Jump to content


ფოტო

თენკარა

თენკარა ფლაიფიშინგი

  • Please log in to reply
25 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 23 05 2014 - 23:10

თენკარა

დიდი ხანია მინდოდა თევზაობის ამ სტილისთვის ჩვენ ფორუმზე თემა გამეხსნა და როგორც იქნა მოვახერხე. ვფიქრობ საქართველოს ბუნების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ სტილმა დიდი პოპულარობა უნდა მოიპოვოს, რადგან თენკარა სწორედ პატარა ტყის და მთის მდინარეებისთვის არის შექმნილი, რომლებიც ჩვენში ასე მრავლადაა.

შესავალისთვის ერთი ამერიკელი მეთევზის პატარა ექსკურსს გთავაზობთ.

.........................................................................

თავდაპირველად „თენკარას“  სწორად წარმოთქმა ვისწავლოთ. ვთქვათ –თენ– (როგორც ინგლისურად 10), ხოლო შემდეგ ვთვათ –კარატე. შესაბამისად გამოგვივა თენკარატე,  მაგრამ ბოლო –ტე– აღარ გამოითქმის. ასე მივიღებთ წმინდა იაპონურ ჟღერადობას!! თენკარაზე გადაღებულ ვიდეოებში სწორად ასე იხსენიებენ თევზაობის ამ სტილს თავად იაპონელები.

ამ სიტყვის ზუსტი თარგმანი თანამედროვე იაპონურ ენაში არ მოიპოვება, გვაქვს სხვადასხვა ვერსიები, თუმცა ლინგვისტების უმრავლესობის აზრით, სიტყვა თენკარა უნდა ვთრგნმოთ, როგორც „ციდან“. ხომ სწორედ ასე გამოიყურება თვეზისთვის ბუზის მიწოდება!

სანამ თენკარას ფილოსოფიას შევეხებით, ჩვენ თავს ერთი შეკითხვა დავუსვათ – რას ვეძებთ ჩვენ თევზაობაში? მონადირული ინსტინქტის დაკმაყოფილებას, თანამოაზრეებთან ურთიერთობას ბუნების წიაღში, ალაფის დაჭერის წყურვილს თუ ქალაქური ორომტრიალისგას თავის დაღწევას?

ყოველივე ეს გარკვეული დოზით ყველა მეთევზეს უფიქრია, მაგრამ თენკარა ცოტა უფრო სხვა რამაა...

უპირველეს ყოვლისა თენკარა არის გამარტოვება... განმარტოვება საკუთარ საყაროში, სადაც ხარ მხოლოდ შენ და გარშემომყოფი ველური ბუნება, რომელიც თევზაობის რამდენიმე საათის შემდეგ სრულიად გშთანთქავს, თანაც ისე, რომ შენ საკუთარ თავსაც კი აღარ ესაუბრები, აზრები სულ სხვა მიმართულებით მიედინაბა, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ყველა წვრილმანი, ყვალა ცხოვრებისეული პრობლემა მეათეხარისხოვანი ხდება და ამ დროს ხდება მთავარი – იგრძნობ, რომ შენ უკვე ამ მდინარის, ტყის, ქარის, ქვების და წყალში გარინდული კალმახის მთლიანობის ნაწილი ხარ და ამის შეგრძნება შოკში გაგდებს. სწორედ ეს შეგრძნება!

არავინ იცის როდის გეწვევათ ეს მდგომარეობა – ის უეცრად მოდის, ზოგჯერ ათეულობით კილომეტრია გავლილი, ხარ დაღლილი და კოღოებისგან დაკბენილი, წვიმისგან სველი ან სიცხისგან დამწვარი, მაგრამ მზერა განუწყვეტლივ ათვალიერებს ტყის და მდინარის თითქოს შეუმჩნეველ, მაგრამ მჩქეფარე ცხოვრებას და უეცრად იგრძნობ, რომ ამ ცხოვრების ნაწილი ხარ შენც, თანაზიარი ხარ იმ აწყმოსი, რომლითაც გამსჭვალულია ირგვლივი სამყარო.

ეს არის თენკარას გზა – ბუნებასთან ერთობის გზა, მინიმალისტური და საოცრად მდიდარი.

მინიმალიზმი თენკარას იდეოლოგიაა  – ყველაფერი მცირე რაოდენობით, აღჭურვილობიდან დაწყებული, საკვებით დამთავრებული.  1–2 დღიანი გასეირნება ტყის ან მთის პატარა მდინარის გაყოლებაზე იდეალური თევზაობაა.

