თუ მოძრავი მონტაჟი, ეწ სლაიდერი გაქვს აწყობილი) ანუ ჭერის პირობები შორ დისტანციაზე სტყორცნას მოითხოვს მაშინ ძუის განსაკუთრებული დაწვრილება არაა რეკომენდირებული ან უნდა გამოიყენო შოკლიდერი.



#11 gioo

gioo

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 42 posts

პოსტი დაწერილია 16 10 2014 - 14:29

ძირითადი თუ სადავე?

ძირითადი



#12 gioo

gioo

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 42 posts

პოსტი დაწერილია 16 10 2014 - 14:29

სავარაუდოდ ძირითად ძუაზეა საუბარი, თმცა ამ შემთხვევაში ჯოხის და კოჭის მუშაობაა ძაან მნიშვნელოვანი "პოლისჯოხით" დიდი ალბათობით გაიქცევა თევზი. კარგი ინვენტარის პირობებში 0,12 იც საკმარისია ნახევარ კილოიანისთვის. 0,14 იანით ხშირად დამიჭერია მაგ ზომის თევზი.
რადგან gio100-ის კითხვა იყო როგორი ძუაა საჭიროო, მგონი მარტო დიამეტრი არ აინტერესებს. ტივტივაზე საერთოდ არა რეკომენდირებული წნული ძუის გამოყენება მონოფილი უფრო მისღებია. უფრო კონკრეტიზაციისთვის დაწერე როგორი ადგილისთვის გინდა და ვეცდებით გიპასუხოთ. ასევე გააჩნია ტივტივასაც თუ ტივტივა მძიმეა, (მით უფრო თუ მოძრავი მონტაჟი, ეწ სლაიდერი გაქვს აწყობილი) ანუ ჭერის პირობები შორ დისტანციაზე სტყორცნას მოითხოვს მაშინ ძუის განსაკუთრებული დაწვრილება არაა რეკომენდირებული ან უნდა გამოიყენო შოკლიდერი.

მადლობა



#13 miga

miga

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 50 posts

პოსტი დაწერილია 02 03 2015 - 00:18

მშვენიერი პოსტია.

თქვენს სიას დავამატები მზისგან დამცავ ქოლგას ან ტენტს.


  • giga65 likes this

#14 achiko

achiko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 359 posts

პოსტი დაწერილია 29 04 2015 - 16:23

სასარგებლო და საინტერესო სტატიაა დიდი მადლობა ავტორს



#15 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 30 04 2015 - 09:39

მეგობრებო ყველას შეგიძლიათ აქ  დაამატოთ თქვენი ნივთები რომელსაც ჩათვლით საჭიროდ! :)  



#16 maisuradze123

maisuradze123

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 15 posts

პოსტი დაწერილია 12 07 2015 - 01:20

რომელ მაღაზიას მირჩევდით მსგავსიი ნივთების საყიდლად ? მისაღები მასფიი რომ იყოს?



#17 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 25 07 2015 - 10:11

რომელ მაღაზიას მირჩევდით მსგავსიი ნივთების საყიდლად ? მისაღები მასფიი რომ იყოს?

          თბილისში ბევრი მაღაზიაა ბიძინასთან მაინც ყველას ჯობია!



#18 riko

riko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 151 posts

პოსტი დაწერილია 20 10 2015 - 20:48

გატარებით თევზაობის დროს რომელი ტივტივა ჯობს დარა წონის?



#19 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1602 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 29 11 2015 - 19:51

გატარებით თევზაობის დროს რომელი ტივტივა ჯობს დარა წონის?

vidy-poplavkov_1.jpg

შეგიძლია ითევზაო ამ სტილის ტივტივებით და კიდევ არის კუსტარულად დამზადებული ტივტივები არის ჩვენს მაღაზიებში 'ხავსის ტივტივას' ეძახიან 



#20 riko

riko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 151 posts

პოსტი დაწერილია 30 11 2015 - 10:16

დიდი მადლობა 







მიმაგრებული თეგები: ტივტივა, სტრატეგია, ნივთები