Jump to content


ფოტო

მიკროჯიგი (ჩემეული ვერსია)


  • Please log in to reply
5 პასუხი ამ თემაზე

#1 თასო

თასო

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 117 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 11 2019 - 04:10

სტატია შეიცავს რეკლამის ელემენტებს  ;) 

 რამოდენიმე წლის წინ, როცა სპინინგი გავიცანი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მომიწევდა მსგავსი რეპორტების-სტატიების წერა.  სპინინგი ხომ უბრალოდ გართობა იყო ჩემთვის. თავისუფალი დროის მცირე ნაწილის მომცველი. 
დღეს კი ძირითადი ჰობია, განტვირთვა,  სპორტი და შემოსავლის მცირედი, მაგრამ მაინც წყარო.
 სპინინგმა მაჩვენა ის ქვეყნები და შემახვედრა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვერასდროს ვნახავდი და დავუმეგობრდებოდი.
   ახლა კი საქმეზე ;)
 ყველასთვის ცნობილია ეს გაიძვერა თევზი, ქორჭილა.  ბავშვობაში ჩვენ ქორჩილას ვეძახდით გურიაში . არ ვიცი რომელია უფრო გრამატიკულად მართებული, ალბათ გურული ვერსია :D 
20191119_161255.jpg
ვიჭერდით მას ტივტივით ნაკელის ჭიაზე და ხელაობით წყალში ჩაძირულ ჯაგნარებში (გურულად ჩხვერკებში). 
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ  ქორჩილა არასდროს შეგვხვედრია მდინარის  ისეთ მონაკვეთებში, სადაც საშუალო და მეტი დინებაა. გვხვდებოდა მდინარის მდორე და ცალკეულ დაჭაობებულ ადგილებში.
  ორივე მეთოდით ჭერა ძალიან აზარტული და საინტერესო იყო. განსაკითრებით ტივტივაზე ჭერა. პატარა ზომის ქორჩილაც კი კარგა ხოშიანად იბრძოდა და თან ეს ეკლის გვირგვინი ძაან  ეგზოტიკური და მომხიბვლელი მეჩვენებოდა ბავშვობაში :) . ერთი კი იყო, თუ დროულად არ ამოკრავდი, ისე ღრმად ყლაპავდა ნაკელის მსუყე ჭიაყელას, რო ნემსკავის ჩაწყვეტაც კი გვიწევდა. ნუ მერე სახლში კი ვიბრუნებდით სიმწრით ნაშოვნ ნემსკავს, სად იყო დასაკარგი ?! :P...

ეეხ კარგია ბავშვობის მოგონებები...

 ...დღესდღეობით კი რეალობა ასეთია;
ლიხს იქიდან, ლიხს აქეთ ეს თევზი რაღაც მექანიზმებით გადმოსახლდა დაახლოებით 8-9 წელია. ეს კარგია თუ ცუდი ცალსახად რთული სათქმელია, დრო გვიჩვენებს ამ თევზის ავკარგიანობას.  არც ექსპერტი ვარ და არც თვითნებურ გადასახლებებს ვჭერ დიდად მხარს, მაგრამ ექსპერტებისა და კვლევების მოლოდინში ძალიან დიდი დრო გადის.
 ერთი კი ფაქტია,  ქორჩილა რომ არ ყოფილიყო აღმოსავლეთში, სპინინგის განვითარება საქართველოში ძაალიან ნელი ტემპით წავიდოდა.

