Jump to content


ფოტო

სპინინგით შავ ზღვაზე


  • Please log in to reply
26 პასუხი ამ თემაზე

#1 Qobela

Qobela

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 47 posts

პოსტი დაწერილია 21 02 2014 - 15:13

.



#2 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 02 2014 - 00:27

აგერ ბატონო, რადგან ასე ძალიან გნებავთ, შესანიშნავი სტატია ამ თემაზე ჟურნალ "ნადირობა და თევზაობისგან" :). სტატიის ავტორი შოთა კვარაცხელია. ნამდვილად მაგარი სტატიაა.

 

სპინინგით შავ ზღვაზე

შემოდგომა ზღვაზე დასვენების და თევზაობისთვის საუკეთესო სეზონი. საქართველოში ზღვაზე რატომღაც,  ტრადიციულად, ფსკერულით ან ტივტივათი თევზაობენ  და არავინ იყენებს სპინინგ. არა და აქ, სპინინგისტს შესაშური გასაქანი აქვს. ზღვის სპინინგი გარკვეული დეტალების, მათ შორის, როგორც მონტაჟების და აღკაზმვის, ასევე იხტიოლოგიის ცოდნას მოითხოვს.
 

მინდა გირჩიოთ, რომ ზღვაზე თევზაობისას დაივიწყეთ დელიკატური მონტაჟები და მსუბუქი აღკაზმვა. აქ, პირველ რიგში, ყველაფერი უნდა იყოს გამძლე და შორ დისტანციებზე მუშაობისთვის მოხერხებული. ასე რომ, ჯოხი 2,7-3 მეტრი, სწრაფი ან საშუალო-სწრაფი წყობის, ძუა - მონო 0,25-0,3 მმ-ის, ხოლო  კოჭა 4000-6000 სერიის უნდა შეარჩიოთ. უკეთესი იქნება თუ თქვენი აღკაზმვის ელემენტებს (ჯოხი, კოჭა, ძუა) ექნებათ სპეციალური მარკირება   „surf, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ იგი შექმნილია მლაშე წყალში თევზაობისთვის. ზღვაზე სპინინგით თევზაობა წარმატებულია როგორც დღისით, ასევე ღამითაც.

ამ სტატიაში მე მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რომელი მტაცებელი რა დროს და რა სატყუარაზე  მოდის უკეთ.
 

ყველაზე იოლი დასაჭერი, უდაოდ, შავი ზღვის სტავრიდაა. მისი ჭერა არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს. შეიძლება ითქვას, რომ იგი თავს ესხმის ყველაფერს, რისი გადაყლაპვაც შეუძლია. სატყუარად გამოგადგებათ: ვიწრო ვობლერები 3-5 სანტიმეტრი ზომის; ტრიალები მარკირებით 01 და 02; ვიწრო ფრიალები 3-5 სანტიმეტრი; ტვისტერები და ვიბრო 5 სანტიმეტრამდე. უმჯობესი იქნება, თუ  სატყუარებ ვერცხლისფერი ან თეთრი იქნება. ამ ფერებში ჩართული ჭყვიალა ელემენტები  კი, დამატებით უფრო მეტ სტავრიდას მოიზიდავს.

horse mackerel1

ტალღმჭრელებიდან და ნავმისადგომებიდან თქვენ ყოველგვარი განსაკუთრებული ცოდნის გარეშე, წვრილ ტვისტერებზე და ტარა ტრიალებზე დაიჭერთ ე.წ. ზღვის კარჩხანას  - ლასკირ და ზღვის ქორჭილას,  იგივე სმარიდ.

