Jump to content


ფოტო

არომატიზატორები და მათი ეფექტურად გამოყენება


  • Please log in to reply
321 პასუხი ამ თემაზე

#1 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 15:56

    მეთევზეები  კეთილსინდისიერი საზოგადოებაა,  რომელიც თავის სათევზაო ტაქტიკას მრავალჯერ ცვლის დაწყებული ნემსკავების წვერების გალესვით დამთავრებული მრავალნაირი სათევზაო ხელსაწყოების შეძენით. რამდენჯერ დაუყნოსია მეთევზეს(და მათ შორის მეც)  არომატიზატორები (attractant/მოსაზიდი) და რამის გემოთიც გაგვისინჯავს. დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით მსოფლიოში მრავალი ფირმა უშვებს თევზის მოსაზიდ არომატიზატორებს, რომელთა რაოდენობა და სახესხვაობა უამრავია (სითხის, ზეთის, პასტის, და ა.შ. სახით). ბევრი ფიქრობს რომ არომატიზატორები ეს სხვა არფერია თუ არა მწარმოებელი ფირმების ხრიკისა ფულის შოვნის მიზნით, მაგრამ ბევრიც იმ აზრისაა, რომ ეს გენიალური გამოგონებაა თევზის ეფექტური ჭერისათვის.

 

ultrabite-pheromones.jpg  

 

 მთავარი წესი არომატიზატორის არჩევისას

 

როგორც ზემოთ მოგახსენეთ არომატიზატორები თავისი შემადგენლობით და კონსისტენციით უამრავია. შეგვიძლია ვნახოთ და თვალი მოგვჭრას როგორც მაღაზიებში ასევე ინტერნეტ სივრცეში. ერთი სული გვაქვს რომ რაც შეიძლება ბევრი და მრავალნაირი არსენალი ვიქონიოთ. მაგრამ ამ დროს დამეთანხმებით და აუცილებელია ვიცოდეთ ძირითადი მიზანი, თუ რომელი არომატი და რა სახის მოქმედებს ეფექტურად სხვადასხვა სახეობის თევზებზე წელიწადის სხვადასხვა დროს.

 

ნეგატიური სუნის გაფანტვა.

 

  არომატიზატორი არ გამოიყენება მხოლოდ სატყუარასთან თევზის მოსაზიდად, იგი ასევე მშვენივრად ნიღბავს სატყუარას არასასიამოვნო სუნს და გემოს, რომელმაც შეიძლება თევზი დააფრთხოს ჩვენს მიერ ფსკერზე მოწყობილი მშვენიერი სუფრიდან.

 

არასდროს გიფიქრიათ როგორ და რატომ?

 

  როგორც ადამიანი ცუდი და მყრალი სუნის გაგებისას ცხვირს სხვა მხარეს აბრუნებს, ასევე თევზიც(ნუ დაგვავიწყდება რომ მასაც აქვს სუნის და გემოს შეგრძნების რეცეფტორები) ცდილობს აერიდოს საგანს (ჩვენს შემთხვევაში სატყუარას) რომელსაც მისთვის არასასიამოვნო სუნი აქვს.

ამის მიზეზს კი ხშირ შემთხვევაში ჩვენდა უნებურად ჩვენვე ვაძლევთ თევზს.  ბენზინიანი, სიგარეტიანი, მწერების საწინააღმდეგო საშუალება, ნებისმიერი ლოსიონი და ა.შ ხელებით ვაგებთ სატყუარას ნემსკავზე.

აი სწორედ აქ მოქმედებს ჩვენს დასახმარებლად არომატიზატორი, რომელიც ნიღბავს არასასიამოვნო სუნს და სატყუარას ხდის მიმზიდველს თევზისთვის.

  

  კვლევებმა აჩვენა, რომ თევზ შეუძლია თვალისდახამხამებაში გადმოაგდოს სატყუარა, თუ იგრძნო რომ სატყუარა იმასთან შედარებით  რითიც ისინი იკვებებიან არაბუნებრივად გამოიყურება ან აქვს არასასიამოვნო სუნი და გემო.