 ...ერთია ამ თევზის ტივტივით ჭერა და სულ სხვაა სპინინგით, ხელოვნურ სატყუარაზე პასიური, ასჯერ დაჭერილ-გაშვებული, გამამაძაღლებულის მოტყუება.  გიწევს ათასგვარი ილეთების მოფიქრება, სატყუარების ცვლა-ძებნა, ფერებისა და ფორმის ძებნაში არ უნდა დაგვავიწყდეს თითონ სატყუარის მიწოდება, პრეზენტაცია, ანიმაცია.
  ზოგი იტყვის, გაგიჟებულა ეს კაცი, რა უნდა ქორჩილის დაჭერას , რაც არ უნდა ჩაუგდო ყველაფერს უტევსო.  კი ბატონო, გეთანხმებით-- უტევს და იჭირება ყველა ტიპის სასპინინგე სატყუარაზე. მოზრდილი ყანყალა იქნება ეს  თუ ვობლერი, მაგრამ მსგავსი თევზაობები საკმაოდ იშვიათია და ძირითადად გაზაფხულზე (ქვირითობის შემდეგ) და შემოდგომის დასაწყისშია  მოსალოდნელი. 
ეგრედწოდებული  „Жор“- ი , როცა თევზი პირველ შემთხვევაში ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ იღდგენს დაკარგულ ენერგიას და ცხიმს, მეორე შემთხვევაში კი ზამთრისთვის ემზადება და იმარაგებს ენერგიას ცხიმის სახით.  სხვა დანარჩენ პერიოდში ეს ზოლიანი ხულიგანი  წუნიაა და მიზანმიმართულად სტაბილურად მისი ჭერა საკმაო გამოცდილებასა და გარკვეული ტრიუკების ცოდნას მოითხოვს, რასაც შევეცდები ქვემოთ გიამბოთ.

  ესეიგი შევთანხმდით, რომ მიზანია პასიური ქორჩილა .  
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ზამთარში ყოფილა შემთხვევები ვობლერზე მქონია მშვენიერი შედეგი. შედეგი ზომის მხრივ, მაგრამ არა რაოდენობის მხრივ.  ესაა ერთი -ორი თევზი და მორჩა.  სხვა დანარჩენისთვის ღმერთმა გამოგვიგზავნა მიკროჯიგიი :wub: 
 რა არის მიკროჯიგი ალბათ არაა საჭირო ბევრი ახსნა;
 ესაა სილიკონის სატყუარა აღკაზმული ღია ან დახურული (ოფსეტური) კავით, რომელიც დამძიმებულია სხვადასხვა ფორმის-ზომის სიმძიმით (ჩიბურაშკები და ძმანნი მისნი) . ასევე სილიკონი აღკაზმული ჯიგთავით (ნემსკავი ფიქსირებული სიმძიმით) .
20191119_161552.jpg

სილიკონი თავის მხრივ არის უამრავი ფორმის, სხვადა-სხვა წყალქვეშა ბინადარის  იმიტაცია იქნება ეს თუ  უბრალოს მწარმოებლის ფანტაზიის ნაყოფი. 
დღევანდელი სილიკონის სატყუარები  უაღრესად ეფექტური ინსტრუმენტია არამარტო მტაცებლის, არამედ მშვიდობიანი თევზის საჭერადაც. სერიოზული მწარმოებლები დიდ ყურადღებას აქცევენ ფერს, ფორმას და ატრაქტანტს (სუნს, გემოს) .
ქორჩილას შემთხვევაში ეს სამივე მონაცემი მნიშვნელოვანია.
 მე მაგალითად წყალსატევიდან გამომდინარე ვანიჭებ ამ სამი მონაცემიდან რომელიმეს უპირატესობას. 

მაგალითისთვის მოგიყვებით ბოლო გასვლას „საპატრიარქოს ტბებზე“ .

  მთელი ზაფხული არ ვყოფილვარ და შემოდგომის მიწურულს, რომ ვესტუმრე ძალიან მესხვაფერა, წინა წლებთან შედარებით წყალი ძალიან დაბალი დამხვდა. შუადღე იყო, სუსტი ქარი, უღრუბლო. წყლის ტემპერატურა 12 გრადუსი, ჰაერისა კი 14 .
 გამჭვირვალე წყალში ფსკერი მშვენივრად ჩანდა და სიღრმეც რომ არ ქონდა ისიც.
სტანდარტულად დავიწყე აქტიური სატყუარით (ტვისტერი) აქტიური თევზის ძებნა.
20191119_164040.jpg
20191119_164058.jpg
 რამოდენიმე გატარების შემდეგ პირველი ქორჩილა ჩემ ხელში პოზირებდა.  გავუშვი და გავაგრძელე.
20191119_164028.jpg
20191119_164631.jpg
მე ჩემი დაჭერილი თევზის 99 % -ს ვუშვებ, თუმცა ქორჩილას წაღება სახლში არანაერი პრობლემა არაა ჩემი აზრით.  უბრალოდ  გაჭაობებულ ტბორებში გაზრდილს უსიამოვნო სუნი ასდის. არადა გასტრონომიული თვალსაზრისით შესანიშნავი თევზია.
გავაგრძელე და მალევე ამომეწურა აქტიური თევზის პოვნის იმედი.  რადიკალურად შევცვალე თევზაობა;

