Jump to content


ფოტო

მოსაქნევი ანკესის ჯოხი

მოსაქნევი მახი

  • Please log in to reply
95 პასუხი ამ თემაზე

#1 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 26 01 2014 - 20:43

                          მოსაქნევი ანკესის ჯოხი

 

           მოსაქნევი ანკესი, არის ტელესკოპური სათევზაო ჯოხი. იგი უნიკალური იმ მხრივ, რომ მას არ გააჩნია არც გამტარი რგოლები და არც კოჭა უყენდება. ეს ანკესი შეიძლება იყოს  სხვადასხვა სიგრძის და სხვადასხვა მასალით დამზადებული.

 

8ca07ee1774bff08a65106437b27ceaf

        თანამედროვე მოსაქნევი ანკესი ჯოხებმა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სერიოზული წინსვლა განიცადეს. მათ დასამზადებლად უკვე იყენებენ კარბონს, რომელიც დღეს ყველაზე მსუბუქ მასალად ითვლება. ასე მაგალითად ეს იაპონური ჯოხი 6.3 მეტრია და იწონის მხოლოდ 241 გრამს.

Pole A5 58 2 6312

 

          ამ სიგრძის და ასეთი წონის ჯოხი, არაჩვეულებრივ სიამოვნებას მოგანიჭებთ თევზაობის დროს. პრაქტიკულად შეიძლება მთელი დღე დაუღლელად  გეჭიროთ ხელში. ერთი  „ცუდი” მომენტია; რაც უფრო მაღალი ხარისხის გარაფიტია ნახმარი, მით უფრო მსუბუქია ჯოხი, მაგრამ ფასიც უფრო მაღალია! მიუხედავად ამისა, მე მაინც ყველას ვურჩევ შეიძინოს მაღალი კლასის ჯოხი, იმდენად დიდია შემდგომ  ხმარების დროს მიღებული სიამოვნება.

          ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე ფაქტორი, კერძოთ,  ეცადეთ შეარჩიოთ გრძელ მუხლიანი ჯოხი, ვინაიდან რაც უფრო მეტია მუხლების რაოდენობა, მით მეტია აქვს ჯოხს წონა და წყობაც ასეთ დროს უარესია. ასევე დააკვირდით ჯოხის სულ ქვედა მუხლს ის უნდა იყოს რაც შეიძლება  წვრილი  ე.ი.   უფრო ხარისხიანია და მსუბუქი. ასევე ნუ შეგეშინდებათ წვრილი  წვერის, ის ადვილად არ ტყდება და თევზის გამოყვანის დროს მნივნელოვნად ამუხრუჭებს მის გაკვრებს, აგრეთვე საშუალებას მოგცემთ შორს გადააგდოთ მსუბუქი ტივტივა. მოკლედ ჯოხი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს და მუხლები უნდა ჰქონდეს გრძელი.

         ბევრი მეთევზე თავის მოსქნევ ჯოხს  უყენებს სპეციალურ ამორტიზატორს, რომელიც საშუალებას აძლევს შედარებით წვრილი ძუით გამოიყვანოს დიდი თევზები. ასეთ დროს, რიგ შემთხევაში, საჭიროა მუხლის დამოკლება, რაც ანკესს  ხდის  უფრო ხისტს, ეს კი, თავის მხრივ, ართულებს  მსუბუქი ტივტივის მონტაჟის შორს გადაგდებას. ამიტომ,  მე არ გირჩევთ, განსაკუთრებით ახალბედა მეთევზეებს, ამორტიზატორის დაყენებას.

         ძირითადი ძუა მოსაქნევ ჯოხზე მაგრდება პლასტიკური კონექტორის საშუალებით, რომელიც შიდა დიამეტრის ზოით უნდა მიესადაგებოდეს ჯოხის წვერის დიამეტრს.

