Jump to content


ფოტო

ულტრალაითი - ზემსუბუქი სპინინგი

ულტრალაითი სპინინგი

  • Please log in to reply
104 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 23:04

სტატია იბეჭდება ჟურნალ "ნადირობა და თევზაობა"– ს რედაქციის და სტატიის ავტორის ნებართვით

 

ულტრალაითი  - ზემსუბუქი სპინინგი 

ულტრალაითი ანუ ზემსუბუქი სპინინგი სულ რაღაც 10 წელირაც გამოჩდა მეთევზეთა არსენალში და საფუძვლიანად დაიმკვიდრა თავი. საქართველოში სპინინგის ეს ნაირსახეობა პირველ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ თევზაობის ამ სტილსაც სწრაფად მოვირგებთ.

რატომ გახდა ზემსუბუქი კლასის სპინინგი ასეთი მიმზიდველი მეთევზეებისთვის? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროფესიონალ მეთევზეთა სერიოზულმა პრესინგმა წყალსატევებზე, შეამცირა ზრდილი თევზის რესურსი. რა თქმა უნდა ჭეშმარიტი სპინინგისტისთვის თევზს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ სახლში ხელცარიელი დაბრუნებაც არაა სასიამოვნო. ამ თვალსაზრისით, ულტრალაითი მთელ რიგ უპირატესობებს გვანიჭებს. როგორც წესი, მიკრო სატყუარებზე თევზი უკეთ რეგირებს, თანაც არა მარ მტაცებელი, ასე რომ ულტრალაითით მოთევზავე იშვიათად თუ რჩება ხელცარიელი. სათევზაო მაღაზიებში მიკრო სატყუარების დიდი ასორტიმენტის გამოჩენამ, ამის შემდეგ კი შესაბამისი ჯოხების, კოჭების და აქსესუარების სიმრავლემაც, მატებითი ბიძგი მისცა ულტრალაითის პოპულარობას.

ულტრალაითზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს მეთოდი სპინინგისტს სრულიად განსაკუთრებულ სიამოვნებას გვრის, როგორც სატყუარას თამაშის ყველა დეტალის გრძნობით, ასევე უმსუბუქესი აღკაზმვით დაჭერილ თევზთან ბრძოლის ენით აუწერელი ემოციით.
ზემსუბუქი სპინინგით თევზაობა საკმაოდ შედეგიანია. ამ მეთოდით შესაძლებელია მოტივტივეებსაც აჯობოთ, ფიდერის მოტრფიალეებსაც და კლასიკურ სპინინგისტებსაც და რა გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, არა მარტო დაჭერილი თევზის რაოდენობით, არამედ მისი ზომითაც.

 

