Jump to content


ფოტო

ბოლონიური ანკესის ჯოხი


  • Please log in to reply
8 პასუხი ამ თემაზე

#1 "სათევზაო კლუბი"

"სათევზაო კლუბი"

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 544 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 02:47

   " Bolognese " 

 

 ანუ იგივე ბოლონიური ანკესით თევზაობას, საფუძველი იტალიის ერთერთ პროვნიციაში, ბოლონიაში დაედო. სახელიც აქედან გამომდინარეობს.

752px Bologna SanPetronioPiazzaMaggiore1

 

 ერთი შეხედვით ადგილობრივ მდინარეებზე და ვიწრო წრეებზე მორგებული ჯოხის სახეობა სულ ცოტა დროში პოპულარული გახდა მთელ იტალიაში და შემდეგ მთელ ევროპაში, ასევე რუსეთსა და უკრაინაში. ბოლოს და ბოლოს ამ სახეობამ საქართველომდეც მოაღწია და დღეს დღეობით ყველაზე პოპულარულია ტივტივის სახეობებში.

1347 2

 

  "ბოლონიური" ჯოხები თავდაპირველად მხოლოდ დინებაზე სათევზაოთ გამოიყენებოდა, უმეტეს შემთხვევაში გატარებით თევზაობისთვის, ამიტომაც საკმაოდ მოზრდილი რგოლებით იყო აღჭურვილი და მისი სიგრძე 5 მეტრიდან 8 მეტრამდე მერყეობდა.

ასევე როგორც წესი მხოლოდ ინერციული კოჭით იყო აღჭურვილი.

  სამომავლოთ "ბოლონეზეს" პოპულარობასთან ერთად იზრდებოდა მისი მოხმარების არიალი და ადგილებიც. ხალხმა მასიურად დაიწყო ამ სახეობით დამდგარ წყალზე თევზაობაც, ამ შემთხვევაში კი ინერციული კოჭა უკვე მოუხერხებელი გახდა და არა ინერციული კოჭების გამოყენება დაიწყეს. 


998045013 1 0 e5e0ad6ea0cbf4a9af41db8aa07543e0
2 5 5fbb4eb0e7c2cedf731ec7c18e344141

 

 

 დღესდღეობით ბაზარზე ბოლონიური ჯოხების ძალიან დიდი არჩევანი გვხვდება. მათი სიგრძე 3 მეტრიდან 8 მეტრამდე მერყეობს. ტესტები კი 3 გრამიდან 35 გრამამდე.

 3 მეტრიანი ჯოხები ძირითადათ ნავიდან სათევზაოთ გამოდგება, ან ბავშვს თუ დავაჭერინებთ სათევზაოთ.

 4 მეტრიანი ჯოხები ქართულ რეალობაში ძალიან პოპულარულია. თუმცა ამ სახეობისთვის მაინც მოკლედ ითვლება და რეკომენდირებულია მხოლოდ ტბებზე და დამდგარ წყალზე სათევზაოთ.

 5-6 მეტრიანი ჯოხები კი უკვე უნივერსალათ შეგვიძლია ჩავთვალოთ, მათი გამოყენება შეილება როგორც დამდგარ წყლებზე ასევე დინებაზე.

 7-8 მეტრიანი ჯოხები სპეციფიურია, მათი გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ და მხოლოდ გატარებით თევზაობისას.

 

2 (1)
bolonka

 

 როგორც წესი "ბოლონეზეს" ჯოხები არც თუ ისე სწრაფი წყობისაა და ამის გამო მხოლოდ დისტანციაზე სროლაში თუ ჩამოუვარდება კონკურენტ სახეობა "მატჩის" ჯოხებს. სამაგიეროთ გამოირჩევა სიმსუბუქით და სინაზით.

 "ბოლონეზეს" ჯოხები 100% ით ტელოსკოპური სახით გვხვდება. ძირითადათ რამდენი მეტრიცაა იმდენივე მუხლისგან შედგება. რაც შეეხება სიგრძეს, თუ შემთხვევით აღმოაჩენთ რომ თქვენი 5 მეტრიანი ჯოხი 4,92 მეტრია ნუ შეგეშინდებათ, ეს მიღებული პრაქტიკაა და მეტრაჟი ყოველთვის დამრგვალებული წერია.

 დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ასეთი ჯოხების ფასი დაახლოებით 15,00 ლარიდან იწყება და 300,00 ლარს ცდება. უხეშად რომ ვივარაუდოთ ნორმალური ხარისხის ჯოხები დაახლოებით 60,00-70,00 ლარიდან იწყება ზემოთ. ხარისხის და სიგრძის მიხედვით.

914542588

 

 

 რაც შეეხება ბოლონიური ანკესის აღჭურვილობას, ძუებს, კოჭებს, მონტაჟებს.. ამას ყველაფერს ცალცალკე თემებში განვიხილავთ.

 

 

 თემის ავტორია

 ბიძინა მაზიაშვილი



#2 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 08:32

მადლობა შენ ბიძინ!



#3 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 09:07

მე მგონი ცუდათ არ გამოვიდა? რას იტყვი ბიძინ?  :)



#4 "სათევზაო კლუბი"

"სათევზაო კლუბი"

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 544 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 11:44

მე მგონი ცუდათ არ გამოვიდა? რას იტყვი ბიძინ?  :)

კარგია! :)  მარა სურათებს არ მიხსნის   

You do not have permission to view this image    ესეთ რაღაცას მიწერს... 

