Jump to content


ფოტო

Feeder - 2019 წლის ფიდერის სატურნირო კალენდარი


  • Please log in to reply
74 პასუხი ამ თემაზე

#1 artnightman

artnightman

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 473 posts

პოსტი დაწერილია 01 03 2019 - 23:15

 

მოგესალმებით მეგობრებოსაქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნულმა ფედერაციამ შეადგინა 2019 წლის  სატურნირო კალენდარიშეგახსენებთრომ წელსაც ყველა რეიტინგული ტურნირი (4) გაერთიანებული იქნება ერთიან საქართველოს ჩემპიონატშიანუ ჩატარდება 4 ეტაპიანი ეროვნული პირველობა და სეზონის ბოლოს გაირკვევა გამარჯვებულები როგორც პირადისე გუნდურ ასპარეზობაშირა თქმა უნდაყოველ ტურნირს ეყოლება თავისი პრიზიორებიცრაც აისახება მათ რეიტინგში.

 

პროფესიონალური ლიგის ჩემპიონატის მოკლე აღწერა:

1) ჩემპიონატი ტარდება ოთხ ეტაპად.

2) თითო ეტაპი არის ორ ტურიანი.
3) თითო ტურნირში მონაწილეობა გუნდებისთვის ფასიანია და შეადგენს გუნდზე 150 ლარს.
4) ტურნირში მონაწილეობას მიიღებს სამკაციანი გუნდები, შესაბამისად სატურნირე ზონა გაყოფილი იქნება სამ ზონად (A,B და C)
5) სეზონის ბოლოს გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი სპორსტმენი და ჩემპიონი გუნდი პროფესიონალთა შორის
6) სეზონის ბოლოს წლის საუკეთესო სპორტსმენები რეიტინგის მიხედვით წარმოადგენენ საქართველოს ნაკრებს, რომლებსაც ექნებათ უფლება მიიღონ მონაწილეობა მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატში.


post-36-0-85331800-1551466981.jpg

 

 

 

მოგეხსენებათ როგორ ზრუნავს ფედერაცია სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე და პოპულარიზაციაზე, რომ უფრო მეტ მოყვარულ მეთევზეს მიეცეს საშუალება აქტიურად ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში.

ამისთვის წელს ვაყალიბებთ სამოყვარულო ლიგას და ვატარებთ საქართველოს ჩემპიონატს მოყვარულ სპორტსმენთა შორის.

 

სამოყვარულო ლიგის ჩემპიონატის მოკლე აღწერა:

1) ჩემპიონატი ტარდება სამ ეტაპად.

2) თითო ეტაპი არის ერთ ტურიანი.
3) ტურნირში მონაწილეობა არის უფასო.
4) ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ორკაციანი გუნდები, შესაბამისად სატურნირე ზონა გაყოფილი იქნება ორ ზონად (A და B)
5) სეზონის ბოლოს გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი სპორსტმენი და ჩემპიონი გუნდი მოყვარულთა შორის

 

მოყვარულები რომ უფრო თამამად გადადგან პირველი სპორტული ნაბიჯები სეზონს გავხსნით "ტანდემ ფესტივალით" სადაც 2 კაციანი სპორტსმენ-მოყვარულის ტანდემები იასპარეზებენ.

 

აგრეთვე ფედერაცია ჩაატარებს 2 ღია ფესტივალს სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა.

 

ამ მოვლენებით სავსე სეზონს კი დახურავს ALL STARS - ი, ტურნირი რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას 10 საუკეთესო სპორტსმენი პროფესიონალური ლიგიდან და 5 საუკეთესო სპორტსმენი სამოყვარულო ლიგიდან.

 

post-36-0-90901300-1551688839.png
 
 

საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მსურველებმა პირველ რიგში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და გახდეთ ფედერაციის წევრები!

 

ფედერაციის წევრობა რამდენიმე უპირატესობასთან არის დაკავშირებული:

1) თქვენ გენიჭებათ სპორტსმენი–მეთევზის სტატუსი და სარეიტინგო ქულები;
2) წლის განმავლობაში აგროვებთ სარეიტინგო ქულებს და იბრძვით წლის საუკეთესო სპორტსმენის სტატუსის მისაღებად;
3) წლის განმავლობაში, ჩემპიონატში მონაწილე გუნდები იბრძვიან საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.
4) აქტიურ მონაწილეობას იღებთ ფედერაციის ცხოვრებაში და მონაწილეობთ მის საერთო კრებებში
5) გიმზადდებათ ფედერაციის წევრობის ბარათი, რომლითაც ფასდაკლებებს მიიღებთ სხვადასხვა სატევზაო მაღაზიებში.
6) ფედერაცია მუდმივად ეცდება სხვადასხვა პრივილეგიები მოიპოვოს საკუთარი წევრებისთვის, მაგალითად შეღავათები ფასიან ტბებზე თევზაობისას, ფასდაკლებები სხვადასხვა მაღაზიებში და ა.შ.