 
3 გრამიანი „ჩიბურაშკა“ ჩავანაცვლე 1 გრამით.  აქტიური ტვისტერი კი პასიური ჭიის იმიტაციით.  CRUEL LEECH 2" - ყველა ჯიშის თევზის, უსაყვარლესი ნუგბარის-- ჭიაყელას იმიტაცია.
d88880f16d036b275fa61860af18e60c.jpg
სილიკონი აღვკაზმე ღია  „დიდყურა“ ნემსკავით  # 8.  ღია კავი  ჯობია ოფსეტურს რეალიზებაში, მაგრამ თუ ჩაბმები ბევრია, ჯობს ოფსეტი გამოიყენოთ.
ტვირთი სატყუარას დავაკავშირე არაკლასიკურად, არამედ ჯიგ-რიგის მეთოდით, ასე უფრო შორს მიფრინავს სატყუარა და თამაში მოცემულ მომენტში უკეთესი უნდა ქონოდა.
20191008_110831.jpg

ამ ყველაფერს  ჭირდებოდა შესაბამისი ანიმაცია, ანიმაცია ჯოხით.  
რას ნიშნავს ანიმაცია ჯოხით ?
ესაა სწორედ  მიკროჯიგის  „ფიშკა“ .  
ამათუიმ სილიკონის სატყუარას (ძირითადად პასიურ სატყუარებზეა საუბარი.  პასიური სასტყუარაა ის , რომელსაც საკუთარი ანიმაცია არ გააჩნია )  შენ აძლევ ანიმაციას. ჯოხის საშუალებით უნდა „გააცოცხლო“  სილიკონის ჭია. სამიკროჯიგე ჯოხის რბილი წვერი კი ამ ანიმაციას განსაკუთრებით დელიკატურს და რეალისტურს ხდის.

20191119_154807.jpg
 კლასიკური სამიკროჯიგე ჯოხი უნდა იყოს სწრაფი, ზესწრაფი წყობის, მხოლოდ რბილი წვერით.  რბილი წვერი ანიმაციისთვის, სწრაფი წყობა კი გრძნობელობისთვის და თევზის ფორსირებისთვის. 
20191119_155253.jpg
არ დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე სამიკროჯიგე ჯოხების წინაპრები იაპონური საროკფიშე ჯოხებია. ანუ ზღვაზე, კლდეებში სათევზაო ჯოხები, რომლებსაც ფორსირება სწორედაც რომ მოეთხოვებოდათ.
ანიმაცია არის სატყუარის მოძრაობაში მოყვანა, პლიუს პაუზა. პაუზა შეიძლება გაგრძელდეს 10, დიახ ათ წამამდე და მეტიც.

...იმ ღღეს ანიმაცია იყო შემდეგი;

ფსკერზე დაშვებულ სატყუარას მკვეთრი ამოკვრით დავძრავდი და ჯოხის ხშირი რხევით „ვაკანკალებდი“  ჭიას შუა წყალში. 3-4 წამიანი რხევის შემდეგ 1-2 წამიანი პაუზა. ისევ პსკერზე დაშვება და ისევ მკვეთრი დაძვრა თანაბარი, ხშირი რხევით. ისევ პაუზა და ასე ნაპირამდე...
ამ ყველაფრის დაზეპირებას აზრი არ აქვს, ანიმაცია არსებობს იმდენი, რამდენიც მეთევზეა.  და როდის რა იმუშავებს ეგ მხოლოდ თევზმა იცის
:rolleyes: 
მთავარია ჩართოთ ფანტაზია, წარმოიდგინოთ-ივარაუდოთ სატყუარის თამაში და ყველაფერი გამოგივათ.
 ერთ-ერთ ტურნირზე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. არადა ერთი თევზი დავიჭირე, მაგრამ ტურნირი მოვიგე
:D იმიტომ რომ სხვა ყველა ნულით იყო.

