Jump to content


ფოტო

ზურას დღიური


  • Please log in to reply
114 პასუხი ამ თემაზე

#1 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 07 02 2014 - 23:56

                      2013 წლის 02.06 პირველი გასვლა წალკაში მეგობრებთან ერთად

 

       როგორც ყოველთვის წინა დღით მოვემზადეთ ყველანაირად და დილის 06:00 საათზე გავუდექით წალკის გზას, ვინც არ იცის ვეტყვი რომ ამ დრუისთვისაც კი წალკაში საკმაო სიცივეა დილის საათებში. 09:00 საათზე უკვე ქციის ნაპირზე ვიყავით სადაც ბევრი ხალხი დაგვხვდა . . .

DSCF3442.JPG

 

      ქცია ძალიან ადიდებული იყო და არც ნადავლით გამოირჩეოდნენ იქ მყოფნი . . . ჩვენ დავლაგდით, გავაწყეთ ანკესები და და დავიწყეთ დაკვება . . . საკვებში გამოყენებული მქონდა კოპტონის პუდრა, ქატო და ორი სახის სენსასის საკვები, ერთი ტკბილი  ორცხობილის არომატით და მეორე შემკვრელი, ასევე ჩავჭერი საკვებში ადგილობრივი ნაკელის ჭია და ესეთი გემრიელი საკვები მოვაწოდე თევზს თვითნაკეთი, ჩემი დამზადებული საკვებურით

 

IMG_0629.jpg

 

     ვითევზავე ორი ჯოხით, მთავარი ძუა ნანოფილი 0.17 და 0.15 ხოლო სადავეები მონი ძუა 0.14 დაახლოებით 50სმ სიგრძის.  კავები სხვადასხვა მოვსინჯე მაგრამ ისე კარგად არ იმუშავა არცერთმა როგორც ოვნერის ოქროსფერმა კავებმა ზომა 12 ნომერი. ალბად იმიტომ რომ თევზი ფრთხილი იყო და ოქროსფერი კავი უფრო შეუმჩნეველი იყო.

დღის პირველ ნახევარში მხოლოდ ცვრილი ციმორი მოდიოდა და ხალხიც შემოგვეცალა, ტბაზე გადავიდნენ, მაგრამ 14:00 საათის მერე დაიწყო სიამოვნება და არ დამთავრებული წამოსვლამდე :-) ;-)

    ბევრი თევზი გაგვექცა იმის გამო რომ ნაპირი ძალიან ბალახიანი იყო და მიუხედავად რეზინის ბოტებისა და 4.2 მეტრიანი ჩოგანბადისა მაინც რთული იყო თევზის ბადეში შეყვანა. 

    სულ დავიჭირეთ 15 კილოგრამი სამმა კაცმა, ჩემი ნადავლი იყო 5 კილოგრამი თევზი და სულ ხრამული, კარჩხანა მხოლოდ ერთი დაჯდა იმ დღეს . . .

DSCF3439.JPG

 

DSCF3444.JPG

 

ესეც დღევანდელი დღის ნადავლი

IMG_1182.jpg



#2 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 23:32

                                           2013 წლის 22 აგვისტო მტკვარზე ფიდერით

   

     როგორც ყველა მეთევზეს მეც მქონდა სურვილი რომ მტკვარი დამელაშქრა ფიდერით, ეს რათქმაუნდა პირველად არ მომხდარა, მაგრამ ესეთი სასიამოვნო არასოდეს ყოფილა. მეგობრებთან ერთად ბევრჯერ ვიყავი მტკვარზე შესასწავლად სხვადასხვა ადგილების მაგრამ იქ უფრო შემეცნებითი იყო გასვლები ვიდრე შედეგიანი.

  დილით ადრე გავედი რუსთავში მტკვარზე ეგრედწოდებულ სკალებთან, სულ ორი კაცი იყო და ადგილიც მალე მოვნახე...

IMG_1526.jpg

 

   ორი ჯოხით ვითევზავე, ორივე საკვებურებით და ფიდერის მომზადებული მასით. 

საკვებ ბაზაში გამოვიყენე: კოპტონი; ქატო. ამას დავუმატე სენსასის საკვები ორი სახის შემკვრელი რომ მაინც მდინარე არის და დინება ასე თუ ისე არის (მე შედარებით ყურე შევარჩიე) და მივიღე ღია ფერის მასა, ამის შემდეგ დავამატე ნაპირიდან აღებული შავი სილა რომ საკვები გამემუქებინა და მვიღე მუქი ფერის საკვები. ჩავამატე თეთრი ჭია და ნაკელის დაჭრილი ჭია და გავაცჰერე დაახლოებით 15 წუთი. 

