Jump to content


ფოტო

მარკერი და მარკერისთვის საჭირო კომპონენტები

მარკერი

  • Please log in to reply
8 პასუხი ამ თემაზე

#1 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 01 2015 - 11:51

a0820ac069a9.jpg

     შეუძლებელია ბუნებაში ვნახოთ ორი იდენტური წყალსაცავი, შეიძლება რაღაც მსგავსება გარემო პირობების აღმოვაჩინოთ, თუმცა დამერწუნეთ ფსკერი ერთნაირი ვერ იქნება ვერცერთ შემთხვევაში, აქედან გამომდინარე თავისთვად გვიწევს შესწავლა  კონკრეტული წყალსაცავის სიღრმის და ფსკერის, რათა სწორად იყოს შერჩეული ადგილი სათევზაოდ და მონტაჟი ამ კონკრეტული წყალსაცავისთვის. ფსკერის გამოსაკვლევად კი ჩვენ დაგვეხმარება მარკერი.

მარკერის კომპლექტაცია შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან:

   

    მარკერის ჯოხი

    კარპის ჯოხების აღჭურვილობაში აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს მარკერისთვის განკუთვნილი ჯოხი რომლის მეშვეობითაც ხდება ფსკერის გამოკვლევა და სიღრმის გაზომვაკარპის აღუჭრვილობის მწარმობლების კატალოგში  აუცილებლად შევხვდებით სპეციალურ ჯოხებს მარკერისთვის, თუმცა ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით შესაძლებელია ჩვეულებრივი კარპის ჯოხით მოხდეს ჩანაცვლება J

1f5623e1544b.jpg

 

   მარკერის კოჭა

მარკერის კოჭას აუცილებლად უნდა ქონდეს დიდი და გაშლილი მაქო. ძირითადად მარკერის კოჭად იყენებენ ეგრეთ წოდებულ Big Pit-ებს.

73ea51b04704.jpg

 

   მარკერის ძუა

   თუ გვინდა რომ მარკერმა თავისი ფუნქცია სრულად შეასრულოს კოჭაზე უნდა გვეხვიოს დაწნული ძუა, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ მონოძაფი იწელები პრაქტიკულად შეუძლებელია ფსკერის გამოკვლევა, ამ შემთხვევაში მხოლოდ სიღრმის გაზომვას და ადგილის დანიშვნას შევძლებთ.

0ba833fb9c58.jpg

 

   მარკერის სიმძიმე

   ასევე მარკერისთვი გამოიყენება სპეციალური სიმძიმე, თუმცა მისი უქონლობის შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა სახის კარპის სიმძიმეები.

9bbdea212085.jpg

 

   ტივტივა

   მარკერის ტივტივების მრავალფეროვნებაა, სხვადასხვა პირობებისთვის გამოიყენება სხვადასხვა მოდელის მარკერი. მაგალითად შორ დისტანციაზე სამუშაოდ ან წყალმცენარეებით დაფარული ფსკერის პირობებში.

d5065422ba0a.jpg

 

 

   მარკერის გამოყენება

 

   მარკერის გამოყენებას ვიწყებთ შემდეგი პირობით, ვარჩევთ ადგილს ტბაზე და ვიწყებთ მის შესწავლას, შერჩეული ადგილის მოპირდაპრე მხარეს ვირჩევთ რამე ნიშნულს, მაგალითად ხე, ბოძი, ან რაიმე შენობა , ეს დაგვეხმარება ორიენტაციაში და მარკერის შეძლებიდაგვარად იმ ადგილას განთავსებაში სადაც ჩვენ გვინდა.

 

   მარკერის გასროლის დროს როდესაც სიმძიმე შეეხება წყალს მაგ დროს ვკეტავთ კოჭას და ვიწყებთ ძუის მოჭიმვას. როდესაც ძუა მოჭიმება ჩვენ ჯოხის წვერს მივმართავთ ტბის პარარელურად და ნელი მოძრაობით ვიწყებთ სიმძიმის გამოტანას, ამ დროს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მარკერის ჯოხის წვერს და შეგრძნებებს, მაგალითად თქვენ ხელში გრძნობთ პატარ-პატარა შეფერხებებს, ეს შეიძლება იყოს ფსკერი რომელიც დაფარულია ხრეშის ზედაპირით, ან კიდევ სიმძიმე იჭედება და დიდი მოქაჩვის შემდეგ პერიოდულად თავისფლდება, ამ შემთხვევაში შესაძლებელი ფსკერი დაფარული იქოს წყალმცენარეებით. რათქმაუნდა დასაწერად რთულია კონკრეტული შეგრძნებების აღწერა, ამ შემთხვევაში პრაქტიკა ყველაზე კარგი რამაა J

ada2697f33db.jpg

 

