Jump to content


ფოტო

მატჩფიშინგი ანუ მატჩთან გაცნობა

მატჩი ტივტივა

  • Please log in to reply
70 პასუხი ამ თემაზე

#1 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 12 2013 - 21:05

მატჩით თევზაობა

 

მატჩით თევზაობა, ინგლისური ანკესით თევზაობა, "ტივტივას შორს გადაგდება" - ესენი ტივტივათი თევზაობის ერთ-ერთი მეთოდის სხვადასხვა დასახელებებია.

ამ მეთოდისას განსაკუთრებულ,  ”ვაგლერის” ტიპის ტივტივას იყენებენ. ამ ტივტივას გააჩნია მიმაგრების ერთი წერტილი, რომლისკენაც წანაცვლებულია სიმძიმის ცენტრი.

ტექნიკურად მატჩით თევზაობა არ არის ყველაზე იოლი: იგი არ ჰგავს სპინინგით  და, მით უმეტეს, მოსაქნევი ტელესკოპით  თევზაობას. ტექნიკის ათვისება გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს, მატჩით ხომ საკმაოდ მოზრდილ და ისეთ თევზებს იჭერენ, რომლებიც ნაპირთან ახლოს არ მოდიან. 

მაგრამ დამწყებ მეთევზეს ტივტივით თევზჭერის ეს მიმართულება პირველ ცდებზე შეიძლება ძალიან რთულად მოეჩვენოს ,და მიიჩნიოს რომ ეს შეუძლია მხოლოდ პროფესიონალებს.

 

კლასიკურ ვარიანტში მატჩით თევზაობა გამოირჩევა არა მარტო ტივტივას განსაკუთრებული ტიპით, არამედ სპეციალური სამსექციანი, რგოლებიანი ანკესის ჯოხით, სპეციალური კოჭით და სპეციალური ძირვადი ძუით, რომელიც გადაგდების შემდეგ, როგორც წესი, ჩაძირულ მდგომარეობაშია. ყველაფერი დანარჩენი -  სიმძიმე, სადავე, ნემსკავი - ისეთივეა, როგორიც ტივტივათი თევზაობის სხვა მეთოდებისას.

 

მატჩის აღკაზმულობა

როგორც ავღნიშნეთ ზევით მატჩის აღკაზმულობა შედგება სპეციალური ანკესით, „ვაგლერის“ ტიპის ტივტივით, სპეციალურ ძირვადი ძუით, არაინერციული კოჭით თავისი სპეციალური მაქოს ფორმით, სიმძიმით , სადავით და ნემსკავით.

 

მატჩის  ჯოხი

ElYiN7DBjOs.jpg  g005916_pro_speed-sprint_sait.jpg

ტივტივათი თევზაობის ამ მეთოდის წარმომავლობაზე არა მარტო დასახელება - ინგლისური თევზაობა - მეტყველებს, არამედ სპეციალური მატჩის ჯოხების სიგრძის ფუტებში გაზომვის ტრადიციაც. ყველაზე გავრცელებული ჯოხები 13 და 14 ფუტის (შესაბამისად 3,9 და 4,2 მ) სიგრძისაა. შედარებით იშვიათად გვხვდება 3,6 მ სიგრძის ჯოხები. ჩემი აზრით, ისინი ძალზედ მოკლეა და შესაბამისად არასაკმარისად ფუნქციური. 4,5, 4,8 და 5,1 მ სიგრძის ჯოხები ძირითადად სპორტსმენებისთვისაა განკუთვნილი.  როგორც ზემოთ აღინიშნა, კლასიკური მატჩის ჯოხი შედგება 3 სექციისგან. გამტარი რგოლების რაოდენობა ან უტოლდება ჯოხის სიგრძეს ფუტებში ან ბოლო მაჩვენებელზე 1-2-ით, იშვიათად კი 3 რგოლით  მეტია. მაგალითად, 14 ფუტის (4,2მ) სიგრძის ჯოხს შეიძლება ჰქონდეს 14-16 რგოლი.  მატჩის ჯოხის კოჭის დამჭერს, როგორც წესი, ხრახნიანი კონსტრუქცია აქვს.  ტესტისა და აგებულების მიხედვით მატჩის ჯოხები გათვლილია 20-25 გრამამადე სიმძიმის აღჭურვილობის გადასაგდებად იმ შემთხვევაშიც კი, თუ მატჩის ჯოხს არ აქვს ტესტის მითითება ბლანკზე. გვხვდება ასევე უფრო მძლავრი ჯოხებიც, რომლებითაც 35გ-მდე აღჭურვილობის გადაგდებაც შეიძლება, მაგრამ სამოყვარულო დონეზე მათი გამოყება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. და საერთოდ, მოყვარულთათვის არ არის სავალდებულო კლასიკური მატჩის ჯოხების გამოყენება. დასაშვებია ნებისმიერი რგოლებიანი ჯოხის (სასურველია ნახშირპლასტიკის შედარებით ნორმალური ფურნიტურით) ხმარება.  მისაღებია აგრეთვე მისი ჩანაცვლება მაგალითად, 4-4,5მ სიგრძის, უკიდურეს შემთხვევაში 5მ-იანი, ბოლონიური ტიპის ჯოხით.   

