აბა ვინ გახსნის 2014 წლის სეზონს?
პოსტი დაწერილია 31 01 2014 - 15:56
აბა ვინ გახსნის 2014 წლის სეზონს?
პოსტი დაწერილია 08 02 2014 - 22:58
ყველა ელოდება სითბოს და სეზონის გახსნას.......
პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 00:10
ყოჩაღ ზაზა მშვენიერი ნადავლია და გასაკვირი არც იყო რომ სეზონს პირველები 2014-ს სპინინგისტები გახსნიდით :-) ;-)
პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 00:17
მადლობა ზურა).
პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 00:52
სპინინგმა არც ზაფხული იცის და არც ზამთარი – მუდმივად აქტუალურია
პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 16:49
მეგობრებო, რომელ ტბაზე თუ მდინარეზეც არ უნდა წავიდე სათევზაოდ მაინც აქ უნდა დავწერო, თუ ყველა წყალსაცავს თავისი თემა აქვს და მაგალითად დალის წყალსაცავზე თუ წავალ, დალის თემაში დავწერ, წალკაზე თუ წავალ წალკის თემაში, თუ როგორ ? (გთხოვთ ამიხსნათ )
პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 16:55
დაწერე აქ ამ თემაში--ანუ გასვლებში და პატაკებში
პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 20:57
მეც განვავრცობ მახოს კომენტარს ტბებზე თემები შექმნილია იმ მიზნით, რომ აღვწეროთ მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მოვლენები , მაგალითად დავსვათ კითხვა, მოდის თუ არა იქ თევზი, როგორია წყლის დონე, საერთო სიტუაცია და ა.შ. ასევე შეგვიძლია დავდოთ იქ დაჭერილი თევზის სურათები, საერთო ხედები და მსგავსი მასალა. თუ მეთევზე იქ დაწერს თევზაობის შედეგს, ოფტოპად არ ჩაითვლება, მაგრამ უმჯობესია ეს გააკეთოს პატაკებში, რადგან ფორუმელთა თევზაობის შედეგები მჯობესია ერთ თემაში იყოს, რადგან მომდევნო წლებში ადვილად ვნახოთ, თუ როგორი კენკვა იყო და სად მოდიოდა თევზი მაგალითად შარშან ამა თუ იმ დღეს.
აქვე დავამატებ, რომ პატაკების პარალელურად ფორუმზე შექმნილია განყოფილება "მეთევზის დღიური". აქ ყველას შეუძლია გახსნას საკუთარი თევზაობების დღიური, მაგრამ მოქმედებს მკაცრი წესი – დღიურის მქონე მეთევზე რეგულარულად უნდა თევზაობდეს, და რაც მთავარია, მის მიერ დღიურში დაწერილი პატაკი უნდა იყოს საკმაოდ ვრცელი, მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორი ამინდი იყო, ქარი, ტემპერატურა, რა დისტანციაზე ითევზავა, რა სიღრმეზე, როგორი მონტაჟები გამოიყენა, რა სატყუარა, როგორი ტაქტიკა ჰქონდა დაკვებას და ა.შ. აუცილებელია ფოტოები. ასევე ეს პატაკი უნდა შეიცავდეს დასკვნას ჩატარებული თევზაობის შესახებ. შესაბამისად, ეს მეთევზე მზად უნდა იყოს უპასუხოს ყველა იმ შეკიტხვას, რომელსაც მეთევზეები დაუსვავენ მის თემაში.
მოკლედ საკმაოდ რთული ამოცანაა დღიურის წარმოება. ყველას ამის სურვილი და შესაძლებლობა არ ექნება. თუ დღიური არ დააკმაყოფილებს სათანადო მოთხოვბნებს, ის წაიშლება.
მაგრამ თუ მეთევზე წარმატებით გაუძღვება საკუთარ დღიურს, ის შეუფასებელ ინფორმაციას დააგროვებს დროთა განმავლობაში, დიდ სარგებელს მოუტანს სხვა მეთევზეებსაც. რა თქმა უნდა ასეთი მეთევზეების რეიტინგიც მაღალი იქნება ფორუმზე.
საუკეთესო დღიურები შევა სპორტფიშინგის ისტორიაში და შეინახება როგორც საარქივო მასალა.
პოსტი დაწერილია 11 02 2014 - 22:45
რა ვქნა ახლა მე?აქ დავფოსტო თუ დღიურში?დღიური პირადად მე მჭირდება რათა ვადებს ვადევნო თვალყური,რა დროს რამ და როგორ.რომ რაღაც დასკვნები და დაკვირვებები ვაკეთო ჩემთვის.ამიტომაც აქ უბრალოდ შედეგს მოგახსენებთ გასვლისას,სანამ სეზონი დაგეწყებათ იძღეთ ამით გული).და დღიურში უფრო ვრცლად ავღწერ ჩემთვის რაღაცეებს შემდეგ.
ნოღელა,როგორც კი მივედი,5 წუთი არ იყო გასული პირველივე მოსროლისას ლიფსიტა დაჯდა.
ქარიყლაპიამ ქვირითობა დაიწყო,ვეებერთელა მდედრები ხტუნაობდნენ.ამით დავხურე სეზონი...3 კვირაში გაიხსნება).
პოსტი დაწერილია 15 02 2014 - 00:17
აკი ვთქვი დავხურე სეზონი მეთქი?მევიტყუე
დღევანდელი
პოსტი დაწერილია 15 02 2014 - 15:25
დახურე თუ დაიწყე??
