Jump to content


ფოტო

GigaG -ს ჩანაწერები


  • Please log in to reply
116 პასუხი ამ თემაზე

#1 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 04 2014 - 19:40

საგაზაფხულო ტურნირი "კუმისი 2014"
 

12 აპრილისთვის ადრევე დავიწყეთ მზადება, ტურნრიამდე 2 ასვლა მოვასწარით კუმისზე მე და ჩემმა გუნდელებმა - 6 აპრილს და 9 აპრილს.
 
პირველ ასვლაზე (6 აპრილი) ყველა ჩვენი სტრატეგიით ვთევზაობდით, ვინ შორს, ვინ ახლოს. სხვადასხვა მონტაჟებით, ყველას სხვადასხვა საკვები გვქონდა. საღამოს რომ გავაანალიზეთ შედეგები, ასეთი დაკვნა გამოვიტანეთ: ჩარტყმები იყო ძირითადად წიტელ ჭიაზე, ან წითელი და თეთრი ჭიის ბუკეტზე, ნემსკავი 16 ნომერი ყველაზე შედეგიანი, სადავეები დაახლოებით 50-80სმ. დისტანცია საშუალო (30-40 ბრუნი), შორს აზრი არ ქონდა. არც ძალიან ახლოს. 
 
მეორე ასვლაზე (9 აპრილი) ისეთი ქარი იყო რომ ჩაის დალევის მეტი ვერაფერი გავაკეთეთ. ჩარტყმა საერთოდ არ გვქონია. მეზობლებმა- პროფიშერის გუნდმა კი შესძლო რამოდენიმე კარჩხანის, საზანის ლიფსიტის და ხრამულის დაჭერა... მოკლედ მეორე ვარჯიში სრულიად უშედეგო აღმოჩნდა ჩვენთვის.
 
ტურნირის წინ სტრატეგია ერთად დავსახეთ ბიჭებმა, გვონდოდა რომ ზუსტად გვცოდნოდა როდის რა უნდა გაგვეკეთებინა.
 
სტრატეგია ასეთი გვქონდა - ორი სხვადასხვა ბაზა, ორივე ნეიტრალური და ყოველგვარი მსხვილი ფრაქციისგან გამოცლილი. რისთვისაც სპეციალურად ვიყიდეთ წვრილი საცერი.
 
ბაზა 1: კოპტონის ფხვნილი + ქატო + ჰერკულესი + საფანელი. 
ბაზა 2: სალმოს დასაკვები "კარჩხანის" + კოპტონის ფხვნილი
 
გვქონდა მშრალი ვაი არომატები: ქინძი და თუ არ ვცდები კვლიავი. საჭიროებისამებრ უნდა დაგვემატებინა პორცია პორცია საკვებურში დატენვის დროს და გვენახა შედეგს გამოიღებდა თუ არა.
 
რაც შეეხება მსხვილ ფრაქციას, გვქონდა ტეთღი და წითელი ჭია, რომელსაც ასევე საჭიროებისამებრ დავამატებდით პირდაპირ საკვებურში.
 
დაკვებით უნდა დაგვეკვება 2 დისტანცია, შორი და საშუალო. და შემდეგ გვენახა სად წამოვიდოდა თევზი.
სალმო წინასწარ გავამზადე სახლში, რომ კარგად გამჯდარიყო წყალი და დამძიმებულიყო, მეორე ბაზა კი წყალზე გავაკეთეთ კენჭისყრამდე. საგულდაგულოდ გავცერით დასველებამდეც და დასველების შემდეგაც და შედეგაც ფაფუქი, ჰაეროვანი დასაკვები მივიღეთ.
 
კენჭისყრა. მე ა8 სექტორში ვარ, ზურა ბ ზონაში, მახო ც-ში. ჩემს გვერდით მე9 სექტორში თენგოა, მე7ში ირაკლი კიკვაძე. სექტორი არასასიამოვნოდ ტალახიანი...
 