 

მატჩის ანკესი იყოფა 3 კლასად

  • კლასიკური მატჩის ანკესი
  • კარპის მატჩის ანკესი
  • მატჩის ანკესი ,რომელიც განკუთვნილია 50 მეტრზე მეტი დისტანციის ჭერის დროს.

კლასიკური მატჩის ანკესები ფლობენ  3,9 მეტრიდან 4,20 მეტრის  სიგრძეს . ასეთი ანკესის საშუალო „ტესტი“  შეადგენს  10-20 გრამს  და გათვლილია ნაპირიდან 30 მეტრამდე მანძილზე თევზაობისთვის. ანკესის წყობა მერყეობს ნელიდან  საშუალოდ-სწრაფამდე.

კარპის მატჩის ანკესს  ხშირად იგივე სიგრძისაა, როგორც კლასიკური ანკესი (3,90-4,20 მეტრი), მაგრამ მისი მასა მეტია საშუალოდ 20 %-ით, რადაგან რომ ამ ტიპის ანკესი დიდი თევზის წინააღმდეგობის დაძლევაზეა გათვლილი და უფრო მძლავრია.ანკესის წყობა მერყეობს ნელიდან -სწრაფამდე.  ასეთი ანკესის სიმძლავრე მაინც უფრო დაბალია, ვიდრე სპეციალიზირებული „კარპის ანკესის“, მაგრამ ანკესის ბლანკის წყობა და გამტარი რგოლების რაოდენობა საშუალებას იძლევა შევებრძოლოთ პრაქტიკულად ნებისმიერი ზომის კარპს.

50 მეტრზე მეტ დისტანციაზე ტყორვნისთვის განკუთვნილი მატჩის ჯოხი  წარმოადგენს ბევრად მძლავრ მატჩის ჯოხს. მისი სიგრძე შეადგენს 4,50 მეტრიდან 4,80 მეტრამდე . ამ ანკესის წყობა მერყეობს საშუალოდ-სწრაფიდან სწაფამდე.

 

მატჩის კოჭა

მატჩით თევზაობისთვის განკუთვნილი კოჭები, უპირველეს ყოვლისა, გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს წვრილ ძუაზე გათვლილი, პატარა მაქო. შორ მანძილზე იოლად გადასაგდებად ძუა დახვეული უნდა იყოს მაქოს ბორტის პირამდე. თუ კოჭა სპეციალურიად მატჩით თევზაობისთვის არაა განკუთვნილი, მაშინ მაქოში რაიმე შუასადები უნდა დავუდოთ ან დავახვიოთ ძველი ძუა (ე.წ. ბექინგი), რომ ძუა ბორტის კიდემდე დაეხვეს. მატჩის მაქოს კიდევ ერთი განსაკუთრებულობა მდგომარეობს მის შედარებით მოზრდილ დიამეტრში. 40 მმ-ზე ნაკლებ დიამეტრიანი მაქოები მატჩით თევზაობისთვის ნაკლებად გამოსადეგია, ვინაიდან მცირე რადიუსზე დეფორმირებული ძუა ცუდად ჩამოეშვება, ტყორცნის დისტანცია დამოკლდება და ნაკლებად ზუსტი იქნება. მატჩის კოჭების კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია შედარებით მცირე წონა. მატჩის კოჭების უმეტესობა, განსაკუთრებით პროფესიონალურები,  პრაქტიკულად მთლიანად პლასტიკისგან მზადდება.

სპორტში სწრაფი ტყორცნებისთვის განკუთვნილ კოჭება არა მარტო დიდი დიამეტრის მაქო აქვთ, არამედ ბრუნის დიდი სიჩქარიტაც  გამოირჩევა –  1:7.  ჩქარი ამოხვევა, რასაკვირველია, უთევზოდ ხდება. მაგრამ სამოყვარულო თევზაობაში კოჭას გადაცემის რიცხვს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მოყვარული მეთევზე არსად არ ჩქარობს და რამდენიმე წამის დაზოგვის მიზნით ძვირადღირებული დიდსიჩქარიანი კოჭის შეძენაზე უამრავი ფულის დახარჯვა  უბრალოდ უაზრობაა, ყოველ შემთხვევაში, სავალდებულო საქმეს  არ წარმოადგენს. 

