Jump to content


ფოტო

ქარიყლაპიაზე სპინინგით

დაკვირვებები ჩვევები.

  • Please log in to reply
132 პასუხი ამ თემაზე

#1 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 03 02 2014 - 16:34

ვის არ უნახავს დილით მსუბუქ ნისლში გახვეული ტბა?ამომავალი მზის მოელვარე ნათება?ხან ერთ,ხან მეორე ადგილას დამფრთხვალი ლიფსიტების ჯგრო და მტაცებლის მძიმე ტყლაშანი წყლის ზედაპირზე ,ეს უტყუარი მაუწყებელი-ქარიყლაპია ნადირობს!

f8125ff606f4.jpg

 

აქ ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე აზარტულ მტაცებელს,ქარიყლაპიას.არა ერთი ჩემპიონატის ფორვარდი და სპორცმენ-სპინინგისტების საყვარელი ნადავლი,თევზი მონსტრი რომელიც 35კგ აღწევს.

0756f6b88b67.jpg

ეხლა კი უშუალოდ საქართველოში მობინადრე ქარიყლაპიის შესახებ.მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი ქარიყლაპია არ განსხვავდება რუსი მოძმისაგან,რაღაც სხვაობა მაინც არის.არა გენეტიკაში,არამედ ჩვევებში.

საქართველოში მისი ბინადრობის არეალი  ძირითადად  დაბალახებული ღელეებია,მცირე სირღმის ტბორები,ჭაობები,ლაფოები ჩხერები და სხვა მრავალი მცირე სირღმის წყალსატევები,რომელთა სირღმეც იშვიათად თუ აღემატება 1.5მ. 

3c5791645808.jpg
 
1e46831fdf34.jpg
 
a48c403caa32.jpg

 

 

ძირითადი საკვებია ბაყაყი,გამბუზია და სხვა მრავალი მომცრო თევზი.თუმცა არც დიდ ეკზემპლარებს წუნობს და გაჭირვების შემთხვევაში კანიბალიზმზეც კი გადადის.

6518ed3db259.jpg

სწორედ ესეთი რაციონისა და  ბინადრობის არეალის გამო,ისეთ ზომებს,როგორსაც ჩრდილოეთ ევროპაში და ამერიკაში,ჩვენი არ აღწევს.პირადათ მე,არ მინახავს 5კგ-ზე მეტი დაეჭიროს ვინმეს,თუმცა მჯერა რომ 7-8კგ მონსტრები ჩვენთან იქნება და მათი დაჭერა რეალურია!

ასევე მინდა ავღნიშნო რომ ყველა დიდი ეკზემპლარი,მდედრია,

მამრი იშვიათად ხოლმე აღწევს 1.5კგ მეტს.

ჩვენთან,ბალახების დიდი რაოდენობის გამო,ყველაზე მიზანმიმართულია კავდამცავიანი სატყუარების გამოყენება (უზაცეპო),ასევე ზედაპირული სატყუარების (ვოლკერი,პოპერი,გლისერი).ესენი საშუალებას იძლევიან ისეთ რთულ ადგილებში გატარებისა რომლებშიც უბრალოდ სხვა სატყუარას ფიზიკურად ვერ გავატარებთ.ძირითადი მანძილი ბალახიდან წყლის ზედაპირამდე 20-30სმ მოიცავს.ასევე უნდა აღინიშნოს რომ სწორედ ესეთი რთული ადგილებს ანიჭებს ქარიყლაპიაც უპირატესობას.

ეს აგრესორი,არ გავს სხვას.

შევადაროთ ორი მტაცებელი,სუფთა აგრესორი,რომელიც თითქმის ყოველთვის უშუალოდ თევზით იკვებება.ორაგული და ქარიყლაპია.მაგრამ,ამასთანავე სრულებით განსხვავებული ნადირობის მეთოდიკა გააჩნიათ.