   კიდევ ავღნიშნავ რომ თუ გვინდა შედეგიანი თევზაობა გვქონდეს აუცილებლად უნდა მივეჩვიოთ მარკერის გამოყენებას, დამერწუნეთ ძალიან ბევრი და დიდი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია კონკრეტული წყალსაცავის ფსკერის შესახებ და უფრო შედეგიანს გავხდით ჩვენს თევზაობას J

    ესეც ვიდეო რგოლები რომელიც ჩემზე უკეთესად აგიხსნით მის გამოყენებას და მნიშვნელობას  :)

 

 

სტატიის ავტორი: "საქართველოს კარპფიშერთა კლუბი"



#2 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 01 2015 - 14:10

ოოო, მარკერი კარგი რამეა. ახალ ადგილებზე, სიღრმის შესასწავლად ყოველთვის ვიყენებ მარკერს. ტურნირების სამზადისის დროს კი მე და გიგა_ბაი პარალელურ რეჟიმში მივუყვებით ხოლმე სანაპირო ზოლს და ერთდროულად ვზომავთ სიღრმეებს (ანუ ერთდროულად ორი მარკერით), ამითი გამოვრიცხავთ დიდ ცდომილებას :), თან თუ ერთის მარკერი ჩაწყდა, მეორის მარკერით გამოგვაქვს ხოლმე ნაპირზე :D



#3 Kikva

Kikva

    ახალი წევრი

  • Administrator
  • 44 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2015 - 15:53

გიგა ერთი მარკერი თუ ჩაწყდა მეორეთი როგორ გამოგაქ მეც მასწავლე :D



#4 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2015 - 15:58

გიგა ერთი მარკერი თუ ჩაწყდა მეორეთი როგორ გამოგაქ მეც მასწავლე :D

კიკვა --მეორე მარკერს maxo06 ქვია :) :) :)

რავიცი კუმისზე ასე იყო და :) :) :)


  • ლევანიკა and გლახუნა-ს მოეწონა ეს

#5 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2015 - 16:03

maxo06  :D :D



#6 Kikva

Kikva

    ახალი წევრი

  • Administrator
  • 44 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2015 - 16:10

კიკვა --მეორე მარკერს maxo06 ქვია :) :) :)

რავიცი კუმისზე ასე იყო და :) :) :)

 

:D



#7 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 25 02 2015 - 16:45

ჰოოოო, გიგას მარტო მარკერები კი არა საკვებურებიც გამოაქვს ხოლმე ხშირად :) :) :)


  • ლევანიკა likes this

#8 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2015 - 16:56

გიგა ერთი მარკერი თუ ჩაწყდა მეორეთი როგორ გამოგაქ მეც მასწავლე :D

სროლის დროს მთავარი ძუა (ნანოფილი 0,12მმ) შემოეხვია გამტარ რგოლს და გაწყდა. შესაბამისად მარკერი თავისი მტავარი ძუიანად გაფრინდა რაღაც დისტანციაზე. სწროდედ ამ მთავარი ძუის ნაგლეჯის არსებობით ვისარგებლეთ და მეორე მარკერი რომ გადავაგდეთ, ამ ძუას გამოედო და ამოვიტანეთ. ეგ შარშანდელ კუმისზე იყო...

მახო რასაც ყვება - ის შარშანწინდელ კუმისზე მოხდა - მაგ დროს პირველად გავსინჯეთ მარკერი :)


  • maxo06 likes this

#9 Kikva

Kikva

    ახალი წევრი

  • Administrator
  • 44 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 26 02 2015 - 17:34

სროლის დროს მთავარი ძუა (ნანოფილი 0,12მმ) შემოეხვია გამტარ რგოლს და გაწყდა. შესაბამისად მარკერი თავისი მტავარი ძუიანად გაფრინდა რაღაც დისტანციაზე. სწროდედ ამ მთავარი ძუის ნაგლეჯის არსებობით ვისარგებლეთ და მეორე მარკერი რომ გადავაგდეთ, ამ ძუას გამოედო და ამოვიტანეთ. ეგ შარშანდელ კუმისზე იყო...

მახო რასაც ყვება - ის შარშანწინდელ კუმისზე მოხდა - მაგ დროს პირველად გავსინჯეთ მარკერი :)

გასაგებია, ეგეთები ხშირდა ხდება :)

მეც გამომაქ ხოლმე თითირას ჩაწყვეტილი მონტაჟები ხშირად :D


  • ლევანიკა likes this