Jump to content


ფოტო

ნაფოტა ფიდერით


  • Please log in to reply
69 პასუხი ამ თემაზე

#1 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 10:20

რამდენი ხანია მიღიტინებს ეს აზრი და სურვილი და აქამდე ვერაფერი გავაწყვე...

 

თბილისის ზღვაზე არის ნაფოტა, და არც თუ ისე პატარა ზომების. აგერ სოსო ბატონის დაჭერილი ნაფოტები თბილისის ზღვაზე.

 

1393515_10152024975577432_576288506_n.jpg

33febaa3857b.jpg

53f98ed2b29f.jpg

 

შარშან ვცადე რამოდენიმეჯერ ადრიან გაზაფხულზე პატარა ზღვაზე დამეჭირა ფიდერით ეს თევზი, მაგრამ ამაოდ... ასევე ვიცი სხვებმაც არ დააკლეს ძალა და მოცალეობა, მაგრამ კარგ შედეგებს ვერც მათ მიაღწიეს. 

 

არადა "სპორტული" თევზია ნაფოტა, შეიძლება მისი ადგილზე გაჩერება და ტემპში ჭერა...  ვის რა აზრი გაქვსთ ამ ყველაფერზე?

 

 


  • ვარაზი, kvanto და mate_g-ს მოეწონა ეს

#2 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 10:25

გიგა, რა არის მაგ თევზის კვების რაციონი ? რა საკვებს უფრო ანიჭებს უპირატესობას ? ჯგუფად დაცურავენ თუ რამოდენიმე მხოლოდ ? რა სიღრმეზე უფრო გვხვდება ? ქარიან ამინდში უფრო მოდის თუ პირიქით ? --- ???? :)



#3 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 10:48

მე ვიცი, რომ ჯგუფებად დგანან.  ყველაზე აქტიურია გაზაფხულზე, როდესაც წყალი იწყებს ოდნავ შეთბობას. უპირატესობას ანიჭებს წვრილ საკვებს, გიჟდება მატილზე და მეგობარს ვერ პატიობს ღალატს :) წყლიდ ტემპერატურის მიხედვით შეიძლება იდგეს სხვადასხვა სიღრმეზე. ამბობენ, რომ უპირატესობა აქვს ქვიშიან ფსკერს, ახლოს წყალმცენარეებთან. ეს რასაც ამბობენ რუსები და უკრაინელები... მაგრამ ქართველი ნაფოტები როგორ იქცევიან არ ვიცით.

მე ვიცი მხოლოდ ეს გადმოცემით, იჭირება თბილისის ზღვაზე დიდი ეგზემპლარები, მაგრამ იშვიათად, და ისიც ადრიან გაზაფხულზე. მერე ფაფუ - მიდის სადღაც. გაზაფხულზე უნდა ვეძებოთ ალბათ ყველაზე თხელ წყალში, სადაც ოდნავ დიდი ტემპერატურა....


  • ვარაზი likes this

#4 გლახუნა

გლახუნა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 216 posts
  • ადგილმდებარეობა
    TBILISI

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 12:25

სალამი კაი ხალხს

რას იტყვით უსხლოეს კარგ ამინდიან დასვენების დღეს რომ შევიკრიბოთ მაგ დალოცვილ წყალსატევზე, მაქსიმალურად დიდი ძალებით, გავიშალოთ დიდ ფართობზე და სხვადასხვა საკვებით სხვადასხვა დისტანციაზე ვცადოთ გავიგოთ რა უნდა ნაფოტას ჩვენგან. :)


  • GigaG, Gia Chit 74 და ვარაზი-ს მოეწონა ეს

#5 გლახუნა

გლახუნა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 216 posts
  • ადგილმდებარეობა
    TBILISI

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 12:27

თბილისის ზღვის თემაშიც დავწერე3 და აქაც ვიტყვი, თუ მოხერხდა გასაღების პოვნა ამაზე კარგი სატურნირე ადგილი არა მგონია სხვაც იყოს ჩვენს რეალობაში



#6 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 13:00

მეც ეგრე ვფიქრობ. მაგრამ ვშიშობ იმდენი კონცენტრაცია არ იქნება ზღვაზე რომ სატურნირედ გამოდგეს.... სანამ ერთად ავალათ ზვღაზე, მინდა სტრატეგია განვიხილოთ, შევაგროვოთ ყველა ინფორმაცია ნაფოტაზე, ოღონდ ქართული რეალობიდან გამომდინარე და მომაზდებული ავიდეთ... 

