Jump to content


ფოტო

ეროვნული ჩემპიონატი 2017 - ეტაპი 3


  • Please log in to reply
211 პასუხი ამ თემაზე

#1 artnightman

artnightman

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 537 posts

პოსტი დაწერილია 31 05 2017 - 11:48

walka_2017.jpg
ყურადღება მეგობრებო!


საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია


აცხადებს მზადებას 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატისთვის ფიდერით სპორტულ თევზჭრაში!


(მესამე ეტაპი)



ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

მხარდაჭერა:

  • საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია,
  • SportFishing.ge

ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: "2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის მესამე ეტაპი ფიდერით თევზჭერაში"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 24-25 ივნისი

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი


ტურნირის სტატუსი: რეიტინგული ტურნირი მოქმედი სპორტსმენებისათვის

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და მოქმედი სპორტსმენების პროფესიონალური რეიტინგის განსაზღვრა

შეჯიბრება ჩატარდება საქართველოს ფიდერის სპორტული თევზჭერის ფედერაციის მიერ დამტკიცებული წესებით. ტურნირზე დაიშვებიან მხოლოდ ფედერაციაში გაწევრიანებული სპორტსმენები.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით. სხვა ტიპისსიგნალიზატორები, მათ შორის ელექტრონული, აკრძალულია;
2.
შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;
3.
თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი;
4.
შეჯიბრი წარმოადგენს გუნდურ პირველობას და ამიტომ სატურნირო სანაპირო ზოლი დაიყოფა 3 ზონად(შესაძლებელია მოხდეს დაყოფა ნახევარზონებად), ზონები კი სექტორებად. თითოეულ ზონაში მოხვდება ყოველიგუნდის თითო წევრი. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრისპერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა);
5.
თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან მეტი სათადარიგოანკესი აწყობილ მდგომარეობაში,რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში;
6.
დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულადაკრძალულია;
7.
თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავითმ, სადავეს სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 40 სანტიმეტრისა, საკვებურის ძირიდან;
8. თევზჭერის დროს დასაშვებია მხოლოდ სპორტული ინ–ლაინ მონტაჟი;
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები. მაქსიმალური რაოდენობა 12 ლიტრი. დაკვება უნდაწარმოებდეს მხოლოდსაკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10.
დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე გარდა კაღოს მატლის (მატილის). აკრძალულია კოღოს მატლის (მატილის) სატყუარად ან დამატებით საკვებშიგამოყენება. ნემსკავზე გასაკეთებლად აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზისნაწილები ან ქვირითი. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. აკრძალულია პოპ–აპ საშუალებები,მაგალითადპენოპლასტის ბურთულები.

11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახიბადეები სიგრძითარანაკლებ 3 მეტრისა. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13.
კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლურისასმელების მოხმარება ტურნირისმსვლელობის დროს.

ყველა წესი დეტალურად იხილეთ განახლებულ წესების ფაილში:
Feeder-Rules-03_17_2017.doc 451.5KB 75 downloads

პლატფორმის / სკამის განთავსების წესი: მინიმუმ უკანა საყრდენი 2 ფეხი უნდა იყოს ნაპირზე!

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი საჯარიმო სანქციები (იხილეთ წესდება)

ეროვნული ჩემოპიონატის მეორე ეტაპის ჩატარების განრიგი:
ტურნირი ჩატარდება 2 ტურად, 24-25 ივნისს, შაბათ - კვირას, თითო ტურის ხანგრძლივობა 5 საათი.
6:30 შეკრება ტბასთან.
6:45 – 7:30 კენჭისყრა
7:30 - ზონებში შესვლა, (სეკტორებში შესვლამდე დაშვებულია მხოლოდ დასაკვების მომზადება).
სექტორებში შესვლა - (მთავარი მსაჯის სიგნალის შემდეგ) – ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულინფორმაციას!!!
სექტორში შესვლის ------ დროს მიმდინარეობს დასაკვების მომზადება, აღჭურვილობის გაშლა, ფსკერისგამოკვლევა სიმძიმით, მარკირებააკრძალულია, საკვებურის წყალში გადაგდება აკრძალულია და ისჯებადისკვალიფიკაციით, მსაჯის მოთხოვნის თანავე მეთევზევალდებულია წარმოადგინოს სათევზაო მონტაჟიშესამოწმებლად, ასაევე სიგნალამდე "დაკვების სტარტი" მსაჯთა ბრიგადა შეამოწმებსდასაკვების რაოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 ლიტრს. მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს დასაკვები სპეციალურდანაყოფიან სათლში)
9:20
დაკვების სტარტი
9:30 შეჯიბრების სტარტი
14:30 შეჯიბრების ფინიში
14:30 – 15:30 აწონვა და შედეგების დათვლა (შედეგები დაითვლება ფიდერის საერთაშორისო წესების მიხედვით)
1
5:30 დაჯილდოვება


