Jump to content


ფოტო

ფიდერი VS ტივტივა


  • Please log in to reply
289 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 04 2014 - 23:46

16 თებერვალს კიევში შედგა უსასტიკესი დუელი – ფიდერი შტეკერის წინააღმდეგ.

დუელანტები – სერგეი პოპოვი (ფიდერი) და დმიტრი ბორსუკი (ტივტივა).

ღონისძიების ამოცანა იყო ორი პიოპულარული სპორტული სტილის შედარება წვრილი თევზის სწრაფი ჭერის პირობებში.

 



#2 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 17 04 2014 - 00:06

ისე საინტერესო იქნება აქაც რო დავნიშნოთ ეგეთი დუელი. აბა ვის გინდათ გესროლოდ თეთრი ხელთათმანი? :D  :D მე ტივტივის მონტაჟით გამოვალ. :D


  • SCORPIONS likes this

#3 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 17 04 2014 - 09:00

გამარჯობა თენგო, მაგრად კი ვისიამოვნე, მაგრამ მე-2-ე ნაწილი ვერსად ვნახე, :) როგორ დამთავრდა შერკინება ? გვაჯობეს ტივტივ-შტეკერისტებმა ? ;)



#4 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 17 04 2014 - 16:06

გამარჯობა თენგო, მაგრად კი ვისიამოვნე, მაგრამ მე-2-ე ნაწილი ვერსად ვნახე, :) როგორ დამთავრდა შერკინება ? გვაჯობეს ტივტივ-შტეკერისტებმა ? ;)

დავით, ეგ მეც მაწუხებს :) ალბათ მალე დადებს სერგეი, ხალხი ითხოვს. ამონტაჟებენ როგორც ჩანს.


  • kvipriane likes this

#5 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1583 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 17 04 2014 - 20:43

არ მომწონს რა ეს შტეკერი და მომკალი თუ გინდა ისე საინტერესოა ვინ აჯობებს



#6 goxnari

goxnari

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 80 posts

პოსტი დაწერილია 17 04 2014 - 20:53

მე მყავს მეგობარი.გადაცემა ნახა და ვსიო მორჩა ჩემი თევზაობა ყველა სხვა სტილითო,უეჭველი შტეკერზე გადავალო.ბაზარი არ არის საინტერესო სტილია და შედეგიანიც მარა გაწიე გამოწიე მგრუზავს თან უმეტეს შემთხვევაში ჩვენთან  ვერ გამოიყენებ(ჩემი აზრი ასეთია)



#7 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 17 04 2014 - 20:56

თან ძაან ძვირი სიამოვნებაა ვიდრე ჩვეულებრივი თევზაობა.  :)  ;)



#8 goxnari

goxnari

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 80 posts

პოსტი დაწერილია 17 04 2014 - 21:00

კიიი გეთანხმებიიი 100% :)



#9 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 17 04 2014 - 21:24

ერთი კაი კრაზი უნდა მაგ შტეკერს :)



#10 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1583 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 17 04 2014 - 21:36

მე სათევზაოდ დავდივარ რომ დავისვენო, თუ მთელი დღე ეგ არმატურები გავწიე წინ და უკან ეგეთი დასვენების.................. :)


  • Jano, კობა ლაფაჩი და შოთა-ს მოეწონა ეს

#11 goxnari

goxnari

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 80 posts

პოსტი დაწერილია 17 04 2014 - 21:58

:D :D :D :D



#12 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 04 2014 - 00:47

შტეკერული ანკესის წონა სულ 250 გრამია და რამდენიმე ათასი ევრო შეიძლება ღირდეს. მსოფლიოში სულ 2 თუ 3 ფირმა ამზადებს. ერთადერთი სათევზაო სტილია, რომელსაც არ ყავს მოყვარული მეთევზეები, ყველა ვინც შტეკერით თევზაობს, სპორტსმენია, რადგან ძალიან რთული და დელიკატური თევზჭერის მეთოდია. ითვლება ერთ–ერთ ყველაზე შედეგიან მეთოდად, როცა საუბარია თევზის სწრაფ ჭერაზე, რადგან ნამდვილი "წერტილოვანი" დაკვება მხოლოდ შტეკერითაა შესაძლებელი. მოკლედ ნახეთ შეტეკერის შესახებ სატატიები ჩვენს ფორუმზე. მეც თავიდან ძალიან მოუქნელი და რაღაც ზედმეტად ხელოვნური სტილი მეგონა, მაგრამ მერე გავიგე, რომ მსოფლიო სათევზაო სპორტში ძალიან დიდ პატივს სცემენ შტეკერისტებს. შტეკერით თევზაობა მთელი მეცნიერებაა – ხომ ნახეთ ტიპმა 4 ეტაპად დაასველა დასაკვები რომ სათანადო კონდიციამდე მიეყვანა.


  • goxnari and ვანო მეხრიშვილი-ს მოეწონა ეს

#13 კობა ლაფაჩი

კობა ლაფაჩი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 473 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 18 04 2014 - 19:46

mgoni eg tevzaoba ki ara mushaobaa :D

 

კობა ფორუმზე ინგლისური ასოებით წერა აკრძალულია. გთხოვთ გამოიყენოთ ქართული შრიფტი!



