Jump to content


ფოტო

საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი "მწვანე ტბა"


  • ეს თემა დაკეტილია ეს თემა დაკეტილია
7 პასუხი ამ თემაზე

#1 თასო

თასო

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 196 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 08 2019 - 23:29

2019 წლის 24 -25 აგვისტოს ტარდება  საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი სპინინგით თევზჭერაში

 

ტურნირის ორგანიზატორისაქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია

საინფორმაციო მხარდამჭერისაქართველოს მეთევზეთა ფორუმი SportFishing.ge

ტურნირის ოფიციალური სახელწოდება“2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი - ‘’ მწვანე ტბა

ტურნირის ჩატარების თარიღი24 -25 აგვისტო 2019.

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობასოფელ ქულბაქში მდებარე საკალმახე მეურნეობა   მწვანე ტბა

ტურნირის სტატუსიპროფესიონალური რეიტინგული გუნდური შეჯიბრება სპინინგით თევზჭერაში ნაპირიდან.

ტურნირის მიზანიმოქმედი სპორტსმენების რეიტინგის განსაზღვრა, სპინინგით თევზჭერის პოპულარიზაცია, „დაიჭირე-გაუშვის“- პრინციპის პოპულარიზაცია.

 

დებულება ტურნირის შესახებ:

 

შეჯიბრი ჩატარდება 18 ტურად ორი დღის განმავლობაში.

 

      1. რეგლამენტი:
 

 პირველი დღე.
 

05:30  სთ-მდე შეკრება დანიშნულების ადგილას. დაგვიანებულებს დაეწერებათ საჯარიმო ქულები, მიმდინარე დღის ბოლოს დაგროვილ ქულებს  გამოკლებული 10 %.
თუ დაგვიანებული მონაწილე არ გამოცხადდა სიგნალამდეკენჭისყრა”, იგი ავტომატურად მოიხსნება ტურნირიდან, ხოლო დადებული თანხა უკან არ დაუბრუნდება.

05:30 - 06:00 - მომზადება/ინსტრუქტაჟი . წესების შეხსენება, მონაწილეთა წარდგენა.

06:00 – 06:30  კენჭისყრა.
06:30 – 06:50  ზონებში
 და სექტორებში შესვლა.

 

07:00- პირველი ტურის სტარტი

07:20- პირველი ტურის ფინიში

 

07:30- მეორე ტურის სტარტი

07:50- მეორე ტურის ფინიში

 

08:00- მესამე ტურის სტარტი

08:20- მესამე ტურის ფინიში

 

08:30- მეოთხე ტურის სტარტი

08:50- მეოთხე ტურის ფინიში

 

09:00- მეხუთე ტურის სტარტი

09:20- მეხუთე ტურის ფინიში

 

შესვენება

 

10:00-მეექვსე ტურის სტარტი

10:20-მეექვსე ტურის ფინიში

 

10:30-მეშვიდე ტურის სტარტი

10:50-მეშვიდე ტურის ფინიში

 

11:00-მერვე ტურის სტარტი

11:20-მერვე ტურის ფინიში

 

11:30-მეცხრე ტურის სტარტი

11:50-მეცხრე ტურის ფინიში

 

12:00-მეათე ტურის სტარტი

12:20-მეათე ტურის ფინიში

 

პირველი დღის დასასრული.

 

 

მეორე   დღე
05:30  სთ-მდე შეკრება დანიშნულების ადგილას. დაგვიანებულებს დაეწერებათ საჯარიმო ქულები, მიმდინარე დღის ბოლოს დაგროვილ ქულებს  გამოკლებული 10 %.
. თუ დაგვიანებული მონაწილე არ გამოცხადდა სიგნალამდეკენჭისყრა”, იგი ავტომატურად მოიხსნება ტურნირიდან, ხოლო დადებული თანხა უკან არ დაუბრუნდება.

05:30 – 05:50 - მომზადება/ინსტრუქტაჟი .
05:50 – 06:00 - კენჭისყრა.
06:00 – 06:10  ზონებში
 და სექტორებში შესვლა.

