2019 წლის 24 მარტს ტარდება საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი სპინინგით თევზჭერაში
ტურნირის ორგანიზატორი: “საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია”
საინფორმაციო მხარდამჭერი: საქართველოს მეთევზეთა ფორუმი SportFishing.ge
ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: “2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი - Golden Area Trout 2”
ტურნირის ჩატარების თარიღი: 24 მარტი 2019წ.
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: კოპიტნარის კერძო საკალმახე მეურნეობა „Golden Lake”
ტურნირის სტატუსი: პროფესიონალური რეიტინგული გუნდური შეჯიბრება სპინინგით თევზჭერაში ნაპირიდან.
ტურნირის მიზანი: მოქმედი სპორტსმენების რეიტინგის განსაზღვრა, სპინინგით თევზჭერის პოპულარიზაცია, „დაიჭირე-გაუშვის“-ს პრინციპის პოპულარიზაცია.
დებულება ტურნირის შესახებ:
შეჯიბრი ჩატარდება 10 ტურად ერთი დღის განმავლობაში.
1. რეგლამენტი:
07:30 სთ-მდე შეკრება დანიშნულების ადგილას. დაგვიანებულებს დაეწერებათ საჯარიმო ქულები, რომლებიც გამოაკლდება სპორტსმენის შედეგს - ყოველ გადაცილებულ წუთზე -1 ქულა. თუ დაგვიანებული მონაწილე არ გამოცხადდა სიგნალამდე “კენჭისყრა”, იგი ავტომატურად მოიხსნება ტურნირიდან, ხოლო დადებული თანხა უკან არ დაუბრუნდება.
07:30 - 07:50 - მომზადება/ინსტრუქტაჟი (წესების შეხსენება და სხვა...)
07:50 – 08:20 - კენჭისყრა
08:20 – 08:40 – სექტორებში შესვლა, მომზადება.
08:40 - პირველი ტურის სტარტი
09:00 - პირველი ტურის ფინიში
09:10 - მეორე ტურის სტარტი
09:30 - მეორე ტურის ფინიში
09:40 - მესამე ტურის სტარტი
10:00 - მესამე ტურის ფინიში
10:10 - მეოთხე ტურის სტარტი
10:30 - მეოთხე ტურის ფინიში
10:40 - მეხუთე ტურის სტარტი
11:00 - მეხუთე ტურის ფინიში
11:00 – 11:30 - შესვენება, შუალედური შედეგების დაანგარიშება
11:30 - მეექვსე ტურის სტარტი
11:50 - მეექვსე ტურის ფინიში
12:00 - მეშვიდე ტურის სტარტი
12:20 - მეშვიდე ტურის ფინიში
12:30 - მერვე ტურის სტარტი
12:50 - მერვე ტურის ფინიში
13:00 - მეცხრე ტურის სტარტი
13:20 - მეცხრე ტურის ფინიში
13:30 - მეათე ტურის სტარტი
13:50 - მეათე ტურის ფინიში
13:50 – 14:50 - შუალედური შედეგების დაანგარიშება და 8 მეოთხედფინალისტის გამოვლენა. შესვენება.
14:50 - მეოთხედფინალის სტარტი
15:10 - მეოთხედფინალის ფინიში
15:10 – 15:20 – 4 ნახევარფინალისტის გამოვლენა
15:20 – ნახევარფინალის სტარტი
15:40 - ნახევარფინალის ფინიში
15:50 - ფინალის სტარტი
16:10 - ფინალის ფინიში
იმ შემთხვევაში, თუ ფინალში თანაბარი შედეგი დადგა, ჩატარდება დამატებით 10 წუთიანი ტურები მანამ, სანამ არ გამოვლინდება გამარჯვებული.
17:00 - დაჯილდოვება
2. ტურნირში მონაწილეობა
2.1 ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციის მოქმედი წევრებისგან შემდგარ გუნდებს, ან გუნდის ერთ წევრს.
3. რეგისტრაცია
3.1 ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველმა გუნდებმა განაცხადი უნდა გააკეთონ ფორუმზე (sportfishing.ge) შესაბამის თემაში.