#14 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 05 2014 - 18:16

ცნობილი დუელის მეორე, დასკვნითი ნაწილი :)


  • Gia Chit 74 and giga_bai-ს მოეწონა ეს

#15 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 07 05 2014 - 10:56

მდაააა :) ... პოპოვი 808 გრამი, ბორსუკი 2კგ და 25 გრ. ;;; ...... დაანგრია როგორც სჩანს :) .... 

ჩვენი ტივტივისტები უნდა გამოვიწვიო "დუელში" ... 

აბა, ტივტივისტებო სურვილი რომელს გაქვთ ? ;) 



#16 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 05 2014 - 11:43

ჩემი აზრით თავიდანვე არასწორი შეჯიბრი იყო---შტეკერისტვის იყო ზუსტად ის პირობები რისთვისაც შტეკერია საჭირო,ახლო მანძილზე ზუსტი და წერტილოვანი დაკვებით თევზის ძალიან დელიკატური და სპორტული ჭერა,რაც შეეხება ფიდერს---გასაგებია,რომ ფიდერი არის საკვებურით ფსკერიდან ჭერის მეთოდი,მაგრამ არა ასე ახლო დისტანციაზე და ასე წვრილ თევზზე,თან --თითქმის შტეკერის დისტანციაზე..პოპოვი კვებავს საკვებურით და ის ტიპი კი იმხელა ჯამით,ის ერთი ჯამი პოპოვის ალბათ 10-ჯერ გადაგდებასნიშნავს.ასევე შტეკერი ხელითაც კვებავს,ფიდერისთვის კი ეს დაუშვებელია,ადგილიც ისეთი იყო შერჩეული რომ დიდი თევზი არ არის იმ მონაკვეთში.ასეთ წვრილ თევზთან მუშაობა კი ტივტივით რომ უფრო მომგებიანია ყველა დამეთანხმება. ამ შეჯიბრზე---ფიდერი შევიდა შტეკერის-ასე ვთქვათ "სახლში" სათევზაოდ და რათქმაუნდა წააგებდა.შტეკერი ვერ შეეჯიბრება ფიდერს უფრო შორ მანძილზე თევზაობისას ანუ ფიდერს შეუძლია შტეკერის "სახლში" შევიდეს,შტეკერს კი ფიდერის მისამართიც არა აქვს ჯერ გაგებული :) :) :) ასე რომ ფიდერმაც და შტეკერმაც თავთავიანთ  მამიდებს მიხედონ   :) :) :)



#17 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 05 2014 - 12:02

აბა, ტივტივისტებო სურვილი რომელს გაქვთ ?

 

რახან თეთრი ხელთათმანი გამოისროლე, მე შეგეჯიბრები დავით :D თან აზარტისთვის კაი ნიძლავს გიდებ. :D  :D

 

პ.ს. დათქვი დრო ადგილი და მე მოგყვები. :)



#18 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 05 2014 - 12:14

ასე რომ ფიდერმაც და შტეკერმაც თავთავიანთ  მამიდებს მიხედონ   :) :) :)

:D :D :D



#19 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 07 05 2014 - 12:19

რახან თეთრი ხელთათმანი გამოისროლე, მე შეგეჯიბრები დავით :D თან აზარტისთვის კაი ნიძლავს გიდებ. :D  :D

 

პ.ს. დათქვი დრო ადგილი და მე მოგყვები. :)

არა ბატონო ოთარ !!! ;) შენ ფიდერ-მენი ხარ !!! :) მე ტივტივისტები გამოვიწვიე თავისუფალი სტილის შეჯიბრში 

გეტყვი რატომ შენ არა, - მერე იტყვიან ორივე ფიდერის მოყვარული იყო და ძალით წააგებინეს ტივტივასო ;)

ამიტომ !!! ვიწვევ დუელში ტივტივის მოყვარულს, გინდაც პროფესიონალს ჩემო ბატონო.

ნადარბაზევზე საუცხოო ადგილია ფიდერისთვისაც და ტივტივისთვისაც. ვინ მიიღებს გამოწვევას ვნახოთ ;)

ტივტივისტებო ველი თქვენს პასუხს  !!!


  • don04 and ვანო მეხრიშვილი-ს მოეწონა ეს

#20 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 05 2014 - 12:26

დავით--ყველამ ტივტივით დავიწყეთ და ყველას შემოგვრჩა როგორც სიყვარული ტივტივის ასევე საკმაო ცოდნა--ჩემი დახასითება სულაც არ სჭირდება ბატონ ოთარს--ყველამ ვიცით როგორი გამოცდილი მოთევზავეა.ასე რომ, გირჩევ მიიღო ოთარის შემოთავაზება-ნადარბაზევი მართლაც რომ კარგი ადგილია ამ შეჯიბრისთვის და რახან ოთარმა მიიღო გამოწვევა ესე იგი იცის რაზეც მიდის,საინტერესო  იქნება და არამგონია მარტო თქვენ დაესწროთ მაგ პროცესს :)  :)  :)