თევზჭერის მეთოდების უმრავლესობა და მათ შორის ფიდერით თევზაობის მეთოდი დიდად არის დამოკიდებული თევზის მიერ სატყუარას აღების შეგრძნებაზე, რასაც გვიჩვენებს ქვივერი.
ამ დროს სწორად შერჩეული არომატიზატორი გვეხმარება რათა სატყუარას ჰქონდეს ისეთი სუნი და გემო, რომ თევზმა აიღოს, წაიღოს და რაც შეიძლება დიდხანს გააჩროს პირში: 5-10 და შესაძლებელია 30 წამის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ შედეგიანი გამოკვრა.

ფაქტორები რომელმაც შეიძლება დააინტერესოს თევზი აიღოს ჩვენს მიერ შეთავაზებული სატყუარა შეიძლება იყოს სუნი, გემო, ფორმა, ხმაური(მტაცებლებზე თევზაობისას).  ჩვენს შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ სუნის ფაქტორზე.

ბევრმა შეიძლება იფიქროს რომ ყველა სახეობის თევზი ერთნაირად  გრძნობს სატყუარას სუნს როგორც კი წყალში მოხვდება. მაგრამ ეს ასე არ არის სხვადასხვა სახეობის თევზს განსხვავებული მგრძნობელობა აქვს სუნის შესაგრძნობად და მანამდე გრძნობს საკვების მოხვედრას მისი კვების არეალში სანამ თვით საკვებს დაინახავს.. მაგალითისთვის ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე სახეობის თევზების სუნის მგრძნობელობის მახასიათებლები 1-დან 10-მდე (ნიშნული 10 აღნიშნავს ყველაზე მაღალ მგრძნობელობას)

 

9-10-- ლოქო

7-8  -- კარპისებრი

6-7  -- ორაგული და კალმახი

5     -- ფარგა

1-2  -- ქარიყლაპია

 

  როგორც ხედავთ, კარპისებრთა ოჯახის თევზების ჭერისას არომატიზატორებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ისინი მანამ გრძნობენ სატყუარას არსებობას სანამ დაინახავენ, განსხვავებით ქარიყლაპიასგან რომელის შემთხვევაში არომატი მხოლოდ მაშინ იძლევა ეფექტს როდესაც აღნიშნულ სახეობას უკვე აქვს დამყარებული ვიზუალური კონტაქტი და ემზადება შეტევისთვის.

ასევე აღსანიშნავია რომ ფარგას, მიუხედავად იმისა რომ  ჩამონათვალის შუაში იჭერს ადგილს, შეუძლია შეიგრძნოს 1/200 წვეთი არომატი დაახლოებით 400 ლიტრ მოცულობის წყალში და ეს მაშინ როდესაც მისი ტვინი მუხუდოს მარცვლის ხელაა.

არომატების ნაირსახეობა

 

82529983.jpg

 

  თევზაობისთვის განკუთვნილი არომატები დღესდღეობით მრავალი სახეობისაა როგორც ინდივიდუალური არომატებით (თევზის, ნივრის, ანისის და ა.შ) ასევე კომბინაციებით.

არომატის არჩევისას, მთავარია ვიცოდეთ კონკრეტული სახეობა თევზისა რაც არის ჩვენი  სამიზნე. ასევე უნდა ითქვას რომ წელიწადის დრო, ამინდი, ტემპერატურა, ქარის სიძლიერე და მიმართულება დიდ ზეგავლენას ახდენს არომატიზატორის მოქმედებეზე. გამომდინარე აქედან ფაქტიურად ექსპერიმენტების რეჟიმში ვიმყოფებით. მაგრამ არომატის შერჩევისას უმჯობესი იქნება ავირჩიოთ ისეთი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი კომპონენტებისაგან.