 

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: რეგისტრაცია

 

წევრობის მსურველები უნდა

1) შემოიტანონ ფიდერის ფედერაციის წევრობის მოსაკრებელი 50 ლარი შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE56TB7639236080100009
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ საწევრო და თქვენი სახელი და გვარი
2) შეავსონ მოცემული განაცხადი, დაურთონ საკონტაქტო ნომერი, მიუთითონ სასურველი ლიგა და აუცილებლად ატვირთონ ფოტოსურათი, რომელიც დატანილი იქნება წევრობის ბარათზე.
3) გაეცნონ და დაეთანმხნონნ ტურნირის ჩატარების წესდებას)
4) თანხის შემოტანის მერე აისახებით ფიდერის ფედერაციის წევრების ბაზაში

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 1ლი აპრილი

 

 

ყველას გელით ახალ სპორტულ სეზონში და გისურვებთ წარმატებებს!

 

პატივისცემით

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია 

მიმაგრებული მინიატურები

  • P.JPG
  • A.PNG

  • Gia Chit 74, Zurabi-Mereklishvili, salamandra -ს და 11 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1351 posts

პოსტი დაწერილია 02 03 2019 - 01:28

როგორც იქნა გამოჩნდა კალენდარი :-)) მადლობა ყველას და კითხა სტუდიაში...

პროფესიონალთა ლიგაში ოთხივე ტურის შედეგი ითვლება ჩემპიონის გამოსავლენად?
  • nodo70 likes this

#3 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1582 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 03 2019 - 07:59

ყველა სპორტული სულისკვეთების მეთევზეს, ვუსურვებ წარმატებული სეზონის ჩატარებას!
  • vladimer zarkaliani likes this

#4 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 2911 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 03 2019 - 15:01

ზურა, პროფესიონალურ ლიგაში არაფერი შეცვლილა. გუნდებისთბის ითვლება 4ვე ტურნირის შედეგი, პირადში კი სამი საუკეთესო
  • Zurabi-Mereklishvili likes this

#5 nodo70

nodo70

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 459 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 02 03 2019 - 19:57

რეგისტრაციას ყველა გავდივართ? სურათი 3x4ზე?



#6 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 2911 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 03 2019 - 20:00

კი ყველა გადიხართ ნოდო. სურათი 3*4 ზე ჯობია, მაგრამ თუ ვერ პოულობ ნებ. ფოტო სადაც სახე კარგად ჩანს ივარგებს.
  • nodo70 likes this

#7 შოთა

შოთა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 468 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 03 2019 - 20:13

ჰა მსაჯათ ამიყვანთ? თუ ტრენინგი უნდა გავიარო.

#8 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1513 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 02 03 2019 - 21:36

სოთაააა როგორ ხარ

#9 შოთა

შოთა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 468 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 03 2019 - 22:55

კარგად იასონ.შენ როგორხარ?

#10 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1513 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 02 03 2019 - 23:04

ჩამოიი?

#11 შოთა

შოთა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 468 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 03 2019 - 23:05

მაისის ბოლოს ჩამოვალ
  • maxo06, iasona და nodo70-ს მოეწონა ეს

#12 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1513 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 03 03 2019 - 00:12

ჩამოი ჩამოი

#13 Andro

Andro

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 560 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 03 03 2019 - 07:23

წარმატებები ყველას!


  • misha likes this

#14 nodo70

nodo70

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 459 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 03 03 2019 - 12:46

კი ყველა გადიხართ ნოდო. სურათი 3*4 ზე ჯობია, მაგრამ თუ ვერ პოულობ ნებ. ფოტო სადაც სახე კარგად ჩანს ივარგებს.

შავამსე და ჩავრიცხე !!!   :wub:  სანიმუშო წევრრრ   :P


  • maxo06 likes this

#15 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 932 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 03 2019 - 14:01

გიგა თავიდან მაქვს გამოსაგზავნი სურათი? თუ არის შემონახული?

#16 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 2911 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 03 2019 - 14:33

პაატა, წევრად ახლიდან დარეგისტრირდეს უნდა ყველა.. ხო უნდა ვიცოდეთ რამდენი კაცი ვართ.. ძაან მარტივად კეთდება.
  • paata 540 likes this

#17 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1336 posts

პოსტი დაწერილია 03 03 2019 - 14:39

ისე მემგონი ეს სეზონი ფიდერის ტურნირების მიხედვით რეკორდულია. დაწყებული მარტის ბოლოდან მგონი ყოველ კვირა ტურნირია, კლასიკური ან ფლეტ ფიდერით. მშვენიერია!!! წარმატებულ სეზონს ვუსურვებ ყველას. 



#18 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1208 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 03 2019 - 22:36

როგორც ჩანს დაძაბული სეზონი გველოდება წინ . 


  • David_D likes this

#19 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 2911 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 03 2019 - 11:07

გაძლებაზე იქნება სეზონი... მე მგონი სერიოზული ფიზიკური მომზადება დაგვჭირდება, ამ ყველაფერს რო გავუძლოთ :))


  • simonichi likes this

#20 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1582 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 03 2019 - 11:31

მიყვარს დაძაბული ტურნირები, ძლიერი მუხტი რომ იგრძნობა, მტრებივით რომ უყურებენ ერთმანეთს და როგორც დამთავრდება, ძმები რომ არიან ისევ. :)
  • maxo06 likes this