smarida samets

საკმაოდ იოლი დასაჭერია შავი ზღვის ყველაზე შხამიანი თევზი - ზღვის ზოლიანი დრაკონი. ეს ტიპური ფსკერის მტაცებელი იზრდება 40 სანტიმეტრამდე და აქტიურად ნადირობს მთელი დღის განმავლობაში. დრაკონის დაჭერა შეიძლება ვიწრო 3-7 სმ ზომის ვობლერებით, რომლებიც ფსკერთან მუშაობენ, მაგრამ ყველაზე წარმატებულია კლასიკური ჯიგ-სპინინგი. მე ვხმარობ "ყურშა" საძირავზე დამონტაჟებულ 3-სანტიმეტრიან თეთრ, ყვითელ ან წითელ ტვისტერს, ჭყვიალა ელემენტებით. გატარება არის საფეხურისებრი, 3-5-წამიანი პაუზით. სწორედ ამ პაუზის დროს ხდება ჩარტყმა. არ დაგავიწყდეთ, რომ ზღვის დრაკონი ყველაზე შხამიანი არსებაა საქართველოში გიურზას შემდეგ. ამიტომაც მი მოხსნას ნემსკავიდან  ბრტყელტუჩას საშუალებით გირჩევთ.

Sam 1171

შემდეგი მტაცებელი, რომლის დაჭერაც ძალი აზარტული და სპორტულია, არის ზღვის ჩიქვი. ამ თევზის დასაჭერად, თქვენ სპინინგის გარდა, ფარანიც დაგჭირდებათ, ვინაიდან ზღვის ჩიქვი ღამის მტაცებელია. როგორც კი მზე ჰორიზონტს შეეხება, შეგიძლიათ გაეშუროთ ჩიქვის საჭერად. იგი სანადირო ქვიან ადგილებს ეძებს და მთელი ღამის განმავლობაში მუსრს ავლებს ყველაფერს, რისი გადასანსვლაც შეუძლია. ზღვის ჩიქვს მოკლე და ვიწრო ვობლერებზე იჭერენ, რომლებსაც დიდი ჩაღრმავება აქვთ. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ გატარებისას თქვე ვობლერი  ნიჩბით ქვიან ფსკერს უკაკუნებდეს. სწორედ ეს კაკუნის ხმა იზიდავს მაგნიტივით  ჩიქვს. შედეგი უკეთესი იქნება, თუ გამოიყენებთ ხმაურიან ვობლერებს (ეს ის მოდელებია, რომლებსაც კორპუსში ფოლადის საფანტი აქვთ ჩაყრილი, დამატებითი ხმაურის გამოსაცემად).

Minenko 5

ზღვის ჩიქვის დაჭერა, ისევე როგორც ყველა ფსკერული მტაცებლისა, ძალიან წარმატებულია ჯიგ-სპინინგით. თქვენ გამოგადგებათ 20-40-გრამიანი ჯიგ-თავი ან ყურშა საძირავი, მათზე დამონტაჟებული 5-10-სანტიმეტრიანი ტვისტერებით,  გატარება საფეხურისებრი, პაუზების დროს პატარ-პატარა მოქაჩვებით ისე, რომ ტვისტერი ქვებზე მცირე ბიძგებით მიხოხავდეს. ეს მტაცებელს აგონებს ფსკერზე ქვებში საჭმლის მაძიებელ ლიფსიტას და პროვოცირებს თავდასხმისკენ. ზღვის ჩიქვის ეკლები და ლორწოც საკმაოდ შხამიანი და ამიტომ ნემსკავის ამოღებისას სიფრთხილე გმართებთ. ჩიქვის ხორცისგან დამზადებული უხა აღიარებულ დელიკატესად ითვლება მთელ შავიზღვისპირეთში.
ბომბარდიანი მონტაჟი გამოგადგებათ შავი ზღვის მორიგი მტაცებლის სარგანის დასაჭერად. ამ თევზს საკმაოდ ვიწრო პირის აპარატი აქვს, ამიტომაც უფრო ხშირად წარმატებულისამკავიანი სატყუარები, ვიდრე კლასიკური ერთკავიანები. ასე რომ ვიწრო ვობლერები, ფრიალები და ვიწროფოთლიანი ტრიალები უფრო შედეგიანია, ვიდრე სილიკონის სატყუარები. სარგანი ყოველთვის წყლის ზედა შრეში ნადირობს, ამიტომაც ბომბარდა მცურავი და სატყუარებიც მსუბუქი დაგვჭირდება. გატარება მეთევზისგან არანაირ ფანტაზიას არ მოითხოვს - ტყორცნის შემდეგ ვახვვთ კოჭას ერთი ტემპით, ყოველგვარი აჩქარების და შენელების გარეშე. სარგანის ჩარტყმა საკმაოდ ძლიერია, მაგრამ  გასათვალისწინებელია ისიც, რომ 10 ჩარტყმიდან 9 ფუჭი იქნება, ამის მიზეზი კი,  სარგანის პირის საოცარი სივიწროვეა.