376 club fish.ru
20111107132104
 

 

      

 

კონექტორი სუპერ წებოთი უნდა დაწეპდეს და  აუცილებლად დაელოდეთ მის გაშრობას.  ძუას რომელსაც ჩამოაცმევთ, ეცადეთ საიმედო მარყუჟი გაუკეთოთ.

                  ასევე შეიძლება შეგვხვდეთ წვერზე დაწებებული წვრილი, ნაჭრის, პატარა თოკი. ასეთ შემთხვევაში ამ თოკს  ბოლოში ნასკვს უკეთებთ და უკვე ამ ნასკვს გამოდებთ ძუის მარყუჟს, რომელიც ისე უნდა განასკვოთ, რომ დაჭიმვის დროს პირიქით ნასკვი უფრო მოეჭიროს.

                რაც შეეხება ჯოხზე ტივტივის მონტაჟს, თქვენ შეგიძლიათ თქვენითაც ააწყოთ ყველაფერი და ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე გამზადებული მონტაჟები.

 

              

motoviltsa

             ისე მე გირჩევთ თქვენს მიერ აწყობილი მონტაჟებიც ზემო სურათზე მოყვანილ სპეციალურ, დასახვევებზე დაახვიოთ და ისე შეინახოთ, ვინაიდან თევზაობის დროს მონტაჟის შეცვლა თუ დაგჭირდათ,  ამაზე დრო აღარ დაგეკარგებათ.

             მოსაქნევი ანკესი ზუსტად აკონტროლებს თევზაობის მანძილს. ძუის მიშვება არ შეიძლება ვინაიდან შეიძლება ამოკვრის მომენტი გამოგეპაროთ. არ დაგავიწყდეთ სიღრმის განსაზვღრაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი თევზის გამოყვანის დროს არ უნდა აჩქარდეთ, ვინაიდან თქვენს ანკესს არ ააქვს კოჭა და შესაბამისად ფრიქციონს ვერ იყენებთ. ასეთ დროს გრძელი ჩოგანბადე შეუცვლელი ხდება  მეთევზისათვის. ტივტივის დამძიმება ხდება იმისდამიხედვით თუ როგორ პირობებში გიწევთ თევზაობა. შეიძლება საჭირო გახდეს ტყვიის ბურთულების ერთად დაყენება, შეიძლება პირიქით ძუაზე განაწილება.

             წარმატებულ  თევზაობას გისურვებთ.

 

 

                                                                                            პატივისცემით: გიგა ამაშუკელი


  • Zurabi-Mereklishvili, salamandra, მირიანი -ს და 4 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 ozera

ozera

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1593 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 03 2015 - 02:04

http://western.ge/sh...dipole-630-cm/ 

ვინმემ ხო არ იცით როგორი ჯოხია ვიზუალურდ მომეწონა და თუ მართლა ალბასტრია კარგი უნდა იყოს.



#3 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 03 2015 - 00:27

http://western.ge/sh...dipole-630-cm/ 

ვინმემ ხო არ იცით როგორი ჯოხია ვიზუალურდ მომეწონა და თუ მართლა ალბასტრია კარგი უნდა იყოს.

ლინკი კარგად არ იხსნება, აბა შეამოწმე რეზო



#4 ozera

ozera

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1593 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 31 03 2015 - 00:53

ლინკი კარგად არ იხსნება, აბა შეამოწმე რეზო

რატო გამომრჩა არ ვიცი მაგრამ ეხლა ვნახე შენი პოსტი თენგო აი ამ მოაქნევებზეა საუბარი 53 და 41 ლარიანებზე. http://western.ge/pr...ategory/ankess/



#5 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 31 03 2015 - 17:02

ეგ ჯოხი ნამდვილად არ ვიცი რას წარმოადგენ, მაგრამ ზოგადად თურქულ სათევზაო პროდუქციას, მე  არ ვთვლი მაღალ დონედ. მაგრამ შესაძლებელია ჩინურზე უკეთესი იყოს.