აუ ეს სურათები ან გვასწავლონ ან კიდე გაამარტივონ რა უბედურებაა რა :)



#5 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 11:55

აუ ეს სურათები ან გვასწავლონ ან კიდე გაამარტივონ რა უბედურებაა რა :)

 

აბა აქ შეიხედე ;) 



#6 Giorgi Phutkaradze

Giorgi Phutkaradze

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 33 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 13:34

ძალიან მომწონს ბოლონიური ანკესი ხავსზე თევზაობისთვის მჭირდება ახლო მომავალში აუცილებლად ვეწვევი თქვენს მაღაზიას :)



#7 mate_g

mate_g

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

პოსტი დაწერილია 12 03 2014 - 22:25

ძაან მაგარი სატატიაა ბიძო. ველი მომდევნო თემებს კოჭებზე, ძუებზე, მონტაჟებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე.



#8 riko

riko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 151 posts

პოსტი დაწერილია 26 10 2015 - 15:53

:)



#9 krixula

krixula

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 64 posts
  • ადგილმდებარეობა
    რაჭა

პოსტი დაწერილია 04 04 2019 - 18:19

   " Bolognese " 

 

 ანუ იგივე ბოლონიური ანკესით თევზაობას, საფუძველი იტალიის ერთერთ პროვნიციაში, ბოლონიაში დაედო. სახელიც აქედან გამომდინარეობს.

 

 

 ერთი შეხედვით ადგილობრივ მდინარეებზე და ვიწრო წრეებზე მორგებული ჯოხის სახეობა სულ ცოტა დროში პოპულარული გახდა მთელ იტალიაში და შემდეგ მთელ ევროპაში, ასევე რუსეთსა და უკრაინაში. ბოლოს და ბოლოს ამ სახეობამ საქართველომდეც მოაღწია და დღეს დღეობით ყველაზე პოპულარულია ტივტივის სახეობებში.

 

 

  "ბოლონიური" ჯოხები თავდაპირველად მხოლოდ დინებაზე სათევზაოთ გამოიყენებოდა, უმეტეს შემთხვევაში გატარებით თევზაობისთვის, ამიტომაც საკმაოდ მოზრდილი რგოლებით იყო აღჭურვილი და მისი სიგრძე 5 მეტრიდან 8 მეტრამდე მერყეობდა.

ასევე როგორც წესი მხოლოდ ინერციული კოჭით იყო აღჭურვილი.

  სამომავლოთ "ბოლონეზეს" პოპულარობასთან ერთად იზრდებოდა მისი მოხმარების არიალი და ადგილებიც. ხალხმა მასიურად დაიწყო ამ სახეობით დამდგარ წყალზე თევზაობაც, ამ შემთხვევაში კი ინერციული კოჭა უკვე მოუხერხებელი გახდა და არა ინერციული კოჭების გამოყენება დაიწყეს. 


 
 

 

 

 დღესდღეობით ბაზარზე ბოლონიური ჯოხების ძალიან დიდი არჩევანი გვხვდება. მათი სიგრძე 3 მეტრიდან 8 მეტრამდე მერყეობს. ტესტები კი 3 გრამიდან 35 გრამამდე.

 3 მეტრიანი ჯოხები ძირითადათ ნავიდან სათევზაოთ გამოდგება, ან ბავშვს თუ დავაჭერინებთ სათევზაოთ.

 4 მეტრიანი ჯოხები ქართულ რეალობაში ძალიან პოპულარულია. თუმცა ამ სახეობისთვის მაინც მოკლედ ითვლება და რეკომენდირებულია მხოლოდ ტბებზე და დამდგარ წყალზე სათევზაოთ.

 5-6 მეტრიანი ჯოხები კი უკვე უნივერსალათ შეგვიძლია ჩავთვალოთ, მათი გამოყენება შეილება როგორც დამდგარ წყლებზე ასევე დინებაზე.

 7-8 მეტრიანი ჯოხები სპეციფიურია, მათი გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ და მხოლოდ გატარებით თევზაობისას.

 

 

 

 როგორც წესი "ბოლონეზეს" ჯოხები არც თუ ისე სწრაფი წყობისაა და ამის გამო მხოლოდ დისტანციაზე სროლაში თუ ჩამოუვარდება კონკურენტ სახეობა "მატჩის" ჯოხებს. სამაგიეროთ გამოირჩევა სიმსუბუქით და სინაზით.

 "ბოლონეზეს" ჯოხები 100% ით ტელოსკოპური სახით გვხვდება. ძირითადათ რამდენი მეტრიცაა იმდენივე მუხლისგან შედგება. რაც შეეხება სიგრძეს, თუ შემთხვევით აღმოაჩენთ რომ თქვენი 5 მეტრიანი ჯოხი 4,92 მეტრია ნუ შეგეშინდებათ, ეს მიღებული პრაქტიკაა და მეტრაჟი ყოველთვის დამრგვალებული წერია.

 დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ასეთი ჯოხების ფასი დაახლოებით 15,00 ლარიდან იწყება და 300,00 ლარს ცდება. უხეშად რომ ვივარაუდოთ ნორმალური ხარისხის ჯოხები დაახლოებით 60,00-70,00 ლარიდან იწყება ზემოთ. ხარისხის და სიგრძის მიხედვით.

 

 

 

 რაც შეეხება ბოლონიური ანკესის აღჭურვილობას, ძუებს, კოჭებს, მონტაჟებს.. ამას ყველაფერს ცალცალკე თემებში განვიხილავთ.

 

 

 თემის ავტორია

 ბიძინა მაზიაშვილი

საინტერესო სტატია იყო მადობა 


  • krixula likes this