   მაგალითისთვის: ხშირად ვიყენებთ ნიორის ესენციას, რომელიც წყალში არ იზრდება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ეფექტურად მუშაობს.

   როგორც ზემოთ ავღნიშნე  არ უნდა მოგვერიდოს ექსპერიმენტების ჩატარებისა, იმის დასადგენად თუ რა ვითარებაში რომელი არომატი მოქმედებს დადებითად რომელ სახეობაზე და ეს აუცილებელიც არის. მაგალითად: ფართოდ არის ცნობილი რომ გაზაფხულზე როდესაც თევზი იწყებს აქტიურ მოძრაობას კარგად მუშაობს ცხოველური საკვების არომატები, ხოლო ზაფხულში, როდესაც წყალი თბილია - ხილის არომატები. მაგრამ ეს მხოლოდ წვეთია იმ არომატების ზღვაში რაც დღესდღეობით არის წარმოდგენილი სამომხმარებლო ბაზარზე.

სწორედ ამიტომ ძიებისა და ექსპერიმენტების შემდეგ  დავინახავთ იმ სწორ გზას, რომელიც დიდ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს წარმატებაზე თევზაობის დროს.

 

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ამ თემაში შევეცადოთ ერთმანეთს გავუზიაროთ ყოველივე სიახლე,  ჩვენი გამოცდილება  და მიღწევები არომატიზატორებტან მიმართებაში. 

 

 

p.s. აქვე მინდა ვთხოვო ყველას ვისაც გამოცდილი აქვს სხვადასხვა არომატები და აპირებს გაზიარებას თავისი პრაქტიკული გამოცდილებისა, რათა თუ შეიძლება უფრო დეტალური ინფორმაცია დადოს (მწარმოებელი ფირმა, ფასი, სად შიძინა, რისი არომატია, შემადგენელი კომპონენტები(თუ აწერია), მოხმარების წესები, როგორ ბუნებრივ პირობებში მოიხმარა(წყლის და ჰაერის ტემპერატურა), რომელი წყალსატევი, რა თევზი მოყვა უმეტესწილად და ა.შ.   წინასწარ დიდი მადლობა.

 

 

თემა მოამზადა იოსებ დალაქიშვილმა



#2 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 20:43

მშვენიერი სტატიაა სოსო, დიდი მადლობა :)



#3 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 21:35

მადლობა შენ თენგო, ვეცდები ნელ-ნელა სიახლეები შევიტანო თემაში და რა თქმა უნდა პრატიკიდან გამომდინარე შედეგები ;)



#4 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 22:00

კარგი სტატიაა, ამავდროულად ძალიან საინტერესო მიმართულება, ეს ის სფეროა სადაც მეთევზის ფანტაზიიდან გამომდინარე ამოუწურავი შესაძლებლობები არსებობს, ამ თვის ბოლოს ვაპირებ საინტერესო დიპების გამოწერას და ვნახოთ რა შედეგები იქნება, ისე გამოცდილებიდან გამომდინარე ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ეს დიპები მუშაობს, თან მაგრად მუშაობს!!! ერთი მინუსი აქვს - ფასები იკბინება :D



#5 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 22:05

გეთანხმები ნიკა, ამ წლის თევზაობა გადაწყვეტილი მაქვს არომატიზატორების ექსპერიმენტებში გავატარო, თუმცაღა თავიდანვე ვხვდები რომ ერთი წელი საკმარისი არ იქნება :)

იმაშიც გეთანხმები რომ ფასები იკბინება, დღეისთვის რამდენიმე სახეობის არომატიზატორი მაქვს შეძენილი და ვაპირებ კიდევ დავამატო. მოგვიანებით სურათებს დავდებ, და შემდეგ თითოეულის სედეგებსაც დავდებ უფრო დეტალურად.