მრავალი წელი სპინინგით ვიყავი გატაცებული, მაგრამ 2002 წლიდან თანდათან გადავედი გაშოლტვით თევზაობაზე. გაშოლტვა საოცრად ჰარმონიული თევზჭერის სტილია, მაგრამ მისი კარგად ათვისება საკმაოდ რთულია.

სწორედ მათ, ვისაც ფლაიფიშინგის სირთულე აშინებს, უნდა დაიყონ თენკარას სწავლა! ეს უძველესი თევზაობის სტილი ულამაზეს სამყაროს თანაზიარს გაგხდით.

გამოცდილი მეშოლტეც კი იპოვის თენკარაში საინტერესოს – მაგალითად მისთვის მისაწვდომი გახდება ის ადგილები, რომლებსაც ვერ სწვდებოდა კლასიკური შოლტის აღჭურვილობით. ამერიკაში, სადაც თენკარას ნამდვილი ბუმია, 30 წლის სტაჟის მქონე კლასიკოსი მეშოლტეებიც კი ეუფლებიან თენკარას, მისი გენიალური სიმარტივისა და ბუნებასთან საოცარი კონტაქტის გამო.

თენკარას აღჭურვილობა – 50–100 გრ წონის ანკესი (დაკეცილ მდგომარეობაში 50–65 სმ), რამდენიმე ხვია ძუა, კოლოფი ბუზებით – ერთ პატარა საზურგე ჩანთაში ეტევა.

თენკარაში ზედმეტი არაფერია, მხოლოდ ბუზი, ძუა, ანკესი და შენ. ასეთი თევზაობა ავითარებს დისციპლინას და ხარისხობრივად გზრდის. შეზღუდული ხარ ტყოცნის დისტანციაში – ისწავლე შეუმჩნელად მიეპარო თევზს, არ გაქვს ყველანაირი სატყუარა – ისწავლე ერთით თევზაობა (თენკარაში არსებობს ერთი სატყუარის რადიკალური კონცეფციაც), უწრილესი ძუა გაქვს და არ გაქვს კოჭა – ისწავლე თევზის გამოყვანა!

ნუ დაგვავიწყდება, რომ ტექნიკური პრიგრესი ზოგჯერ ცუდ სამსახურს გვიწევს – ის „ახალი ტექნოლოგიების“ მეშვეობით გვაშორებს მარტივ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ცნებებს...

გაიხსენეთ ბავშობა, თქვენი ბამბუკის ან თხილის ჯოხი, თუ როგორ სიხარულს განიჭებდათ მისით დაჭერილი ყოველი თევზი.... განიცდით რო იგივეს ეხლა, როცა რამდენიმე ბრენდული ანკესი გაქვთ, უამრავი აქსესუარი და ტომარებით მომარაგებული დასაკვები?

 


  • maxo06, misha, ლიფსიტა -ს და 8 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 კობა ლაფაჩი

კობა ლაფაჩი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 477 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 24 05 2014 - 00:07

მასე ვთევზაობდით ბავშვობაში ქსნის ხეობაში და კარგ კალმახს და მურწას ვიჭერდით. პასანაურშიც არაგვზე მასე თევზაობენ ოღონდ სატყუარად სანსალას უკეთებენ



#3 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 05 2014 - 00:19

კობა ლაფაჩი

 

 

 ქსნის ხეობაში

 

კერძოდ სად?? ბავშვობას მაგ ხეობაში ვატარებდი ზაფხულობით,კალმახი არა მაგრამ მურწა ბევრი მიჭერია



#4 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1290 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 05 2014 - 01:48

თენგო მშვენიერი თემა გახსენი, მე აგერ 3 წელია მივაგენი თენკარას და ძალიან მუღამინია. ფლაი მომწონდა, მაგრამ მთებში ბევრი მაქვს ნახეტიალები და კლასიკური სტილით შეუძლებელია ყველგან ითევზავო,მხოლოდ გარკვეულ ადგილებში.ამიტომ ვეძებდი ალტერნატივას,ისტორიით,ტრადიციით და მივაგენი კიდეც თენკარას(ამერიკაში-იაპონურს). ზუსტათ საჩვენოა , ჩვენი პატარა მთის მდინარეებისთვის კალმახზე სათევზაოდ. 