#6 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 31 03 2015 - 20:42

რატო გამომრჩა არ ვიცი მაგრამ ეხლა ვნახე შენი პოსტი თენგო აი ამ მოაქნევებზეა საუბარი 53 და 41 ლარიანებზე. http://western.ge/pr...ategory/ankess/

ალაბასტარი დიდი ხანია წარმოდგენილია ჩვენს ბაზარზე, მოკლედ "ლილოს ტავარია". თუმცა თუ პროფესიონალურად არ გინდა დაკავდე მოსაქნევი ტივტივათი, შეგიძლია იყიდო, გასართობად ღირს. 



#7 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 01 04 2015 - 00:23

ალბასტარს რაც შეეხება არის თურქული ფირმა მაგრამ თბილისსჰი გვხვდება ძალიან ბევრი ჩინური ალბასტარის ჯოხები , ჩემი პირველი ნორმალური ბოლონეზი თურქეთიდან ჩამომიტანეს ალბასტარის ფირმის მე მაგალითად ძალიან კმაყოფილი გახლდით ამ ანკესის ახლაც მშვენივრად ვიყენებ ხოლმე ხანდახან,ასე რომ თუ ნამდვილად თურქულ ალბასტარს შეიძენ გექნება საშუალო დონის მოსაქნევი ანკესი



#8 ozera

ozera

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1593 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 04 2015 - 00:03

გაიხარეთ ბიჭებო მადლობა, პროფესიონალობის რა მოგახსენოთ მაგრამ მინდა მსუბუქი ჯოხი იყოს მეტი არაფერი. თან არ მინდოდა ძაან ჩინური ყოფილიყო :)  :)  და ამიტომ ავარჩიე ალბასტარი მარა ამასაც თუ აქვს პატენტი მაშინ არ მინდა.



#9 Bioturbo

Bioturbo

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 220 posts

პოსტი დაწერილია 10 04 2015 - 14:42

მე მაქვს ალბასტარის მოსაქნევი ჯოხი და მშვენივრქდ ვხმარობ... სხვა ჯოხი არც მქონია არასდროს რო შევადარო მაგრამ ამითი მშვენივრად ვთევზაობ, ჯოხი მსუბუქია და მგრძნობიარე რაც მთავარია, 500 გრამზე დიდი არ დამიჭერია არაფერი და სხვას ვერაფერს გეტყვით. ჯოხი შეძენილია კიევში.
  • ozera likes this

#10 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 743 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

პოსტი დაწერილია 12 04 2015 - 15:56

რამოდენიმე წელია ვხმარობ კორეიული ფირმა  BLACK HOLE  ასაქნევ ჯოხებს.6 მეტრიანი ჯოხი სულ 180 გრამს იწონის.   BLACK HOLE MAJESTIC 6.0м   და  BLACK HOLEGALAXY 500, 4.50 м


  • ozera likes this

#11 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 13 04 2015 - 06:27

რამოდენიმე წელია ვხმარობ კორეიული ფირმა  BLACK HOLE  ასაქნევ ჯოხებს.6 მეტრიანი ჯოხი სულ 180 გრამს იწონის.   BLACK HOLE MAJESTIC 6.0м   და  BLACK HOLEGALAXY 500, 4.50 м

               
                            მართლაც ძალიან კარგი ჯოხები ჩანს! ეტყობა ხარისხი! 


  • dato_dato likes this

#12 MorZe

MorZe

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 39 posts

პოსტი დაწერილია 27 10 2015 - 16:28

ერთი კითხვა გამიჩდა და ძალიანაც არ დამცინოთ "ჩაინიკი" ვარ ჯერ, ნელ ნელა ვსწავლობ ფორუმიდან რაგაცეებს.
მოსაქნევ ჯოხს რგოლები  და კოჭის სამაგრი რომ დავუმაგრო (ვიჩალიჩო) არ იმუშავებს ვითომ როგორც ჩვეულებრივი ჯოხი? 


