Jump to content


ფოტო

2020 წლის საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე (5) ეტაპი სპინინგით თევზჭერაში - "არეა კალმახი"


  • ეს თემა დაკეტილია ეს თემა დაკეტილია
4 პასუხი ამ თემაზე

#1 თასო

თასო

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 197 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 08 2020 - 23:45

2020 წლის  30 აგვისტოს ტარდება  საქართველოს ჩემპიონატის მეხუტე  ეტაპი  სპინინგით თევზჭერაში

 

ტურნირის ორგანიზატორისაქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია

საინფორმაციო მხარდამჭერისაქართველოს მეთევზეთა ფორუმი SportFishing.ge

ტურნირის ოფიციალური სახელწოდება“2020 წლის საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი - არეა კალმახი

ტურნირის ჩატარების თარიღი30 აგვისტო 2020 .

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: ქულბაქი, "მწვანე ტბა"

ტურნირის სტატუსიპროფესიონალური რეიტინგული გუნდური შეჯიბრება სპინინგით თევზჭერაში ნაპირიდან.

ტურნირის მიზანიმოქმედი სპორტსმენების რეიტინგის განსაზღვრასპინინგით თევზჭერის პოპულარიზაცია, „დაიჭირე-გაუშვის“- პრინციპის პოპულარიზაცია.
 

დებულება ტურნურის შესახებ:

შეჯიბრი ჩატარდება 8 ტურად ერთი დღის განმავლობაში.
პირველი 4 ტური დაშვებულია მხოლოდ მყარი სატყუარა (ჰარდბეით) , შემდეგი 4 ტური და ფინალები დასაშვებია სილიკონის სატყუარაც.

 

05:30 - 06:00 - შეკრება დანიშნულების ადგილას. მომზადება. ჩაი-ყავა.
06:00 – 06:40 - კენჭისყრა . ინსტრუქტაჟიწესების შეხსენება.  მონაწილე რომელიც დააგვიანებს კენჭისყრაზე დაჯარიმდება 30 ლარით.  თუ კენჭისყრის დასრულებამდე არ გამოცხადდა, მოიხსნება ტურნირიდან.
06:40 – 07:00 – სექტორებში შესვლამომზადება.

07:00 - პირველი ტურის სტარტი

07:20 - პირველი ტურის ფინიში

07:30 - მეორე ტურის სტარტი

07:50 - მეორე ტურის ფინიში

08:00 - მესამე ტურის სტარტი

08:20 - მესამე ტურის ფინიში

08:30 - მეოთხე ტურის სტარტი

08:50 - მეოთხე ტურის ფინიში

 

08:50_09:40 - შესვენებაშუალედური შედეგების დაანგარიშება

 

 

09:40 - მეხუთე ტურის სტარტი

10:00 - მეხუთე ტურის ფინიში
10:10 - მეექვსე ტურის სტარტი

10:30 - მეექვსე ტურის ფინიში

10:40 - მეშვიდე ტურის სტარტი

11:00 - მეშვიდე ტურის ფინიში

11:10 - მერვე ტურის სტარტი

11:30 - მერვე ტურის ფინიში

 

 

11:30 – 12:50 - შუალედური შედეგების დაანგარიშება და 8 მეოთხედფინალისტის გამოვლენაშესვენება.

 

12:50 - მეოთხედფინალის სტარტი

13:10 - მეოთხედფინალის ფინიში

13:20 – ნახევარფინალის სტარტი

13:40 - ნახევარფინალის ფინიში

13:50 - ფინალის სტარტი

14:10 - ფინალის ფინიში

  იმ შემთხვევაშითუ ფინალში თანაბარი შედეგი დადგაჩატარდება დამატებით 10 წუთიანი ტურები მანამსანამ არ გამოვლინდება გამარჯვებული.