ორაგული მუდმივ მოძრაობაში იმყოფება,ხშირად დაზდევს მსხვერპლ დიდ მანძილზე,იერიშს აწარმოებს ქვემოდან დიდი სიჩქარით და შეუძლია საკმაოდ დიდხანს ზდიოს მას.

ქარიყლაპია,ის არ დასდევს მსხვერპლს მთელ მიდამოზე.ის ირჩევს საფარს,ინიღბება და ელოდება.ხოლო ბოლო მომენთში,სწორედ საფარიდან აკეთებს იერიშს.

რატომ იყენებს ეს ორი მტაცებელი ნადირობის სრულიად განსხვავებულ მეთოდიკას?საქმე ანატომიაშია.

თუ კი ჩვენ დავაკვირდებით ორაგულის ფილეს,კანის ქვეშ აუცილებლად შევნიშნავთ მუქ-მოყავისფრო თხელ საფენს.ეს საკუნთე მასსაა რომელიც გამოიყენება მტაცებლის მიერ მსხვერპლის მოსაპოვრად და შესაძლებლობას აძლევს საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნოს დევნის სწრაფი ტემპი.საკუნთე მასსა საჭიროებს მუდმივ სისხლის მიმოქცევას,რაც განაპირობებს მის მოყავისფრო ფერს.

ქარიყლაპიას კი არ გააჩნია არავითარი მოყავისფრო საკუნთე მასსა.მისი შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია.თუ კი შეიძლება ორაგული შევადაროთ მგელს,რომელსაც შეუძლია დიდ ხანს სდიოს მშხვერპლს,სანამ არ მოიგერიებს მას,ქარიყლაპია უდავოდ გეპარდია,სპრინტერი რომელსაც სწრაპი იერიშით შეუძლია საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოინადიროს.მაგრამ არა დიდ დისტანციაზე.

ხშირ შემთხვევაში იერიშის დროს ქარიყლაპია აცილებს სატყუარას პირს.თქვენ მას აუცილებლად დაიჭერთ მეორე-მესამე გატარებაზე.მთავარია ქარიყლაპიის საფარი ნაპოვნია!ის მას არ ტოვებს!

 

ქარიყლაპია საფარში.

 

არაერთხელ მქონია შემთხვევა,როდესაც ქარიყლაპია დამიჭერია,ზუსტად იგივე საფარში რამოდენიმე დღეში დამიჭერია მეორე.მისი საფარი სხვამ დაიკავა.

არსებობს მოსაზრება რომ ქარიყლაპია ისევე როგორც სხვა დანარჩენი თევზი შუადღეს არააქტიურია.პირადი დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა რომ ქარიყლაპია მთელი დღის მანძილზე ნადირობს,რა თქმა უნდა არსებობს ზედმეტნაკლებობა.დილით,გარიჟ
რაჟზე ის ნამდვილი აგრესორია და შედარებით აქტიურია ვიდრე შუადღეს,მაგრამ შუა დღეზეც კი არ მისცემს უფლებას რაიმე ბრჭყვიალას მშვიდად ჩაინარნაროს გვერდიდ.შუადღეს იცვლება გატარების მეთოდი.თუ კი დილით ვთევზაობთ უბრალო გატარებით,საშუალო სიჩქარის ბრუნვით,შუადღეს არა ერთხელ გაამართლა უხეშმა ტვიჩინგმა.ამორტყმა,ძუის დახვევა და კიდევ ამორტყმა.დავაკვირდი რომ დილით ქარიყლაპია ძალიან ფრთხილობს.სხვა დანარჩენი სატყუარებიდან თამამად იგერიებს ვობლერს.საღამოს კი გაცილებით თამამია და უფრო ფრიალას ეტანება.უნივერსალურ სატყუარად  ტრიალას იყენებენ.რაზეც როგორც ქარიყლაპია ასევე ქორჭილაც მოდის.

