Jump to content


ფოტო

ცნობილი პიროვნებები თევზჭერის სამყაროში


  • Please log in to reply
3 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 11 12 2013 - 22:36

რობერტ რადუტა - კაცი ლეგენდა

radut.jpg  16_Raduta_VS_2.jpg
რობერტ რადუტამ პოლიტიკური გარემოებების გამო 1976 წელს დატოვა რუმინეთი და საცხოვრებლად გარმანიაში გადავიდა, სადაც იცხოვრა 27 წელი. 1986 წელს, როდესაც პოლიტიკური წყობა რუმინეთში შეიცვალა, ის დაბრუნდა სამშობლოში და პირველმა თავის ქვეყანაში იჯარით აიღო ტბა სოფელ სარულეშტში. თავდაპირველად რადუტა გეგმავდა ტბა მოეწყო მტაცებლის სპორტული თევზაობისათვის, მაგრამ სრულიად შემთხვევით მან ჭიაყელაზე ამ ტბაში დაიჭირა 35 კგ-იანი კობრი. ასეთი გიგანტის დაჭერის ამბავი მალე გავრცელდა ევროპაში და სარულეშტის ტბისკენ დასაზვერად ბევრი ცნობილი კარპფიშერი დაიძრა. მათი მოლოდინი გამართლდა და მათ ამ ტბაზე კიდევ რამდენიმე დიდი კობრი დაიჭირეს. ამ ამბიდან მცირე ხნის შემდეგ რადუტას ტბის სანაპიროზე უკვე თევზაობდნენ კარპფიშერები საფრანგეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

 

raduta.jpg  img_2216.jpg

1996 წელს რადუტამ ააშენა სასტუმრო ტბის სანაპიროზე და დიდი პროფესიონალიზმით შეუდგა თავისი ტბის პოპულარიზაციას.

1998 წელს მოხდა უდიდესი მოვლენა - ტბაში დაიჭირეს კობრი წონით 37,7 კგ, რაც იმ დროს მსოფლიო რეკორდი იყო. ამის შემდეგ სარულეშტის ტბამ ნამდვილი მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. ამ წელსვე გადაწყდა, რომ 1999 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კარპფიშინგში სწორედ ამ ტბაზე ცატარებულიყო. ამ ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა გუნდმა მსოფლიოს 21 ქვეყნიდან. ამ ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად რობერტ რადუტამ კოლოსალური შრომა გასწია. ამ წელს ჩემპიონი პირად ჩათვლაში გახდა გერმანელი იორგან ბევერი, რომელიც გამარჯვების შემდეგ პროფესიონალების რიგებში გადავიდა და ხელი მკოაწერა კონტრაქტს Shimano-სთან.
2002 წელს რადუტას ტბამ კვლავ უმასპინძლა კარპფიშინგის მსოფლიო პირველობას. ეს ჩემპიონატი რუმინეთში სახელმწიფო დონეზე ნომერ პირველ მოვლენად გამოცხადდა. შეჯიბრში მონაწილეობდა 33 ქვეყანა. პირველად მონაწილეობა მიიღო უკრაინამ, რომელმაც ერთდროულად 5 გუნდი წარადგინა.
2004 წელს რადუტას ტბამ კვლავ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება, სადაც 23 ქვეყანა მონაწილეობდა.

თუმცა, 2004 ჩემპიონატის შემდეგ ტბას დიდი უბედურება დაატყდა. რობერტმა დიდი რაოდენობით (2000 ცალი) ჩაასახლა ტბაში მსხვილი კობრი დუნაის დელტიდან. თევზმა ტბაში დაავადება შეიტანა და დაიწყო ეპიდემია. სულ რაღაც ერთ წელიწადში დაიხოცა ჩაშვებული კობრის 80% და ადგილობრივის 20%. ტბის გადარჩენაში აქტიურად ჩაერთო რუმინეთის სათევზაო მეურნეობის ინსტიტუტი, რომელმაც შეიმუშავა ტბის ხანგრძლივი მკურნალობის გეგმა. რადუტამ უცხოეთიდან ჩამოიტანა სპეციალური სამკურნალო პელეტსი, დადგინდა მკაცრი კარანტინი ახალი თევზისთვის. ხის მორებისგან და ტოტებისგან ტბაში გაკეთდა 36 ხელოვნური თავშესაფარი კობრისთვის.