#6 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 22:45

გეთანხმები ნიკა, ამ წლის თევზაობა გადაწყვეტილი მაქვს არომატიზატორების ექსპერიმენტებში გავატარო, თუმცაღა თავიდანვე ვხვდები რომ ერთი წელი საკმარისი არ იქნება :)

იმაშიც გეთანხმები რომ ფასები იკბინება, დღეისთვის რამდენიმე სახეობის არომატიზატორი მაქვს შეძენილი და ვაპირებ კიდევ დავამატო. მოგვიანებით სურათებს დავდებ, და შემდეგ თითოეულის სედეგებსაც დავდებ უფრო დეტალურად.

მე შარშარ დავტესტე კორდას ატრაქტანტი ,,Goo" და მინდა ვთქვა რომ შედეგებით მართლაც კმაყოფილი დავრჩი, საოცარი რამ არის. მქონდა 2 სახეობის ატრაქტანტი 1) Korda Goo Corn Twist და 2)Korda Goo - Halibut Haze Power Smoke, ერთადერთი ნაკლი ამ ატრაქტანტების - მისი ფასია :D

 

 

 

ძალიან საინტერესო პროდუქტი შექმნა ფრანგულმა კარპ ფიშინგის კომპანიამ ,,Authentik Sniper" მა, ეგრეთ წოდებული ,,ვულკანი" წელს ამ პროდუქტსაც დავტესტავ, აგერ ისიც


  • Dentist and RANGER64-ს მოეწონა ეს

#7 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 23:02

საინტერესო რამე-რუმეები ჩანს. შარშან მე ვამუშავე სენსას მარწყვის არომატი ივლისი-აგვისტოს თვეში და შედეგითაც კმაყოვილი დავრჩი.



#8 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 23:25

საინტერესო რამე-რუმეები ჩანს. შარშან მე ვამუშავე სენსას მარწყვის არომატი ივლისი-აგვისტოს თვეში და შედეგითაც კმაყოვილი დავრჩი.

გეთანხმები სენსასს მშვენიერი ატრაქტანტები აქვს, ასევე მინდა აღვნიშნო მელასას დიპი, რომელიც შარშან ბიძომ შემოიტანა ფიშინგ კლუბში, უდაოდ ერთ ერთი ეფექტური დიპი აღმოჩნდა ჩვენი დაკვირვებით, ყოველ შემTხვევაში კარპზე იმუშავა გადასარევად, ფასიც  დემოკრატიული აქვს, ასე რომ მელასას ვუწევ რეკომენდაციას



#9 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 23:26

ფიდერის ტურნირებზე რომ გამოვიყენოთ ეს კომპონენტი, წარმომიდგენია სატურნირო ზონა რა ფერებში შეიღებება  :D გამოგვაგდებენ ტბიდან უეჭველი


  • RANGER64, David_D და kvanto-ს მოეწონა ეს

#10 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 23:29

ფიდერის ტურნირებზე რომ გამოვიყენოთ ეს კომპონენტი, წარმომიდგენია სატურნირო ზონა რა ფერებში შეიღებება  :D გამოგვაგდებენ ტბიდან უეჭველი

შენ უნდა ნახო დებედაზე რა ხდება, გუუ თი გაზავებულ საკვებს რომ კორმავ :) ფერი ფერია, და მერე თევზი რა დღეში ვარდება :lol: რამსები ერევათ საზნებს, რამსები

 

ამ ,,გუუს" ისტორია სამხრეთ აფრიკიდან იწყება, მაგათი მოგონილია ეს ატრაქტანტი, მაგაზე ერთი სტატია მაქვს და დავდებ ცოტა ხანში, თუ რა დღეში ჩააგდეს ამ ატრაქტანტის წყალობით სამხრეთ აფრიკელებმა, ბრიტანელი კარპ ფიშერები



#11 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 23:45

კაი ფასადაც "შეტენეს" ეგ გოო  ისე :)



#12 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 23:49

კაი ფასადაც "შეტენეს" ეგ გოო  ისე :)