   ვითევზავე ნაპირიდან 7-8 მეტრში სადაც სიღრმე არის 2-2.5 მეტრი.

   მთავარია ძუა - ნანოფილი

   სადავე - მონო მიკადოს 0.14მმ

   ნემსკავები - გამაკაცუ წითელი ფერის, ნაკელის ჭიისთვის 10 ნომერი

   ჯოხები - სპრო 

   კოჭები - შიმანო იქს ეიჯი

 დაკვება დიდად არ დამიწყია სულ სამი-სამი საკვებური ჩავყარე და ამის მერე დავაყენე სადავე 50-60 სანტიმტრის ზომის.

   ჩემი დაკვირვებით მტკვარზე ეგრედწოდებული "გუსტერი" ანუ ბლიკა მაგრამ ადგილობრივი ყველა კაპარჭინას ეძახის აქტიურია მხოლოდ დილით დაახლოებით 10-11 საათამდე. მეც მაგ დრომდე ვისიამოვნე და შედარებით კარგი ნადავლით დავბრუნდი ვიდრე იქ მყოფი ფსკერულით მოთევზავე ადგილობრივები...

 

ბლიკა:

IMG_1528.jpg

 

ნადავლი:

IMG_1529.jpg

     მშვენიერი დრო გავატარე მტკვარზე და გირჩევთ სეზონზე თქვენც მოსინჯოთ მდინარეზე ფიდერით თევზაობა



#3 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 14 05 2014 - 00:44

კუმისი 2014 საგაზაფხულო ტურნირი

ამ ტურნირზე რომ არ დამეწერა ისე არ შეიძლებოდა და თან ყველაფერი ისევ ისე მახსოვს თითქოს გუშინ მომხდარიყოს . . .

ტურნირამდე ერთი სრულყოფილი ვარჯიში მოვასწარით გუნდმა, რადგან მეორე ვარჯიში თითქმის არ დაგვცალდა ამინდის გაუარესების გამო. ჩემი აზრით საკმარისი არ არის ერთი ვარჯიში დასკვნის გამოსატანად მაგრამ სულ არარაობას ჯობია...

პირველ ვარჯიშზე ვითევზავეთ ყველამ ჩვენ ჩვენი დასაკვებით, გიგას ჰქონდა სალმოს ნაზავი კოპტონთან, მახოს ჰქონდა სახლის პირობებში მომზადებული საკვები და მე მქონდა ორნაირი საკვები, ერთი იყო კოპტონი, ქატო, ორცხობილა მოზელილი ლუდში და მეორე იყო იგივე ბაზას პლიუს სენსასის შავი მოხალული საკვები, რომელიც შეიცავს კანაპლიას და ცხოველურ საკვებს და გამოირჩევა მძაფრი სუნით...ვარჯიშის ბოლოს გამოვიდა ისე რომ ჩემმა საკვებმა პლიუს ლუდით აჯობა ყველაფერს და საბოლოო შეფასება იყო ესეთი რომ ერთ საკვებს ვაჯეთებდი მე და მეორეს გიგა, რათქმაუნდა სამივესთვის . . . გვინდოდა მეორე ვარჯიშზე დაგვეზუსტებინა ყველაფერი მაგრამ არ მოხერხდა...

მოვიდა ტურნირის დღე, დილით ადრე ავედი კუმისის ტბაზე სადც პირველი მივედი, მოვიდნენ ცოტახანში თენგო, გია მახო და დავიწყეთ ტურნირის ზოლის მომზადება, ყველაფერი მოვაწყვეთ, ამოვიდა ყველა გუნდის მონაწილე და 15 გუნდი მზად იყო შერკინებისთვის... მოვხვდი B ზონაში 17 ნომრად რომელიც იყო განაპირა, მარცხნიდან არავინ მედგა...ჩემს ზონაში მოხვდა დიმიტრი ჯარიაშვილი რომელიც ჩემთვის პირველრიგში მთავარი მეტოქე იყო, გიგა მოხვდა A სექტორში სადაც იყო თენგო და მახო მოხვდა C სექტორში...