პრაქტიკულად ყველა მწარმოებელი აღნიშნავს  კუთვნილებას მათ მიერ გამოშვებულ მათჩის კოჭაზე  სიტყვით „Match“ 

cormoran.jpg  1758_1.jpg  

 

მატჩის ძუა

როგორც წესი, ძირითადი ძუა სპეციალური მატჩისაა. მატჩის ძუების ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ მათ აქვთ მეტი სიმკვრივე, რაც მათ უკეთ და უფრო სწრაფად ჩაძირვის საშუალებას აძლევს, ვიდრე ჩვეულებრივებს. თუმცა, მატჩისა და არამატჩის ძუებს შორის პრინციპული  სხვაობა არ არის. ამასთან, მატჩის ძუებს ერთი ნაკლი აქვს: უკეთ ჩაძირვის ხარჯზე რამდენამდე კარგავენ სიმტკიცეს იმავე დიამეტრის ჩვეულებრივ ძუებთან შედარებით. ამიტომ მატჩის ძუას ნაკლები სიმტკიცე აქვს, ვიდრე ჩვეულებრივს. იმისათვის, რომ ძუის ჩაძირვა უფრო გამარტივდეს, მას სპეციალურ შემადგენლობებს უსმევენ.  მათ მარკირებაში მითითებულია სიტყვა “sinking”.  

p4_a6_130604.jpg

მატჩის ძუები, როგორც წესი, მუქი ფერისაა (შავი, მუქი ყავისფერი ან სულაც წითელი), რის გამოც ტყორცნის დისტანციის აღმნიშვნელი მარკირება უკეთ შესამჩნევია.  მთავარი მიზეზი იმსა, თუ რატომ უნდა იყოს მატჩის ძუა ძირვადი, არის ის, რომ შორ დისტანციაზე წყლის ზედაპირზე მოცურავე ძუა ოდნავ ნიავის დროსაც კი არ გაჩერდება დაკვებილ ადგილას, ის ნიავის მეშვეობით დაიწყებს გადაადგილებას.

general.png  860.jpg

 

მატჩის ტივტივები

06677081.jpg  2009-10-21-02-pp.jpg

ხარისხიანი მატჩის ტივტივა გამოირჩევა იმით, რომ უკვე ჩამონტაჟებული აქვს სათანადო სიმძიმე.  ეს სიმძიმეები ორგვარი არსებობს - მუდმივი და ცვალებადი. თავის მხრივ ცვალებადი სიმძიმე კიდევ ორ სახეობად იყოფა: საყელურები ხრახნიანი სამაგრით, რომელიც მათი რაოდენობის გაზრდის ან შემცირების საშუალებას იძლევა, და კონტეინერები კუთხვილიანი სახურავით, რაც მისი შევსების და წონის შეცვლის საშაულებას იძლევა.

eb39c2ee253d.jpg  p10_a6_130604.jpg

ყველა მატჩის ტივტივას აქვს სხვებთან შედარებით გრძელი ანტენა გაზრდილი დიამეტრით, რის წყალობითაც მათი გამოყენება მაქსიმალურ დისტანციაზეც შეიძლება. ტივტივების ხილვადობის გასაუმჯობესებლად დამატებით გამოიყენება ჩამოსაცმელი მილაკები.

ხარისხიან მატჩის ტივტივას კარგი აეროდინამიკური ფორმა აქვს, რომელიც გადაგდებისას ტივტივას  მაქსიმალური დისტანციის დაფარვის სამუალებას აძლევს. წანაცვლებული სიმძიმის ცენტრის წყალობით იგი ისარივით მიფრინავს.

არსებობს მატჩით თევზაობის ორი ძირითადი სახეობა - ფიქსირებული ტივტივათი და სრიალა ტივტივათი. მოყვარულთა უმეტესობა ამ უკანასნელ მეთოდს  იყენებს და მათთვის პრაქტიკულად უცნობია ფიქსირებული ტივტივათი თევზაობა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არანაკლებ საინტერესოა. ფიქსირებული ტივტივათი თევზაობა შესაძლებელია  ანკესის ჯოხის სიგრძეზე ნაკლებ სიღრმეში. უფრო მეტიც, იმისათვის, რომ ტივტივას გადაგდება საკმარისად მარტივი და ეფექტური გამოდგეს, თევზაობის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს ანკესის ჯოხის სიგრძის სამ მეოთხედს. 