  • -თემო- likes this

#13 ვანო მეხრიშვილი

ვანო მეხრიშვილი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 583 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 10 2015 - 18:10

 MorZe – მაგას ძალიან მაღალ დონეზე აკეთებენ ძმები.

მაღაზია ,, FISHING ZONE"

წინამძღვრიშვილის 130. 

ესეიგი გამოდის.

ხმარებაში როგორია არ ვიცი, ვიზუალურად მშვენივრად გამოიყურება. :)


  • krixula likes this

#14 MorZe

MorZe

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 39 posts

პოსტი დაწერილია 27 10 2015 - 22:17

მადლობა ბატონო ვანო. რატომღაც მჯერა რო უნდა იმუშოას. ეს კითხვა იმიტო გამიჩდა რომ დავათვალიერე საიტებზე მოსაქნევი  ჯოხები უფრო იაფი ღირს სხვებთან შედარებით, ვიდრე ბოლონიური ან ტივტივის, და მახასიათებლებით ზოგ შემთხვევებში უკეთესიც აქვთ. დანარჩენის გაკეთება კიდე მეც შემიძლია სახლის პირობებში



#15 riko

riko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 151 posts

პოსტი დაწერილია 27 10 2015 - 23:24

MorZe რომელ საიტებზათვალიერებ ხოლმე?



#16 MorZe

MorZe

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 39 posts

პოსტი დაწერილია 28 10 2015 - 04:53

კონკრეტულად არ მახსოვს, გუგლით ვეძებ ხოლმე. 



#17 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1290 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 10 2015 - 15:38

მადლობა ბატონო ვანო. რატომღაც მჯერა რო უნდა იმუშოას. ეს კითხვა იმიტო გამიჩდა რომ დავათვალიერე საიტებზე მოსაქნევი  ჯოხები უფრო იაფი ღირს სხვებთან შედარებით, ვიდრე ბოლონიური ან ტივტივის, და მახასიათებლებით ზოგ შემთხვევებში უკეთესიც აქვთ. დანარჩენის გაკეთება კიდე მეც შემიძლია სახლის პირობებში

 

მთავარია ხარისხიანი რგოლები დააყენო, ჩვენთან არ იყიდება და მაგის გამოწერაც მოგიწევს.  


  • ვანო მეხრიშვილი likes this

#18 MorZe

MorZe

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 39 posts

პოსტი დაწერილია 28 10 2015 - 16:01

  ხოო მაგაზე აგარ მიფიქრია  :unsure:, მეგონა აქაც იყიდება ხარისხიანები



#19 ozera

ozera

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1593 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 10 2015 - 16:24

  ხოო მაგაზე აგარ მიფიქრია  :unsure:, მეგონა აქაც იყიდება ხარისხიანები

დიანაში ყიდიან, როგორც იძახიან სპროს და ბრაუნინგის რგოლებიაო, მე მიხმარია და პრობლემა არ შემქმნია. თბილისში უკეთესი არ შემხვდრია დანარჩენი შენ გადაწყვიტე.

ისე ჩემი აზრით იმხელად დიდია მოსაქნევი ანკესით თევზაობა რო არ ღირს რგოლების დაყენება.



#20 MorZe

MorZe

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 39 posts

პოსტი დაწერილია 28 10 2015 - 17:19

დიანაში ყიდიან, როგორც იძახიან სპროს და ბრაუნინგის რგოლებიაო, მე მიხმარია და პრობლემა არ შემქმნია. თბილისში უკეთესი არ შემხვდრია დანარჩენი შენ გადაწყვიტე.

ისე ჩემი აზრით იმხელად დიდი მოსაქნევი ანკესით თევზაობა რო არ ღირს რგოლების დაყენება.

შეიძლება მართალი ხარ. მიყვარს ხოლმე ანკესის ჯოხებზე ჩალიჩი :)


  • ozera likes this





მიმაგრებული თეგები: მოსაქნევი, მახი