Jump to content


ფოტო

ღია სამოყვარულო ტურნირი GOLDEN SV 2018


  • ეს თემა დაკეტილია ეს თემა დაკეტილია
17 პასუხი ამ თემაზე

#1 paco

paco

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 42 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 11 2018 - 14:16

ღია სამოყვარულო ტურნირი ,,GOLDEN SV  -2018”

 

 

ტურნირის ორგანიზატორიმიხეილ პოლუხინ და პაკო წიქვაძე

საინფორმაციო მხარდამჭერისაქართველოს მეთევზეთა ფორუმი SportFishing.ge

ტურნირის  სახელწოდება: „  GOLDEN SV  2018 “

ტურნირის  ჩატარების თარიღი:   25 ნოემბერი 2018 .

ტურნირის  ჩატარების ადგილმდებარეობა:  ქუთაისიაეროპორტის მიმდებარე ტერიტორიატბები ,, GOLDEN LAKE 

 

ტურნირის მიზანია სპინინგისტების გამოცდილების ამაღლებასპინინგით თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში.

 

დებულება ტურნირის შესახებ:

 

შეჯიბრი ჩატარდება 8 ტურად ერთი დღის განმავლობაში.

 

1. რეგლამენტი:

1.1    მოსამზადებელი ეტაპი

08:00 სთ-მდე შეკრება დანიშნულების ადგილასდაგვიანებულებს დაეწერებათ საჯარიმო ქულები,რომლებიც გამოაკლდება სპორტსმენის შედეგს - ყოველ გადაცილებულ წუთზე -1 ქულათუ დაგვიანებული მონაწილე არ   გამოცხადდა სიგნალამდეკენჭისყრა”, იგი ავტომატურად მოიხსნება ტურნირიდანხოლო დადებული თანხა უკან არ დაუბრუნდება.

 

08:00 - 08:30 - მომზადება/ინსტრუქტაჟი (წესების შეხსენება და სხვა...)

 

08:30 – 08:40 - კენჭისყრა

08:40 – 09:00 – ზონებში და სექტორებში შესვლამომზადება.

 

1.2    09:00-11:00 ტურნირის პირველი ეტაპი

09:00 – 09:20  პირველი ტური

09:30 – 09:50  მეორე ტური

10:10 – 10:30  მესამე ტური

10:40 – 11:00  მეოთხე ტური

 

11:00-11:30 შესვენებაშუალედური შედეგების დაანგარიშება

 

1.3    11:30-13:30 ტურნირის მეორე ეტაპი

11:30 -11:50   მეხუთე ტური

12:00 – 12:00  მეექვსე ტური

12:40 – 13:00   მეშვიდე ტური

13:10 -13:30     მერვე ტური

 

13:00-13:30შუალედური შედეგების დაანგარიშება და 8 მეოთხედფინალისტის გამოვლენა.    შესვენება.

 

 1.4    14:30-16:00   გადამწყვეტი ეტაპი

 

14:30-14:50- მეოდხედ ფინალი

15:50-15:10 მეოდხედ ფინალის შედეგების დათვლა და 4 ნახევარფინალისტის გამოვლენა.

 

15:30 -ნახევარფინალი

15:40-16:00 ფინალი -ბრძოლა  1-2 და 3-4 ადგილებისთვის

იმ შემთხვევაში, თუ ფინალში თანაბარი შედეგი დადგა, ჩატარდება დამატებით 10 წუთიანი ტურები მანამ,სანამ არ გამოვლინდება გამარჯვებული.

 

16:00 დაჯილდოვება

 

მონაწილეები რომლებიც ტურნირს დატოვებენ მის ოფიციალურ დახურვამდე შემდეგ ტურნირებზე არ დაიშვებიან.

 

 

 2. ტურნირიში მონაწილეობა.