3.2 რეგისტრაციის გაკეთების შემდგომ უნდა შემოიტანონ/გადმორიცხონ ტურნირში მონაწილეობისთვის დაწესებული მოსაკრებელი
3.3 როდესაც მოსაკრებელი ჩაირიცხება, გუნდი მოხვდება ტურნირის მონაწილეთა ოფიციალურ სიაში, რომელიც განთავსდება ფორუმზე თემის პირველ პოსტში.
3.4 იმ შემთხვევაში, თუ მოსაკრებლის შემოტანა გადაცდება 4.3 პუნქტში მითითებულ ვადებს, გუნდი ან გუნდის ის წევრი, რომელმაც არ გადარიცხა მოსაკრებელი მოიხსნება რეგისტრაციიდან.
4. ტურნირში მონაწილეობის მოსაკრებელი
4.1 ტურნირში მონაწილეობისთვის დაწესებულია მოსაკრებელი თითოეულ მონაწილეზე - 40 ლარი.
4.2 მოსაკრებლის ჩარიცხვის შემდეგ მონაწილის ტურნირზე არ გამოცხადება, ან მისი მოხსნა ტურნირიდან ამა თუ იმ მიზეზის გამო არ გამოიწვევს დადებული თანხის უკან დაბრუნებას.
4.3 მოსაკრებლის შემოტანის ბოლო ვადაა 22 მარტი, 18:00.
4.4 თანხის შემოტანა/გადმორიცხვისთვის საჭირო რეკვიზიტებია:
მიმღების ბანკი: თიბისი ბანკი
მიმღები: საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია
ანგარიშის ნომერი: GE85TB7756936080100004
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ: ტურნირი არეა-კალმახი, სახელი გვარი
5. ტურნირის წესები
5.1 ტურნირის ძირითადი ეტაპი ჩატარდება 10 ტურად. თითოეული ტური იქნება 20 წუთიანი. წყალსატევი დაიყოფა იმდენ სექტორად, რამდენი მონაწილე გუნდიც იქნება. სექტორებში სპორტსმენთა განლაგება მოხდება კენჭისყრის მეშვეობით. თითო სექტორში იასპარეზებს 2 სპორტსმენი მოწინააღმდეგე გუნდებიდან. ხმოვანი სიგნალისას სპორტსმენები ერთმანეთს უცვლიან ადგილებს.
5.2 აკრძალულია მეზობელ სექტორში თევზაობა, თუ სპორტსმენს შემთხვევით გადაუვარდა სატყუარა მეზობელ სექტორში, მან სასწრაფოდ უნდა ამოახვიოს ძუა.
5.3 ნებადართულია მეზობელი სექტორიდან თევზის გამოყვანა თუკი ის დაჯდა სპორტსმენის სექტორში, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მეზობელ სექტორში მოასპარეზე სპორტსმენს. თუ ხელი შეუშალა, თევზი არ ჩაითვლება !
5.4 ნებადართულია მხოლოდ სპინინგის მეთოდით თევზაობა.
5.5 ერთზე მეტი სატყუარის ერთდროულად გამოყენება აკრძალულია.
სანქცია: მიმდინარე შედეგის ანულირება
5.6 მომდევნო ეტაპზე გადასული სპორტსმენების განსაზღვრა მოხდება 10 ეტაპის
შეჯამებული ქულების მიხედვით.
5.7 იმ შემთხვევაში როცა მონაწილეთა რაოდენობა არის კენტი, კენჭისყრის შედეგად დადგინდება ყოველ ტურში რომელი მონაწილე აღმოჩნდება მეტოქის გარეშე.
„კენტი სპორტსმენის“ მეტოქედ ჩაითვლება მის მარჯვნივ სექტორში, ტურის დაწყებისას მის მხარეს მდგომი სპორტსმენი და მისი შედეგები შეფასდება იმ სპორტსმენთან მიმართებაში.
სექტორი, რომელშიც მოხვდება „კენტი სპორტსმენი“, გაიყოფა შუაში. სპორტსმენს თევზაობის არეალი შეეზღუდება სექტორის იმ ნახევრით, რომელშიც სურბვილისამებრ დაიწყებს ტურს. 10 წუთის შემდეგ იგი მოახდენს მხარის შეცვლას სექტორში (აუცილებელია).
ტურის დასრულების შემდეგ „კენტი სპორტსმენი“ აღრიცხვის ბლანკში შესაბამისი გრაფის მონიშვნით დააფიქსირებს რომ იგი ასპარეზობდა კენტად და შეავსებს საკუთარ შედეგს, ზემოთ აღნიშნული წესით განსაზღვრულ მეტოქის შედეგთან ერთად.
