Jump to content


ფოტო

ტურნირი “Ultimate Flat Feeder – Stranger” დებედას ტბაზე


  • Please log in to reply
47 პასუხი ამ თემაზე

#1 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1594 posts

პოსტი დაწერილია 11 03 2019 - 16:22

მეგობრებო,

 

გატყობინებთ, რომ  24 მარტს, დებედას ტბაზე  თბილისის სპორტული თევზჭერის კლუბი

“Ultimate Fishing”

ჩაატარებს  ტურნირს “Ultimate Flat Feeder – Stranger”

 

 

ტურნირის ორგანიზატორი: თბილისის სპორტული თევზჭერის კლუბი "Ultimate Fishing"

მხარდაჭერა:   საქართველოს მეთევზეთა ფორუმი SportFishing.ge
ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: სპორტული 8 საათიანი ტურნირი ფლეტ  ფიდერით თევზჭერაში  "Ultimate Flat Feeder-Stranger"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 24 მარტი, 2019წ.
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: დებედას ტბა

ტურნირის კოეფიციენტი: 1.2 - 1.6

ტურნირის მიზანი: ფლეტ ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში

შეჯიბრება სპორტული  ხასიათისაა, ტურნირზე დაიშვება მხოლოდ  სპორტული თევზჭერის ფედერაციების და კლუბების მოქმედი სპორტსმენები.
ტურნირის სტატუსი: 
კომერციული

ტურნირის ფორმატი: ტანდემი

გუნდების რაოდენობა: 10 ტანდემი

ტურნირის ხანგრძლივობა:  8 საათი

დასაშვები საკვებურა და  მონტაჟი:  ფლეტი და ბანჯო, თმიანი მონატაჟით.

სადავის სიგრძე:  სადავის სიგრძე შეზღუდული არ არის

თევზის მინიმალური წონა:  ინიმალური წონა არ არის

დაშვებული თევზის სახეობები: დაშვებულია ნებისმიერი ჯიშის თევზი გარდა მტაცებელისა ( ქარიყლაპია, ქორჭილა, სუდაკი)

დაშვებული სატყუარა:   ნებადართულია ხელოვნური, ნატურალური (სიმინდი, ბარდა და სხვა მარცვლეული)  და ცხოველური (ჭიაყელა, ბუზის მატლი) სატყუარები

 

 

ტურნირის სპონსორები:  

dgmadt.jpgk1e907.jpg ng2e84.png

2j43a4n.jpg

 

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი 100 ლარი (გუნდი).

 

სარეგისტრაციო მოსაკრებელი გაიყოფა შემდეგი წესით: 50%- საორგანიზაციო ხარჯები, 50% -საპრიზო ფონდი,

საპრიზო ფონდი გაიყოფა შემდეგი წესით:

I ადგილი    - 40%

II ადგილი   - 30%

III ადგილი - 20%

Big Fish        - 10%
 

 

  

ტურნირის განრიგი:

 

7:00 შეკრება ტურნირის ადგილზე

 

7:20 გუნდების რეგისტრაცია და კენჭისყრა

 

7:50 სექტორებში შესვლა

 

9:00 ტურნირის სტარტი

 

17:00 ტურნირის ფინიში

 

17:00–18:00 აწონვა, შედეგების დათვლა

 

18:00 დაჯილდოვება

 

მეგობრებო,  მოგახსენებთ რომ, წყალსატევის ზომებიდან გამომდინარე მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ 10 გუნდს, სექტორებიც იქნება 15 მეტრიანი.

კვოტის შევსების შემდეგ დარეგისტრირებული გუნდები მოხვდებიან სარეზერვო სიაში.   აუცილებელია გუნდი დარეგისტრირდეს ოფიციალური სახელით და ასევე მონაწილეთა სახელისა და გვარების მითითებით.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

გუნდების სია:

 

1.       “Ultimate Fishing” - ანდრო სიარგი,   დავით დევდარიანი  +

2.       “Pro Fisher” - ბესარიონ კაკულია, დავით ბროძელი +

3.       “Kings of Fishing” -  ზაზა ხორნაული, ბარსეგ ასატუროვი +

4.       "QUIVER"-   დავით ორდენიძე  , ნოდარ ბერძენიშვილი +

5.       “PARADOX”  - გიორგი კოპალიანი, ზაზა ხუციშვილი  +

6.        “N:17” - ირაკლი ვარაზი, გოგა მარღანია  +   

7.        "გურულები" - გიორგი მოისწრაფიშვილი, ვახო ვასაძე  +

8.        "Fishing Zone" - თემური ჯობაძე, თამაზი ჯობაძე  +

9.       “Flat Masters “ - გიორგი ფიჩხაია, ვაჩე ბინიაშვილი  +

10.      "Piranha"  -   გიორგი მატუაშვილი,  ზურა ქესანაშვილი +

 

სათადარიგო გუნდები:

 

"Carp Diem" გიორგი გოგალაძე, პაატა სახიაშვილი  

 

 

___________________________________________________________

 

ქულები დაითვლება შემდეგი სისტემით:

1 ადგილი – 20
2 ადგილი -16
3 ადგილი– 13
4 ადგილი – 11
5 ადგილი – 10
6 ადგილი – 9
7 ადგილი -8 და ასე შემდეგ 1 ქულამდე. 
 