გაისმა ტურნირის სტარტის საყვირი და დავიწყეთ თევზაობა, ჩვენი გათვლებით არ უნდა დაგვეკვება და პირდაპირ თევზაობა უნდა დაგვეწყო, მე დავიწყე გიგას მომზადებული საკვებით და ტურნირის დაწყებისთანავე მქონდა გაქაჩვები მაგრამ თევზი არ ჯდებოდა, არა და ნემსკავი ოვნერი N12 გრძელ ყუნწიანი რადგან წითელი ჭი კარგად დამაგრებულიყო. გავაკეთე სენდვიჩი და დავიწყე თევზიბა თან პარალელურად მობილურით ვიგებდი თუ რას შვებოდნენ კოლეგები და ძალიან ცუდი ამბები მომდიოდა...მახოსთან კონსულტაციის შემდეგ დავიწყე რეალიზება ყველა ჩარტყმის თითმის და საკმად აქტიურადაც ვიჭერდი სხვებისგან განსხვავებით, ანუ ჩემს მარჯვნივ იდგა დავითი(კვიპრიანე), მერე მეორე დავითი ლაბაძე მერე კიდევ ორი მეტოქე და მერე დიმიტრი...მოკლედ ტურნირი მართლაც დაძაბული იყო, დაახლოებით ყოველ 3 წუთში თევზი ჯდებოდა, თუ არ ჩავთვლით პერიოდულ ჩავარდნებს მაგრამ მაინც იკვებებოდა პერიოდულა წერტილი...

დაახლოებით შუადღის მერე მესმის რომ მახომაც დაიწყო ჭერა, და გიგას ჰყავს ხრამული რომელიც დიდი იმედია, მაგრამ საერთოდ არ ვფიქრობ რომ რამის შანსი გვაქვს , ტურნირი დასრულდა და შევიკრიბეთ, გიგას ეღიმება მეკითხება თუ რა ვქენი ჩემს სექტორში და დავადგინე რომ მხოლოდ დიმიტრიმ მაჯობა და ავიღე 2 ქულა, მახომ მითხრა რომ ან პირველია ან მეორე, და ასევე მითხრა გიგამაც, ბოლოს კი გაირკვა რომ გიგამ და მახომ თავიანთ სექტორებში ერთიდაიგივე გუნდის წევრებთან ქულები გაიყვეს, ანუ 1,5 ქულა ორია A სექტორში და 1,5 ქულა ორია C სექტორში პირველი ადგილი გაირკვევა თუ რა მოხდა B სექტორში, სადაც ჩემმა აღებულმა 2 ქულამ ყველაფერი დაალაგა და ჩემს გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა...

მადლობა კიდევ ერთხელ ჩემს გუნდს ორგანიზებული ვარჯიშისთვის, ორგანიზებული ტურნირისთვისა და კეთილი სურპრიზებისათვის ;-)) :-)) მადლობა ბიჭებო რომ წლევანდელი წელი წარმატებით დავიწყეთ

ასევე მადლობა ყველა მონაწილეს, მადლობა მსაჯთა ბრიგადას გიას თამასობით, მადლობა ფედერაციას თენგოს თამადობით, მადლობა ჩვენს სპონსორებს ბატონ დავით კვიპრიანესა და ბიძინას გაწეული სამსახურისათვის და გამოყოფილი პრიზებისთვის.....
  • kila likes this

#4 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 14 05 2014 - 01:34

DEBEDA MASTERS 2014

გუნდს უკვე ტრადიციად გვაქვს ერთობლივი ვარჯიშები წინა სატურნირო მზადებისას, ასე მოხდა დებედას ტურნირის წინაც, ძალიან ცუდია რიცა სურათები არ ახლავს მაგრამ მე მაპატიეთ რადგან პადში არ მაქვს სურათები და მერე დავამატებ...

ვარჯიში როგორც წინა ტურნირზე დავიწყეთ ჩვენ ჩვენი საკვებით და გვინდოდა გამოგვეცადა სხვადასხვა ვარიაციები, გიგამ ითევზავა ორი ფლეტით, განსხვავებული საკვებით, მარწყვი და ფაინ პადტიკალით, მახომ ითევზავა ცომით და ფლეტით და მე სამი ჯოხით ვივარჯიშე, ცომი(კოპტონი+სენსასი), ფლეტი(სენსასის ჰემფი+კარპის სენსასი) და უბრალო ფსკერული შორ დისტანციაზე...ვივარჯიშეთ ადმინისტრაციის მხარეს...ვარჯიშის დროს მე დავიჭირე პირველი თევზი და ერთადერთი სატურნირო ზოლში, მახომ ვერაფერი დაიჭირა სატურნირო ზოლში მაგრამ სამაგიეროდ გიგამ გვასახელა და როგორც მახსოვს 6-7 თევზი დაიჭირა სატურნირო ზოლში... საბოლოო დასკვნა იყო რომ გიგას სკვებმა იმუშავა და უნდა მოგვემზადებინა ორი საკვები მარწყვის სენსასი და ფაინ ფარტიკალი სენსასი... უნდა გვემუშავა ინტენსიურად იქნებოდა თუ არა ჩარტყმა მაინც უნდა დაგვეკვება დაახლოებით 10-15 წუთიანი ინტერვალებით...