5.8 მონაწილეს ეკრძალება:
* იმ სექტორის ფარგლებს გარეთ თევზაობა, რომელშიც არის განთავსებული
სანქცია: -3 ქულა
* თევზჭერის ზონის დატოვება
სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* სხვა სპორტსმენებისგან რაიმე სახის დახმარების მიღება
სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* სექტორის შეცვლისას თავისი პირადი ნივთების მიტოვება
სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* ჩოგან-ბადის გარეშე თევზაობა
სანქცია: ტურნირიდან მოხსნა.
* ჩოგან-ბადის თევზთან ერთად ძირს დადება
სანქცია: თევზი არ ჩაითვლება.
* თევზის ამოყვანა წყლიდან ჩოგან-ბადის გარეშე
სანქცია: თევზი არ ჩაითვლება.
* ორკავის, სამკავის ან ენიანი ერთკავის გამოყენება. (დაშვებულია მხოლოდ უენო ერთკავი, ქარხნული ბარბლესი. დაქლიბული კავები არ დაიშვება !!!)
სანქცია: -5 ქულა.
* ნებადართულია მხოლოდ სილიკონის ჩოგანბადის გამოყენება.
სანქცია: ტურნირზე არ დაიშვება
* ნებისმიერი სახის ბეწვეულით აღკაზმული ნემსკავების გამოყენება.
სანქცია: -5 ქულა.
* ყანყალებზე ან ტრიალებზე სილიკონის წამოცმა. ასევე ერთზე მეტი ნემსკავით აღკაზმვა.
სანქცია: -5 ქულა.
* ნებისმიერი სახის მოსაჩვევის გამოყენება ( მათ შორის ქვიშისა და კენჭებისა)
სანქცია: -10 ქულა .
* ბუნებრივი სატყუარის გამოყენება.
სანქცია: -10 ქულა.
5.9 გამარჯვებულის გამოვლენა
5.9.1 ტურნირის მონაწილეებს ყოველი 20 წუთიანი ტურის დამთავრებისას ენიჭებათ შესაბამისი ქულები.
5.9.2 თუ სპორტსმენმა წააგო ტური , მას მიენიჭება 0 ქულა.
5.9.3 ნულოვანი ფრეს (0-0) შემთხვევაში ორივე სპორტსმენს ენიჭება 1-1 ქულა.
5.9.4 დადებითი რეზულტატით ფრეს შემთხვევაში (4-4, ან 5-5) ორივე სპორტსმენს ენიჭება 1.5-
5.9.5 ტურის მოგების შემთხვევაში გამარჯვებულ სპორტსმენს ენიჭება 3 ქულა.
5.9.6 10 ტურის დამთავრების შემდეგ ვლინდება გამარჯვებული 8 მეოთხედფინალისტი. გამოვლენა ხდება ყველა ტურში მოგროვებული ქულების დაჯამებით - ვისაცმეტი ქულა აქვს, იკავებს მაღალ ადგილს ცხრილში. იმ შემთხვევაში, თუ ქულათა თანაფარდობაა,იმარჯვებს ის სპორტსმენი, ვინც მეტი თევზი დაიჭირა ყველა ტურის განმავლობაში, თუკი ეს მაჩვენებელიც თანაბარია იმარჯვებს ის სპორტსმენი რომელმაც ბოლო მე-10 ტურში დაიჭირა მეტი თევზი. ამ მაჩვენებლების თანხვედრისშემთხვევაში ინიშნება კენჭისყრა.
5.9.7 მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებიან გამარჯვებული სპორტსმენები შემდეგი პრინციპით: 1 ადგილზე გასული ხვდება მე-8 ადგილზე გასულს, მე-2 ადგილზეგასული მე-7 ადგილზე გასულს და ასე შემდეგ.