ჯოხი

1 65

სპინინგისტთა წრეში დღემდე არ წყდება კამათი  თემაზე, თუ რა ტესტის მქონე ჯოხები შეიძლება ჩაითვალოს ულტრალაითად. ერთნი თვლიან, რომ ეს არის ჯოხები, რომელთა ტესტის ზედა ზღვარი 5-6 გრამს არ აღემატება, მეორენი კი 10-12 გრამიან ჯოხებსაც ამ კლასის
ანკესებს განაკუთვნებენ. ჩემი აზრით, ამ კამათებს პრინციპულ მნიშვნელობა არ აქვთ,
განსაკუთრებით კი, საქართველოსთვის. მაგალითად, ერთი და მავე ატყუარისთვის ჩვენ ტბაში გვეყოფა 5-6 გრამიანი ტესტის მქონე ჯოხი, ხოლო მთის სწრაფი მდინარისთვის კი, უკვე დაგვჭირდება 10-12 გრამი ტესტის მქონე, ვინაიდან ლის ჭავლის ზეწოლა სატყუარაზე და შესაბამისად ჯოხზეც, საგრძნობლად დიდია.
ულტრალაითის ჯოხის მიმართ მოთხოვნები საკმაოდ სერიოზულია. იგი უნდა იყოს ტყორცნისას დრეკადი, ძალიან მგრძნობიარე,  აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული მაღალხარისხოვანი მასალებისგან. ასეთი მაღალი მოთხოვნები ხარისხის მიმართ განპირობებულია იმით, რომ საკმაოდ ხშირია 1-2 კილოგრამიანი თევზის ჩარტყმები, ხოლო ნებისმიერი მცირედი ხარვეზი ჯოხის დამზადებაში, თევზთან ბრძოლისას გარდაუვლად იწვევს მის გატეხვას. ასე რომ, მიუხედავა საკმაო ელეგანტურობისა, ულტრალაითის ჯოხი დიდი გამძლეობის კოეფიციენტით უნდა გამოირჩეოდეს.
ჯოხის იდეალური სიგრძის შესახებაც არ არის ერთიანი აზრი. წამყვანი მწარმოებლების კატალოგებში თქვენ ნახავთ 1,5 მეტრის სიგრძის ჯოხებსაც და 2,7 მეტრისაც. ჯოხის სიგრძის არჩევა თევზის ჭერის კონკრეტულ პირობებზეა დამკიდებული. თუ ჭერას აწარმოებთ პატარა მდინარეზე, აქ მოკლე ჯოხების გამოყენება უფრო მოხერხებულია. ხოლო დიდ წყალსატევებზე კი, შესაბამისად, გრძელი ჯოხები უფრო გამოსადეგია. ბოლო დროს გამოჩდა 3 მეტრიანი ულტრალაითის ჯოხები. ამ სიგრძის ზემსუბუქი სპინინგით თევზაობენ დიდ წყალსატევებზე და დიდ მდინარეებზე, იქ სადაც შორ დისტანციაზე ტყორცნაა საჭირო. საქართველოში სეთი ჯოხით მშვენივრად ითევზავებთ შავ ზღვაზე. უნივერსალურ ზომად მაინც ითვლება 1,8-2,4 მეტრის სიგრძის ჯოხები.
ოპტიმალურია საშუალოდ-სწრაფი ზემსუბუქი კლასის ჯოხის წყობა , როდესაც მუშაობს ჯოხის ზედა მესამედი. ასეთი წყობის ჯოხები საკმაოდ კარგად ტყორცნიან, უნივერსალურნი არიან ვობლერით, მიკროჯიგით, ტრიალათი და ფრიალათ  თევზაობისთვის. გარდა ამისა, მათ კარგა "უკავიათ" თევზი და ეფექტურად ახშობენ მის ბიძგებს ამოყვანისას.

 

კოჭა  

64e8bec8e63c5660635fa9dc69843530

ზემსუბუქი სპინინგით თევზაობისას კოჭა შესაბამისი უნდა იყოს. აქ ჩვენ გამოგვადგება მსუბუქი და კომპაქტური კოჭები, არა უმეტეს 1000 სერიისა, კარგა დაბალასებული ფრიქციონული მუხრუჭით და ძუის უხარვეზო დახვევით. ყველაზე პოპულარულ კოჭებს ულტრალაითისთვის ამზადებენ Shimano და Daiwa. აგრეთვე კარგია (და უფრო იაფიც) Abu Garcia- მსუბუქი მოდელები.

ძუა

ულტრალაითით თევზაობისას გამოყენება 5 გრამზე მსუბუქი სატყუარები. ამ შემთხვევაში წნული ძუა არაა რეკომენდებული და რატომ : ჯერ ერთი, საკმაოდ ძნელი საშოვნია ძალიან წვრილი წნულები, მათ გასაწყვეტად საჭირო დატვირთვა კი ხშირად აჭარბებს თვით ზემსუბუქი ჯოხის გასატეხ დატვირთვას.
ასე რომ რისკი, გატეხო ძვირადღირებული ჯოხი წნულის გამოყენებისას, საკმაოდ დიდია. გარდა ამისა, სუფთა მდინარეში თევზაობისას ნებისმიერი წნული თევზისთვის საკმაოდ შესამჩნევია და ეს ამცირებს ჩარტყმების რაოდენობას. გაცილებით უკეთესია გამოვიყენოთ 0,14-0,18 მმ დიამეტრის მაღალხარისხოვანი მონოფილური ძუები. ძალიან აქებენ Owner-ის და Gamakatsu-ს წარმოების ძუას.

სატყუარები
 

ტრიალა

39487e6597508104ed91a787c71247f7

პოპულარობით და შედეგიანობით ყველაზე გავრცელებული ულტრალაითსატყუარა, რა თქმა უნდა, მიკრო ტრიალაა. იყენებენ როგორც ქარხნული წარმოების ტრიალებს, მარკირებით 00 და 0 ( ასეთებს უშვებ ყველა წამყვა კომპანია), ასევე ხელნაკეთ ტრიალებსაც.