ტურნირის დღეს ტბაზე დროულად გამოვცხადდი წინა წლისგან განსხვავებით :-)) ;-)) მე მოვხვდი იმ ზონაში სადაც ვარჯიშზე იჯდნენ არტური და მახო და ვერცერთი თევზი ვერ დაიჭირეს, რამაც გუნება გამიფუჭა მაგრამ მაინც შემართებით ვარ რადგან კოლეგები გიგა და მახო მოხვდნენ კარგ ადგილებში... მახო ძველ ადგილას მოხვდა და გიგაც თითქმის იქ მოხვდა სადაც ვარჯიშზე ვიყავით...

დაიწო ტურნირი და მე მხოლოდ ჩემს ზონაში მყოფი ხალხი მაინტერესებს, მარჯვნივ გიგა, მარცხნივ , მოპირდაპირე მხარეს კი საუკეთესო ადგილზე მჯდომი მიშა და ვერ ავცდი დიმიტრის... გიგა და არტური დილიდან იჭერენ თევზს, ჩემს გვერდით გიგა იჭერს წვრილ თევზ მარცხნივ არაფერია ერთი 1,5კგ-იანი თევზის გარდა, მაგრამ მოპირდაპირე მხარეს არ ჩერდებიან ისეთი ამბავია რაც ჩემს სრულ განადგურებას მომასწავლებს...ჩემთან უკვე ორი საათია და ჯერ ერთი ჩარტმის მეტი არაფერი ყოფილა, რომლის დროსაც ნემსკავი მოძვრა ძუას...

ამ პერიოდში ერთმანეთთან გვაქვს კავშირი კოლეგებს და ერთმანეთს ვაძლევთ რჩევებს. ორ საათამდე ყველაფერი ვცადე, მხოლოდ სიმძიმე, საკვებში სიმინდის შერევა, ნემსკავების ზომების ცვლა მაგრამ შედეგი ნოლი...ისიც კი მახსოვს გიგა მირეკავს და მეუბნება ზურა სიმძიმე მოაბი და რაც შეიძლება შორს ისროლეო და ჩემი პასუხი: "გიგა 120 ამოხვევაზე ვისვრითქო" და გიგა მეუბნება მაგას როგორ ახერხებო, მაგრამ შედეგი კვლავ არ არის, პირველი ჩარტყმა მქონდა 14:05-ზე და პირველი თევზი ბადეშია, ავწონე და 1,52კგ იწონის რაც უკვე ნიშნავს რომ ჩემს გვერძე ნჯდომებს გადავასწარი და მე-4 ადგილი არის მაგრამ ჯერ ფინიშამდე დიდი დროა. თევზაობა გავაგრძელე შემდეგი პრინციპითფლეტზე ჯერ იყო ყვითელი საკვები მერე წითელი ზემოდან და მათ შორის სიმინდი ნემსკავზე, და პრესტონის ფლეტი, მხოლოდ ამან იმუშავა და რაც ყველაზე მთავარია დისტანციაზე სროლამ რაც ყველა სროლა იყო 105-დან 120 ამოხვევამდე... ასეთი მეთოდით დავიჭირე 4 თევზი, ხოლო ბოლო მე-5 თევზის დაჭერამდე დარჩენილი იყო ზუსტად 1 წუთი როცა თევზი დაჯდა და ფრიქციონის წრიალთან ერთად გიას საყვირის ხმაც გაისმა და ეს თევზი ჩაითვალა...

ამ დროს ანგარიშზე არც მქონდა და ჩემი ერთადერთი სურვილი იყო რომ ჩემს მოპირდაპირე ნაპირზე მჯდომი სამი მონაწილედან რომელიმე დამემარცხებინა რომ მე-3 ადგილი მაინც დამეკავებინა და როგორც ბოლოს აღმოჩნდა ჯარიაშვილი იყო, ანუ ჩემს ზონაში მესამე ადგილი დავიკავე დიდი შრომისა და დასიებული საჩვენებელი თითის ხარჯზე...

გიგას ზონაში ნამეტანი დაძაბული ბრძოლა იყო რასაც საკუთარი თვალით ვხედავდი, მახოსთან ვიცოდი რომ არტური პირველზე იყო და მეორე მესამე ადგილებს მახო და თენგო იყოფდნენ და მეც გავარკვიე რომ მესამეზე გავედი, ხოლო როცა გავიგე რომ გიგა თავის ზონაში პირველ ადგილზე იყო მივხვდი რომ წლევანდელი თასიც ჩვენთან დარჩა რამაც უზომოდ გამახარა . . .

მინდა კიდევ ერთხელ დავამატო რომ ეს ყველაფერი ერთობლივი ვარჯიშების შედეგია.
მინდა მადლობა მოვუხადო ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით ჩემს ზონაში მყოფ მეგობრებს რომლებმაც მოდუნების საშუალება არ მომცეს. მადლობა გიას და მთელ მსაჯთა ბრიგადას, მადლობა ფედერაციას და მადლობა ჩვენს სპონსორებს, დავით კვიპრიანეს, ბიძინას და მაღაზია დელტას....

