Jump to content


ფოტო

კარპ ფიშინგის მონტაჟების სადავეები


  • Please log in to reply
18 პასუხი ამ თემაზე

#1 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 14 03 2014 - 23:28

        ამჯერად გაგიზიარებთ ჩემს გამცდილებას კარპ ფიშინგის მონტაჟებში გამოყენებული წნული სადავეების შესახებ. საუბარია იმ სადავეებზე, რომლებსაც იყენებენ შესაბამის მონტაჟებში. აქაც არჩევანი საკმაოდ დიდია, ამიტომ დაინტერესებულ პირებს იმედია გამოადგებათ ეს ინფორმაცია და ის დაგროვილი გამოცდილება, რაც ჩვენთან საქართველოში არსებობს.

6phk8.jpg

         

         მონტაჟებში გამოსაყენებელი სადავეები / ძუები არსებობს 2 ძირითადი ტიპის. 1. ჩვეულებრივი, კლასიკური სადავის წნული ძუები და 2. სპეციალური დაფარვის ე.წ. COATED BRAID HOOKLINK.

  1. კლასიკური სადავის წნული ძუები, ეს გახლავთ კამუფლირებული, ძირითადად 2 ან 3 ფერში გადაწნული რბილი წნული ძუა, ეს ძუა განსხვავებულია სტანდარტული წნული ძუისგან, პირველ რიგში იმით რომ მას ახასიათებს: სწრაფი ძირვადობა, საკმაოდ კარგი შენიღბვის უნარი, ნულოვანი მეხსიერება და ნემსკავზე კვანძებში იდეალური მოჭიდება, რაც უკვანძო კვანძის მომზადების პროცესში გადამწყვეტია.

  2. სპეციალური დაფარვის ე.წ. COATED BRAID HOOKLINK, ეს გახლავთ კლასიკური სადავის წნული ძუა რომელიც გახვეულია სპეციალურ დამცავ ფენაში. ეს დამცავი ფენა იცავს წნულ ძუას ერთის მხრივ დაზიანებისაგან და მეორეს მხრივ ხელს უწყობს მონტაჟის იდეალურ პრეზენტაციას. დამცავი შრე თავისებული სიმძიმეცაა, რომელიც ფსკერზე კარგად აკრავს სადავეს და წყლის ქვეშ გადახლართვის საწინააღმდეგო ძალიან ეფექტური საშუალებაა. მონტაჟის მომზადებისას ხდება სადავის ნაწილის გაფრცქვნა ამ დამცავი ფენისგან, რომელზეც კეთდება ბოილის დამჭერი ყულფი და შემდეგ ნემსკავზე უკვანძო კვანძი.

ეხლა დავახასიათებ იმ სადავეებს, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ მონტაჟებში, რა პლიუსები და მინუსებია, რაც გამოადგება ახლად დამწყებ მეთევზეს გადაწყვეტილების მიღებისას, მაშ ასე:

  1. STRATEGY STAMINA – 25 LBS, 20M, SILT, SOFT HOOKLINK - ეს არის ძალიან რბილი და სწრაფად ძირვადი სადავე, ოპტიმალური კამუფლიაჟი 3 ფერიან კომბინაციაში, კარგი  სადავეა სტანდარტული თმიანი მონტაჟებისათვის.

  2. STRATEGY RIGID –  35LBS, 20M, SILT, EXTRA STIFF COATED HOOKLINK – ეს არის ძალიან ხისტი და სწრაფად ძირვადი დამცავი ფენის მქონე სადავე. გაცლილი ფენის შემდეგ არსებული წნულის კამუფლიაჟი აქაც 3 ფერიან კომბინაციაშია. კარგი სადავეა კომბინირებული მონტაჟებისათვის.

  3. STRATEGY INTENSE –  15LBS, 20M, SILT, SEMY STIFF COATED HOOKLINK – ეს არის  ნახევრად ხისტი და სწრაფად ძირვადი დამცავი ფენის მქონე სადავე. გაცლილი ფენის შემდეგ არსებული წნულის კამუფლიაჟი აქაც 3 ფერიან კომბინაციაშია. კარგი სადავეა კომბინირებული მონტაჟებისათვის.