დავაკვირდი რომ ძალიან აქტიურია ის წვიმის დროს.როდესაც წყალსაცავი ჟანგბადით ივსება.წყლიდან ისე ამოხტება ხოლმე რომ გეგონება ჰაერში ჩიტს დაიჭერს.

ასევე რუსი მოძმიდან განსხვავდება მისი ქვირითობის ვადები.ჩვენთან ეგ ქვირითობს თებერვალი-მარტი.რის შემდეგაც კიდევ 2 კვირა არ ნადირობს,არის ესეთი მოსაზრება რომ ავანდმყოფობს,კბილებს იცვლის.ზუსტი მიზეზი არ ვიცი.მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.ხოლო შემდეგ,მოშიებული,სასწაულ სანახაობას მართავს წყლის ზედაპირზე.ამას ჟორი ქვია).

მნიშვნელოვანია გაითავისოთ ერთი რამ.ქარიყლაპიაზე შედეგიან თევზაობას,არა მარტო სწორად შერჩეული სატყუარა განაპირობებს,არამედ ცოდნა იმისა,თუ როგორ იქცევა ქარიყლაპია ნადირობის დროს.

ეს არის მცირე ინფორმაცია ჩვენთან მობინადრე ქარიყლაპიის შესახებ.ხოლო უშუალოდ მასთან გაცნობა,მერწმუნეთ,სამუდამოდ ამოიტიფრება თქვენი შთაბეჭტილებების წიგნში.

 

 

by ზაზა ლალიაშვილი.



#2 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 02 2014 - 13:07

მაგარი სტატიაა ზაზა. მადლობა. 

პ.ს. ისე საქართველო მგონი გაიყო ორ ნაწილად: დასავლეთი სპინინგისტების ხელშია და აღმოსავლეთი კარპი-ფიდერი-ტივტივის :)



#3 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 04 02 2014 - 17:37

მადლობა გიგა :) .არა,ჩვენ აქაც სიმცირეში ვართ,ჯერჯერობით ;)  .ჯერ კიდევ არ ჯერა ხალხს რო ეგრე შეიძლება ჩვენთან თევზის დაჭერა :)



#4 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 02 2014 - 18:19

მე მგონი უფრო მანძილის პრობლემაა, ვიდრე დაუჯერებლობის:) მე პირადად მაგ სიშორეზე წასვლა მიშლის ხელს, თორე აქამდე მექნებოდა სპინინგი არსენალში :)



#5 dmoral

dmoral

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 29 posts

პოსტი დაწერილია 17 02 2014 - 23:37

ზაზა, ყოჩაღ! მშვენიერი სტატიაა!

 

 

 

 

ეს კი ჩემი პირველი ქარიყლაპია :) ( 2009 წლის  27 აგვისტო) 

 

1e8a62a25192.jpg

 

 

 

ძველი ფოტოები

 

 

1fdd46c4c828.jpg
 
3507e0d32c9a.jpg
 
3e1454596ca9.jpg
 
09b283a088d2.jpg
 
9fb75ca33e01.jpg
 
 
 
 
 
 
2009 წლის 2 ოქტომბრის წვიმიან დღეს დაჭერილი
 
adeffd0f007d.jpg
 
d1095573ea73.jpg
 
42536c1d5b1e.jpg
 
400a998ecc46.jpg

  • Gia Chit 74 and ლიფსიტა-ს მოეწონა ეს

#6 dmoral

dmoral

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 29 posts

პოსტი დაწერილია 17 02 2014 - 23:43

 
 
d933a4e1a9a1.jpg
 
 
 
 
 
9f523526de0b.jpg
 
 
 
 
 