ქულების რაოდენობა გამრავლებული იქნება წყალსატევის კოეფიციენტზე. კოეფიციენტი გამოცხადდება ტურნირის ანონსის დროს და დამოკიდებილი იქნება წყალსატევის სირთულეზე. ეს იქნება 1,2 1,4 ან 1,6. გადამრავლების შემდეგ შედეგს დაემატება ბონუს ქულა ან გამოაკლდება საჯარიმო ქულები. ბონუს ქულად ითვლება Big Fish - 4 ქულა. 
 
საჯარიმო სანქციები:
თუ გუნდს არ ექნება სპეციალიზირებული კარპის მატი ან თევზის ამოსაყვანი ქვებადე საჯარიმო ქულა შეადგენს -10 ქულას. მატების შეძენა კიდევ შესაძლებელია მაღაზია Fishing Zone -ში. თუ გუნდი თევზის ჭერის დროს სისტემატიურად მოხვდება მეზობელ სექტორში,  2 გაფრთხილების შემდეგ საჯარიმო ქულა შეადგენს  - 5 ქულას. 
სპორტსმენს არ ექნება უფლება სეზონის განმავლობაში გადავიდეს სხვა გუნდში.  
 
ტურნირების ჩატარების სხვა წესები არ იცვლება. 

 

 

მიმაგრებული ფაილი, ტურნირის ჩატარების წესები 

 

https://sportfishing...&attach_id=2310


  • Andro, ვარაზი და beso-ს მოეწონა ეს

#2 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1594 posts

პოსტი დაწერილია 11 03 2019 - 16:26

გთხოვთ გუნდებს დაგვიდასტუროთ!!!  

 

ყველას ვთხოვ ქულების დათვლის ახალ სისტემას და საჯარიმო ქულების სისტემას გადახედოს. 


  • Andro and ვარაზი-ს მოეწონა ეს

#3 Doqtor

Doqtor

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1080 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 11 03 2019 - 17:00

დავით..თუ დებედაზე ტარდება,სექტორებს ექნება კოეფიციენტი,თუ არა ? ბონუს სექტორები მაქვს მხედველობაში..1,2 და 12 მაგალითად..

#4 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1594 posts

პოსტი დაწერილია 11 03 2019 - 19:21

მოკლედ გადავწყვიტეთ კოეფიციენტები დებედაზე სექტორების მიხედვით ასე დავაწესოთ. 

 

თუ განვალაგებთ ორივე ნაპირზე 5-5 გუნდს

 

ადმინისტრაციის მხარე 

1. ბონუს სექტორი -  1.2

2. სექტორი -1.4

3. სექტორი - 1.6

4. სექტორი - 1.6

5. სექტორი - 1.4 

 

მოპირდაპირე მხარე 

6. სექტორი - 1.6

7. სექტორი -1.6

8. სექტორი - 1.6

9. სექტორი - 1.6

10. სექტორი - 1.4 

 

თუ განვალაგებთ 6-ს ადმინისტრაციის მხარეს და 4-ს მოპირდაპირე მხარეს 

 

ადმინისტრაციის მხარე 

1. ბონუს სექტორი -  1.2

2. სექტორი -1.4

3. სექტორი - 1.6

4. სექტორი - 1.6

5. სექტორი - 1.4 

6. სექტორი -  1.4

 

მოპირდაპირე მხარე 

7. სექტორი -1.6

8. სექტორი - 1.6

9. სექტორი - 1.6

10. სექტორი - 1.4 


  • Andro, ვარაზი და beso-ს მოეწონა ეს

#5 ვარაზი

ვარაზი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1033 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 11 03 2019 - 21:38

დავით,
გიდასტურებ და მაქვს ასეთი კითხვა - გუნდში მონაწილის შეცვლა თუ მუსულა, ვთქვათ შემდეგ ტურნირზე და ეს ქულებზე აისახება თუ არა???

#6 Andro

Andro

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 663 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 11 03 2019 - 22:19

გუნდში მონაწილის შეცვლა შეიძლება, ქულებზე არანაირად არ აისახება. მაგრამ ყველა გუნდის მონაცილე რომელიც მიიღებს მონაწილეობას პირველ ტურნირში, სეზონის ბოლომდე ვერ გადავა სხვა მოქმედ გუნდში. ანუ მოქმედ სპორტსმენების როტაცია გუნდებში აკრძალულია.


  • ვარაზი, David_D და beso-ს მოეწონა ეს

#7 kopala

kopala

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 439 posts

პოსტი დაწერილია 12 03 2019 - 18:13

დასტურ!!!

#8 დავით ორდენიძე

დავით ორდენიძე

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 870 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 03 2019 - 20:44

გამაპლიუსეთ მეც , რა დაგიშავეთ?



#9 tarzanika

tarzanika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 748 posts

პოსტი დაწერილია 16 03 2019 - 17:50

+++ ბოდიშით
  • David_D likes this

#10 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1594 posts

პოსტი დაწერილია 17 03 2019 - 12:44

ყველა გუნდმა დაადასტურა  !!!  

