საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის
ეროვნული ფედერაცია
აცხადებს მზადებას ღია სამოყვარულო ტურნირისათვის ტივტივით სპორტულ თევზჭერაში!
(ნადარბაზევი 2018)
ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"
მხარდაჭერა: საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია,
საქართველოს მეთევზეთა ფორუმი SportFishing.ge
ტურნირის სპონსორi მაღაზიები: “Fishing Club” და “მეტეორი”.
ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: "ღია სამოყვარულო ტურნირი ტივტივით სპორტულ თევზჭერაში ნადარბაზევი 2018"
ტურნირის ჩატარების თარიღი: 27მაისი
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: ნადარბაზევის ტბა
ტურნირის მიზანი: ტივტივით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში.
შეჯიბრება ჩატარდება საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ფედერაციის მიერ დადგენილი წესებით.
ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პიროვნებას, ასევე არასრულწლოვან მეთევზეებს 14 წლის ასაკიდან, ვინმე სრულწლოვან პასუხმგებელი პირთან ერთად; იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებელი პირი ვერ ახერხებს ტურნირზე დასწრებას, აუცილებელია არასრულწლოვანმა მონაწილემ ხელი მოაწერინოს მშობელს განცხადებაზე, რომელიც თან ერთვის წინამდებარე დებულებას (იხილეთ პოსტის ბოლოში) და ხელმოწერილი განხადება წარმოადგინოს ტურნირის დღეს შეკრებისას.
ტურნირი ჩატარდება შედეგი წესების დაცვით:
1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ტივტივით. მატჩის ანკესის ჯოხით, ბოლონიური ტიპის ანკესის ჯოხით, მოსაქნევი ანკესის ჯოხით და შტეკერით.
2. აკრძალულია ფიდერის, კარპის და სპინიგის ჯოხებით თევზაობა.
3. აკრძალულია ყველა სახის სათევზაო ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება.
4. შეჯიბრი ჩატარდება მხოლოდ ინდივიდულურ ჩათვლაში. სანაპირო ზოლში იქნება ერთი ზონა, რომელიც დაყოფილი იქნება 10 მეტრიან სექტორებად, რომლებიც დანომრილი იქნება მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. სექტორებში მსაჯების გარდა უცხო პირთა შესვლა კატეგორიულად აკრძალულია.
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს უფლება აქვს იქონიოს ერთი ან მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ცალფა ნემსკავით
8. კატეგორიულად აკრძალულია წყლის ზედაპირზე დაწვენილი ტივტივით თევზაობა.. თევზის ჩარტყმას უნდა განიშნებდეთ ტივტივა და არა ჯოხი. აქედან გამომდინარე ტივტივა უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში და უნდა ჰქონდეს დადებითი ცურვადობა, წინააღნდეგ შენთხვევაში მსაჯების მიერ მიღებული იქნება სანქციები.
9. ტივტივა შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც სრიალა (სკალზიაში) ასევე ფიქსირებული.
10. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები. მაქსიმალური რაოდენობა 15 ლიტრი. დაკვება უნდა წარმოებდეს ხელით და შურდულით. აკრძალულია დაკვება სხვა ნებისმიერი საშუალებით.
11. დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა,რომლის წამოცმაც შესაძლებელია ნემსკავზე. აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზის ნაწილები ან ქვირითი. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
12. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები, ლითონის ბადეები კატეგორიულად კრძალულია
დიდი თევზის დაჭერის შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მსაჯთა ბრიგადას, რის შემდეგაც მისი ნადავლი აიწონება,წონა ჩაიწერება სპორტსმენის პირად ოქმში და თევზი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება წყალსატევს.
13. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
14. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში არაფხიზელ მდგომარეობაში მონაწილეობა ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.
15. წყალში შესვლა და თევზაობა კატეგორიულად აკრძალულია. წყალში შესვლა შეიძლება მსაჯისგან ნებართვის აღების შემთხვევაში(გამოუვალი მდგომარეობის დროს)
ზემო აღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილის დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი.
შეჯიბრების განრიგი:
ტურნირი ჩატარდება 27 მაისის კვირას.
07.00 შეკრება ნადარბაზევის ტბაზე
07.30 კენჭისყრა.
08.00 სექტორებში შესვლა, (სექტორებში შესვლამდე დაშვებულია დასაკვების მომზადება). ყურადღებით გაეცანით
ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას:
სექტორში შესვლის დროს მიმდინარეობს დასაკვების მომზადება, აღჭურვილობის გაშლა, ფსკერის სიღრმის გამოკვლევა ტივტივით,სადავისა და ნემსკავის გარეშე,ასევე დასაშვებია ფსკერის გამოკვლევა სიმძიმით,მარკირება დაშვებულია,მსაჯის მოთხოვნის თანავე მეთევზე ვალდებულია წარმოადგინოს სათევზაო მონტაჟი შესამოწმებლად, ასაევე სიგნალამდე "დაკვების სტარტი" მსაჯთა ბრიგადა შეამოწმებს დასაკვების რაოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 ლიტრს.
08.50 დაკვების სტარტი.
09.00 შეჯიბრების სტარტი.
14.00 შეჯიბრების ფინიში.
14.30 - 16.00 აწონვა და შედეგების დათვლა.
16.00 დაჯილდოვება.
ტურნირის საპრიზო ფონდი
ტურნირის საპრიზო ფონდი შედგება შემდეგი წყაროებიდან:
მონაწილეთა შენატანი
სპონსორების მიერ დანიშნული პრიზები.
მონაწილეები დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციევბში:
1 ადგილი
2 ადგილი
3 ადგილი
4 ყველაზე დიდი თევზი (მინიმუმ 500გრ)
შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი 20 ლარის ოდენობით TBC ბანკის შემდეგ
ანგარიშზე:გიორგი ხიზანიშვილი
საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE93TB7037145061100070
ჩარიცხვის დროს დანიშნულებაში აუცილებლათ მიუთითეთ თქვენი სახელი-გვარი და „ნადარბაზევი 2018“
მოსაკრებლის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 24 მაისი, 18:00სთ.
ორგანიზატორები მიესალმებიან კერძო ან იურიდიული პირების მიერ
ნებისმიერი წამახალისებელი ნომინაციის და პრიზის დაწესებას
ყველას გისურვებთ წარმატებას, დიდი შერკინება იწყებააა!!!
მიშა ყეინაშვილმა დააწესა დასაკვებები და არომატიზატორები საპრიზო ადგილებისთვის.
ტურნირში მონაწილეთა სია:
1. გიორგი ხიზანიშვილი +
2.გიორგი ქალებაშვილი +
3.არჩილ ჭინჭარაული +
4. გიორგი ხამიცაშვილი +
5.რეზო ღარიბაშვილი +
6.ლუკა მანჯგალაძე +
7.გიგა არახამია +
8.ოთარი ქორიძე +
9.ლევან გიგოლაშვილი +
10.ალექსანდრე უხურგუნაშვილი +
11.იოსებ ბიტბუნოვი +