Jump to content


ფოტო

ეს რაღაც დამაბნეველია :))


  • Please log in to reply
8 პასუხი ამ თემაზე

#1 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1023 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 10 10 2018 - 22:15

რავი რავი რა ვთქვა? :) :rolleyes:

მეცნიერები მეთევზეებს ანკესით დაჭერილი თევზის უკან გადაგდებას არ ურჩევენ
shutterstock_670470853.jpg

 

ფოტო: shutterstock.com

ბოლო კვლევების მიხედვით, ანკესით დაჭრილი თევზის უკან, წყალში გადაგდება არასასურველია, რადგან თავად თევზებს ვნებს. ახალი კვლევის შესახებ SlashGear-მა დაწერა.

კვლევის ავტორები კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები არიან. ისინი ამბობენ, რომ ჰუმანური სულაც არ არის, როცა მეთევზეები დაჭერილ თევზს უკან, წყალში უშვებენ. მეცნიერების თქმით, ამ თევზებს გადარჩენის მინიმალური შანსი აქვთ.

ანკესით თევზის დაჭერის დროს, მათ პირში უჩნდებათ ხვრელი და ამის შემდეგ საკვების მიღება უძნელდებათ. კვლევის ავტორების თქმით, უკან გაშვებული თევზების უმეტესობა რამდენიმე დღეში შიმშილით კვდება.

 

 

https://imedinews.ge...bas-ar-urcheven



#2 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3077 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 10 10 2018 - 22:57

აუფ--ძაან ჭკვიანი კაცის ნატქვამი იქნება  ეგ. 
სისულელეების გადმოკოპირებაში მაგრები არიან
დებედაზე ერთხელ 7 კილოიანი საზანი დავიჭირე--ტუჩზე ნახვრეტი კი არა--კარპის ნემსკავი ქონდა  გამოდებული თავისი დაახლოებით 40 მეტრიანი კააი მსხვილი წნულით,და მშვენიერ მადაზე იყო რადგან ჩემი მარწყვიანი სიმინდი მოეწონა. :)


  • beso likes this

#3 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1023 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 10 10 2018 - 23:09

მაგას ვიძახი მახო მეც.ათასგვარ სისულელეს დაწრენ და მერე აქ ისე აიტაცებენ თითქოს რამე ესმოდეთ. :) რა კვლევები რის კვლევები  :D



#4 vladimer zarkaliani

vladimer zarkaliani

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 529 posts

პოსტი დაწერილია 11 10 2018 - 09:17

:) რამოდენიმე დღე კიარა, რამოდენიმე თვე ძლებს თევზი საკვების გარეშე. იმ აკვარიუმში სადაც ცდებს ატარებდნენ, საკვების ჩაყრის მაგივრად, წყალი რო გამოეცვალათ ჯობდა  :D  :D .


  • დავით ორდენიძე likes this

#5 დავით ორდენიძე

დავით ორდენიძე

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 788 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 11 10 2018 - 10:10

ეუფ,დიდი ამბავი ყოფილა საყველიეში, რა გვესველება აწი?



#6 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1532 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 11 10 2018 - 13:27

სად გაგონილა ცივსისხლიანი ტკივილს გრძნობდეს? ასე რომ, მშვენივრად მიირთმევს. ასე მეც გამეჩვრიტა ტუჩი, მითუმეტეს კაი თბილი სისხლი მაქვს, მაგიდის კუთხეს დავართყი, ბავშვობაში, ცოტახანი კი ვიწკმუტუნე ფარულად, მაგრამ ნახევარ საათში მშვენიერი მადა დამიბრუნდა. :D  ;)


  • ozera likes this

#7 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2023 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 10 2018 - 15:05

მასეთი “ექსპერტი" და " პროფესიონალი " -ებები ყავს ჩვენს ქვეყანასაც, ვედრო აბაზი, იმიტომაც ვართ ტრაქში.
  • მთიული and Doqtor-ს მოეწონა ეს

#8 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 717 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

პოსტი დაწერილია 15 10 2018 - 15:27

წმინდა წყლის ბოდვაა.ბავშვობაში ჩემთან სოფელში ღელის კალმახს ვიჭერდი ხოლმე ანკესით და პატარა 2-3 -ზე ორმოში ვსვავდი .კრანის უქლორო წყალი მქონდა მიშვებული.ჭიაყელებს ვაგროვებდი და ვაჭმევდი.ეს ხდებოდა შემოდგომიდან გაზაფხულამდე.მერე ძალიან რომ ასიცხდებოდა ხოლმე ისევ მდინარეში უშვებდი.ხანდახან ვერთობოდი ხოლმე და ანკესსაც ჩავაგდებდი ხოლმე და ძალიან კარგად მოდიოდა :) არ ყოფილა შემთხვევა რომ კალმახი მომკვდარიყო მიუხედავად იმისა რომ არც კვება ქონდა იქ მყოფ თევზს სათანადო და ნემსკავითაც ხშირად იჩხვლიტებოდა.....


  • don04 likes this

#9 Doqtor

Doqtor

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 863 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 15 10 2018 - 18:20

ვინც ეგეთ რამეებს წერს, ძირითადად გარტყმაში არ არიან, და თევზიც ბუნებაში არ უნახიათ..ეგეთ დებილურ კვლევებში და დასკვნებში უხდიან ფულს..!
  • Gia Chit 74 and ვანო მეხრიშვილი-ს მოეწონა ეს