განსაკუთრებით დიდი მადლობა კი ჩემს ორ მაგარ სპორცმენს გიგას და მახოს რომლებიც არასოდეს ნებდებიან, მი და რო ესე გავაგრძელოთ მეგობრებო...

#5 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 07 06 2014 - 22:14

                                                  თევზაობა   ქციაზე

 

   ერთობლივი გასვლა მოვაწყვეთ მეგობრებმა ქციაზე 30 მაისს, დილით ძალიან არ გვიჩქარია რადგან ამ პერიოდში თევზი უფრო დღის მეორე ნახევარში აქტიურობს და ამიტომაც გავედით 09:00 და დაახლოებით 11:30-ზე უკვე ანკესები წყალში იყო...ვცადეთ ყველაფერი მაგრამ თევზი არ აქტიურობდა, არც ხალხი გვიშლიდა ხელს...

წყალი მომატებული იყო იმდენად რომ მე ქცია ასე ადიდებული არ მინახავს, ხალხი უკვე დამბასთან ხელაობდა . . .

 

საკვებად გამოვიყენე: ქარხნული სენსასის საკვები და არეული ჰქონდა ქატო და კოპტონი

ანკესი: 1. სპრო ექსელერი 3.60მ, 100გრ.   2. დაივა ვინდ ქასტი  3.30მ, 120გრ.

კოჭა: 1. შიმანო იქს ეიჯი 4000.   2. შიმანო იქს ეიჯი 4000.

ძუა: ორივე კოჭაზე ნანოფილი 0.15მმ და 0.12მმ

საკვებურები: ფიდერ სპორტის 56გრ და ჩემი ჩამოსხმული 75-80გრ-იანი მრგვალი ფორმის საკვებურა.

ნემსკავები: ოქროსფერი ოვნერის 12 ნომერი ნემსკავები.

სატყუარა: თეთრი ჭია.

მონტაჟი: სპორტული

სადავე:45-50-65 სმ.

  

       აქ უკვე დაწვრილებით ჩამოვწერე თუ რა გამოვიყენე მე იმ დღეს და ეხლა კი ვიტყვი რომ თევზაობისსა ვერ ვიჭერდით თევზს მაგრამ როგორც კი სადავე დავაგრძელე 45სმ-დან 65 სმ-მდე ეგრევე მივიღე განსხვავება . . .  ვითევზავე ორი ჯოხით და ერთზე არ ვცვლიდი სადავეს სიგრძეს და კი იდო ტყუილად ხოლო მეორე ჯეხო შედარებით მეტად აქტიურობდა, ასე რომ თევზაობა არ არის ზუსტი მეცნიერება რომ მიხვიდე და ამოხსნა, ადგილზე ყოველთვის მუშაობა არის საწირო და მხოლოდ მაშინ მიაღწევ წარმატებას . . .

 

დაივა თევზის მოლოდინში

IMG 2057
ჩასაფრებული ექსპლორერი
IMG 2055

გამოყენებული საკვები

IMG 2060

ქვედა ბადე

IMG 2062
მოკრძალებული ნადავლი
IMG 2064

 

   მადლობა წალკას და ყველას ვთხვო რომ არ დაანაგვიანოს ბუნება . . .



#6 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 07 06 2014 - 23:00

მშვენიერი პოსტია  ( ისე თუ არ დაანაგვიანე მაშ რა ქართველი ხარ) :)


  • Jano likes this

#7 BABUKA_17

BABUKA_17

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 614 posts

პოსტი დაწერილია 07 06 2014 - 23:14

საღოლ ძაან კაი პოსტია შემეცნებითი და ახალბედებისთვის ადვილად გასაგები ენით ახსნილი



#8 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 08 06 2014 - 17:28

მეც ვურჩევ ყველას რომ ესეთი ამომწურავი ინფოთი წერონ და თან შემეცნებითიც იქნება და თან ადვილად გასაგებიც ყველასთვის . . .

 

   მადლობა . . .



#9 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 24 06 2014 - 12:39

                                                                                             თევზაობა   მტკვარზე

   20 ივნის ვიყავი მტკვარზე რუსთავში ახალი ხიდიდან ცოტა მოშორებით, მინდოდა მდინარეზე კიდევ ერთხელ მეცადა ფიდერი თან იმედი მქონდა რომ წვერას დავიჭერდი ან ხარამულს და ანდა მურწას . . .

 

ესეც სათევზაო ადგილი, დინება მართლაც ძლიერი არის მაგ ადგილას და 100-110 გრამიანი საკვებურების გაჩერებაც ძალიან რთული ამბავია.