 

2.1  ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პიროვნებას, განურჩევლად სქესის,მოქალაქეობისა და აღმსარებლობისა. ასევე არასრულწლოვან მეთევზეებს ვინმე სრულწლოვან პასუხმგებელი პირთან ერთად; იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებელი პირი ვერ ახერხებს ტურნირზე დასწრებას, აუცილებელია არასრულწლოვანმა მონაწილემ ხელი მოაწერინოს მშობელს შესაბამის განცხადებაზე.

 

3.  რეგისტრაცია

 

3.1 ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთონ ფორუმზე (sportfishing.ge) შესაბამის თემაში.

3.2 რეგისტრაციის გაკეთების შემდგომ უნდა შემოიტანონ/გადმორიცხონ ტურნირში მონაწილეობისთვის დაწესებული მოსაკრებელი

3.3 როდესაც მოსაკრებელი ჩაირიცხება, შემომტანი მოხვდება ტურნირის მონაწილეთა ოფიციალურ სიაში, რომელიც განთავსდება ფორუმზე თემის პირველ პოსტში.

3.4 იმ შემთხვევაში, თუ მოსაკრებლის შემოტანა გადაცდება 4.3 პუნქტშიმითითებულ ვადებს, მონაწილე მოიხსნება რეგისტრაციიდან.

 

 

4. ტურნირში მონაწილეობის მოსაკრებელი

 

4.1 ტურნირში მონაწილეობისთვის დაწესებულია მოსაკრებელი  - 25 ლარი.

4.2 მოსაკრებლის ჩარიცხვის შემდეგ მონაწილის ტურნირზე არგამოცხადება, ან მისი მოხსნა ტურნირიდან ამა თუ იმ მიზეზის გამო არ გამოიწვევს დადებული თანხის უკან დაბრუნებას.

4.3 მოსაკრებლის შემოტანის ბოლო ვადაა 23 ნოემბერი 18:00.

4.4 თანხის შემოტანა/გადმორიცხვისთვის საჭირო რეკვიზიტებია:

 

ანგარიში  ჩასარიცხათ: GE60TB7886045066300002 GEL TBC ბანკი.

მომღები: მიხეილ პოლუხინ
ჩარიცხვის დროს აუცილებლათ მიუთითეთ თქვენი სახელი-გვარი და GOLDEN SV 2018

 

 

5. ტურნირის წესები

 

 

5.1 კენჭისრა განისაძღვრება ფორუმ sportfishing.ge  ზე მონაწილეთა სიის (დარეისტრირებული და თანხა ჩარიცხული მონაწილეთარიგითობის მიხედვით .

5.2 ტურნირის პირველი და მეორე ეტაპი ჩატარდება 4-4 ტურად.   თითეული ტურის ხანგრძლივობა იქნება 20 წუთი.  წყალსატევი დაიყოფა იმდენ სექტორადრამდენი მონაწილე წყვილიც იქნებასექტორებში სპორტსმენთა განლაგება მოხდება კენჭისყრის მეშვეობით.   თითო სექტორში იასპარეზებს 2 სპორტსმენი ხოლო 10 წუთის გასვლის შემდეგ მსაჯის ხმოვანი სიგნალისას სპორტსმენები ერთმანეთს უცვლიან ადგილებს.

5.3 მომდევნო ეტაპზე გადასული სპორტსმენების განსაზღვრა მოხდება 8 ეტაპის შეჯამებული ქულების მიხედვით

5.4 ნებადართულია მხოლოდ სპინინგით თევზაობა და მხოლოდ  უენო ან დაქლიბული-გაუქმებული ენიანი კავებით აღკაზმული SV-Fishing Lures ფირმის ქარხნული წარმოების სატყუარებზე .

მონაწილეს შეუძლია გამოიყენოს წესების მიხედვით აღჭურვილი ნებისმიერი რაოდენობის სპინინგი.

 

5.5. მონაწილეს ეკრძალება:

5.5.1. წყალში შესვლა

სანქცია - ტურნირიდან მოხსნა.