 

15:00 - დაჯილდოვება

 

 

2. ტურნირში მონაწილეობა

 2.1 ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პიროვნებასგანურჩევლად სქესის,მოქალაქეობისა და აღმსარებლობისაასევე
არასრულწლოვან მეთევზეებს ვინმე სრულწლოვან პასუხმგებელი პირთან ერთადიმ შემთხვევაშითუ პასუხისმგებელი პირი ვერ ახერხებს ტურნირზე დასწრებასაუცილებელია არასრულწლოვანმა მონაწილემ ხელი მოაწერინოს მშობელს შესაბამის განცხადებაზე.
სარეიტინგო ქულები მიენიჭება მხოლოდ ფედერაციის წევრებს და გუნდებს.
 

3. რეგისტრაცია

 

3.1 ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველმა გუნდებმა განაცხადი უნდა გააკეთონ ფორუმზე (sportfishing.ge) შესაბამის თემაში.

3.2 რეგისტრაციის გაკეთების შემდგომ უნდა შემოიტანონ/გადმორიცხონ ტურნირში მონაწილეობისთვის დაწესებული მოსაკრებელი

3.3 როდესაც მოსაკრებელი ჩაირიცხებაგუნდი მოხვდება ტურნირის მონაწილეთა ოფიციალურ სიაშირომელიც განთავსდება ფორუმზე თემის პირველ პოსტში.

3.4 იმ შემთხვევაშითუ მოსაკრებლის შემოტანა გადაცდება 4.3 პუნქტში მითითებულ ვადებსგუნდი ან გუნდის ის წევრირომელმაც არ გადარიცხა მოსაკრებელიარ დაიშვება ტურნირზე.

 

4. ტურნირში მონაწილეობის მოსაკრებელი

 

4.1 ტურნირში მონაწილეობისთვის დაწესებულია მოსაკრებელი თითოეულ მონაწილეზე - ფედერაციის წევრზე - 40 ლარი.
        არაწევრზე                    - 25 ლარი

4.2 მოსაკრებლის ჩარიცხვის შემდეგ მონაწილის ტურნირზე არ გამოცხადებაან მისი მოხსნა ტურნირიდან ამა თუ იმ მიზეზის გამო არ გამოიწვევს დადებული თანხის უკან დაბრუნებას.

4.3 მოსაკრებლის შემოტანის ბოლო ვადაა 24 აგვისტო 18:00.

4.4 თანხის შემოტანა/გადმორიცხვისთვის საჭირო რეკვიზიტებია:

მიმღების ბანკითიბისი ბანკი

მიმღებისაქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია

ანგარიშის ნომერი: GE85TB7756936080100004

გთხოვთდანიშნულებაში მიუთითოთტურნირი „ 2020 ქულბაქი 4 “ , სახელი გვარი

 

5. ტურნირის წესები

5.1  ტურნირის ძირითადი ეტაპი ჩატარდება ტურად ერთი დღის განმავლობაშითითოეული ტური იქნება 20 წუთიანიწყალსატევი დაიყოფა იმდენ სექტორადრამდენი მონაწილე გუნდიც იქნებასექტორებში სპორტსმენთა განლაგება მოხდება კენჭისყრის მეშვეობითთითო სექტორში იასპარეზებს 2 სპორტსმენი მოწინააღმდეგე გუნდებიდანხმოვანი სიგნალისას სპორტსმენები სურვილის შემთხვევაში ერთმანეთს უცვლიან ადგილებსთუ ერთ მონაწილეს უნდა შეცვლაცვლა უნდა მოხდეს აუცილებლად !

5.2  აკრძალულია მეზობელ სექტორში თევზაობათუ სპორტსმენს შემთხვევით გადაუვარდა სატყუარა მეზობელ სექტორშიმან სასწრაფოდ უნდა ამოახვიოს ძუა.

5.3  ნებადართულია მეზობელი სექტორიდან თევზის გამოყვანა თუკი ის დაჯდა სპორტსმენის სექტორშითუმცა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მეზობელ სექტორში მოასპარეზე სპორტსმენს.  თუ ხელი შეუშალათევზი არ ჩაითვლება !
5.4  
ნებადართულია მხოლოდ სპინინგის მეთოდით თევზაობა.