1040-Arrow4.jpg-50száz-14.jpg  cralussoufo.jpg

 

მატჩის ტივტივას დამაგრება

დღესდღეისობით მატჩით თევზაობისას ძირითადად იყენებენ სპეციალურ მატჩის სამაგრს. მისი მთავარი მწარმოებლები სხვადასხვა იტალიური ფირმებია - Milo, Trabucco, Stonfo.  მათ გარდა ამ ბაზარზე ცოტა ვინმე თუა წარმოდგენილი. ფიქსირებული და სრიალა ტივტივათი თევზაობისთვის სამაგრის კონსტრუქცია სხვადასხვაგვარია. ფიქსირებული ტივტივათი თევზაობისთვის სამაგრის კორპუსს აქვს ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ორი ღერო, რომლებზედაც წამოაცმევენ კემბრიკებს, რომლებიც თავის მხრივ ტივტივას სამაგრს ძუაზე აფიქსირებენ. კორპუსზე მაგრდება შესაკრავიანი სვიველი ტივტივას მისაერთებლად.

AVANTI-POZI.jpg  4b3c238561de06ff7cc0595ea034dd4c.ipthumb400xprop.jpg  837_enl.jpg  

მოძრავი სამაგრის კორპუსი წარმოადგენს ძუაზე თავისუფლად მოსრიალე პლასტიკის ან თითბერის მილაკს. ამ მილაკზე უშუალოდ ან სვიველის დახმარებით მაგრდება კარაბინი ტივტივასათვის. ტივტივას ძუიაზე გადაადგილების შესაზღუდად იყენებენ საჩერებელ კვანძებს და სილიკონის სტოპორებს პლასტიკის ბურთულებთან ერთად. 

 

სიმძიმე

მატჩის რაიმე სპეციალური სიმძიმე ჯერ არ გამოუგონიათ, და ალბათ ვერც გამოიგონებენ. გამოიყენება ჩვეულებრივი გაჭრილი „საფანტი“, სტილი, და ასევე სრიალა სიმძიმეები.

12135514523834.jpg  poma01cshortdiamond.jpg  poma02clongdiamond.jpg  

 

სვიველი ანუ რვიანა

ერთადერთი, რითაც მატჩის აღჭურვილობის მონტაჟი განსხვავდება სხვა ტივტივიანი აღჭურვილობის მონტაჟისგან,  არის რვიანა ძირითად ძუასა და სადავეს შორის. სვიველის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ გადაგდება ხდება მნიშვნელოვან მანძილზე და, ძუის ამოხვევისას მონტაჟი გაცილებით მეტ მანძილს გადის, ვიდრე ტივტივათი თევზაობის ნებისმიერი სხვა მეთოდისას.

ცნობილია, რომ ნემსკავზე წამოცმულ სატყუარას შეუძლია პროპელერივით იტრიალოს და ისე დაგრიხოს ძუა, რომ მოგიწიოთ თევზაობის შეწყვეტა. ზოგჯერ რვიანაც კი ვერ უზრუნველყოფს მკედის გადაგრეხის თავიდან აცილებას. სპორტსმენები იყენებენ მიკროსვიველებს, მაგრამ სამოყვარულო დონეზე უფრო გონივრულია შედარებით მოზრდილების ხმარება. რგოლის შიდა დიამეტრი შეიძლება 2,5მმ-ს აღწევდეს, რაც გააიოლებს სადავეების ცვლას, ვინაიდან აღარ იქნება საჭირო კაუჭის გაყრა სვიველის რგოლში - მოყვარულები ხომ არცთუ ისე პატარა კაუჭებს ხმარობენ. 

 

ნემსკავები

ხანდახან ნემსკავების  შეფუთვაზე გვხვდება  მითითება, რომ ისინი განკუთვნილია სპეციალურად მატჩით თევზაობისთვის. ჩემი აზრით, ეს მითითება ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია. მატჩში იგივე ნემსკავები გამოიყენება, რაც ტივტივათი თევზაობის სხვა მეთოდებისას. 

 

დაკვება

დამკვება მატჩით თევზაობის ტექნიკის მნიშვნელოვანი ელემენტია. ამისათვის იყენებენ შურდულებს ან ”კატაპულტებს”, ვინაიდან ხელით დასაკვების კოშტების თუნდაც 25 მ-ზე ზუსტად გადაგდება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან, ხელით მხოლოდ ძალიან მძიმე გუნდებს თუ გადაყრი, შურდულიდან კი იოლად გადატყორცნით თხილისოდენა  კოშტებს 20-25 მ-ზე. თუ გარკვეულ წესებს დაიცავთ, 2-3 თევზაობაც საკმარისია, რომ შეისწავლოთ დასაკვების ზუსტად და მოქუჩებულად მოთავსება.

image_2500.jpg  Grabb_13.jpg  rogatka-e1344856116402.jpg

 

ამ ზოგადი მიმოხილვის ბოლოს აღვნიშნავთ, რომ მატჩით თევზაობა ტივტივათი თევზაობის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდია აღჭურვილობის ღირებულების მიხედვით.  