აგერ საიტიც Tenkarausa.com  ამ საიტზე ყველაფერია ვინც დაინტერესდება ამ სტილით. ერთი ეგაა რომ ჩვენ მდინარეებში ძალიან ცოტაა კალმახი,ზევით მთებში არის,მაგრამ 3-4 დღე გინდა რომ ისიამოვნო. მე მაქვს ყველაფერი და მითევზავია,ძალიან მაგარია. აუცილებლად გჭირდება კომბინიზონი, სულ გადასვლა გადმოსვლაში ხარ,სულ მოძრაობ. არის სხვადასხვა წყობის ჯოხები, მუშკები, პრინციპში ყველაფერია საიტზე ბევრი რომ არ გავაგრძელო.მე როცა მინდოდა ჯოხის შეძენა მაშინ PayPal არ იყო საქართველოში და ვერ ჩამოვიტანე. მაგრამ მშვენიერი ალტერნატივა აქაც მოიძებნა. მერე დავდებ სურათებს ჩემი ჯოხისას :) დავწერ როგორ შეიძლება პატარა ბიუჯეტით ამ სტილით თევზაობა. 

პირველად გამოვიყენე დებედაზე საცდელად,ერთი სული მქონდა სანამ მოვსინჯავდი,დავაგდე კარპის ჯოხი და თენკარა ავიღე ხელში,(დავისაჯე კიდეც მაგისთვის, არც ბეიტრანერზე დავაყენე და უყურადღებოდ მიტოვებული ჯოხი თემურა ჯეჯელავამ მეორე ნაპირზე იპოვა გაწყვეტილი) გახსოვთ ალბათ ტბაში რომ ჰყავდათ გაშვებული კალმახი, სადაც წყალი შემოდის იმ ადგილზე ვთევზაობდი, 5-ჯერ მომიწყვიტა სადავე, 0.12 მეყენა. მეტი "მუშკა" არც მქონდა ჩემი გაკეთებული მქონდა წაღებული, ერთიც ვერ ამოვიყვანე,დიდები იყო ძალიან. პირველად ვითევზავე და სულ ვკანკალებდი,დამაგდო რა. ჩემი ჯოხი ზურგჩანთაში ეტევა.მსუბუქი,პატარა,ნამდვილი იარაღია,10-სანია. ფიდერს ნამდვილად არ გავს :D მოკლედ ძალიან მაგარია და ეს იაპონელებიც მაგრები არიან. 

თუ ვინმე დაინტერესდებით რაც ვიცი გაგიზიარებთ სიამოვნებით.   www.tenkarausa.com



#5 კობა ლაფაჩი

კობა ლაფაჩი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 477 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 24 05 2014 - 09:43

maxo06 ქარჩოხი თუ იცი ახალგორიდან 30 კმ .იქ კალმახს მურწაზე მეტს ვიჭერდით. მერე იქაც აათრიეს აპარატები და ხო ხვდები რაც იქნებოდა.ეხლა რაც რუსები შევიდნენ ვერ შედიან და ძალიან არის გამრავლებულიო :)  სად ისვენებდი?



#6 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 05 2014 - 10:21

ერთი მასე წამიყვანა სათევზაოდ და მერე მოვკვდე - თავი მეჯავრება თევზაობის შემდეგ ალაგებას რომ ვიწყებ.  :angry:


  • maxo06, misha და კობა ლაფაჩი-ს მოეწონა ეს

#7 გლახუნა

გლახუნა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 216 posts
  • ადგილმდებარეობა
    TBILISI

პოსტი დაწერილია 24 05 2014 - 12:27

თენგო გაიხარე ამ თემის გახსნისთვის.

ჩემი აუხდენელი ოცნებაა....

უკვე რამდენი წელია ვუკირკიტებ მარა იმის გამო რომ კალმახი საქარტველოში აკრძალულია თავს ვიკავებდი აქტიური მოქმედებისგან და შესაბამისად ჯოხიც აღარ შემიძენია.

ისე წარმომიდგენია რამხელა სიამოვნება იქნება მაგით თევზაობა.



#8 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1290 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 05 2014 - 13:27

მასე ვთევზაობდით ბავშვობაში ქსნის ხეობაში და კარგ კალმახს და მურწას ვიჭერდით. პასანაურშიც არაგვზე მასე თევზაობენ ოღონდ სატყუარად სანსალას უკეთებენ

მეც ეგრე ვთევზაობდი მაგრამ თენკარა სხვაა, ალბათ გულისხმობ ჯოხს, მოკლე ძირითადს დაახ. 1მეტრიანს და პირდაპირ  ნემსკავთან ახლოს სიმძიმეს ბუნებრივი სატყუარათი. თენკარა- მხოლოდ ხელოვნური სატყუარა, ძუა ჯოხის სიგრძე ან ცოტა მეტი,(ფლაის ზონარი+სადავე+მუშკა) და იღბალი.  :)