5.9.8 საფინალო დუელებში ქულების მინიჭებისას მოქმედებს იგივე წესები, რაც ძირითად ტურებში, ხოლო მომდევნო ეტაპზე (ნახევარფინალში და ფინალში)გადადის მხოლოდ გამარჯვებული სპორტსმენი. მეოთხედფინალში ფრეს შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ სპორტსმენს, რომელსაც თავდაპირველ სიაში უფრო მაღალი ადგილიეკავა. მაგალითად, ერთმანეთს ხვდება მე-4 და მე-5 ადგილზე გასული სპორტსმენები, ფრეს შემთხვევაში ასპარეზობას გამოეთიშება მე-5 ადგილოსანი,ხოლო მომდევნოეტაპზე გადავა მე-4 ადგილზე მყოფი.
5.9.9 ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდებიან გამარჯვებულები 1-8 და 3-6, 2-7 და 4-5 წყვილებიდან. საიდანაც გადადის 4 სპორტსმენი, ხოლო ფინალში ამ ოთხიდან ორი. ნახევარფინალშიც ფრეს შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ სპორტსმენს,რომელსაც თავდაპირველ სიაში უფრო მაღალი ადგილი ეკავა.
5.9.10 ფინალში და ასევე მე-3 ადგილისთვის შეჯიბრში ფრეს შემთხვევაში გამარჯვებულის გამოსავლენად ინიშნება დამატებით 3 ნახევარტურიანი(10 წუთიანი) რაუნდები მანამ,სანამ რომელიმე ფინალისტი არ გაიმარჯვებს ერთი თევზით მაინც. დამატებითი რაუნდების გასამართ სექტორებს ირჩევს მთავარი მსაჯი პირადიშეხედულებისამებრ. თუკი დამატებით 3-ვე ტურშიც დადგა თანაბარი შედეგი, გამარჯვებული გამოვლინდება ე.წ. ოქროს თევზის დაჭერით.
5.10 წესების დარღვევის შემთხვევაში მთავარ მსაჯს ან მსაჯთა კოლეგიას შეუძლია გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები:
* დისკვალიფიკაცია
* შეჯიბრიდან მოხსნა
* ქულების ანულირება
* დაჯარიმება
6. ნადავლის ჩათვლა
6.1 ჩასათვლელად მიიღება მხოლოდ კალმახი. ტურნირი იმართება „დაიჭირე-გაუშვი“-ს პრინციპის დაცვით. ჩათვლა ფიქსირდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თევზი იქნება დაფიქსირებული ჩოგან-ბადეში და უკან წყალსატევში გაშვებული. როდესაც თევზს დაიჭერს მონაწილე, იგი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ნადავლის აღწერა მოხდა მსაჯის ან მეტოქის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენს თევზი ამოუვარდება ჩოგან-ბადედან და იგი ძირს დაეცემა, მისი დაჭერა არ დაფიქსირდება და იქნება ანულირებული. დაჭერილი თევზი ისე უნდა იქნას ნემსკავისგან გათავისუფლებული და გაშვებული უკან წყალსატევში, რომ არ მოხდეს მისი ჩოგან-ბადიდან ამოყვანა. ჩოგან-ბადეში მოთავსებული თევზის ხელში აყვანა დაუშვებელია.
ბადის გარედან თევზის ხელის ხლებაც დაუშვებელია.
მნიშვნელოვანი ნიუანსი: თევზი ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩოგანბადეში მისი დაფიქსირება მოხდა ტურის საფინალო სიგნალამდე, ხოლო მისიგაშვება წესების დაცვით შესაძლებელია სიგნალის შემდეგაც!
6.2 თევზის ჩათვლაში მიდის იმ შემთხვევაში, თუკი მისი ჩოგანბადეში შეყვანისას და აგრეთვე გაშვებისას ჩოგანბადის რკალი, რომელზეც დამაგრებულია ბადე ეხება წყალს. წინააღმდეგ შემთხვევაში თევზი არ ჩაითვლება.
6.3 იმ შემთხვევაში, თუკი ნემსკავისგან განთავისუფლებისას თევზი დაზიანდა, მონაწილე ვალდებულია: აცნობოს მსაჯს თევზის ამოღების შესახებ, გაათავისუფლოს ნემსკავისგან, მოათავსოს წინასწარ გამზადებულ პარკში და ჩააბაროს მსაჯს. მხოლოდ ამის მერე განაგრძოს თევზაობა.