#2 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 04 2014 - 21:14

ვცადე ჯანო ეგ მანძილები-ზუსტად დავიცავი.ათასნაირად ცვადე,ხან ცალკე ავაწყე,ხან ძირითადზე ავაწყე ეგ მძივები და შუალედური დამატებითი სიმძიმეებიც,საბოლოოდ გადახლართვებმა იკლო,მაგრამ ძალიან არარაციონალური მგონია რა,სავსებით მაკმაყოფილებს ერთი სრიალა და სადავეზე წვრილი პადპასოკი,სიონის წვრილ შამაიას ჩარტყმასაც კარგად მაჩვენებს და დიდ თევზზე ხო ლაპარაკიც არ არის.


  • kvanto likes this

#3 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 05 2014 - 13:01

მეც ეგ გზა მაქვს გავლილი,"კოშმარ"!დაჟე ის ტრაბუკოს მიკრო ბურთულებიც მაქვს 0.04 და 0.08 გრამიანები,გიგასთან ვაჟაზე ვიყიდე,კარგი ხარისხია. და ის გამარტივებული ვარიანტი თუ გაქვს ნაცადი მე რომ თავშივე ავღწერე?მე ძირითად სიმძიმედ ერთ ბურთულას ვუკეთებ,რომელსაც ზევიდან ერთი მიკრო სიმძიმით და ქვემოდან ორი ან მაქსიმუმ სამი წონით კლებადი სიმძიმეებით ვაფიქსირებ,რომელთა ჯამური წონა საერთო წონის 90%-ზე მეტია,დარჩენილი ეკუთვნის პადპასოკს. ეს სრიალა მონტაჟი მიფრინავს - ყურებით მოიხიბლები!სისტემატიურად მავიწყდება ჩავარდნამდე 1-2 მეტრი რომ აკლია - მაქოზე ძუის დამუხრუჭება,რაც ხელს უწყობს ტივტივის ჩამორჩენას და პადპასოკის და სადავის წინ გასწრებას,ასე ვთქვათ მონტაჟის გაშლას(პირველი ვარდება სატყუარა სადავით,პადპასოკი,ძირითადი სიმძიმე და ბოლოს ტივტივა).

დაახლოებით ეგეთი ეფექტი აქვს ფიდერის სროლასაც კლიპსამდე, ანუ ძირითადის დამუხრუჭებამდე: მონტაჟი იშლება და შესაბამისად თავიდან იცილებ გადახლართვებს. ძალიან მნიშნელოვანი ნიუანსია როგორც ტივტივით, ისე ფიდერით თევზაობისას, სადაც ძალიან თხელი სადავეები და დელიკატური მონტაჟებით ვთევზაობთ.


  • giga65 likes this

#4 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 05 2014 - 17:03

ბიჭებო რა უნდა ვიკითხო. აი ჩვეულებრივი უბრალო ტივტივით თევზაობა ოღონდ ყრუ ტივტივის (როცა არ მოძრაობს ტივტივა ძუაზე) შესაძლებელი არ არის ხო შორ დისტანციაზე გადაგდება სატყუარასი, აი მატჩით თევზაობისა თუა შესაძლებელი,რომ ყრუ ტივტივის მონტაჟით ვითევზავო შორ მანძილზე?წინასწარ დიდი მადლობა. :)


  • kopala likes this

#5 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 05 2014 - 20:34

გასაგებია ყველაფერი და ამიტომ მე პირადად რა სიღრმეც არ უნდა იყოს მირჩევნია მოძრავი ტივტივის მონტაჟი.სიღრმესაც კარგად გებულობ და არ უნდა ზედმეტი ჩალიჩი განსაკუთრებით შეჯიბრებების დროს. :)