კიიიი მაგრამ კორდაც რისი კორდაა რომ წაგებაში დარჩეს :D ბრიტანელებს შენ ასწავლი მარკეტინგს? ცეცხლის ფასი უკიდია დღემდე ამ ატრაქტანტებს


  • Gia Chit 74 likes this

#13 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 00:29

                                                                                    კარპის საყვარელი სურნელები

როგორი მიმზიდველიც არუნდა იყოს ჩვენი დასაკვები ნაზავი ან სატყუარა, ადრე თუ გვიან ჩნდება კითხვა არომატიზატორის დამატებისა. ბოლო წლებში  ტრადიციულ (საკვებ) არომატიზატორებს დაემატა სპეციალური სათევზაო ატრაქტანტები, რომლის გარეშეც ბევრ მეთევზეს ვეღარ წარმოუდგენია თევზაობა. მოდით განვიხილოთ, დამატებით რა შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი დასაკვები უფრო ეფექტური გავხადოთ და მან მეტი თევზი მოიზიდოს.

ატრაქტანტი, იგივე რაც მძაფრი სუნი, იგივე რაც სურნელი, იგივე რაც არომატიზატორი, იგივე რაც ბუსტერი (ზემოთჩამოთვლილი პირობითია) - მეტწილად გვევლინება თხევად მდგომარეობაში (ფხვნილს იყენებენ იშვიათად, ის წყალთან ზავდება) სხვადასხვა კონცენტრაციით. ატრაქტანტები უნდა დავამატოთ დასაკვებში, მაგრამ ზოგიერთი მეთევზე მათ დამოუკიდებლად იყენებს, მაგალითად მათში აწობს ბოილს, ხოლო დიპებს კი უმატებს დასაკვებ ნაზავში. მოკლედ ამით იმის თქმა მინდა, რომ განსხვავება არომატიზატორების, ბუსტერების,ზეთის,ლიკვიდის , დიპების, სპრეების და ატრაკტანტებს შორის საკმაოდ პირობითია. ერთნი აშხურებენ მათ სატყუარას, მეორენი დასაკვებ ნაზავს - ვინ როგორ თვლის საჭიროდ. ეს კარგიც არის, რადგან მეთევზე ამით ცდილობს თევზი ჩარტყმაზე აიძულოს რაღაც თავისი მეთოდით. მაგრამ მე მაინც პირობითად დავყოფდი ამ ნივთიერებებს მათი პირდაპირი დანიშნულების მიხედვით:

 

სპრეები და დიპები  - გამოიყენება უშუალოდ სატყუარასთვის

 

ბუსტერი, არომატიზატორი, ზეთი - დასაკვები ნაზავისთვის

 

ატრაქტანტი  და ლიკვიდი  - ხშირ შემთხვეაში იყენებენ ბოილის და პასტის დამზადების პროცესში.

_________________5220808af27b6.jpg     images (3).jpg  

images (5)
    images (1)
    images (2)
მაგრამ მაინც - ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია. მეთევზეები ხშირ შემთხვევაში ინსტრუქციას კი არ მიყვებიან, არამედ ხელმძღვანელობენ თავისი გამოცდილებით და ხედვით, თუ რომელია „სწორი“ სურნელი კარპისთვის და სხვა თევზისთვის.  იყენებენ არამარტო სხვადასხვა არომატებს და მათ სხვადასხვა კონცენტრაციებს, არამედ ერთმანეთში ურევენ მათ და იყენებენ სხვადასხვა არომატების კომბინაციებს.

 

თავიდანვე უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს „სასწაულმოქმედი“ და „სუპერ“ არომატიზატორი ან დიპი, რომელიც ყველგან და ყოველთვის ეფექტურად იმოქმედებს. ყოველ წლის პერიოდს, კონკრეტულ წყალსატევს  და თევზს უნდა მოვარგოთ „გასაღები“ არომატის სახით. ამიტომაც სურნელების ნაირსახეობა ატრაქტანტებს შორის უბრალოდ გასაოცარია. ეს სურნელები ზოგჯერ  არასასიამოვნოა ადამიანისთვის, ხშირ შემთხვევაში კი უბრალოდ ეკზოტიკურიც.