5.5  ერთზე მეტი სატყუარის ერთდროულად გამოყენება აკრძალულია.

სანქციამიმდინარე შედეგის ანულირება

 

5.6  მომდევნო ეტაპზე გადასული სპორტსმენების განსაზღვრა მოხდება 8 ეტაპის

შეჯამებული ქულების მიხედვით.
5.7  იმ შემთხვევაში როცა მონაწილეთა რაოდენობა არის კენტიკენჭისყრის შედეგად დადგინდება ყოველ ტურში რომელი მონაწილე  აღმოჩნდება მეტოქის გარეშე.

კენტი სპორტსმენის“  მეტოქედ ჩაითვლება მის მარჯვნივ სექტორშიტურის დაწყებისას მის მხარეს მდგომი სპორტსმენი და მისი შედეგები შეფასდება იმ სპორტსმენთან მიმართებაში.
სექტორირომელშიც მოხვდება „კენტი სპორტსმენი“, გაიყოფა შუაშისპორტსმენს თევზაობის არეალი შეეზღუდება სექტორის იმ ნახევრითრომელშიც სურბვილისამებრ დაიწყებს ტურს. 10 წუთის შემდეგ იგი მოახდენს მხარის შეცვლას სექტორში (აუცილებელია).
 
ტურის დასრულების შემდეგ  „კენტი სპორტსმენი“  აღრიცხვის ბლანკში შესაბამისი გრაფის მონიშვნით დააფიქსირებს რომ იგი ასპარეზობდა კენტად და შეავსებს საკუთარ შედეგსზემოთ აღნიშნული წესით განსაზღვრულ მეტოქის შედეგთან ერთად.

 

5.8 მონაწილეს ეკრძალება:

იმ სექტორის ფარგლებს გარეთ თევზაობარომელშიც არის განთავსებული
სანქცია-1 ქულა
თევზჭერის ზონის დატოვება
სანქციაგანისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.

სხვა სპორტსმენებისგან რაიმე სახის დახმარების მიღება
სანქციაგანისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.

სექტორის შეცვლისას თავისი პირადი ნივთების მიტოვება
სანქციაგანისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.

ჩოგან-ბადის გარეშე თევზაობა
სანქციატურნირიდან მოხსნა.

ჩოგან-ბადის თევზთან ერთად ძირს დადება
სანქციათევზი არ ჩაითვლება.

თევზის ამოყვანა წყლიდან ჩოგან-ბადის გარეშე
სანქციათევზი არ ჩაითვლება.

ორკავისსამკავის ან ენიანი ერთკავის გამოყენება. (დაშვებულია მხოლოდ უენო ერთკავიქარხნული ბარბლესიდაქლიბული კავები არ დაიშვება !!!)
სანქცია-3 ქულა.

*  ნებადართულია მხოლოდ სილიკონის  ჩოგანბადის გამოყენება.
სანქცია:  ტურნირზე არ დაიშვება

ნებისმიერი სახის ბეწვეულით აღკაზმული ნემსკავების გამოყენება.
სანქცია-3 ქულა.

ყანყალებზე ან ტრიალებზე სილიკონის წამოცმაასევე ერთზე მეტი ნემსკავით აღკაზმვა.
სანქცია-3 ქულა.
 

* ჯიგ-რიგის გამოყენება.
სანქცია-3 ქულა.

ნებისმიერი სახის მოსაჩვევის გამოყენება ( მათ შორის ქვიშისა და კენჭებისა)
სანქცია-5 ქულა .

 

ბუნებრივი სატყუარის გამოყენება.
სანქცია:  -10 ქულა.
 