#6 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 05 2014 - 21:49

ეხლა მეორე კითხვას დავსვავ.  :D მოკლედ, სიღრმე გავიგე, იქაურობა ისეთი სუფრით მოვუწყვე თევზებს,რომ შენი მოწონებული :D მივედით უკვე იმ დონემდე რო ვიწყებ თევზაობას.მე მაგალითად ესე ვაკეთებ, გადავაგდე ანკესი დაკვებილ ადგილიდან დაახლოებით 5–10 მეტრით წინ, კლიპსში დავაფიქსირე ძუა და ამი შემდეგ მოვიყვანე ტივტივა და სატყუარა დაკვებილ ადგილას,ამას ვაკეთებ იმის გულისთვის,რომ თუ დიდი თევზი დაჯდა სათადარიგო ძუა ქონდეს და არ გაგლიჯოს სადავე. ეხლა რა მაინტერესებს. მარკერით რო ნიშნავენ ძუას აი მერე გადაგდების დროს ერთიდაიგივე ადგილას როგორ აგდებენ? უფრო სწორედ როგორ აჩერებენ ძუას რო ზუსტად დაკვებილ ადგილას ჩავარდეს სატყუარა.   :)



#7 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1290 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 04:08

ეხლა მეორე კითხვას დავსვავ.  :D მოკლედ, სიღრმე გავიგე, იქაურობა ისეთი სუფრით მოვუწყვე თევზებს,რომ შენი მოწონებული :D მივედით უკვე იმ დონემდე რო ვიწყებ თევზაობას.მე მაგალითად ესე ვაკეთებ, გადავაგდე ანკესი დაკვებილ ადგილიდან დაახლოებით 5–10 მეტრით წინ, კლიპსში დავაფიქსირე ძუა და ამი შემდეგ მოვიყვანე ტივტივა და სატყუარა დაკვებილ ადგილას,ამას ვაკეთებ იმის გულისთვის,რომ თუ დიდი თევზი დაჯდა სათადარიგო ძუა ქონდეს და არ გაგლიჯოს სადავე. ეხლა რა მაინტერესებს. მარკერით რო ნიშნავენ ძუას აი მერე გადაგდების დროს ერთიდაიგივე ადგილას როგორ აგდებენ? უფრო სწორედ როგორ აჩერებენ ძუას რო ზუსტად დაკვებილ ადგილას ჩავარდეს სატყუარა.   :)

არა არა, გააჩნია სამიზნე თევზს. თუ პატარა ზომის თევზს იჭერ და შესაბამისი ნემსკავიც გიკეთია, 1კგ-იანი კობრი არ დაგიჯდება, შეგიძლია კლიფსა თამამად გამოიყენო ან რეზინით დააფიქსირო,თუ მსხვილ თევზს ელოდები მაშინ მარკერი სჯობია,რეზინიც შეიძლება. თუ ადგილს კვებავ მანძილი რომ არ გაგექცეს. მარკერით რომ მონიშნავ ხომ ჩანს ძუაზე მონიშნული, გადააგდებ ცოტა შორს და მოახვევ ძუაზე მონიშნულ ადგილამდე და ეგ არის. მარტივია  :)

მარკერს თუ ვერ იშოვი, საკანცელარიო კორექტორიც გამოდგება,უფრო ხშირად მოგიწევს წასმა , მაგრამ დანიშნულებას შეასრულებს :)

 

პ.ს. "გადავაგდე ანკესი დაკვებილ ადგილიდან დაახლოებით 5–10 მეტრით წინ, კლიპსში დავაფიქსირე ძუა და ამი შემდეგ მოვიყვანე ტივტივა და სატყუარა დაკვებილ ადგილას"  მაშინ კლიპსაში დამაგრება რაღად გინდა თუ თვალის ზომით საზღვრავ დაკვებილ ადგილს? :) 


  • don04 likes this

#8 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 09:35

მარკერით რომ მონიშნავ ხომ ჩანს ძუაზე მონიშნული, გადააგდებ ცოტა შორს და მოახვევ ძუაზე მონიშნულ ადგილამდე და ეგ არის. 

 

აჰა გასაგებია. მე მეგონა,რომ გადაგდების დროს ხელით აფიქსირებ ძუას და სულ მიკვირდა როგორ აკეთებენ ამას მეთქი. :D  :D

რა ვქნა ჯერ კიდევ ეგეთი წვრილ წვრილი დეტალები დასამუღამებელი მაქვს. მე რო თევზაობა დავიწყე სად იყო მარკერები და კლიფსები? :D  :D რაც შეეხება კლიფსს, მაგას თავიდან ვაკეთებ ოთხი ხუთი გასროლის მერე საერთოდ აღარ მჭირდება ძუის კლიფსში ჩამაგრება სნაიპერული სიზუსტით ვარტყავ ერთიდაიგივე ადგილის სატყუარას. გინდა ტივტივა იყოს და გინდა ფიდერი. :D

 

Jano

 

 

misha

 

დიდი მადლობა ბიჭებო  :)