3955932d07d5.jpg
 
 
80f8769773e6.jpg
 
4c7874cd77f3.jpg
 
26f4f9a27ebf.jpg
 
3fe4e7a4ea98.jpg
 
bb6a425b50c9.jpg
 
c59135626662.jpg
 
35b7b079b80f.jpg
 
f1f68dd9f701.jpg
 
8447ecab4e1a.jpg
 
78556f239192.jpg
 
79a451d27b5f.jpg
 
281c829b4938.jpg
 
3ec25e8484b1.jpg
 
af6d20ee8957.jpg
 
9be011a1012e.jpg
 
217385b8d4a1.jpg
 
231e243f0f6f.jpg
 
a5974f0521de.jpg
 
7e92b65f5b4e.jpg
 
72f998991206.jpg
 


#7 dmoral

dmoral

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 29 posts

პოსტი დაწერილია 17 02 2014 - 23:57

fbb5e13cc104.jpg

 

3bcfa1e56998.jpg
 
8f6d6a76628b.jpg
 
c21dca4d7444.jpg
 
24a03f1f9af4.jpg
 
044a5b689d1a.jpg
 
fdc37b5cbd8a.jpg
 
1a716c9def2c.jpg
 
804b56f1730c.jpg

  • Dentist, Gia Chit 74 და ლიფსიტა-ს მოეწონა ეს

#8 lasha777

lasha777

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 77 posts

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 09:42

ზაზა ძალიან კარგი სტატიაა...გიქე და გიქე ნაშრომი!დავით ბარაქა და წარმატებები....
  • ლიფსიტა likes this

#9 dmoral

dmoral

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 29 posts

პოსტი დაწერილია 19 02 2014 - 23:53

კიდევ ერთი ძველი ფოტო 

 

1c93729e54de.jpg



#10 lasha777

lasha777

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 77 posts

პოსტი დაწერილია 23 02 2014 - 15:15


  • Gia Chit 74 and sherva-ს მოეწონა ეს

#11 dmoral

dmoral

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 29 posts

პოსტი დაწერილია 03 03 2014 - 14:38

 



#12 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 03 2014 - 14:47

კარგია დავით.



#13 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 08 03 2014 - 17:35


  • maxo06 likes this

#14 dmoral

dmoral

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 29 posts

პოსტი დაწერილია 10 04 2014 - 00:47

გასულ კვირას... 

 

კარგი იყო, მაგრად ვიჭიდავეთ :)

 

 

4e78164023d8.jpg
 
1a5185adc778.jpg
 
 
 
bec13548021e.jpg
 
ee57a32dfa58.jpg
 
 
 
 
667e335f6f2d.jpg
 
96b56e40508b.jpg
 
f339a79b6922.jpg
 
de31cf97945f.jpg
 
41c121546ad4.jpg

  • Dentist, Gia Chit 74, ლიფსიტა -ს და 2 სხვებს მოგეწონათ ეს

#15 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 10 04 2014 - 01:02

მართლა საღოლ ;)



#16 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 10 04 2014 - 10:58

ყოჩაღ დათო,კიდე მრავალი დაგეჭიროს



#17 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 10 04 2014 - 11:15

გვერჩის აშკარად ეს ხალხი:) ყოჩაღ სპინინგისტებო!!!



#18 sherva

sherva

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 20 posts

პოსტი დაწერილია 21 04 2014 - 16:52

რამაინტერესებს ამ დღეებში მივდივარ ფოთში და მინდა ქარიყლაპიაზე ვცადო ბედი და რომელ სატყუარას მირჩევთ  ამ პერიოდში თქვენი გამოცდილებიდან თუ მირჩევთ :)) მადლობა წინასწარ 



#19 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 22 04 2014 - 01:15

sherva

 

ზედაპირული სინჯე აუცილებლად (პოპერი,უოკერი)თუ ნაბადა დაბალახებული არ იქნა მთლად,თუ არადა ეგრე წოდებული ბალახსაწინააღმდეგო მერყევა,ანუ ნეზაცეპკა-ბლესნა....



#20 sherva

sherva

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 20 posts

პოსტი დაწერილია 22 04 2014 - 10:32

გაიხარე მადლობა







მიმაგრებული თეგები: დაკვირვებები, ჩვევები.