5.5.2. იმ სექტორის ფარგლებს გარეთ თევზაობარომელშიც არის განთავსებულითუ სატყუარა ჩაგდებისას გასცდა სექტორის ფარგლებსმონაწილე ვალდებულია სასწრაფოდ მოახდინოს სატყუარის წყლიდან ამოღება და განმეორებითი გადაგდება.
სანქცია - ტურნირიდან მოხსნა.

იმ შემთხვევაში თუ თევზი სატყუარაზე დაფიქსირდა მონაწილის სექტორში და ამის მერე დატოვა თევზმა სექტორი -დაშვებულია თევზის ამოყვანა და ჩათვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს არ უქმნის პრობლემას მეზობელ მონაწილეს .

გასათვალისწინებელიარომ მონაწილემ თევზი ჩოგან ბადეში უნდა მოაქციოს საკუთარ სექტორში შემოყვანის შემდეგმეზობელ სექტორში ჩოგანბადეში მოთავსებული თევზი ჩათვლაში არ მიიღება.

5.5.3.  ერთ სექტორრში ერთდროულად წყალში ორი ან მეტი სატყუარის მოთავსება;

სანქციამიმდინარე  შედეგის ანულირება.

5.5.4.  სექტორის დატოვება ტურის დასრულებამდე;

სანქცია - ტურნირიდან მოხსნა.

5.5.5. ვინმესგან დახმარების მიღება
სანქციამიმდინარე შედეგის ანულირება.

5.5.6სექტორის , ან შუალედურად სექტორის მხარის შეცვლისას საკუთარი ნივთების დატოვება ძველ სექტორში.

სანქციასაჯარიმო 5 ქულა

5.5.7. სილიკონის ჩოგანბადის გარეშე თევზაობა ძუისგან ან სილიკონით დამუშავებული ძაფით დამზადებული ჩოგანბადით თევზაობა. ამ ეტაპზე დაშვებული იქნება სილიკონით დამუშავებული ძაფით დამზადებული ჩოგანბადე.

სანქცია - ტურნირიდან მოხსნა.

5.5.8. თევზიანი ჩოგანბადის მიწაზე მოთავსება.

სანქციადაჭერილი თევზი არ ჩაითვლება.

5.5.9. ჩოგან-ბადის გარეშე თევზის წყლიდან ამოყვანა.
თევზის გაშვება უნდა განხორციელდეს მისი ჩოგან-ბადის წყალში მოთავსებით.

 სანქციადაჭერილი თევზი არ ჩაითვლება.

5.5.10. აკრძალულია თევზთან ხელით შეხებაან მისი ხელით დაფიქსირება ბადის გარედან.

სანქციადაჭერილი თევზი არ ჩაითვლება.

5.5.11. ორმკავისსამკავის ან ენიანი ერთკავის გამოყენება.

სანქცია - ტურნირიდან მოხსნა.

ანალოგიური სანქცია გავრცელდება იმ შემთხვევაშიც თუ მონაწილის სექტორში დაფიქსირდა მსგავსი კავებით აღკაზმული სატყუარარომელსაც იმ მომენტში მონაწილე არ იყენებს.

5.5.12. ბეწვეულით აღკაზმული კავების ან სატყუარას კავზე სილიკონის წამოცმა

სანქცია - ტურნირიდან მოხსნა.

 5.5.13. ასისტის (ძაფით დამაგრებული ნემსკავის)  ან დამატებითი კავების გამოყენება სატყუარაზე - თუ ასეთი არ არის გათვალისწინებული ამ სატყუარის ორიგინალ ვერსიებზე.

სანქცია - ტურნირიდან მოხსნა.

5.5.14. ნებისმიერი სახის არომატიზატორის ან მოსაჩვევის გამოყენება (მათ შორის ქვიშისა და კენჭების)

სანქცია - ტურნირიდან მოხსნა.

