Jump to content


ფოტო

ყველაზე საშიში თევზი


  • Please log in to reply
ამ თემას პასუხები არ აქვს

#1 bakur

bakur
  • Members
  • 1 posts

პოსტი დაწერილია 18 12 2019 - 14:49

ძველი ბერძნების პირველი შთაბეჭდილება შავი ზღვის შესახებ არაკეთილსასურველი იყო. ეგეოსის ზღვასთან შედარებით, შავი ზღვა მათ ძლიერ მქუხარედ და ცივად ეჩვენებოდათ. მასში არ იყო კუნძულები, ხოლო სანაპიროებთან ცხოვრობდნენ ველური უცნობი ტომები. ამიტომაც ზღვას პონტოს აქსინოსი უწოდეს, რაც არასტუმართმოყვარეს ნიშნავს.

პონტოს აქსინოსი სავარაუდოდ, შავი ზღვის უძველესი სახელწოდებაა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ბერძნებმა ზღვის სანაპიროზე კოლონიების ორგანიზება განახორციელეს, უკეთესად აითვისეს და მას პონტოს ევქსინოსი უწოდეს, რაც სტუმართმოყვარე ზღვას ნიშნავს. უფრო ხშირად მას უბრალოდ პონტოსს უწოდებდნენ.

ჰეროდოტე თავის "ისტორიაში" პონტოს ევქსინოსში ბერძნების გეოგრაფიული აღმოჩენის აღწერისას მოჰყავს ფართო

 

გეოგრაფიული მასალები. ჰეროდოტემ მოინახულა ჩრდილოეთი შავიზღვისპირეთი. იგი იყო პირველი მოგზაური, რომელმაც ცოტად თუ ბევრად მოგვაწოდა კონკრეტული ცნობები შავი ზღვის შესახებ, თუმცა მის აღწერებში აგრეთვე გვხვდება გულუბრყვილო და ფანტასტიკური ცნობები.

 

შავ ზღვაში ცხოველთა სამყაროს 2500 წარმომადგენელი იყრის თავს. შავი ზღვის ფსკერზე შეგვიძლია გადავაწყდეთ არა მხოლოდ ხამანწკებს, მოლუსკებსა და მიდიებს, არამედ რაპანასაც, რომელიც ძირითადად პეტრე დიდის ყურესა და იაპონიის სანაპიროებთან ბინადრობს. თუმცა, XX საუკუნის 30-იან წლებში გემებს შემოყვა და დიდი რაოდენობით გამრავლდა.


ყველაზე საშიში თევზი, რომელიც შავ ზღვაში ბინადრობს, შხამიანი ზღვის დრაკონია, რომლის ჩხვლეტა არა მხოლოდ მტკივნეულია, არამედ ზოგჯერ მომაკვდინებელიც.

შავ ზღვას ერთადერთ დიდი ნახევარკუნძული აქვს - ყირიმის.

შავ ზღვაში ისეთი ძუძუმწოვრები ბინადრობენ, როგორებიც არიან: ზღვის გოჭი, სელაპი და ორი ჯიშის დელფინი.

მთები, რომლებიც შავ ზღვას გარშემო აკრავს, გამუდმებით იზრდება, ისევე, როგორც თვითონ ზღვა. განსხვავება იმაშია, რომ მთელი ასწლეულის განმავლობაში მთები მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით იზრდებიან, ხოლო ზღვა იგივე დროის განმავლობაში, 20-25 სანტიმეტრით მატულობს. ზღვის ფსკერზე გაუჩინარდა უძველესი ქალაქი ტამანი.

შავი ზღვა თითქმის არ იყინება, გამონაკლისია უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილები, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ იფარება ყინულის თხელი ფენით.

შავი ზღვის წყლები მარმარილოსა და ეგეოსის ზღვებთან შედარებით, დიდი რაოდენობით პლანქტონებს შეიცავს, ხოლო ნაპირებთან დეტრიტსა და თიხოვან ნალექებს, რაც მის მუქ ფერს განაპირობებს. შავი ზღვა ზაფხულის ბნელ ღამეებში ზოგჯერ ანათებს, განსაკუთრებული ვერცხლისფერი შუქით - ანათებენ ტალღები, რომლებიც ნაპირებს ეხეთქებიან, გრილდება წყალი, რომელიც წარმოიქმნება ნავის ხოფთან და მყვინთავი ადამიანი წყალში მანათობელ კვალს ტოვებს.

ქიცვიანი ზვიგენი - ერთადერთი ზვიგენია, რომელიც შავ ზღვაში ბინადრობს. თუმცა, სანაპიროსთან ახლოს მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია, მისი ადამიანების მიმართ შიშის გამო.

მწვანე აფთიაქი: https://bio-farmacy.com