Jump to content


ფოტო

კლუბი "ალიგატორის" ღია სამოყვარულო ტურნირი 2019


  • Please log in to reply
4 პასუხი ამ თემაზე

#1 jio

jio

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 322 posts

პოსტი დაწერილია 27 05 2019 - 15:03

                                                   ყურადღება მეგობრებო!
შიდა ქართლის რეგიონალური, სპორტული სტილით თევზაობის მოყვარულთა კლუბი „ალიგატორები“ აცხადებს მზადებას ღია-სამოყვარულო ტურნირი/ფესტივალის ჩასატარებლად სპორტულ თევზჭრაში!
                                                                22ივნის 2019 წელი


ტურნირის ორგანიზატორი: შიდა ქართლის რეგიონალური, სპორტული სტილით მოყვარულთა კლუბი „ალიგატორები“

მხარდაჭერა: საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია, ფედერაციის ოფოციალური ვებსაიტი SportFishing.ge, აგარის ტბის ადმინისტრაცია. 
    
ტურნირის ჩატარების თარიღი: 22 ივნისს
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა:      აგარის ტბა
ტურნირის სტატუსი: ღია-სამოყვარულო შეჯიბრება სპორტულ თევზჭერაში 
ტურნირის მიზანი:  სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია

მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა სპორტული სტილით თევზაობით დაინტერესებულმა პირმა 12 წლის ზემოთ

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ტივტივისა და ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით ქვივერტიპით. სხვა  ტიპის სიგნალიზატორები, მათ შორის ელექტრონული, აკრძალულია!!!
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;
3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი;
4. შეჯიბრი წარმოადგენს ინდივიდუალურ პირველობას. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად  აკრძალულია      (მსაჯების და კორდინატორის გარდა);
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან    მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში წყლის ნაპირიდან მოშორებით;
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში შეჯიბრის დაწყების შემდეგ და მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია;
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით;
8. თევზჭერის დროს დასაშვებია ტივტივისთვის -  ტივტივის ნებისმიერი მონტაჟი. ფიდერისთვის - სპორტული ინ-ლაინი. (პატერნოსტერი, სიმეტრიული,ასიმეტრიული - დაუშვებელია).დაშვებულია ასევე ფლეტის, ბანჯოს, მეთოდის - მხოლოდ და მხოლო დ ინ-ლაინ მონტაჟი. აკრძალულია ტურნირის განმავლობაში ფიდერის ანკესის გადაწყობა ტივტივაზე და პირიქით(საკვებურის გამოყენება ტივტივის ანკესზე)!!! დაშვებულია სექტორში ტივტივის და ფიდერის ანკესის ერთდროულად ქონა მაგალითად დაწყება ტივტივის ანკესით და შემდეგ ფიდერის ანკესით გაგრძელება, ან მონაცვლეობა ტურნირის განმავლობაში, მაგრამ დაუშვებელია ორივე ანკესით ერთდროულად თევზაობა. 

9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები. მაქსიმალური რაოდენობა 12 ლიტრი. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ: საკვებურით, ხელით ან შურდულით. სხვა სახის დაკვება - აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება    ნემსკავზე. ნემსკავზე გასაკეთებლად აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზის ნაწილები ან ქვირითი. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. აკრძალულია პოპ–აპ საშუალებები,მაგალითად პენოპლასტის ბურთულები.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისაგან დამზადებული შესანახი   ბადეები სიგრძით არანაკლებ 2(ორი) მეტრისა.  ლითონის  ბადეები  კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი (გარდა კარჩხანისა) უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.
14. გათამაშდება პრიზები შემდეგ საპრიზო კატეგორიებზე:
I ადგილი
II ადგილი
III ადგილი
ყველაზე დიდი თევზი - “BIG FISH”


ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს     მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი  მონაწილეობის შედეგი

ტურნირის ჩატარების განრიგი:
ტურნირი ჩატარდება 22 ივნისს, შაბათს
შეკრება დაბა აგარის გადასახვევთან(შესასვლელთან) 6:00 საათზე
ტურნირის ადგილზე გამოცხადება 6:15 საათზე
6:30 – 7:00 კენჭისყრა
7:00 სექტორში შესვლა – ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას!!!
სექტორში შესვლის დროს მიმდინარეობს დასაკვების მომზადება, აღჭურვილობის გაშლა, ფსკერის გამოკვლევა სიმძიმით,მარკირება აკრძალულია, საკვებურის წყალში გადაგდება აკრძალულია და ისჯება დისკვალიფიკაციით, მსაჯის მოთხოვნისთანავე მეთევზე ვალდებულია წარმოადგინოს სათევზაო მონტაჟი შესამოწმებლად, ასაევე სიგნალამდე "დაკვების სტარტი" მსაჯთა ბრიგადა შეამოწმებს დასაკვების რაოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 ლიტრს.
8:15 დაკვების სტარტი
8:30 შეჯიბრების სტარტი
15:30 შეჯიბრების ფინიში
15:30 – 16:30 აწონვა და შედეგების დათვლა
16:30 დაჯილდოვება

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი 30 ლარი. 
გთხოვთ მიუთითოთ გვარი და სახელი, ასევე დაპოსტოთ კომენტარებში.
      
დიდი სიამოვნებით და მადლიერების გრძნობით მივიღებთ სპონსორებისგან ნებისმიერ დახმარებას !!!

ყველას გისურვებთ წარმატებას!!!

 

მონაწილეები
  • Gia Chit 74, beso, vladimer zarkaliani -ს და 5 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1634 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 05 2019 - 23:02

კარგია ბიჭებო, წარმატებას გისურვებთ!!!
  • jio likes this

#3 იოსებ

იოსებ
  • Members
  • 2 posts

პოსტი დაწერილია 19 06 2019 - 20:29

Soso gogodze 574881902

#4 ზურა პეტრიაშვილი

ზურა პეტრიაშვილი
  • Members
  • 5 posts

პოსტი დაწერილია 20 06 2019 - 19:53

ზურა პეტრიაშვილი
595373037

#5 ზურა პეტრიაშვილი

ზურა პეტრიაშვილი
  • Members
  • 5 posts

პოსტი დაწერილია 21 06 2019 - 12:30

ტარდებაა