326721dfe320

ლიფორი - შავი ზღვის მგელი, ალბათ, ყველაზე დაუნდობელი მტაცებელი ჩვენს წყლებში. ცნობილია, რომ იგი ანადგურებს თავის ნადავლს მაშინაც კი, როცა მაძღარია, რასაც სხვა მტაცებლები არ აკეთებენ. სპინიგისტისთვის ლიფორთან შერკინება დაუვიწყარი თავგადასავალია, მაგრამ ამ თევზის დაჭერა, პირველ რიგში, მის პოვნას საჭიროებს საკმაოდ დიდ აკვატორიაზე, რაც ნავის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ლიფორის ადგილსამყოფელს თოლიებით ადგენენ: იქ სადაც თოლიები ტრიალებენ და პიკირებენ წყალში, სავარაუდოდ, ლიფორის ქარავანი წვრილ თევზზე ნადირობს. ლიფორს ძირითადად 10-15-სანტიმეტრიანვობლერებით იჭერენ, რომელთა ჩაღრმავება 2-5 მეტრია. აუცილებელია ევლარის ან ფოლადის ლიდერი, ვინაიდან მტაცებლის ბასრი კბილები იოლად ჭრი ძუას.

matabun 07

რომელი სპინინგისტი იტყვის უარს შეებრძოლოს ნამდვილ ზვიგენს? კატრანი ხომ შავი ზღვის ზვიგენია და მისი ზომა 2 მეტრიც შეიძლება იყოს! მის საჭერად თქვენ დაგჭირდებათ მძიმე კლასის სპინიგი, სპეციალური მძიმე ფრიალა - პილკერი (ვერტიკალური ჭერისთვის), ნავი და ექოლოტი. პირველ რიგში, საჭიროა იპოვოთ კატრანის სავარაუდო სამყოფელი, ეს კი,  როგორც
წესი, 30-60 მეტრის სიღრმეია. ადგილის პოვნის შემდეგ თქვენ მოგიწევთ ერთი საინტერესო მეთოდის, კერძო კი, ვერტიკალური ჭერის ათვისება. ამაში რთული არაფერია: საჭიროა თქვენი სატყუარა - პილკერი, ჩაუშვათ წყალში, პირდაპირ ნავის ქვეშ და როდესაც იგი ფსკერს შეეხება, ოდნავ ამოახვიოთ ძუა, ისე რომ სატყუარა სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრში განლაგდეს ფსკერიდან. ამის შემდეგ ვიწყებთ მოკლე და გრძელი ამოკვრების სერიას კოჭის დახვევის გარეშე, ამოკვრებს შორის 3-5-წამიანი პაუზებია საჭირო. ასეთი პაუზიანი ამოკვრების დროს პილკერი იცვლის თამაშის ჰორიზონტს: ამოკვრისას ავარდება ზევით, პაუზისას -ჩამოფრიალდება ფსკერისკენ. მოკლე ამოკვრებზე თამაში მოკლე, გრძელის დროს - უფრო ხანგრძლივი. კატრანის ჩარტყმა იმ ფაზაში ხდება, როცა სატყუარა ფსკერთან ჩამოფრიალდება და უფრო დაბრკოლებაზე გამოდებას გავს, ვიდრე თევზის ჩარტყმას. შედეგი გაუმჯობესდება თუ პილკერის სამკავზე თევზის ხორცს წამოაცმევთ (მაგალითად, სტავრიდის ან ბარაბულისას). კატრანის კანი უხეშია და იმისთვის, რომ მისი ნემსკავიდან მოხსნისას ხელი არ დავიზიანოთ, სიფრთხილე გვმართებს. გარდა ამისა, მას ზურგის ფარფლის ქვეშ აქვს შხამიანი ეკალი, რომლის შესობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ჯათელობას. ასე რომ, დაჭერილი შავი ზღვის ზვიგენი ფრთხილ მოპყრობას მოითხოვს!