#9 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 17:55

მატჩის თევზაობისას თითქმის არავინ არ იყენებს კლიფსას,მე რამდანჯერაც ჩავამაგრე,ათიდან ცხრაჯერ ნემსკავი გადააჯდა ტივტივას ან ძირითად სიმძიმეს,"აბრატკას"იძლეოდა. მარკერის გარეშე დისტანციას ვერ დაიცავ,ორი-სამი გადაგდების შემდეგ დაამუღამებ სროლის ძალას,დანარჩენი მიშამ გით

გასაგებია,დიდი მადლობა. :)



#10 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 20:03

ვისაც მატჩთან მეგობრობა გსურთ,ანა ბანას და მეტსაც ნახავთ ''მატჩის ჯოხის შერჩევა, დახასიათება და რჩევები", მ მატჩით და ფიდერით თევზაობის საფუძვლები ინტერნეტით ვისწავლე. ჩვენთან(მარტო აღმოსავლეთ საქართველოში მითევზავია)თევზის ისეთი მცირე რაოდენობა დარჩა,რომ მეთევზე ცდილობს მ ა რ ტ ი ვ ა დ  დაიჭიროს მაქსიმალური ოდენობა,მატჩით თევზაობა კი არ არის იოლი ხშირი გადახლართვების გამო,სამაგიეროდ ესთეთიურია,მაგრამ პირველი გადაწონის და მატჩს თავს ანებებენ.

IMHO! 

Матчевая ловля со скользящей оснасткой от Sana  5 ნაწილისგან შედგება,მაგრამ ისე ცუდად ისმის,რომ მატჩში 

ოდნავ უნდა იყო გარკვეული და მაშინ გაიგებ რას ლაპარაკობს.

 

#11 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 20:15

Jano

 

კი ვნახე ეგ ვიდეოები,მაგრამ მანდ არაფერს ამბობს თვითონ მონტაჟის აწყობაზე.(როგორც ფიდერის მონტაჟების ვიდეოებია)მე თუ გადავწყვიტე მატჩის ჯოხით თევზაობა ჯერ ჩვეულებრივი მონტაჟით დავიწყებ ოღონდ ვაგლერის ტივტივით.ვნახოთ რა გამოვა. :)



#12 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 20:28

ხშირი გადახლართვების გამო,

 

ჯანო რატო უნდა გადამეხლართოს მონტაჟი? აზე ვერ მოვდივარ. როცა ჩვეულებრივი ტივტივის მონტაჟით რო ვთევზაობ გამორიცხულია ჩემთან გადახლართვა.



#13 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 21:36

რომელს ეძახი ჩვეულებრივ მონტაჟს? 

 

 პირველ რიგში ვამაგრებ მთავარ ძუაზე ჩვეულებრივ სტოპერს ტივტივის სარეგურირებლად. მერე სრიალა ტივტივას ვამაგრებ, მერე ისევ სტოპერს რომელსაც სიმძიმიდან ვაშორებ დაახლოებით 5–10 სანტიმეტრს,(ამას იმიტომ ვაკეთებ,რომ ტივტივაზე არ გადაეხლართოს სადავე) მერე სიმძიმეს,სიმძიმის წონა ისეთი უნდა იყოს,რომ ტივტივის ანტენის წვერი  ჩანდეს წყლიდან მერე პატარა კარაბინჩიკს და ბოლოს სადავე თავის ნემსკავით.აი ესე რო გავაკეთო მატჩი თავის ვაგლერის ტივტივით თუა შესაძლებელი? არავითარი ზედმეტი სიმძიმეები და სტოპერ ვერტლუჯოკები.

 

მატჩის ძირითადი დანიშნულებაა - შორ მანძილზე(20,25,30და ა.შ)

 

ამ მანძილზე ხო ისედაც ვისვრი ტივტივას ოღონდ მე უკვე ვეღარ ვხედავ შორ მანძილზე ტივტივას და მაგიტომ შორ დისტანციებზე ტივთივით ვეღარ ვთევზაობ. :(



#14 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 05 2014 - 22:37

კი სიზუსტე მართლა კარგად გამომდის. :)

 

სიმძიმე აუცილებლად სრიალა. :)



#15 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 14 05 2014 - 13:30

Jano

 

ესეიგი მივედით იმ დასკვნამდე,რომ ეგეთი გართულებული მონტაჟები ცოტა არ იყოს ნერვებ მომშლელია, განსაკუთრებით შეჯიბრებების დროს.მთავარია კარგი ანკესის ჯოხი, ტივტივით ტევზაობისას რაც მსუბუქია ჯოხი მით უფრო ადვილია თევზაობა, მარტივი მონტაჟი  და რაც მთავარია და უპირველესია თევზაობაში ადგილის სწორი შერჩევა და დაკვება. :)



#16 o.cho

o.cho

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 48 posts

პოსტი დაწერილია 15 05 2014 - 17:19

არა,არ მივედით. მატჩის ანკესი,კარგ ვარიანტში ძირვადი ძუა,მატჩის კოჭა ან მასთან მიახლოვებული ვარიანტი,ვაგლერი ან სლაიდერი, ძუაზე ტივტივას სპეციალური სამაგრები,არანაირი სრიალა სიმძიმეები - აი ასე მესმის მე თევზაობა მატჩით და რაც ვიცოდი ყველაფერი დავწერე ამ განყოფილებაში,მეტს სხვები დაამატებენ.