 
გავემზადე. ჯოხები 3,60 მედიუმი, ყველაზე მგრძნობიარე ქვივერები, სადავეები 60სმ შიმანო ანტარესი 0,1მმ, ნემსკავები owner 16. საკვებური ფოდერსპორტი 42გ. მონტაჟი ინლაინი ნაწნავით. ფსკერი არ გამისინჯავს, დარწმუნებული ვიყავი რომ საინტერესოს ვერაფერს ვნახავდი. სტარტის სიგნალი. ხუთ ხუთი საკვებური გავუშვი შორს 65 ბრუნი და საშუალო 35 ბრუნი დისტანციაზე. შორს სალმო, ახლოს ქატო და კოპტონი. დავიწყე შორი დისტანციით. ვხვდები მთავარი კონკურენტი გვერდზე მიზის - თენგომაც შორი დისტანციით დაიწყო, ოდნავ უფრო შორი, ვიდრე ჩემი. ამ მანძილს რაკეტით ფარავდა - მე რაკეტები არ მიყვარს :) პირველივე ამოღებაზე თენგოს კარჩხანა ამოყავს. ჩემთან არაფერი. პირველი საათის განმავლობაში თენგომ კიდევ ამოიყვანა 2 თევზი, ჩემთან ისევ არაფერი. პერიოდულად გადმოვდივარ ახლო დისტანციაზე, და იქაც არაფერი. მე2 საათი იწურება. 0 ვარ. ვცდილობ საკბვებურში დამატაო ბევრი ცოცხალი კომპონენტი ან სხვადასხვა არომატიკა, უშედეგოდ.
med_gallery_11_86_287640.jpg
 
ვხედავ რომ ნაპირთან ახლოს უამრავი გასაცოდავებული თევზი დაფრატუნობს, გადავაგდე იქვე 10მ ში სატყუარა და შევისვენე. ანკესის ამოღებისას წვრილი კარასი ამოყვა - 0 დან გავედი. მაგრამ ამ დისტანციაზე გაგრძელებას აზრი არა აქვს, სიღრმე სადღაც 10 სმ ია.
 
დროდადრო ბიჭებისგან მომდის ამბები, მახოც 0ზეა, ზურას 3 თუ 4 თევზი ყავს დაჭერილი. ზოგადად ბევრი ვერ იჭერს და ეს მამშვიდებს. მივხვდი რომ რაღაცა უნდა მეღონა. დავანებე შორ დისტანციას ტავი და ჯიუტად დავიწყე საშუალო დისტანციის დაკვება, გადაგდება ამოღებას შორის 200-250 თვლა. დაკვება უზუსტესი, რამოდენიმე სროლა გამოცუდდა თუ არა, ჰაერშივე შევაჩერე და თავიდან ვისროლე. დაახლოებით 12 საათია, დაიწყო ჩარტყმები. რამოდენიმე კარჩხანა ამომყავს, თან მიყოლებით. მერე ისევ ჩერდება.
 
სადღაც 1 საათისკენ გაბედული ჩარტყმა და ცოცხალი მოწინააღმდეგე ანკესის მეორე ბოლოს - 220გ ხრამული ბადეშია. ალბათ ეს ხრამული მარტო ტურნირებზე იჭირება კუმისზე :)
 
მივხვდი რომ ამოვიქაჩე - ეხლა მთავარია ისევ დავიჭირო რამოდენიმე კარჩხანა და საქმე არც ისე ცუდად იქნება . თენგო იგივე ტემპში იჭერს კარჩხანებს შორი დისტანციიდან. სამაგიეროდ ბონუსი არ ყავს.
 
ჩემი საშუალო დისტანცია ისევ მუშაობს, ხანდახან ვურევ ქინძს დასაკვებში, რამოდენიმე თეთრ ჭიას და წიტელი ჭია +  თეთრი ჭია ნემსკავზე, რატომღაც სულ ვასხამ შოკოლადის სპრეის. ჩარტყმები აქვს. მეტს აღარ ვფიქრობ, ტემპი მიჭირავს და ჯიუტად ვაგრძელებ იგივეს. თენგო საშუალო დისტანციაზე აღარ გადმოდის - ცოტა დრო რჩება ფინიშამდე და დაკვებილ ადგილს ვერ ელევა.
med_gallery_11_86_869904.jpg
 
 
ფინიში. მგონია რომ ზონაში მე2 ან ჰაჰა მე3 უნდა ვიყო. მახო მირეკავს და ამბობს რომ ზონა მოიგო. ანუ შანსი დიდი გვაქვს.
 
ჩემი წონა 420 გ, იგივე წონა აქვს გიორგი ლაფაჩს - პირველადაა ტურნირზე. თენგო 290გ -ხრამულმა აშკარად მიშველა, თორემ ალბათ 5 ქულას ავიღებდი ზონაში.
 