IMG 2167
       
IMG 2173
 
საკვებად გამოვიყენე თვითნაკეთ ბაზას პლიუს სენსასი და არომიქსი, სატყუარად კი იმდენი რამე წავიღე რო სურათზეც ნახავთ, მაგრამ მხოლოდ სოსისს და ჰოლანდიურ ყველს ვიყენებდი რადგან გაგონილი მქონდა რომ ეს ორი სატყუარა უფრო ეფექტური არის . . .
 
IMG 2172
 
IMG 2170
 
ვითევზავე მაქსიმუმ 10 მეტრ დისტანციაზე, მონო ძუით ძირითადი და სადავე 0.12მმ შიმანო ანტარესი, ნემსკავი ოვნერის ოქროსფერი 12 ნომერი და სატყუარად ჰოლანდიური ყველი და სოსისი, სადავე 50-70 სანტიმეტრის . . .
   ბევრი აღარ ვილაპარაკოთ და დაკვებით არ დამიკვებია და მეორე სროლაზე დამიჯდა მოზრდილი წვერა, რომელმაც ისე აღმაფრთოვანა რომ ეს პოსტიც მას ეძღვნება :-) :-)  გამომრჩა მეთქვა რო თევზაობა დავიწყე ძალიან გვიან 09:30-ზე და ამან განაპირობა ჩემი მცირე შედეგიც და თან ჩემი ჩასვლიდან 30 წუთში მტკვარი ძალიან აიმღვრა, თბილისიდან წამოვიდა შლამი რამაც კენკვა შეაცერა თუმსაღა ერთი ლამაზი მურწას დაჭერაც მოვასწარი . . .
 
 
IMG 2174
  IMG 2176
 

 

     ეს ორივე ლამაზმანი დაუბრუნდა თავის საბუდარს, მეტი შედეგი არც მქონია და მეც წამოვედი სახლში, მაგრამ უფრო მეტად მომინდა იქ დაბრუნება და აუცილებლად ვესტუმრები მტკვარს ;-) ;-)



#10 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 24 06 2014 - 19:12

პირველი რომ გაქვს დაჭერილი ეგ წვერა კი არ არის ჭანარია 


  • fff likes this

#11 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 24 06 2014 - 19:13

მეორეა წვერა ;)



#12 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 24 06 2014 - 22:05

                                                                                             თევზაობა   მტკვარზე

   20 ივნის ვიყავი მტკვარზე რუსთავში ახალი ხიდიდან ცოტა მოშორებით, მინდოდა მდინარეზე კიდევ ერთხელ მეცადა ფიდერი თან იმედი მქონდა რომ წვერას დავიჭერდი ან ხარამულს და ანდა მურწას . . .

 

ესეც სათევზაო ადგილი, დინება მართლაც ძლიერი არის მაგ ადგილას და 100-110 გრამიანი საკვებურების გაჩერებაც ძალიან რთული ამბავია.

       
 
 
საკვებად გამოვიყენე თვითნაკეთ ბაზას პლიუს სენსასი და არომიქსი, სატყუარად კი იმდენი რამე წავიღე რო სურათზეც ნახავთ, მაგრამ მხოლოდ სოსისს და ჰოლანდიურ ყველს ვიყენებდი რადგან გაგონილი მქონდა რომ ეს ორი სატყუარა უფრო ეფექტური არის . . .
 
 
 
 
ვითევზავე მაქსიმუმ 10 მეტრ დისტანციაზე, მონო ძუით ძირითადი და სადავე 0.12მმ შიმანო ანტარესი, ნემსკავი ოვნერის ოქროსფერი 12 ნომერი და სატყუარად ჰოლანდიური ყველი და სოსისი, სადავე 50-70 სანტიმეტრის . . .
   ბევრი აღარ ვილაპარაკოთ და დაკვებით არ დამიკვებია და მეორე სროლაზე დამიჯდა მოზრდილი წვერა, რომელმაც ისე აღმაფრთოვანა რომ ეს პოსტიც მას ეძღვნება :-) :-)  გამომრჩა მეთქვა რო თევზაობა დავიწყე ძალიან გვიან 09:30-ზე და ამან განაპირობა ჩემი მცირე შედეგიც და თან ჩემი ჩასვლიდან 30 წუთში მტკვარი ძალიან აიმღვრა, თბილისიდან წამოვიდა შლამი რამაც კენკვა შეაცერა თუმსაღა ერთი ლამაზი მურწას დაჭერაც მოვასწარი . . .
 