  4. KORDA HYBRID – 20 LBS, 20M, SOFT COATED BRAID. – ეს არის კორდას კომბინირებული სადავე, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს წნულისა და ხისტი ძუის საუკეთესო თვისებებს. ეს სადავე შექმნილია წყალქვეშა გადაღებების შედეგად გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე და წარმოადგენს ამ ეტაპზე ერთ ერთ საუკეთესო სადავეს. არსებობს ორი ფერის, მუქი მწვანე და მუქი ყავისფერი. კარგი სადავეა როგორც სტანდარტული, ისე კომბინირებული მონტაჟებისათვის

  5. KRYSTON SNAKE - BITE – 15 LBS, 20M, ADVANCED COATED BRAID. – კრისტონის ბრენდი დღეს ითვლება  #1 მწარმოებლად სადავეების მწარმოებლებს შორის. ეს კონკრეტული სადავე ასევე წარმოადგენს დამცავი ფენით დაცულ ნახევრად ხისტ სადავეს. კარგი სადავეა კომბინირებული მონტაჟებისათვის.

  6. K KARP DYNA TEX, - 35 LBS, 16M, STIFF COATED BRAID HOOKLINK - ეს არის საკმაოდ ხისტი და სწრაფად ძირვადი დამცავი ფენის მქონე სადავე. გაცლილი ფენის შემდეგ არსებული წნულის კამუფლიაჟი აქ 2 ფერიან კომბინაციაშია. კარგი სადავეა კომბინირებული მონტაჟებისათვის.

  7. 7tndy.jpg

შეჯამების სახით, მინდა ვთქვა რომ STRATEGY STAMINA / INTENSE 2  - ჯერ გამიწყვიტა თევზმა ძალისმიერი გამოყვანისას, ამიტომ მის მიმართ ნდობა აღარ მაქვს, თუმცა ღია ფრიქციონზე ცხადია ეს არ მოხდებოდა. ნუ KORDA ჩემი ფავორიტი ბრენდია და ის ცხადია დიდი ნდობით სარგებლობს, სხვათაშორის ჯერ არ უღალატია. KRYSTON ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე ვინაიდან ამ სადავეზე ჯერ თევზი არ დამიჭერია (ახალი ნაყიდი მაქვს) და რაც შეეხება K KARP - ასევე ძალიან კარგად დავახასიათებ, ვინაიდან მომწონს მისი ხარისხი და 1 წლიან პერიოდზე საკმაოდ კარგად იმუშავა, ღალატის გარეშე!!!

9mbeg.jpg

 



#2 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 14 03 2014 - 23:43

ნიკა ძალიან სასარგებლო და კარგი ინფორმაციაა. რა მაინტერესებს შენს მიერ ჩამოთვლილი წნულების სისქე - დიამეტრები არ გაქვს მითითებული და თუ დაამატებდი დიდად გმადლობელი ვიქნებოდი (ახლაც არ ვარ ნაკლებად მადლობელი) :) :) ;)



#3 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 14 03 2014 - 23:44

და დამავიწყდა კიდევ იქნებ ფასებიც დადო თუ საიდუმლო არ არის?



#4 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 15 03 2014 - 19:21

ნიკა ძალიან სასარგებლო და კარგი ინფორმაციაა. რა მაინტერესებს შენს მიერ ჩამოთვლილი წნულების სისქე - დიამეტრები არ გაქვს მითითებული და თუ დაამატებდი დიდად გმადლობელი ვიქნებოდი (ახლაც არ ვარ ნაკლებად მადლობელი) :) :) ;)