ჩემი გუნდელების შედეგები ასეთია: მახო 1,5 ქულა, ზურა 2 ქულა , ჩემიც 1,5. მოკლედ 5 ქულით გავედით 1ელ ადგილზე. ურიგო არ იყო :)

gallery_11_86_7533500-1024x682.jpg
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ ზვიგენებს - მახოს და ზურას. ეგრე გააგრძელეთ!
მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მონაწილეს დაძაბული ვითარებისთვის და აზარტისათვის. განსაკუთრებით თენგოს - ნამდვილი ორთაბრძოლა იყო :)
ნელნელა ვხვდები რომ თევზაობას და ტურნირს საერთო არაფერი აქვს. ერთი აზარტული დაძაბული შეჯიბრია - მეორე დასვენება :) ერთიც საჭიროა და მეორეც!

  • Dentist, Gia Chit 74, Zurabi-Mereklishvili -ს და 7 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 beso

beso

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 55 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 04 2014 - 19:48

ყოჩაღ გიგა'ისე წერ მეგონა მეც შენთან ვიყავი.
  • გლახუნა likes this

#3 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 24 04 2014 - 21:18

ყოჩაღ კოლეგავ, ყველაფერი გამახსენდა და მეც უნდა დავწერო ისე მომიტივტივდა თავში მაგრამ მე მაგდენი სურათები რომ არ მაქვს, ტურნირის დროს ისეთი დაჯავებული ვიყავი მეტი რომ არ შეიძლება :-)) ;-))

#4 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 04 2014 - 22:44

ყოჩაღ კოლეგავ, ყველაფერი გამახსენდა და მეც უნდა დავწერო ისე მომიტივტივდა თავში მაგრამ მე მაგდენი სურათები რომ არ მაქვს, ტურნირის დროს ისეთი დაჯავებული ვიყავი მეტი რომ არ შეიძლება :-)) ;-))

არც მე მეცალა ამ ფოტოების გადასაღებად :)



#5 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 24 04 2014 - 23:58

ეგ არის პერსონალური იმიჯმეიკერი რომ გყავს :-D ;-)))

#6 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 04 2014 - 00:30

მოკლედ მეორედ ავღმოჩნდი შეგრძნებებით კუმისის ტურნირზე ,ოღონდ ჩვენსკენ სამწუხაროდ  არაფერი გამოსდიოდა ხალხს ,ჩემის ჩათვლით ,სტომული ისეთი როა გვერძე იჭერს კონკურენტი და შენ ვერა ეგ არყოფილა სამწუხაროდ .კარგია ,სტრატეგიამ გაამართლა ,კიდევ ერთხელ გილოცავთ ბიჭებო ღირსეულ გამარჯვბას :)



#7 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 10:15

Debeda Masters 2014

დებედა - სატურნირო ვარჯიში 1 კვირით ადრე.
 
1 კვირით ადრე ვესტუმრეთ მე, მახო და ზურა დებედას ტბას სავარჯიშოდ. ტაქტიკა წინასწარ გვქონდა გათვლილი და გვინდოდა ასეთი რამე გამოგვეცადა:
  • თევზაობა ძირითადად ფლეტით -  ყვლას ჩვენჩვენი საკვები და მერე გაგვერჩია რომელი უკეთესია.
  • სატყუარად - სხვადასხვა არომატებში დადიპული სიმინდი, ან სიმინდი თეთრ ან წითელ ჭიასთან კომბინირებული.
  • დაკვება სიმინდით მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ თევზი პასიური იქნებოდა.
დღის განმავლობაში ეს ტაქტიკა ვხვეწეთ, დავამუშავეთ და საბოლოოდ ასეთ სტრატეგია შევიმუშავეთ:
  • თევზაობა მხოლოდ ფლეტით, არანაირი დაკვება.

med_gallery_3_94_227196.jpg

  • დასაკვები ფლეტზე - Sensas Method Mix Strawbery ან Sensas Method Mix Fine Particle. Sensas Method Mix Fine Particle შესაძლებელია მშრალი არომატიკის დამატება, ისევ სენსასი, ბანანის ან სკოპექსის დანამატი. ვინაიდან Sensas Method Mix Strawbery ისედაც ძალზედ არომატულია მას არაფერს ვუმატებთ. არანაირი პლასტელინი და ცომი და მსგავსი კულინარია.