5.5.15. ალკოჰოლური სასმელის ან სხვა გამაბრუებელი საშუალებების მიღება ტურნირის ოფიციალურ დახურვამდე.
სანქცია - დისკვალიფიკაცია.

5.5.16.   მონაწილეს ეკრძალება წყალსატევის ტერიტორიის დატოვება ტურნირის ოფიციალურ დახურვამდე გამარჯვებულების დაჯილდოვებამდე (გამონაკლისს განიხილავს ტურნირის ორგანიზატორი).

 სანქცია - დისკვალიფიკაცია.

5.6. წესების დარღვევის შემთხვევაში მთავარ მსაჯს ან მსაჯთა კოლეგიას შეუძლია შემდეგი სანქციების მიღება:  

საჯარიმო ქულების დარიცხვა;

მიმდინარე შედეგის გაუქმება;

ტურნირიდან მოხსნა;

დისკვალიფიკაცია;

 

5.7 გამარჯვებულის გამოვლენა

5.7.1. ტურნირის მონაწილეებს ყოველი 20 წუთიანი ტურის დამთავრებისას ენიჭებათ შესაბამისი ქულები:

5.7.1.1. თუ მონაწილემ წააგო მოწინააღმდეგესთან ნულოვანი შედეგით (მაგალითად 0:2)მას მიენიჭება 0 ქულა.

5.7.1.2. თუ მონაწილემ წააგო მოწინააღმდეგესთან არანულოვანი შედეგით (მაგალითად, 1:2), მას მიენიჭება იმდენი ქულარამდენი ტევზიც დაიჭირა ამ ტურში (მოცემულ მაგალითში 1 ქულა)

5.7.1.3. ნულოვანი ფრეს შემთხვევაში ორივე სპორტსმენს მიენიჭება 5-5 ქულა.                                 5.7.1.4. არანულოვანი ფრეს შემთხვევაში (მაგალითად  3:3), მათ მიენიჭებათ თითეულს 20 ქულადა დამატებით ყოველ დაჭერილ თევზზე 1 ქულა.

5.7.1.5. ტურში მოგების შემთხვევაში მონაწილეს ენიჭება 40 ქულა და დამატებიტ 1 ქულა ყოველ დაჭერილ თევზზე.

5.7.2. პირველი 8 ტურის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული 8 მეოთხედფინალისტი.  გამოვლენა ხდება ყველა ტურში მოპოვებული ქულების დაჯამებით – მეტი ქულების მფლობელი იკავებს სატურნირე ცხრილში უფრო მაღალ ადგილს
იმ შემტხვევაში თუ ორ მონაწილეს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვსუპირატესობა ენიჭება მასვინც მეტი ტევზი დაიჭირა 8 ტურის მანძილზე.

5.7.3. მეოთხედფინალში მონაწილეები ერთმანეთს ხვდებია შემდეგი რიგისობით:
ადგილი ხვდება მე-8 ადგილს,
2-
ადგილი  მე 7 ადგილს,

3-ადგილი  მე  6 ადგილს,

4-ადგილი  მე  5 ადგილს.

5.7.4. მეოთხედფინალის შეხვედრებში მოქმედებს ქულათა მინიჭების იგივე პრინციპი რაც წინა 8 ტურშიშემდეგ ტურში მონაწილეობას აგრძელებს გამარჯვებული სპორტსმენიმეოთხედფინალური შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში გამარჯვება ენიჭება სატურნირო ცხრილში მაღლა მდგომ მონაწილეს.

5.7.5. ნახევარფინალში გადადის მეოთხედფინალური შეხვედრების 4 გამარჯვებულიფინალში ერთმანეთს ხვდებიან ნახევარფინალში გამარჯვებული მონაწილეები (1,2 ადგილისთვის), და ნახევარფინალში

დამარცხებული მონაწილეები (3-4 ადგილისთვის) .