შეჯიბრში მონაწილე გუნდებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო გუნდური მოსაკრებელი 150 ლარი , ხოლო ის ვინც გამოდის პირად ჩათვლაში, უნდა შემოიტანოს მოსაკრებელი 50 ლარი,TBC ბანკშიშემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003

რეგისტრაციის და თანხის შეტანის ბოლო ვადა 22
ივნისი

ყველას გისურვებთ წარმატებას, დიდი შერკინება გრძელდებაა!!!


მონაწილე გუნდები:

1. Only Feeders-     მამუკა გეგეჭკორი
© ,ბადრი ხოსრუაშვილი,ვლადიმერ ზარკალიანი+ (კოორდინატორი ზუკა გეგეჭკორი)

2. FishFinders -           არტურ ვართარეზოვი © +, დიმიტრი ჯარიაშვილი + , ლაშა დარჩიაშვილი + (კოორდ.ბექა ჯანყარაშვილი)
3. Smart Feeder -      მალხაზ მახარაშვილი© +  გიგა გაბრიაძე +, ზურა მერეკლიშვილი +, (კოორდ --გურამ წითელაშვილი)
4. Soft Sweeps -       თენგო ბინიაშვილი © + , გია ჩიტაიშვილი + , გიგა ბაინდურაშვილი +
5. #17 -                 ირაკლი ვარაზი © + , გოგა მარღანია +, მიშა ხიზანიშვილი + (კოორდინატორი -ტიტო ვარაზი)
6. PARADOX -             გიორგი კოპალიანი© + ,ზაზა ხუციშვილი +,ნიკოლოზ ჯანაშია +

7. TEAM NGF -     შალვა ალელიშვილი © +, გიორგი გოგალაძე + , პაატა სახიაშვილი + (კოორდ. თემო ნადირაძე)
8.  ProFisher -            
დავით ბროძელი©+ , ბესარიონ კაკულია + ,ირაკლი თალაკვაძე  + (კოორდინატორი -ანდრო სიარგი)

9. Kings of Fishing -  ზაზა ხორნაული © +, სერგო კურგინიანი + ,გიორგი მოისწრაფიშვილი +

10. QUIVER -              დავით ორდენიძე © +, ნოდარ ბერძენიშვილი +, ოთო დემეტრაშვილი +
11. Goodfellas-    დავით მარინაშვილი
©, მიხეილ ხიდირბეგიშვილი,ბექა ბაშინურიძე +

12    ALLIGATORS-      იოსებ დალაქიშვილი© + ,დავით დალაქიშვილი + , დავით იაკობიძე +
13. QUICK Snaps -    ლუკა ჩაფიძე © +, ნიკოლოზ ჩაფიძე +, დავით ჩაფიძე +
14. ,,შამაია"-        გოჩა ქოქაშვილი © +, ირაკლი მამულაშვილი +, მამუკა მაკარიძე +.
15. GORILAZ -       გიორგი ლაფაჩი © + , ლევან თაბუაშვილი +, ივანე მურადელი +
16 .Piranha -         გიორგი მატუაშვილი©  + ,კობა ლაფაჩი +,დავით შონია +

 

პირადი :

1.  გიორგი როინიშვილი +

 



#2 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1755 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 31 05 2017 - 12:38

აბა თქვენ იცით, დიდი შერკინება იწყება, ძალიან დაძაბული ტურნირი გველის, ამავდროულად სახალისო, ხომ იცით წალკის ამბავი, ძალიან გთხოვთ ყველამ გადახედეთ ახალ წესებს. წარმატებას გისურვებთ თითოეულ მონაწილეს!
  • ვარაზი and vladimer zarkaliani-ს მოეწონა ეს