 

06:20- პირველი ტურის სტარტი

06:40- პირველი ტურის ფინიში

 

06:50- მეორე ტურის სტარტი

07:10- მეორე ტურის ფინიში

 

07:20- მესამე ტურის სტარტი

07:40- მესამე ტურის ფინიში

 

07:50- მეოთხე ტურის სტარტი

08:10- მეოთხე ტურის ფინიში
 

 შესვენება

 

08:50- მეხუთე ტურის სტარტი

09:10- მეხუთე ტურის ფინიში

 

 

09:20- მეექვსე ტურის სტარტი

09:40- მეექვსე ტურის ფინიში

 

09:50- მეშვიდე ტურის სტარტი

10:10- მეშვიდე ტურის ფინიში

 

10:20- მერვე ტურის სტარტი

10:40- მერვე ტურის ფინიში

 

 

10:40 – 11:40  შედეგების დაანგარიშება.

 

11:40 – 12:00 – მეოთხედფინალი

12:10 – 12:30 - ნახევარფინალი

12:40  - ფინალი; 

13:30 – ტურნირის შედეგების დაჯამება,გამარჯვებულების დაჯილდოვება.

 

 

2. ტურნირში მონაწილეობა

 

2.1 ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციის მოქმედი წევრებისგან შემდგარ გუნდებს, ან გუნდის ერთ წევრს.

 

3. რეგისტრაცია

 

3.1 ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველმა გუნდებმა განაცხადი უნდა გააკეთონ ფორუმზე (sportfishing.ge) შესაბამის თემაში.

3.2 რეგისტრაციის გაკეთების შემდგომ უნდა შემოიტანონ/გადმორიცხონ ტურნირში მონაწილეობისთვის დაწესებული მოსაკრებელი

3.3 როდესაც მოსაკრებელი ჩაირიცხება, გუნდი მოხვდება ტურნირის მონაწილეთა ოფიციალურ სიაში, რომელიც განთავსდება ფორუმზე თემის პირველ პოსტში.

3.4 იმ შემთხვევაში, თუ მოსაკრებლის შემოტანა გადაცდება 4.3 პუნქტში მითითებულ ვადებს, გუნდი ან გუნდის ის წევრი, რომელმაც არ გადარიცხა მოსაკრებელი, არ დაიშვება ტურნირზე.

 

4. ტურნირში მონაწილეობის მოსაკრებელი

 

4.1 ტურნირში მონაწილეობისთვის დაწესებულია მოსაკრებელი თითოეულ მონაწილეზე - 60 ლარი.

4.2 მოსაკრებლის ჩარიცხვის შემდეგ მონაწილის ტურნირზე არ გამოცხადება, ან მისი მოხსნა ტურნირიდან ამა თუ იმ მიზეზის გამო არ გამოიწვევს დადებული თანხის უკან დაბრუნებას.

4.3 მოსაკრებლის შემოტანის ბოლო ვადაა 22 აგვისტო, 18:00.

4.4 თანხის შემოტანა/გადმორიცხვისთვის საჭირო რეკვიზიტებია:

მიმღების ბანკი: თიბისი ბანკი

მიმღები: საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია

ანგარიშის ნომერი: GE85TB7756936080100004

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ: ტურნირი „მწვანე ტბა“ , სახელი გვარი

 

5. ტურნირის წესები

5.1  ტურნირის ძირითადი ეტაპი ჩატარდება 18 ტურად ორი დღის განმავლობაში. თითოეული ტური იქნება 20 წუთიანი. წყალსატევი დაიყოფა იმდენ სექტორად, რამდენი მონაწილე გუნდიც იქნება. სექტორებში სპორტსმენთა განლაგება მოხდება კენჭისყრის მეშვეობით. თითო სექტორში იასპარეზებს 2 სპორტსმენი მოწინააღმდეგე გუნდებიდან. ხმოვანი სიგნალისას სპორტსმენები სურვილის შემთხვევაში ერთმანეთს უცვლიან ადგილებს. თუ ერთ მონაწილეს უნდა შეცვლა, ცვლა უნდა მოხდეს აუცილებლად !