#9 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 05 2014 - 18:53

ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ  თენკარას ამდენი გულშემატკივარი ჰყოლია ჩვენში და არც ვიცოდი :) ეს თემა იმიტომ გავხსენი, რომ არც მე ვარ გულგრილი თევზაობის ამ სტილისადმი, ჩემთვის ძალიან ახლობლურია თენკარას მინიმალისტური ფილოსოფია. ველოდები იმ დღეს, როცა კალმახზე ტევზაობა ნებადართუყლი გახდება ჩვენ ქვეყანაში და მაშინათვე ვყიდულობ მთლიან აღჭურვილობას. ფიდერი ჩემთვის ძალიან ბევრ ნიშნავს და რა თქმა უნდა ფიდერის განვითარებას კვლავ ძირითად დროს დავუთმობ, მაგრამ სულ მქონდა სურვილი ფეხით მომევლო ჩემი ქვეყანა და სულ მშურდა მონადირეების, რომლებიც ამდენს დადიან და ზეპირად იციან ყველა ბილიკი და ხეობა. მაგრამ ნადირობა არ მიზიდავს და მომკალი :) ხოდა თენკარა საუკეთესო ვარიანტია – თან თევზაობ და თან მიუყვები არაჩვეულებრივ ადგილებს ფეხით და ნამდვილ სიამოვნებას ღებულობ ბუნებასთან ურთიერთობისგან. ამიტომ ვფიქრობ როგორც კი აკრზალვა მოიხსნება, ძალიან სწრაფად განვითარდება თევზაობის ეს სტილი ჩვენში. მერე მართლა ვერ გაჭაჭანდებიან ბრაკონიერები ჩვენ პატარა მდინარეებზე, რადგან პატიოსანი მეთევზეც ბევრი ივლის ამ მდინარეების სხვადასხვა ადგილებში და მავნებლების საქმიანობაც სააშკარაო გახდება.


  • misha, BABUKA_17 და კობა ლაფაჩი-ს მოეწონა ეს

#10 ელჩი

ელჩი

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 82 posts

პოსტი დაწერილია 26 05 2014 - 04:24

ბავშვობაში შეშისთვის ავდიოდით ძამის ხეობაში, ყინცვისის ზემოთ.
 
თხილის გრძელ ჯოხს მოვჭრიდი და ცხენის ძუებს გადავაბამდი 3 ცალს, ბოლოში მონკავშირში ნაყიდ კაუჭს ვუკეთებდი.
 
ვერ ვყიდულობდი ანკესის ჯოხს, ჯერ ერთი პატარა ვიყავი, მეორეც ძვირი ღირდა.
 
წითელ კოპლებიანi  სხარტალა კალმახები ამომყავდა ჩანჩქერის ძირიდან.
 
რა ვიცოდი  მაშინ,  თუ თენკარა ერქვა  ამ სტილით თევზაობას. :D


#11 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1290 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 05 2014 - 01:58

თენკარას ტრადიციული კვანძები TenkaraTraditionalPoster-819x1024.png
  • Dentist likes this

#12 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 11 2014 - 01:35

 

7:30-იდან რა სასწაული მეთოდია ნახეთ,თითქოს არაფერი განსაკუთრებული--"ჟივეცზე" იჭერს მაგრამ როგორი განსხვავებული რამეა.

ძალიან მაგარი ფილმია,მადლობა დათო მორალიშვილს ამ ფილმის მოწოდებისთვის :)



#13 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 24 11 2014 - 11:33

ვააა .... ესეიგი, მაგ "ჟივეცი" თევზების გუნდში შერბის და ფართხალით და მისი სწრაფი მოძრაობით ხდება ქვემოთა სამეულ ნემსკავზე სხვა თავზის ზამოგება, ასეთი არაფერი მინახავს  :rolleyes:

ჰა ჰაააა :) ღორჯოებს რო ლუპით იჭერს მაგარი იყო !!!!! ......   :D


  • maxo06 likes this

#14 giga_bai

giga_bai

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 154 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 24 11 2014 - 14:15

 მე ალბათ გამიჭირდება მსგავსი რაღაცის გაკეთება. თევზს რკინებს რომ უყრი თავში და აცურავებ აქეთ-იქით, არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია :) 



#15 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 11 2014 - 14:19

პირში რო კაუჭუი აქვს და გამოგვყავს--მაგაზე ხო აბოდებს თევზს :) :) :)


  • ლიფსიტა, don04, BABUKA_17 -ს და 2 სხვებს მოგეწონათ ეს

#16 giga_bai

giga_bai

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 154 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 24 11 2014 - 14:27

განსხვავება მაინც დიდია :) სად პატარა კაუჭი პირში და სად ამხელა ჯართის ტვინში და ზურგში გაყრა :D 


  • maxo06 and BABUKA_17-ს მოეწონა ეს

#17 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 11 2014 - 14:52

ვეთანხმები გიგას, არაა კაი მეთოდი ეგ, მაგას ისევ ტრაინიკი ჯობია:)) და ვაბშე რა შეუაშია ეს ტენკარასთან?