გვჭირდება:

  • კონკრეტული ადგილები ზღვაზე (არ ვიცი)
  • სატყუარის შერჩევა (ბუზის მატლი, ჭიაყელა, მატილი)
  • დასაკვების შერჩევა (მუქი ფერის მსუბუქი დასაკვები, ნაკლები კვებითი ღირებულება + არომატი + მატილი)
  • მონტაჟის შერჩევა (რაც გაგეხარდება, ალბათ უფრო პატერნოსტერი)

 

მოკლედ თითოეული მათგანი შეგვიძლია განვიხლოთ.. მე ყველაზე მეტად ამ ჯერზე ადგილები მაღელვებს და ინფორმაციის სიმწირე, თუ სად, რაზე, როდის და რამდენი დაუჭერიათ ნაფოტა... მერე შეგვიძლი უკვე სხვა რამეებზეც საუბარი..



#7 გლახუნა

გლახუნა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 216 posts
  • ადგილმდებარეობა
    TBILISI

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 13:05

ადგილებს რაც შეეხება ისევ ბატონი სოსოს დახმარება არ გვაწყენდა,

გიგა მე პირადად რაც მსმენია, პატარა ზღვაზე სადაც თენგომ მასტერკლასი ჩაატარა, ძალიან პერსპექტიული ადგილია მთლიანად ეგ ნაპირი



#8 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 743 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 18:01

არ ამოვიღებ ხმას რადგან ბევრჟერ მაქვს დაწერილი ნაფოტას შესახებ FISHER -ზე და Club-Monadire.Ge -ზე.თუ ჩათვლით საჭიროდ რამის შეკითხვას აქა ვარ...



#9 გლახუნა

გლახუნა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 216 posts
  • ადგილმდებარეობა
    TBILISI

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 18:23

სალამი ზურა

ერთი შეკითხვა მაქვს ნაფოტასთან დაკავშირებით,

თუ გავითვალისწინებთ ამ თევზის თვისებებს და თბილისის ზღვის თავისებურებებს, რამდენად შესაძლებელია რომ თბილისის ზღვაში ამ თევზის პოპულაცია იმდენად მცირე იყოს რომ აღინიშნებოდეს მისი ნემსკავზე წამოგების მხოლოდ ერთეული შემთხვევები, ისიც იშვიათად. მე მგონია რომ ეს არაბუნებრივია, თანაც მტაცებლის სახით პრაქტიკულად არავინ აწუხებს გარდა კალმახისა, ნუ არის კიდევ ღორჯო რომელიც შეიძლება ინტენსიურად ანადგურებდეს ქვირითს.



#10 sos049

sos049

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 79 posts

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 18:29

გიგა ეს ნაფოტები 600 და 700გრ იყო.ბევრისაგან მსმენია,რომ კილოიანებსაც ხშირად იჭერენ.

ასე,რომ ღირს მერწმუნეთ,ნამდვილად ღირს... :)

მე წითელ ჭიაზე ვთევზაო ხოლმე,თუმცა თეთრითაც იჭერენ.

 

abb8807eb67b.jpg

 

e313fc2b3313.jpg


  • Gia Chit 74, salamandra, კობა ლაფაჩი -ს და 2 სხვებს მოგეწონათ ეს

#11 sos049

sos049

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 79 posts

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 18:32

დავით ერთეული შემთხვევები რატომ? 10-15ცალს ვიჭერთ ხოლმე ... :)

ეს დაკვების გარეშე.საკვებურათი უკეთესი შედეგი იქნება მჯერა...



#12 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 19:08

ლეგენდარული ფოტოები :)

 

რამდენადაც მე ჩავუღრმავდი ამ საკითხს, ეჭვი მაქვს, რომ თბილისის ზღვაში ადაპტირებულია არა ჩვეულებრივი ნაფოტა, რომელიც ბინადრობს, მაგალითად, ჯანდარის ტბაში და მთელი ზამთარი ინარჩუნებს აქტიურობას, არამედ კასპიური ნაფოტა, რომელიც უფრო დიდი ზომის იზრდება, მაგრამ ზამთარში სქელი ლორწოთი იფარება და ანაბიოზის მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომაც ის არ მოდის ზამთარში თბილისის ზღვაზე. ეს ნაფოტას ცალკე ქვესახეობაა და რიგი თავისებურებებით გამოირჩევა. რუსები მას ”каспииская вобла”-ს უწოდებენ. სხვათა შორის თბილისის ზღვის მეთევზეებშიც გავრცელებული ამ თევზის სახელი ”ვობლა”.



#13 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 19:09

დავით ერთეული შემთხვევები რატომ? 10-15ცალს ვიჭერთ ხოლმე ... :)

ეს დაკვების გარეშე.საკვებურათი უკეთესი შედეგი იქნება მჯერა...