5.2  აკრძალულია მეზობელ სექტორში თევზაობა, თუ სპორტსმენს შემთხვევით გადაუვარდა სატყუარა მეზობელ სექტორში, მან სასწრაფოდ უნდა ამოახვიოს ძუა.

5.3  ნებადართულია მეზობელი სექტორიდან თევზის გამოყვანა თუკი ის დაჯდა სპორტსმენის სექტორში, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მეზობელ სექტორში მოასპარეზე სპორტსმენს.  თუ ხელი შეუშალა, თევზი არ ჩაითვლება !
5.4  ნებადართულია მხოლოდ სპინინგის მეთოდით თევზაობა.

5.5  ერთზე მეტი სატყუარის ერთდროულად გამოყენება აკრძალულია.

სანქცია: მიმდინარე შედეგის ანულირება

 

5.6  მომდევნო ეტაპზე გადასული სპორტსმენების განსაზღვრა მოხდება 18 ეტაპის

შეჯამებული ქულების მიხედვით.
5.7  იმ შემთხვევაში როცა მონაწილეთა რაოდენობა არის კენტი, კენჭისყრის შედეგად დადგინდება ყოველ ტურში რომელი მონაწილე  აღმოჩნდება მეტოქის გარეშე.

„კენტი სპორტსმენის“  მეტოქედ ჩაითვლება მის მარჯვნივ სექტორში, ტურის დაწყებისას მის მხარეს მდგომი სპორტსმენი და მისი შედეგები შეფასდება იმ სპორტსმენთან მიმართებაში.
სექტორი, რომელშიც მოხვდება „კენტი სპორტსმენი“, გაიყოფა შუაში. სპორტსმენს თევზაობის არეალი შეეზღუდება სექტორის იმ ნახევრით, რომელშიც სურბვილისამებრ დაიწყებს ტურს. 10 წუთის შემდეგ იგი მოახდენს მხარის შეცვლას სექტორში (აუცილებელია).
 ტურის დასრულების შემდეგ  „კენტი სპორტსმენი“  აღრიცხვის ბლანკში შესაბამისი გრაფის მონიშვნით დააფიქსირებს რომ იგი ასპარეზობდა კენტად და შეავსებს საკუთარ შედეგს, ზემოთ აღნიშნული წესით განსაზღვრულ მეტოქის შედეგთან ერთად.

 

5.8 მონაწილეს ეკრძალება:

იმ სექტორის ფარგლებს გარეთ თევზაობარომელშიც არის განთავსებული
სანქცია-1 ქულა
თევზჭერის ზონის დატოვება
სანქციაგანისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.

სხვა სპორტსმენებისგან რაიმე სახის დახმარების მიღება
სანქციაგანისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.

სექტორის შეცვლისას თავისი პირადი ნივთების მიტოვება
სანქციაგანისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.

ჩოგან-ბადის გარეშე თევზაობა
სანქციატურნირიდან მოხსნა.

ჩოგან-ბადის თევზთან ერთად ძირს დადება
სანქციათევზი არ ჩაითვლება.

თევზის ამოყვანა წყლიდან ჩოგან-ბადის გარეშე
სანქციათევზი არ ჩაითვლება.

ორკავისსამკავის ან ენიანი ერთკავის გამოყენება. (დაშვებულია მხოლოდ უენო ერთკავი, ქარხნული ბარბლესიდაქლიბული კავები არ დაიშვება !!!)
სანქცია-3 ქულა.

ნებადართულია მხოლოდ სილიკონის  ჩოგანბადის გამოყენება.
სანქციატურნირზე არ დაიშვება

ნებისმიერი სახის ბეწვეულით აღკაზმული ნემსკავების გამოყენება.
სანქცია-3 ქულა.

ყანყალებზე ან ტრიალებზე სილიკონის წამოცმაასევე ერთზე მეტი ნემსკავით აღკაზმვა.
სანქცია-3 ქულა.

ნებისმიერი სახის მოსაჩვევის გამოყენება ( მათ შორის ქვიშისა და კენჭებისა)
სანქცია-5 ქულა .

* ბუნებრივი სატყუარის გამოყენება.
სანქცია:  -10 ქულა.
 