სალამი ჯანო :) და სრიალა სიმძიმეს რას ერჩი მატჩზე რაოტომ არ შეილება ? მე სულ სრიალა სიმძიმიტ ვთევზაობ და პირიქით ვფიქრობ არანაირი ბურთულა ტყვიები და მთელი რიგი მძივების ქსოვა მაგას მე პირადად მირჩევნია ერთი სრიალა სტილი და ერთიც ძალიან პატარა პოდ პასოკი. ასე ბევრად მიადვილდება სროლაც და არანაირი ჩახლართვები არ ხდება



#17 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 05 2014 - 17:49

კიდევ ერთს შევეკითხები მცოდნეებს. განსხვავება არის ტელესკოპიურ გასაშლელ მატჩის ჯოხსა და სამ მუხლიან ასაწყობს ჯოხს შორის? მემგონი არ უნდა იყოს განსხვავება :)



#18 mate_g

mate_g

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

პოსტი დაწერილია 15 05 2014 - 17:54

 ისე მეგობრებო ერთს ვიტყვი მთლად სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი რომ მატჩი მაინცდამაინც შორს სასროლადაა შექმნილი. მატჩის სამშობლო ინგლისია და მისი შექმნის მთავარი მიზეზი ინგლისის წვიმიანი ამინდები იყო. სწორედ ამიტომ მატჩზე არის მაღალფეხებიანი ბევრი გამტარი რგოლი რათა ჯოხის ბლანკს არ მიეკროს ძუა. რათქმაუნდა ბევრი გამტარი რგოლი დატვირთვას ანაწილებს და ეს მატჩის ჯოხის კიდევ ერთი პლიუსია. მატჩშიც არის სხვადასხვა წყობისა და დანუშულების და მათ შორის შორს სასროლი ჯოხები მაგრამ მხოლოდ ამ კრიტერიუმით ვაღიაროთ ჯოხი მატჩის ჯოხად მემგონი მთლად მართებული არაა...


  • o.cho likes this

#19 mate_g

mate_g

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

პოსტი დაწერილია 15 05 2014 - 17:57

კიდევ ერთს შევეკითხები მცოდნეებს. განსხვავება არის ტელესკოპიურ გასაშლელ მატჩის ჯოხსა და სამ მუხლიან ასაწყობს ჯოხს შორის? მემგონი არ უნდა იყოს განსხვავება :)

განსხვავება არის და თან ძალიან დიდი. მეჩვენება რომ ცოტა სკეპტიკურად ხარ განწყობილი და ამიტომ სანამ ორივეთი არ ითევზავებ და არ გამოცდი ვერ გაიგებ მაგ განსხვავებას. განსხვავებაა შესაძლებლობები, ფასი, სიამოვნება და კიდევ ერთხელ სიამოვნება რისთვისაც თევზაობს უმეტესი ჩვენგანი. 


  • o.cho and kvanto-ს მოეწონა ეს

#20 mate_g

mate_g

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

პოსტი დაწერილია 15 05 2014 - 18:03

რაც შეეხება მონტაჟს მის სიმარტივეს და სირთულეს ვინც როგორ იჭერს თევზს და ვინც რას შეეჩვევა ისაა კარგი ჩემი აზრით თუმცა ამავდროულად განვითარება და ახლის სწავლა აუცილებელია. ვცადე გადანაწილებული დატვირთვა და მხოლოდ გადაგდების მანძილის შემოკლება და ახლართვების გახშირება მივიღე სანაცვლოდ თუმცა ეს არ ნიშნავს რომ გადანაწილებული დატვირთვა არ ვარგა. არის ვიღაც ვინც კარგად იყენებს და თევზას იჭერს. როცა ვაგლერით ვთევზაობ ვცდილობ მაქსიმალურად მძიმე იყოს ტივტივა და მინიმალური დატვირთვა იყოს ძუაზე. ვთევზაობ ყოვეთვის სრიალა ტივტივის მონტაჟით ეწ სლაიდერით. 







მიმაგრებული თეგები: მატჩი, ტივტივა