საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
აცხადებს მზადებას 2020 წლის ეროვნული ჩემპიონატისთვის ტივტივით სპორტულ თევზჭერაში!
( ეტაპი 2)
ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: "ეროვნული ჩემპიონატი ტივტივით სპორტულ თევზჭერაში 2020, ეტაპი 2"
ტურნირის ჩატარების თარიღი: 21- ივნისი
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: ნადარბაზევის წყალსაცავი
ტურნირის სტატუსი: რეიტინგული ტურნირი მოქმედი სპორტსმენებისათვის
ტურნირის მიზანი: ტივტივით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და მოქმედი სპორტსმენების პროფესიონალური რეიტინგის განსაზღვრა
შეჯიბრება ჩატარდება საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ფედერაციის მიერ დამტკიცებული წესებით. ტურნირზე დაიშვებიან მხოლოდ ფედერაციაში გაწევრიანებული სპორტსმენები.
ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:
1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ტივტივის ანკესით, რომელიც აღჭურვილია ტივტივის მონტაჯით. სხვა ტიპის სიგნალიზატორები, მათ შორის ელექტრონული, აკრძალულია;
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;
3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი;
4. შეჯიბრი წარმოადგენს გუნდურ პირველობას და ასევე პირად რეიტინგს. ამიტომ სატურნირო სანაპირო ზოლი დაიყოფა 2 ზონად ზონები კი სექტორებად. თითოეულზონაში მოხვდება ყოველი გუნდის თითო წევრი. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია(მსაჯების გარდა);
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში,რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში;
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია;
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავითმ.
8. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები. მაქსიმალური რაოდენობა 12 ლიტრი. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ ხელით და შურდულით, დაკვება აკრძალულია სხვა დანარჩენი საშუალებებით.
9. დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზის ნაწილები ან ქვირითი. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. აკრძალულია პოპაპ საშუალებები,მაგალითად პენოპლასტის ბურთულები.
10. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები სიგრძით არანაკლებ 2,5 მეტრისა. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
11. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
12. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.
ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი საჯარიმო სანქციები.
ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის ჩატარების განრიგი;
ტურნირი ჩატარდება 21 ივნისს კვირას, ტურის ხანგრძლივობა 6 საათი.
6:00 შეკრება ტბაზე.
6:30 კენჭისყრა
7:00 - ზონებში შესვლა, (სექტორებში შესვლამდე დაშვებულია მხოლოდ დასაკვების მომზადება).
სექტორებში შესვლა - (მთავარი მსაჯის სიგნალის შემდეგ) – ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას!!!
სექტორში შესვლის ------ დროს მიმდინარეობს დასაკვების მომზადება, აღჭურვილობის გაშლა, ფსკერის გამოკვლევა. აკრძალულია ნემსკავიანი მონტაჟის წყალში გადაგდება. დამრღვევი სპორტსმენი დაისჯება დისკვალიფიკაციით. მსაჯის მოთხოვნის თანავე მეთევზე ვალდებულია წარმოადგინოს სათევზაო მონტაჟი შესამოწმებლად, ასაევე სიგნალამდე "დაკვების სტარტი" მსაჯთა ბრიგადა შეამოწმებს დასაკვების რაოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 ლიტრს. მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს დასაკვები სპეციალურ დანაყოფიან სათლში) 7:30 შემოწმება
7:45 დაკვების სტარტი
8:00 შეჯიბრების სტარტი
14:00 შეჯიბრების ფინიში
14:00 -15:00 აწონვა და შედეგების დათვლა
15:30 დაჯილდოვება
ყველას გისურვებთ წარმატებას!
მონაწილე გუნდები:
1. STRONG WAVE - ნიკოლოზ გარსენიშვილი & მიხეილ ფხაკაძე
2. NAVYSEALS - ზურაბ ანდრიაშვილი & გიორგი გაგოშვილი
3. FLOAT - სოსო გოგოძე & გიორგი ხამიცაშვილი
4. LUMBER FISHERMANS - არჩილ ჭინჭარაული & არჩილ შათირიშვილი
5. FISHERMAN - ირაკლი ონიკაშვილი & ლევან გელაშვილი
6. TWIN SCORPION - ლევან ფეტელავა & ვასილი კიკნაძე
7. MATCH LOVERS - ალექსანდრე უხურგუნაშვილი & გიორგი მიშელაძე
8. KINGFISHERS - ხედო ფაროიანი & გიორგი ხიზანიშვილი
9. PIRANIA - ზურაბ წეროძე & თამუნა მეზურნიშვილი
10. MARLIN - გიორგი სარაჟინსკი & გიორგი კიკალიშვილი
11. SHARKS - ნიკა გელაშვილი & დავით გენებაშვილი
12. NEMO - გიორგი თამაზაშვილი & სოსო გოგიჩაიშვილი