ვობლერი 

P1060654

ვობლერებზე თევზაობისას გამოიყენება მინი მოდელები, ძირითადად, მცურავი ან სუსპენდერები, უფრო იშვიათად მყვინთავი მოდელები. ჩაღრმავების მაჩვენებელი 1 მეტრი, მაქსიმუმ 1,5 მეტრი. მინი ვობლერებსაც თითქმის ყველა წამყვანი კომპანია აწარმოებს.

სილიკონის სატყუარები

P1040244

მიკრო სილიკონის სატყუარები, ჩემი აზრით, ყველაზე რეალისტურად იმიტირებენ ლიფსიტებს, ჭიებს და პატარა ბაყაყებს. ასე რომ, სხვა სატყუარებთან ერთად, აუცილებლად იქონიეთ მიკრო ტვისტრები და მიკრო ვიბროები. სხვა თუ არაფერი, არსებობს ცალკე მიმდინარეობა სპინინგში, რომელსაც მიკროჯიგი ჰქვია.სილიკონის სატყუარების საუკეთესო მწარმოებლები არიან -Yum, Berkley, Storm, Mans, Relax.

ფრიალა ულტრალაითით თევზაობისთვის გამოსადეგ ფრიალა სატყუარას პრაქტიკულად არც ერთი კომპანია არ უშვებს. ამიტომაც იგი ნაკლებად პოპულარულია და გამოიყენებენ მხოლოდ
ხელნაკეთ მოდელებს.

ნადავლი

vobler
 
Img 8401 603
969fe7d1085c

ხმამაღლა შეიძლება განვაცხადოთ, რომ საქართველო ულტრალაითის ქვეყანაა! ვითონ განსაჯეთ - აღმოსავლეთ საქართველოში თქვენი ნადავლი გახდება : კალმახი, ქაშაპი, შამაია,
თეთრულა, ჭერეხი, წვერა, ჭანარი, ღორჯო, ნაფოტა, კობრი, საზანი. დასავლეთ საქართველოში :
კალმახი, ქორჭილა, ფარგა, ბერში, ქარიყლაპია, ქაშაპი, ხმალთევზა, შამაია, ჭერეხი, წვერა, ფარფლწითელა, ღორჯო, ნაფოტა, კობრი, საზანი. ზღვაში თქვენ დაიჭერთ: სტავრიდს, ლიფორს, ჩიქვს, მერლანგს, ბრიას, ელენგას, ზღვის დრაკონს, სარღანს.

ულტრალაითი შეუცვლელია . რთულ წყალსატევებზე, იქ, სადაც მეთევზეთა სერიოზული პრესინგია და თევზი საკმაოდ დამფრთხალია. სწორედ აქ რეაგირებს იგი უკეთ მიკრო სატყუარებზე, რომელთაც ნაკლები სიფრთხილით ეკიდება.

გასაკუთრებით მინდა აღნიშნო ის ფაქტი, რომ კერძო ტბებში, სადაც კობრის დიდი რაოდენობა და სერიოზული კვებითი კონკურენციაა, ეს თევზი თავს ესხმის მიკრო სატყუარებს. ასე რომ, თუ სეთ წყალსატევზე ოხვდით, ხელიდან არ გაუშვათ  შანსი ზემსუბუქი სპინინგით შეებრძოლოთ გიგანტს.

K2

წარმატებულ თევზაობას გისურვებთ ულტრალაითით - ამ მეტად საინტერესო და აზარტული მეთოდით!
 