med_gallery_3_94_179929.jpg

  • სტყორცნა მაქსიმალურად შორ დისტანციაზე და აუცილებლად 8-10 წუთში ერთხელ. ვინაიდან დაახლოებით 1.5-2 წუთში ეს საკვები მუშაობას იწყებს და 8-10 წუთის შემდეგ ბოლომდე დაშლილია ფსკერზე. შესაბამისად წყლის ფსკერული სუსტი დინების გამო ამ პერიოდის შემდეგ შესაძლებელია ფლეტი რჩებოდეს შიშველი, რაც ჩვენს შემთხვევაში უარყოფითათ აისახებოდა პრეზენტაციაზე.
  • ფლეტის დატენვისას საკვებში სატყუარასთან ერთად ვდებთ 2 ან 3 დამატებით სიმინდს, მუშაობის შემდეგ რომ მეთოდის ფრაქციასთან ერთად ფსკერზე დარჩეს რამოდენიმე სიმინდის ყვითელი მარცვალი, ჩვენს სატყუარასთან ერთად - ეს საშუალებას მიცემს თევზს რომ უფრო თამამად აიღოს სატყუარა.
  • სადავე 6-8სმ, ნემსკავი Gamakatsu LS 3513F 6 ან 8 ნომერი, გვქონდა ოვნერის ნემსკავები Owner 50924 ნომერი 6, მაგრამ რამოდენიმე ჩამოცილების გამო, გადავწყვიტეთ უპირატესობა Gamakatsu-სთვის მიგვენიჭებინა.

gallery_3_94_142970.jpg

  • სიმინდად კოპოლივას ან სოლედოს ვიყენებთ, ვინაიდან საკმაოდ მყარი და დიდი მარცვლები აქვს, განსხვავებით ბოუნდუელისგან. არანაირი დადიპვა და მსგავსი ჯადოქრობა ამ სიმინდებზე. მაქსიმუმ დავუმატოთ სიმინდს თერმოდამუშავებული თეთრი ჭია. ამან შეიძლება გამოარჩიოს სატყუარა სხვა მარცვლებისაგან.
მოკლედ ამ მონახაზით გადავწყვიტეთ ტურნირზე გამოსვლა. 
 
 
11 მაისი - დებედა მასტერს 2014
 
დასაკვები წინა ღამით გავამზადე სახლში - ასე უფრო გაუჯდა წყალი საკვებს, უფრო დამძიმდა და ინერტული გახდა.
ორივე დასაკვები გავცერი. Strawbery Mix სუფთა აღმოჩნდა, Fine Particles ში კი ბევრი დამტვრეული ბისკვიტი ვიპოვე.
 
gallery_3_94_294833.jpg
 
 
 
gallery_3_94_210225.jpg
 
 
gallery_3_94_193269.jpg
 
დილით მახომ გამომიარა, დებედაზე 6:30ზე მივედით - განწყობა მშვენიერი, საზოგადოება უფრო მშვენიერი.
 
არაფერს აღარ ვბჭობთ - სამივემ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. კენჭისყრა - მე C13 სექტორი მერგო, ადმინისტრაციის მხარე ნაპირი, შარშანდელი კუების ზონა. ზურა A2 სექტორი, ადმინისტრაციის წინ, მახო B10, ისევ შარშანდელი ადგილი.
 
 
გვერდით ბექა ბექაური მიზის, იმის მერე გია ჩიტაიშვილი. აქეთ კი გიორგი ლაფაჩია. ჩემი პირდაპირი მოწინააღმდეგები ზონის მიხედვით  ბექა და გია არიან.
 
სტარტი. ფლეტზე მარწყვი, სადავე Gamakatsu 6 ნომერი და სამი სიმინდი. დისტანცია 70-80 ბრუნი. პირველივე გადაგდებაზე გაქაჩვა. ამოკვრა დავაგვიანე და შესაბამისად არ დაჯდა თევზი. შემდეგი გადაგდება. ისევ დარტყმა - ამჯერად თევზი დაჯდა, მაგრამ მალევე მოიძრო ნემსკავი...  ვაბრალებ ნემსკავს. ვაყენებ უფრო პატარა 8 ნომერს, 2 სიმინდით, ისევ ორი გაქაჩვა და ორივეზე „მოცილება“. 
 