თუ მეთევზე იჭერს თევზს ერთ და იგივე წყალსატევზე და მოარგო მას მუშა სურნელი, ეს მხოლოდ მიახლოვებით მეოთხედით გაზრდის  სატყუარის და დასაკვები ნაზავის ეფექტურობას, და არა უმეტეს, და ისიც ყოველთვის არ იმუშავებს. იმ შემთხვევაში თუ კარპი ფსკერზე დაწვა და ჯიუტობს, მაგ დროს ვერც ვერანაირი სურნელი ვერ გვიშველის. ხშირად მოყვარული მეთევზეები, მცდელობებისა და შეცდომების შემდეგ არჩევანს აკეთებენ  ერთ, ორ ან სამ სურნელზე ან სურნელების კრებულზე, და იყენებენ მათ გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ამავე დროს მწარმოებელი აქ არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც არუნდა ეცადონ აგვიხსნან „გურუ“ მეთევზე-პროფესიონალებმა. ყოველი მათგანი მუშაობს სხვადასხვა ფირმაზე და რეკლამას უწევს თავიანთ პროდუქციას. დღეს კი მწარმოებლების არჩევანი დიდია და შეიძლება უფრო ნაკლები თანხით შეირჩეს დიპი, ატრანქტატი და ასე შემდეგ, რომელიც  ნაკლებ ეფექტური არ იქნება ( არ ვიღებ მხედველობაში უსახელო „იაფფასიან .........“ ). ღირს  მხოლოდ ცდა, ისეთი რეკლამა როგორც: “გამოიყენეთ მხოლოდ ჩვენი „სურნელი“, იმიტომ რომ ის ყველაზე მიმზიდველია“- ეცადოთ ყურს მიღმა გაატაროთ.

 

შევეცადოთ გავერკვეთ თანამედროვე სურნელებში კარპისა და სხვა თევზის  ჭერისთვის, და მოვიყვანოთ ძირითადი  „სახალხო“ ანუ „კარპის“ არომატი.

 

ვანილი. ერთ- ერთი ძირითადი არომატია არა მხოლოდ კარპის ჭერის დროს, არამედ კაპარჭყინის, ნაფოტის, კარჩხანისთვისაც. მიეკუთვნება ტიპიურ ზაფხულის სურნელს და გამოიყენება გაზაფხულიდან სიცივეების მოსვლამდე.  ვანილის სუნის პოპულარობა დაფუძნებულია მის სასიამოვნო არომატზე, პირველრიგში მეთევზისათვის. ასეთი სუნი, ბევრი მეთევზეს აზრით, უბრალოდ შეუძლებელია არ მოწონდეს თევზს, და ვანილინს (ხშირ შემთხვევაში ვანილის შაქარი - პაკეტებში 30გრ. ერთ კილო დასაკვებ ნაზავზე) დიდი სიამოვნებით უმატებენ დასაკვებ ნაზავს, წვეთებს და სპრეებს აშხურებენ სატყუარას, იყენებენ ვანილის როგორც დიპს. ბოლო წლებში გამოჩნდა სხვადასხვა არამოტიზატორები ვანილის ბაზაზე : ანანასი+ვანილი, მარწყვი+ვანილი, თაფლი+ვანილი და ასე შემდეგ. მაგრამ ვანილის არომატის ასეთი გავრცელება ხშირად უკარგავს მას ეფექტურობას, რადგან თევზი მას სწრაფად ეჩვევა, მითუმეტეს თუ არც ისე დიდ წყალსატევზე შეიკრიბა არც თუ ისე პატარა მეთევზეთა ჯგუფი.