#3 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 31 05 2017 - 13:19

ე ბიჭო, ამოგვათქმევინეთ სული! :)


  • nodo70 and redhothevi - გიორგი გ.-ს მოეწონა ეს

#4 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 31 05 2017 - 13:43

აბა, დროა გადმოვალაგოთ მძიმე არტილერია

#5 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 31 05 2017 - 15:13

სახლიდან გამაგდებენ :)


  • nodo70 and Irakli_Sportfishing-ს მოეწონა ეს

#6 redhothevi - გიორგი გ.

redhothevi - გიორგი გ.

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 603 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 31 05 2017 - 15:39

მარჯვენა ბეჭის, მარცხენა მუხლის და მთლიანი წლის ტკივილს ჯერ არ გაუვლია და კიდე ტურნირი?! :D

კარგია, კარგი. უტურნიროდ ზამთარიც გვეყოფა.
  • maxo06 and vladimer zarkaliani-ს მოეწონა ეს

#7 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 31 05 2017 - 15:49

წალკა მართლაც კარგი სანახაობა იქნება, ეს ის ტურნირია რომელიც შედარებით დაასტაბილურებს და გაათანაბრებს სპორცმენებს სიონის ტურნირის წინ :-))
  • redhothevi - გიორგი გ. likes this

#8 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1755 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 31 05 2017 - 16:21

თუ შეიძლება ახალი გუნდი რომ გამოვიდეთ? სახელწოდებით "მსაჯების რისხვა" მე, შოთა და გოხნარა. :D

#9 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 31 05 2017 - 17:26

დასტოვა წუწუნი, ყოველ დილით ტურნირამდე 30 მიზიდვა მინიმუმ. გაიკაჟეთ მხრები და მაჯები, ემზადეთ შორი დისტანციების დაპყრობისთვის. :) :) :)
  • Dentist, maxo06, გლახუნა -ს და 2 სხვებს მოგეწონათ ეს

#10 Kurgena))

Kurgena))

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 94 posts

პოსტი დაწერილია 31 05 2017 - 19:14

ცოცხალი კომპონენტ (წითელი და თეთრი ჭია) რამდენი ლიტრია დაშვებული?



#11 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 31 05 2017 - 20:29

ცოცხალი კომპონენტ (წითელი და თეთრი ჭია) რამდენი ლიტრია დაშვებული?

შენს შემობრძანებას მივესალმებით ყველა ფორუმელი,გამარჯობა და გამარჯვება ყველა საქმეში :) !


  • SHALVA_AL likes this

#12 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 31 05 2017 - 20:40

ცოცხალი კომპონენტ (წითელი და თეთრი ჭია) რამდენი ლიტრია დაშვებული?

 

მე როგორც მახსოვს, ცოცხალი კომპონენტი არაუმეტეს 2.5 ლიტრისა, აქედან კოღოს მატლი არაუმეტეს 0,5 ლიტრისა (მაგრამ კოღოს მატლი ისედაც აკრძალულია).



#13 nodo70

nodo70

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 649 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 01 06 2017 - 00:28

ცოცხალი კომპონენტ (წითელი და თეთრი ჭია) რამდენი ლიტრია დაშვებული?

ჭიაზე აღარ მოდისო  :rolleyes: ვეგეტარიანელი გამხდარა წალკის კარჩხანა  :P


  • vladimer zarkaliani likes this

#14 Kurgena))

Kurgena))

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 94 posts

პოსტი დაწერილია 01 06 2017 - 21:09

მადლობა ჩემო კარგებო )))
  • nodo70 likes this

#15 gocha-tita

gocha-tita

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 148 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 01 06 2017 - 23:16

წალკის რა ადგილას ჩატარდება ტურნირი ზუსტი  კორდინატები რომ  დაწეროთ კარგი  იქნება  კრუგზე  რომ არ  ვიაროთ და  გეძებოთ. და  კიდევ  ერთი  გუნდ  შამაიას  შეიძლება  ერთი  კაცი  ჩაენაცვლოს ვინ  იქნება  სახელს და  გვარს  დავწერ  ახლო  მომავალში.