სოსო ამ სადავეების ძირითადი ტესტი არის წონაზე გათვლილი, ამიტომ მსგავსი სადავეების ტესტი ლბს-ებით იზომება და ამ შემთხვევაში დიამეტრს მნიშვნელობა აღარ აქვს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთ სადავეებს აქვს ასევე დამატებით სპეციალური დამცავი ფენა გარედან შემოკრული, რომლის დიამეტრიც მწარმოებლის და მიხედვით ასევე განსხვავებულია,  ნუ ჩვენს ენაზე რომ ვთარგმნოთ უკვე გაფრცქვნილი სადავის მაქსიმუმი 0.3 - 1.0 მმ იქნება, მეტი არა. გაუფრცქვნელი სადავისა კი 1 მმ -ზე მეტიც კი გამოვა, მაგალითად 35 ლბს-იანი ძალიან ხისტი სადავე რომ აიღო. ამიტომაც არის, რომ მსგავსი ტიპის სასადავეებს დიამეტრი არ აწერიათ, დაფიქსირებულია მხოლოდ ლბს და მეტრაჟი.

         ფასებზე ინფო ინტერნეტშია, მწარმოებლის და მიხედვით არჩევანის დიაპაზონი საკმაოდ დიდია

 

კრისტონი

http://www.ebay.co.u...=item20e13346be

კორდა

http://www.ebay.co.u...=item337f519675

 

კ კარპის ფასები - ბიძოსთან ,,სათევზაო კლუბში"



#5 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 16 03 2014 - 16:01

სოსო ამ სადავეების ძირითადი ტესტი არის წონაზე გათვლილი, ამიტომ მსგავსი სადავეების ტესტი ლბს-ებით იზომება და ამ შემთხვევაში დიამეტრს მნიშვნელობა აღარ აქვს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთ სადავეებს აქვს ასევე დამატებით სპეციალური დამცავი ფენა გარედან შემოკრული, რომლის დიამეტრიც მწარმოებლის და მიხედვით ასევე განსხვავებულია,  ნუ ჩვენს ენაზე რომ ვთარგმნოთ უკვე გაფრცქვნილი სადავის მაქსიმუმი 0.3 - 1.0 მმ იქნება, მეტი არა. გაუფრცქვნელი სადავისა კი 1 მმ -ზე მეტიც კი გამოვა, მაგალითად 35 ლბს-იანი ძალიან ხისტი სადავე რომ აიღო. ამიტომაც არის, რომ მსგავსი ტიპის სასადავეებს დიამეტრი არ აწერიათ, დაფიქსირებულია მხოლოდ ლბს და მეტრაჟი.

         ფასებზე ინფო ინტერნეტშია, მწარმოებლის და მიხედვით არჩევანის დიაპაზონი საკმაოდ დიდია

 

კრისტონი

http://www.ebay.co.u...=item20e13346be

კორდა

http://www.ebay.co.u...=item337f519675

 

კ კარპის ფასები - ბიძოსთან ,,სათევზაო კლუბში"

გაიხარე ნიკა, მადლობა. მე მაგალითად შეიძლება ითქვას რომ წნულის მიმდევარი ვარ. რადგან ადრე ბევრჯერ მიღალატა მონომ(ეს ბნელ პერიოდში როდესაც ფორუმი და ინფომაცია ნაკლებად იყო :) ) თუმცა ახლა უკვე ვფიქრობ ნანოფილის და მონოს გამოყენებას. შენი ინფორმაციები დამეხმარება მონოსთან მიმართებაში.



#6 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 16 03 2014 - 16:26

გაიხარე ნიკა, მადლობა. მე მაგალითად შეიძლება ითქვას რომ წნულის მიმდევარი ვარ. რადგან ადრე ბევრჯერ მიღალატა მონომ(ეს ბნელ პერიოდში როდესაც ფორუმი და ინფომაცია ნაკლებად იყო :) ) თუმცა ახლა უკვე ვფიქრობ ნანოფილის და მონოს გამოყენებას. შენი ინფორმაციები დამეხმარება მონოსთან მიმართებაში.