#18 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 11 2014 - 16:32

იაპონურია :)



#19 kaparoli

kaparoli

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 145 posts

პოსტი დაწერილია 16 08 2018 - 17:13

ბიჭებო გამარჯობა, თქვენი დახმარება მჭირდება, ვერ გადამიწყვეტია კალმახზე (ძირითადად მთის პატარა მდინარეებზე მიწევს თევზაობა) თენკარა თუ "ფლაი ფიშინგი" . კიდევ მაინტერესებს თენკარას შემთხვევაში ფსკერზე ჩაძირულ სატყუარას გატარებას თუ მოვახერხებ. ჩემი მატჩით ძირითადად ფსკერიდან იღებს ხოლმე კალმახი. და თუ თენკარა, ჯოხის ზომების და შნურის შერჩევაში თუ შეგიძლიათ ვინემს კონსულტაციის გაწევა? მადლობა :)



#20 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1290 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 08 2018 - 23:11

თენგო მშვენიერი თემა გახსენი, მე აგერ 3 წელია მივაგენი თენკარას და ძალიან მუღამინია. ფლაი მომწონდა, მაგრამ მთებში ბევრი მაქვს ნახეტიალები და კლასიკური სტილით შეუძლებელია ყველგან ითევზავო,მხოლოდ გარკვეულ ადგილებში.ამიტომ ვეძებდი ალტერნატივას,ისტორიით,ტრადიციით და მივაგენი კიდეც თენკარას(ამერიკაში-იაპონურს). ზუსტათ საჩვენოა , ჩვენი პატარა მთის მდინარეებისთვის კალმახზე სათევზაოდ. 

აგერ საიტიც Tenkarausa.com  ამ საიტზე ყველაფერია ვინც დაინტერესდება ამ სტილით. ერთი ეგაა რომ ჩვენ მდინარეებში ძალიან ცოტაა კალმახი,ზევით მთებში არის,მაგრამ 3-4 დღე გინდა რომ ისიამოვნო. მე მაქვს ყველაფერი და მითევზავია,ძალიან მაგარია. აუცილებლად გჭირდება კომბინიზონი, სულ გადასვლა გადმოსვლაში ხარ,სულ მოძრაობ. არის სხვადასხვა წყობის ჯოხები, მუშკები, პრინციპში ყველაფერია საიტზე ბევრი რომ არ გავაგრძელო.მე როცა მინდოდა ჯოხის შეძენა მაშინ PayPal არ იყო საქართველოში და ვერ ჩამოვიტანე. მაგრამ მშვენიერი ალტერნატივა აქაც მოიძებნა. მერე დავდებ სურათებს ჩემი ჯოხისას :) დავწერ როგორ შეიძლება პატარა ბიუჯეტით ამ სტილით თევზაობა. 

პირველად გამოვიყენე დებედაზე საცდელად,ერთი სული მქონდა სანამ მოვსინჯავდი,დავაგდე კარპის ჯოხი და თენკარა ავიღე ხელში,(დავისაჯე კიდეც მაგისთვის, არც ბეიტრანერზე დავაყენე და უყურადღებოდ მიტოვებული ჯოხი თემურა ჯეჯელავამ მეორე ნაპირზე იპოვა გაწყვეტილი) გახსოვთ ალბათ ტბაში რომ ჰყავდათ გაშვებული კალმახი, სადაც წყალი შემოდის იმ ადგილზე ვთევზაობდი, 5-ჯერ მომიწყვიტა სადავე, 0.12 მეყენა. მეტი "მუშკა" არც მქონდა ჩემი გაკეთებული მქონდა წაღებული, ერთიც ვერ ამოვიყვანე,დიდები იყო ძალიან. პირველად ვითევზავე და სულ ვკანკალებდი,დამაგდო რა. ჩემი ჯოხი ზურგჩანთაში ეტევა.მსუბუქი,პატარა,ნამდვილი იარაღია,10-სანია. ფიდერს ნამდვილად არ გავს :D მოკლედ ძალიან მაგარია და ეს იაპონელებიც მაგრები არიან. 

თუ ვინმე დაინტერესდებით რაც ვიცი გაგიზიარებთ სიამოვნებით.   www.tenkarausa.com


  • kaparoli likes this





მიმაგრებული თეგები: თენკარა, ფლაიფიშინგი