Jump to content


ფოტო

ბოილების რეცეპტები


  • Please log in to reply
31 პასუხი ამ თემაზე

#1 Zura123

Zura123

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 93 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 01 06 2018 - 17:35

მოგესალმებით 

 

რადგანაც საქართველოში შეუძლებელია მზა ბოილის ყიდვა, ვდგებით იმ ფაქტის წინაშე რომ ჩვენი ხელით დავამზადოთ ბოილები.

ამ თემაში, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი რეცეპტები...

 

სამწუხაროდ მე ჯერ არ გამიკეთებია ბოილები და საინტერესო იქნება მათი აზრი, ვისაც ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება აქვს :)



#2 დათო-საფიჩხია

დათო-საფიჩხია

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 137 posts

პოსტი დაწერილია 02 06 2018 - 20:45

უამრავი ვიდეო დევს YOUTUBE-ზე მეგობარო და არომატების ფანტაზიას საზღვრები არ აქვს... ინგრედიენტებიც იშოვება ზოგიერთი გამონაკლისის გარდა...მე მაგალითად როცა ბოილებს სახლში ვაკეთებდი კომპიუტერიც ჭირდა მაშინ

#3 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1755 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 06 2018 - 16:02

ფქვილი, კვერცხი და მანი აურიე, გამოგივა ცომი, დააგორგლე რამხელებათაც გინდა, ჯერ მოხარშე, მერე გამოაშრე ღუმელში, აი ეგ არის მარტივი და მუშა ბოილი, შეგიძლია გაურიო რა არომატიც გინდა.

#4 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 15 06 2018 - 21:01

სათევზაო მაღაზიებში რო იყიდება ბოილები ეგენი არ ვარგა ???



#5 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1755 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 06 2018 - 21:24

სათევზაო მაღაზიებში რო იყიდება ბოილები ეგენი არ ვარგა ???

გააჩნია, ზოგი ვარგა, ზოგი არ ვარგა, ვისაც აქვს ქარხნულ ბოილებთან შეხება, იციან რომელია გამართლებული.

#6 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 17 06 2018 - 17:56

სიმონიჩ, როგორ გავარკვიო კაცო ეხლა რომელია კარგი და რომელი ვარგა ან არ ვარგა ? :)

შაორისთვის მინდა ძირვადიც და მოტივტივეც, სად ვიყიდო ხომ ვერ დამაკვალიანებ ?

ისე მგონი ბიძოს უნდა ქონდეს არაა ???



#7 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1755 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 17 06 2018 - 18:40

ბოილები გუდვილშიც არის, მაგრამ ქარხნულები არ ვიცი ძმაო რომელია კარგი,მე ჩემით ვაკეთებ, ისე მარწყვი, თაფლი, ტკბილი არომატების შეარჩიე, თუ არავინ შეგვეხმიანა.

#8 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 17 06 2018 - 20:54

კაი სიმონიჩ , მადლობა 

ისე შენ როგორ ამზადებ ? ნატურალური ინგრედიენტებით ?

მაგალითად ბანანის ბოილებს ნაღდი ბანანი ჯობია ხო გაურიო ცომში თუ არომატიზატორიც საკმარისია ?



#9 nugo1ng

nugo1ng

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 537 posts

პოსტი დაწერილია 17 06 2018 - 23:09

  დავით, აბა ამას გადახედე. ეგეთები დავამზადე მე, ოღონდ პატარები, წითელ ძაფს რომ აბავენ და ამ ძაფით ნემსკავზე რომ ებმევა.  ზღვაზე აიღო კარჩხანამ, ნუ ასე ვთქვათ იმუშავა.

 შაორზე სიმინდს ეტანება კარპი და ეს ვიდეო შეიძლება გამოგადგეს ბოილის დასამზადებლად.  მცურავი თუ გინდა აირღუმელში უნდა გამოაშრო მაღალ ტემპერატურაზე რამოდენიმე წუთი, თან პრიოდულად შეამოწმო. წყლით სავსე ჭიქაში უნდა ჩაძირო, უცებ თუ ამოხტა ესეიგი მზადაა.  სხვა ვიდეოებსაც გადაავლე თვალი, შეიძლება უკეთესი ვარიანტი ნახო.

 



#10 Alex

Alex

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 183 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 06 2018 - 11:22

მე მცურავ ბოილების დამზადების ჩემებური მეთოდი მაქვს, 
მზესუმზირის არარაფინირებული კახური ზეთში ვყრი უკვე დამზადებულ, გამომშრალ ბოილებს და მინიმალურ ცეცხლზე ვდგავ, ველოდები სანამ არ ამოტივტივდება, ვაქრობ ცეცხლს და ვაჩერებ 1 წუთს, შემდეგ ქაფჩით გადმომაქვს პირსახოცის ტიპის ნაჭერზე.
კახური ზეთი ჩვენი თევზებისთვის ძალიან ნაცნობ არომატსაც აძლევს და წყალშიც საკმაოდ დიდხან სძლებს. 


#11 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1755 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 06 2018 - 17:59

დავით, აბა ამას გადახედე. ეგეთები დავამზადე მე, ოღონდ პატარები, წითელ ძაფს რომ აბავენ და ამ ძაფით ნემსკავზე რომ ებმევა. ზღვაზე აიღო კარჩხანამ, ნუ ასე ვთქვათ იმუშავა.
შაორზე სიმინდს ეტანება კარპი და ეს ვიდეო შეიძლება გამოგადგეს ბოილის დასამზადებლად. მცურავი თუ გინდა აირღუმელში უნდა გამოაშრო მაღალ ტემპერატურაზე რამოდენიმე წუთი, თან პრიოდულად შეამოწმო. წყლით სავსე ჭიქაში უნდა ჩაძირო, უცებ თუ ამოხტა ესეიგი მზადაა. სხვა ვიდეოებსაც გადაავლე თვალი, შეიძლება უკეთესი ვარიანტი ნახო.