 

5.9  - გამარჯვებულის გამოვლენა

5.9.1 - ტურნირის მონაწილეებს ყოველი 20 წუთიანი ტურის დამთავრებისას ენიჭებათ შესაბამისი ქულები.
5.9.2  
- თუ სპორტსმენმა წააგო ტური , მას მიენიჭება 0 ქულა.
5.9.3 
-  ნულოვანი ფრეს (0-0) შემთხვევაში ორივე სპორტსმენს ენიჭება 1-1 ქულა.
5.9.4 
-  დადებითი რეზულტატით ფრეს შემთხვევაში (4-4, ან 5-5) ორივე სპორტსმენს ენიჭება 1.5-
5.9.5 
-  ტურის მოგების შემთხვევაში გამარჯვებულ სპორტსმენს ენიჭება 3 ქულა.
5.9.6 
-  18 ტურის დამთავრების შემდეგ ვლინდება გამარჯვებული 8 მეოთხედფინალისტიგამოვლენა ხდება ყველა ტურში მოგროვებული ქულების დაჯამებით - ვისაცმეტი ქულა აქვსიკავებს მაღალ ადგილს ცხრილშიიმ შემთხვევაშითუ ქულათა თანაფარდობაა,იმარჯვებს ის სპორტსმენივინც მეტი თევზი დაიჭირა ყველა ტურის განმავლობაშითუკი ეს მაჩვენებელიც თანაბარია იმარჯვებს ის სპორტსმენი რომელმაც ბოლო მე-18 ტურში დაიჭირა მეტი თევზიამ მაჩვენებლების თანხვედრის შემთხვევაში ინიშნება კენჭისყრა.
5.9.7 -
მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებიან გამარჯვებული სპორტსმენები შემდეგი პრინციპით: 1 ადგილზე გასული ხვდება მე-8 ადგილზე გასულსმე-2 ადგილზეგასული მე-7 ადგილზე გასულს და ასე შემდეგ.
5.9.8
-  საფინალო დუელებში ქულების მინიჭებისას მოქმედებს იგივე წესებირაც ძირითად ტურებშიხოლო მომდევნო ეტაპზე (ნახევარფინალში და ფინალში)გადადის მხოლოდ გამარჯვებული სპორტსმენიმეოთხედფინალში ფრეს შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ სპორტსმენსრომელსაც თავდაპირველ სიაში უფრო მაღალი ადგილიეკავამაგალითადერთმანეთს ხვდება მე-4 და მე-5 ადგილზე გასული სპორტსმენებიფრეს შემთხვევაში ასპარეზობას გამოეთიშება მე-5 ადგილოსანი,ხოლო მომდევნოეტაპზე გადავა მე-4 ადგილზე მყოფი.
5.9.9 
-  ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდებიან გამარჯვებულები 1-8 და 3-6, 2-7 და 4-5 წყვილებიდანსაიდანაც გადადის 4 სპორტსმენიხოლო ფინალში ამ ოთხიდან ორინახევარფინალშიც ფრეს შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ სპორტსმენს,რომელსაც თავდაპირველ სიაში უფრო მაღალი ადგილი ეკავა
5.9.10 
- ფინალში და ასევე მე-3 ადგილისთვის შეჯიბრში ფრეს შემთხვევაში გამარჯვებულის გამოსავლენად ინიშნება დამატებით 3 ნახევარტურიანი(10 წუთიანირაუნდები მანამ,სანამ რომელიმე ფინალისტი არ გაიმარჯვებს ერთი თევზით მაინცდამატებითი რაუნდების გასამართ სექტორებს ირჩევს მთავარი მსაჯი პირადიშეხედულებისამებრთუკი დამატებით 3-ვე ტურშიც დადგა თანაბარი შედეგიგამარჯვებული გამოვლინდება .ოქროს თევზის დაჭერით.

