Jump to content


ფოტო

Feeder - 2020 წლის ფიდერის სატურნირო კალენდარი


  • Please log in to reply
2 პასუხი ამ თემაზე

#1 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 05 2020 - 20:05

მოგესალმებით მეგობრებო!

 

წელს ისედაც ბევრი უცნაურობა გადავიტანეთ ყველა ჩვენთაგანმა, და ალბათ კიდევ ბევრი უცნაურობასაც გადავიტანთ. მაგრამ დიდი იმედი მაქვს საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად იქნება!


რათმქაუნდა არსებული მდგომარეობა (covid 19) დაეტყო ფედერაციის წლევანდელ საქმიანობასაც. გადაიდო ყველა მსოფლიო ჩემპიონატი სპორტულ თევზჭერაში, შესაბამისად ჩაგვივარდა ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირი - მსოფლიო ჩემპიონატი და მსოლფიო ჩემპიონატი კლუბებს შორის.

 

თითქიმს ჩავარდნამდე იყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიც, ვინაიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით სპორტული ღონისძიებების ჩატარება ივნისის ბოლოს თუ გახდებოდა შესაძლებელი. სპორტის სხვა სახეობებში ზოგან შემოდგომამდეა გადადებულია ყველანაირი ღონისძიება და ტურნირი.

საბედნიეროდ, სპორტის ეს სახეობა, რომელიც არ საჭიროებს დახურული ტიპის სავარჯიშო დარბაზებს, გასახდელებს და ა.შ. არ საჭიროებს ასეთ შეზღუდვებს და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენი ფედერაცია ამ სეზონს არ ჩააგდებს.


გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები კალენდარში - სამწუხაროდ ფედერაციის გამეგობის რესურსები (ადამიანურ რესურსს ვგულისხმობ) წელს ვეღარ გაწვდება წლის დასაწყისში დაგეგმილი კალენდარით ხელმძღვანელობას, სადაც 17 ღონისძიება იყო გაწერილი. შესაბამისად დავტოვეთ უმთავრესი ამ კალენდარში - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი.

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება ფედერაციის წევრებს შორის, სადაც დაგეგმილია 4 რეიტინგული ტურნირი, თითო მათგანი შედგება ორი ტურით. ამ ჩემპიონატის ბოლოს გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი გუნდი და საქართველოს ჩემპიონი პირად ჩათვლაში.

მე2 ლიგისთვის დაგეგმნილი ჩემპიონატი საწუხაროდ წელს აღარ ჩატარდება იმ სახით როგორც იყო ეს დაგეგმილი.

 

სამაგიეროდ ფედერაცია გთავაზოვბთ ახალ ფორმატს - FEEDER MASTERS.

 

  • FEEDR MASTERS არის ახალი მიმდინარეობა და სიახლე სპორტის ამ სახეობაში.
  •  
  • FEEDER MASTERS იქნება კომერციული, ტურნირის ბიუჯეტი 100% მოხმარდება საპრიზო ფონდს და საორგანიზაციო ხარჯებს. შესაბამისად რაც მეტი იქნება მონაწილე, მით მეტი იქნება საპრიზო ფონდი.
  •  
  • FEEDR MASTERS იქნება მასშტაბური ტურნირების სერია (წელს ასეთი იქნება ორი და შემდეგში მას აუცილებლად გავაფართოვებთ), რომელშიც მონაწილეობას შეძლებენ როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული მეთევზეები.
  •  
  • FEEDER MASTERS იქნება ერთდღიანი და ჩატარდება კვირაობით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც 3 კაციანი გუნდები, ასევე ცალკეული სპორტსმენები. (საპრიზო ფონდში გუნდს ექნება პრიორიტეტი)
  •  
  • FEEDER MASTERS იქნება ტურნირი, სადაც მნონაწილეობის მიღება ენდომება ყველას, სპორტსმენებით დაწყებული უბრალო მოყვარულებით დამთავრებული. იმიტომ რომ ეს იქნება ტურნირი, სადაც ნებისმიერი შეძლებს თავისი ძალების მოსინჯვას და თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას.
  •  
  • FEEDER MASTERS როგორც ვთვქი, იქნება სერია ტურნირებისა, ექნება თავისი დამოუკიებელი რეიტინგი და წლის ბოლოს რეიტინგით გამარჯვებული დაეპატრონება FEEDER MASTERS ის თასს
  •  

ვფიქრობ, მეორე ლიგის სპორტსმენებისთვის, რომლებსაც სურდათ ერთდღიანი ტურნირები, და ამავე დროს ეს ერთდღიანი ტურნირები სურდათ რომ ყოფილიყო დაკომპლექტებული 1ლი და მე2 ლიგის სპორტსმენებისგან, ასეთი ფორმატი იქნება სავსებით მისაღები. 

 

FEEDER MATSTERS ის საშუალებით, პარალელურად საქართველოს ორდღიანი ჩემპიონატისაგან, ჩვენ ვაყალიბებთ ახალ მიმდინარეობას, რომელსაც ექნება თვისი ადგილი სპორტული ფიდერის განვითარებაში და გპირდებით იქნება არანაკლებ აზარტული, ვიდრე ეროვნული ჩემპიონატი.

ხოლო ქვევით შეგიძლიათ გაეცნოთ წლევანდელ კალენდარს:

 

 

post-3-0-43257300-1593605985.jpg

 

 

 

 

პ.ს. გაწევრიანების განაცხადზე დეტალებს მოგაწვდით უახლოეს დღეებში

 

პ.პ.ს დაიწყეთ მზადება პირველი ეტაპისათვის, დრო ცოტაა დარჩენილი, ყველას გელოდებით 30-31 ლისზე.

 

ყველას წარმატებულ სეზონს გისურვებთ!

 
  •  

 

მიმაგრებული მინიატურები

  • ფედერაციის_2020_კალენდარი_covid_upd2.jpg

  • Gia Chit 74, maxo06, Zurabi-Mereklishvili -ს და 2 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 nodo70

nodo70

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 649 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 21 05 2020 - 18:19

Paradox-დასტურ....

აქ არა :huh: ქვემოთ ...



#3 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 22 05 2020 - 01:26

აქ არა :huh: ქვემოთ ...

კიდე დალიე ხო?