6.4 ჩათვლადია 3 დაზიანებული/მკვდარი თევზი მთლიანი ტურნირის განმავლობაში, ფინალების ჩათვლით. თუ ტურნირი ორ დღიანია, თითო დღეზე დასაშვებია 3 მოკლული თევზი. ყოველი შემდეგი არ ჩაითვლება. ამასთან, ორგანიზატორი ანაზღაურებს 2 ამოღებული თევზის ღირებულებას, დანარჩენს იხდის სპორტსმენი.
6.5 თევზი ჩათვლადია, თუკი ნემსკავი დაფიქსირებულია პირში ან თავის მიდამოებში. თავის საზღვარი ითვლება ლაყუჩამდე.
6.6 თუკი თევზს დაჭერისას პირში ან თავის მიდამოებზე აქვს 2 ან მეტი სპორტსმენის სატყუარის ნემსკავი, თევზი არ ითვლება, ხოლო თუკი 1 ნემსკავი პირში/თავისმიდამოში ხოლო მეორე ტანზე/ფარფლებზე, თევზი ეთვლება სპორტსმენს რომლის სატყუარის ნემსკავიც არის დაფიქსირებული პირში/თავის მიდამოში.
7. ტურნირის ზოგადი წესები:
7.1 კენჭისყრაში მონაწილეობის რიგითობა განისაზღვრება რეგისტრაციის ძირითადი სიის მიხედვით, რომელიც მოცემული იქნება ფორუმზე შესაბამის თემაში
7.2 წყალში შესვლა აკრძალულია
სანქცია: -5 ქულა.
7.3 თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ხელოვნური სატყუარების გამოყენებით. ხელოვნურად ნაქსოვი მწერის იმიტაციების გამოყენება აკრძალულია.
სანქცია: -5 ქულა.
7.4 სატყუარის (მათ შორის სილიკონის) დასამძიმებლად ნებადართულია თავდამძიმებული ნემსკავების ან ე.წ. “ჩებურაშკა”-სტიპის სიმძიმეების გამოყენება, რომელსაცუშუალოდ უნდა ებმოდეს სატყუარა. დაუშვებელია ამ მიზნით თავად ძუის დამძიმება ნებისმიერ ადგილას.
სანქცია: -5 ქულა.
7.5 ნემსკავის მიმაგრება სატყუარაზე დამატებითი ძაფით, ე.წ. ასისტით.
სანქცია: -5 ქულა.
7.6 სპორტსმენს შეუძლია თან ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სპინინგი, რომელიც უნდა განათავსოს იმ სექტორში,რომელშიც თევზაობს.
7.7 დაუშვებელია შეჯიბრის მსვლელობისას სპორტსმენს თან ახლდეს გარეშე პირი - მხოლოდ მსაჯს აქვს უფლება მიუახლოვდეს მონაწილეს.
7.8 დაუშვებელია ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერების მიღება, ან მისი ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება ტურნირზე.
სანქცია: ტურნირიდან მოხსნა.
კერძო ან იურიდიული პირების მიერ დაწესებული
ნებისმიერი წამახალისებელი ნომინაცია და პრიზი დიდი სტიმულია თითოეული სპორტსმენისთვის !
ტურნირში მონაწილეთა სია:
1. Long Cast
ვასილ ჯალაბაძე
ლევან თასოშვილი
2. Crazy Trout
პაკო წიქვაძე
თორნიკე კოპალიანი
3. 3D FISHERS
გიორგი სტურუა
დავით ქევხიშვილი
4. Shark Riders
მერაბ კაჭარავა
თორნიკე ნუცუბიძე
5. Cossacks
იგორ ტობილევიჩი - Igor Tobilevich
მიკოლა ბუტირინი - Mykola Butyrin
6. რევაზ გიორგაძე
7. Team Spirit
კონსტანტინე მელივაძე
დიმა ტურაბელიძე
8. weekend fishers smn
მინდია ღაღანიძე
თორნიკე იობიძე
9. Lucky Fishermen
დავით თავაძე
ლევან აბაიაძე
10. Stream Predators
გოგა ტურაშვილი
ლაშა გრიგალაშვილი
11. პირანია
ზურა კაპანაძე
გიორგი ჭოლაძე
12. Zastava-Spin
ბესიკ სვანიძე
ზაალ საკანდელიძე
13. ოჩოს ქოხი
ბექა ტაბუცაძე
ალექსანდრე გეგეშიძე
14. BLACK SEA
თემურ ჩიკვაიძე
ვასილ პარფენოპულო