5.10 
წესების დარღვევის შემთხვევაში მთავარ მსაჯს ან მსაჯთა კოლეგიას შეუძლია გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები:

შეჯიბრიდან მოხსნა
ქულების ანულირება
დაჯარიმება



6. ნადავლის ჩათვლა

6.1 - ჩასათვლელად მიიღება მხოლოდ კალმახიტურნირი იმართება „დაიჭირე-გაუშვი“- პრინციპის დაცვითჩათვლა ფიქსირდება მხოლოდ მას შემდეგრაც თევზი იქნება დაფიქსირებული ჩოგან-ბადეში და უკან წყალსატევში გაშვებულიროდესაც თევზს დაიჭერს მონაწილეიგი უნდა დარწმუნდესრომ მისი ნადავლის აღწერა მოხდა მსაჯის ან მეტოქის მიერ.  იმ შემთხვევაშითუ სპორტსმენს თევზი ამოუვარდება ჩოგან-ბადედან და იგი ძირს დაეცემამისი დაჭერა არ დაფიქსირდება და იქნება ანულირებულიდაჭერილი თევზი ისე უნდა იქნას ნემსკავისგან გათავისუფლებული და გაშვებული უკან წყალსატევშირომ არ მოხდეს მისი ჩოგან-ბადიდან ამოყვანაჩოგან-ბადეში მოთავსებული თევზის ხელში აყვანა დაუშვებელია
ბადის გარედან თევზის ხელის ხლებაც დაუშვებელია.
მნიშვნელოვანი ნიუანსითევზი ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაშითუკი ჩოგანბადეში მისი დაფიქსირება მოხდა ტურის საფინალო სიგნალამდეხოლო მისიგაშვება წესების დაცვით შესაძლებელია სიგნალის შემდეგაც!
6.2 - თევზის ჩათვლაში მიდის იმ შემთხვევაშითუკი მისი ჩოგანბადეში შეყვანისას და აგრეთვე გაშვებისას ჩოგანბადის რკალირომელზეც დამაგრებულია  ბადე ეხება წყალსწინააღმდეგ შემთხვევაში თევზი არ ჩაითვლება.
6.3 
- იმ შემთხვევაშითუკი ნემსკავისგან განთავისუფლებისას თევზი დაზიანდამონაწილე ვალდებულიააცნობოს მსაჯს თევზის ამოღების შესახებგაათავისუფლოს ნემსკავისგანმოათავსოს წინასწარ გამზადებულ პარკში და ჩააბაროს მსაჯსმხოლოდ ამის მერე განაგრძოს თევზაობა.
6.4
 -  ჩათვლადია 3 დაზიანებული/მკვდარი თევზი მთლიანი ტურნირის განმავლობაში, ფინალების ჩათვლით. თუ ტურნირი ორ დღიანია, თითო დღეზე დასაშვებია 3 მოკლული თევზიყოველი შემდეგი არ ჩაითვლებაამასთანორგანიზატორი ანაზღაურებს 2 ამოღებული თევზის ღირებულებასდანარჩენს იხდის სპორტსმენი.
6.5 - თევზი ჩათვლადიათუკი ნემსკავი დაფიქსირებულია პირში ან თავის მიდამოებშითავის საზღვარი ითვლება ლაყუჩამდე.
6.6 
- თუკი თევზს დაჭერისას პირში ან თავის მიდამოებზე აქვს 2 ან მეტი სპორტსმენის სატყუარის ნემსკავითევზი არ ითვლებახოლო თუკი 1 ნემსკავი პირში/თავისმიდამოში ხოლო მეორე ტანზე/ფარფლებზეთევზი ეთვლება სპორტსმენს რომლის სატყუარის ნემსკავიც არის დაფიქსირებული პირში/თავის მიდამოში.