სტატიის ავტორი შოთა კვარაცხელია
                                                  


  • GigaG, Gia Chit 74, Zurabi-Mereklishvili -ს და 5 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 dmoral

dmoral

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 29 posts

პოსტი დაწერილია 14 02 2014 - 13:17

მახოს სპინინგობა 

 

:)

 

 



#3 dmoral

dmoral

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 29 posts

პოსტი დაწერილია 14 02 2014 - 13:22

 


  • ლიფსიტა likes this

#4 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 14 02 2014 - 13:28

მახოს სპინინგობა 

 

 

:D ყოჩაღ მახო! არ მოიწამლო, თორემ მოგიწევს ფოთში სირბილი შაბათ კვირას :P


  • maxo06 and beka bashi-ს მოეწონა ეს

#5 Qobela

Qobela

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 47 posts

პოსტი დაწერილია 10 06 2014 - 23:16

ულტრალაითის ყიდვას ვიქრობ. იქნებ შემიფასოთ ორი არჩევანი მაქ ზომები ვერ გადამიწყვეტია 213სმ თუ 198 სმ  

 

http://daiwa.com/rod...ail.aspx?id=650

 

თუ

 

http://daiwa.com/rod...56&parentid=255

 

მიანტერესებს თქვენი აზრი



#6 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 11 06 2014 - 00:33

ულტრალაითის ყიდვას ვიქრობ. იქნებ შემიფასოთ ორი არჩევანი მაქ ზომები ვერ გადამიწყვეტია 213სმ თუ 198 სმ  

 

http://daiwa.com/rod...ail.aspx?id=650

 

თუ

 

http://daiwa.com/rod...56&parentid=255

 

მიანტერესებს თქვენი აზრი

მე მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ ულტრალაითით 214 სმ, ოღონც შექსპირია.


  • Qobela likes this

#7 giorgi300

giorgi300
  • Members
  • 8 posts

პოსტი დაწერილია 10 07 2014 - 20:33

გამარჯობათ ...ამ დღეებში შევიძინე სპინინგის ჯოხი შექსპირის მარკის ულტრალაითი და არის გრაფიტისგან დამზადებული ტესტით 2-6 გრამამდე სიგრძე 2,30 და მაინტერესებს გამძლე მასალაა ეს გრაფიტი თუ კარბონის ჯოხები სჯობია?



#8 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 10 07 2014 - 21:00

გრაფიტი და კარბონი ერთიდაიგივეა.


  • ლიფსიტა and giorgi300-ს მოეწონა ეს

#9 giorgi300

giorgi300
  • Members
  • 8 posts

პოსტი დაწერილია 11 07 2014 - 11:04

გრაფიტი და კარბონი ერთიდაიგივეა.

გაიხარე დიდი მადლობა....



#10 Kot

Kot

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 141 posts

პოსტი დაწერილია 16 07 2014 - 20:13

ხალხო ამაზონზე როგორ შევარჩიო თუ სპინინგს  არ უწერია რა ტესტი აქ ? სალმო ჰორნეტ 3 ან ჯაკალ 38 ვობლერისთვის მინდა .და მაინტერესებს კიდე ეს ულტრა ლაითი ჯოხი თუ გაუძლებს სიტყვაზე ფოთში მაგალითად თუ დაჯდა ზედ ქარიყლაპია ....გამიტეხავს?

აგერ ვნახე ეს მაგრამ ტესტი არ უწერია :( http://www.amazon.co...T6DG0CD8NJ0G61G

 

http://www.amazon.co...daiwa spinmatic



#11 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 16 07 2014 - 21:44

AK5335

თევზი ჯოხს ვერანაირად ვერ გაგიტეხავს,ფრიქციონი ამუშავე.რამდენის ფარგლებში ეძებ ჯოხს?



#12 Kot

Kot

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 141 posts

პოსტი დაწერილია 16 07 2014 - 22:19

AK5335

.რამდენის ფარგლებში ეძებ ჯოხს?

 

ნუ რავიცი ეხლა როგორ გითხრა მაგრამ 50$ ქვემოდ აი ლინკები რაც დავდე შეკსპირის და დაივასი ივარგებს ???19$ ღირს და კარგი ხარისხი ექნება?დამწყები ვარ სპინინგის ამბავში და ძირითადათ გამოვიყენებ მდინარეზე ქაშაპზე და ფოთის ტბებზე, იქ ალბათ ქარიყლაპიაზე 



#13 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 17 07 2014 - 05:28

19 დოლარად ვერც ისეთს იყიდი დამწყების პირობაზე რომ გამოიყენო,და 50 დოლარად ბიძოსთანაც აარჩევ ნორმალურს.აქვს მიკადოს ჯოხები რომელიც გამოგადგება



#14 Qobela

Qobela

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 47 posts

პოსტი დაწერილია 18 07 2014 - 12:29

გამარჯობათ, ულტრალაითისთვის რომელ ძუას მირჩევთ ფლუროკარბონს თუ მონოს.? და რომელი ფირმის?