 

5.9  - გამარჯვებულის გამოვლენა

5.9.1 - ტურნირის მონაწილეებს ყოველი 20 წუთიანი ტურის დამთავრებისას ენიჭებათ შესაბამისი ქულები.
5.9.2  - 
თუ სპორტსმენმა წააგო ტური , მას მიენიჭება 0 ქულა.
5.9.3 -  
ნულოვანი ფრეს (0-0) შემთხვევაში ორივე სპორტსმენს ენიჭება 1-1 ქულა.
5.9.4 -  
დადებითი რეზულტატით ფრეს შემთხვევაში (4-4, ან 5-5) ორივე სპორტსმენს ენიჭება 1.5-
5.9.5 -  
ტურის მოგების შემთხვევაში გამარჯვებულ სპორტსმენს ენიჭება 3 ქულა.
5.9.6 -  8 
ტურის დამთავრების შემდეგ ვლინდება გამარჯვებული 8 მეოთხედფინალისტიგამოვლენა ხდება ყველა ტურში მოგროვებული ქულების დაჯამებით - ვისაცმეტი ქულა აქვსიკავებს მაღალ ადგილს ცხრილშიიმ შემთხვევაშითუ ქულათა თანაფარდობაა,იმარჯვებს ის სპორტსმენივინც მეტი თევზი დაიჭირა ყველა ტურის განმავლობაშითუკი ეს მაჩვენებელიც თანაბარია იმარჯვებს ის სპორტსმენი რომელმაც ბოლო  ტურში დაიჭირა მეტი თევზიამ მაჩვენებლების თანხვედრის შემთხვევაში ინიშნება კენჭისყრა.
5.9.7 - 
მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებიან გამარჯვებული სპორტსმენები შემდეგი პრინციპით: 1 ადგილზე გასული ხვდება მე-8 ადგილზე გასულსმე-2 ადგილზეგასული მე-7 ადგილზე გასულს და ასე შემდეგ.
5.9.8 -  
საფინალო დუელებში ქულების მინიჭებისას მოქმედებს იგივე წესებირაც ძირითად ტურებშიხოლო მომდევნო ეტაპზე (ნახევარფინალში და ფინალში)გადადის მხოლოდ გამარჯვებული სპორტსმენიმეოთხედფინალში ფრეს შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ სპორტსმენსრომელსაც თავდაპირველ სიაში უფრო მაღალი ადგილიეკავამაგალითადერთმანეთს ხვდება მე-4 და მე-5 ადგილზე გასული სპორტსმენებიფრეს შემთხვევაში ასპარეზობას გამოეთიშება მე-5 ადგილოსანი,ხოლო მომდევნოეტაპზე გადავა მე-4 ადგილზე მყოფი.
5.9.9 -  
ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდებიან გამარჯვებულები 1-8 და 3-6, 2-7 და 4-5 წყვილებიდანსაიდანაც გადადის 4 სპორტსმენიხოლო ფინალში ამ ოთხიდან ორინახევარფინალშიც ფრეს შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ სპორტსმენს,რომელსაც თავდაპირველ სიაში უფრო მაღალი ადგილი ეკავა
5.9.10  - 
ფინალში და ასევე მე-3 ადგილისთვის შეჯიბრში ფრეს შემთხვევაში გამარჯვებულის გამოსავლენად ინიშნება დამატებით 3 ნახევარტურიანი(10 წუთიანირაუნდები მანამ,სანამ რომელიმე ფინალისტი არ გაიმარჯვებს ერთი თევზით მაინცდამატებითი რაუნდების გასამართ სექტორებს ირჩევს მთავარი მსაჯი პირადიშეხედულებისამებრთუკი დამატებით 3-ვე ტურშიც დადგა თანაბარი შედეგიგამარჯვებული გამოვლინდება .ოქროს თევზის დაჭერით.