5.7.6. ფინალურ შეხვედრებში ფრე შედეგის შემტხვევაში ინიშნება 10 წუთიანი ნახევარტურებირომელიმე მონაწილის გამარჯვებამდე

დამატებითი ნახევარტურების დანიშვნის შემთხვევაში სექტორებს ამ შეხვედრებისთვის არცევს მთავარი მსაჯი  

 

 6. ნადავლის ჩათვლა.

 

6.1. ჩასათვლელად მიირება მხოლოდ კალმახი.

6.2. ტურნირი იმართება დაიჭირე-გაუშვის პრინციპით (Catch&Release)

6.3. თევზი ჩათვლაში მიიღება მხოლოდ მას შემდეგ რაც მოხდა მისი დაფიქსირება ჩოგან-ბადეში და იქნა წყალსატევში გაშვებული ასევე ჩოგან-ბადის მეშვეობით.
6.4. 
თევზის დაჭერის შემდეგ მონაწილე უნდა დარწმუნდეს რომ მსაჯის მიერ დაფიქსირდა თევზის ჩოგან-ბადეში მოთავსებამსაჯი თავის მხრივ ყურადღებით აკვირდება თევზის დაჭერის პროცესს და შესაბამისი ჩანაწერით აფიქსირებს დაჭერის ფაქტს ოქმში.

იმ შემთხვევაში თუ დაჭერის შემდეგ მონაწილეს თევზი ამოუვარდება ჩოგანბადიდან და თევზი შეეხება მიწას - მისი დაჭერა არ დაფიქსირდება და იქნება ანულირებული .

6.5. თევზის ნემსკავიდან განთავისუფლება უნდა მოხდეს ჩოგან-ბადიდან ამოყვანის გარეშეხელით ან სპეციალური ინსტრუმენტის მეშვეობით.

6.6. თუ სატყუარისგან ტევზის განთავისუფლება ვერ ხერხდება მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებითმონაწილე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსაჯს  რომელის ზედამხედველობით სატყუარის ამოღების და შემდეგ მკვდარ თევზს ათავსებს სპეციალურ სათავსოში.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვს მონაწილეს უფლება რომ თევზის ფიქსაცია მოახდინოს ხელით.

თითეული მონაწილისგან ჩათვლაში მიიღება მხოლოდ სამი ასეთი თევზიმეოთხე და შემდგომი შემთხვევისას თევზის სიკვდილის შემთხვევაში ჩათვლაში არ მიიღება და მონაწილის მიერ მოხდება ამ თევზების შესყიდა წყალსატევზე მოქმედი წესების შესაბამისად.

6.7. ყოველი ტურის დასრულების შემდეგ მონაწილეები ვალდებული არიან შეავსონ სპეციალური ფორმა რომელშიც მიუთითებენ საკუთარ და მოწინააღმდეგის გვარსსახელს და სატურნირო ნომერსასევე ორივე მონაწილის მიერ დაჭერილი თევზის რაოდენობას

 

 7. შენიშვნა

 ტურნირში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ  წყვილი რაოდენობით (მონაწილეთა რაოდენობა უნდა იყოს ლუწი).

თუ რეგისტრაციის დასრულებისას დაფიქსირდა მონაწილეთა კენტი რაოდენობასიაში უკანასკნელს უბრუნდება ტურნირის მოსაკრებელი და იხსნება ტურნირიდან.     

 

 

8. პრიზები.

 

 

ტურნირში გამარჯვებულთათვის პრიზებს აწესებს  SV-Fishing Lures..