სამი წელი დასჭირდა ტბის გამოჯანმრთელებას და 2007 წელს რადუტამ კვლავ უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს. ტბაში ახლიდან გაუშვეს ფასინეტის ჯიშის ბევრი მსხვილი სარკისებური კობრი. რადუტაზე უკვე ყოველ წელს ტარდება უმსხვილესი ტურნირი კარპფიშინგში "MONSTER CARP".

22.png

გარდა ამისა, გაშვებულ იქნა 8-10 კგ-იანი უამრავი ქარიყლაპია, რის საფუძველზეც რადუტამ უკვე მოაწყო მსხვილი საერთაშორისო ტურნირი სპინინგში, სადაც უკვე დაფიქსირდა ტბის რეკორდი - 15 კგ-იანი ქარიყლაპია. მტაცებლებიდან ამ ტბაში ბინადრობს ასევე მსხვილი ფარგა.

raduta 2.jpg

ასევე ამ ტბაში კოლოსალური რაოდენობით გამრავლდა კაპარჭინა (ლეშა) (ტბის რეკორდი 5,7 კგ), რის საფუძველზეც რადუტამ დაიწყო დიდი ტურნირების მოწყობა ფიდერით ჭერაში. უნდა ითქვას, რომ ტბაში კაპარჭინა იმდენია, რომ მისი უკან გაშვება ნებადართული არ არის (!).

ახლა რობერტ რადუტა 63 წლისაა. ის ლეგენდარულ პიროვნებად ითვლება რუმინეთში და მთელს კარპფიშინგის სამყაროში. 

 

რადუტას ტბის ოფიციალური საიტი : http://www.radutalake.ro/


  • Gia Chit 74, Zurabi-Mereklishvili, giga65 -ს და 3 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 10 02 2014 - 19:19

9677729

ლაური რაპალა დაიბადა ღარიბ ფინურ ოჯახში 27 ნოემბერს 1905-1974წ.მამას არ იცნობდა.1912წ საშოვრის საძიებლად დედასთან ერთად გადავიდა  ასიკკალაში,60 კილომეტრი ხელსინკიდან.ლაურის დედის გვარია-საარინენი.გვარი რაპალა,ლაურის,ღვდლის კურიოზული შეცდომის  გამო გაუჩნდა,რომელმაც მეტრიკის წიგნში გვარის მაგიერ ჩაწერა სოფელი საიდანაც ლაური დედასთან ერთად ჩამოვიდნენ.ფინურ ენაზე სიტყვა რაპალა ნიშნავს ჭუჭყს-ტალახს. ადრეული ასაკიდან ლაური იძულებული იყო ემუშავა,კარგ შემოსავალს თევზაობა იძლეოდა.სამი დაჭერილი კალმახი იძლეოდა იგივე შემოსავალს როგორსაც დღიური შემოსავალი ქარხანაში მუშაობისა.

ოციანი წლების დასაწყისში ლაური მომავალ მეუღლეს შეხვდა,ელმა ლეპპანენი.1928 წელს ისინი შეუღლდნენ და გადავიდნენ საცხოვრებლად მეზობელ სოფელში ელმას მშობლებთან სადაც მათმა იცხოვრეს 1933 წლამდე.შეეძინად 4 ბავშვი.

ლაური ბავშვობიდან თევზაობით გატაცებული,დიდ დროს უთმობდა მას,იყო ყურადღებიანი და დახელოვნებული მეთევზე.იცოდა თევზების თვისებები,მათი მიგრაციის გზები და ქცევების თავისებურებანი.

1936 წელს გამოიგონა თავისი პირველი ახალი სახეობა ხელოვნური სატყუარის გატარებით სათევზაოდ-ტუჩიანი ვობლერი.რაპალამ ის დაამზადა ბოთლების ბოჩკოებიდან,კამფეტების შესაფუთი გარეკანიდან და გამდნარი ფოტონეგატივებიდან,რომლებმაც შეცვალეს რაპალასთვის მიუწვდომელი ლაქი.

მის მიერ შემუშავებული სატყუარა გახლდა საძირკველი განთქმული ვობლერებისა original floater 

images
 
History 1

 

Lauri Rapala 001

 

ზამთრის ომის დასაწყისში (საბჭოსა და ფინელებს შორის ომი  30 ნოემბრიდან 1939 წლისა 13 მარტამდე 1940 წლისა)ბოჩკო მისთვის მიუწვდომელი გახლდა,და რაპალამ დაიწყო სატყუარების გაკეთება ხის ქერქიდან,კერძოთ ფიჭვიდან.ომის დასრულების შემდეგ რაპალას კუსტარულმა სატყუარებმა დიდი პოპულაცია მოიპოვა,რის შემდეგაც ლაურიმ შვილებთან ერთად გახსნა საოჯახო ფირმა.