პოსტი დაწერილია 15 02 2014 - 16:53
ავტომატურად გაგრძელდა სეზონი
პოსტი დაწერილია 15 02 2014 - 22:48
დახურე თუ დაიწყე??
ვსიო მახო,დაიხურა თვის ბოლომდე მაინც).დღესაც ვიყავი,ათიოდე 300 გრამიანები დავიჭირე.
ერთმა ოხერმა ქარიყლაპიან ჩემი საყვარელი ვოლკერი შეიწირა საბოლოოდ,მაგარი ამიცრუვდა გული გაგრძელებაზე,ამით დავხურე სეზონი).
პოსტი დაწერილია 16 02 2014 - 16:02
მოგესალმებით მეგობრებო, გუშინ გახლდით ჯანდარის არხზე მეგობრებან ერთად, მტკვრიდან შემავალი არხი კვლავ ცარიელი დამხვდა (საკუთარი თვალით ვნახე !!!), მხოლოდ აზოტიდან მომავალი არხით ივსება ჯანდარის ტბა, ამის მნახველს გამიფუჭდა ხასიათი და არც შევმცდარვარ კენკვაც შესაბამისი იყო, 9 საათიდან 14:00-მდე ვიყავით, შედეგად 4-მა კაცმა დავიჭირეთ 30 ცალამდე ნაფოტა და ფარფლწითელა, ერთიც კარჩხანა მათ შორის, ფოტოების გადაღებაც არ ღირდა, ზომით 15 სმ.-მდე, რომლებიც წამოსვლისას მივუბრუნეთ დედა ბუნებას. აღსანიშნავია იყო ის, რომ ყველა მათგანი დავიჭირეთ ნაკელის წითელ ჭიაზე, თეთრს საერთოდ არც კი მიეკარა და უმრავლესობა მოდიოდა გატარებითი მეთოდით (გადავისროდი დინების საწინააღმდეგოდ, დინება წამოიღებდა ჩემი მიმართულებით და როგორც კი ტივტივა ჩემამდე მოაღწევდა, ჩარტყმა და ზედ იყო). ტემპერატურა ნორმალური იყო + 8, წყალი ცივი, ... მეთევზეები საკმაოდ იყვნენ მთელს პერიმეტრზე, მათაც ჩვენსავით თითოოროლა მსხვილი და უმეტესად მცირე ზომის ყავდათ დაჭერილი, რაც მე შევატყვე შედარებით დიდი ზომის თევზი მოდიოდა ფსკერულზე (ჩვენ ტივტივით ვთევზაობდით). შემდეგ ერთი კარგი საქმეც გავაკეთე, გამოველაპარაკე ჩვენს მეზობლად მოთევზავე ბიჭებს და ვკითხე რაიმე თუ ჰქონდათ გაგონილი მეთოდ-ფიდერის შესახებ, წარმოდგენა არ ჰქონდათ სამწუხაროდ, მოკლედ 15-20 წუთი ვესაუბრე, ვაქე და ვადიდე ფიდერით მიღებული თევზაობის სიამოვნება და შედეგები , ვასწავლე სად და როგორ წაეკითხათ აღნიშნული მეთოდით თევზაობის შესახებ (სხვათაშორის ინტერესი ძლიერი გამოთქვეს) და იმედია ახალი წევრებიც შეგვემატებიან ...
პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 19:35
დღეს გადავწყვიტეთ ლაკბის წყალსაწავი დაგვეზვერა, წავედით შუაღის 3 საათზე, სამწუხაროდ კარგად გაყინულია კვლავ, მაგრამ გულმა არ მოგვითმინა : ნაპირთან ახლოს ამოვამტვრიეთ ყინული და ჩავუჯექით ერთი ამსახველი ფოტოც მოვასწარი
ცოტა დავკვებეთ : თევზის საჭმელი "სალმო" დაღერღილი სიმინდი, კოპტონის ფხვნილი, რძის ფხვნილი, ვანილი ... 15 წუთში დაიწყო ჩარტყმებიც, რამაც გაგვახალისა, მაგრამ სამწუხაროდ დაჭერით ვერაფერი დავიჭირეთ ... მგონი მანდ ჯერ ადრე, ალბათ ასე მარტის დასაწყისისთვის აიღებს ყინულს და აუცილებლად მინდა ფიდერით ვცადო, თენამგზავრიც გამოცდილი ფიდერის სპეციალისტი მყავს
იმედია არ გადააიფიქრა.
პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 21:59
ჰოდა,ქე წავედით დღესაც ამ თხლეშა წვიმაში ჩვენც სათევზაოთ.იქ ამბავი იყო დედა შვილს ვერ აიყვანსო რაა.
მეორე ვოლკერი ნაგლად ამახია თევზმა,სადავე ტროსი გაწყვიტა.გავგიჟდი!
მერე ჩემმა მეგობარმა ირაკლიმ აი ეს მონსტრი მოინადირა.რომელმაც მეგაბასის ვოლკერზე კავი მოაწყვიტა!
ესეც მეორე,სალმო სლაიდერზე.სულ ათიოდე დავიჭირეთ.სუყველა გაუშვით.
პოსტი დაწერილია 19 02 2014 - 13:45
საღოლ, კარგად გისიამოვნია
პოსტი დაწერილია 19 02 2014 - 16:20
სპინინგის ყიდვაღა მაკლდა რა და ვობლერების და პოპერების ეჰ