საკვებურათი ნამდვილად იქნება უკეთესი შედეგი, სოსო დისტანცია მაინტერესებს, რა დისტანციაზე იჭერ უფრო აქტიურად? ნაპირთან შორიახლოს, თუ რაც შეიძლება შორს.

 

მე ერთი იდეა მაქვს და უნდა განვახორციელო, ანუ კარპოვი სპოდის ჯოხით კარგად დავკორმავ 2 ადგილს, ერთს ახლოს, მეორეს უფრო შორს და დაუჯდები მერე ფიდერით, მაინტერესებს დასაკორმად რა ტიპის საკვები გამოვიყენო, როგორ ფიქრობთ, რას მირჩევთ? 



#14 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 19:16

დავით ერთეული შემთხვევები რატომ? 10-15ცალს ვიჭერთ ხოლმე ... :)

ეს დაკვების გარეშე.საკვებურათი უკეთესი შედეგი იქნება მჯერა...

ყველაზე პერსპექტიული ადგილები დაგვისახელეთ. დისტანცია ალბათ "რაც შეიძლება შორს"?



#15 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 19:27

ჩემი აზრით,ასეთ გასვლაზე მაქსიმალურად ბევრნი უნდა გამოვიდეთ და რაც მთავარია ყველამ ჩვენ-ჩვენი მოსაზრებით და შესაძლებლობით ვიქონიოთ დასაკვებიც და სატყუარებიც,და არა რაღაც  ერთ ფორმულაში ჩამჯდარი.იქნებ ასე უფრო გავარტყათ.მე ფიდერსაც წამოვიღებ და მატჩსაც.


  • nika likes this

#16 გლახუნა

გლახუნა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 216 posts
  • ადგილმდებარეობა
    TBILISI

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 19:27

სოსო ეგ როდის ხდება? ადრე გაზაფხულზე, მარტში? და ეგეც ქარიან ამინდში თუ უფრო მზიან წყნარ ამინდში?


  • გლახუნა likes this

#17 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 19:39

ჩემი აზრით,ასეთ გასვლაზე მაქსიმალურად ბევრნი უნდა გამოვიდეთ და რაც მთავარია ყველამ ჩვენ-ჩვენი მოსაზრებით და შესაძლებლობით ვიქონიოთ დასაკვებიც და სატყუარებიც,და არა რაღაც  ერთ ფორმულაში ჩამჯდარი.იქნებ ასე უფრო გავარტყათ.მე ფიდერსაც წამოვიღებ და მატჩსაც.

გადასარევი იდეაა!!!



#18 გლახუნა

გლახუნა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 216 posts
  • ადგილმდებარეობა
    TBILISI

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 19:50

ჩემი აზრით,ასეთ გასვლაზე მაქსიმალურად ბევრნი უნდა გამოვიდეთ და რაც მთავარია ყველამ ჩვენ-ჩვენი მოსაზრებით და შესაძლებლობით ვიქონიოთ დასაკვებიც და სატყუარებიც,და არა რაღაც  ერთ ფორმულაში ჩამჯდარი.იქნებ ასე უფრო გავარტყათ.მე ფიდერსაც წამოვიღებ და მატჩსაც.

აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ რაც მეტი მეთევზე იქნება უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ



#19 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 20:47

მადლობა გიგას მშვენიერი იდეისთვის, დაწერეთ როდის გადიხართ და 2 ფიდერი და 1 ბოლონეზი ჩვენიც იგულისხმეთ :) (სამნი ჩვენც შემოგიერთდებით) 

რაც შეეხება ამინდს : - გამიგია რომ თბილისის ზღვისათვის კარგი თევზჭერის ამინდად ითვლება ოდნავ ქარიანი და მზიანი ამინდი, და წინა ღამე აუცილებლად მთვარიანი უნდა იყოს ;) ოღონდ ეს გარემოებანი რამდენად ვრცელდება კასპიურ ნაფოტაზე ვერ გეტყვით.

ბალახიანი და შლამიანი არაღრმა ფსკერი მგონი სწორედ პატარა ზღვაზე უნდა იყოს.

ეს ყოველივე მხოლოდ თეორიულად ვიცი, უმრავლესობა ისევ ბატონი სოსოს პოსტებიდან, კონკრეტულად და უფრო დასაბუთებულად ალბათ თვითონ დაგვეხმარება და შემოგვიერთდება კიდეც :)  



#20 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2123 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 20:49

დასასზვერად წამოვალ 2 ანკესით ,ერთი შორი დისტანცია ,მეორე შორი-ახლო ,სხვადასხვა მონტაჟი,სხვადასხვა სატყუარა ,სხვადასხვა ნაზავი,სხვადასხვა არომატიკა .ვოტ ი ვსიო .


  • kvipriane and kvanto-ს მოეწონა ეს