katran 2

გაგიმართლებთ, თუ სპინინგით ისეთ მტაცებელს დაიჭერთ, როგორიცაა ზღვის მამალი. ეს ძალიან ლამაზი თევზი თავისი კულინარული თვისებებით ზუთხს არ ჩამოუვარდება. მის საჭერად თითქმის იგივე აღკაზმვა დაგჭირდებათ, რაც კატრანზე სათევზაო, მხოლოდ უფრო მსუბუქი კლასის, თანაც მის საპოვნელად გაცილებით ნაკლები სიღმეა საჭირო - 10-20 მეტრი. ნემსკავზე მომხვდარი ზღვის მამალი ნავამდე თითქმის არანა წინააღმდეგობას არ უწევს მეთევზეს  და როდესაც იგი უკვე წყლის ზედაპირთან ძალიან ახლოსა,  სწორედ მაშინ აკეთებს საოცარი სიძლიერის დაქაჩვას, რასაც ძალიან ხშირად ძუის გაწყდომა მოჰყვება. ეს რომ არ მოხდეს,  საჭიროა ძუა ხარისხიანი და საკმაოდ სქელი -  0,3-0,35 მმ და ფრიქციონიც სწორად დარეგულირებული იყოს.

028 e1343121217869

როგორც ხედავთ, შავი ზღვა საკმაოდ მდიდარია მტაცებელი თევზებით, ასე რომ
სპინინგისტი, სანამ ოჯახის წევრები მზეზე ირუჯებიან, ნამდვილად არ მოიწყენს.
 

კარგ დასვენებას და წარმატებულ თევზაობს გისურვებთ!



#3 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 01 05 2016 - 11:20

მეგობრის,გუშინდელი ნადავლი,წელს მან შედეგი აშკარად გააუმჯობესა.ზღვაზე თევზაობა,ანუ Rockfishing-ი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია,ასევე თურმე,შედეგიანიც.
საქართველოს სპინინგით სპორტული თევზჭერის ფედერაცია აწარმოებს 4-5 ტურნირს ყოველწლიურად სხვა და სხვა აქვასისტემაში და სხვა და სხვა მტაცებელზე,ქეჩო,ქარიყლაპია,ქაშაპი ,,კალმახი,,(იმედია)).მდინარე,ტბა.
მიუხედავად იმისა რომ ზღვაზე თევზაობის პრაქტიკა ძალიან ბევრს არ გაგვაჩნია,არ იქნება ურიგო ამ მიმართულებით ფიქრი და მომავალში კიდევ ერთი ტურნირის დამატება. ,,შავ ზღვაზე სპინინგით,,
,,с белыми зубами,в черное море,,))

 

Temuri Chikvaidze 30 აპრილი 2016 წ ლავრაკი (SEABASS) ანუ ზღვის მგელი.წონა 4100+1850+2500+3780 ვობლერით MRGABASS SW 92

f2cc42b57acc.jpg

 

6fcd9368d5bb.jpg

 

a6b0adbb7a66.jpg

 

5a47bb11adec.jpg
 
fdc26cd1b42b.jpg
 
e318119406c0.jpg
 
8d049e2e51ff.jpg
 
6761c91b12be.jpg

  • Gia Chit 74, salamandra და მთიული-ს მოეწონა ეს

#4 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 01 05 2016 - 12:54

სადაა დაჭერილი ზაზა-საქართველოს შავ ზღვაზე?