 

მადლობა



#15 alligator

alligator

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 104 posts

პოსტი დაწერილია 02 11 2014 - 20:16

მოგესალმებით,ერთი კითხვა მაქვს,ჩვენ პირობებში რა ტესტის და სიგრძის სპინინგია ოპტიმალური რო შეძლო ქაშაპზე თევზაობაც და ქარიყლაპიაზეც,ნუ მეც ვხვდები რომ რამდენიმე სპინინგი უნდა გქონდეს და რა თევზზეც მიდახარ სათევზაოთ მისთვის შესაბამისი ანკესი გინდა,მაგრამ მაინც ერთი ანკესის არჩევანი რომ იყოს რომელს აირჩევდით,და აქვს ტუ არა მნიშვნელობა 2 სექციიანი იქნება ჯოხი თუ 3 იანი



#16 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 03 11 2014 - 16:30

აჰააააა, ამზადები ზამთვრისთვის ხომ?? დავით ბატონო :) ;)



#17 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 743 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

პოსტი დაწერილია 16 11 2014 - 16:39

მოგესალმებით,ერთი კითხვა მაქვს,ჩვენ პირობებში რა ტესტის და სიგრძის სპინინგია ოპტიმალური რო შეძლო ქაშაპზე თევზაობაც და ქარიყლაპიაზეც,ნუ მეც ვხვდები რომ რამდენიმე სპინინგი უნდა გქონდეს და რა თევზზეც მიდახარ სათევზაოთ მისთვის შესაბამისი ანკესი გინდა,მაგრამ მაინც ერთი ანკესის არჩევანი რომ იყოს რომელს აირჩევდით,და აქვს ტუ არა მნიშვნელობა 2 სექციიანი იქნება ჯოხი თუ 3 იანი

როგორც წესი სპინინგები 3 მეტრის ჩათვლით 2 სექციანებია.3,20-3,30 -ანები უკვე 3 სექციანებია და გათვალისწინებულებია შორ დისტანციებზე.საქართველოსათვის უნივერსალური სიგრძის  სპინინგი 2,40-2,70 სმ.და ტესტი 4-16-დან 5-20 გრამამდე



#18 giorgi300

giorgi300
  • Members
  • 8 posts

პოსტი დაწერილია 08 01 2015 - 19:30

მოგესალმებით ყველას  მაქვს ეს ულტrალაითის ჯოხი shakespire microseries და ვერ გავარკვიე რამდენგრამიანი ვობლერების ან ბლესნების ტყორცნა  შეუძლია არ აწერია casting weight  უბრალოდ ესე აწერია 66bc81dde86c.jpg 



#19 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 01 2015 - 23:37

2-6 lb რას უნდა ნიშნავდეს? lb არის ინგლისური ფუნტი, ანუ 453 გრამი. ზოგიერთ ფირმას საკუთარი კლასიფიკაციები აქვთ, რომლებიც არ ჯდება სტანსარტულ პარამეტრებში. ჯობია ტესტი განსაზღვრო ულტრალაითების აღიარებული ტესტის მიხედვით, მე სპინინგისტი არ ვარ, მაგრამ როგორც მახსოვს ესაა 7–12 გრამის ტესტის მქონე დიაპაზონის ჯოხები, ზემოთ შესავალ სტატიაში წერია ამის შესახებ.



#20 giorgi300

giorgi300
  • Members
  • 8 posts

პოსტი დაწერილია 09 01 2015 - 01:18

მადლობთ გაიხარეთ...ანუ ამ ჯოხის ტესტი იწყება 7გრამიდან და მაქსიმალური 12 გრამამდე ესეა თუ სწორად გავიგე მგონი... shakespearis საიტზე მივაგენი ამ ჯოხს და უფრო დაწვრილებით აქ წერია  მონაცემები ლინკი ესაა თუ არ დაგეზარებათ გადახედეთ მადლობა წინასწარ... მე თვითონ ვერ გავარკვიე  ..3 ჯოხია ამ საიტზე ამ კლასიფიკაციის ჩამონათვლაში მეორე  ეს ჯოხია MGSP762  ...... http://www.shakespea...efault,pd.html 







მიმაგრებული თეგები: ულტრალაითი, სპინინგი