 

ხილის არომატის ჯგუფი. გამოიყენება ძირითადათ კარპისთვის: მარწყვი, ატამი, ანანასი, ბანანი, ქლიავი, აქაც მივაკუთვნოთ ტუტი-ფრუტი და ყველანაირი ნაზავი მათ შორის. არის კიდევ ჩვენთვის სულ ეგზოტიკური ხილის სურნელებიც, მაგრამ ჩვენის აზრით მანამდე ჩამოთვლილიც სავსებად საკმარისია. მითუმეტეს, მათი ერთმანეთში გაზავების შემთხვევაშიც შეგვიძლია მივიღოთ საინტერესო სურნელი.

 

თაფლი. კიდევ ერთი ძირითადი არომატი თბილი წყლისთვის. წვეთები, სპრეები და დიპები დამზადებული თაფლზე შეიძლება გამოვიყენოთ პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში, როგორც მხოლოდ თაფლი, ასევე სხვა არომატების თანხლებით.

 

კარამელი. გამოიყენება იშვიათად,მაგრამ ხანდახან ძალიან კარგ შედეგს იძლევა. კარამელი ხშირად გამოიყენება სატყუარას არომატიზაციისთვის.

 

კანაფი. ამ არომატის გარეშე ბევრს გონია რომ კარპი „ტრაპეზას არ ინებებს“. იყენებენ როგორც კანაფის თესლებს, ასევე მისგან მიღებულ კონცენტრატს .ბევრი მეთევზე თვლის, რომ კანაფი ძირითადი არომატი  უნდა იყოს მის დასაკვებში და ასევე სატყუარაზეც. მიზანშეწონილია ის გამოვიყენოთ მთელი წლის განმავლობაში.

 

ნიორი. მშვენივრად მუშაობს სხვა სურნელებთან შერწყმის დროს. ფანტაზიის ზღვარი ამ დროს არ არსებობს. ნიორი+ატამი ? - კიბატონო, ნიორი+თაფლი+ვანილი, ასეც ცუდი არარის. აქ გამოცდილება და კიდევ ერთხელ გამოცდილება.

 

 

რათქმაუნდა ეს ყველა არომატი არ არის ,რომლებსაც გამოიყენებენ თევზის ჭერის დროს, მაგრამ ეს ძირითადია. მათი გამოყენებით ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით თევზის დაჭერის შანსებს.

 

download
Sticky Baits Hi Attract Dips 3
8d2d5ea7e009

 

 

 

 

 

 



#14 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 09:09

გეთანხმები სენსასს მშვენიერი ატრაქტანტები აქვს, ასევე მინდა აღვნიშნო მელასას დიპი, რომელიც შარშან ბიძომ შემოიტანა ფიშინგ კლუბში, უდაოდ ერთ ერთი ეფექტური დიპი აღმოჩნდა ჩვენი დაკვირვებით, ყოველ შემTხვევაში კარპზე იმუშავა გადასარევად, ფასიც  დემოკრატიული აქვს, ასე რომ მელასას ვუწევ რეკომენდაციას

კი წელსაც ვნახე ბიძოსთან მელესას დიპი და ბიძოს რეკომენდაციით ავიღე, აუცილებლად გამოვცდი. :)



#15 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 17:26

კარპის საყვარელი არომატებიდან აუცილებლად გამოვყოფდი ე.წ. ,,ვეფხვის კაკლის" Tuger Nuts ის არომატიკას.