#5 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 01 05 2016 - 13:15

ბათუმში მახო,გუშინ დილით


  • maxo06 likes this

#6 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 01 05 2016 - 13:32

ქრონიკები,ამოვქექე spinning.ge-ს ჯგუფიდან facebook-ზე.

 

2,09.2015 თემურ ჩიკვაიძე 3,3kg

dae38c0d82a7.jpg

 

d2599319bdd2.jpg
 
3bf46f12f1c0.jpg
 
 

Temuri Chikvaidze
b6208e89cc98.jpg
 
d1a03fe67868.jpg
 
d17df5cb2d5c.jpg
 
გიორგი სტურუა,მიკრო ჯიგი შავ ზღვაზე
 

ესეც კუზა,ანუ ,,გორბილი,, სპინნინგით.2015 წლის დეკემბერი.

d07e885aaad6.jpg

 

62b190ab2c7a.jpg
 


#7 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 01 05 2016 - 13:55

დღევანდელი!(შოკში ვარ,ბათუმში მინდა))
Temuri Chikvaidze ყველაზე დიდი 5კგ ზე მეტო დავიჭირე იოზური კრისტალ მინოოუ 130მმ---4კგ-ზე მეტი ტრულინოიას კრენკზე 55მმ ასე რომ ვობლერის სიგრძეს მგონი არ აქვს მნიშვნელობა

20ed5daa69cd.jpg

 

5197bb20c85e.jpg

 

7b07e986c164.jpg
 
94c8acafc0ee.jpg
 
bb457569f5a6.jpg
 
a2d4d03992cb.jpg
 
bffe313c01af.jpg
 
2adfafb6e0e2.jpg


#8 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 01 05 2016 - 22:15

ვავა.. ძაან მაგარია!
  • ლიფსიტა likes this

#9 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1433 posts

პოსტი დაწერილია 02 05 2016 - 00:37

ჩვენს შავ ზღვაზე სპინინგით თუ ესეთებიც შეიძლებოდა არ მეგონა :-))

#10 fff

fff

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 487 posts

პოსტი დაწერილია 02 05 2016 - 14:53

ძალიან საინტერესო ამბავია...



#11 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 05 2016 - 20:16

ძალიან მაგარი სურათებია და შედეგი .ზაზა ,ასეთი რამე თუ ხდებოდა შავ ზღვაზე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ,ანუ ნაპირიდან თევზაობა და ასეთი შედეგი და ანდრენალინი .რა მაინტერესებს ,ასე ახლოში გამოდის ეს თევზი რომ სპინინგით არის შესაძლებელი მისი დაჭერა ? რა დისტანციაზე მიდის თევზაობა და იქნებ 2 სიტყვით პროცესი დაწეროთ .დისტანცია და რამე .

#12 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 02 05 2016 - 21:33

 



#13 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 02 05 2016 - 21:42

Gia Chit 74

გიო ვსროულობ რაც შემიძლია შორსო,ალბად სადღაც 30-40 მეტრი.ახლოსაც დამიჭერიაო,ასე 10მეტრში.მაგრამ დილას და საღამოს მზის ჩასვლამდე ასე1 საატით წინო.აგვისტოში უფრო ახლოს მოდისო ნაპირთან,დ აუკეთ მოდისო.