პირველ საათში ოთხი არარეალიზებული ჩარტყმა ძალიან ბევრია - მითუმეტეს როცა თავიდანვე იცი რომ ყოველი თევზი ძალიან მნიშვნელოვანია. ისევ გადავდივარ Gamakatsu 6 ნომერზე, სადავე წნული 0,1მმ 6სმ. სამი სიმინდი მიტყუპებულად. გაქაჩვა და პირველი თევზი ბადეშია. ვინიშნავ დროის ინტერვალს 15 წუთს. მეორე გაქაჩვა და ისევ ბადეშია თევზი. როგორც იქნა აეწყო. 1-ის ნახევრამდე სტაბილურად მქონდა ჩარტყმა 15 წუთში და დახლოებით 6-7 თევზი ამოვიყვანე ამ დროის განმავლობაში.
 
 
med_gallery_3_94_236331.jpg
 
 
gallery_3_94_159136.jpg
 
gallery_3_94_8712.jpg
 
gallery_3_94_16685.jpg
 
 
გვერდზე ბექამაც დაიწყო თევზის ამოყვანა, თან მისი აღჭურვილობა საშუალებას აძლევდა ძალიან სწრაფად მოეყვანა თევზი ნაპირამდე, როდესაც მე დაახლოებით 3-5 წუთს მაკარგვინებდა თითო თევზი. ჩემი ჯოხია DAIWA Procaster 4.2m, Heavy კატეგორია. ჯოხის წყობა პარაბოლურია, ამას დაუმატეთ საკმაოდ წელვადი მონო ძუა და ძუის ბოლოს 3კგ+ კარპი. დამერწმუნეთ ეხლაც მტკივა ორივე ხელი :)
 
gallery_3_94_2741.jpg
 
მოკლედ ჯერჯერბოთ ვხვდები რომ ზონაში 1ელ ადგილზე შეიძლება მქონდეს პრეტენზია, თუმცა ბექა ძალიან სწრაფად მეწევა. მალევე ამოიყვანა 9კგ+ საზანი და ამითი ჩემი ზონის მოგების შანსი ძალიან სათუოდ დატოვა. გვერდზე გიამაც დაიწყო თევზებთან ჭიდაობა.
 
ჩემთან თევზი გაჩუმდა. დაახლოებით ორ საათიანი პაუზა. ვცდი სხვადასხვა დისტანციებს, მოვხსენი ფლეტი, გადავედი სიმძიმეზე - უშედეგოდ. ამასობაში გია გააქტიურდა უბედურად, ბექაც ისევ იჭერს დაუნდობლად. 
 
ზოგადად სიტუაცია ასეთია ჩემი გადმოსახედიდან: როგორც ვიცი ყველაზე მაგარ ადგილას ზის მიშო ხიდირბეგაშვილი - მახოს ვარაუდით აწონვისას მას შესანახი ბადის ამოღება გაუჭირდება, იმდენი თევზი ყავს დაჭერილი.... შესაბამისად დარწმუნებული ვარ პირადში გამარჯვებული მიშოა. იმ ნაპირზე მახოს და თენგოს შორის მიდის დაუნდობელი ბრძოლა, მათი კონკურენტი ჩემს ნაპირზე არტურია. მახო დარწმუნებულია რომ არტური ზონას მოიგებს და ამიტომ ცდილობს თენგოს მაინც არ დაანებოს მე2 ადგილი. ზურა ზის იმ ზონაში, სადაც მიშო იჭერს და იჭერს, იჭერენ ზურას მოპირდაპირე მხარეს მდგომები. ამიტომ ზურას 4 ქულა თუ ექნება მაგაზეც ყაბულს ვართ. მაგრამ ზურა ისეთ ფორტუნა ადგილზე ზის რომ მაგისი იმედი არა გვაქვს. მოკლედ ეს ის მომენტია, ყველა რომ ჩვენთვის ვითვლით დაახლოებით ქულებს, მერე სათვალავი გვერევა და ისევ ჩვენს საქმეს ვუბრუნებით - თევზაობას.
 