ერთადერთი სატყუარაა, + შესაბამისი არომატიკის დიპი, რომელზეც სტაბილურად ვიჭერ კობრს, საზანს, წელსაც აუცილებლად ვიქონიებ შეიარაღებაში, ვუწევ რეკომენდაციას, რეალურად მუშა და საიმედო არომატია, + ტუტი ფრუტი არომატიკაც კარგად მუშაობს, რასაც დავაკვირდი ნაკლებად ეფექტურია ჩვენთან ცხოველური არომატები, ან მე ვერ შევარჩიე ეფექტური კომბინაცია

 

ასევე გამოცდილი არომატი ჩვენს რეალობაში, ეს გახლავთ Essential Baits Shellfish B5 Liquid Food:

2ye9m.jpg

 

დარწმუნებული ვარ რომ ფიდერით თევზაობისას კარგ შედეგებს მივიღებ აღნიშნული არომატების გამოყენებით, მოკლედ ველოდები სეზონის გახსნას რა :D


  • Dentist, Gia Chit 74 და RANGER64-ს მოეწონა ეს

#16 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 20:22

დებედა მასტერსზე აუცილებლად უნდა მოხვდე ნიკა, იქ უდავო ფავორიტი იქნები. ამისათვის გაზაფხულის პირველი ტურნირის 7 პირველ გუნდში უნდა მოხვდეთ. ;)



#17 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 20:28

დებედა მასტერსზე აუცილებლად უნდა მოხვდე ნიკა, იქ უდავო ფავორიტი იქნები. ამისათვის გაზაფხულის პირველი ტურნირის 7 პირველ გუნდში უნდა მოხვდეთ. ;)

აუცილებლად, გუნდის ფორმირების პროცესში ვართ და ახლო მომავალში დავრეგისტრირდებით, იმედიანად ვართ განწყობილები, ამასთან, როგორც კი თევზის კენკვა დაიწყება, სავარჯიშო გასვლებსაც გავაკეთებთ, ნუ დიპების ფართო ასორტიმენტი გზაშია :D

 

ისე ჩემს მიერ შარშანდელი ჩაგდებული სეზონის შემდეგ, ბევრი სამუშაო მაქვს საკუთარ თავზე, როგორც ვატყობ ძალიან დიდი კონკურენცია იქნება ტურნირებზე, მოკლედ მუხლჩაუხრელად ვიმუშავებ სასურველი შედეგის მისაღწევად, ვნახოთ რა გამოვა


  • GigaG, Dentist და obexe3-ს მოეწონა ეს

#18 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 21:28

შენზე გამოცდილი მეთევზე ბარემ 1–2 არ მეგულება, საშიში კონკურენტი ხარ :)



#19 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 14 02 2014 - 12:18

მინდა წარმოგიდგინოთ ჩემს არსენალში (ჯერჯერობით) არსებული არომატები. რომლებიც ჯერჯეობით არ დამიტესტავს მაგრამ მომავალში აუცილებლად ვაპირებ და შედეგებსაც შესაბამისად დავდებ.

 

 

 

1. ფირმა "carp zoom", მწარმოებელი ქვეყანა:უნგრეთი, ფორმა: შესქელებული სითხე. ინახება: 200 მლ-იან პლასტიკის ბოთლებში. შემადგენელი ინგრედიენტები არ აწერია. თამამად შეგვიძლია ვიხმაროთ PVA - სთან (PVA Frieendly). ერთი ბოთლი ანუ 200 მლ. იხმარება 10-15 კგ საკვებთან. ფასი 7 ლარი -1 ბოთლი, შეძენის ადგილი გუდვილი.

  ა) MATCH - აქვს მოტკბო, ხილის, ვანილის სუნი.

  ბ) FEEDER - აქვს მოტკბო, ვანილის, ირისის სუნი

  გ) SPICE - აქვს მოტკბო, დარიჩინის სუნი.

 

carp.jpg

 

2. Salmo- ს MELASE. შესქელებული სითხე, ინახება 500მლ. პლასტიკის ბოთლებში, ფასი: 11ლ. შეძენის ადგილი fishing club - ბიძოსთან. (შევიძინე ბიძოს რეკომენდაციით :) )

 

carp1.jpg


  • Dentist and krixula-ს მოეწონა ეს

#20 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 14 02 2014 - 12:23

სოსო ,მე როგორც ვატყობ შენ ყველა კარტს ხსნი ,ტურნირებზე აპირებ მონაწილეობის მიღებას ?  ;)