კარგია ეს, სიმინდზე კარკად თუ არა, ცუდად არ მუშაობს, მეც ასეთები გავაკეთე გუშინ და კიდევ მანის ბოილები, ორივე მუშაა.
  • nugo1ng likes this

#12 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1755 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 06 2018 - 18:12

ძალიან მარტივათ.

#13 dato_janashvili

dato_janashvili

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 291 posts

პოსტი დაწერილია 19 06 2018 - 12:24

დავით, აბა ამას გადახედე. ეგეთები დავამზადე მე, ოღონდ პატარები, წითელ ძაფს რომ აბავენ და ამ ძაფით ნემსკავზე რომ ებმევა. ზღვაზე აიღო კარჩხანამ, ნუ ასე ვთქვათ იმუშავა.
შაორზე სიმინდს ეტანება კარპი და ეს ვიდეო შეიძლება გამოგადგეს ბოილის დასამზადებლად. მცურავი თუ გინდა აირღუმელში უნდა გამოაშრო მაღალ ტემპერატურაზე რამოდენიმე წუთი, თან პრიოდულად შეამოწმო. წყლით სავსე ჭიქაში უნდა ჩაძირო, უცებ თუ ამოხტა ესეიგი მზადაა. სხვა ვიდეოებსაც გადაავლე თვალი, შეიძლება უკეთესი ვარიანტი ნახო.


ისე რაა ამის პასუხია მარაა ეს ცომი ფლეტზე არ წავა?

#14 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1755 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 06 2018 - 12:32

წავა მაგრამ, ჯერ ერთი ქარხნულ დასაკვებზე მეტი დაგიჯდება და მეორე ფლეტზე რომ ეგ დააგო სატყუარასთან რატომღა მივა? სატყუარა ყოველთვის უკეთესი უნდა იყოს დასაკვებზე.

#15 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1755 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 06 2018 - 12:36


მე მცურავ ბოილების დამზადების ჩემებური მეთოდი მაქვს,
მზესუმზირის არარაფინირებული კახური ზეთში ვყრი უკვე დამზადებულ, გამომშრალ ბოილებს და მინიმალურ ცეცხლზე ვდგავ, ველოდები სანამ არ ამოტივტივდება, ვაქრობ ცეცხლს და ვაჩერებ 1 წუთს, შემდეგ ქაფჩით გადმომაქვს პირსახოცის ტიპის ნაჭერზე.
კახური ზეთი ჩვენი თევზებისთვის ძალიან ნაცნობ არომატსაც აძლევს და წყალშიც საკმაოდ დიდხან სძლებს.

არ არის ცუდი მაგრამ, ზეთი თუ არ მოეწონა, აღარ გაეკარება, მეორე და ისე ვერ შეინახავ დიდხანს რომ ზეთი არ დამწარდეს, მოკლედ კაპრიზნია.

#16 Lasha_L

Lasha_L

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 205 posts

პოსტი დაწერილია 19 06 2018 - 13:52

ცომის მოზელის პროცესში  ღვინის ბოთლს რა მასალაც აქვს მისი  ფხვნილი შეურიეთ და პოპაპია რა :) 



#17 Alex

Alex

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 183 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 06 2018 - 15:32

ცომის მოზელის პროცესში  ღვინის ბოთლს რა მასალაც აქვს მისი  ფხვნილი შეურიეთ და პოპაპია რა :)

 

ეგრეც შეიძლება, მაგრამ ბოილმა კარგად რომ იტივტივოს საცობის ფხვნილი ცომთან 1/1-თან მაინც უნდა იყოს, თან ამ ფხვნილის შერევით ცომი წებვადობასაც კარგავს + მოზელვის და ბოილების დამრგვალების პროცესიც გართულებულია. 


  • Jano likes this

#18 Lasha_L

Lasha_L

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 205 posts

პოსტი დაწერილია 19 06 2018 - 16:33

ნუ შერევა დოზირენა ეგ უიკვე პრაქტიკაში მოდის :) მე ერთი 3 ჯერ მოვხარშე და აშკარად პროგრეს ვხედავ



#19 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 19 06 2018 - 20:42

მადლობა ბიჭებო, ბევრი რამე გავიხსენე თქვენი რჩევებით :)

 

ესეიგი, მაღაზიაში ნაყიდს მაინც შენით დამზადებული ჯობია, ქე მაინც იცი რა ურევია შიგნით ...

 

შაორი ცოტა რთული წყალსაცავია , ერთ დღეში დიდი იმედი არ მაქვს , მაგრამ ღამისთევით თუ მომიწია მგონი უკმაყოფილოს არ დამტოვებს იმედია 

 

ტივტივა ბოილი რო გამომივიდეს რისი დამატება ჯობია მაინც , გამომშრალი ბოილი ადრე თუ გვიან მაინც გაიჟღინთება და დაწვება ფსკერზე ასე მგონია ...



#20 nugo1ng

nugo1ng

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 537 posts

პოსტი დაწერილია 19 06 2018 - 22:08

  მე მაინც აირღუმელში გამოშრობას გირჩევ.   სხვა, საეჭვო კომპონენტის დამატებაც არ დაგჭირდება.  სწორი ტექნოლოგიით თუ დაამზადე  ფსკერზე კაი ხანს არ დაწვება და რაღაც გარკვეულ პერიოდში ბოილს ხომ ისედაც დასჭირდება განახლება.