7.  ტურნირის ზოგადი წესები:

7.1 - კენჭისყრაში მონაწილეობის რიგითობა განისაზღვრება რეგისტრაციის ძირითადი სიის მიხედვითრომელიც მოცემული იქნება ფორუმზე შესაბამის თემაში
7.2 - წყალში შესვლა აკრძალულია
სანქცია-3 ქულა.
7.3 - თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ხელოვნური სატყუარების გამოყენებითხელოვნურად ნაქსოვი მწერის იმიტაციების გამოყენება აკრძალულია.
სანქცია-3 ქულა.
7.4 - სატყუარის (მათ შორის სილიკონისდასამძიმებლად ნებადართულია თავდამძიმებული ნემსკავების ან .. “ჩებურაშკა”-სტიპის სიმძიმეების გამოყენებარომელსაცუშუალოდ უნდა ებმოდეს სატყუარადაუშვებელია ამ მიზნით თავად ძუის დამძიმება ნებისმიერ ადგილას.
სანქცია-3 ქულა.
7.5 - ნემსკავის მიმაგრება სატყუარაზე დამატებითი ძაფით.ასისტით.
სანქცია-3 ქულა.
7.6 - სპორტსმენს შეუძლია თან ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სპინინგირომელიც უნდა განათავსოს იმ სექტორში,რომელშიც თევზაობს.
7.7 
- დაუშვებელია შეჯიბრის მსვლელობისას სპორტსმენს თან ახლდეს გარეშე პირი - მხოლოდ მსაჯს აქვს უფლება მიუახლოვდეს მონაწილეს.
7.8 
- დაუშვებელია ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერების მიღება, ან მისი ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება ტურნირზე.
სანქციატურნირიდან მოხსნა.

   ყურადღება !  მონაწილე რომელიც არ დაესწრება ( გარდა საპატიო მიზეზისა) ტურნირის ფინალურ, შემაჯამებელ ეტაპს და დაჯილდოებას, იგი არ დაიშვება მომავალ ტურნირზე !
  

 Внимание! Участник, который не будет присутствовать на финальном этапе турнира (за исключением уважительных причин), не будет допущен на следующий турнир !

 

 კერძო ან იურიდიული პირების მიერ დაწესებული
ნებისმიერი წამახალისებელი ნომინაცია და პრიზი დიდი სტიმულია თითოეული სპორტსმენისთვის !
 

ტურნირში მონაწილეთა სია:
 

        1. ოჩოს ქოხი

             ბექა ტაბუცაძე
 

 


2.  3D FISHERS
     გიორგი სტურუა
     დავით ქევხიშვილი
 
 

 

3.   Crazy Trout

              თორნიკე კოპალიანი

 

        4.   Long Cast

              ლევან თასოშვილი

 

 

5.  Zastava-Spin

       ბესიკ სვანიძე

       ზაალ საკანდელიძე

 

6.  weekend fishers smn

                მინდია ღაღანიძე

 

 

        7.  Shark Riders

     მერაბ კაჭარავა
     თორნიკე ნუცუბიძე

 

 

8.  პირანია

              ზურა კაპანაძე
              გიორგი ჭოლაძე



          9.   Lucky Fishermen
                დავით თავაძე 



            10.  Team Spirit 
                 
დიმა ტურაბელიძე
 



#2 Tornike K

Tornike K

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 62 posts

პოსტი დაწერილია 16 08 2019 - 23:39

1. Crazy Trout
თორნიკე კოპალიანი
პაკო წიქვაძე

#3 George

George

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 73 posts

პოსტი დაწერილია 17 08 2019 - 00:11

Piranha
გიორგი ჭოლაძე
ზურა კაპანაძე

#4 დ.თავაძე

დ.თავაძე

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 26 posts

პოსტი დაწერილია 21 08 2019 - 10:46

3.Lucky Fishermen
დავით თავაძე

#5 beqatabu

beqatabu

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 10 posts
  • ადგილმდებარეობა
    ქუთაისი

პოსტი დაწერილია 21 08 2019 - 10:47

4. ოჩოს ქოხი

ბექა ტაბუცაძე



#6 besarioni

besarioni

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 51 posts

პოსტი დაწერილია 22 08 2019 - 03:18

5.     ბესიკ  სვანიძე

        ზაალი საკანდეკიძე



#7 tura

tura

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 100 posts

პოსტი დაწერილია 22 08 2019 - 10:07

Team Spirit 
დიმა ტურაბელიძე



#8 Davidkx

Davidkx

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 34 posts

პოსტი დაწერილია 23 08 2019 - 14:27

3d fishers
დავით ქევხიშვილი
გიორგი სტურუა