საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
აცხადებს მზადებას 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატისთვის ტივტივით სპორტულ თევზჭერაში!
( ეტაპი 2)
ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: "ეროვნული ჩემპიონატი ტივტივით სპორტულ თევზჭერაში 2021 ეტაპი 2
ტურნირის ჩატარების თარიღი: 27- ივნისი
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: სიონის წყალსაცავი
ტურნირის სტატუსი: რეიტინგული ტურნირი მოქმედი სპორტსმენებისათვის
ტურნირის მიზანი: ტივტივით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და მოქმედი სპორტსმენების პროფესიონალური რეიტინგის განსაზღვრა
შეჯიბრი ჩატარდება საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის მიერ დამტკიცებული წესებით. ტურნირზე დაიშვებიან მხოლოდ ფედერაციაში გაწევრიანებული სპორტსმენები.
ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:
1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ტივტივის ანკესით, რომელიც აღჭურვილია ტივტივის მონტაჟით. სხვა ტიპის სიგნალიზატორები, მათ შორის ელექტრონული, აკრძალულია;
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონები დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;
3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი;
4. შეჯიბრი წარმოადგენს გუნდურ პირველობას და ასევე პირად რეიტინგს. ამიტომ სატურნირო სანაპირო ზოლი დაიყოფა 3 ზონად ზონები კი სექტორებად. თითოეულზონაში მოხვდება ყოველი გუნდის თითო წევრი. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია(მსაჯების გარდა);
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში,რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში;
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია;
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავითმ.
8. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები. მაქსიმალური რაოდენობა 15 ლიტრი. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ ხელით და შურდულით, დაკვება აკრძალულია სხვა დანარჩენი საშუალებებით.
9. დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზის ნაწილები ან ქვირითი. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. აკრძალულია პოპაპ საშუალებები,მაგალითად პენოპლასტის ბურთულები.
10. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები სიგრძით არანაკლებ 2,5 მეტრისა. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
11. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
12. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.
ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი საჯარიმო სანქციები.
ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის ჩატარების განრიგი;
ტურნირი ჩატარდება 27 ივნისს კვირას, ტურის ხანგრძლივობა 5 საათი.
შეკრება 6:00.
კენჭისყრა ონლაინ 26 ივნისს 19:00
ზონებში შესვლა 7:00 (სექტორებში შესვლამდე დაშვებულია მხოლოდ დასაკვების მომზადება).
სექტორებში შესვლა - (მთავარი მსაჯის სიგნალის შემდეგ) – ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას!!!
სექტორში შესვლის ------ დროს მიმდინარეობს დასაკვების მომზადება, აღჭურვილობის გაშლა, ფსკერის გამოკვლევა. აკრძალულია ნემსკავიანი მონტაჟის წყალში გადაგდება. დამრღვევი სპორტსმენი დაისჯება დისკვალიფიკაციით. მსაჯის მოთხოვნის თანავე მეთევზე ვალდებულია წარმოადგინოს სათევზაო მონტაჟი შესამოწმებლად, ასაევე სიგნალამდე "დაკვების სტარტი" მსაჯთა ბრიგადა შეამოწმებს დასაკვების რაოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 ლიტრს. მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს დასაკვები სპეციალურ დანაყოფიან სათლში) დასაკვების შემოწმება 8:00
დაკვების სტარტი 8:45
შეჯიბრების სტარტი 9:00
შეჯიბრების ფინიში 14:00
აწონვა და შედეგების დათვლა 14:00-16:00
დაჯილდოვება 16:30
ყველას გისურვებთ წარმატებას!
მსაჯები:
მთავარი საჯი - ბესიკ ხეცურიანი
ზონის მსაჯი - ლაშა გარსენიშვილი
ზონის მსაჯი - დათო სეროფიანი
მონაწილე გუნდები:
1. PIRANIA - თამუნა მეზურნიშვილი - ზურა წეროძე - ირაკლი ონიკაშვილი.
2. THUNDER - არჩილ ჭინჭარაული - გიორგი გაგოშვილი - სერგი გაგოშვილი.
3. THREE X - ლაშა აბულაშვილი - გიორგი ირემაშვილი - გიორგი თამაზაშვილი.
4. MATCH LOVERS - გიორგი მიშელაძე - ალექსანდრე უხურგუნაშვილი - სოსო გოგოძე.
5. GODS OF RODS - ზურაბ ანდრიაშვილი - ლევან ფეტელავა - თამაზ ქევხიშვილი.
6. MARLIN - გიორგი სარაჟინსკი - ბეჟო ღვდელაძე - გიორგი კიკილაშვილი.
7. CRAZY FISHERMEN - ლაშა ჯანაშია - ვიტალი მუშუკია - ოთარ ფარულავა.
8. STRONG WAVE - მიშა ფხაკაძე - ნიკოლოზ გარსენიშვილი - ხედო ფაროიანი.
9. SHARKS - ნიკა გელაშვილი - დავით გენებაშვილი - გიორგი ბიბილური.
10. AQUA SLAYERS - მირზა გერლიანი - გიორგი ჩხვიმიანი - დავით ტატიშვილი.
11. BLACK FISH - თამაზ კოჩოიანი - თენგიზ ჭკადუა - ალექსანდრე გუჟევი.
12. THE LUCKY ONES - გიორგი ოქროპირიძე - დავით ურუშაძე - დავით ხიზანაშვილი.