 

გუნდების სია:

 

1.       “Ultimate Fishing” - ანდრო სიარგი,   დავით დევდარიანი  +

2.       “Pro Fisher” - ბესარიონ კაკულია, დავით ბროძელი +

3.       “Kings of Fishing” -  ზაზა ხორნაული, ბარსეგ ასატუროვი +

4.       "QUIVER"-   დავით ორდენიძე  , ნოდარ ბერძენიშვილი   +

5.       “PARADOX”  - გიორგი კოპალიანი, ზაზა ხუციშვილი  +

6.        “N:17” - ირაკლი ვარაზი, გოგა მარღანია  +   

7.        "გურულები" - გიორგი მოისწრაფიშვილი, ვახო ვასაძე  +

8.        "Fishing Zone" - თემური ჯობაძე, თამაზი ჯობაძე  +

9.       “Flat Masters “ - გიორგი ფიჩხაია, ვაჩე ბინიაშვილი  +

10.      "Piranha"  -   გიორგი მატუაშვილი,  ზურა ქესანაშვილი  +


  • Andro, beso და beka bashi-ს მოეწონა ეს

#11 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1594 posts

პოსტი დაწერილია 17 03 2019 - 21:16

თევზი ამოძრავდა და იჭირება. დღეს წარმატებით ივარჯიშეს ტბაზე, ჩვენებიც იყვნენ და კარპისტებმაც კარგად დაიჭირეს. 



#12 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 03 2019 - 18:43

დავით, მე და თენგო ვიყავით დარეგისტრირებული რუსთავის ტბაზე ,ანუ დავწერე განაცხადი, შემდგომ რუსთავიდან -დებედაზე გადმოვინაცვლეთ და აქ აღარ ვართ ?



#13 Andro

Andro

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 663 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 19 03 2019 - 20:23

გია, ამ სეზონის ანონსში განცხადებული იყო პირველი ტურნირის გუნდების ამოსარჩევი პრინციპი. იმის გამო რომ გინდ დებედაზე გინდ ველის ტბებზე ადგილი არის შეზღუდული (მაქსიმუმ გამოდის 10 სექტორი), უპირატესობა მიეცემა ჯერ კლუბის გუნდებს, მერე იმ გუნდებს ვინც რეგულარულად გამოდიოდა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კლუბის ტურნირებზე, და მერე, თუ ძირითად სიიდან რომელიმე გუნდი ვერ გამოვა ტურნირზე მაშინ ძირითად სიაში გადადის გუნდი რომელიც იყო სათადარიგო სიაში. ამ ტურნირზე ყველა გუნდი ძირითად სიიდან დაადასტურეს მონაცილეობას. სამწუხაროდ დღევანდელ დღეზე ჩვენ არანაირი ალტერნატივა არ გვაქვს (ტბებს ვგულისხმობ). იმედი გვაქვს რომ ნადარბაზევის, წალყის და რუსთავის ტურნირზე გუნდების რაოდენობაზე შეზღუდვა არ იქნება. კლუბი ბოდიშს უხდის ყველა მსურველ გუნდს რომელიც ვერ მიიღებს ამ ტურნირზე მონაწილეობას.


  • Gia Chit 74, David_D და beso-ს მოეწონა ეს

#14 BARS

BARS

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 112 posts

პოსტი დაწერილია 20 03 2019 - 08:01

ორშაბათს ორსაათიანი ვარჯიშის შედეგი

მიმაგრებული მინიატურები

  • 136F6FF6-9EA5-424C-8F98-BA107325D55B.jpeg
  • D2F5F123-8ED5-40BA-9ABA-1981316B2141.jpeg
  • 8DB4E38B-142D-4F29-8E74-7F5895A13558.jpeg
  • 60F384E5-2502-44D7-B905-69E055F573E4.jpeg


#15 nodo70

nodo70

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 649 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 21 03 2019 - 10:05

https://www.yr.no/pl...shchi/long.html

 

ქოლგები არ დაგრჩეთ ;)


  • Andro likes this

#16 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1594 posts

პოსტი დაწერილია 21 03 2019 - 11:41

კაი რა Light breez- მა შეგაშინა?    :D  :D 


  • nodo70 likes this

#17 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1594 posts

პოსტი დაწერილია 21 03 2019 - 15:19

ეხლა ვნახე კიდე და შეიცვალა  0 მმ აჩვენებს წვიმას.  

 

Kushchi (Georgia)

 

294qv5w.jpg


  • nodo70 likes this

#18 nodo70

nodo70

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 649 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 21 03 2019 - 18:12

ქარს წვიმა მერჩივნა :o



#19 xevsuri

xevsuri

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 354 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 21 03 2019 - 18:30

არაუშავს ნოდო ქარი იყო მარა მაინც დავიჭირეთ

#20 kopala

kopala

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 439 posts

პოსტი დაწერილია 22 03 2019 - 18:19

მატი ვერსად ვერ ვიყიდე, ვინმეს ორი ცალი ხომ არა გაქვთ???