  • Gia Chit 74 likes this

#14 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 05 2016 - 22:22

ძალიან მაგარია--ზაზა დაგვიწერე რაა მერე იმ სატყუარების კლასიფიკაცია რაც მუშაობს ბათუმში--ყველა ვისვენებთ ზაფხულობით და გამოგვადგება,ყველა დაჭერილ თევზზე თქვენსკენ დალოცვა წამოვა :)


  • ლიფსიტა likes this

#15 shagrent

shagrent

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 154 posts
  • ადგილმდებარეობა
    ქუთაისი

პოსტი დაწერილია 02 05 2016 - 22:35

ეგეთი თევზი რო დავიჭირო ზღვაზე ხო გედვირიე კაცი :D

 

 

იქნებ ჩამოყალიბებულად დაწეროძთ მერე, რა ადგილებიდან ჯობია, რა ტესტის ჯოხებითა და სატყუარებით, რა პერიოდში და ა.შ.     

 

 

 

 

 

 

პ.ს. ანკესით რო გავეჩითები ცოლშვილს ბათუმშიც კი შეიკივლებენ ცოტას მარა პოხ :P


  • გლახუნა likes this

#16 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 04 05 2016 - 08:32

maxo06

yzuri cristal minnow 130mm და MRGABASS SW 92.
ერთი რამ გაითვალისწინე მახო.როდესაც წნულით თევზაობენ ზღვაზე,იმ წნულს შემდეგ რეცხავენ,ვინაიდან ზღვის ბრიზი ჭამს ყველაფერს.და მაგარი მოფრთხილება უნდა აღჭურვილობას ძამი.კოჭა,ანკესი და ა.შ.

 

 

shagrent

ზოგადად ალბად 250-300სმ ჯოხით.თვითონ თემური გადანატეხი ჯოხით თევზაობს,ასე 220სმ.ტესტი ალბად 25 გრამამდე.რაც დანარჩენს შეეხება,თემა ჭყინტია ჯერ აწი ასათვისებელი.თემურიც პირველ ნაბიჯებს დგამს ზღვაზე თევზაობის.


  • ვანო მეხრიშვილი likes this

#17 shagrent

shagrent

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 154 posts
  • ადგილმდებარეობა
    ქუთაისი

პოსტი დაწერილია 04 05 2016 - 09:15

maxo06

yzuri cristal minnow 130mm და MRGABASS SW 92.
ერთი რამ გაითვალისწინე მახო.როდესაც წნულით თევზაობენ ზღვაზე,იმ წნულს შემდეგ რეცხავენ,ვინაიდან ზღვის ბრიზი ჭამს ყველაფერს.და მაგარი მოფრთხილება უნდა აღჭურვილობას ძამი.კოჭა,ანკესი და ა.შ.

 

 

shagrent

ზოგადად ალბად 250-300სმ ჯოხით.თვითონ თემური გადანატეხი ჯოხით თევზაობს,ასე 220სმ.ტესტი ალბად 25 გრამამდე.რაც დანარჩენს შეეხება,თემა ჭყინტია ჯერ აწი ასათვისებელი.თემურიც პირველ ნაბიჯებს დგამს ზღვაზე თევზაობის.

გასაგებია,   ზაფხულამდე თუ რამეს დააზუსტებთ და დახვეწავთ მაგ თემის ირგვლივ კარგი იქნებოდა.  ნაღდად დიდი სიამოვნება იქნება თან რო ისვენებ ზღვაზე და თან ეგეთი ეგზემპლიარების დაჭერით ერთობი



#18 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 05 2016 - 09:21

გაიხარე ზაზა მადლობა
  • ლიფსიტა likes this

#19 live feeder

live feeder

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 64 posts

პოსტი დაწერილია 04 05 2016 - 12:26

 

ძალიან მაგარია!ეს რა ადგილია ხომ ვერ მეტყვით?



#20 levani

levani

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 86 posts

პოსტი დაწერილია 04 05 2016 - 12:27

ეს თევზი როცა ხალხია პლიაჟზე არ მოდის ახლო. უხალხო პლიაჟი უნდა კრიალა წყლით.


  • maxo06, misha და ვანო მეხრიშვილი-ს მოეწონა ეს