ეს ფასიანი მეურნეობა მდებარეობს ქუთაისიდან 15 კმ-ში კოპიტნარის აეროპორტის კენ..
შეიცავს 3 ტბას - ერთი ცისარტყელოვანი კალმახით, მეორეში არის გაშვებული ქარიყლაპია, კორჩილა და ლოქო, მე-3 - მშვიდობიანი თევზი - გოჭა, ამური და სქელშუბლა.
თევზაობის ღირებულება 10 ლარი, დაშვებულია თევზაობა "დაიჭირე-გაუშვი" მეთოდით, მაგრამ:
1. კალმახის გაშვება შესაძლოა მხოლოდ თუ მეთევზე თევზაობს სპინინგით მხოლოდ ე.წ. hardbait-ბით (ანუ ვიბლერებით და პრიალებით) ან შოლტით. სატყარები უნდა იყვნენ უენო ცალკავებით. სილიკონის სატყუარების გამოყენება ამ შემთხოვაში აკრძალულია.
2. ქარიყლაპიის, კორჩილის და ლოქოსი წამოღება აკრძალულია (მხოლოდ "დაიჭირე-გაუშვი" მეთოდით),
თუ მეთევზეს უნდა კალმახის წამოღება, შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი სატყუარა და 1 კილო კლმახის ღირებულება იქნება 14 ლარი.
დამატებითი ინფო შეიძლება გაიგოთ მეურნეობის ადმინისტრაციასთან..