დაახლოებით 3 საათზე მორიგი გაქაჩვაა ჩემთან, თევზი ისე იბრძვის რომ მგონია 5კგ+ მაინც იქნება, ამოიყვან, აწონიან მსაჯები და ჰაჰა 3კგ-მდე მიაღწიოს.
 
ფლეტზე ვაკეთებ შემაღლებულ ვარიანტს ჩემი ფანტაზიით, ქვევით Fine Particles შიგ ჩამალული 3 სიმინდიანი ნესმკავით, ზევით კი Strawbery Mix შიგ ჩამალული დაჭრილი სიმინდის მარცვლებით. რაღაცნაირი საინტერესო კერძი გამოდის. და რა მარტო ჩემთვის, არამდედ თევზისთვისაც... გადავაწყვიტე ტემპი 10 წუთზე დამეყენებინა. ტაქტიკა ამართლებს. დავიწყე სტაბილურად ჭერა. მსაჯები აწონსვისას ყოველ მოსვლაზე ისმენენ ჩემი მაღვიძარის სიგნალს, რომელიც გადაგდების მერე 10 წუთს ითვლის.
 
 
med_gallery_3_94_46108.jpg
 
 
gallery_3_94_93551.jpg
25 წუთი ფინიშამდე. ამ დროში ერთი თევზი მაინც რომ ამოვიყვანო შედეგია. 7 წუთი ფინიშამდე, ბოლო გადაგდებაა გაკეთებული. გვერდზე ბექასთან არის ჩარტყმა, დასვა და მოყავს, ჯოხს ეტყობა რომ არც თუ ისე პატარა ეგზემპლარი ყავს დაჭერილი, მცირე ბრძოლის მერე ბექამ ეს თევზი გაუშვა - და როგორც გაირკვა, სწორედ ეს თევზი იყო, პირველი ადგილი რომ დააკარგვინა..
 
ფინიში, აწონვა, აღჭურვუილობის ალაგება. მსაჯები ქულებს ითვლიან. ნამდვილად არ ვიცით ვის რამდენი ქულა აქვს. ირკვევა რომ მიშოს არც ისე ბევრი ყავს დაჭერილი, როგორც მახოს ეგონა და მაშინებდა. არტურაც დარდობს რომ მახო და თენგოს ვერ გაუსწრო. მოკლედ სრული გაურკვევლობაა.
 
ქულები დათვლილია, აღმოჩნდა რომ მე 1 ქულა მაქვს, მახოს 3 ქულა და ზურამ როგორ მოახერხა არ ვიცი, ზურასაც 3 ქულა აქვს. ჯამში 7 ქულა. შემდეგი გუნდები 10 ქულით მოგვსდევს. მთავარი ეს იყო ჩენთვის - შარშანდელი თასი სხვისთვის არ დგავეთმო და ეს გამოგვივიდა. ამას გარდა ჩემდა ძალიან გასაკვირად პირადშიც მე დავსახელდი გამრჯვებულად, სულ 500გ ით გავასწარი ბექას, და დაახლოებით 4.5კგ-ით გია ჩიტაიშვილს. 
 
gallery_3_94_36552.jpg
 
gallery_3_94_33086.jpg
დასასრულს მინდა ისევ ვთქვა - უდიდესი მნიშნელობა აქვს გუნდურ ვარჯიშს, მერე დასკვნების გაკეთებას, მერე გუნდური სტრატეგიის შეჯერებას და ისე გამოსვლას ტურნირზე. ჩვენი სტრატეგია ეს იყო: თევზის მოტყუებას სექტორში არ ვცდილობდით, ჩვენ გვინდოდა რომ თუ თევზი ჩვენს სექტორში გაივლიდა, ყოველთვის დახვედროდა გამზადებული ფლეტი. ფლეტზე ჩვენი საკვების დაკვირვეით ვნახეთ, რომ მუშაობას წყალში ჩაგდებული ფლეტი მე2-მე3 წუთიდან იწყებდა. სადრაც მე7-მე9 წუთზე კი ბოლომდე დაშლილი იყო საკვები. თუ წყლის მცირე დინებას გავითვალისწინებთ, დაახლოებით 15 წუთის მერე ფლეტი შიშველი უნდა დარჩენილიყო. ამიტომ გადავწყვიტეთ ყოველი ტყორცნა გაკეთებული იყო მაქსიმუმ 10-15 წუთის ინტერვალით. ანუ ჩვენი მონტაჟები გამუდმებით იდო ფსკერზე თავისი გემრიელი საკვებით. ამ სტარტეგიამ მახოსთან არ გაამართლა, იმიტომ რომ ამ დისტანციაზე მასთან უბრალოდ თევზი არ შედიოდა, და მან ტაქტიკა შეცვალა - სიმძიმით მიაღწია იმ დისტანციას, სადაც თევზი მოძრაობდა. დარწმუნებული ვარ იგივე დისტანციაზე ფლეტი რომ მიეღწია - გაცილებით უკეთესი სედეგი ექნებოდა.
 
დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს, ყველა მონაწილეს დაძაბული და აზარტული შეჯიბრისთვის. დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს - სასტუმრო ძველ სიღნაღს (Big Fish) , სათევზაო მაღაზია „Delta“-ს და სათევზაო მაღაზიას „Fishing Club“,  ეს უკანასკნელი დიდი ხანია გვანებივრებს თავისი ბარაქიანი პრიზებით და მუდმივად გვერდში უდგას ფედერაციას. დიდი მადლობა ამისათვის ბიძინა!
 
 
gallery_3_94_221776.jpg
 
ყველას წარმატებულ ვარჯიშს და ჩატარებულ ტურნირს გისურვებთ!


#8 beka

beka

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 93 posts

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 10:43

ყოჩაღ გიგა!

კარგი იყო...



#9 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 10:57

გიგა ყოჩაღ მართლა კარგ რეპორტს აკეთებ, ახალგაზრდებისთვის და დამწყები მეთევზეებისთვის ძალიან დიდი გაკვეთილებია. :)



#10 BABUKA_17

BABUKA_17

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 614 posts

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 10:59

გიგა გამარჯობა,თუ საიდუმლო არ არი სად შეიძინე ეს ქარხნული საკვები? მგონი ბიძოსთან არ იყო მაგდაგვარი დასაკვებები.



#11 beka bashi

beka bashi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 265 posts

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 11:17

კარგია გიგას ვენაცვალე, კიდევ ერტხელ ვისიამოვნე დებედაზე განვითარებული ბატალიებით :)



#12 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 11:31

კარგი ხარ გიგა , კარგი რაპორტია ნამდვილად :) კარგი 11 საათი მიდიოდა პრესინგი ჩვენს ზონაში ,ბევრი ანდრენალინი და მონიჭებული სიამოვნება .  



#13 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 12:28

უმშვენიერესი რეპორტია, ვისიამოვნე წაკითხვით და წარმომიდგენია რეალში რა იქნებოდა ;)



#14 MDavid

MDavid

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 243 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 12:30

აპლოდისმენტები გიგა!!! ასე მეგონა რომელიღაც სპორტულ-დეტექტიურ თავგადასავალს ვკითხულობდი :D  :D  :D

ეს რომ დაბეჭდო შეიძლება ბესტსელერიც გახდეს...  ;)

 

ყოჩაღ!!!


  • GigaG, maxo06 და beka bashi-ს მოეწონა ეს

#15 MDavid

MDavid

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 243 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 12:33

უფრო კარგი ანალიზის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაში თუ გია ჩიტაიშვილი და ბექა ბექაურიც (რომლებიც შენგან მარჯვნივ ისხდნენ) დაწვრილებით დაწერენ თავიანთ სტრატეგიას და ნიოანსებს...  ძალიან საინტერესო იქნება შედარებებისთვის  და შესაბამისი დასკვნებისთვის... არ მეთანხმებით?


  • Jano likes this

#16 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 15:13

MDavid

მართალი ხარ დავით--იმედია დაწერენ.

გიგა --მმმაგარია რააა :)



#17 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 16:28

რესპექტ გიგა ;) შემოქმედება შენი სტილია :)



#18 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 17:04

გიგა მთელ გუნდს გილოცავთ წარმატებას და ასევე ყველა მონაწილეს ! რეპორდი ჩინებულია გრამატიკულადაც !!!

ორი კითხვა მაქვს:სახლში რომ დასაკვები გაამზადე წინა ღამით,რომელი წყალი გამოიყენე და მეორე - მანდ რა მეთოდით და დასაკვებითაც ითევზავე, თუ გამოგიყენებია ველურ წყალსატევებზე და რა შედეგით.