5.10 
წესების დარღვევის შემთხვევაში მთავარ მსაჯს ან მსაჯთა კოლეგიას შეუძლია გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები:

შეჯიბრიდან მოხსნა
ქულების ანულირება
დაჯარიმება



6. ნადავლის ჩათვლა

6.1 - ჩასათვლელად მიიღება მხოლოდ კალმახიტურნირი იმართება „დაიჭირე-გაუშვი“- პრინციპის დაცვითჩათვლა ფიქსირდება მხოლოდ მას შემდეგრაც თევზი იქნება დაფიქსირებული ჩოგან-ბადეში და უკან წყალსატევში გაშვებულიროდესაც თევზს დაიჭერს მონაწილეიგი უნდა დარწმუნდესრომ მისი ნადავლის აღწერა მოხდა მსაჯის ან მეტოქის მიერ.  იმ შემთხვევაშითუ სპორტსმენს თევზი ამოუვარდება ჩოგან-ბადედან და იგი ძირს დაეცემამისი დაჭერა არ დაფიქსირდება და იქნება ანულირებულიდაჭერილი თევზი ისე უნდა იქნას ნემსკავისგან გათავისუფლებული და გაშვებული უკან წყალსატევშირომ არ მოხდეს მისი ჩოგან-ბადიდან ამოყვანაჩოგან-ბადეში მოთავსებული თევზის ხელში აყვანა დაუშვებელია
ბადის გარედან თევზის ხელის ხლებაც დაუშვებელია.
მნიშვნელოვანი ნიუანსითევზი ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაშითუკი ჩოგანბადეში მისი დაფიქსირება მოხდა ტურის საფინალო სიგნალამდეხოლო მისიგაშვება წესების დაცვით შესაძლებელია სიგნალის შემდეგაც!
6.2 - თევზის ჩათვლაში მიდის იმ შემთხვევაშითუკი მისი ჩოგანბადეში შეყვანისას და აგრეთვე გაშვებისას ჩოგანბადის რკალირომელზეც დამაგრებულია  ბადე ეხება წყალსწინააღმდეგ შემთხვევაში თევზი არ ჩაითვლება.
6.3 - 
იმ შემთხვევაშითუკი ნემსკავისგან განთავისუფლებისას თევზი დაზიანდამონაწილე ვალდებულიააცნობოს მსაჯს თევზის ამოღების შესახებგაათავისუფლოს ნემსკავისგანმოათავსოს წინასწარ გამზადებულ პარკში და ჩააბაროს მსაჯსმხოლოდ ამის მერე განაგრძოს თევზაობა.
6.4 
-  ჩათვლადია 3 დაზიანებული/მკვდარი თევზი მთლიანი ტურნირის განმავლობაშიფინალების ჩათვლითთუ ტურნირი ორ დღიანიათითო დღეზე დასაშვებია 3 მოკლული თევზიყოველი შემდეგი არ ჩაითვლებაამასთან ორგანიზატორი იხდის მხოლოდ 2 თევზის საფასურს.   *** თითო მოკლულ თევზზე სპორტსმენი იხდის 3 ლარს.
6.5 - თევზი ჩათვლადიათუკი ნემსკავი დაფიქსირებულია პირში ან თავის მიდამოებშითავის საზღვარი ითვლება ლაყუჩამდე.
6.6 - 
თუკი თევზს დაჭერისას პირში ან თავის მიდამოებზე აქვს 2 ან მეტი სპორტსმენის სატყუარის ნემსკავითევზი არ ითვლებახოლო თუკი 1 ნემსკავი პირში/თავისმიდამოში ხოლო მეორე ტანზე/ფარფლებზეთევზი ეთვლება სპორტსმენს რომლის სატყუარის ნემსკავიც არის დაფიქსირებული პირში/თავის მიდამოში.


7.  ტურნირის ზოგადი წესები:

7.1 - კენჭისყრაში მონაწილეობის რიგითობა განისაზღვრება რეგისტრაციის ძირითადი სიის მიხედვითრომელიც მოცემული იქნება ფორუმზე შესაბამის თემაში
7.2 - წყალში შესვლა აკრძალულია
სანქცია-3 ქულა.
7.3 - თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ხელოვნური სატყუარების გამოყენებითხელოვნურად ნაქსოვი მწერის იმიტაციების გამოყენება აკრძალულია.
სანქცია-3 ქულა.
7.4 - სატყუარის (მათ შორის სილიკონისდასამძიმებლად ნებადართულია თავდამძიმებული ნემსკავების ან .. “ჩებურაშკა”-სტიპის სიმძიმეების გამოყენებარომელსაცუშუალოდ უნდა ებმოდეს სატყუარადაუშვებელია ამ მიზნით თავად ძუის დამძიმება ნებისმიერ ადგილას.
სანქცია-3 ქულა.
7.5 - ნემსკავის მიმაგრება სატყუარაზე დამატებითი ძაფით.ასისტით.
სანქცია-3 ქულა.
7.6 - სპორტსმენს შეუძლია თან ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სპინინგირომელიც უნდა განათავსოს იმ სექტორში,რომელშიც თევზაობს.
7.7 - 
დაუშვებელია შეჯიბრის მსვლელობისას სპორტსმენს თან ახლდეს გარეშე პირი - მხოლოდ მსაჯს აქვს უფლება მიუახლოვდეს მონაწილეს.
7.8 - 
დაუშვებელია ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერების მიღებაან მისი ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება ტურნირზე.
სანქციატურნირიდან მოხსნა.

   ყურადღება !  მონაწილე რომელიც არ დაესწრება ( გარდა საპატიო მიზეზისატურნირის ფინალურშემაჯამებელ ეტაპს და დაჯილდოებასიგი არ დაიშვება მომავალ ტურნირზე !
  

 Внимание! Участник, который не будет присутствовать на финальном этапе турнира (за исключением уважительных причин), не будет допущен на следующий турнир !

 

 კერძო ან იურიდიული პირების მიერ დაწესებული
ნებისმიერი წამახალისებელი ნომინაცია და პრიზი დიდი სტიმულია თითოეული სპორტსმენისთვის !


ურნირის სპონსორებია :

იაპონური ონლაინ მაღაზია DIGITAKA

 

7844d3b3cea6.png

 

 

უკრაინული კომპანია               FRESHLURES

 

3bc828ec60c3.png

 

უკრაინული კომპანია                            CRAZY FISH

20cbe9e4a93a.jpg

 

 


 

ტურნირში მონაწილეთა სია:

1. ნიკოლოზ ორჯონიკიძე.


2. გიორგი ზუბაშვილი.


3. Crazy Trout

     თორნიკე კოპალიანი

4. 
SHARK RAIDER
     მერაბ კაჭარავა
    თორნიკე ნუცუბიძე

5. 
Stream Predators

      გიორგი ტურაშვილი
    ლაშა გრიგალაშვილი


6.   Mykola Butyrin

7.   Yevgenii Golubov

8. გია გურგენაძე

9.  საბა გოგუა

10. Area Masters

      თემო დანელია
      დიმა ტურაბელიძე

 

11.  weekend fishers სიმონ

        მინდია ღაღანიძე
         


12.   Kutaisi Fishers

         ზურა კუხიანიძე 

         მიშა კაპანაძე 

 

13.   zastava-spin

         ბესიკ სვანიძე

         ზაალ საკანდელიძე


  • ვანო მეხრიშვილი likes this

#2 GiaGiorgi

GiaGiorgi

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 16 posts

პოსტი დაწერილია 22 08 2020 - 17:50

გია გურგენაძე


  • თასო likes this

#3 bigmisha

bigmisha

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 69 posts
  • ადგილმდებარეობა
    ქუთაისი

პოსტი დაწერილია 25 08 2020 - 10:33

მიშა კაპანაძე
ზურა კუხიანიძე

#4 bigmisha

bigmisha

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 69 posts
  • ადგილმდებარეობა
    ქუთაისი

პოსტი დაწერილია 25 08 2020 - 10:44

მინდია ღაღანიძე

#5 თასო

თასო

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 197 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 09 2020 - 08:33

816df3f5567b.jpg
 
7015e3e6dbd5.jpg
 
9ae3361285c0.jpg
 
1800ead52043.jpg
 
8cf038f18f24.jpg
 
a18a30a7524e.jpg
 
d194a047ed8a.jpg
 
451ac145c3c4.jpg