 

რაპალას ფირმის წარმატება ამერიკის ბაზარზე ერთმა შემთხვევამ განაპირობა,მისი სატყუარების რეკლამა 1962წელში განთავსა სააგვისტო ნომერში ჟურნალმა life რომელიც მერლინ მონროს გარდაცვალებას იყო მიძღვნილი.ჟურნალის ტირაჟი 3მლნ ეგზემპლარით გაიყიდა,და ამერიკული წარმომადგენლობა რაპალას ფირმის ამის შემდეგ იყო შეკვეთებით ჩაძირული

 

 



#3 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 10 02 2014 - 19:23

f60a1c120410

Andre Meulnart უაღრესად გატაცებული თევზაობით,სასპინინგო კოჭების და ტრიალა  სატყუარების

დამზადებით იუო გატაცებული ,ძირითადად საკუთარი მოხმარების მიზნით.ყოფითი ინჟინერ-მექანიკოსათ ისეთ ცნობილ ფირმაში როგორიც არის Peugeot,იყენებდა ბევრ თავის სამსახურეობრივ გამოგონებებს  რათა შეექმნა სათევზაო ნიმუშები.ნიმუშების შესანიშნავი ხარისხი არის შედეგი დეტალური გამომუშავების.30-იან წლებში კი სწორედ მაგიტომ მისი ბევრი ნამუშევარი დაპატენტებული იქნა,1938 კი პარიზში,სტრაზბურგის ბულვარზე ჩამოყალიბდა კომპანია  "Manufacture d'Engins de Precision pour La Peche Sportive"  ასე დაიბადა M.E.P.P.S.

გაზაფხულის დღით,1951 წელს ამერიკელი Todd Sheldon-ი ვისკონსიიდან თევზაობდა ,,მგლის მდინარეზე,,.ეს იყო საზიზღარი დღე,ვერ ახერხებდა ვერც ერთი თევზის დაჭერას.მის მიერ გამოყენებული სატყუარები მისი კოლოფიდან სრულიად უშედეგოები იყვნენ.სწორედ მაშინ მან დააგო სასინჯად ტრიალა რომელმაც მის კოლოფში შეუხლებლივ ორ წელიწადზე მეტი გაატარა.ის მას მეგობარმა აჩუქა,თანამემსახურემ,რომელმაც ის საფრანგეთში შეიძინა იქ ყოფნისას.

თავისდა გასაკვირად ტოდმა იმ ტრიალაზე 4 კალმახი დაიჭირა საერთო წონით 6 კილოგრამზე მეტით.იმ დროისთვის ფანტასტიური ტრიალის პატრონს უკვე ჰქონდა ზოგიერთი კავშირები სპორტულ მაღაზიებთან,და მან გადაწყვიტა გაეყიდა ,,ფრანგული ტრიალები,, ამერიკაში,რომლებმაც მასზე ძლიერი შთაბეჭტილება მოახთინეს.

ტოდმა სთხოვა თავის ჯარის მეგობარს,ფრენკ ვალეკს ორგანიზება გაეკეთებინა მისთვის ამ ტრიალების მიწოდებისა.

ფრენკს პარიზში მეგობარი გოგო ჰყავდა რომელმაც შესთავაზა გადაცვლა ტრიალების ნეილონის ჩულქებში.ტრიალების გაყიდვა გაცილებით ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა ვიდრე ქალბატონი ასწრებდა ჩულქების დახევას),მაშინ ფრენკმა მიმართა პირდაპირ შემქნელს MEPPS Andre Meulnart და გააცნო ის ტოდ შელდონს თანამშრომლობისთვის.თევზაობის მიმართ მათმა სიყვარულმა არა მარტო საშუალება მისცა დაუყონებლივ შემდგარიყვნენ მუშაობას,არამეტ გახდა დასაბამი დიდი ხნის მეგობრობისა.ეს იყო მეფსის პირველი ტრანსატლანტიკური ნაბიჯები.

ეკონომიკური წარმატების განვითარების გამო მეფსი პარიჟიდან ფრანგულ რივიერაში,ნიცცასთან გარდაინაცვლა რომლის ფართობიც 3000კვ/მ მოიცავდა.იქ ტრიალებს გაკეთებაზე 70 თანამშრომელი შრომობდა რომელიც დღეს 80 ქვეყანაში იყიდება.

mepps syclops №3
 
Mepps Magnum Msky Killer
 
1 mepps h210


#4 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 12 2014 - 19:40

http://www.sportall....aaumjobesa.html