#19 beka

beka

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 93 posts

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 18:21

(ბარემ აქვე დავწერ) მეც მოგახსენებთ ჩემს სტრატეგიას..

 

  დებედაზე თევზაობის ჩემი მცირედი გამოცდილებით, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი თევზაობის უმთავრესი სტრატეგია იყო "სიმინდი, სიმინდი და მხოლოდ სიმინდი" :)  (რადგან ბოილი აკრძალული იყო)!

მქონდა შემდეგი სატყუარები: სიმინდი "კოპოლოვა-გუუთი დადიპული (6სთ); ჩემი მომზადებული სიმინდი (მყარი)-გუუთი დადიპული (6სთ); და ასევე სატესტოდ დიდი (დაახლოებით 10 თეთრიანის ზომის) სიმინდის მარცვლები.

 დასაკვები : ჩემს მიერ მომზადებული სიმინდი (ვანილში მოხარშული); 

დამატებითი მასალა:  პურის გული, კოპტონი, ქატო (მიქსი)

 

დაკვების მეთოდი: საკვებურად ვიყენებდი ისეთ საკვებურას (ორივე მხრიდან გახსნილი), რომლის ერთ მხარეს კონცენტრირებული იყო სიმძიმე, ანუ წყალზე დაცემა ხდებოდა საკვებურას ზუსტად ღია ადგილით.

მოკლედ, საკვებურას ვავსებდი (არა ბოლომდე) სიმინდით  (ვანილში მოხარშული); შემდგომ, საკვებურას ორივე მხარეს დამატებითი მასალით ვუკეთებდი საცობებს ლაითად (ისე რომ სროლის დროს არ გადმოყრილიყო). და ასე ვაწარმოებდი დაკვებას.. 

ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებდი, რომ ჩემი მოკლე ჭკუით ვიფიქრე წვრილ (მსხვილსაც) ფრაქციას პატარა თევზები წამებში გააქრობდნენ (რა თქმა უნდა ფლეტის შემთხვევას არ ვგულისხმობ), და ასევე სიმინდის დაკვებით წარმატება დებედაზე გამოცდილებითაც მქონდა.

 

პროცესი: თავდაპირველად თევზაობა დავიწყე "კოპოლოვა გუუთი" თუმცა შედეგი ნოლი,, პატარა თევზი კარგად მიირთმევდა,, ამის შემდგომ გადავედი "მყარ მარცვალზე გუუთი" და დაიწყო კაი ჩარტყმები..  (პროცესის დროს.. იმ დროს როცა პატარა თევზი არ მაწუხებდა რბილი სიმინდით ვთევზაობდი, თუ არადა მყარ მარცვალზე გადავდიოდი... ერთი იმ ზემოთ ხსენებულ იმ დიდი ჯადო სიმინდითაც დავიჭირე)..

 

ღრმად ვარ დარწმუნებული სიმინდით დაკვებილმა მამუშავა!!!

 

პ.ს გამექცა ოთხი თევზი; აქედან როგორც გიგამ აღნიშნა ერთი ბოლო წუთებზე და სამი მანამდე.. მათ შორის ერთი ან დიდი ლოქო იყო, ან დიდი მოძრავი კუნძი :D  ნახევარი საათი მოვთქვავდი ანდა არ მახსოვს, ალბათ უფრო ვილანძღებოდი :D  :D   

 

 

მომიტევეთ მხატვრულად და ვრცლად ვერ გადმოვცემ, სამსში ვარ გადარბენაზე :D  :D

 

 

პ.ს მაგრად ვიკანკალე ადრენალინით და ასევე მაგრად ვერთობოდი  აქედან და იქიდან გია და გიგა ერთმანეთს რომ ეღადავებოდნენ. :D  :D  კიდე პ.ს ღადაობაში გიამ აჯობა :D  :D



#20 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 18:44

პ.ს მაგრად ვიკანკალე ადრენალინით და ასევე მაგრად ვერთობოდი  აქედან და იქიდან გია და გიგა ერთმანეთს რომ ეღადავებოდნენ.  :D   :D  კიდე პ.ს ღადაობაში გიამ აჯობა  :D   :D

 

 

:D :D მაგარ.
 
და ასევე სატესტოდ დიდი (დაახლოებით 10 თეთრიანის ზომის) სიმინდის მარცვლები.--------ეგ რა სიმინდია ბექა/?