--- მივადექი ჩაძირულ ხეს და გამჭვირვალე წყალში გატარებულ სატყუარას ორი ქორჩილა გამოეკიდა, დავინახე თუარა დავაპაუზე და ფსკერზე დავსვი ჭია. ერთი ეგრევე შებრუნდა ბუნაგში, მეორე დადგა და გაუნძრევლად უყურებდა სატყუარას, დაახლოებით 20 წამის მერე მივარდა და ხარბად შესანსლა.  მაგ ერთმა თევზმა იმ ტურნირზე ჯოხი მომაგებინა და როგორც ზემოთ ავღნიშნე კარგი გაკვეთილიც დამიტოვა :) 

  დავუბრუნდები ჩემ ბოლო გასეირნებას და ცოტას სატყუარის ფერსა და არომატზე ვიტყვი. 
სატესტოდ მქონდა რამდენიმე შეკვრა წაღებული ერთი და იგივე მოდელი
CRUEL LEECH 2", განსხვავებული ფერითა და ატრაქტანტებით.  დაჭერის შემდეგ ფერს ვცვლიდი და ყველა ფერი შესანიშნავად მუშაობდა, ოდნავი უპირატესობა მოწითალოს ქონდა.
20191119_150156.jpg
20191119_150046.jpg
ატრაქტანტი საერთოდ მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა, რამეთუ ანიმაციის შედეგად გაღიზიანებული ზოლიანი ხარბად სანსლავდა სატყუარას და ერთნაერად მოსწონდა ნივრისა თუ კრევეტის არომატი.
20191119_160028.jpg
20191119_173802.jpg
 დაბნელებამდე ვითევზავე, ძალიან გავერთე, საშუალო ზომა 20-25 სმ იჭირებოდა. იყო რამდენიმე თითისტოლა.
20191119_173950.jpg
დიდი თევზი როგორც ყოველთვის ნაპირთან მოყვანილი გაიქცა J  .  35 სმ კი ფოტოსესიას ვერ გადაურჩა ;)
20191119_161103.jpg

20191119_160940.jpg
  წარმატებული გასვლის საწინდარი ვფიქრობ ანიმაციაში იყო და რათქმაუნდა სატყუარის ფორმაში.
20191119_141926.jpg
20191119_154232.jpg

20191119_152409.jpg
ზოგისთვის შესაძლოა მსგავსი თევზაობა მოსაწყენია, ჩემი მონაზღაპრი კი უსარგებლო. მაგრამ ვფიქრობ იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ზემოთქმულიდან ამოიკითხავენ თავისთვის საჭიროსა და გამოსადეგს .
20191119_141919.jpg

20191119_142001.jpg

20191119_150028(1).jpg

20191119_152420.jpg

20191119_152554.jpg

20191119_154148.jpg

20191119_154256.jpg

20191119_154333.jpg

20191119_155203.jpg

20191119_160010.jpg  20191119_160140.jpg  20191119_161021.jpg  20191119_161132.jpg  20191119_170540.jpg  20191119_170622.jpg

მთელი ზამთარი წინ გვაქვს.
გისურვებთ ყველას წარმატებულ თევზაობებს !
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს !
გავუფრთხილდეთ ბუნებას !!!

 


  • misha, qevxo, ვანო მეხრიშვილი -ს და 3 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 ვანო მეხრიშვილი

ვანო მეხრიშვილი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 582 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 11 2019 - 10:53

ყოჩაღ ლევან კარგი იყო!!!


  • თასო likes this

#3 Alex

Alex

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 168 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 11 2019 - 11:49

კარგი და სასარგებლო ინფორმაციაა,  იქნებ ცოტა ფორუმიც გამოცოცხლდეს.


  • თასო likes this

#4 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1665 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 11 2019 - 22:15

კარგია ლევან, მშვენიერი წასაკითხი, მაგარი ხარ! გამიყოლე ერთხელ საპატრიარქოზე, აქავე ვცხოვრობ და გაგებაში არა ვარ სპინინგის, იქნებ დავამუღამო. :)
  • თასო likes this

#5 Doqtor

Doqtor

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 981 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 22 11 2019 - 08:35

კარგია ლევან...გაიხარე და წარმატებები ..
  • simonichi and თასო-ს მოეწონა ეს

#6 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1244 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 23 11 2019 - 23:23

ლევან მშვენიერი რეპორტია!!! ზამთარში ქორჭილას გარდა სხვა რა მტაცებელი იჭირება ?