 
 
 
 

 

     ეს ორივე ლამაზმანი დაუბრუნდა თავის საბუდარს, მეტი შედეგი არც მქონია და მეც წამოვედი სახლში, მაგრამ უფრო მეტად მომინდა იქ დაბრუნება და აუცილებლად ვესტუმრები მტკვარს ;-) ;-)

კარგია ზურა, ერთი ეს გამაგებინეთ ამ ჰოლანდიური ყველის ამბავი სიმართლეა თუ ღადაობაა? ყველზე დაჯდა ეს თევზი?



#13 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 25 06 2014 - 09:55

მაგარია ზურა, მოკლედ საალაზნედ ემზადებით როგორც ვატყობ ;)

კი, პირველი 100%-ით ჭანარია ;)

 

ნიკა :) მარტო ყველი არ იქნებოდა, კარაქიანი პურიც უნდა მაგას და ჩაიში უნდა მოზილო თურმე ;) ჰოო, და მდინარე "ვერეზე" იჭერენ თურმე, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში კაი მოვლილ-ნაპატრონებ ხრამულებს, ყავის მარცვლებზე ჯდება ;)

ეს ხუმრობით რათქმაუნდა, მაგრამ სერიოზულად კი ვიტყვი, რომ თბილისში, მტკვრის მეთევზეები ხშირად იყენებენ ამ ჰოლანდიურ ყველს.

დათომ (გლახუნა) მითხრა რომ, სერიოზული სატყუარა ყოფილა ჭანარისა და საერთოდ თეთრი თევზისათვის.

ნასვრეტებიან ჰოლანდიურ ყველზეა საუბარი. (მე არ გამომიყენებია ჯერ) :)



#14 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 06 2014 - 11:51

ჰოლანდიური ყველი ,სოსისი და სალაზეც თევზაობენ მტკვარზე .რა თევზი რა პერიოდში ანიჭებს ერთსა თუ მეორე სატყუარას უპირატესობას იციან  ზეპირად .



#15 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 25 06 2014 - 13:40

მაგარია ზურა, მოკლედ საალაზნედ ემზადებით როგორც ვატყობ ;)

კი, პირველი 100%-ით ჭანარია ;)

 

ნიკა :) მარტო ყველი არ იქნებოდა, კარაქიანი პურიც უნდა მაგას და ჩაიში უნდა მოზილო თურმე ;) ჰოო, და მდინარე "ვერეზე" იჭერენ თურმე, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში კაი მოვლილ-ნაპატრონებ ხრამულებს, ყავის მარცვლებზე ჯდება ;)

ეს ხუმრობით რათქმაუნდა, მაგრამ სერიოზულად კი ვიტყვი, რომ თბილისში, მტკვრის მეთევზეები ხშირად იყენებენ ამ ჰოლანდიურ ყველს.

დათომ (გლახუნა) მითხრა რომ, სერიოზული სატყუარა ყოფილა ჭანარისა და საერთოდ თეთრი თევზისათვის.

ნასვრეტებიან ჰოლანდიურ ყველზეა საუბარი. (მე არ გამომიყენებია ჯერ) :)

ეს ჰოლანდიური ყველი მაგარია რა, დავით მოსიჯნე აბა ერთი ალაზანზე :D თუმცა ვეჭვობ ალვანის გუდის ყველს მაგ ჰოლანდიურმა აჯობოს.

ისე რა საინტერესოა, ამ ყველის ამბავი, ალბათ ევროპული გემოვნური თვისებები მოსწონს მტკვრის თევზს, ზურა ამ ყველს კუბიკებად ჭრი და ისე უკეთებ ნემსკავს ალბათ არა? ხრამული უფრო იღებს თუ მურწა და წელიწადის რომელ დროს თევზაობენ ყველზე ეს ინფოც მაინტერესებს, მთელი სეზონი მოდის?


  • Zurabi-Mereklishvili and kvipriane-ს მოეწონა ეს

#16 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 25 06 2014 - 14:56

პირველი რომ გაქვს დაჭერილი ეგ წვერა კი არ არის ჭანარია 

     მე როგორც სურათებში მაქვს ნანახი, ჭანარი და წვერა ჰგავს ერთმანეთს და რაც განსხვავება ვნახე მხოლოდ პირის მოყვანილობაა და ჭანარს პირი სქორად აქვს გაჭრილი ხოლო წვერას ქვემოდან აქვს და ამიტომაც ვფიქრობ რომ ეს თევზი წვერაა . . .



#17 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 25 06 2014 - 14:57

კარგია ზურა, ერთი ეს გამაგებინეთ ამ ჰოლანდიური ყველის ამბავი სიმართლეა თუ ღადაობაა? ყველზე დაჯდა ეს თევზი?

     მეც არ მეჯერა ნიკა და პირველად ვიყიდე და გამოვცადე და შენ წარმოიდგინე მართლას რომ მოსწონს წვერას ეს ყველი და მეორეც ყველზე დავიჭირე . . .