მე წნულს ვერ მოვერგე კარგად :D რბილ და კარგ დისტანციაზე მომუშავე მონო ძუას არაფერი მირჩევნია, თუმცა კარპის მონტაჟებში თავად მონტაჟი მოითხოვს რომ გამოყენო სპეციალური წნულები,

 

დილემაა ერთი: შორ დისტანციაზე სროლა წნულით უფრო კარგად გამოდის, ამის გამო დავაწვრილე ძირითადი მონოს დიამეტრი და დღეს 0.33 მაქსიმუმ 0.35 არის ჩემი სამუშაო ძუა. ძალიან დიდია სხვაობა დისტანციაში თუნდაც 0.5 მმ სა და 0.35 მმ იან ძუებს შორის, ეს ფაქტია. აი ნანოფილზე ვერაფერს გეტყვი, არ მქონია ჯერ შეხება ამ ძუასთან



#7 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 26 11 2014 - 22:08

http://www.ebay.com/...80dc9f#shpCntId                      ამაზე რას ფიქრობთ ღირს გამოწერა? მგონი ცუდი არ არის რას იტყვით?



#8 მირიანი

მირიანი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 192 posts

პოსტი დაწერილია 26 11 2014 - 22:37

გააჩნია რისთვის...
ხისტია რაც მხოლოდ სპეციფიურ მონტაჟებში გამოიყენება.

#9 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 26 11 2014 - 23:00

სადავედ არ გამოდგება ძირვად სატყუარაზე?



#10 მირიანი

მირიანი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 192 posts

პოსტი დაწერილია 26 11 2014 - 23:11

ეს უფრო ჩოდისთვისაა ან კომბიზეც შეიძლება.
გირჩევ კანიანი :D skin აიღო რომელშიც შიგნით წნულია და გარედან სპეციალური დაფარვა.

#11 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 26 11 2014 - 23:18

აი თურმე რა   :D



#12 iraklima

iraklima
  • Members
  • 1 posts

პოსტი დაწერილია 18 01 2015 - 22:59

da ra sxvaobaa monofilshi da nanofilshi? da flurokarbonshi? fiderze romeli jobia daaxeno?



#13 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 01 2015 - 23:58

da ra sxvaobaa monofilshi da nanofilshi? da flurokarbonshi? fiderze romeli jobia daaxeno?

მეგობარო ფორუმზე ვწერთ ქართულად

რაც შეეხება ფიდერის ძუებს შეგიძლია ინფორმაცია ნახო ქვემოთ მოცემულ ლინკზე, ეს კარპის განყოფილებაა :)

http://sportfishing....ბი-ფიდერისთვის/



#14 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 01 07 2015 - 16:51

რა განსხვავებაა Korda IQ და Korda IQ2 შორის?

#15 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 01 07 2015 - 22:08

IQ 2 - უფრო რბილია ვიდრე ჩვეულებრივი IQ, ასევე წყალში უხილავობის ეფექტი უფრო მეტი აქვს, თუმცა ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი არის ძუის სირბილე



#16 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 01 07 2015 - 22:29

IQ 2 - უფრო რბილია ვიდრე ჩვეულებრივი IQ, ასევე წყალში უხილავობის ეფექტი უფრო მეტი აქვს, თუმცა ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი არის ძუის სირბილე

ააჰა ესეიგი 2 რბილია ის კი ხისტი, გამოწერას ვაპირებ და არ ვიცოდი განსხვავება ;)



#17 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 01 07 2015 - 22:53

კი აიქუ2 არის უფრო რბილი ძუა ვიდრე ჩვეულებრივი , მონტაჟებს გააჩნია სადაც საჭიროა ხისტი სადავეები იქ ჩვეულებრივი აიქუ ჯობია რომ გამოიყენო, სადაც უფრო რბილი სადავე გჭირდება იქ იყენებ აიქუ2-ს



#18 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 01 07 2015 - 23:50

კი აიქუ2 არის უფრო რბილი ძუა ვიდრე ჩვეულებრივი , მონტაჟებს გააჩნია სადაც საჭიროა ხისტი სადავეები იქ ჩვეულებრივი აიქუ ჯობია რომ გამოიყენო, სადაც უფრო რბილი სადავე გჭირდება იქ იყენებ აიქუ2-ს

გავიგე, მადლობელი  :D



#19 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 05 2016 - 20:52