 

ასევე დამატებით მთავარი პრიზი პირველი ადგილისთვის არის ოქროს SV

პრიზების გარდა, ყოველი მონაწილე კენჭისყრის დროს მიირებს საჩუქრად ერთ ყანყალას SV-Fishingi-ისგან :)

ასევე ტურნირის წინ ჩატარდება ყანყალების გაყიდვა დიდი ფასდაკლებით სპეციალურად ამ შეჯიბრისთვის  ;)

ეს ფასდაკლება ვრცდელდება მხოლოდ ტურნირის მონაწილეებზე

 

მონაწილეთა სია:

 

1. თორნიკე კოპალიანი +

2. ლევან თასოშვილი +

3. პაკო წიქვაძე +

4. მიხეილ პოლუხინ +

5. დავით ქევხიშვილი +

6. ლაშა გრიგალაშვილი +

7. გიორგი ხიზანიშვილი +

8. ვასილ ჯალაბაძე +

9. გიორგი ჭოლაძე +

10. მინდია ღაღანიძე +

11. საბა გოგუა +

12. იგორ ტობილევიჩ +

13. მიკოლა ბატურინ +

14. თორნიკე იობიძე +

15. თემური დანელია +

16.  ზაზა ზურიაშვილი +

17. გიორგი სტურუა +

18. ვახტანგ ირემაშვილი +

19. ბესიკ სვანიძე +

მიმაგრებული ფაილები



#2 saba gogua

saba gogua
  • Members
  • 7 posts

პოსტი დაწერილია 06 11 2018 - 14:20

საბა გოგუა



#3 Davidkx

Davidkx

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 19 posts

პოსტი დაწერილია 06 11 2018 - 14:57

დავით ქევხიშვილი



#4 Tornike K

Tornike K
  • Members
  • 6 posts

პოსტი დაწერილია 06 11 2018 - 16:35

3. თორნიკე კოპალიანი

#5 xizana

xizana

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 362 posts

პოსტი დაწერილია 06 11 2018 - 18:06

4.გიორგი ხიზანიშვილი

#6 დ.თავაძე

დ.თავაძე

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 16 posts

პოსტი დაწერილია 07 11 2018 - 08:43

5. დავით თავაძე

#7 Davidkx

Davidkx

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 19 posts

პოსტი დაწერილია 08 11 2018 - 11:51

იგორ ტობილევიჩი

Igor Tobilevych



#8 Davidkx

Davidkx

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 19 posts

პოსტი დაწერილია 08 11 2018 - 14:37

მიკოლა ბუტურინი

Mykola Buturin



#9 paco

paco

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 42 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 10 11 2018 - 13:19

8. ლაშა გრიგალაშვილი



#10 ზ.ზურიაშვილი

ზ.ზურიაშვილი

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 13 posts

პოსტი დაწერილია 10 11 2018 - 13:44

ზაზა ზურიაშვილი


  • paco likes this

#11 RockFlyer

RockFlyer

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 136 posts

პოსტი დაწერილია 19 11 2018 - 13:15

ვასილ ჯალაბაძე



#12 George

George

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 16 posts

პოსტი დაწერილია 19 11 2018 - 19:21

გიორგი ჭოლაძე



#13 mindia1313

mindia1313

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 10 posts

პოსტი დაწერილია 20 11 2018 - 19:56

მინდია ღაღანიძე



#14 Tornike91

Tornike91
  • Members
  • 7 posts

პოსტი დაწერილია 20 11 2018 - 20:17

16 თორნიკე იობიძე +

#15 besarioni

besarioni

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 28 posts

პოსტი დაწერილია 21 11 2018 - 20:31

            ბესიკ სვანიძე



#16 giokupra

giokupra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 110 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 22 11 2018 - 13:23

18-ვახტანგ ირემაშვილი

#17 KAA

KAA

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 369 posts

პოსტი დაწერილია 22 11 2018 - 23:03

ჩაწერა დამთავრებულია, ყველას მადლობა  :)
 



#18 KAA

KAA

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 369 posts

პოსტი დაწერილია 29 11 2018 - 20:38

:)

მიმაგრებული მინიატურები

  • 1St.jpg
  • Priz+Org.jpg

  • Kot likes this