#18 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 25 06 2014 - 15:01

ეს ჰოლანდიური ყველი მაგარია რა, დავით მოსიჯნე აბა ერთი ალაზანზე :D თუმცა ვეჭვობ ალვანის გუდის ყველს მაგ ჰოლანდიურმა აჯობოს.

ისე რა საინტერესოა, ამ ყველის ამბავი, ალბათ ევროპული გემოვნური თვისებები მოსწონს მტკვრის თევზს, ზურა ამ ყველს კუბიკებად ჭრი და ისე უკეთებ ნემსკავს ალბათ არა? ხრამული უფრო იღებს თუ მურწა და წელიწადის რომელ დროს თევზაობენ ყველზე ეს ინფოც მაინტერესებს, მთელი სეზონი მოდის?

     კუბიკებად დაჭრი ნიკა და ჩემი აზრით ოქროსფერ ნემსკავზე უნდა გაუკეთო, მე თავიდან ვიფიქრე მალე მოძვრება ნემსკავიდანთქო მაგრამ შევცდი, საკმაოდ დიდი ხანი სძლებს მტკვრის ჩქარ დინებაშიც კი  ნემსკავზე . . . ოღონდ უნდა იყიდო მაგარი ყველი, არის რბილი ვარიანტებიჩ ეგ არ გამოგადგება ალბად . . .

 

   მე ნანახი მქონდა რომ თევზაობენ იტალიაში და ინგლისში ესე წვერაზე და აქაც გაგონილი მქონდა მაგრამ მგონი მხოლოდ ჭანარს, წვერასა და მურწას მოსწონს ეს ყველი . . . ზუსტად არ ვიცი . . . გასატესტია . . .



#19 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 25 06 2014 - 15:03

მაგარია ზურა, მოკლედ საალაზნედ ემზადებით როგორც ვატყობ ;)

კი, პირველი 100%-ით ჭანარია ;)

 

ნიკა :) მარტო ყველი არ იქნებოდა, კარაქიანი პურიც უნდა მაგას და ჩაიში უნდა მოზილო თურმე ;) ჰოო, და მდინარე "ვერეზე" იჭერენ თურმე, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში კაი მოვლილ-ნაპატრონებ ხრამულებს, ყავის მარცვლებზე ჯდება ;)

ეს ხუმრობით რათქმაუნდა, მაგრამ სერიოზულად კი ვიტყვი, რომ თბილისში, მტკვრის მეთევზეები ხშირად იყენებენ ამ ჰოლანდიურ ყველს.

დათომ (გლახუნა) მითხრა რომ, სერიოზული სატყუარა ყოფილა ჭანარისა და საერთოდ თეთრი თევზისათვის.

ნასვრეტებიან ჰოლანდიურ ყველზეა საუბარი. (მე არ გამომიყენებია ჯერ) :)

   ხო დავით მინდა რო მდინარეზე ვითევზავო უფრო მეტი თორე ამ ტბებს მაინც ვერ ვცდები ტურნირებისა და ვარჯიშების პერიოდში :-) :-) ალაზანზე კი ძალიან მინდა და ალბად გეახლებით მაგეთაც მალე . . .


  • kvipriane likes this

#20 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 25 06 2014 - 16:45

   ხო დავით მინდა რო მდინარეზე ვითევზავო უფრო მეტი თორე ამ ტბებს მაინც ვერ ვცდები ტურნირებისა და ვარჯიშების პერიოდში :-) :-) ალაზანზე კი ძალიან მინდა და ალბად გეახლებით მაგეთაც მალე . . .

მობრძანდით ბატონო, ;) ერთი ორი კარგი ადგილი ვისწავლეთ უკვე, რამოდენიმე კიდევ დასაზვერი მაქვს და უკვე სრული ინფო და წარმოდგენა მექნება. (გუშინ მდინარე კაბალზე გავედით, ჯერ ალაზანზე გავიარეთ და ისეთი მღვრიე იყო, მოკლედ ტალახი მოდიოდა, ამიტომ კაბალს ვეწვიეთ, ერთი ხრამულჩიკი და ერთი მურწა მაინც დავსვი ფიდერზე ;) , არადა მღვრიე იყო ესეც) - მთავარი რა არის იცი ზურა, რაც მახარებს !!! - მარტო არ დავდივარ სათევზაოდ, და თუ მღვრიე გვხვდება, ბიჭები ჯერ "ფიდერს" უთმობენ სარბიელს, თუ მე ვიჭერ მერე ესენიც ერთვებიან ;) მივიდა ამათ ცნობიერებამდე როგორც იქნა ფიდერის პრიორიტეტულობა მდინარეზეც კი :)