#16 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 06 2017 - 00:07

ბეშთაშენის მხრიდან რო ჩადის ტყიდან პირველივე ჩასახვევში ჩახვალ-- მაგ ნაპირზე დიდ კლდეებამდე. 

დაახლოებით --ამ ზონაში წითლით მოხაზული რომ არის სანაპირო ამ სურათში

მიმაგრებული მინიატურები

  • Безымянный.png

  • Shonski likes this

#17 artnightman

artnightman

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 537 posts

პოსტი დაწერილია 02 06 2017 - 14:39

მეგობრებო აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ სექტემბრის 9 ან 10 რიცხვში ჩატარდება საქართველოს თასი ნადარბაზევის ტბაზე, შემდეგი ფორმატით:

 

მონაწილეობას მიიღებენ 2017–ს ჩემპიონატის 9 საუკეთესო გუნდი

შეჯიბრი ჩატარდება ფიბსეტის წესების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს სადავის მინიმალურ სიგრძეს - 50 სმ, და ნემსკავის მაქსიმალურ ზომას #10 (7მმ)

კარჩხანა ჩათვლაში არ მიდის, აქცენტს ვაკეთებთ კობრზე.

ტურნირის ხანგრძლივობა 10 სთ.

 

უფრო დეტალურად ტურნირის გამოცხადებისას რეგლამენტში დავწერთ!

 

გისურვებთ წარმატებებს!



#18 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1755 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 06 2017 - 15:05

დროულია ნამდვილად ფიბსეტის წესებზე გადასვლა, სხვაზე ნაკლები სპორტსმენები არ გვყავს, შესაბამისად არ გაუჭირდებათ ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა, ლისის ტურნირის შემდეგ დავრწმუნდი, რომ უმეტესობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ღირსეული წევრები ვიქნებით ფიბსეტის, მე რომ შარს ვერ ვიპოვი დასაჯარიმებელს :D წარმოგიდგენიათ? ასე რომ წინ, ფიბსეტისაკენ!!!

#19 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 06 2017 - 15:32

დროულია ნამდვილად ფიბსეტის წესებზე გადასვლა, სხვაზე ნაკლები სპორტსმენები არ გვყავს, შესაბამისად არ გაუჭირდებათ ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა, ლისის ტურნირის შემდეგ დავრწმუნდი, რომ უმეტესობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ღირსეული წევრები ვიქნებით ფიბსეტის, მე რომ შარს ვერ ვიპოვი დასაჯარიმებელს :D წარმოგიდგენიათ? ასე რომ წინ, ფიბსეტისაკენ!!!

სიმონიჩ,ფიბსეტის  წესებით ჩვენ კარგახანია ვთევზაობთ  ,ეხლა თუ არ ჩავთვლით შესანახი ბადის სიგრძისა და ჩვენი პირობებიდან გამომდინარე 40 სმ სადავის სიგრძისა . მოწინავე გუნდები გადავიდნენ  ეხლახანს ეგრედწოდებულ "ინ-ლაინზე" ,როცა ჩვენ წლებია უკვე ამ მონტაჟით ვთევზაობთ :),ასე რომ წესებს კარგახანია  ვიცავთ ,უბრალოდ ეხლა მიგვიღეს და გვაღიარეს :)

წარამტებები ყველა გუნდს და სპორცმენს ,ასევე მსაჯთა კოლეგიას ! 


  • simonichi likes this

#20 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1755 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 06 2017 - 16:55

კი გია ვიცი და ამიტომ ვიძახი, ცოტა ხნის წინ დავწერე, სანამ სეზონი დაიწყებოდა რომ სადავე იყო 50 სმ, არ არის მაგდენიო მომწერეს და მე ვთქვი მალე იქნებამეთქი, რატომღაც მეგონა სეზონს სუფთა ფიბსეტის სტანდარტით დავიწყებდით, რადგან მზად ვართ, მითუმეტეს ათი სანტიმეტრი და რაღაც წვრილმანები გვაშორებდა, ეს წვრილმანები ვიგულისხმე ძმა. ისე რაც დავწერე გახარებულმა და ამაყმა დავწერე რადგან სრულ სტანდარტებში ვჯდებით. ყველას დიდ წარბატებას ვუსურვებ!